"ნი" "ნე" (თავი2)
ვგრძნობ როგორ თრთის ერთიანად,ხელით სრიალა თმაზე ნაზად ვეფერები,ცხვირს ყელზე ვუხახუნებ და ღრმად ვისუნთქავ ნაცნობ სურნელს. ჭკუიდან გადავყავარ მის სინაზეს,მოთმინების ძაფი მიწყდება კრუტუნის ხმა რომ ჩამესმის,ტუჩებს ოდნავ ვახებ ყელზე და ამაოდ ვცდილობ მთელ სხეულში დავლილი ჟრუანტელის დაიგნორებას -გაჩერდი,,,მესმის მოგუდული ხმა,ძალას ვატან საკუთარ თავს მოზღვავებული ემოციები ვაკონტროლო -არ მყოფნი,,,ხრინწიანი ხმით ვამბობ და თვალებში ვაშტერდები სიბრაზისგან რომ უელავს -არ გაქვს ამის უფლება,შენ არაფრის უფლება არ გაქვს,როგორ ბედავ,ვინ გგონივარ?,,ხელებს მკერდზე მადებს და ორი ნაბიჯით იხევს,,,შენი სათამაშოების სიაში მე არ ჩავეწერები,უკანასკნელად გაფრთხილებ ნიკოლოზ ახლოსაც არ გამეკარო,იძულებულს ნუ გამხდი პრობლემები შეგიქმნა,,,ტუჩებზე ღიმილი მეპარება,ხელს მისკენ ვიწვდენ თუმცა ამაოდ,შეშინებული ხტება უკან,რაზეც ხარხარი ძვლივს შევიკავე,,,მაგ უაზროდ ლამაზ თვალებს დაგთხრი იცოდე,,,გაღიზიანებულ მზერას მაპყრობს და აჩქარებული ნაბიჯებით ბრუნდება სახლისკენ -ველური პანტერა,,,ვამბობ მის გასაგონათ,ერთ ადგილზე შეშდება,მესმის როგორ გმინავს ხმამაღლა და სადარბაზოში უჩინარდება. სახლში კარგ ხასიათზე მყოფი ვბრუნდები,გასაღებს საკიდზე ვკიდებ და მისაღებისკენ მივდივარ,სახეზე ღიმილი მეფინება სავარძელზე ჩაძინებული ჩემი დის შემხედვარე. ბოროტი სახით მივიწევ მისკენ,მინდა გავაბრაზო და ამ შანსს არავითარ შემთხვევაში არ ვუშვებ ხელიდან -ეკატერინე გამოფხიზლდი,,,მხრებზე ვეხები და მთელი ძალით ვანჯღრევ -მეტკინა ველურო,,წუწუნებს უკმაყოფილოდ,,,როდის მობრძანდი შენ? -ეხლახანს,შენ როდის აქეთ ელოდები ჩემ დაბრუნებას ქალბატონო? -ისე,რავიცი,,,ლოყები საგრძნობლად უწითლდება და მზერას მარიდებს,,ჩამეცინა,,ვიცი ეხლა რაღაც ისეთი უნდა მთხოვოს,,ბავშვობიდან მორიდებული იყო,როდესაც რაიმე უნდოდა თქმას ვერ ბედავდა,მახსოვს ერთ დღეს მაღაზიაში წავიყვანეთ ბიჭებმა,,თვალი ერთ-ერთ სათამაშოს რომ მოკრა "ნიკო,დიდი გოგო ვარ უკვე და არ მინდა მე ეს დათუნია,არ მიყიდოთ",,მთელი საღამო გამოგვიჭედა ყურები სანამ არ ვუყიდეთ,,სამაგიეროდ აცქმუტუნებული და გახარებული დის ყურებას არაფერი სჯობდა -აბა რა უნდა ჩემ ჭინკას?,,,ხელი სწრაფად მოვხვიე და მუხლებზე დავიჯინე -არა ფული არ მინდა,,უბრალოდ,,უბრალოდ...დაბნეულმა მაჩერდება და ხელების ხლართვას იწყებს -მითხარი კატუს ნუ გერიდება,,,თვალებზე ოდნავ შევახე ტუჩები და მთელი სახე დავუკოცნე,,,ჩემი გემრიელი და ტკბილი ჭინკა ხარ,არასდროს დაგავიწყდეს,სულ გახსოვდეს რომ ჩემი სულის ნაწილი ხარ,ეხლა კი მითხარი რა გიჭირს -იცი მგონი ერთი ბიჭი მომწონს,,,სწრაფად მიპასუხა და თავი ჩემს კისერში ჩარგო,,,ძალიან მომწონს ნიკო,,აი ძალიან,,,ამოიბურტყუნა სასოწარკვეთილმა,,ვგრძნობ როგორ ცახცახებს ერთიანად,ხელებს მთელი ძალით მიჭერს ყელზე და პირიდან ღრიალს უშვებს,,მთელი სხეული დამეჭიმა იმის წარმოდგენზე როგორ ტკივა ან ტკენენ,თმაზე ნაზად ვეფერები და ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო -შეგიძლია მომიყვე შენი გრძნობების შესახებ კატუს,მოგისმენ,დაგარიგებ,გაგიბრაზდები, არ უნდა დაგავიწყდეს საკუთარ თავზე მეტად რომ მიყვარხარ და შენი ბედნიერებისთვის როგორც საჭირო იქნება მოვიქცევით ისე,,ეხლა კიდევ დამანახე შენი ლამაზი სახე,,მაისური დამისვარე ტოო,,,ვთქვი ღიმილით და აწითლებულ ცხვირზე ვაკოცე -არ მიბრაზდები?,, გაკვირვებული მიყურებს და თვალებს აფახურებს -არ გაგიიბრაზდები თუ მომიყევები მის შესახებ,,,პასუხით კმაყოფილი კომფორტულად თავსდება კალთაში და თითებით თმის წვალებას იწყებს -აუ ნიკო იცი რა კარგია?აი ყველაზე კარგი ადამიანია,,ორი წელია თითქმის უკან აჩრდილივით დამდევს,სადაც კი გავიხედავდი ყველგან ის იყო,ერთი თვეა დაიკარგა და ადგილს ვერ ვპოულობ,ჰაერივით მჭირდება მისი დანახვა,შორიდან მაინც,ისე მენატრება ხოლმე,ისე რომ... კიდევ ერთხელ მორთო ტირილი და ჩამეხუტა,ხელები მჭიდროდ მოვხვიე,მთელი სხეულით ავიკარიამოდენიმე ზედ და დრო და დრო შებლზე ვკოცნიდი,,რამოდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მოუდუნდა სხეული და სუნთქვა თანაბარი გაუხდა,,წელზე მჭიდროდ ვხვევ მკლავებს რომ საძინებელში გავიყვანო,საწოლზე ფრთხილად ვაწვენ,იქვე დადებულ პლედს ვახურავ,შუბლზე ტუჩებს კიდევ ერთხელ ვახებ და ოთახს ვტოვებ ტელეფონის გამაყრუებელ ხმას ძილბურანიდან გამოვყავარ,მხარს უკმაყოფილოდ ვიცვლი გაუჩერებლად რომ რეკავს,,გაღიზიანებული ფეხზე ვდგები და ჩართვის ღილაკს ვაჭერ ხელს -ბენდელიანო ისეთი არგუმენტი მოიყვანე რომ გაპატიო თორემ დაგბრიდავ შენ ძმობას ვფიცავარ -გაგაღვიძე ფისო?,,მის განაზებულ ხმაზე უარესად ვღიზიანდები და ვგმინავ,,,კაი ხო ნუ გასვანდები ეხლა,უბრალოდ ანასტასიას კბილი ტკივა და სტომატოლოგთან უნდა წაიყვანოთ შენ და ლევანმა,,ხომ იცი ტასო გაბრიელს ვერ დატოვებს ჯერ კიდევ პატარაა,მეც საქმეზე ვარ, კონტრაქტი უნდა გავაფორმო და დრო აქ მაქვს -ეგრე გეთქვა ბიჭო,ეხლავე ჩავიცვამ,რას მიხსნი ტო,,ტელეფონს საწოლზე ვისვრი და ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ სააბაზანოსკენ ** -ალექს,,,მობილურში ჩაჩერებულ მეგობარს მხარზე ვადებ ხელს,გაკვირვებული თვალებით რომ მიყურებს,,,როდემდე უნდა იყო ცხვირჩამოშვებული,დაელაპარაკე საბოლოოდ და გაარკვიე ყველაფერი,შენთან ყოფნას თუ არ მოინდომებს გეტყვის,მგონი ეს ერთი თვე საკმარისი იყო საკუთარ თავში გარკვეულიყო -შენ თავს ვფიცავარ ნეს,ცხოვრებაში პირველად მეშინია ნაბიჯის გადადგმის,შენ ხომ იცი რომ ძალ-ღონეს არ ვიშურებდი,ყველანაირი კუთხიდან მივუდექი მაგრამ სვანივით ჯიუტია,,მეშინია ტო,,მისი დაკარგა არ მინდა,ჭკუიდან შემშალა,,ყველგან ეგ მელანდება,ისეთი ნაზია და ამავედროს უხეში,,აუ ცუდად ვარ... -ადექი და მოიტაცეს შენც,,,გავეხუმრე სასოწარკვეთილ მეგობარს,თუმცა მის თვალებში დანახულმა ეშმაკუნებმა ოდნავ დამაბნია,,,მოიცა შენ რა მართლა მოტაცებას აპირებ?,,,სიცილი წამსკდა მის შემხედვარე,,,კარგი რა ალექს რომელი საუკუნეა -შენ ძმობას ვფიცავარ მაგარი რაღაც გითხრა,შენ გვერდით ვართ ყველანი,შენ მხოლოდ თქვი როდის და სად,,აღარ შეგვიძლია გიყუროთ დეპრესიაში ჩავარდნილი ქალივით მყოფს,,,ხელი მხარზე დაკრა ბაჩომ და თვალი ჩაუკრა -აყვნენ ეხლა ესენიც,,,გაგულისებულმა გადავხედე ბიჭებს,,,რა მოტაცება,გაგიჟდება ის გოგო და ცალკე მისი ოჯახი,არ დაგავიწყდეთ რომ ძმა ყავს და თქვენ თვითონ ამბობდით,ჭკუა ეკეტება მის დაზეო,ის გოგო რომ არ დარჩეს აქ ძალიან ცუდი ამბავი მოხდება,,მზად ხართ ამ აყალმაყალისთვის?,რატომ არ ფიქრობთ წინ რა იქნება? -აუ ნეს მოიცა რაა -რა მოიცა ზურა,რა მოიცა,სისულელე არ გააკეთოთ იცოდე,არაფერი მიქაროთ თორემ რომელიმე თქვენგანს რომ რაიმე დაემართოს არ გაპატიებთ,,,გაბრაზებული გამოვარდი და კარი მთელი ძალით მივაჯახუნე,,,ჯანდაბა თქვენ,,სამსახურში არ მეჩქარებოდეს განაჩენით სეირს,,,გაგულისებულმა ჩავირბინე კიბეები ჩანთაში მანქანის გასაღებს დავუწყე ძებნა ** -ტასო ხომ არ გეშინია?,,,ერთ ადგილას აცქმუტუნებულ ბავშვს გადახედა დაშნიანმა,შეშინებული რომ აცეცებდა თვალებს -არა არ მეშინია ლევანი ბიძია და გიორგის როდის მანახებ?,,უაზროდ გაკრეჭილი,მოჭუტული თვალებით აკვირდება მას -როდესაც მოვრჩებით გპირდები წაგიყვან,ოღონდ არ ინერვიულო და იტირო ხო? -ლოყებს დავუწელავ რომ მივალ,არა კი არ ავატირებ მე,ისე დავუწელავ,,,თავს ღიმილით ვაქნევ მის ეშმაკობაზე და მზერა ჩვენკენ წამოსულ ექთანზე გადამაქვს -ანასტასია ბენდელიანი ხო?,,თეთრხალათიანი ქალის დანახვისას ტასო მთელი სხეულით ეკვრის ლევანს,,,ქალბატონი ნესტანი გელოდებათ,შეგიძლიათ შებრძანდით,,რამოდენიმე ნაბიჯით ვწინაურდები,კართან წამები ვყონდები,ჰაერს ღრმად ვსუნთქავ და ოთახში შევდივარ -დილა მშვიდობის ქალბატონო ნესტან,,ვხედავ როგორ ეძაბება მთელი სხეული,,ნაზი მოძრაობით ბრუნდება ჩვემკენ,რაღაცის თქმას აპირებს თუმცა კარში დაყუდებულ მამაკაცს და ბავშვს რომ ხედავს მაშინვე კუმავს პირს,,,თქვენი მომსახურებით ისეთი კმაყოფილი ვარ სხვაგან ვერ წავიყვანდი ბავშვს,,,ტუჩებს ენით ვისველებ,,თვალებმოუშორებლად რომ მიყურებს ზედ,სახეზე ირონიულ ღიმილს ვიკრავ და თითებს ჰაერში ვატკაცუნებ მის გამოსაფხიზლებლად -აა ჰო გასაგებია,,აი აქ დაწექი საყვარელო,,ღიმილით უთითებს სავარძლისკენ,,,გპირდები არ გატკენ,,,ამატებს ტასოს შეშინებული სახის შემხედვარე -ნუ გეშინია პატარავ ,ნესტან ხანუმი გადაარჩენს კბილყბაყვირიმალს,,,თავზე ვუსმევ ტასოს ხელს და სიცილს ძვლივს ვიკავებ იმ ალქაჯის სახეზე,გაბრაზებული რომ მიბრიალებს თვალებს -ნიკოლოზ გეყოს,,,მკაცრი ხმით ამბობს დაშნიანი,შეშინებულ ტასოს სავარძელზე ფრთხილად სვამს,,თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ და ქალბატონის სხეულის შესწავლას მზერით ვიწყებ,,დახურულ ტანისამოსშიც კი როგორი სექსუალური და მიმზიდველია,მისი ნაზი მიხვრა-მოხვრით ჭკუას რომ მირევს,სურვილს მიმძაფრებს მისი დაუფლების,,ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ მემატება ტემპერატურა,სისხლი მიდუღს,,ხელები მექავება ისე მინდა შევეხო,მისი სხეულის ყველა წერტილი შევისწავლო,გემო გავუსინჯო ტუჩებს რამოდენიმე დღის წინ ჩემად რომ დავიჩემე,,მაისურის ღილებს ოდნავ ვიხსნი და ღრმად ვსუნთქავ. -მოვრჩით,,,მესმის აწ უკვე წკრიალა ტკბილი ხმა,,,ხომ არ გტკენია?,,,თბილი მზერით უყურებს ტასოს რომელიც უარყოფის ნიშნად თავს აქნევს,,,ძლიერი გოგო ხარ -ხოდა მე მამიკოს გოგო ვარ,,,ამაყად ამბობს რაზეც სიცილი მიტყდება,, -ხოდა მამ...საუბარს ტელეფონის ზარი მაწყვეტინებს,,გაკვირვებული ვაკვირდები ნანას ნომერს და კაბინეტს ბოდიშის ვტოვებ -რა ხდება დედა ხომ მშვიდობაა? -ნიკო შვილო,,,მეორე მხრიდან მთელი ხმით ღრიალებს ის -დედა რა ხდება?,,ხმას საკმაოდ ვიმკაცრებ და მთელ ტანში მცრის მოსალოდნელი უსიამოვნო ამბის გასაგებად -ნიკო შვილო ეკა მოიტაცეს,ჩემი კატო მოიტაცეს პ.ს...მოგვიანებით თუმცა ყველას გილოცავთ 8მარტს ეხლა რა მინდოდა მეთქვა: ყველა ადამიანს აქვს ცუდი პერიოდი ცხოვრებაში,,მთელი ორი წელი ისეთი დღეები გავიარე დამიჯერეთ სიკვდილს უდრიდა ჩემთვის ნუ მომთხოვთ ვიყო რომანტიკოსი,თბილი და საყვარელი(მეც მინდა მაგრამ არ გამომდის),,ის ნინი რომელის საიტის დაარსების დღიდან აქ იყო გააქრეს,ამიტომ მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ თქვენ რომ გისმინოთ მინიმუმ ისტორიების შეწყვეტა უნდა დავიწყო და მაქსიმუმ საიტი დავტოვო,,ძალიან მშვიდი ნერვები მაქვს იმისთვის თქვენი უაზრო და დამაკომპლექსებელ პირად შეტყობინებებზე მოვიშალო ნერვები,,იმის შესახებ თუ როგორ ვწერ,,,პირველად ვწერ ჩემ აზრს აქ და უკანასკნელად,ამიტომ გაითვალისწინოს ცხვირმოუხოცავმა ბავშვებმა ეს,,რადგან შორიდანაც შემიძლია ყველას მივწვდე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.