ცა ჯერ კიდევ ლურჯია ( თავი 3 )
მეორე დღეს სოფი ცოტა შეშინებული იყო, თუმცა ალექსანდრეს და მე, როცა გვხედავდა მშვიდდებოდა. კარგი გოგოა, უბრალოდ ცოტა დრო სჭირდება, რომ გამოვიდეს სტრესიდან... ახლა დუშეთში მივდივართ, საჭესთან მე რომ არ ვზივარ ცოტა უხალისოდ ვარ, თუმცა სალისთან საუბარი მშველის და ყურადღების გადატანაში მეხმარება, კარგი ჯობს ვაღიარო მშობლების დაკარგვის შემდეგ მანქანით მგზავრობა მიჭირს, როცა საჭესთან მე არ ვარ... მოგონებებისა და ავარიის კადრები ჩნდება ჩემს ქვეცნობიერში და მხოლოდ ღმერთმა იცის თავის შეკავება, რამდენად მიჭირს რაიმე რომ არ დავლეწო. მალე ალბათ ფსიქიკურად გაუწონასწრებელი გავხდები, თუ გონს არ მოვეგე, თუმცა არც არავინ მყავს ისეთი, რომლის გამოც ამ ყველაფერთან განმკლავებას მოვინდომებდი, ნათესავებმაც მიმატოვეს, წავიდნენ, გაქრნენ და მარტო დამტოვეს რეალობის წინაშე, თუმცა ისინი ჩემთან არც არასდროს ყოფილან, მხოლოდ მაშინ ვახსენდებოდით მეც და ჩემი ოჯახიც, როცა ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ, ახლა კი ვიღას რაში სჭირდება ერთი უბრალო ობოლი გოგონა.... -ნიკოლ.... გესმის? - ფიქრებიდან სოფის ხმას გამოვყავარ... -ამმმ.. ბოდიში უბრალოდ ჩავფიქრდი - თავი ვიმართლე, ამას ვერ ვიტან -ეს ფიქრები ვის ეკუთვნის? ჰა... გამოტყდი ვინ არის ის იღბლიანი? - ეშმაკური ღიმილით შემომცქეროდა პატარა ეშმაკუნა -ნამდვილად არ მაქვს დრო, ვინმეზე საფიქრელად და დროის უაზროდ გასაფლანგად - ცოტა მკაცრად გამომივიდა, თუმცა არც ამისთვის ვაპირებ ყურადღების მიქცევას -რასგულისხმობ? - -ახლა ეს ვერ მიხვდა ვითომ? - გამოხტა ჩემი მეგობარი " რაო გაიღვიძე? როგორ გეძინა? უკვე ვფიქრობდი, რომ აღარ გამოჩნდებოდი და გამიხარდა '' - მატყუარა! ვიცი რომ გიყვარვარ - ქვეცნობიერში ენა გამოვუყავი ჩემს ალტერეგოს და დავეჭყანე... -შეყვარებული არ მყავს, არც მოწონებით მომწონს ვინმე, უბრალოდ... მთლიანად თაისუფალი ვარ და არც ვაპირებ ვინმე უცხო შემოვუშვა ჩემს გულსა თუ გონებაში... - მობეზრებით ვსაუბრობდი, ისე თითქოს სულერთი იყოს, თუმცა ნამვილად არაა სულერთი, რეალურად პირიქით, მჭირდება ისეთი ადაიანი, რომლის გულისთვსაც ცხოვრებას დავიწყებ და არსებობისთვის აღარ ვიბრძოლებ, მჭირდება ღუზა რომ რეალობაში დავრჩე და უსასრულობაში არ დავიკარგო, მჭირება ის ვისაც ჩავეჭიდები და მეცოდინება, რომ ხელს არ გამიშვებს და არ მიმატოვებს, თუმცა რეალობა არასდროსაა ის რაც ილუზია, ის მხოლოდ ოცნებაა თან ძალიან ტკილი ოცნება, რომ მომავალში მე გაცილებით უკეთ ვიქნები, ვიდრე ახლა. ამას ვამბობდი და უცბათ ჩაცინების ხმა მომესმა, მივიხედე და ხელთ ალექსანდრე შემრჩა, ნამდვილად არ ვიცი რა აცინებს, თუმცა არც იმის ხასიათზე ვარ, რომ ამის მიზეზი გავიგო -შემოუშვებ და თან ძალიან მალე - ეს ისე ჩუმად თქმა, რომ მხოდ მე და მას გაგვეგო, გაკვირვებული თვალებით შევხედე მას, თუმცა სახე გაატრიალა და დაჟინებით მიაჩერდა გზას - ალექსანდრეში არ შევმცდარვარ, მართლაც, რომ მოგაჯადოვა - " ჰეი აქ ვარ და გირჩევნია შენი აზრები, შენთვისვე შეინახო " - ეჰ ნიკოლ! შეიძლება ახლა ვერ ხვდები თუმცა მალე გაიგებ მაგ ბიჭს შენზე რამხელა ზეგავლენა აქვს - თავი გავაქნიე, რომ ეს უაზრო დიალოგი საკუთარ თავთან შემეწყვიტა როგორც იქნა დანიშნულების ადგილზე ვართ, სახლი მყუდრო, ლამაზი და რაც მთავარია თბილია, გარეთ საშინლად ცივა და ჩემს მოქოფრულ აურას უფრო მეტად ადგმევინებს ფესვებს ჩემში. ჩემთვის განკთვნილ საძინებელ ოთახში ვარ და საწოლის გვერდით ატაკზე ვზივარ ფეხმორთხმით. ახლა ვიაზრებ " აქ რა ჯაბდაბა მინდა? რას ვაკეთებ? " ათასი აზრი მაწუხებს " აშკარად შეცდომას ვუშვებ, აქ არ უნდა ვიყო " თავს ვიდანაშაულებ და აშკარად მალე ავფეთქდები უუნარობით - ოჰ, დაწყნარდი მეგობარო - მამშვიდებს ქვეცნობიერი " ნუ გამოხტები ახლა " თავი გავაქნიე სულელურ აზრების მოშაშორებლად, თუმცა არაფერი გამომივიდა, - სულელი ხარ ნიკოლ, აქ რას აკეთებ ჩადი ბავშებთან - " ნეტა დაბლა, რომელი ნახე ბავშვი? სალის გარდა რა თქმა უნდა " - მორჩი! და აწიე ერთი ადგილი, სულელო ბავშვო - ერთი ჩავიფრუტუნე და ფეხზე წამოვდექი, სარკეში შევამოწმე ჩემი თავი, თმა შევისწორე და ქვემოთ ჩავედი... - ღიმილი არ დაგავიწყდეს, ვინმეს შეეშინდება - არა რეალურად ხომ ჩემი ქვეცნობიერი მე ვარ, თუმცა ზგჯერ თითქის როგორც უცხოს ისე ვესუბრები... მართლაც რომ გულიანად გავიღიმე და მისღებში ბავშვებთან გავედი -გამარჯობა - ვთქვი, ყველას გავუღიმე, იქვე სავაძელში ჩავჯექი და სალის გავხედე ჩაფქრებლ იყო, სახეზე ფერი აღარ ედო -სალი ... - გონზე უნდა მომეყვანა სანამ ჯერ-კიდევ გვიანი არაა - სალი - ისევ დავუძახე და როგორც იქნა გონს მოვიდა -ამ უკაცრავად ცოტა ჩავფიქრდი - თავი იმართლა და საწყალი სახით შემომხედა, მე თავი ფრთხილად დავუკარი, იმის ნიშნად, რომ ამაზე ცოტახანში ვისაუბრებდით - მართლა გაიცანით ჩემი მეგობარ ნიკოლი - მეგობარი, ყურში უჩვეულოდ მომხვდა, თუმცა ახლა ამის დრო არ იყო, ამიტომ უბრალდ გავიღიმე - ნიკოლ გაიცანი ესენი ჩემი მეორე ოჯახის წევრები არიან, საბა, ტიტე, დაჩი, ანა და მარიამი - ჩამომირაკრაკა ყველას სახელი და კმაყოფილმა ამოიფრუტუნა, გამგიჟებს ეს გოგო, როგორ შეუძლია ასე სწრაფად აიყვანოს თავი ხელში და არაფერი შეიმჩნიოს -სასიამოვნოა - ვთქვი და უბად რაღაც სიმძიმე ვიგრძენი - ღმერთო წელი, კიდევ შემრჩა? - ძვლივს ამოვიხავლე და თავი სიმწრით ავწიე - ვაიმე სალი აქედან გამასწარი თორე ცოცხალი ამ სახლიდა ვერ გახვალ, ღმერთო რა მძიმეა რას აჭმევთ ასეთს, ამ პატარა გოგოს? - განწირული ვყვირდი და სოფის მოკისკისე სახეს ვუყურებდი - გოგო ადექი მძიმე ხარ, ჩამენგრა ყველაფერი -ნწ არა, ეს საფირო მისალმებაა, ყველა ახალწვეულს ასე ვეგებებით - მეტის თქმა აღარ ვაცადე და უცბად წამოვდექი ფეხზე, სოფიც წამოვაყენე თუმცა მე რისი ნიკოლი ვარ, თუ არ გადავუხადე სამაგიერო, უცბად ალექსანდრე დავინახე ნამცხვრით ხელში, ჩვენთვის გვერდი უნდა აევლო, მეც სწრაფი მოძრაობით, თეფში ხელიდან ავაცალე, სოფის " მოვუღიტინე " და თავი პირდაპი ნამცხვარში ჩავაყოფინე -მე კი ასეთი დახვედრა ვიცი, ნამცხვარივით ტკბილი და გემრიელი - სოფიმ მოგკლავ სახით შემომხედა, თავის ჭკვაში მაშინებდა - თუ ღმერთი გწამს წადი სახე მოიბანე რაა და მოაშორე ეგ მოგკლავ სახე, მაინც ვერ შემაშინებ პატარავ - შუბლზე ვაკოცე და მეორე სართულისკენ ვუბიძგე, გაიცინა და ჩასახუტებლად გამოიწია - არა, არა გოგონა, ასე არა - გავიწიე და თვალი ჩავუკარი, სავარძელში ჩავჯექი და მარის შევხედე რომელიც რაღაცას ამბობდა -ვითამაშოთ რაა? -რა? - კითხა საბამ -კითხვები ახალწვეულს - თქვა ანამ და მაცდურად შემომხედა, წარბაწეულმა თან სიცილის შეკავებას ცდილობდა -მშვენიერი აზრია 20 კითხვა - დაამატა მარიმ -არა - უცბად ვთქვი -კი - ჩაერია ალექსანდრე -არა - გავიმერე ჯიუტად -20 კითხვა - თქვა გამაბრთხილებად -10 - მეც არ დავნებდი -15 - განაგრძო გახალისებულმა -9 - მეც არ დავიშალე -13 - აღშფოდა ყველა -8 ვაჭრობას განვაგრძობდი და სიცილს ძვლივს ვიკავებდი -10 - თვალებმოჭუტულმა გამომხედა და გაეცინა -მშვენიერია! - ახლა უვე სიცილის დამალვას აღარ ვცდილობდი - აბა პირველი კითხვა რა იქნება -პირველი სტანდარტული კითხვაა, შენს თავზე მოგვიყევი - დაიწყო საბამ -ნიკოლი, 18 წლის თხის რქა, საყვარელი ფერი ლურჯი და იისფერი - მხრები ავიჩეჩე -თავისუფალ დროს რას აკეთებ- ეს უკვე მარი იყო -ვვარჯიშობ ან წიგნს ვკითხულობ ან კიდევ ბევრი რამ არის რასაც ვაკეთებ და დრო გამყავს -სასმელი -შავი ღვინო -საყვარელი კერძი -შემწვარი წიწილა - ყველას გაეღიმა ჩემს პასუხზე -ტკბილი -თეთრი შოკოლადი - " და რაფაელო " დავამატე გონებაში, გამახსენდა დედა ყოველ დაბადები დღეს თავთან საწოლის გვერდით ტუმბოზე მიდებდა რაფაელოს დიდ ყუთს და დილით კი გემრიელად მივირთმევდი, შემდეგ კი აბურძგნულ თმებით " მივტანტალებდი " ( როგორც მამა ამბობდა ) და მათ საწოლში ვაგრძელებდი ნებივრობას თითქმის ყველამ დამისვა კითხვა, ალექსანდრეს გარდა... ის უბრალოდ იჯდა და ვიღაცას წერდა... -იმედია ბარბარე არ არის და აქ მოსვლას არ აპირებს - თქვა სოფიმ ალექსანდრეს მიმართულებით, მე გამიკვირდა და თვალი გოგონებს მოვავლე, რომელთაც ბარბარეს ხსენებაზე გუნება წაუხდათ... " ვინ ჯანდაბაა ეგ გოგო? " გავიფიქრე და აშკარად არ მომეწონა ის ფიქრები რაც თავში მომდიოდა, წარმოსახვა უფრო საშინელებებს მკარნახობს ვიდრე ნამდვილად შესაძლოა იყოს, თუმცა აღარ მომწონს მოსალდნელი სიტუაცია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.