შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ სამაგიეროს გადახდა სასიამოვნოც შეიძლება იყოს... (2)


9-03-2017, 18:04
ავტორი likkuna
ნანახია 1 628

შემეშინდა,შემეშინდა კი არა გული გამისკდა სად გარბოდა აღარ ვიცი. უცებ მისი სიცილის ხმა გავიგე და შევტრიალდი
-არ მეგონა ასეთი მშიშარა თუ იქნებოდი, ბოდიში შენი შეშინება მართლა არ მინდოდა
-არაუშავს როგორმე გადავიტან-მე ტასო არ ვიქნები თუ ყველა მომენტი არ გავაფუჭე რა მინდოდა რას ვაჭარტალებდი ენას უუფ.
-ოოჰ ნახე როგორი პასუხები სცოდნია
-...-სირცხვილისგან ვერაფერი ვერ ვთქვი უბრალოდ თავი ჩავხარე, არასდროს არ ვწითლდები თუმცა მაინც დავხარე თვაი რადგან მეგონა რომ ახლა პომიდორს ვგავდი.
-კაი ჰოო უბრალოდ მინდოდა გამეცანი შენ კიდე ზედაც არ მიყურებ, სახელი გითხარი მხოლოდ, შენი დეიდაშვილის მეგობარი ვარ და სახელიც არ უნდა გცოდნოდა? მე არ გეკითხები სახელი მშვენივრად ვიცი ყველას შენი სახელი აკერია პირზე. მოლოცვა მინდოდა მეტი არაფერი აქამდე ისე ერთობოდი და სულ ვიღაცასთან ერთად იდექი რომ მოლოცვა ვერ მოვახერხე და ახლა გილოცავ, და აი ესპატარა უმნიშვნელო საჩუქარი მინდა მიიღო ჩემგან
-იკა...ირაკლი მადლობა მოლოცვისთვის მაგრამ არ იყო საჭირო მართლა ძალიან გთხოვ არგინდა
-უბრალოდ იკა დამიძახე და ნუ იბნევი უბრალოდ დაბადების დღის საჩუქარია-ჩაიცინა,ღმერთო რა კარგი სიცილი აქვს, არა რეებს ვბოდიალობ, რა სიცილი, ვერ ვარ რაღაც კარგად.
-კარგი იკა მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და მართლა არ იყო საჭირო-პატარა ყუთი მომაწოდა ისევ გამიღიმა და წავიდა. იმ საღამოს აღარც დამინახავს. სახლში მივედი საჩუქრების გახსნის თავიც არ მქონდა ისე დავიძნე. დილით ნატაშა დამახტა თავზე და გამაღვიძა კიდევ კარგი კვირა იყო და დაძინების საშუალება მექნებოდა ასე რომ არ გავბრაზებულვარ.
-ტასო ტასიკოო ტასიკინო ადე რა გავხსნათ საჩუქრები ძალიან მაინტერესებს
-აუუ ნატაშა დამასვენეე გოგო დამანებე თავი
-ნატაშას განახებ ეხლა აეთრიე დროზე პირველია უკვე
-აუუუ ჰა მოიტანე და გახსენი რა იყო არსად არ გაიქცევა ეგ საჩიქრები უიმეე
-აჰა-და ყუთები პარკები ყველაფერი თავზე დამაყარა. საჩუქრების გახსნა დავიწყეთ ბევრი ვიცინეთ შიგადაშიგ. ზოგი რამ ძალიან მომეწონა ზოგი ისე რა მაგრამ ნუ მაინც საჩუქარია. იკას ყუთს ვეძებდი თუმცა მე ვერ ვნახე და ნატაშკას რომ შევხედე უკვე გახსნილი ქონდა და პირი ქონდა დაღებული
-ასეთი მაგარი ბიჭი თუ იყო ის ვიღაც უცნობი არ ვიცოდი-თვალები კიდევ გაფართოვებული ქონდა ისე უყურებდა ყუთს
-ჯერ ერთი იკა ქვია მერე მეორე მანახე ასეთი პირი რო ღია დაგრჩა-ყუთი ხელიდან გამოვგგლიჯე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ნატაშკას კი არა მე დამრჩა პირი ღია სახევარი საათი ვერ დავკუმე მგონი ბუზიც კი გადამეყლაპა
-ეს რა არის, უმნიშვნელოო და ესაა უმნიშვნელო, ეგ ბავშვი დამცინის?
-საიდან გაიგო გაფიცებ ყველაფერს ეგ კულონი 500$ ღირდა
-მშვენივრად ვიცი ნატაშკა რაც ღირდა დებილი არ ვარ
-მაგარი ბიჭია, საიდან გაიგო ეს კულონი რომ ასე ძაან გინდოდა
-რავიცი ნატაშკა მემგონი მეც შენთან ერთად ვნახე ეს კულონი და მეც შენნაირად გაოცებული ვარ-ყუთიდან იკას ნაჩუქარი კულონი ამოვიღე და გაშტერებული ვუყურებდი. ხელში პატარა ანგელოზი მეჭირა.წვრილი თვლებით რომელიც საოცარად ნაზი იყო. ასე ვერ ავღწერ რა ლამაზიცაა. წვრილ, ძალიან წვრილ ორმაგ ცეპზე ეკიდა რომელიც საოცრად ნაზსს ხდიდა. უცებ ყუთში პატარა ფურცელი შევნიშნე ამოვიღე და ზედ წარწერა იყო „ისეთივე ლამაზია როგორიც შენ ხარ, ისეთივე ნაზია როგორც შენ და ძალიან გამიხარდება თუ ხშირად დავინახავ შენს ყელზე“
-ეგ ბიჭი შენზე აბოდებს-დაასკვნა ნატაშკამ
-კარგი რა გაჩერდი ნუ მიბურღავ ტვინს ვერ ხედავ როგორი ნაწერია? პირველად ხედავ ასეთ ნაწერს? ეს უბრალოდ მაღაზიამ ჩააყოლა ალბად თორემ არამგონია იკას გაეკეთებინოს.
-ოო შენ ხო კაცს ოცნებას არ დააცდი
-რა ოცნებას გოგო სულ გარეკე შენ? რაზე ოცნებობ, ვერა ხარ კარგად-თავში წამოვარტყი გაბრაზებულმა-ჰა გამოფხიზლდი თუ ისევ გინდა წამორტყმა გამოსაფხიზებლად?
-მე შენ განახებ როგორ უნდა თავში წამორტყმა მაცადე-ბალიში გამომიქანა თუმცა დაჭერა მოვასწარი და ამ დროს ზედ მახტება. გიჯი გადარეული აღარ ამომასუნთქა. მერე ათი წუთი ვიცინეთ და რომ გამოვედით გიორგი დამხვდა. მაშინვე მეკითხება
-იკამ გაჩუქა?-და მიცინის. უცებ დავიბენი ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა
-რა?
-რაც ყელზე გიკეთია-ხელი წამიერად მოვისვი და ვინანე რომ მოხსნა დამავიწყდა
-აა ეს ჰოო იკამ მაჩუქა, და რათ უნდოდა ასეთი რამე მე მითხრა უმნიშვნელოო და ესაა უმნიშვნელო? კარგი რა გიო გეხვეწები შენ მაინც მიეცი რა არ შემიძლია ვერ ავიღებ
-კარგი რაა გოგო ხო არ გაგიჟდი ეგ რო უკან დაუბრონო მაინც არ დაიბრუნებს, გადააგდებს და არ დაიბრუნებს ასერომ დაიტოვე
-აუუ ძაან მრცხვენია რაა
-რისი გოგო ნუ გამაგიჟე
-აბა რა არის ეს გული გამისკდა რომ დავინახე ან საიდან გაიგო რომ ეს კულონი მომწონდა?
-ნეტა საიდან გაიგო-ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა მაგრამ კარგად გავიგე,თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთის. მეორე დღე ისევ ორშაბათი დამთავრდა ჩემი განტვირთვა და ახლა მართლა სერიოზულად ვაპირებ გაგრძელებას. ისევ სკოლა მასწავლებლები მეცადინეობა. სკოლა მასწავლებლები მეცადინეობა. ერთხელ ნატაშკა ჩემთან უნდა დარჩენილიყო და გიოს უნდა გამოევლო გაკვეთილის მერე. გარეთ ვდგავართ და ველოდებით თან ვსკდებით რაღაც სისულელეებზე სიცილით. მე მექანუკურად კულონს ვიწვალებ რომელიც ალბად იმ დღის მერე არ მომიხსნია, სიმართლე რომ ვთქვა არც გამხსენებია. ჩვენ წინ ნაცნობი მანქანა აჩერებს, გიოსია რათქმაუნდა, გვისიგნალებს. მე რათქმაუნდა წინ წავედი რომ გიოს გვერდით დავმჯდარიყავი კარებს ვაღებ და შიგნით ვჯდები თუმცა ვერც ვჯდები ვირაცის კალთაში ვვარდები.
-ასე თუ გინდოდა ჩემ კალთაში ჩაჯდომა გეთვქა წინააღდეგი არ ვიქნებოდი-ღმერთო ისევ ისე იღიმის, მაგრამ ამ ჯერად ნერვები მეშლება
-კაი ბიჭო გაჩეე ხო არ გავიწყდება რო ჩემი დეიდაშვილია?-მოჩვენებით გაუბრაზდა ვითომ. თუმცა ჩაცინება კარგად გავიგე
-კაიი გიო რა ჩემი ბრალია მე რა პონტში მეჩხუბები შენი თვალით დაინახე ჩემი ბრალი არ იყო. თვითონ ჩამიხტა კალთაში.
ამ დროს ნატაშკას სიცილი მესმის და ეს მაფხიზლებს უცებ ვცდილობ წამოვდგე თუმცა რა თვაი მანქანას მივარტყი და ისევ დავბრუნდი იკას კალთაში. ის უკვე სერიოზულად დამცინის მე კიდე რამის ტვინის შერყევა მივიღე ისე ვთხლიშე თავი.
-კაი ჰო ასე დაბნევაც არაა საჭირო როცა მხედავ ხოლმე-ღმერთო ეს ცინიკური ტონი სურვილი მიჩნდება ენა ამოვაგლიჯო.
-კრეტინი ხარ-ვეუბნები და სწრაფად ვდგები.
-წესიერად გოგო სულ გაგიჯდი შენ?-გამიბრაზდა გიორგი ჩემს ტონზე
-აბა რა უნდა შემეშვას
უკან ვჯდები არც ერთი ხმას არ იღებს, ნატაშკა კი ფხუკუნებს და ნერვებზე თამაშობს.
„მაცადე შენ ავიდეთ სახლში მერე გაფხუკუნებ კარგად“ მივწერე გამწარებულმა. ამ დროს გიორგის ტელეფონი რეკავს და სასწრაფოდ უწევს წასვლა თუმცა მანქანას გვიტოვებს და საჭესთან იკა ჯდება. ისევ ჩუმდა ვაგრძელებთ გზას, თუმცა სიჩუმე იკამ დაარღვია
-ნატაშკა ჰო?
-ჰოო
-ნატაშკა-დაფიქრდა-ლამაზი სახელია ნატაშკა, ნუ ყოველი შემთხვევისთვის ტასოს სჯობს-სარკიდან გამომხედა, თბალებში კი ჭინკები დაუხტოდა, „აშჰკარად ჩემს ნერვებზე თამაშობს, კრეტინი იდიოტი“ ვფიქრობდი ჩემთვის.
-ნატაშკა შეყვარებული გყაავს?
-არაა არ მცალია ახლა მაგისთვის, ჩასაბარებელი მაქვს ჯერ და კარიერა ასაწყობი რადროს შეყვარებულია
-ჰოო ჩკვიანი გოგო ხარ ჯერ რათ გინდა შეყვარებული, მაგ შენ გადარეულ დაქალსაც არ ყავს?
-ეგ გადარეული დაქალი სხვათაშორის შენს უკან ზის და რომ მოინდომოს კარგად ცაგცხებს კიდევაც მაგ ლამაზ თავში
-არა არც ტასოს არ ყავს შეყვარებული ესეც ჩემს აზრზეა
-სწერვა კი ხარ მარა შენც ჭკვიანი ხარ, რათ გინდათ ჯერ შეყვარებული, მართლები ხართ კარიერა ჯობია-ისე სრიოზულად ლაპარაკობდა რომ რაღაც მომენტში დამავიწყდა ქალაქის ბაბნიკი რომ იყო
-ამას ამბობს თბილისის ყველაზე ცნობილი ბაბნიკი ვაა მაგარია ტაში გეკუთვნით ნამდვილად-ტაში შემოვკარი უცბე
-ნუ ხარ შენ სწერვა-გადმომიჩრჩულა ნატაშკამ
-მაგ სწერვობას ბოლოს თუ არ მოუღებ დარჩები შინაბერა ქალბატონო-გადმომხედა იკამ
-ნუ გეშინია გამოჩნდება ვინმე ვინც გაუძლებს ჩემს სწერვობებს-დავეჯღანე და ენა გამოვუყავი
-ღმერთო რა ბავშვია-თავისთვის ჩაილაპარაკ. ნერვები მომეშალა მაგრამ რომ ავყოლოდი დარწმუნებული ვარ უფრო დამეგლიჯებოდა ნერვები ასერომ გაჩუმება ვარჩიე. მერე ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია. ძივს მივაღწიეთ სახლამდე.
-ტასო ერთ წამს შეგიძლია დარჩე?



არ ვიცი ღირს თუ არა გაგრძელება, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ძალიანაც ნუ გამსჟჯით)))



№1  offline წევრი LSD

Pirveli istoriistavi martla kargiaa martla kiara kargiaa❤️❤️ Aucileblad unda gaagrdzeloo ❤️❤️ Tavebi gazardee ra oghond armkofnis iseti patarebia❤️❤️ Veli shemdeg tavs warmatebebi❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent