შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაიდაური


10-03-2017, 22:09
ავტორი silence
ნანახია 1 209

01.06.2016
ეს ჩემი პირველი დღიურია.მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მქონია.დღიურის წერას ალბათ თავის წარდგენით იწყებენ,ხომ? ნიკა მქვია,ბაიდაური. 14 წლის ვარ,მიკვირს ამ ასაკამდე როგორ მოვაღწიე,თუმცა ფაქტია,რომ ახლა ვწერ,ანუ ვარსებობ.მყავს ორი პატარა და-ნია და მარიამი. ნია 6 წლისაა,მარიამი-5-ის. მამა მარიამის დაბადებამდე 2 თვით ადრე გარდამეცვალა და ავადმყოფი დედა გვზრდის,ერთ პატარა,ნესტიან სარდაფში. როგორც უკვე გითხარით,დედა ავადაა,ყველაფერი სტკივა,სულ ახველებს,სისხლჩაქცევები აქვს სხეულის ზოგიერთ ნაწილზე. მუშაობა არ შეუძლია. ავადმყოფობის მიუხედავად მაინც დადიოდა ქალაქში,იქნებ სადმე მცირე სამუშაო ეშოვა ,თუმცა არსად იღებდნენ ექვს კლას დამთავრებულ,ავადმყოფ,ქვრივ ქალს. როგორც ოჯახის უფროსს,მე დამაწვა კისერზე მათზე ზრუნვა და რაღა თქმა უნდა არაფერს ვიშურებ მათთვის.
გაგიკვირდებათ,ალბათ,ფულს როგორ შოულობო. სწორედ აქ იწყება ჩემი რთული ცხოვრება,რთული ყოველდღიურობა. არ გეგონოთ,რომ თავს გაცოდებთ,უბრალოდ ვცდილობ,მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო ჩემს დღიურთან მაინც. ჩემი ყოველდღიურობა არ ჰგავს თანამედროვე თინეიჯერი ბიჭის ყოველდღიურობას-ჩემთვის გასართობი არ არსებობს. არ მყავს მეგობრები,რადგან არავის სურს ჩემთან,როგორც ღარიბ ობოლ ბიჭთნ მეგობრობა,ყველა ამპარტავნებითაა შებყრობილი. არც მჭირდება მათნაირები გვერდით. ყოველ დილით 6-ზე ვდგები,დედას და დებს ამ დროს სძინავთ, ვიცვამ ძველ,დაძენძილ,ვიწრო მაიკას და გავდივარ გარეთ. დილის პირველი პრობლემა საჭმლის შოვნაა,არა ჩემთვის,არამედ ჩემებისთვის. დღეში ერთხელ,ან ორ დღეში ერთი ორჯერ ვჭამ ,ჩემი ორგანიზმი მიჩვეულია ამ რუტინას,მადლობა მას ამისთვის. ახლა ზაფხულია და პურის ფულის შოვნა უფრო მიადვილდება. დავდივარ უბნებში,ვათვალიერებ ხილით დახუნძლულ ხეებს,ვკრიფავ რაც ხელში მომხვდება,შემდგომ დილის შვიდისკენ უკვე მაქვს ხოლმე დაკრეფილი ხილი,ძირითადად ალუჩა,გავდივარ ქალაქში და ვყიდი. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა,რომ ხშირად ხალხი ჩემგან ხილს არა იმიტომ ყიდულობს,რომ უნდა,არამედ იმიტომ,რომ ვეცოდები. ეს არ მსიამოვნებს. გამიმართლებს თუკი ყველას გავყიდი,თუ არადა რაც რჩება სახლში მიმაქვს,ჩემებთან. ამ „ვაჭრობაში“ დაახლოებით 3 ლარს ვშოულობ,თუ გამიმართლა 4-საც. ეს თანხა საკმარისია პურისა და მაწვნის ან სხვა რამე ხილის,ან ერთჯერადი სუპების საყიდლად. ისინი ჩვენს ძირითად კერძს წარმოადგენენ-შედარებით იაფია და გემრიელი. თკი რამე ფული მრჩება სახლში მიმაქვს და დედას ვაძლევ ყოველი შემთხვევისთვის,ან ლეიბის ქვეშ ვინახავ. ამ დროს უკვე ცხრის ნახევარიც ხდება,ვემზადები(თუკი ამას გამზადება ჰქვია) და მივდივარ სკოლაში. გამიმართლა,რომ წიგნებს სახელმწიფო გვირიგებს,თორემ არც კი მინდა წარმოდგენა იმისა,თუ საიდან შეიძლება მეშოვა წიგნებისთვის საკმარისი წიგნი-ალბათ მომიწევდა სწავლისთვიის ხელის აღება ან მათხოვრობის უმძაფრესი ნორმების მიღება. და აი ამ ლაპარაკში ვახსენე ჩემი შუადღის ხშირი საქმიანობა-დიახ,ვმათხოვრობ. სულ დაკრეფილი ხილის იმედად ვერ ვიქნები,ვზოგავ,რომ ყოველდღე მქონდეს საშუალება მათი გაყიდვის,თუნდაც დილაობით,ამიტომ შუადღეს,სკოლის მერე ჩავდივარ მეტროში ან ქალაქში ვზივარ და ვმათხოვრობ. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა,თუმცა მიწევს მისი გამოყენება,არ ვიცი მისი შემცვლელი სიტყვა,მისი სინონიმი. მეტროში ჩასული ვდუმვარ,უბრალოდ ვაგონებშ დავდივარ ხალხს შორის,მიმხვედრი ხვდება რა მიზნითც და მასაჩუქრებს 20 თეთრიანიც,ზოგი კი მაიგნორებს, საშინელებაა იარო უგულო,უსულო ხალხს შორის,შენი დუმილით მიახვედრო რა გსურს და მათგან მიიღო მცირეოდენი დახმარება. ძალიან ხშირად ათეულობით ვაგონს ისე გავდივარ,რომ არც ერთი ამ უგულო ქმნილებათაგან არ მიწვდის დახმარფების ხელს. ვიცი,ყველას თავისი გაჭირვება აქვს<ტუმცა მათი ჩაცმულობის შემხედვარე,მგონი რომ მცირედი დახმარება ერთხელ მაინც ყველას შეუძლია.დღის ბოლომდე 10-იოდე ლარს ვაგროვებ ასე,ან 15ს-ისევ საუკეთსო სიტუაციაში. თნხის უმეტესობას დედას ვაძლევ,როგორც უკვე გითხარით. ის არ მაძლებს ამის გაკეთებას,თუმცა ჩემი სურვილია ასეთი. ეს წყეული კომუნალური გადასახადებიც ხომ გადასახდელია ყოველთვიურად?! ხოდა ფულს მოგროვება უნდა.
სკოლაში მომავლის იმედით დავდივარ. ვცდილობ ავითვისო მაქსიმალური,რასაც მასწავლიან,რათ რომ გავიზრდები შემეძლოს ოჯახი ჩემი ცოდნით ვარჩინო და არა მათხოვრობით. დიადი ოცნებები მაქვს,თუმცა ალბათ ოცნება ოცნებად დარჩება. ჩემი ოოცნებების ახდენამდე ჯერ ჩემს პატარა დებს და დედაჩმს აქვთ ოცნება-ჯერ მათ ავუსრულებ და მერე მე. ეჰ,რა მარტივია ამის ასე წერა,ასრულება კი რთული. ყოველდღიურად იმდენი რამ ხდება ჩემს თავს,ვეცდები ყველაფერი მოგიყვე, დღიურო,გაგიზიარო ყველა ემოცია,რასაც დღის განმალობაში განვიცდი ა უბრალოდ მინდა ვწერო,ვწერო და ვწერო. ჩემი ემოციების გაზიარება არავის უნდა,დედას არ ვუყვები ხოლმე ჩემი მძიმე ყოველდღიურობის დეტალებს,არ მინდა ავადმყოფი ქალი უარესად გავხადო,ამიტომ მხოლოდ შენღა დამრჩი,დღიურო,იქნებ შენ მაინც მოისმინო ჩემი გულის დარდი,ჩემი ტკივილი. ამით დავამთავრებ დღეს წერას,ხვალ,ალბათ კვლავ გაგახსენებ თავს და მოგიყვები რაც მოხდება. ძილინებისა.

ბაიდაური



№1  offline წევრი deep

აუ აუ აუუ.რა კარგი იყო.მაგრამ არ შემიძლია ასეთი მძიმე ისტოირების ითხვა სულ ვტირი ხოლმე.

 


№2  offline წევრი Everything

შენთან ვარ ბოლომდე!
რაღაც საოცრებას უნდა ველოდო ვიცი...

ძალიან ,ძალიან კარგია))
არ ველოდი ასეთს გულწრფელად გეუბნები...
მე აქ ვარ!! შენთან! არ დაგავიწყდეს..❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

დამეწვა გული ამ ისტორიაში სიმართლის მარცვალი რომ დავინახე.ბოლომდე მოგყვები და ცოტა დიდი თავები დადე თუ შეძლებ რა
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი silence

La-Na
დამეწვა გული ამ ისტორიაში სიმართლის მარცვალი რომ დავინახე.ბოლომდე მოგყვები და ცოტა დიდი თავები დადე თუ შეძლებ რა

მაქსიმალურად ვეცდები რომ გავადიდო თავები და ხშირად დავდო . მადლობა რომ კითხულობ <3

deep
აუ აუ აუუ.რა კარგი იყო.მაგრამ არ შემიძლია ასეთი მძიმე ისტოირების ითხვა სულ ვტირი ხოლმე.

აჰაჰჰ ,მეც მეტირება ხოლმე მსგავს ისტორიებზე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent