შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვითელი გული (მეორე თავი)


10-03-2017, 22:37
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 567

გადავწყვიტე ერთი კვირა პაუზა ავიღო,რადგან უფრო კარგად დავწერო და შემდეგ ხშირ-ხშირად დავდო. სწორედ ამიტომ ეს თავი პატარაა, ველოდები შეფასებებს

ზურამ კიბეები სწრაფად ჩაირბინა იმ იმედით რომ შოთას დაეწეოდა და მომხდარის შესახებ ჰკითხავდა. ზურამ იცოდა რომ ის ასე არასოდეს იქცეოდა, იგი სხვის მიმართ ყურადღებას არასოდეს იჩენდა მაგრამ ახლა რაღაც მოხდა, რაღაც რის შესახებაც აუცილებლად უნდა გაერკვია. შოთა უკვე სახლს ტოვებდა, თუმცა როდესაც გარეთ გავიდა ზურამ შეაჩერა და მასთან აქოშინებული მივიდა. შოთა შემოტრიალდა და მის აწითლებულ სახეზე გაეცინა. ზურას წარბიც არ შეტოკებია,უბრალოდ ხელები გაშალა და პასუხს დაელოდა. შოთამ არაფერი შეიმჩნია და კითხვისნიშნით აღსავსე თვალებით მიაშტერდა.
- ისე ნუ იქცევი ვითომ ვერაფერს ხვდებოდე. - შოთამ ჯიზეებში ხელები ჩაიწყო და სხვა მიმართულებით გაიხედა.
- და რას უნდა ვხვდებოდე ?
- კარგი რა ძმაო, კარგად გიცნობ გოგოს მიმართ ყურადღებას არასოდეს იჩენ !
- რატომ მოატყუე ? - ჰკითხა უემოციოდ
- რა რატომ მოვატყუე ?
- თავს ნუ იკატუნებ, ეს რაში გჭირდება ? გსიამოვნებს შენი დის ტანჯვას რომ უყურებ ? - შეუბღვირა ძმაკაცს და იქვე გამვლელ გოგოს თვალი გააყოლა.
- ხო,ხო როგორ არა იტანჯება ! მას თავისი უაზრო გვირილების გარდა არაფერი აინტერესებს,თანაც საიდან მოიტანე რო იტანჯება ? ყოველთვის იღიმება და უაზროდ მშვენიერ ხასიათზეა ! - ჩაიბუტბუტა და თავი დახარა, დავიჯერო მართლა ვერ ხვდებოდა ?! როგორ შეიძლება ადამიანი შენი სისხლ-ხორცის ტკივილს და დარდს ვერ ხვდებოდე ?!
- როდესაც ადამიანი ბედნიერია მუდამ იღიმის და იცინის,თუმცა თუ ადამიანი იღიმება და იცინის ეს არ ნიშნავს რომ ის მართლა ბედნიერია! - წამით მისმა სიტყვებმა დააფიქრა თუმცა მალევე უარყო და თავი გააქნია.
- ხომ ხვდები რომ უაზრობას იძახი ? როგორ უნდა გაარკვიო ! - შეიცხადა ზურამ
- თუ ადამიანის მიმართ გულგრილი არ ხარ, მაშინვე მიხვდები მისი ღიმილი ყალბია თუ არა. - თავისივე სიტყვებზე ჩაეღიმა,რამაც ზურას ღიმილიც გამოიწვია.
- ეს იმას ნიშნავს რომ ჩემი და მოგწონს ? - ამაყად კითხა და ყურებამდე გაიკრიჭა
- თვალები რომ გაახილო მიხვდები რომ შენი და უამრავ ბიჭს მოსწონს. - ზურას ჩაეცინა და ევას ფანჯრისკენ აიხედა
- კითხვაზე არ გიპასუხია. - წარბები აათამაშა და მანაც შოთასავით ხელები ჯიბეებში მოითავსა.
- ვინ იცის, შეიძლება ! - თმას წაეთამაშა და გაიცინა.
- ანუ ის წითელი ვარდებიც შენ აჩუქე ? - აღმოხდა გაოცებულს
- შეიძლება.. კარგი ახლა წავალ თორე შენი და ინტერესით ფანჯრიდან გადმოვარდება. - გულიანად გაიცინა და წასასვლელად მოემზადა,მაგრამ მოულოდნელად შემობრუნდა და ძმაკას უთხრა - ეცადე მეტი ყურადღება მიაქციო ნუ გავიწყდება რომ შენი დაა ! - შეუღრინა ევას ახედა და მაცდურად გაუღიმა,როდესაც ევა მიხვდა რომ შეამჩნიეს აწითლდა და ფანჯარას მოშორდა.

***

საწოლიდან კვნესით წამოვიზლაზნე და სარკესთან კოჭლობით მივბარბაცდი.ჯანდაბა ძალიან ცუდად ვარ თავი მისკდება,იქნებ ტვინის შინაგანი სისხლდენა მაქვს ? - არაა აშკარად უნდა მოვრჩე გრეის ანატომიის ყურებას თორემ სულ გავრეკავ ! - მუცელი სშინლად მეწვება და გული მერევა,ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო. ამოვიოხრე,სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე და მაისური ავიწიე. არსებული სანახაობის გამო გული შემიწუხდა,მუცლის არე მთლიანად ჩალურჯებული მქონდა,რომელიც უკვე სიშავეშიც გადადიოდა.ნეტავ რატომ არ მიკვირს?! აჰ, გამახსენდა ეს ხომ ყოველდღე ხდება,უკვე შევეჩვიე კიდეც, ყოველდღე გალეშილი მთვრალი მოდის და მცემს,ვცდილობ მოვერიდო მაგრამ არ გამომდის,შეუძლებელია სადმე მიემალო ოთახში დავრჩე ?! შიგნით მივარდება და მიყვირის,მლანძღავს და მამცირებს, კარები ჩავკეტო ? - სიმწრისგან ჩამეცინა - ხო ერთხელ ასე რომ მოვიქეცი კარები შემოამტვრია. წარმოდგენა არ მაქვს მის სასტიკ ბუნებას კიდევ რამდენი ხანი გავუძლებ. მაისურს ხელი გავუშვი და კარადასთან მივედი,სადაც დედას პარფიუმერიას ვინახავდი,დარწმუნებული ვარ მასში ძველი ტონალურიც იქნება. მისი ჩანთა გავხსენი და არც შევმცდარვარ. 2007 წლის ტონალური ამოვიღე და ისევ სარკესთან დავბრუნდი. ტონალურს თავი ძლივს მოვხსენი და დალურჯებულ ადგილას ფრთხილად წავისვი. მგონი მთლიანი ტონალური ჩემს მუცელზე დავხარჯე მაგრამ დიდი ვერაფერი,სილურჯე სულ ოდნავ დამალა.ბუზღუნით დავაბრუნე საკუთარ ადგილას და ტუჩების წვალება დავიწყე. რა გავაქეთო ? ლექციებს არაფრის დიდებით არ გავაცდენ,ამ სიცხეში რაიმე ჯემპრის მსგავს ვერ ჩავიცვამ - ფიქრებიდან ვიღაცის ხავერდოვანმა სიცილმა გამომარკვია - ფანჯარასთან მივფლახუნდი და ფარდა ოდნავ გადავწიე,რათა დამენახა ვინ იცინოდა ასე ხმამაღლა. - დავინახე როგორ საყვარლად იცინოდნენ შოთა და ზურა.მათი შემხედვარე მეც უაზროდ გამეღიმა,ნეტავ რაზე საუბრობენ ? იმ იმედით რომ რაიმეს ყურს მოვკრავდი თითის წვერებზე ავიწიე და ფანჯარას დავეყრდენი.როდესაც მწვანეთვალებას მზერა შევნიშნე ვაშლივით გავწითლდი და ფარდას ამოვეფარე. როგორც ჩანს მწვანეთვალებამ ჩემზე რაღაც უთხრა,რადგან ზურამ ამომხედა და რაღაც მანიშნა თუმცა ვერ მივხვდი რა.შოთამ გამიცინა და თვალი ჩამკრა,შემდეგ კი უბრალოდ წავიდა.მანამდე ვუყურებდი მას სანამ ჩემი თვალთახედვიდან არ გაქრა.ფანჯარას ფრუტუნით მოვშორდი და საწოლში დამანჭული სახით შევწექი.ქსეროქსები ავიღე და მეცადინეობა დავიწყე. ერთი საათის შემდეგ კარი ფრთხილად გაიღო,საიდანაც ზურამ თავი შემოყო.
- შეიძლება? – ცოტა არ იყოს მეუცნაურა. უხმოდ დავუქნიე თავი და ქსეროქსი გვერდით გადავდე.როდესაც მთლიანად გამოჩნდა მის ხელში ორი ჭიქა ყავა შევნიშნე. კარი ფეხით მიხურა,ჩემთან მოვიდა და ყავა გამომიწოდა,შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და ყავა მოსვა. თვალები დავაწვრილე და ცალი წარბი ავწიე.
- ვინ ხარ და რა უყავი ჩემს „ძამიკოს“ ? - ბოლო სიტყვა ირონიულად ვთქვი და ჩავიცინე. - აა,მივხვდი ყავაში საწამლავი ჩაყარე რო დავლიო და უფრო მალე მოვკვდე ხო ? - ჩემს კითხვაზე
- დამშვიდდი ეს უბრალოდ ყავაა.
- ჰმმ... უბრალოდ ყავა ! - დავფიქრდი და შიგნით ეჭვის თვალით ჩავიხედე,როდესაც დავყნოსე ზურას სიცილი აუვარდა - რა? არ გენდობი ! - მივხვდი რომ ჩემი სიტყვები ეტკინა მაგრამ იცით რა ? არაუშავრს ! მე ყოველდღე,ყოველწუთს და ყოველწამს მტკივა ამიტომ როგორმე აიტანს !
- უბრალოდ მიმახვედრეს რომ რაცარუნდა იყოს ჩემი და ხარ ! - მითხრა სევდიანად.
- ოჰ როდის აქეთაა იმ მწვანეთვალება იდიოტის დავალებებს ასრულებ? - წარბები ავწიე და ყავა მოვსვი. როგორც ჩანს დღეს ჩემს მოკვლას არ აპირებს.
- ჯერ ერთი მაგ მწვანეთვალება იდიოტს როგორც შენ ეძახი შოთა ჰქვია და მეორეც ის არაფერ შუაშია. - მე მწვანეთვალება იდიოტი უფრო მომწონს. - ვუთხარი მკაცრად რაზეც გაეცინა. - ნუთუ ასეთი სასაცილოა ჩემი ყოველი სიტყვა ? - დავიბუზღუნე და ყავა მოვსვი.
- ეგ მწვანეთვალება იდიოტი მოგწონს ? - მკითხა სრული სერიოზულობით რაზეც
- რაიყო ძმის სინდრომები დაგეწყო ? - მივუგე დამცინავად
- მოგწონს ? - ჩემი კითხვა დააიგნორა.მომწონს ? რათქმაუნდა არა,ცხოვრებაში არავინ მომწონებია და ვფიქრობ არც მომეწონება.
- ცხოვრებაში არასოდეს არავინ მომწონებია,მითუმეტეს მყვარებია და შენი აზრით რაღა ახლა შევიყვარებდი ? მითუმეტეს ამპარტავან,თვითკმაყოფილ იდიოტს რომელსაც გართობის მეტი არაფერი ადარდებს ? - ცალი წარბი ავწიე და თვალები გადავატრიალე,მხრები აიჩეჩა და ჩაიბუტბუტა რავიცი რავიციო - დაბლა რაზე ლაპარაკობდით ? - არვიცი ეს საერთოდ რატომ ვიკითხე.
- შენ ეს რატომ გაღელვებს. - ნიშნის მოგებით მითხრა,რაზეც რეაქციაც არ მქონია.ეს რატომ გაღელვწბს
- ჩემს სიტყვებში სად ვთქვი რომ ეგ იდიოტი მაღელვებს ? - მივუგე მშვიდად. ჩემს პასუხზე გაეცინა და ყავა ტუმბოზე დადგა.მეც მას მივბაძე და ჩემი ნახევრად ცარიელი ჭიქა დავდე.
- არაფერ მნიშვნელოვანზე. - მითხრა და გამომცდელად ამათვალიერა - მართლა არაფერია ?
- რატომ დაგაინტერესდა ?
- ისე უბრალოდ, რა არ შეიძლება ჩემი დის ინტერესების შესახებ ვიცოდე ? - ნერვიულად გაიცინა და ტუჩი მოიკვნიტა
- არა,არ შეიძლება ! - ვუთხარი გაღიზიანებულმა
- რატომ ? - ისე შეიცხადა ჩემი პასუხი რომ მომინდა მაგიდა თავზე გადამემტვრია
- წადი და პასუხი შენს თავში ეძებე,ახლა კი ჩემი ოთახიდან გადი ! - ამოიოხრა და ოთახი დატოვა. ხო,ყველამ ვიცით რომ თითოეული ყვავილი საკუთარ მიწაზე ხარობს,მაგრამ როგორც ჩანს მე ჯერ ჩემი მიწა ვერ ვიპოვე.



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ძალიან კარგი თავი იყო, ზურა ძალიან ცივი იყო, მაგრამ იმედია უკეთესი გახდება, აი შოთიკო? შოთა საუკეთესოა
--------------------
M.D

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ზურას მგონი სინდისმა შემოუტია ხოო? კარგიაა დროის დაკარგვას რომ არ აპირებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent