შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელი 'თავი 5'


10-03-2017, 22:39
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 3 608

თავი 5

-რამდენი ხანია აღარ მინახიხარ-გადამეხვია ჩემი კურსელი ანანო და გვერდით მომიჯდა
-ხო, ხან მე ვაცდენ უნივერსიტეტს ხან შენ-გამეცინა მე
-ლექციების მერე გავისეირნოთ და ჩავიჭორაოთ-თვალი ჩამიკრა მან და ლექტორს გახედა, რომელიც იმ წამს შემოსულიყო. დიდხანს ვუსმენდი ლექტორს, ზოგს ვიმახსოვრებდი, ზოგსაც ვიწერდი, ზოგჯერ კი სულ სხვა რამისკენ გამირბოდა, ფიქრები, ბოლოს დაღლილმა დავტოვე უნივერსიტეტი ანანოსთან ერთად.
-მოკლედ შეყვარებული მყავს-გამომიცხადა ანანომ ღიმილით კაფეში მისვლისას
-ღადაობ ხო? იცოდე თუ მაგ ბიჭის სახელი თორნიკე არაა, შენით მოკვდი-თვალები ვუბრიალე მას, რადგან მშვენივრად ვიცოდი რომ ბავშვობიდან ერთი ბიჭი უყვარდა და ეს თორნიკე ამარლობელი იყო.
-რათქმაუნდა თორნიკეა, როგორ ფიქრობ, თითქმის 10 წელია ერთი ბიჭი მიყვარს და სხვას დავთანხმდებოდი ამ წინადადებაზე? თუ დრო გაქვს დავურეკავ და გაგაცნობ, ვიცი რომ სულ გინდოდა გაცნობა-უხერხულად მითხრა მან
-რათქმაუნდა მინდა, დაურეკე და ჰკითხე თუ ცალია-მხარი ავუბი ღიმილით მეც და ვანიშნე დაერეკა, ისიც ღიმილით ადგა და 2 წუთში უკან დაბრუნდა
-15 წუთში მოვალო-მითხრა ღიმილით და ბედნიერმა განაგრძო ყავის სმა, მე და ანანო თითქმის პირველი კურსის მერე ვმეგობრობთ, ერთ ზაფხულს ერთად ვიყავით დასასვენებლად წასული, თუმცა ამაში ჩვენი გემოვნება არ ემთხვევა ამიტომ მას შემდეგ აღარ გაგვიმეორებია, მე მთა მიყვარს, სიწყნარე და ბუნება, ის კი ზღვაზე გეჟდება, დიდხანს ვისაუბრეთ მე და ანანომ, თითქმის 1 თვის უნახავი მყავდა, ტელეფონზე კიდევ თითქმის არავის ვეკონტაქტები, თუ აუცილებელი საქმე არ მაქვს.
-აი თოკოც მოვიდა-გახარებული წამოდგა ბერიშვილი ფეხზე და კაფეში შემოსულ ბიჭს ხელი დაუქნია.
-გამარჯობაა-ღიმილით მომესალმა ბიჭი, შემდეგ კი შეყვარებულს ლოყაზე აკოცა და მის გვერდით დაიკავა ადგილი
-ეს ჩემი მეგობარია, ვიკა, ეს კი ჩემი შეყვარებული თორნიკე-გაგვაცნო ერთმანეთი ანანომ
-სასიამოვნოა, ხშირად უხსენებიხარ ჩემთან-გამიღიმა თორნიკემ
-ჩემთანაც, ძალიან ხშირად-ჩავიცინე მე და ანანოს თვალი ჩავუკარი
-შენთვის ყავას და ნამცხვარს შევუკვეთავ და მოვალ-სწრაფად წამოხტა ფეხზე ანანო და ბართან მივიდა
-კარგი გოგოა ანანო, ძალიან უყვარხარ-ვუთხარი თორნიკეს და თვალი მანქანიდან ახლადგადმოსულ ურიადმყოფელზე მიმეყინა, რადგან კაფის წინა კედელი ფაქტიურად მინა იყო, და ჩვენ ისეთ ადგილზე ვიჯექით ქუჩიდან პირდაპირ ვჩანდით არც მას გაუჭირდა ჩემი დანახვა, ხელი ამიწია ღიმილით და კაფის შესასვლელისკენ დაიძრა
-ფუ შენი-ჩავილაპარაკე ნერვებმოშლილმა და ჩემკენ წამოსულ ლაზარეს ირონიულად გავუღიმე
-რა ხდება?-მაგიდასთან ახალმოსულმა ანანომ სწრაფად შეამჩნია ჩემი მზერა და მკითხა
-მოემზადეთ ცირკისთვის-ჩავისისინე და ფეხზე წამოვდექი.
-როგორ ბრძანდებით ქალბატონო ვიქტორია?-ეშმაკურად გამიცინა ლაზარემ და ლოყაზე საკოცნელად წამოიწია, თუმცა სწრაფად შევაჩერე მე და მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოვიფარგლეთ
-კარგად, ლაზარე შენ როგორ ხარ? ვხედავ თვალი მოგრჩენია, როგორ გული დამწყდა-ვითომ გულდაწყვეტილმა შევათვალიერე მისი თვალი რომელიც ამ დრომდე ოდნავ ჰქონდა დალურჯებული (ელენესთან რომ შეხვდნენ მაშინაც ჰქონდა ჩალურჯებული)
-ხო მე კი მომირჩა, მაგრამ შენს ძმას როგორ აქ მხარი?-გამიღიმა მან შემდეგ კი თორნიკეს და ანანოს გადახედა
-გამარჯობათ, მე ლაზარე ვარ ურიადმყოფელი ვიქტორიას უსაყვარლესი მეგობარი-ხელი გაუწოდა მათ და ჯერ ანანოს ჩამოართვა შემდეგ თორნიკეს
-ძალიან სასიამოვნო იყო ლაზარე შენი ნახვა, მაგრამ ხომ არ წახვიდოდი?-ნერვები მეშლებოდა უკვე მის ყოველ სიტყვაზე
-მხოლოდ თქვენთან ერთად მადამ-თვალი ჩამიკრა მან
-არ ვაპირებ შენთან ერთად წამოსვლას-კბილებში გამოვცერი და მის მუქ თვალებს უტეხად მივაშტერდი
-წამოდი, იქნებ და რაღაც გითხრა, აი მაგალითად ბავშვზე რომელზედაც ინფორმაციას ეძებთ? კარგი, კარგი, გავიგე რომ არ გინდა წამოსვლა, რა სამწუხაროა, კარგი მაშინ წავედი მე-ვითომ დამწუხრებული სახე მიიღო მან და უკან მიბრუნდა, ჯანდაბა, უნდა შემეჩერებინა, არ შემეძლო იმის უარყოფა რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა მისგან ინფორმაციის მოპოვება, რაც ელენეს ძალიან ცუდად გამოსდიოდა.
-კარგი, ლაზარე ჯანდაბა, წამოვალ შენთან ერთად-დავუძახე მას და დაველოდე როდის შემობრუნდებოდა
-აკი მითხარი არ მინდა შენთან ერთად წამოსვლაო?-მსახიობობას არ წყვეტდა ის.
-მინდა, დამელოდე, 5 წუთში მოვალ-ვუთხარი ნერვებმოშლილმა და სწრაფად ავიღე ჩემი მოკლე სახელოიანი დუტი, მოვიცვი და მოწყენილი სახით გავხედე ანანოს
-დღეს საღამოს ტელეფონზე გირეკავ, იცოდე წუწუნი არ დაიწყო, ტელეფონზე საუბარი არ მიყვარსო-თითი დამიქნია გაფრთხილების ნიშნად ანანომ და სწრაფად მაკოცა ლოყაზე
-კარგად სიძე, იმედია მომავალშუ უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს-გადავკოცნე თორნიკეც და სირბილით წავედი ლაზარეს მანქანისკენ, ის უკვე საჭესთან იჯდა და თითებს საჭეზე ათამაშებდა.
-წავედით?-გადმომხედა ღიმილით და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა
-ვერგიტან ლაზარე ურიადმყოფელო-ჩავიდუდღუნე გაბრაზებულმა და როცა მანქანა დაძრა ფანჯარა ჩამოვწიე, ცივი ჰაერი შემოიჭრა მანქანაში და ჩემი ისედაც სულ არეული თმა უფრო ამირია, თუმცა არც ეს შემარგო ლაზარემ, რომელმაც ფანჯარა ამოწია, მე კი წარბაწეულმა გავხედე
-გაცივდები და მერე შენი ძმა მოსაკლავად დამადგება იარაღით შენი ბრალიაო-მხრები აიჩეჩა მან ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია
-აუტანელო-ცხვირი ავიბზუე მე და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე მიღებულ შეტყობინებებს გადავხედე, დედაჩემისგან იყო და ჩემი ერთ-ერთი მეგობრისგან მოკითხვა, სწრაფად დავუბრუნე პასუხი და კვლავ ჯიბეში ჩავაბრუნე ტელეფონი, ამჯერად ლაზარეს გადავხედე, ოდნავ დახეული ჯინსის შარვალი და კუბოკრული პერანგი ეცვა ყელამდე შეკრული.
-კარგი რა ვიკა, ვიცი რომ მოგწონვარ, მაგრამ არაა საჭირო ასე მათვალიერო-ცინიკური ღიმილით გადმომხედა მან და ცალი წარბი ამიწია
-კარგი რა, ბოლოსდაბოლოს მომწონხარ და თუარ შემოგხედე ისე რანაირად მომეწონები?-თამაშში ავყევი მას
-ჩემზე მოშტერებას გზას გახედე იქნებ და სად მიმყავხარ-თვალი ჩამიკრა მან
-ჯანდაბა ურიადმყოფელი, სად ჯანდაბაში მივდივართ?-ვიკივლე გამწარებულმა როდესაც მივხვდი ხმაურიან ქალაქს გავმცდარიყავით და სადღაც სხვაგან მივდიოდით
-სასაუბროთ, მე მომენატრა შენთან ერთად დროის გატარება, შენ არა?-ვითომ ნაწყენმა გადმომხედა მან
-კარგი, რა ლაზარე, არ შეგიძლია უბრალოდ თავი დამანებო? შენმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა მე რა შუაში ვარ?-ნერვებმოშლილმა ვუყვირე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე
-შენ რა მართლა ვერ ხვდები რა შუაში ხარ?-თვალები გაუფართოვდა მას
-ვერა, და თუ ამიხსნი დამავალებ
-კარგი, მაშ არაა შორს წასვლა აუცილებელი, აქვე ვისაუბროთ და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს საუბარი-თქვა და სწრაფად დაზვერა ადგილი, კიდევ ცოტახანს ვიარეთ და მალევე გადავიდა მანქანა სავალი გზიდან, შემდეგ კი გაჩერდა, ჩვენს წინ ტყე იყო, თუმცა ტყის შუაგულში მხირე ნაწილზე რამოდენიმე ხე მოეჭრათ და რკინის მაგიდა და სკამები იდგა
-გადმოდი-კარი გააღო მან და მანქანიდან გადავიდა, თუმცა რომ არ გადავედი ჩემს კარს მოუახლოვდა და გააღო
-გინდა ძალით გადაგიყვანო?-წარბები ამიწია მან
-მინდა-შუბლი შევკარი მე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე, არ მეგონა თუ მართლაძალით გადამიყვანდა მანქანიდან, თუმცა მწარედ შევცდი, მან მუხლებზე მომკიდა ხელი და ფეხები მანქანიდან გადმომაწევინა, შემდეგ კი წელზე მომხვია ორივე ხელი, ჰაერში ამწია და ისე ჩამომსვა მაღალი მანქანიდან
-რას აკეთებ-სწრაფად შემოვხვიე კისერზე ორივე ხელი იმის შიშით რომ არ გავვარდნოდი, ფეხებს კი ჰაერში ვარხევდი, რომ როგორმე მიწამდე მიმეწვდინა, თუმცა სულ ტყუილად.
-დამსვიი-ვუთხარი და კვლავ ავფართხალდი, თუმცა მალევე გავჩერდი გაკვირვებული როდესაც ყელში მისი თბილი სუნთქვა და ტუჩები შემეხო, მხოლოდ ის ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული, დაბნეული ვერ ვხვდებოდი რა გამეკეთებინა, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, ლაზარემ ყურში რომ ჩამჩურჩულა
-იცის გულმა ვის შეხებაზე უნდა აჩქარდეს......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent