შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი კაციდან ის ერთი (ნაწილი 1)


11-03-2017, 00:06
ავტორი იასამანი ..
ნანახია 8 044

-არ ნერვიულობ?-მისი ცისფერი თვალები კვლავ მაშტერდება,გამჭოლ მზერას არ მარიდებს და გამომწვევად მიღიმის..ვერ ვხვდები რა უნდა,ან ახლა რატომ მისვამს უსინდისოდ ამ შეკითხვას ??
საკურთხეველთან მდგარი ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ და ძალით ვუღიმი საპასუხოთ.
ხელზე ხელს მკიდებს და ისე მიჭერს თოთქოს ჩემი კი არა მტრის ხელი იყოს.ტკივილისგან ვიშმუშნები
-გამეცი პასუხი-ყურთან ჩამზუზუნებს ფუტკარივით და ნაზად მჩქმეტს
-შემეშვი-ჯიუტად ვაგრძელებ ჩემსას და წელში ვიმართები
-მიპასუხე მეთქი გოგო-თავი გისოსებს შორის გამოკეტილი ვირთხა მგონია და გაავებული თვალს თვალში ვუყრი
-არა-ვპასუხობ და ახლა მე ვუჭერ ხელს
-არა რა,არა არ მიპასუხებ თუ არა არ ნერვიულობ?-ირონიულ ღიმილს არ იშორებს და უფრო მაღიზიანებს
-არ ვნერვიულობ-გასაგებად ვამბობ და თვალებს ვუქაჩავ
-არც იმაზე ნერვიულობ რაც აქედან გასვლის შემდეგ მოხდება ?-საკუთარი გულის ცემის ხმა ჩამესმის ყურებში
-სანერვიულო არ მაქვს არაფერი
-დავიჯერო?
-ნუთუ მეძავს ან პირველი ღამის ან კაცის უკვირს ?-თვალს ვუკრავ და ვსწორდები.
სახეზე მრისხანება ეცხადება,მისი ხელებისკენ დახრილ თვალებით ვამჩნევ როგორ კრავს მუშტს და ერთიანად ძარღვავს ხელის მტევნებს.ეშმაკურად ვიცინი და ჩვენს წინ ახლად გამოცხადებულ მამაოს ვუსწორებ მზერას..
ისე გადის ჩვენი შეუღლების წუთები ვერც ვაანალიზებ ამას,მხოლოდ და მხოლოდ დამიანეს გაგიჟებულთვალებს ვაპარებ დრო და დრო მზერას.
ტაძრიდან გასვლის თანავე მანქანაში ვსხდებით და უკანა სავარძლებზე მამალივით ვიბღინძები
-ახლა გაიმეორე-ხელს სახეზე მთელი ძალით მიჭერს და მძღოლის მოსცლამდე დროს იგებს,მანქანის მინაზე მჭიდროდ მადებინებს თავს და მთელი სიძულვილით შემომყურებს.ცემს წინაშე იშლება ამოფრქვეული ვულკანი,რომელიც მოემართება პირდაპირ ჩემკენ .
შეშინებული ხელება ვუჭერ ხელზე და ვცდილობ მთელი მონდომებით მოვიცილო თავიდან,მაგრამ ამაოდ
-ეგ როგორ მითხარი-მიყვირის და ხელს როგორც იქნა მიშვებს.
-რა არ მოგეწონა ?-ვებღინძები იმის მიუხედავადაც შიშისგან რომ მითრთის მთელი სხეული
-შენი ნათქვამი სიტყვები ლიზი
-რამე ვთქვი შენთვის უცნობი? შენც კარგად იცი წუმპედან ამოთრეული ვარ თანაც ..-არ მაცდის ბოლომდე წინადადების დასრულებას და პირზე მაფარებს ხელს
-თანაც ათასი კაცის ნათრევი-ასრულებს თავად და კვლავ მიშვებს ხელს..ტუჩებს ვაცმაცუნებ და გამომწვევად ვუღიმი მაგრამ ახლა მისი გამოწვევა მეტად სარისკოდ მეჩვენება
-კი-ვადასტურებ მეც
-მამაჩემს უმადლოდე წუმპიდან ამოთრევას-თვალს მიკრავს და ჩემგან შორს ჯდება.
მძღოლი მალევე გვიბრუნდება და მანქანას უხმოდ ძრავს..ჩემდა გასაკვირად ყოველგვარი ღრეობის გარეშდ დამიანეს სახლთან მივდივართ.
მანქანიდან უხმოდ გადავდივართ და სახლში შევდივართ,ჩვეულებრივი კორპუსის სახლის ექვსი ოთახი ჩვენს განკარგულებაში მოეცვა.
სოტყვის უთქმელად ვჯდები გრძელ ტყავის სავარძელზე და შიგნიდ ვეფლობი
-დამიანე-ვეძახი მოსიყვარუკე ცოლივით დააისიც ისე ყიფს თავსსგვერდითა ოთახიდან თითქოს ჩემს დაძახილს ელოდა
-რა გინდა
-საწოლს მალე გაშლი?-ცალ წარბს ზევით სწევს და იცინის
-რაო რა მინდაო?
-საწოლი მეთქი
-რომელი საწოლი ? შენ ფიქრობ რომ ჩემთან ერთად დაიძინებ?-გულის სიღრმეში ვცხარდები მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო
-აბა იატაკზე ხომ არ დამაწვენ
-მაგაზე არც მიფიქრია მაგრამ შესანიშნავი იდეა მომაწოდე-კოცნას ამაზრზენად მიგზავნის და თავს ისევ ოთახში ყოფს
-დამიანე!
-ლეიბს ჩემს ლოგინთან დაგიდებ-აგრძელებს ნიშნის მოგებით-საბანს და ბალიშსაც და შეგიძლია შენი საწოლიც გაიშალო
-და არ შეიძლება ამხელა სახლში ერთი ოთახი მივისაკუთრო?
-არ შეიძლება-მპასუხობს და მეც არ ვიღებ ხმას.ვდგები ფეხზე და მეც ოთახში შევდივარ.საწოლზე გაშოტილი დამიანე უკვე საცვლებში მეცხადება
-მიიხედე-მკაცრად ვეუბნები და კაბის ელვას ვავლებ ხელს
-და რატომ?
-კაბა უნდა გავიხადო
-შენც არ მყავდე ეხლა ქალწული იზაურა რა-სახეს ჭმუხნის მაგრამ გვერდზე ტრიალდება ისე რომ მისთვის დასანახი არ არის არაფერი.
კაბას ვიხდი თუ არა საცვლების ამალა ვშეშდები სარკის წინ,შემდეგ ვიხრები და საკუთარ ”საწოლს” ვშლი და შიგნით ვეტენები
-რა ქენი დაწექი?-მესმის დამიანეს ხმა
-კი-ვპასუხობ და ისიც ტრიალდება აქეთ მხარეს.მესმის უცნაური ხმები,როგორ იფარებს საბანს და ქოქინებს
-რას ხვნეშიხარ-ერთს კარგად ვაძახებ და ისიც შიშისგან ხტება საწოლიდან
-არ ვხვნეში,რა უნდა მახვნეშებდეს გვერდით საყვარელი ცოლი არ მიწევს სიამოვნებისგან რომ მახვნეშებდეს-მთელი ძალებით ცდილობს გამაღიზიანოს
-ძირს წევს ცოლი
-მაგრამ საყვარელი არა-იცინის და ჩუმდება..ჩვენს შორის დუმილი ვარდება




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent