შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგელოდები (სრულად)


11-03-2017, 01:48
ავტორი likuna12345
ნანახია 3 633

“ყოველ ცოცხალ არსებას უყვარს სიცოცხლე, ისევე როგორც შენ და მხოლოდ შენ უნდა შეძლო ყოველ ცოცხალ არსებაში საკუთარი თავი იპოვნო და აღმოაჩინო. და როცა ამას შეძლებ, მიხვდები, რომ არავინ და არაფერი, არასოდეს არ უნდა მოკლა დედამიწის ზურგზე, რადგან სიკვდილს შენსავით სხვებიც უფრთხიან, რადგან სიცოცხლეს შენსავით, სხვებიც ეტრფიან...”(დ.ტურაშვილი)
და ისმის ხმა, რომელიც მთლიანად ცვლის ჩემს ცხოვრებას. ვხედავ, როგორ იმოსება გარემო სისხლისფრად და თვალებს ვხუჭავ. ვგრძნობ....
-სახელი?
-ადელაიდა
-კეთილი იყოს შენი მობრძანება, ადელაიდა!
ჩემს წინ მდგარი მამაკაცი ერთ-ერთი ოთახისკენ მითითებს და მეც მას მივყვები. გაფაციცებით ვათვალიერებ იქაურობას და თითქოს ყველაფერი ნაცნობია, დეჟავიუს შეგრძნება მაქვს. კარებს მიღებს და თავაზიანად მემშვიდობება. უკან ვბრუნდები, კარები დაკეტილია.
რა ხდება?
კარების გაღების რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. გაურკვევლობაში ვარ. ვერ ვხდები რა შეიძლება იყოს ჩემი აქ ყოფნის მიზეზი. ადგილზე ვშეშდები, მე არაფერი მახსოვს. ოთახის თვალიერებას ვიწყებ, იმ იმედით რომ რაიმეს ვნახავ. ნაზად ვეხები თითოეულ ნივთს და ვერცერთი მათგანი ვერ იწვევს ემოციას ჩემში.
კარადას ვაღებ და უნიფორმას ვხედავ, ზედ სახელი აწერია „ადელაიდა“.

*** *** ***
დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მაღალია, გადარჩენილები კი დაუყოვნელივ იქნა გადაყვანილი ახლო მდებარე საავადმყოფოებში.
-გამორთეთ, ახლავე გამორთეთ
ქალის ყვირილი ისმის მთელ დერეფანში და ხანდახან ცრემლებიც კი ერევა მის ხმას. სწრაფი ნაბიჯებით მიემართება მისკენ მაღალი მამაკაცი და ქალს გულში იკრავს. თვალებს ხუჭავს და კედელს ეყრდნობა, ქალს კი ფიქრები კვლავ უსასრულობაში აგდებს.
-გაბრიელ, მეტი აღარ შემიძლია. იმის წარმოდგენაზეც რომ შეიძლება...
-ნინა, ძვირფასო! ჩვენი შვილი ძლიერია და მე მისი მჯერა
-რომ არ დაბრუნდეს?
-დაბრუნდება!

*** *** ***
ფიქრებიდან შეხებას გამოვყვარ, შეშინებული ვტრიალდები უკან. ოთახში, ჩემზე ერთი თავით დაბალი, ქერათმიანი გოგონა შემოდის ტანზე მასაც ჩემი მსგავსი უნიფორმა აცვია, მზერა მის სახელზე შევაჩერე „მართა“.
-გამარჯობა
თავი დავუკარი, ღიმილიანი სახით მიყურებს. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მე და ის სადღაც შევხვედრილვართ მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ.
-კეთილი იყოს შენი მოსვლა ადელაიდა, მე შენი ოთახის მეზობელი ვარ.
-მართა!
გამიღიმა
-დაბლა გელოდებიან. სწრაფად მოემზადე და ჩამოდი
იქამდე სანამ გავიდოდა ერთხელ კიდევ შემომხედა და ისევ მარტო დამტოვა. სწრაფად მოვწესრიგდი, ინტერესი მლავს იმის შესახებ თუ რა ხდება დაბლა. ოთახიდან ჩქარა გავდივარ და ამავე სიჩქარით ჩავდივარ კიბეებზე.
ქვევით, ძალიან ბევრი მოზარდია დაახლოებით ჩემხელა და უფრო დიდი. კუთხეში მართას მოვკარი თვალი და მისკენ მივდივარ. მეგობრულად მიღიმის და ისევ წინ იხედება , სიჩუმე ჩამოწვა. გარშემო ყველა ერთმანეთს ათვალიერებს და მათ შორის მეც.
-კიდევ ერთხელ მოგესალმებით ახალგაზრდებო. მე ნიკო ვარ, თქვენი მეთაური. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ხალხი..
-რისთვის?
ისმის ხმა უკანა რიგებიდან, ნიკო კითხვას უპასუხოდ ტოვებს და საუბარს უკვე ჩვენს განრიგზე იწყებს.
-არანაირი დაგვიანება, არანაირი წესების დარღვევა. და ის ვინც წესებს არ დაიცავს და თამაშს საკუთარი წესებით დაიწყებს აუცილებლად დაისჯდება. იმისათვის კი, რომ დასჯა ავიცილოთ საჭიროა იმოქმედოთ ისე როგორც მე ვიტყვი.
მთელ დარბაზს სწრაფად ავლებს მზერას და ისევ საუბარს აგრძელებს
-ჩვენ გავივლით სპეციალურ წრთვნას, ყოველ დილა, შუადღესა და საღამოს. ახლა კი შეგიძლიათ სასადილოში გახვიდეთ, ხვალ დილით ისევ შევხდებით.
მართა ხელს მკიდებს და საპირისპირო მხარეს მივყავარ სასადილოსკენ. ერთმანეთის პირისპირ ვიკავებთ ადგილს და უხმოდ ვიწყებთ ჭამას. ჩვენგან მოშორებით მჯდარი ბიჭისკენ გამირბის ყურადღება. ძალიან თეთრი კანი, მუქი მწვანე თვალები და შავი თმა აქვს, მაღალი უნდა იყოს. ალბათ, ჩემს დაჟინებულ მზერას გრძნობს და აქეთ იხედება რაღაცნაირად მიყურებს შემდეგ კი ოთახს ტოვებს.
არ ვიცი რატომ მაგრამ უკან მივყვები, თითქოს იცოდა რომ ასე მოვიქცეოდი და ჩერდება, უკან ბრუნდება.
-ახალი მსხვერპლი
ხმადაბლა ამბობს, მაგრამ მაინც მესმის
-უკაცრავად?
-რატომ მომყვები უკან
-ამბიცია დამღუპველია
თავის დაძვრენას შევეცადე, ვერავის ვენდობი აქ! ჩემს ნათვამზე უცნობი იცინის. მისი შემხედვარე მეც მეღიმება ძალიან უხდება სიცილი, სულ სხვანაირს ხდის. მინდა შევეხო და მოვეფერო. ჩუმდება. გზის გაგრძელებას აპირებს მაგრამ ისევ უკან ბრუნდება და მეუნება
-არავის ენდო, აქ არავის ნდობა შეიძლება. გესმის?
თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ, პასუხს იღებს თუ არა უკან ბრუნდება და უსასრულო სივრცეში უჩინარდება. კიბეებს მივუყვები, ოთახში შევდივარ და დაძინებას ვცდილობ ისედაც გვიანია ხვალ ადრე უნდა ავდგე.
ვერაფრით ვიძინებ, მოგვიანებით ოთახში მართა შემოდის. თავის ადგილს იკავებს რამდენიმე ხანს ჩუმად არის შემდეგ კი საუბარს იწყებს და ვერც კი ვხდებით როგორ გადის დრო.
-თავიდან ყველაფერი რთულია, იმდენად რთული რომ სიკვდილი გინდა. მაგრამ სიკვდილი ყოველთვის როდია გამოსავალი, თანაც ამ გზას მხოლოდ სუსტები ირჩევენ. მაგრამ, მოგვიანებით ყველაფერს ეჩვევი და შენი ნაწილი ხდება და ბოლოს უკვე ყველაფერს დაპროგრამებულივით აკეთებ.
ხმას არ ვიღებ, ამიტომ საუბარს ისევ ის აგრძელებს.
-იცი, თავიდანვე მომეწონე. ძალიან მშვიდი ხარ, პირველად როცა აქ მოვხდი ძალიან დაბნეული და შეშინებული ვიყავი მთელი დღე ვტიროდი. შენ კი ისეთი წყნარად ხარ, თითქოს დიდი ხანია აქაურ წესებს ხარ მიჩვეული.
ჩემსკენ ბრუნდება მართა
-როგორია ადელაიდა
-რა?
-როცა ძლიერი ხარ
უპასუხოდ ვტოვებ კითხვას და ვიძინებ. დილით, მზის სხივები მაღვიძებს თვალებს ვახელ და აქაურობის შესწავლას ვიწყებ. საათს ვუყურებ ჯერ ადრეა ქვევით ჩასვლამდე, ჯერ მართას ვუყურებ დაუცველ, უსუსურ არსებას მაგონებს. ფიქრებს თავს ვაღწევ და ვემზადები უკან დაბრუნებულს ოთახის მეზობელი გაღვიძებული მხვდება.
-დილამშვიდობისა
-დილამშვიდობისა
-ანიკიტე ჰქვია
გაოცებულმა შევხედე
-გუშინ, რომ უკან გაყევი მას
მისი სახელი რამდენჯერმე გავიმეორე გონებაში, პირველად გამეგო მსგავსი სახელი. ისეთივე უცნაურია, როგორც მისი „პატრონი“. ქვევით ჩავდივარ, ნელ-ნელა იკრიბებიან და აი უკვე დრო არის.
გოგოები და ბიჭები ერთმანეთის საპირისპიროდ ერთ სწორ ხაზს ვქმნით. ბატონი ნიკო ჩამოვლას იწყებ, ჩემთან საჭიროზე უფრო დიდხანს გაჩერდა და შემდეგ ისევ გააგრძელა საქმიანობა.
და მაინც, რა ხდება აქ?
აქეთ-იქით ვიყურები მაგრამ ანიკიტე არსად ჩანს.
სად არის?
არ ვიცი რა მჭირს, რატომ მაქვს უცნაური დამოკიდებულება მის მიმართ.
ვარჯიშს ვიწყებთ, ძალიან მიჭირს მაგრამ თავს არ ვზოგავ არ მინდა დავისაჯო. არ მეშინია, არა მართალია ეს შიში არ არის და სიმართლე რომ ვთქვა არც ვიცი რას ვცდილობ.
მესმის, გარშემო როგორ მოსთქვავენ მაგრამ ვცდილობ არ ვუსმინო. ვხედავ, თითო შეცდომაზე როგორ ურტყავენ და ტვინში სისხლი მასხამს მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ვარჯიშს ვაგრძელებ.
ვჩერდები,
დავიღალე.
ვგრძნობ.
ტკივილს, სისხლს
და მესმის ყვირილი.
შემდეგ ჩურჩული ჩემს ყურთან
-განაგრძე ადელაიდა
ნიკოს ირონიული, სატანისტური ხმის გაგონებისას მაჟრჟოლებს და სიცივე მიპყრობს. არეული სახით გავხედე და იმ მომენტში ის არ გავს ადამიანს. ვხედავ, ვუყურებ როგორ სიამოვნებს სხვისთვის ტკივილის მიყენება და...


*** *** ***
- ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული
-ექიმო ჩემი შვილი
-მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია სხვა არაფრის თქმა შემიძლია

სასადილოში შევდივართ, ოდნავადაც არ მაქვს ჭამის სურვილი მაგრამ ვიცი რომ არ მაქვს უფლება ვიყო სუსტი ამიტომ უგემოვნოდ ვჭამ და იქაურობას ვტოვებ. ფანჯარასთან ვჩერდები, აქედან გაქცევის სურვილი მიჩნდება მაგრამ ყველაფერი გისოსებშია. სუნთქვას ვგძნობ კისერთან, შემდეგ კი მისი ხმა მესმის
-არც კი იფიქრო, მაინც ვერ შეძლებ!
არ ვიცი რატომ მაგრამ ანიკიტე მაფორიაქებს, უკან ბრუნდები და თვალებში ვუყურებ. ის კი უფრო და უფრო ახლოს მოდის და ამცირებს მანძილს ჩემსა და მას შორის. ნაზად მეხება სახეზე და სწრაფად ტოვებს იქაურობას.
გაკვირვებული ვარ.
ერთხელ კიდევ ვიყურები ფანჯარაში და ოთახში ავდივარ.
შემდეგი გაკვეთილი იარაღის გამოყენებას ეხებოდა, რაც მალევე ავითვისე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მითვალთვალებს და ვიძაბები. აქეთ-იქით ვიყურები და ისევ ვარჯიშს ვაგრძელებ.
ის კი არსად ჩანს.
რატომ ვფიქრობ მასზე?
როგორც ყოველთვის სიჩუმეს ახლაც ნიკო არღვევს. იარაღს იქვე ვდებ და კედელს ვეყრდნობი.
არ მომწონს ეს კაცი.
-გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთმანეთს შეეჯიბრებით. გამარჯვებული კი დასაჩუქრდება, ამიტომ თქვენთვისვე ჯობია ლეკვებო კარგად ივარჯიშოთ.
ირონიული მზერა მოავლო დარბაზს და ოთახი დატოვა.
!
-გამომყევი
ზურგს უკან მისი ჩურჩული მესმის. იარაღს თავის ადგილზე ვაბრუნებ და უკან მივყვები.
ბნელა. ვერც კი ვხდები სად მიდის.
მოულოდნელად შეხებას ვგრძნობ. ხელს მკიდებს და კიბეზე ადვივართ
-სად მივდივართ
-მოიცადე
რამდენიმე წამიც და სახურავზე ვართ. წამიერად ამოვარდნილი ქარი თმებს აქეთ-იქთ მიწეწს და სახეზე მეთამაშება. ხელს ვუშვებ და მზერას არ ვაშორებ, ვერ ვხდები რას ცდილობს.
იქვე ჩამოჯდა და მისკენ მიმითითა, დაუყოვნებლივ წავედი მისკენ და ადგილი მის გვერდით დავიკავე. ცას უყურებდა. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა. მუქი ლურჯი ცა და ბევრი მოკაშკაშე ვარსკვლავი.
-ადელაიდა, სიკეთით ბრმწყინავს ნიშნავს
-რას ნიშნავს შენი სახელი?
პასუხი არ გამცა მან.
-დამთხვევების გჯერა?
-არა!
-მაშინ რატომ ვარ აქ?!
დგება და მიდის, მე კი სრულიად მარტო ვრჩები აქ.
არ მესმის მისი.
ამასობაში გადის რამდენიმე თვე, მე კი თითქმის შევეგუე აქაურობას მაგრამ შინაგანად მაინც გაქცევას ვლამობ. გვიანია, ვერაფრით ვიძინებ და დალა ჩავდივარ ვიცი რომმ წესებს ვარღვევ მაგრამ არ შემიძლია.
ჰაერი მჭირდება.
სუნთქვა მსურს.
სიცოცხლე მინდა.
-გთხოვ, გემუდარებით!
ისმის საიდანღაც ხმა. ინსტიქტურად მივიწევ ხმისკენ და ადგილზე ვშეშდები, ვხედავ იმას რაც არ უნდა დამენახა. ვუყურებ, როგორ აწამებენ მართას. მე კი ვერც შევამჩნიე ოთახში რომ არ იყო. მისი დახმარების სურვილი მიპყრობს მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, თითქოს სხეული აღარ მემორჩილება. ვიბრძვი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ.
ნაცნობ სურნელს ვგრძნობ და ვერც კი ვხდები როგორ ავღმოჩნდით სახურავზე.
-გაგიჟდი
მიყვირის ის.
მაგრამ მე ხომ ვიცი.
მაგრამ მე ხომ დავინახე.
მე ისეთივე მკვლელი გავხდი, როგორიც ისინი არიან.
მკვლელები.
-დალახვროს ღმერთმა!
სიმწრით ეცინება მას
-ღმერთი არ არსებობს ადელაიდა. რომ არსებობდეს ახლა აქ არ ვიქნებოდით გესმის? ღმერთის აუცლებელი არსებობის აზრი, ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებოდა გასჩენოდა, როგორც ადამიანია,
-შენც მათთნაირი ხარ
-გაჩუმდი, გაჩუმდი
-რისთვის, რისთვის?
-ილუზიებში ცხოვრება ადვილია, მართამ კი ეს გზა არჩია. მან მშვენივრად იცოდა რომ აქაურობას თავს ვერ დააღწევდა, ეს შეუძლებელია. ამის შანსი მხოლოდ ერთხელ გვეძლება, თუმცა თავის დროზე არ გამოიყენა ახლა კი გვიანი იყო გესმის?
-არ მესმის
-იჩქარე
-ანიკიტე
-დაგეხმარები
ახლოს მოდის ჩემთან და მეხუტება მე კი იმის ძალაც არ მაქვს ხელები მოვხვიო. ვტირი. ის კი უფრო მიკრავს გულში. ნებისმიერი ადამიანი ვიღაცასთან რაღაც პარადოქსულ ურთიერთობაში შედის ან ზედმეტას მოსწონს მასთან საუბარი ან კი საერთოდ ზერელე დამოკიდებულება აქვს. მე და ის კი ალბათ, პარადოქსულ ურთიერთობაში ვართ.

„ორი უცნობი ადამიანი ერთმანეთს ენდობა და მიდიან ერთად სადღაც, რაღაც საერთოს საპოვნელად“
მასწავლებლიდან მოვდივარ, სამარშრუტო ტაქსში ავდივარ და მუსიკის მოსმენას ვიწყებ. გული ცუდს მიგრძნობს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცეევ, ცოტახანში კი შეჯახების ხმა მესმის, ხმა რომელიც ცვლის ჩემს ცხოვრებას. თვალებს ვხუჭავ და..
-სულ უფრო და უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა
-რას გულისხმობთ?
-ჩემი შვილი დაბრუნდება გესმით? მე მჯერა მისი. გთხოვ გაბრიელ, ცოტახანიც მოვიცადოთ
-ა დამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.
-მეშინია!
დღეს განსაკუთრებით აფორიაქებული ვარ. შეჯიბრება იმართება და ვიცი რომ რაღაც რიგზე არ არის, რაღაც აუცილებლად მოხდება.
თავდაპირველად, ყველაფერი რიგზე იყო, თვალსგვიხელენ თითქოს ყველაფერი რიგზეა. რინგზე ავდივარ, ვღელავ მაგრამ ახლა არ არის დანებების დრო.
დროის ათვლა დაიწყო.
და აი პირველი მარცხიც, ტკივილს ვგრძნობ მუცლის არეში, შემდეგ სახეში და ძალა აღარ მაქვს. მოპირდაპირე მხარეს მის სახეს ვხედავ და....
-გამარჯვებულია ადელაიდა.
-გაიღვიძე ადელაიდა!
-გადამარჩენ?
-გადარჩები!
-ანიკიტე
-და ერთხელ,იმ ყველაფრის ხათრით რაც იყო, სხვა ცხოვრებაში დავბრუნდები მოვალ შენთან და გიამბობ ამბავს.
ისმის ხმა.
ჯერ ერთი,
შემდეგ მეორე და...
ვიცი, რომ უნდა გაგიშვა!
ვხედავ, როგორ იმოსება ჩემი სამოსი სისხლისფრად
შენი სხეულიკი ნაწილებად იშლება, უფერულდები.
ა ნ ი კ ი ტ ე, გადამარჩინე?!
-ჩემი სახელი უძლეველს ნიშნავს.
გრძელ ლამაზ თითებს ჩემს სახეზე დაატარებ და გაყინული ხელებით ტუჩებზე მეხები.
-ნახვამდის!
-გაიღვიძა
-კომიდან გამოდის
-გილოცავთ
*****
მე ადელაიდა ვარ
ჩემი სახელი სიკეთით ბრწყინავს ნიშნავს.
რა გქვია შენ?



№1  offline წევრი ლილიანი

მოიცა გავგიჟდები ახლა ეს რა კომაში იყო? ესიზმრებოდა? აუუ ანიკითე როგორ მომეწონა ისე უცნაური იყო ძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent