ცა ჯერ კიდევ ლურჯია ( თავი 5 )
მოულოდნელად თავში გამიელვა იმ აზრმა, რომ ის ახლა ჩემს წინ იყო და შემეძლო მისი დაწყებული საქმე დამესრულებინა. მან ხომ წამართვა სიცოცხლის სიხალისე, დროა მიიღოს ის რაც დაიმსახურა... " არ შვარჩენ მე მაგის... " თავი ძვლივს შევიკავე ეს ხმამაღლა, რომ არ მეთქვა - რას აპირებ? - გამოხტა ჩემი ქვეცნობიერი " თამაშს, ოღონდ ახლა ჩემს წესებს შემოვიტან... გეფიცეი მის ცრემლიან სახეს ვნახავ, თვალებდაწითლებულ სახეს ვიხილავ და თავის თავზე გამოვაცდევინებ იმ სიმწარეს რაც მე გამოვიარე, გავაგებინებ რომ არავის არასდროს არაფერი არ შერჩება " - ჰმ... იმედია მის ახლობლებსაც არ გადასწვდები... - " მხოლოდ მამას, მხოლოდ მას და ბარაბარეს, დედამსი ხომ აზრზე არ არის რა ხდება, მან არაფერი იცის თავისი საყვარელი შვილის საქიანობების შესახებ " ამ სიტყვებზე ირონიულად გამეღიმა, ტუჩის კუთხე ჩავტეხე და ბარბის შევხედე -ბარბარე - თვალებში ჩავხედე და დაჟინებით დავაკვირდი - გილოცავ დაბრუნებას - ისევ ამ ირონიულ გამოხედვას ვინარჩუნებდი სახეზე " ჯოჯოხეთი გელის პატარავ " ეს სიტყვები უკვე გონებაშ დავასრულე. ჯერ არ ვიცი რას მოვუხერხებ მას, თუმცა ვფიქრობ დრო გვიჩვენებს, მისი წესებით თამაშს რათქმაუნდა არ ვაპირებ, არაფერს დავუშავებ ფიზიკურად, მორალი და სინდისი კი მგონი არც აქვს, ამიტომ მის ფსიქიკას პროფილაქტიკას ჩავუტარებ... ამ ფიქრებში ვიყავი, როცა გავაცნობიერე, რომ ალექსანდრე ასე არ მოექცეოდა საკუთარ დას " ის ხომ რამის გაგიჟდა, როცა იმ არაკაცების შესახებ გაიგო და დამეფიცება მაშინ მზადაც კი იყო ის ორვე თავისი ხელით მოეკლა, მაშინ ახლა რა ხდება? " - იქნებ აქვს მიზეზ რის გამოც ასე იქცევა? - დავფიქრდი შესაძლოა ასეც არის... ალექსანდრეს შევხედე წარბიც კი არ შეუხრია " ახ ნეტა რა ჩაიფიქრე? " ნამდვილად არ ვიცი, თუმცა მე ჩემი გზა მაქვს, რომელსაც არ გადავუხვევ... მკვეთრად შევბრუნდი და აივნისკენ წავედი, კარები მოვხურე და ფილტვებში საკმაოდ ცივი ჰაერი ჩავუშვი, ამოვიოხრე და სიგარეტს მოვუკიდე, იდაყვებით მოაჯირს დავეყრდენი და ტუჩემს შორის მოვიქციე სიგარეტის ღერი -რას აპირებ? - ზურგს უკან ხმა მომესმა, თავის შეტრალება არც კი დამჭირვებია, ამ ხმას უკვე ათას კაცში გავარჩევ -მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფიზიკურად არ შევეხები, როგორც ეს თვითონ გამიკეთა... - ამოვიოხრე და ჩემი ტკივილიც თან ამოვაყოლე, კეფაზე ხელი ნერვიულად მოვისვი და თავი საბასკენ გავატრიალე - მისმინე არავინ იცის ჩემი მშობლებს შესახებ და გთხოვ... - სიტყვის თქმაც არ დამაცადა -ამის თქმა არ არის საჭირო ნიკოლ, ვიცი - როგორც ჩანს ცოტა ვაწყენინე -ბოდიში რაა - ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე - არ მინდოდა, უბრალოდ ბარბარემ ეს არ უნდა გაიგოს, არ მაწყობს, რადგან შეეცდება ამით ისარგებლოს და წყობიდან გამომიყვანოს, რაც არც ჩემთვის იქნება კარგი და განსაკუთრებით არც მისთვის... - სიგარეტის კვამლი კიდევ ერთხელ ჩავუშვი ფილტვებში და ნარჩენი ურნაში მვისროლე - ვიცი რომ ალექსანდრეს რაღაც აქვს ჩაფიქრებული - დავამატე - და იმედია ერთმანეთს ხელს არ შევუშლით - ეს ვთქვი და ოთახში შევედი -აიღე! აიღე ამის დედაც - ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა უკვე ნერვები მეშლებოდა -ხო - უცებ ნაცნობი ხმა გაისმა -ხო კიარა ახლავე ადგები და დუშეთში წამოხვალ, მისამართს მოგწერ გასაგებია?! - ხმა ყინულივით ცივი მქონდა -ნიკოლ რა ჯანდაბა... - აღარ დავაცადე -მიდი მჭირდები, რომ მოხვალ ყველაფერს აგიხსნი, ახლა მხოლოდ ის შეიძლია გითხრა, რომ ბარბარე დაბრუნდა, გამოცანა ასეთია რის გაკეთებას ვაპირებ მე... - გავიცინე - გელოდები 40 წუთში აქ იყავი - ეს ვთქვი და ტელეფონი გავთიშე, სახლში ყველას ღრმად სძინავს და შუადღემდე ვერც გაიღვიძებენ 40 წუთის შემდეგ -ნიკოლ რა ხდება? - მანქანიდან როგორც კი გადმოვიდა პირდაპირ იკითხა მთავარი -წამომყევი - ბარბარეს ოთახთან შევჩერდი და კარი გავაღე - ცოტახნით სუფთა ჰაერზე გავასერნოთ, მოუხდება - გავიცინე და ოთახში შევედი -რომ გაეღვიძოს? -არ გაეღვიძება მინიმუმ ორი საათი, მერე კი მინდა ფხიზლად იყოს და თავისი თვალით ნახოს ყველაფერი დაჩიმ ხელში ფრთხილად აიყვანა მძინარე ბოროტება და მანქანაშიც ასევე ფრთხილად ჩასვა... თბილისისკენ მიდიოდა მანქანა, მეკი წარსულისკენ მივექანებოდი. არ ვიცი ნერვები და მოთმინება სადამდე მეყოფა, თუმცა გადავწყიტე ბაბარესა და მამამისს, ასევე მოსამართლეც მიემატა მათ, სიმართლის ფასი გავაგებინო... ფული, ფული და კიდევ ფული აი რა სურთ მათთნაირებს. ფულის გამო ყველაფერზე წავლენ, პრინციპებსა და ოჯახსაც კი უღალატებენ მის გამო, მეკი მათ სურვილებს ფერფლად ვაქცევ და დავასამარე სამუდამოდ -მოვედით - ფიქრებიდან დაჩის ხმამ გამომიყვანა -წამოიყვანე - მანქანიდან გადავედი და კარები მძიმედ მივხურე. მაინც ეს ჰუმანურობა თავს დამნაშავედ მაგრძნობინებს, იმისდა მიუხედავდ, რომ ეს მხოლოდ გახურებაა და მთავარი ჯერ კიდევ წინაა -გიო ყველაფერი მზადაა? - ვკითხე ჩემს ბავშვობის მეგბარს, შესაძლოა საუკეთესო მეგობრები არასდროს ვყოფლვართ, თუმცა ერთმანეთს როცა საჭიროა ყოველთვის მხარში ვუდგავართ -კი ნიკოლ -მადლობა - ხელი მხარზე დავკარი და ოთახში შევედი -ჰმ ყველაფერი ისეა, როგრც სამხატვრო აკადემიაში - აღმომხდა ისე რომ არც დავფიქრებულვარ - გარშემო მიმოვიხედე ადამიანის მულაჟი, რომელიც წითელი სისხლის მსგავს საღებავშია ამოსვრილი " ჩემი როლი კარგად აქვს მორგებული " გამეცინა... მოშორებით ხის ნაჭერი, რომელც ასევე წითელია, ზუსტად ის ნამუშევარი რომელზეც იმ დღეს მე ვმუშაობდი და ზუსტად ის მელოდია, რომელსაც მაშინ მე ვუსმენდი " შოპენის ღირსი კი არ ხარ " ოხ ეს სარკაზმი მაინც გამეცინა -ხელებზე საღებავი წაუსვით და აი იქ დააწვინეთ -ხელით მივუთითე იმ ადგილისკენ სადაც ხის ნაჭერი ეგდო - დროა აქედან გავიდეთ, რადგან რამდენიმე წუთში გონს მოვა - ვთქვი, ადგილს მოვწყდი და გარეთ გავედი, ოთახში ძალიან სუსტი განათება დავტოვეთ, რომ მულაჟის გარჩევა გასჭირვებოდა. კარები გარედან ჩავკეტეთ და გარეთ გამოვედით... ის კადრები ღმერთო.... ეს ყველაფერი ისევე მძაფრად მოქმედებს ჩემზე, როგორც ადრე... რთულია სიმშვდე შეინარჩუნო მაშინაც კი როცა ეს საჭიროა და ახლა საღად აზროვნება ისევე მჭირდება, როგორც არასდროს! თუმცა ტკივილი ცდილბს დამაბრმაოს და გონება გამათიშვინოს... მეკი ვერ ვხვდები სადამდე გავუძლებ ამ ყველაფრს, თუ გნებას გავთიშავ დავბრავდები და მხლოდ იმაზე ვიფიქრებ შური როგორ ვიძიო, შეიძლება ახლაც ამას ვაკეთებ, თუმცა მერე უბრალდ ყველას ვატკენ ვინც იმსახურებს თუ არ იმსახურებს, ახლა კი მხოლოდ იმას ვუსწორებ ანგარიშს ვინც იმსახურებს, აი რა განსხვავებაა, გონებითა და გულუთ მოქმედებას შორი. დავიღალე ამ უაზრო ბრძოლით, თუმცა წინააღმდეგობის გაწევას კიდევ ვაგრძელებ ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანური სახე ჯერ კიდევ შემომრჩა, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი ჩემში ახლა ტკივილი და მრისხანებაა... ფიქრებიდან ყვირილის ხმამ გამომიყვანა, რომელიც იხვეწებოდა რომ ვინმეს კარები გაეხსნა და გამოეშვა, მერე მუქარა დაიწყო, შემდეგ ისევ მუდარა, ისევ მუქარა და ასე უსასრულოდ გრძელდებოდა,,, ნელ-ნელა ხმა მიწყნარდა არანაირი ხმაური და მტვრევის ხმა აღარ ისმოდა უკვე დილის 5 საათი იყო, დაჩიმ ოთახის კარი გახსნა და ბარბარესთან მივიდა, რომელიც კანკალებდა ჯერ ისევ ბნელოდა, უკნიდან მიეპარა და დამაძნებელი გაუკეთა. 15 წუთში ისევ დუშეთის გზაზე ვიყავით ახლა უკვე გიოც ჩვენთან ერთად იყო... სახლში მისვლისას ბარბარეს საღებავები ძვლივს მოვაცილეთ და საწოლში ჩავაწვინეთ -აი ასე - ვთქვი და ბიჭებთან ერთად გარეთ გავედი -ახლა რას აპირებ? - სიგარეტს მოვუკიდე და "გავაბოლე " როგორც პაპა იტყოდა... -იგივეს რაც ახლა- კვამლი ამვისუნთქე და გარეთ გამოვუშვი, ორივეს შევხედე და დავაკვირდი - მისმინეთ ეს ჩემი ომია და თუ თქვენ არ გინდათ ამაში ჩარევა, გეფიცებით... - აღარ დამასრულებინეს -იგივე დროს აქ ვიქნები - მითხრა დაჩიმ და გადამეხვია -მეკი ისევ იქ ვიქნები და დაგელოდებით - გიოც ჩამეხუტა და მანქანისკენ დაიძრა -ფრთხილად იყავი ნიკოლ, ვერავინ ვერაფერი უნდა გაიგოს - გამაბრთხილა ორივემ და მანქანაში ჩაჯდა აღარ მეძინებოდა ამიტომ უბრალოდ გამოვიცვალე და სპორტულად ჩავიცვი, სამზარეულოში ჩავედი და ყავა გავიკეთე, გაშტერებული ვიჯექი და ვფიქრობდი ყველაფერზე, აფეთქების ზღვარზე ვიყავი, როცა ალექსანდრე შემოვიდა " ჯანდაბა ამისთვის ალბათ ცხენის ტრანკვილიზატორი უნდა გამეკეთებინა " - რგორც ჩანს დამამშვიდებელმა დიდ ხანს ვერ იმოქმედა - " ეგ კიარა კიდევ კარგი უფრო მალე არ გაეღვიძა " ფუ ჯანდაბა უფრო დიდი დოზა მჭირება სპეციალურად მისთვს -რატომ არ გძინავს? - ხელებით დაეყრდნო მაგიდას და დამკვირდა თითქოს რაღაცის გაგება სურდა -არ მეძინება -დარწმუნებული ხარ? - ეჭვით გამომხედა -სრულებით, ღამე ძილი მიჭირს უკვე საკმაოდ დიდი ხანია -კარგი - მომიჭრა უცბად " სულ ეს იყო? " გამიკვირდა წყალი დალია და ჩემსკენ წამოვიდა, მომიახლოვდა ... სახე ახლოს მოწია იმდენად ახლოს, რომ რამის ჩემს კანს ეხებოდა -ფრთხილად იყავი - მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, თუმცა წამიერად - მომავლისთვის გაითვალისწინე - ასევე უცბად მომცილდა და სამზარეულო დატოვა.... ეს რა ჯანდაბა იყო? ახლა ორ რამეზე დამატებით უნდა ვიფიქრო: პირველი რას ნიშნავდა ეს კოცნა და მეორე რას ნიშნავდა ეს გაფრთხილება... ჯანდაბა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.