არ დამტოვო (თავი 7)
ლაშასთან შევედი, არვიცი რატომ მაგრამ უცბად ის საშინელი აპარატი აწრიპინდა, მაშინვე ექიმს დავუძახე, წამში პალატაში ექიმი და ორი ექთანი გაჩნა. გასინჯეს, მერე ექთანმა პალატის დატოვება მთხოვა. -ქალბაონო ემილი, თუ შეიძლება დაგვტოვეთ, ჩქარა მუხტი! -კი მაგრაამ... არაა... არა!! ლაშაა არააა, არ დამტოვოო ლაშაა!! ლაშაა მოვკვდები უშენოდ! ლაშაა ვერ ვიცოცხლებ. ექთანი ჩემს დაწყნარებას ამაოდ ცდილობდა, მერე დამამშვიდებელი გამიკეთეს და ცოტახანში ერთ ერთ პალატაში გამეღვიძა. უცბად ფეხზე წამოვხტი და პალატიდან გამოვარდი, ლაშასთან შევედი და ისევ ცოცალი რომ ვნახე დავმშვიდდი. ლაშას მივუახლოვდი და შუბლზე ვაკოცე, მივესალმე და ისევ სკამზე, საწოლთან ახლოს ჩამოვჯექი: -ლაშა რას მიკეთებდი? ჩემი მიტოვება როგორ შეგიძლია? ასე აღარ შემაშინო მეორეთ. ცოტახანს ვესაუბრე, მოვეფერე და გარეთ გამოვედი. სკამზე უნდა ჩამოვმჯდარიყავი, რომ ერთი ნაცნობი სახე შემეჩეხა: -უკაცრავად, მაპატიეთ. -მოიცა შენ ისარახაარ... ის... ლაშას ხომ შენ დაეჯახე! აქ მოსვლას როგორ ბედავ? აქ რაგინდა? ისარგეყო რაც დააშავეე? აქრაგესაქმებაა? -მაპატიეთ, თქვენი გაბრაზება არ მინდოდა, მე უბრალოდ აქ ლაშას სანახავად მოვედი. მზად ვარ ყველაფერზე პასუხი ვაგო, გაქცევას არსად ვაპირებ. არც იმას ვცდილობ, რომ თავი გავიმართლო. ვიცი, ჩემ საქციელს გამართლება არ აქვს. ვიცი და ამას ვაღიარებ. არვიცოდი აქ თუ დამხვდებოდით, თორემ არ მოვიდოდი. მის ლაპარაკს ვუსმენდი და ნელნელა ბრაზი მივლიდა. დავფიქრდი ამ ბიჭის დადანაშაულებით ლაშას რას ვუშველითქო, სჯობს თავი შორს დავიჭირო ამ უცნობისგან. პასუხი აღარ გამიცია ისე გამოვბრუნდი. სასწავლებელში წავედი, ლექციებსაც დავესწარი მაგრამ ყველაფერი ნაცრისფრად მომეჩვენა. ხალისი დავკარგე ყველაფრის. აღარც წიგნებისკენ გამიხედავს, აღარც სხვა დანარჩენისკენ. ლანას ზარებსაც იშვიათად ვპასუხობდი. მერე მივხვდი, რომ ლაშას ასე არ მოეწონებოდა, ლაშას ასე არ გაუხარდებოდა, ლაშას მე ასეთი არ მოვეწონებოდი. ამ ყველაფრის გააზრება გამიჭირდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და ნაცრისფერ სამყაროს თვალებში ჩავხედე. წელში გავსწორდი. მერე გარდერობის შეცვლა გადავწყვიტე, ჩემი შარვლები უკანა ფლანგზე გავწიე და მუხლამდე კაბებით გავავსე კარადა, ყოველ დილით ეკლესიაში ხომუნდა გამევლო, ამიტომ კაბები დამჭირდებოდა. ასევე, ჩემი შარფები, რომლებსაც აღარ ვხმარობდი, ახლა უკვე დამჭირდა. წიგნები ისევ გადმოვაწყე, ბევრი მასალა მქონდა დასამუშავებელი, რადგან პროგრამას ჩამოვრჩი ეს დღეები. ყველაფეს მივხედე, დავამუშავე, დავახარისხე. ყველაფერს რომ მოვრჩი ავდექი და საათს შევხედე, ღამის პირველის ნახევარიიყო, სამზარეულოში გავედი ვიფიქრე რამეს შევჭამთქო. ჩემებს ისევე არეძინათ, ძალიან გამიკვირდა. მათთან მივედი და მდივანზე ჩამოვჯექი, მომნატრებიან, ნიკას სწავლის ამბავი გამოვიკითხე, მამის სამსახური და დედის სამეზობლოს ამბები. ყველა მიყვებოდა თავიანთ ამბებს ღიმილით, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ღიმილი ჩემგამო იყო, სინამდვილეში მათაც ძალიან უჭირდათ, მაგრამ ამაას არ მანახებდნენ. ნიკას ვუყურებდი და მის თვალებში ვხედავდი მისი პატარა გულის დიდ ტკივილს. მერე ვთქვი, რომ ცოტას შევჭამდი რამეს. ნანამ ეს რომ გაიგო, სასწრაფოდ წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. თურმე წინასწარ გაუმზადებია საჭმელი, რომ ძალით მაჭმევდა, წვნიანს ათბობდა რომ შევედი სამზარეულოში. მივედი და ლოყაზე ვაკოცე. ვუთხარი, რომ მე ცხოვრებას შევებრძოლები და რომ მე და ლაშა ამ განსაცდელს გადავიტან. **** ზუსტად 90 დღე თენდებოდა ნაცრისფრად. 90 დილა იწყებოდა ლაშაზე ფიქრით. 90 სანთელი დაინთო ეკლესიაში, თითო ყოველ დილით. ზუსტად 90-ე დილას, როცა ეკლესიიდან გამოვედი, ტელეფონი მირეკავს: -შენგკითხულობს... ჟრუანტელმა დამიარა, სიხარულის ცრემლები წამომცვივდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. უნებურად თმაზე გადავისვი ხელი და გავისწორე, ლაშას ვეპრანჭებოდი. მალევე ტაქსი გავაჩერე და მისამართი მივუთითე. საავადმყობოში "შევვარდი" რასაც ქვია. ლაშას პალატასთან მანანა დეიდა და ის "უცნობი" შევნიშნე, უცებ ნაბიჯს შევუნელე. მანანა დეიდასთან მივედი მოვიკითხე და ლაშას ამბავიც ვკითხე. -ლაშა ჩვეულებრივ პალატაში გადმოიყვანეს. ანალიზები აუღეს, რათა მისი მდგომარეობა გაიგონ. ახლა კი შენ შედი, გელოდება. მანანა დეიდას გადავეხვიე და პალატაში შევედი. ლაშა საწოლზე ოდნავ წამომჯდარი იწვა. მივუახლოვდი და ძლიერად ჩავეხუტე. ვგრნობდი როგორ ისუნთქავდა ლაშა ჩემ სურნელს, როგორ ნაზად მეფერებოდა თმებზე. ბოლოს ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა: -შენი მწვანე თვალები მომენატრა.-ამის თქმა იყო და შუბლზე მაკოცა, მერე ისევ მიმიხუტა-იცი? მე მესმოდა ყველაფერი, რასაც მიყვებოდი. -ვიცოდი... ვიცოდი რომ გესმოდა. -ემილი... -ჰოო... -მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ! არასოდეს მიგატოვებ! სულ მეყვარები. -ლაშა მეც ძალიან მიყვარხარ, ადრე მეშინოდა ამის თქმა, მაგრამ ახლა მინდა, რომ ვიყვირო მიყვარხარ! მიყვარხარ ლაშა! ჩემი პირველი და ნამდვილი სიყვარული ხარ! მე შენ მიყვარხარ! ამასობაში პალატაში მანანა დეიდა შემოვიდა. -ლაშა დედი...-ცრემლებით აევსო თვალები ქალს. -დეე არიტირო რა. -არაა არ ვტირივარ დე. -მანანა ეს ემილია. რას წარმოვიდგენდი თუ ასეთ ვითარებაში გაგაცნობდი ჩემ საყვარელ ქალს. -ვიცნობ დედა ემილის. -ლაშა მე დედაშენს ვიცნობ. ამ ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში, დედაშენი კარგათ გავიცანი. ცოტახანში პალატაში ექიმი შემოვიდა და გართ გასვლა გვთხოვა, ანალიზები კიდევ უნდა აეღოთ ლაშასთვის. გარეთ გამოვედით და იქვე სკამზე ჩამოვჯექით. მე ლაშას მამის ამბავმა დამაინტერესა და მანანა დეიდასთან მასზე ლაპარაკი დავიწყე: -ლაშას მამას დათო ხომ? -...-პასუხი არ გამცა. ძალიან გამიკვირდა. -რატომ არაა ახლა აქ? -როგორც ჩანს სხვაზე ზრუნვა უფრო მნიშვმნელოვანია მისთვის. -ეს როგორ? -მას სხვა ოჯახი ჰყავდა და ამიტომ წავიდა საზღვარგარეთ. მას ლაშას ტოლი ვაჟი ჰყავს. ის... ის ბიჭი ლაშას რომ დაეჯახა. -რაა? არაა რასამბობთ, ალბათ შეგეშალათ.-ძალიან გამიკვირდა, რადგან არ მოველოდი ლაშას მამისგან ასეთ ქმედებას. -არა არ შემშლია. მე როგორც ვიიცი რატი (ლაშას ვინც დაეჯახა) საქართველოში ცხოვრობს. დედამისი და დათო ამერიკაში არიან. ლაშა 10 წლისიყო მამამისმა რომ დაგვტოვა, მე ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ლაშას არ ვანახებდი. ის ძლიერ ვაჟკაცად ავღზარდე. ჰმ... ალბათ ბედის ირონიაა... დათომ მე მომისპო სიცოცხლე და რატი ლაშას უსპობდა. ამ ყოველივეს ვუსმენდი და თვალზე ცრემლი არ მაშრებოდა. მერე ვეღარ მოვითმინე და მანანა დეიდას გადავეხვიე. მალევე პალატიდან ექიმი გამოვიდა და ლაშასთან შესვლის ნება დაგვრთო. მანანა დეიდამ მითხრა რომ შევსულიყავი და თავად სახლში წავიდოდა ცოტას მიალაგ მოალაგებდა, ლაშას ოთახსაც მიხედავდა, რადგან სავარაუდოდ მალე გამოწერდნენ და სახლი ხომუნდა დაეხვედრებინა. მე ლაშასთან შევედი და ლოგინზე ჩამოვუჯექი. -90 დღე...-წარმოთქვა და ამოიხვნეშა. -ჰოომ... -კაბააც ძალიან გიხდება-ისემითხრა, რომ კაბისთვის არ შეუხედავ, თვალებში მოყურებდა. -ჰოო? მეკიდე არვიცმევდი, არმიყვარდა. -ემილი! -რაა? -მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ! რაცარუნდა გასაკვირი იყოს, პალატის კარი გაიღო და კარებში რატი იდგა. ***** გამარჯობათ მეგობრებოო <3 მაპატიეთ ცოტა პატარა ტავი გამომივიდა თან დმიგვიანდა <3 იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.