სიგიჟე გადამდებია. (4)
დღეს გიგიმ 11-ჯერ დამირეკა. აქაოდა 8 მარტია და იქნებ დღეს მაინც მოაწვეს "ლოვეობის ჟინი" და სადმე გამომყვესო. ბოდიში მომითხოვია , მაგრამ რატომღაც "ლოვეობის ჟინმა" როგორც ყოველ წელს ახლაც არ ისურვა ჩემთან მოსვლა. იცის, რომ შედეგი მაინც არ ექნება. საერთოდ რაც ლოვეობის ჟინს ეხება არაფერს არ აქვს შედეგი ჩვენში დარჩეს და. სამაგიეროდ ნინასთან ინება "ლოვეობის ჟინმა" მისვლა და კია თვალებგაბრწყინებული. სანდრომ დაპატიჟა რესტორანში და ეხლა დარბის სახლში და ასე ვთქვათ "ლაშქრავს" გარდერობს. -აუ ქეთა, ეს ჩავიცვა? ან იქნებ ეს? აუ , არა ეს ჯობს! -ნინა მოკეტე! მიმიშვი!-პირდაპირი მნიშვნელობით გავწიე კარადიდან ნინა და გვერდზე მოვიშორე რეპლიკამაც არ დააყოვნა: -ქაჯო! -დაოკდი პატარავ, აი ეს ჩაიცვი.-შინდისფერ კაბაზე მივუთითე. -რატომ ხარ შენ ექიმი? ხვალიდან დიზაინერიულზე იწყებ სწავლას. -მოკეტე და ჩაიცვი. -რატო ხარ დღეს ესეთი აგრესიული ფისო. -არვარ. -კაცი გინდა ალბათ შენ.-გამოიტანა გოგომ დასკვნა. -ოოო დაამანებე რა თავი! რომ მინდოდეს გავაჩენდი ეხლა აქვე. -გიგის , რომ გაყვე იქნებ..... -აუ ნინა, ბოდავ უკვე ნერვიულობისგან დასპაკოინდი, ჩაიცვი და წადი რა! -უიმე, წამო შენც წაგიყვანთ პაემანზე. -ისე კი მიყვარს მურმანის ეკალის როლის თამაში, მაგრამ დღეს დაგაცდით ჯანდაბას თქვენი დასაწვავი თავები! -რა ქველმოქმედი ხარ ჩემო ენერგოვამპირო! -ხოო, ქველმოქმედი რატომ ვარ აბა თუ გამოიცნობ დევო? -რათა? ფარსმან ქველის შვილთაშვილი ხარ? -როგორ უსტიყვოდ ხვდები ყველა ჩემს აზრს. -კაი ხო. სანდრო რეკავს წავედი მე. -მივიდა საოცრად ლამაზი ნინა კარებთან და გასვლამდე , რომ არ დავეგესლე ისე როგორ? კაით რა, ეს ხომ ნინაა?!-წავედი მე ჩემ ოცნების პრინცთან ერთად რაშით მომაკითხა, შენ ეგდე სახლშიიი.-სანამ კარს გაიხურავდა მაინც გავძახე. -ხელები მაგრად მოხვიე შენს პრინცს, რაშიდან არ ჩამოვარდე თორემ მე საავადმყოფოში არ მოვალ.-კოცნა გავუგზავნე და ბოლოს მაინც ის გავიდა ნერვებმოშლილი. მე როგორც ყოველთვის ისევ ფორმაში ვარ და ასევე მზად ვარ ნებისმიერს გავუმწარო ცხოვრება. ისე ის უბედური ვისაც მე შევხვდები...მნაჰ...საწყალიიი. აბა ახლა ჩემო ჭუკჭუკა მერცხლებო....უი, თქვენც არ გცალიათ ჩემთვის? კარგი რაა! რა პონტია ყველა, რომ ლოვეებთან ატარებთ ამ 8 მარტს მარტო არავინ არ ხართ? ეულებო მოდიიით!!!!! "ეულ-ფართი" მოვაწყოთ არ გინდათ? არააა? კაი ხო. რა გავაკეთო ეხლა მე ბედისგან დაჩაგრულმა საყვარელმა გოგომ?(საყვარელიო....ჰაჰაჰაჰა...ბოროტად ჩავიხითხითე) აუ რა ვქნა? ჩემი დღის გეგმის მიხედვით თუ ვიმსჯელებ ახლა მე უნდა ჩავიდე მაღაზიაში ამოვიტანო ალკოჰოლური სასმელები და ნამდვილი როგორც რუსები იტყოდნენ "ალკაგალიკივით" დავთვრე. ხოდა ესეც ასე, გეგმა მზადაა ეხლა შესრულებაღა დარჩა. თეთრი, გაშვებული, მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა ჩავიცვი, თმები გავიშალე და გვირილებით დაწნული გვირგვინი გავიკეთე ხვეულ თმაზე და გამოსვლისას კარები გამოვიკეტე. ჩემი ყოველი 8 მარტის გეგმა ეს არის ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სხვა დროს ნინაც ჩემთანაა. დიდ მარკეტში შევედი და მაშინვე ყველას ყურადღება მივიქციე. ოოო, რას დააღებენ ხოლმე ეს ბიჭები პირს კარგი მკერდის და უკანალის დანახვისას გამაშიშვლა თვალებით ტიპმა! ხამი, ფუფ! არ მივაქციე ყურადღება ჩემს ტანზე მოშტერებულ ბიჭებს და ალკოჰოლის სექციისკენ ავიღე გეზი. ოხ, რა ბედი მაქვს! ამ მოზვინულ მოზვერს აქ რა უნდა? -შეენც?-გაკვირვებულმა შემეკითხა. -ხო აბა რომელი გოგო მე მნახე პაემანზე , რომ მივდიოდე 8 მარტს.-უდარდელად ავიჩეჩე მხრები. -აუ, მაინც დათრობას და გათიშვას აპირებ და წამო ბარში წავიდეთ კომპანიონობას გაგიწევ. -დღეს კარგ ხასიათზე ვარ და ჩვეულ ქაჯობას არ დავიწყებ ამიტომ წავედით.-უკან დავაბრუნე აღებული "Jack daniels" და მანქანისკენ გავყევი ბიჭს. -რომელში?-ბარი იგულისხმა. -რავი, თვით ანდრია მეკითხება მე რომელ ბარში უნდა წავიდეთ?-გულზე ხელი მივიდე ოსტატურად , არა ხო იცით მე საერთოდ ძაან ოსტატური ვარ მაგრამ....ნუ ხო რა. -დღეს მაინც მოიშორე სარკაზმი, ირონია და ცინიზმი რა ქეთა. -ჯანდაბას შენი თავი! ეს ერთხელ შევძლებ მგონი სისინის გარეშე! -ამ დღეს სულ სანდროსთან ერთად ვსვამ ხოლმე და დღეს შენი დაქალი წაიყვანა . -მეც სულ ნინასთან ერთად ვსვამ ხოლმე. გამოტყდი ეხლა იეჭვიანე? -ძააან. სანდრო ჩემი სიფორცხლეა და ტეხავს მაგის გარეშე , რომ მიწევს ყოფნა , მაგრამ მალევე ვიპოვნე კომპანიონი. -ნინა კიდევ ჩემი მეორე ნახევარია , მაგრამ ამახიეს. აი ესეა რა! სიყვარული ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ს ! -ბაზარი არაა. -ისე კაი ბიჭი ხარ ხოიცი შენა! ოღონდ თავში არ აგივარდეს! მაინც მოზვინული ხარ. -კაი ბიჭი მოზვინული?-გაიცინა...მმმ რა ლამაზი ღიმილი ააააქვს , რომ ეჩხვლიტება... რეებზე ფიქრობ ქეთა? ჯერ არ დაგილევია და "რამ" დაგათრო? -დიახ, კაი ბიჭი მოზვინული. -რა ორიგინალური ხარ. -"ორი"გინალური არა რააა, მე "ოთხიჯინალური" ვარ.-თვალი ჩავუკარი და გზას გავხედე. ბარში მივედით რომელიც ძალიან კარგადაა მოწყობილი. -რა საყვარლობა ბარია. -ჩემი მეგობრისაა.-თვალი ჩამიკრა. რა ვიცოდი მაშინ ვის გულისხმობდა "მეგობარში"....-ბართან მივედით და ლუდები შევუკვეთეთ. -რას გაუმარჯოს? -ჩვენს ერთ დღიან დაზავებას.-ჭიქა მივუჯახუნე და გადავკარი. მერე იმდენი არაყი ჩავისხით და იმდენი სადღეგრძელო დავლიეთ მეტი არ შეიძლება. მერე იქვე მდებარე ბოულინგი ვითამაშეთ მოკლედ რაღაც საოცრებები. ეხლა კიდევ ბილიარდს ვთამაშობთ და ვსკდები სიცილით იმიტომ, რომ აზრზე არ ვარ. -ანდრექს(რა ანდრექს! როგორც ჩანს მართლა გათხლეშილი მთვრალი ვარ, მაგრამ ამისთვის ხვალ მოვთხოვ ჩემ თავს პასუხს.) -ჰო ქეთუშ.(ვაი დედაია) -თამაშის აზრზე არავარ.-ვუთხარი ბლუკუნით და ისევ სიცილი დავიწყე რა მაცინებდა ნეტავ მე უბედურს. -დაგეხმარო? -მოეთერი.(ძაან მთვრალიც არ ვყოფილვარ თურმე).-ანდრია მოვიდა და უკნიდან დამაჭერინა ჯოხი აი ფილმებში , რომ არის ხოლმე ოღონდ იქ ლოვეები არიან!!!!! ვისროლე ბურთი და გავარტყი. ჰაჰ!(არა თურმე ძაან მთვრალი ვყოფილვარ)...... აუ ბროწეულის ბავშვებო ვიცი, რომ ძაააააალიან უნამუსოდ მოვიქეცი , მაგრამ დრო საერთოდ არ მქონდა, რომ დამეწერა დღესაც 3 მასწავლებლისგან მოვედი და ეგრევე დავიწყე წერა. ხვალ სავარაუდოდ დავდებ არვიცი მართლა.....სავარაუდოდ კიარა აუცილებლად დავდებ რაც შეიძლება დიდ თავს. ისე შეწყვეტაზე ვფიქრობ...არ მიყვარს შეწყვეტა თუმცა მხოლოდ 1 კაცის კომენტარიაააა. მაქსიმუმ 2. არვიცი რა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.