შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო


12-03-2017, 01:53
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 990

მაღვიძარა რეკავს... საშინელი ხმა აქვს, პირდაპირ უფსკრულში მიმაქანებს ფიქრებით. ხელებმა თავისით დაიწყეს ბოდვა, ჰაერში აიხლართნენ, საშინელი ხმისკენ გაექანნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ... ხმა გაჩუმდა.
„ღმერთო რა მშვენიერია სიჩუმე“, ისევ ჩემს ნათელ ფერებში ჩავიკარგე, მიმთვლიმა.
ისევ საშინელი ხმა და ისევ წყვდიადი. „არა, არ შემიძლია." ცალი ფეხი გადმოვყავი ლოგინიდან, სიცივემ მუცლამდე ამოირბინა და ისევ ჩაირბინა. „როგორ მეზიზღება.“
წამებში გავეხვიე თბილ ტანსაცმელში და ისევ სიცივეში გავვარდი. „როგორ მეზიზღება.“
ცნობისმოყვარე , ზიზღიანი , სევდიანი თვალები... ცინიკური, მომღიმარი ტუჩები... ადამიანების ფიქრები ჩემს ფიქრებს უერთდებიან და გრძნობებს მიკლავენ.
„ჩემი ავტობუსი, ოღონდ მივასწრო.“ მივრბივარ, სუსხიანი ქარი სახეში სილას მაწნის, 10 ნაბიჯიც და ავტობუსში ვარ, „ჯანდაბა, გამასწრო“.
ცინიკური სახეები გაჩერებაზე, პირდაპირ ჩემს აწეწილ თმას უყურებენ. მუხლები მიკანკალებს, „ნეტა უჩინარი ვიყო.“ ნერვიულობისგან ვკანკალებ, გულში წვას ვგრძნობ.
-გოგონა, რა აკეთებ, რას? - წარბებშეკრული თვალები მიყურებს.
კაპიშონში შევიმალე. ირგვლივ ცინიკური ტუჩები გაიხსნა, (ხარხარი). „როგორ მეზიზღება.“
-რას აკეთებ მეთქი, რა უზრდელი თაობა მოდის, ბოდიშსაც კი არ იხდიან. - დაიხარა და თავის ფეხსაცმელს ჩემი ფეხსაცმლის ანაბეჭდს აშორებს.
„კარგია, რომ მის წარბებს ვერ ვხედავ“
უხმოდ, ჯიბიდან ხელსახოცი ამოვიღე და დავიხარე, „საშინელი წარბები, პირდაპირ სახეში შემომაჩეჩა“
-რაღა დროსია, უკვე გავწმინდე. ზრდილობა ისწავლე. ეჰ, რა თაობა მოდის. ეს რა ხდება.
„წარბები უფრო დაიკლაკნენ, მეჯღანებიან. ღმერთო, რა საშინელი წარბებია.“
ჩუმმა ხარხარმა ბეჭები ამიწვა, მთელს ტანში ცეცხლის ბურთი აკენკობანას თამაშობს.
„მადლობა ღმერთს, ავტობუსი მოვიდა.“
თავით შევვარდი, რომ საშინელ სახეებს და წარბებს მოვშორებოდი. უკან ხმა მომესმა.
-საშინელი ახალგაზრდობაა, მოხუც კაცს ავტობუსში შესვლას ასწრებენ.
-თავხედი, სადაა ამის პატრონი?!
ისევ ბეჭები ამეწვა, ცხელმა ლავამ მუცელი ჩამწვა.
არ ჩერდებიან. უკან გახედვა არ მინდა.
„ყველა მე მიყურებს, ის საშინელი წარბები, აქაც მომაგნეს. ყველგან ისინი არიან.“
პირველივე გაჩერებაზე ჩამოვვარდი ავტობუსიდან, მძღოლის ყვირილზე შემოვტრიალდი.
-ეს თავხედები, ფულსაც აღარ იხდიან. მადლობა მაინც გადამიხადე, ფუ შენი...“ ავტობუსი გინებით გააქროლა.
უცებ გამახსენდა, რომ მძღოლისთვის ფულის გადახდა დამავიწყდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ტროტუარზე გავიჯგიმე და გაურკვევლად მივშტერებოდი ერთ წერტილს, მანქანამ ჩაიქროლა და ჭუჭყიანი წყალი პირდაპირ სახეში შემომასხა. ისევ ცინიკური, მოხარხარე ტუჩები.
ავდექი და ყველაზე დიდ გუბეში ჩავჯექი - იქნებ, ვინმეს მაინც შევეცოდო...



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
ჰმ, უიმედობის ფერია. მოცულობა მცირე იყო, გაზარდე თავები. წერით კარგად წერ, აურა ბოლომდე მოგაქვს, ველოდები გაგრძელებას.

გავითვალისწინებ აუცილებლად, მადლობა :* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent