შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლელო (თავი 1)


12-03-2017, 22:55
ავტორი japara
ნანახია 2 728

12 მარტს, 18:00ზე, დინამოზე რაგბი იყო, საქართველო-რუსეთი. მე და ჩემი დაქალი, ქეთა (ან ქეთი, 16 წელია ვერ გადაწყვიტა) მივდიოდით. სამზე წერეთელზე შევხვდი, გამოფენასთან. ფეხით ჩავისეირნეთ მაკ'დონალდსამდე. ორივე ახალგაღვიძებულები ვიყავით და გადავწყვიტეთ რამე გვეჭამა. არა, მაკ'-ში არ შევსულვართ. მის მოპირაპირე ასახვევში ავედით. აქ ერთი პატარა საყვარელი კაფე მეგულებოდა. სახელად - ამორე. ეს სახელი დიდად არ მომწონდა. ზოგადად ძალიან მობეზრებული მაქვს სიტყვა სიყვარულის ყველა სახეცვლილება. მეზიზღება სოც. ქსელის კომენტარებში დაწერილი "ჩემო სიცოცხლე". ჩათში გამოგზავნილი მიყვარხარ ერთი გულით. მეზიზღება, როცა ადამიანს არ იცნობ დაინახავ, თვალს მოეწონება და მიყვარსო ამბობ. არა ეგ კიდევ ხო, შეიძლეა გიყვარდეს მისი სხეული, მიმოხრა, მანერები... მაგრამ რომ ამბობენ შემიყვარდა ან მასზე ვარ შეყვარებულიო, მეზიზღება. ძალიან აგრესიულად გამომდის. არ მეზიზღება სინამდვილეში არაფერი, უბრალოდ იმ მრავალრიცხოვან სიას მიეკუთვნება, რომელშიც ჩამოთვლილია ყველაფერი, რაც ამ ყოველდღიურობაში არ მომწონს ან მაღიზიანებს. მეზიზღება თვალთმაქცი "მეგობრის" თვალთმაქცი "მიყვარხარ". პათხალიმი ბიჭების ჩემი დედამიწა ხარ და საჩუქრებით გამოხატული სიყვარული. კარგი, ბიჭებს ეპატირბათ, რამდენი საუკუნეა ვერ გაუგეს ჩახლართულად მოარზრვნე ქალებს, რომლებიც ყველაფერს ადრამატიზირებენ და ყველა ჩვეულებრივი მოქმედების უკან ეძევენ დამალულ ჩანაფიქრს. ვაიმე ღმერთო, როგორ მაღიაზიანებს ბიჭი რო ერთხელ შეათვალიერებს, უკანალზე ან მკერდზე რო შეხედავს და შოკში ვარდებიან, ან უაზროთ ვარდებიან დაგიჟდებიან ან კიდე ე.წ. "სტენკის" ადგილის არჩევას როიწყებენ.
თემას გადავუხვიე. ისევ გამიტაცა საუბარმა. იმ დღეს დავუბრუნდეთ. კაფე ძალიან პატარაა. სულ სამი მრგვალი რკინის მაგიდა და დიდი დახლი დგას. დახლში ნანი ბებოს ან მისი რეცეპტით გამომცხვარი გემრიელობები დევს. მის უკან ყავის ნაირნაირი მანქანები და შეიკის აპარატი დგას. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც კივის
შეიკს აკეთებენ. და სხვადაშორის მარწყვის შეიკს მართლა მარწყვის გემო აქვს, კივისას კი-კივის. ქეთომ შოკოლადის პატარა მაფინი და კაპუჩინო აიღო. მე მოლარეს წნ დაუდექი და შეიკის მანქანას მივაშტერდი. ქეთო დაჯდა.
- საქორწინო კაბას არჩევ?
- კი!- უხეშად მივაძახე და ძველ საქმეს დავუბრუნდი. უკნიდან ჩახველება გავიგე.
- არ უკვეთავთ?-ვიღაც ბიჭი იდგა. გავიწიე და რევერანსისნაირი მოძრაობით სალაროსთან მივუშვი. - მაგიტო არ მითქვამს. დაგელოდები.
- ოხ. - ვითომ შევიცხადე. ბიჭო მიყურებდა, როდის გავაგრძელებდი დიალოგს. ჩემი ცივი ხასიათის სუსხი რო იგრძნო, თვითონ გააგრძელა.
- რა ოხ? - ცინიკურად გავუღიმე.
- რატო თქვი აბა?
- შერჩევაში დაგეხმარებოდი.და ეს ცინიკური სიცილი რა იყო საერთოდ?
- არაფერი არაფერი. - ხელი ავიქნიე და ისევ შეიკზე ვფიქრობდი.
- მიპასუხე.- მითხრა და მაჯაში ხელი წამავლო. მე ხელს იაზვად დავხედე და ვუპასუხე.
- არაფერი-თქო ვერ გაიგე?
- რა ვერ ამოირჩიე ამდენი ხანი?
- ორივემ ვიცით, რომ ეს არ გაინტერესებს და უბრალოდ საუბრის გაბმას ცდილობ და მოდი უფრო საინტერესო თემა მოიფიქრე.
- რო არ მაინტერესებდეს არც გკითხავდი. - გაბრაზებული მეუბნება. თითქოს ეწყინა პატარა ბავშვივით, იბუსხება და მოლარეს შეკვეთას აძლევს. მერე ისევ მე მიბრუნდება. - კი, შეიძლება ვცდილობ გაგიცნო, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამას თვალთმაქცურად გავაკეთებ, ისევე როგორც ყველა. - ნაგლად მიღიმის და ბრუნდება. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, ახლა რომ ვუპასუხო გაჩერდება, მაგრამ მე ამაზე მეტად შეიკზე ვფიქრობდი.
- ექსპეტიმენტი რომ ჩავატაროთ შეიძლება?
- დიახ. - მოლარეს ეღიმება.
- დიდი შეიკის ჭიქა აიღე და ნახევრამდე შეავსე მარწყვის შიკით. - შეასრულა. - ახლა ქაფი მოასხი, რომელსაც ძემოდან ასხავ ხოლმე, ოღონდ ნახევარი პორცია. ახლა ჭიქა კივის შეიკით შეავსე და ნახევარი პორცია ქაფი დაადე. - მოლარემ ჩემი ექსპერიმენტის შედეგი დამიდგა. დიდი ნერწყვი გადავყლაპე და ფული გადავიხადე.
ბიჭები ჩვენს გვერდით მაგიდაზე იჯდნენ. მე ქეთოს მივუჯექი.
- ოხ, გოგო რაა... შენ ჭკუას ისწავლი ოდესმე? არ შეიძლება ყველას თავიდან მოშორება!
- იმ ვიღაცაზე მეტად შეიკი მაინტერესბს. - მოვწრუპე. - სხვათაშორის დარწმუნებული ვარ, ამაზე გემრიელი მაინც ვერ იქნება. - ამაზე მეცინება და ველოდები ქეთოს ღიმილს. მას ჩემს ყველა ხუმრობაზე ეცინება, ყოველთვის.
- არაა სასახილო. ასეთი უხეშობა არ შეიძლება!
- დარწმუნებული ვარ მლიქვნელობა უფრო გაუმართლებელია, ვიდრე ალალი, უტყუარი უხეშობა, რომელიც უბრალოდ არასდროს გატყუებს. - კიდევ მოვწრუპე.
- შენი სიტყვებით გეტყვი, იქნებ მაგაზე გემრიელია? - გამეღიმა.
- არამგონია. თანაც მაგის გასაგებად მისი გასინჯვაა საჭირო. ასე, რომ ზუსტად ვიცი, ვერასდროს გავიგებ პასუხს. - ის ზუსტად ჩემს ზურგთან იჯდა, ახლოს. მაგრამ არ მეგონა, რომ რამეს გაიგებდა. მისი ძმაკაცი ხმამაღლა ელაპარაკებოდა და მას უსმენდა. ამ დროს ყურში ჩურჩული გავიგე.
- დარწმუნებული ნუ იქნები.
- ვიცი, ძალიან ეცადე ეს ინტიმური თუ არა მაცდური მაინც ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. - ნაგლად გავუღიმე და ავდექი. - თუსი, წავედით. (თუსის წარმომავლობა: ქეთი-ქეთუსი-თუსი)
იქიდან უკვე ორი საათი გავიდა. ენის გაუჩერებლად ვლაპარაკობდით და სიმართლე გთხრათ, ის ბიჭი ერთხელაც არ გამხსენებია. ასე მკვახედ ბევრს ვპასუხობ და ჩემს ყველა პასუხზე მერე სიცილი რო დავიწყო, სუნთქვისთვის დრო აღარ დამრჩება. ექვსის ნახევარია. ბილეთები მოვიმარჯვეთ და რკინის შესასვლელს ბილეთის შტრიხ-კოდები დავაფიქსირებინეთ. ზუსტად მახსოვს. ეს შესასვლელები 2015 წლის 11 აგვისტოსთვის დააყენეს, როდესაც თბილისში სუპერ-თასის ფინალი იყო. ბარსელონა-სევილია. მე პატარაობიდან ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და რომც არ ვყოფილიყავი, ის სანახაობა არავის უნდა გამოეტოვებინა და რა თქმა უნდა მეც ვიყავი.
შესასვლელი გავიარეთ და მეორე იარუსზე კუთვნილი რიგის ძებნა დავიწყეთ. ჯერ ქეთი შევატარე. მე მესიჯი მომივიდა და ტელეფონს დავხედე. სიარულისას წინ არ ვიყურებოდი. კიდევ კარგი კოკა-კოლები ქეთოს ეჭირა. ის უცებ გაჩერდა მე დავეჯახე, ფეხი გადამიტრიალდა და ვიღაცას რასაც ქვია დავახტი.
- ჯანდაბა! ქეთო, რას ჩერდები იარე რა! - უხეშად ვუთხარი. ქეთოს მარტო გაბრაზებული ვეძახი.
- წინ რო იყურებოდე არაფერი მოგივიდოდა. - ხელი გამომიწოდა და წამოაყენა. დამნაშავის სახით ბოდიშის მოხდა დავიწყე.
- ვაიმე, ბოდიშით! უკაცრავად! - უკან მოვიხედე და ჰოი ჩემო ბედო! ის ბიჭი. გაეღიმა. - ბოდიში. - ისევ ქეთოს მოვუბრუნდი. - თუსი ადგილი ნახე. ის უკვე იჯდა. ამ ბიჭს გვერდზე ძმაკაცი ეჯდა, ძმაკაცს კიდე ქეთო. კიდევ კარგი ამის გვერდზე არ მომიწია!
- ბოდიში საჭირო არ იყო.
- არაუშავს. ერთით მეტი ბოდიშის მოხდას მოვითმენ.
- ეს სასიამოვნოც კი იყო. - ცინიკურად გაეღიმა. - თუ გინდა გაიმეორე.
- მხოლოდ შენს სიზმრებსა და ოცნებებში საყვარელო. - გამოვხედე და ჰაეროვანი კოცნა ვაჩუქე.
პირველ ტაიმში იყო უძალიანმაგრესი მომენტი. მეკომ (მერაბ კვირიკაშვილი, ჩვენი რაგბისტი და ჩემი სიყვარული) რაღაც საოცარი სიჩქარით მოატყუა ხუთი თუ ექვსი რუსი, ბურთი ლობჟანიძეს მისცა. წინ არავინ იდგა. ერთი ნაბიჯია ლელომდე დარჩენილი. მე წამოვხტი ტაში შემოვკარი და რაღაც არაამქვეყნიური ბედნიერებით ვიკივლე. (ზოგადად ბოხი ხმა მაქვს და ეს ხმა საიდან ამოვიდა არავინ იცის). ცოტა ხანში ყველა წამოხტა.
- მეკო! - ბოლო ხმაზე ვიყვირე. რამოდენიმე წუთში ხალხი დაწყნარდა და დაჯდა. მეც დავჯექი. მხოლოდ იმიტომ ვიდექი, რომ სკამიდან სტადიონი აღარ ჩანდა.
- ლელო მეკომ კიარა ლობჟანიძემ დადო. - იმის ცინიკური ხმა. წინი იყო წამოწეული და მიღიმოდა.
- ხო, მაგრამ ეს იმის მერე მოხდა, რაც მეკომ მთელი დაცვის ხაზი გაარღვია და ამ მომენტში ღირებული ქულის მომატება კი არა მეკოს მოძრაობა იყო.
- ისტორიაში ციფრები ჩაიწერება და არა მათი მოძრაობები.
- ისტორიაში ისიც ჩაიწერება დღის მოთამაშედ მეკოს რომ გამოაცხადებენ.
- ნეტა შენ რა იცი?
- უყურე და გაიგებ. - რეალიზაციის დროა და რა თქმა უნდა მეკომ ესეც გაიტანა და უცებ კომენტატორის ხმამ მთელი სტადიონი შეაზანზარა.
- ეს მერაბ კვირიკაშვილის მიერ საქართველოს ბორჯღალოსანთა ნაკრებისთვის შეძენილი 500-ე ქულა იყო. ამაზეც აპლოდისმენტები ატყდა მაგრამ ფეხზე ჩემს გარდა არვინ ადგა. ორი თითით დავუსტვინე და ტაში დავუკარი.
მთელი ტაიმის განმავლობაში ქეთო და ბიჭის მეგობარი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, იცინოდნენ. შესვენებაზე წამოდგნენ.
- კოკა-კოლა უნდა ვიყიდო. - ქეთო. - ჩემი დავლიე და...
- შენი კი არა, ჩემიც დალიე უკვე. მეც მიყიდე. ისინი ჩავიდნენ. ამ დროს ბიჭი გვერდზე მომიჯდა.
- აქ ქეთა ზის.
- მაგას ეხლა მხოლოდ მახოს გვერდზე უნდა ჯდომა. - გაიღიმა. ამაზე მეც გამეღიმა. -შენი ღიმილი მართლა დავიმსახურე თუ ეს ხუმრობაა.
- "ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე". - ცუმად ჩავიბურდღუნე ჩემი პოეტის, ჩემი საყვარელი ლექსის საყვარელი სიტყვები.
- გალაკტიონი. - ამაზე გულწრფელად გამეღიმა.
- ვაღმერთებ.
- მე ვაჟას ვაღმერთებ. და ილიას რა თქმა უნდა. - ილიას ხსენებაზე სახე გადამინათდა და მივუბრუნდი. ახლა უკვე სახეშუ ვუყურებდი. წეღან კი უბრალოდ თვალს ვარიდებდი. - ასე რა გაგიხარდა? - გაეღიმა და ცერა თითით ლოყაზე მომეფერა.
- ილია ჩემი კულტია, პირდაპირი მნიშვნელობით. ყველაზე მისაბაძი ადამიანია.
- მართლა?
- მისი ცხოვრება ქვეყანას მიუძღვნა და მეც მინდა... - პირზე ხელი ავიფარე. გაეღიმა.
- პატარა ბავშვივით ხარ.
- ვით არა რა.- ცალი წარბის აწევით კითხვა დამისვა. - 16 წლის ვარ და როგორ უნდა ვიყო აბა.
- რანაირი გოგო ხარ.
- იმნაირი. - ორივეს გაგვეცინა.
- ვა ვა... ცუდი გოგოც ვყოფილვართ.
- შენ როგორიც გინდა ისეტი ვიქნები. - გავუღიმე. სახე გადაუნათდა. - ეს ხუმრობა არ იყო. - სახე დავასერიოზულე, ქვედა ტუჩზე ვიკბინე, მუხლზე ხელი დავადე და ძალიან ნელა ავუწიე ბარძაყზე ავუცურე. სახე გაუთეთრდა და სასიამოვნოდ გაოცებული მომაშტერდა. ცელი შუა ბარძაყზე გავაჩერე, სახე ყურთან მივუტანე და ჩუმად ჩავჩურჩულე.- დაიჯერე არა? - მოვშორდი და ხელიც მოვაშორე. ღმერთო! რა სახე ჰქონდა. უცებ აწითლდა და წამოხტა. მეც სიცილი დავიწყე. მთელი ძალით ვიცინოდი. მუცელი გადამიტრიალდა.
- განანებ! - გაბრაზებულმა თქვა და შებრუნდა. შებრუნებისას დავინახე, როგორ გაეღიმა მაგრამ თავს მაინც გაბრაზებულად იჭერდა. ქეთო და უცნობი მოვიდნენ.
- სანდროს რა ჭირს? - მკითხა მახომ.
- მე რა ვიცი.
- აწითლებული, სიცილით ჩარბოდა კიბეებზე. - ამ დროს სირბილით ისიც მოვიდა. ხელში წყლის ბოთლი ეჭირა. ჩვენამდე მოსასვლელად კიდევ უნდა გამოეარა ცოტა. ამ დროის განმავლობაში ავადმყოფურად მაშტერდებოდა. ქეთო ის ის იყო გვერდით მიჯდებოდა შორიდან დაუძახა.
- ადგილი გამიცვალე რა! - ქეთომ თვალი ჩამიკრა და იქით დაჯდა. მე თვალები გადავატრიალე და სანდროს გავხედე.
- ღმერთო რატომ გამწირე? - ხელები ცაში ავაპყარი. გვერდით მომიჯდა. ხელი გამომიწოდა.
- სანდრო.
- ანუ ალექსანდრე?
- სანდრო მირჩევნია.
- მე ალექსანდრე. - ხელი ჩამოვართვი. - მეკო.
- ანუ მერაბ კვირიკაშვილი? - გამეღიმა.
- არა. მედეა.
- მედიცინის ქალღმერთი. - გამიღიმა. აქამდე ასე არ მომსვლია. მეც გამეღიმა და ოდნავ ავწითლდი. სახეზე სიცხე ვიგრძენი. ამ დროს სასტვენის ხმა გავიგეთ და ის ის იყო მეორე ტაიმი უნდა დაწყებულიყო ეკრანზე გამოჩნდა ჩვენი ყოფილი რაგბისტი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ზირაქა (სახელი არ მახსოვს) მან მის შეყვარებულს ხელი თხოვა. მთელი სტადიონი ქუხდა. ტაში... შეძახილები... გოგო ბიჭს მთელი ტანით ეხუტებოდა, ზირაქაც ეხუტებოდა. მე პირზე ხელი ავიფარე.
- ქეთოოო! გოგოო! ვაიმე! რა სისაყვარლეა!
- ქალბატონო მედეა თქვენში გოგო გაჩნდა თუ მეჩვენება. ცალწარბაწეულმა გამომხედა ქეთომ.
- რა დროს ეგაა! ამაზე მაგარი რა უნდა მოიფიქრო. - ზირაქამ კამერას შეხედა და ტუჩების მოძრაობით მადლობა რამდენჯერმე გადაიხადა. - შუა რაგბზე! ღმერთო!
- რა და ლამაზ რესტორანში ან... სულ მარტო, პლაჟზე.
- არა! არა და არა! მთელი სტადიონი! ღმერთო. ეკრანზე გამოჩენა თვითონ ზირაქამ მოითხოვა. ესაა რომანტიზმი, ბუშტები და დათვები კი არა. რა თვალებით უყურებდნენ ღმერთო! - სანდროს გაეცინა და თმა ყურზე გადამიწია.
- გასაგებია. - შევბრუნდი. ის მე მიყურებდა თვალებში. ახლოს მოიწია და ზედა ტუჩზე ნაზად მაკოცა. - მომწ... - მე ტუჩებზე ხელი მთლიანად ავაკარი.
- ყველაფერს ნუ გააფუჭებ. - ლოყაზე ვაკოცე და გავსწორდი. ზუსტად ვიცი ამ დროს ქეთო გაშტერებული მიყურებდა... ეს რა დღეში ჩავიგდე თავი! ზუსტად ვიცი წინ დაკითხვა მელის.
.......
იმედი მაქვს ვინმე წაიკითხავს. და ძაალიან გთხოვთ კომენტარებში შემიფასეთ რა. მადლობა დიდი!



№1  offline მოდერი bla.ell

Au exa tvalebi mexuweba da ver vkitxulob mara pitobas vdeb wavikitxav imitom rom sataurma ise momxibla ubralod ver gavdzleebheart_eyes ❤❤❤

 


№2  offline წევრი japara

MoonLady
ტეტააა, სად იყავი აქამდე. ძალიან ჩამთრევად წერ, არ დააგვიანო ჯვარს გაცვამ იცოდე !

დავაგვიანო კი არა ზუსტად ვიცი რაც უნდა მოხდეს და ახლავე ხოარ დავდო ვფიქრობ

bla.ell
Au exa tvalebi mexuweba da ver vkitxulob mara pitobas vdeb wavikitxav imitom rom sataurma ise momxibla ubralod ver gavdzleebheart_eyes ❤❤❤

მადლობა მადლობაა

 


№3  offline წევრი zahir

ძალიან კარგია... მხიარული და საყვარელი... გააგრძელე აუცილებლად ❤

 


№4  offline წევრი japara

zahir
ძალიან კარგია... მხიარული და საყვარელი... გააგრძელე აუცილებლად ❤

Madloba madloba ❤️ Aucileblad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent