შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უგულო პრინცესა (თავი 1)


13-03-2017, 00:46
ავტორი Katastrofa
ნანახია 1 714

15 წელი დიდი არაფერია, მაგრამ როცა მოისმენთ ჩემს ისტორიას მიხვდებით, რომ იმაზე ბევრი გადავიტანე ვიდრე ჩემმა ტოლმა ბავშვებმა და კიდევ უამრავმა უფროსმა.
15 წლის წინ დავიბადე, დედამიწაზე.. ნეტავ რატომ სხვაგან არა? ://
10 წლის წინ დავკარგე მამა.. ის არ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ ის მახსოვს როგორ მიყვარდა. მახსოვს მისი საჩუქრები ყოველ დღე, ან დღეში ორჯერ... მახსოვს მისი მოფერება, ჩახუტება, ზღაპრები და უამრავი ფოტო.. რომლებსაც ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ. მე ძლიერი ვარ, მიუხედავად ყველაფრისა.
მამა დავკარგე.. ლეიკემია გადავიტანე, მაგრამ ახლა? ახლა კარგად ვარ! მეგობრები არ მყავს, და-ძმა არ მყავს, ახლობლები არ მყავს, მხოლოდ დედიკო.. საყვარელი, თბილი, სევდიანი, საუკეთესო დედიკო! ანასტასია.. ის მთელი ჩემი სამყაროა, მისით ვცოცხლობ და მის გარეშე არ შემიძლია! დილით ვდგები, მივდივარ სკოლაში.. ვაიგნორებ 2000 თვალს, ვსწავლობ და ვბრუნდები სახლში.
ვჭამ, ვსეირნობ, ვთამაშობ კალათბურთს, ვკითხულობ წიგნს და დღის ბოლოს ყველაფერს დღიურში ვწერ. ესაა ჩემი ჰობი, ყოველდღიურობა, ცხოვრება. დედა მუშაობს, სულ.. სულ.. სულ... დაუსრულებლად! მე მუდამ შავები მაცვია, არა იმიტომ რომ "Black Is Always Elegant" .. იმიტომ რომ არ მყავს მამა და ვარ ძალიან უჟმური! დიახ! ვაღიარებ! ^-^ ყველაფერი და თან არაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩემთვის მივდიოდი კალათბურთის სათამაშოდ დაა.... მანქანა დამეჯახაა! -.-
ეს იმდენად უმნიშვნელო დაჯახება იყო, რომ მხოლოდ ფეხი ვიტკინე, ბედი არ მაქვ.. მოიცა მოიცა? ეს ახლა ბოლო მოდელი BMW-ა თუ მეჩვენება? მე დამეჯახა ეს ანგელოზივით მანქანა? :// ო, ღმერთო რამე ხომარ დაემართა? კარგადაა? ხელებით ვეფერებოდი მანქანას და თან ველაპარაკებოდი. მანქნიდან ვიღაც კაცი გადმოვიდა, შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, შავი სათვალით მაგრამ ესაა ამ მანქანის პატრონი? არა, არა აი ისიც! მანქანიდან ჯინსებსა და შავ მაისურში ჩაცმული ახალგაზრდა ალბათ 17-18 წლის ბიჭი გადმოვიდა და რასაც მოველოდი ის დაიწყო:
- თვალს გაკლია? - თქვა უცნობმა იდიოტმა და ხელებს ჰაერში იქნევდა, იმ წამს მომინდა შემეთავაზებინა "აჭარული"ს ცეკვა მაგრამ ჩემს თავს არ ვაკადრე. ^-^
- წინ უნდა იყურო, მახინჯო! - დაიყვირა, მრავალი სისულელის შემდეგ... ეს არ უნდა ეთქვა! მიუხედავად იმისა, რომ მართალი იყო! შეიძლება, წითური, ჭორფლიანი და ცუდად ჩაცმული ვარ, მაგრამ მას არაქვს იმის უფლება, რომ ვინმე დაჩაგროს! -.- რა ვუპასუხო ისეთი, რომ მოვაკეტინო? როგორ გავაჩუმო?
- მომისმინე, მამიკოს ფულებით განებივრებულო, იდიოტო! მახინჯი შენ თვითონ ხარ, გასაგებია? გოგოსთან ლაპარაკი ისწავლე, ნორმალურად ჩაიცვი და თუ მაგარი ხარ, შენ დაჯექი მანქანაზე და მერე იბლატავე! - ვუთხარი რაღაც იდიოტიზმური სიმპტომით დაავადებულივით!
- ნუ ტლიკინებ, მოქცევას ნუ მასწავლი, გაეთრიე და თმა დაივარცხნე ერთუჯრედიანო! - მითხრა და მანქანაში დაბრუნდა, მძღოლმაც მას მიბაძა და წამში გაუჩინარდნენ.
- იდიოტიი! - დავიყვირე ბოლო ხმაზე და მოედანზე შევედი. დღეს თარსი დღეა, მოედანზეც ბიჭები არიან, არც ისეთი მაგარი ვარ, რომ კუნთიანი ბიჭები მოედნიდან გავყარო და მერე მე ვითამაშო! როგორც მიხვდით, არანაირი ირონია, დამცინავი ტონი, ან მკაცრი გამოხედვა არ მახსიათებს! უბრლოდ, ერთი.. მახინჯი, უხასიათო, უჟმური და სულელი გოგო ვარ. სულელური აზრები, გამოხტომები, ოცნებები, საქციელები... ყველანაირად სულელი ვარ, მაგრამ მოვა დრო და მთვარეზე ვიცხოვრებ... იქ არავინ შემაწუხებს, ვიქნები მშვიდად და ბედნიერად. აი, ხომ ხედავთ სულელური ოცნებები! -.- ცოტა ხნის სეირნობის შემდეგ სმს მომივიდა. ნეტა ვის გავახსენდი? ნუ ხარ დებილი დედაშენი იქნება, სხვა ვინ მოგწერდა შენ? ამომძახა ალტერეგომ... ის მართალი აღმოჩნდა, დედამ მომწერა. "საჭმელი მზადაა,სამ დღიანი გასვლა მაქვს.. ჭკვიანად იყავი. ბევრი მეგობარი და ბიჭები არ მოიყვანო!" დედაჩემიც კი დამცინის! -.- ხვალ სკოლაში კონცერტი იმართება, მე კი როგორც მთავარი "ჰაკერი" კომპიუტერთან ვზივარ. წესით.. სცენაზე უნდა ვიდგე, მიკროფონთან ერთად. უი, ხო დამავიწყდა კარგად ვმღერი, მაგრამ ჩემი სიმღერა მხოლოდ ჩემს სათამაშოებს, დედაჩემს და მე მესმის! -.- მეტი რისი თქმა შემიძლია ჩემზე? ჰოო, არასდროს მყოლია შეყვარებული და მგონია, რომ არც მეყოლება. ^-^ სახლში მივედი, გამოვიცვალე, ვჭამე, ტელევიზორს ვუყურე...დღიურში ყველაფერი ჩავწერე, იმ იდიოტის შესახებ რამდენიმე უწმაწური სიტყვაც და დავიძინე. ^-^ __________________________________________________________________
დილით ადრე ავდექი, ტრადიციულად ჩავიცვი და სკოლაში წავედი. ყველა ემზადებოდა, მე კომპიუტერს მივუჯექი და მელოდიები რიგის მიხედვით დავაწყვე. მალე კონცერტიც დაიწყება.... დირექტორი შემოვიდა, ვიღაც ქალი და კაცი შემოყვა და კიდევ..... : O ღმერთო ჩემო, ეს ის იდიოტია ავარიიდან? აქ რა ჯანდაბის გამო მოვიდა? აქ რა ესაქმება? რა უნდა აქ? დირექტორმა მიკროფონი აიღო და თქვა: "მოგესალმებით, ჩვენს სკოლას ეწვია ცნობილი ბიზნესმენი ბატონი ნიკა ახვლედიანი, მეუღლესთან ნინასთან და ვაჟთან გაბრიელთან ერთად. დღეიდან "გაბრილი", ჩვენი სკოლის მოსწავლეა. სულ ეს მინდოდა მეთქვა... შეგიძლიათ დაიწყოთ" დაასრულა მან. მე გაოცებისგან პირი დავაღე, მაგრამ მალევე გამოვფხიზლდი და პირველი მელოდია ჩავრთე........ ://


ე.ი. ვიცი, რომ საშინელებაა! ვიცი, რომ გრამატიკა 0-ია! ვიცი, რომ სისულელეა! ვიცი, რომ.. ვიცი... დებილი ვარ და ბოდიში, რომ ტყუილად დაკარგეთ თქვენი ცხოვრების რამდენიმე წუთი! მააგრააააააამ......... ველი უამრავ კრიტიკას, არც ისე ბევრ ლანძღვას და ძალიან ცოტა კომპლიმენტს! მიყვარხარ'თ ყველ'ა! პ.ს. აქ ორი მოთხრობა იდება ეს მეორე გოგოსია ელენე გორგილაძის <3



№1  offline წევრი saint

რავი მე მომეწონა.მართალია ცოტა შეცდომები არის მაგრამ გამოასწორებ❤❤

 


№2  offline წევრი japara

არაუშავს წერას დახვეწავ მაგრამ მოთხრობა რო კარგია მაგას არ ეშველება არაფერი

 


№3  offline წევრი Alaska.

კი შეცდიმები იყი, მაგრამ გამოასწორებ. ალბათ.
სმაილები არაა საჭირო მოთხრიბაში. ემოციები თვითინ უნდა დაწერო.
ხო კიდე ეცადე მეტად აღწერო მოვლენები და არ მიაფუჩეჩო.
წარმატებები

 


№4  offline წევრი anuki15

Me cuds verafers getyvi sainteresoa ♥ aba shen ici warmatebebi♥

 


№5  offline წევრი choco

sainteresod daiwye.martalia cota shecdomei gaqvs gaparuli magram gamoasworeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent