მაფიის ბოსი! თავი 2 (1D Fanfic) +18
ცივი ლულა ვიგრძენი საფეთქელთან. ადგილზე გავიყინე. ყურში ამაზრზენი, ბოხი ხმა ჩამესმა. -როგორც ჩანს ზეინს კარგი გემოვნება აქვს. სამწუხაროა, მძევლად რომ არ მყავდე ახლა კი ვიცი რასაც გავაკეთებდით, თუმცა რომ დავფიქრდე მისი ნახმარი არაფერი მჭირდება მითუმეტეს ქალი. ზეინ მალიკ გამოდი თუ არ გინდა შუბლი გავუხვრიტო შენს ლამაზმანს. გავიაზრე რომ ყველაფერი გავაფუჭე. ჩემ გამო ზეინი უნდა დანებებოდა ამ საზიზღარ ტიპს. უცებ ზეინის შიშმა უფრო შემიპყრო. თუ ამ ნაბიჭვა*ს გადავურჩები, ის მომკლავს. -ზეინ მალიკ! კარგი სამამდე ვითვლი და ვისვრი იარაღი უფრო მომაჭირა საფეთქელზე. ვიფიქრე რომ ზეინი არ გამოვიდოდა. სასიკვდილოდ გამწირავდა. თითქმის შევეგუე იმ აზრს, რომ მოვკვდებოდი. -1... ცრემლები ვეღარ შევიკავე. -ხედავ მისთვის არაფერი ხარ. შენი სიცოცხლე ფეხებზე კიდია. ამ სიტყვებმა გულიში რაღაც ჩამწყვიტა. ვიცოდი რომ მართლა ასე იყო, თუმცა ამ სიტუაციაში, ვიღაც გულისამრევი ტიპისგან ამის მოსმენა და ფაქტი რომ ზეინი არ ჩანდა ძალიან მტკივნეული იყო. მეგონა რაღაც ცოტათი დათბა ჩვენს შორის, მაგრამ თავს ვიტყუებდი. ის ხომ ტირანია. დაუნდობელი. -2... გული ლამის ამომვარდნოდა, მეგონა სანამ მესროდა იქამდე გულის შეტევით მოვკვდებოდი. უცებ ვიფიქრე, რომ თუ უნდა მოვმკვდარიყავი გავიბრძოლებდი მაინც გადასარჩენად. ძალა მოვიკრიბე და რაც შემეძლო მუცელში ჩავარტყი. ტკივილისგან მან ხელი გამიშვა და უკანმოუხედავად გავიქეცი. ის გამომეკიდა. კაფეში შევვარდი, რომელიც ნამდვილ ბრძოლის ველს გავდა. ტუალეტში ჩავიკეტე. ნაბიჯების ხმა მესმოდა გარედან. -გამოდი ლამაზო გავერთოთ. მერე სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც საუკუნესავით გაიწელა. უეცრად კარს რაღაც შეასკდა. შემონგრევას ცდილობდა. ახლა ნამდვილად მკვდარი ვიყავი. სანამ რამეს მოვიმოქმედებდი ის უკვე ჩემს წინ აღმოჩნდა. -სად გაიქეცი პატარა ძუ*ნა. იცი რა ვიფიქრე რომ ჯერ გიხმარ და მერე მოგკლავ. პანიკამ მომიცვა, მაგრამ გასაქცევი არ მქონდა. ცივ კედელთან ატუზული, ჰაერის უკმარისობისაგან ძლივს ვსუნთქავდი. ის ტიპი მომიახლოვდა. არც კი შემიხედავს მისთვის. ისე ახლოს იყო რომ მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. ხელი კაბის ქვეშ შეაცურა. შეწინააღმდეგება ვცადე და პასუხად ისეთი სილა მივიღე სახეში რომ მგრძნობელობა დავკარგე. -არ გირჩევ შეწინააღმდეგებას. მან ყელში კოცნა და კბენა დაიწყო და მკერდთან გაჩერდა. იარაღი მომიშვირა და მიბრძანა -მუხლებზე დადექი. უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ასეთი რამე ზეინსაც არ მოუთხოვია. თუ უნდა მოვეკალი ცოტა თავმოყვარეობას მაინც შევინარჩუნებდი. იარაღი მუცელზე მომაჭირა და პირი გააღო რომ რაღაც ეთქვა, როცა უეცრად სისხლის და ტვინის მასა შემესხა და ის ნაბიჭვა*ი ჩემს წინ უსულოდ დაეცა. შეშინებულმა კარში მდგარ ჰარის მოვკარი თვალი და ისტერიკული ღრიალი მოვრთე. ფეხებში ძალა წამერთვა. ძირს დავეშვი. ჰარი რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ ისეთ შოკში ვიყავი რომ არ მესმოდა. ბოლოს თავისი კოსტუმი მომაცვა და ხელში ამიყვანა. ამის მეტი არაფერი მახსოვს. მეორე დილით ზეინის ოთახში მოვედი გონს. როცა გავიაზრე რა მოხდა ტირილისგან თავი ვერ შევიკავე. მთელი დღე ტირილში გავატარე. ზეინი ოთახში არ შემოსულა. საღამოს ჰარიმ შემოაღო კარი. -როგორ ხარ? ისევ ტირი?... საჭმელი მოგიტანე დილიდან მშიერი ხარ. თავის წამოწევის ძალაც კი არ მქონდა ბალიშიდან. -კარგი რა. გუშინ ზეინმა გაგაფრთხილა და შენ მაინც... -გუშინ ზენმა სასიკვდილოდ გამიმეტა. -ვიცი არ ვამართლებ. ხომ იცი რომ ის უგრძნობია. ცოტა მაინც შეჭამე. თავს ძალა დავატანე და წამოვჯექი. საჭმლის დანახვაზე წარმოვიდგინე რომ თეფშში ის სისხლის და ტვინის მასა იყო, რომელიც გუშინ მთელ სხეულზე მქონდა და გულისრევა ვერ შევიკავე, ამიტომ ტუალეტში შევვარდი. -მგონი ჯობს ექიმთან ჩაგიყვანო. -მადლობა ჰარი ზოგიერთებივით რომ არ გკიდივარ, მაგრამ ექიმი ვერ მიშველის. -მაშინ კარგად დაისვენე. მან თვალი ჩამიკრა და კარი გაიხურა. შხაპი მივიღე და საწოლში დავბრუნდი. ნეტავ გონების გამორთვა შეიძლებოდეს, რომ არაფერზე იფიქრო. ამ წუთს ისეთი რამ ხდებოდა ჩემს თავში და გულში, რომ უბრალოდ ყველაფრის გათიშვა მინდოდა. ჯობდა მოვეკალი იმ ვიღაცას. ისევ ცრემლებმა დაასველა ჩემი ბალიში. ისე დაღამდა ადგილიდან არ გავნძრეულვარ. კარი გაიღო და ზეინი შემოვარდა ოთახში. ეგრევე ღრიალი დაიწყო. -ამის დედაც ჯესიკა! რატომ არასდროს ასრულებ რასაც გეუბნები? საწერ მაგიდას ხელი კრა და გადააყირავა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იდო სასწორზე და ყველაფერი გააფუჭე. ის ტიპი მკვდარი არ მჭირდებოდა. სხვა შემთხვევაში შიშით ხმას ვერ ამოვიღებდი და თავდახრილი, თუმცა ახლა მისი აღარ მეშინოდა და არც იმისი რას მიზავდა. -სასწორის მეორე მხარეს ჩემი სიცოცხლე იდო, რომელიც შენთვის არაფერია. იმ ტიპმა კინაღამ გამაუპატიურა და შენ რაღაც მოლაპარაკებაზე ბრაზობ. -შენი სიცოცხლე ნამდვილად არ ღირს ის ფასი რაც მოლაპარაკების თემა იყო. ისევ ცრემლები და ისევ გულისტკივილი, ისევ დამამცირებელი გამოხედვა. -არ გინდა თავის მსხვერპლად მოჩვენება. -არადა გუშინ ვფიქრობდი რომ რაღაც ადამიანური გაგაჩნდა... არც კი მიყურებდა. რაციაში ჰარის უბრძანა ამოსულიყო. -ჩაიცვი და შენს ოთახში დაბრუნდი. ჰარიმ კარი შემოაღო და ოთახში ნინა შემოვიდა. მივხვდი ახლა უნდა დამეტოვა ისინი. პიჟამოებითვე გავედი ოთახიდან და კარი რომ დაიხურა ჩვენს უკან ბავშვივით ავქვითინდი და ჰარის გადავეხვიე. -ჩშშშ. დამშვიდდი. წამოდი ცოტახანი ჩემთან შემოდი. ჰარის ოთახში დავჯექით. -ჰარი ასეთი მნიშვნელოვანი რა იყო გუშინ? მან სასმელით სავსე ჭიქა მომაწოდა და თვითონაც დაისხა. -არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი რომ ამ კაცს 5 წელია ხვდება ყოველ წელს ერთი და იმავე დღეს და ყოველთვის მარტო საუბრობენ. შეხვედრის მერე ყოველთვის სადღაც მიდის მარტო და აუცილებლად ნასვამი ბრუნდება. გამიკვირდა შენი წაყვანა რომ მოინდომა. თავიდან ერთი მორიგი შეხვედრა გვეგონა, მაგრამ მოგვიანებით გავიგეთ რომ ეს მახე იყო. ეგ ტიპები ამერიკელები არიან და იქაური მაფიის წევრები არიან. არ მგონია ამ ამბავმა მშვიდად ჩაიაროს. -ესეიგი საქმე მართლა იმაზე სერიოზულად ყოფილა ვიდრე მე მეგონა, მაგრამ მაინც არ აქვს უფლება ასე მომექცეს. საერთოდ არ აინტერესებს რას განვიცდი გუშინდელის მერე. -პირველი წელი არაა რაც აქ ხარ და ჯერ კიდევ ვერ ისწავლე რომ უნდა დაემორჩილო. ის უგრძნობი და უხეშია, მაგრამ თუ გადარჩენა გინდა უსიტყვოდ უნდა შეასრულო მისი მოთხოვნა და შედარებით თბილად განეწყობა შენს მიმართ. კარგი ახლა შენს ოთახში გაგაცილებ. ოთახში შევედი და საწოლზე დავეშვი. რა თქმა უნდა ზეინის ცხოვრება იდუმალებით მოცული და ჩახლართულია და ამიტომ რთულია გაუგო მას, როცა მის შესახებ რეალურად არაფერი იცი. ჰარის მონაყოლზე დავფიქრდი. ვაღიარებ უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ორი ქვეყნის მაფია რომ დაუპირისპირდეს ერთმანეთს შეიძლება საქმე მსოფლიო ომამდე მივიდეს. ზეინი მთელი ბრიტანეთის მაფიას აკონტროლებს ყველა დაწესებულებაში თავისი კაცი ყავს ან თავისუფლად შეუძლია მოისყიდოს ვინმე თუ რაიმე სჭირდება, მაგრამ ძირითადად მისი მუქარაც საკმარისია. ძირითადი შემოსავალი რა თქმა უნდა ნარკოტიკებია. ფიქრებში გავერთე და უეცრად რაღაც ხმამ გამომაფხიზლა. რაღაც არაადამიანური ხმა იყო, რომელიც ექიმის ოთახიდან მოდიოდა, რომელიც ჩემს ოთახთან ახლოსაა. გარეთ გამოვედი და ექიმის ოთახში შევიხედე. ის ბიჭი დავინახე, კასტილებით ხელში იდგა, ტკივილისგან სახეზე ფერი არ ედო. მის ფეხს დავაკვირდი და დავინახე რომ ძვალს კანი გაეხია და გარეთ იყო გამოსული. მივედი და საწოლზე დაჯდომაში დავეხმარე. -სად მიდიხარ? ვერ ხედავ რა დღეში გაქვს ფეხი? -შენ? -ხო მე. ჯესიკა მქვია შემდეგისთვის რომ იცოდე -ლიამი. -ექიმი სად არის? -რომ მოვედი უკვე წასული იყო. დაწოლაში დავეხმარე. ეტყობოდა რომ ძალიან ტკიოდა თუმცა ცდილობდა ჩემს წინაშე არ შეემჩნია. -როგორც შევძლებ დაგიმუშავებ და გაგიყუჩებ ჭრილობას. რაც შემეძლო და ვიცოდი გავაკეთე და ფრთხილად შევუხვიე. -გტკივა? -ისე ძალიან აღარ -დღესაც წააგე? -ორი დღის წინ ფეხზე ვერ ვიდექი და დღეს კიდევ გამიყვანა რინგზე, ნამდვილად ჩემი მოკვლა უნდა. -შენი მოკვლა რომ უნდოდეს არც კი დაფიქრდებოდა ისე დაგასვამდა ტყვიას შუბლში. -გავიგე დაგაწინაურეს -ერთი დღით -აქ რომ ერთად გვნახონ დაგვსჯიან, დაბრუნდი ოთახში. -ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ დაგტოვებ. ექიმი სანამ არ მოვა იქამდე მაინც. გადაღლილს და უძინარს მალევე ჩამომეძინა სკამზე, თავი მის მკერდზე მედო. დილით კარის ჯახუნზე გამეღვიძა. ექიმი შემოვიდა და დაჯდა თავის მაგიდასთან. ლიამს ჯერ კიდევ ეძინა. მე უსიტყვოდ დავტოვე ოთახი. ჩემი ოთახის კართან ჰარის შევეჩეხე. -სად დადიხარ?! ვინმემ რომ დაგინახოს შენც ცუდ დღეში ჩავარდები და მეც. -ექიმთან ვიყავი. -კარგი. იმის სათქმელად მოვედი, რომ ზეინი ლოს ანჯელესში მიდის და მე ვრჩები აქ უფროსად . სანამ ზეინი აქაა შეეცადე ოთახიდან არ გამოხვიდე. ჰარის გაფრთხილება გავითვალისწინე და საღამომდე ოთახიდან არ გამოვსულვარ. საღამოს ჰარიმ შემოიარა ჩემთან. -როგორ ხარ? -უკეთ. -დილით ექიმთან რომ იყავი რა გითხრა? -ყველაფერი რიგზეა. ჰარის კიდევ ცოტა ხანი ველაპარაკე. როცა თავის საქმეებს დაუბრუნდა, ლიამის სანახავად წავედი. კარი რომ შევაღე საწოლზე იჯდა და ფანჯრისკენ იხედებოდა. ფეხი თაბაშირში ქონდა. -ჰეი როგორ ხარ? -ჯესიკა თავს საფრთხეში იგდებ. -ზეინი წასულია და ჰარიმ ნება მომცა. -ფეხი უკეთ მაქვს, ამიტომ ჩემ ოთახში უნდა დავბრუნდე დღეს. -როგორც ჩანს ჩემი ნახვა არ გაგეხარდა -არა რას ამბობ?! არ მინდა პრობლემები შეგექმნას. ზეინი თითქმის ერთი თვე არ იყო. მე და ლიამი ძალიან დავახლოვდით. ხანდახან მის ოთახშიც კი ვრჩებოდი ჩუმად. ზეინი ყვება თვითმფრინავში ჩავჯექი. როგორც იქნა სახლში ვბრუნდები. რომ ჩავალ ჯესიკას უნდა დაველაპარაკო. იმ საღამოს ისედაც დიდი სტრესი გადაიტანა და მეც ვეჩხუბე, თუმცა ღირსი იყო და ჩემი ლილის სიცოცხლე ჯესიკაზე ბევრად მეტი მიღირს. ათ ჯესიკას შევწირავ ოღონდ ის იყოს ჩემთან. ჯესიკასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს. ჯესიკა ყვება. ლიამის ოთახში ვსადილობდით. -მომენატრება ერთად გატარებული დრო ზეინი რომ ჩამოვა -ჯერ იგი არ ბრუნდება ამიტომ დამშვიდდი და დატკბი. ვუთხარი და ვაკოცე. ისე მომწონდა ეს ბიჭი, მისი ქცევებით, მიმიკებით, თითოეული მოძრაობით. მასთან ყოფნა მიყვარდა და მგონი ისიც. უბრალოდ იმდენი ხანია ბიჭს არ გამოუხატავს სითბო ჩემს მიმართ. მხოლოდ ფიზიკურზე არ ვიძახი. რაღაც სულიერ კავშირზე, რომელსაც ამ ადამიანთან ვგრძნობდი. ტელეფონმა დამირეკა. დავხედე და ჰარი იყო. -ჰარი რომანტიულ მომენტს მიფუჭებ. -ჯობს მე გავაფუჭო ვიდრე ზეინმა. ახლა დამირეკა აეროპორტშია და მოდის, ამიტომ სასწრაფოდ შენს ოთახში. -კარგი. მადლობა ჰარი. -ზეინი მოდის მან დაიჯღანა. -ანუ ვეღარ გნახავ? -დილეგში თუ არ შევხვდით, ალბათ დიდ ხანს ვერა. მან თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა. ამ ერთი კოცნის და მისის შეხების გამო მეგონა იმწუთას სიცოცხლესაც კი დავთმობდი. ისეთი თბილი და მგრძნობიარე იყო. სანამ ძალიან გავერთობოდით ერთმანეთის კოცნით , მოვშორდი მას. -დროა წავიდე. იმედია გნახავ ოთხიდან გამოვედი რადგან არ მინდოდა ჩემი ცრემლები ენახა. ჩემს ოთახში შევედი და გადავწყვიტე შხაპი მიმეღო. თბილი წყლის ქვეშ ვმღეროდი როცა სილუეტი დავლანდე სააბაზანოში. შიშისაგან გული გამისკდა თუმცა მალევე აზრზე მოვედი. -ზეინ? უკვე ჩამოხვედი? -შეიძლება შემოგიერთდე? თავი რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძენი იმის გამო რომ სულ რაღაც ხუთი წუთის წინ სხვა ბიჭს ვკოცნიდი და ვეხვეოდი. შევეცადე არ შემემჩნია აღელვება და ღიმილით ვკითხე -უარს მიიღებ? მან ჩაიცინა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო ერთი თვე მისგან არაფერი მსმენია და ახლა ისევ მისი მამაკაცური და სექსუალური სხეულის წინაშე ვდნები. ყოველი მისი შეხება ისეთი სასიამოვნო იყო. ის ღამე გამახსენდა, მის ოთახში. ვერც გავიაზრე როგორ წარმოვთქვი -მომენატრე ვიცოდი რომ ახლა მის თვალში ერთი სულელი, გულუბრყვილო გოგო ვიყავი და რომ ეს სექ*ი არაფერს ნიშნავდა. სააბაზანოდან რომ გამოვედით მან ტანზე ჩაიცვა და გასვლის წინ მითხრა -ჩემს ოთახში დაბრუნდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.