შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1.მხიარული რომანი


13-03-2017, 04:33
ავტორი blue witch
ნანახია 3 397

მზის წითელმა სხივებმა გაკვეთა ჰორიზონტი. თეკლას უშფოთველი ძილით ეძინა, თან ჩუმად ფშვინავდა და დროდადრო ტუჩებს აცმაცუნებდა. მაღვიძარამ სამჯერ ზედიზედ დაიწკრიალა თუმცა თქვენც არ მომიკდეთ თეკლას ყურიც არ შეუბერტყია.
-თეკლა!-ღმამაღლა დაუძახა დედამისმა.
გოგონამ რაღაც გაუგებრად დაიზმუვლა, გვერდი იცვალა და საბანში ჭიასავით გაეხვია. დედასაც ბევრი აღარ უყოყმანია, კოჭებში ჩააფრინდა, მაგრად გამოსწია და თეკლაც საშინელი ბრახუნით დაენარცხა იატაკს.
-თამრიკო, უნდა მომკლა თუ რას აპირებ , რომ დამმაცხერი ამ დილაადრიან სვავივით?!- თვალები დრამატულად გადმოკარკლა თეკლამ.
-დაგავიწყდა დღეს რა დღეა?-აქოთქოთდა თამრიკო.-ანამ დარეკა თუ არ ცამოვა და ისევ რამე მიზეზს მოძებნის მოვკლავო.
-კარგი ჰო ვდგები.- გოგომ სულ ბუზღუნ-ბუზღუნით აითრია წელი, ლასლასით შეიკეტა სააბაზანოში და სარკეში გაბურძგნული თმები შეათვალიერა. არა, მაინცდამაინ გაგანია ივლისში მოუნდა ანას მთის ჰაერი ყლაპვა! ვითომ არ იცის, როგორ ვერ იტანს თეკლა მარტო მგზავრობას, მიუვალ, დანგრეულ გზებზე! ანა და თეკლა დეიდაშვილები არაიან,ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ პატარა რაიონში, ერთადვე ჩააბარეს უნივერსიტეტში და ცხოვრები ყველა მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვისას ერთმანეთს მხარში ედგნენ. ანა ორი წელია გათხოვდა, ახლა კი ტყუპებზეა ორსულად და ექიმმაც მთის ჰაერი ურჩია, თეკლა ვალდებულია იმ დაწყევლილ მთაში წავიდეს, ანას დაეხმაროს და უკან მხოლოდ ანას სურვილის შემთხვევაში დაბრუნდეს. რა სისატიკეა! მათ ერთი სამეგობრო წრე ჰყავთ, მაგრამ ამჯამად ყველა დაკავებულია. წარმოიდგინეთ, მთის სოფელში, სამი ადამიანი და იქიდან ერთი ორსულობის მესამე ტრიმესტრში, მერვე თვეში მყოფი ორსული. ნამდვილი კოშმარია. ანას ქმარ გიორგისაც და თეკლასაც ღამეების გათენება მოუწევთ ფეხმძიმე გოგონას კაპრიზების მოსმენაში და იმაზე ნერვიულობაში, ემანდ მშობიარობა არ დაეწყოსო.
* * *
-დედა, უსამართლოდ მექცევი.-უკვე მოწესრიგებული, დავრაცხნილ-დაბანილი თეკლა უკაყოფილო სახით ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე.
-შვილო, ისე შენი დეიდაშვილია, ფაქტიურად შენი დაა!-შეუბღვირა ქალმა.
-მერე ჩემ ჭირად გათხოვდა?-აპილპილდა გოგონა.-აეთრიე ეხლა მაქედან და წადი მთაში თორემ იმ წითელ კაბას და ფეხსაცმელს ვერ ეღირსები!-დაუღრიალა თამრიკომ, მეტი ეფექტისთვის ბლინების ცომით სავსე ჯამიც ხმაურით დაახეთქა მაგიდაზე.
-ეს შანტაჟია!-ყვირილით წამოვარდა თეკლა ფეხზე.
სამწუხაროდ, ის კაბა ძალიან მოსწონდა, ფეხსაცმელიც შესაფერისი სჭირდებოდა.
ცოტა ხანში, რქიანი მოზვერივით დაბღვერილი, ერთიანად აწითლებული, ჯინსის მოკლე შორტებში, შავ უსახელო მაისურში და წელზე შემოხვეულ, კუბოკრულ, მუქ პერანგში, საზეიმოდ „გამოპრანჭული“ თეკლა მძიმე ჩანთააჩრილი მირბოდა მოძველებული ტრასნპორტისაკენ.
-გააჩერეთ!-გოგონამ ისე დაიღრიალა, გაგიკვირდებოდათ ფილტვები რატომ არ დაუსკდაო.
მძღოლმა დაამუხრჭა, დაუცადა როდის შეხტებოდა შიგნით(ეს მოძრაობა მან მეტად არტისტულად შეასრულა ) მანქანა დაძრა და ბურტყუნით გაუყვა მომქანცველ გზას. თეკლა ოფლში გაწურულიყო. მუქი წაბლისფერი თმა კეფაზე მისწებებოდა, მწვანე, თაფლისფერში გარდამავალი თვალები უკმაყოფილეოდ მოეწკურა, ტუჩები გადმოებურცა და ხორბლისფერ მკლავებს ისე დაშტერებოდა თითქოს ამაზე საინტერესო არაფერი უნახავსო. ამას გარდა გამუდმებით ამთქნარებდა. საშინელ ჯაყჯაყში მალევე ჩაეძინა , როცა გაეღვიძა უკვე მოსაღამოვებულიყო.
-გოგონა, აქედან ფეხიტ უნდა წახვიდეთ.-ხმამაღლა დაუძახა მძღოლმა.
მასაც მეტი რა გზა ჰქონდა, ბრაზმორეულიმა გადმოათრია ჩანთა, მადლობის მსგავსი რაღაც ჩაიდუდღუნდა და ოღროჩოღრო ბილიკზე გააბოტა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მას ბელა სუონივით ორიენტაციის პრობლემა ჰქონდა, ამის გამო ხშირად იქცეოა, ტან საფრთხეს მაგნიტივით იზიდავდა. ათ წუთში, ორჯერ მოახერხა წაქცევა, ფეხები ბარდებზე სულ დაეკაწრა. გონებაში მწარედ იგინებოდა
ცას მელნისფერი შეეპარა, ცარგავლი გამუქდა და ვერცხლისფერი მთვარე ღრუბლებს შორის ამოცურდა. თეკლა მთელი ძალით ცდილობდა თავის ხელში აყვანას, მაგრამ სულ საშინელებათა ფილმის სიუჟეტები ახსენდებოდა. ზებუნებრივი არსებები უყვარდა, საკმაოდ მამაციც იყო თუმცა ბოროტების ეშინოდა, არასოდეს იძინებდა სიბნელეში მარტო და ოცდაორი წლის გოგო ფუმფულა დათვს ეხუტებოდა. შუაგულ ტყეში, დაბინდებულზე ალბათ გულიც გაუსკდებოდა. ისტერიკამდე ბევრი აღარ ეკლდა.
„მამაოჩვენოს“ ლოცვით ენა დაება, უკვე იმაზეც ღელავდა გზა ხომ არ დამებნაო, ამ დროს ტყეში ლანდი შენიშნა, აშკარად მის სახელს გაჰყვიროდა
-თეკლა!- გაისმა ხმა.
გოგონას თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, თვითგადარჩენის ინსტიქტმა იმძლავრა მასში, საცქაროდ ჭამოავლო მსხვილ ხის ტოტს ხელი და ბუჩქებში მიიმალა.
ლანდი მიუახლოვდა, პირი გაარო რათა კიდევ ერტხელ დაეძახა, თუმცა ნურას უკაცრავად! თეკლამ გულისგამგმირავი, საბძოლო ყიჟინა მორთო და ლანდისკნ გაიქცა, მერე არც აცია, არც აცხელა პირდაპირ ტავში გაუქანა ტოტო. მოქნეული მიზანს მოხვდა, ლანდი უღონოდ ჩაიკეცა ლინდას ფეებთან.
-აეგრეე!-სიხარულით ჭკუაზე აღარ იყო გოგო.-ხომ გხეთქე არა?!
მანქანი ფარების სინათლემ შეანათა თეკლას სახეში, ბღუილმა კი მისი ხმა გადაფარა.
-რაქენი გოგო ეს/-დაუძახა ნაცნობმა ხმამ. სიბნელეში გიორგი გაოიკვეთა.
-მოჩვენებას თავში ვხიე.-შესცინა გამსრჯვებულის იერით.
-მოჩვენებას კი არა ჩემს ძმაკაცს.-დაისისინა ბიჭმა.
-რა?-თეკლას სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა.
-შენს მოსაძებნად წამოვედით.-დაიბუბუნა გიომ.
-მე რა ვიცოდი, რა აცხავლებდა?
-სულ როგორ უნდა ჩხუბობდე, ხან წიხლებს ისვრი, ხან მუშტებს, ხან ბოთლებს ეხლა საერთოდ ტოტებზე გადახვედი.-დატუქსა ბიჭმა.-ბექა! ბექა კარგად ხარ?
„ლანდმა“ უცნაური ხმა გამოსცა.
-ნუ გეშინია ცოცხალია!-ამჯერად გიორგიმ გაუცინა.-მიხარია შენი ნახვა პატარა ონავარო.
-ჩემხელა ცოლი გყავს.-დაეჯღანა გოგონა.
ორივემ ერთად ლანდი-ბექა მანქანაში ჩადეს. თეკლა უკან დაჯდა და ბექას თავი კალტაში ჩაიდო. ჯიპი იოლად მიიკვლევდა გზას ხშირ ტევრში. გამოუძინებელ თეკლას ისევ ძილი მოერია. რწევაში ჩაეძინა კიდეც.
* * *
აბა რა აზრის ხართ ამ ისტორიაზე?



№1  offline წევრი mia15

dzalian saintereso chans da gaagrdzele?

 


№2  offline წევრი blue witch

mia15
dzalian saintereso chans da gaagrdzele?

აუცილებლად გავაგძელებ heart_eyes

 


№3  offline წევრი blue witch

თეთრი შოკოლადი^^
ძალიან საინტერესო ჩანს ^^ მოუთმენლად ველი <3

kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent