გრინა (სრულიად)
-ნატა და ირაკლი გაიპარნენ! გაიგეს მაიას აკანკალებული ხმა. რა? ერთხმად იყვირეს გიგამ და ლეილამ შოკი იყო მათთვის ეს ამბავი. ცოტაც და ალბათ გულის შეტევას მიიღებდნენ. -როგორ გაბედა. ღრიალებდა გიგა, ლეილა კი ცრემლებს ვერ იკავებდა. იცოდა ნატას ხასიათი. ზედმეტად ჰგავდა მას. ლეილას ასლი იყო. რომ იტყოდა არ არსებობდა, რომ არ გაეკეთებინა. მთელი თბილისი დააყენა ფეხზე გიგამ, იპოვეთ ჩემი შვილი და აქ მომიყვანეთო. არასოდეს არ მოსწონდათ ირაკლი. მიზეზი? არ იყო იმ საზოგადაოებიდან საიდანაც ისინი. მაგრამ ყველაფერი შეეძლო. თავს გასწირავდა და ნატას არ მოაკლებდა არაფერს. ნატას კი შუყვარდა და მორჩა. არ იყო ისეთი გოგო, მატრაკვეცები, რომ არიან და ფულზე შეყვარებულები. სულ ორი მეგობარი ყავდა თავისი საზოგადოებიდან. დანარჩენები სკოლიდან მოყვებოდნენ. როგორც კი 15 წლის გახდა, მშობლებს გამოუცხადა არ მინდა იდიოტების სკოლაში დავდიოდე, რომლებსაც ფულის გარდა არაფერი არქვთო და ნუცუბიძის სკოლაში გადავიდა. იქ შეიძინა მარიკა და ნუცა, შემდეგ კაკი და ნიკუშაც. ირაკლი კი სულ ბოლოს გაიცნო და იმ გაცნობის დღიდან დაიწყო თავგადასავლები. მერე რა, რომ მილიონერი არ იყო, არც ცხოვრება უჭირდა. გიგამ ლუკას დაურეკა, იმ ორი მეგობრიდან ერთ-ერთს. -როგორც გინდა დააბრუნე ნატა, უყვირის გაცეცხლებული. -მოვალ და დაგელაპარაკები გიგა! ტელეფონი გაუთუშა და გაიფიქრა რა შარში ვარო და გრიგალაშვილების სახლისაკენ გაემართა. თან ფიქრობდა როგორი ბედნიერი იქნებოდა ირაკლის გვერდზე ნატა, იცოდა რა გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი და ვერ იტანდა გიგასნაირ ფულზე შეყვარებულ ადამიანებს, რომლებისთვისაც მთავარი ფულია და რა მნიშვნელობა აქვს ვისთან იქნება მისი შვილი ბედნიერი, მთავარია მილიონერზე გაათხოვოს. ხომ გაგიგიათ „ფული ჯოჯოხეთსაც ანათებსო.“ როგორც კი ლუკას მაიამ სახლის კარები გაუღო, მაშინვე ლეილას ნამტირალევი სახე დაინახა. მივიდა, გადაეხვია და უთხრა ყველაფერი კარგად იქნებაო. -დააბრუნებ თუ რას იზავ? შენ გეცოდინება სადაც იქნებიან. მაშინვე საქმეზე გადავიდა გიგა. -არ ვიცი, მაგრამ რომც ვიცოდე გიგა არ გეტყვი. -რას ქვია არ მეტყვი? ჩემი შვილის ბედნიერებაა მთავარი. ირონიულად ჩაეღიმა ლუკას. -კარგით რა, შვილის ბედნიერება? არ გამაცინოთ.ნატა ირაკლისთან იქნება ბედნიერი, შეიგნეთ. -როგორ ბედავ ამ ტონით ლაპარაკს? ვერ იქნება არ აქვს ფული იმ ბიჭს. -ქუჩაში არ ცხოვრობს მგონი ხო? შეიძლება არ აყრია მილიონები თქვენნაირად, მაგრამ საკმაოდ შეძლებულია და ნატას არ მოაკლებს არაფერს. თავზე ხელებს ისვამდა გიგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. ნაწილობრივ კი არა, ლუკა მართალი იყო და ეს კარგად იცოდა. -ნატა ვერ იქნება სხვასთან ბედნიერი, დამშვიდდით ახლა და უკან, რომ დაბრუნდებიან პანიკები არ შექმნათ. ბოლოს დანებდა, ცოლს მოეხვია და უთხრა: -ლეილა აბა სუფრა გავაწყოთ, გოგო გაგვითხოდა. და ლუკაც სიხარულისაგან ცას ეწია. დაურეკა ვაკოს და ყველაფერი უთხრა. სანამ წყვილი ეგვიპტეში ნებივრობდა მეგობრები აქ იმხობდნენ ყველაფერს. რა იცოდა ნატამ და ირაკლიმ რა ელოდათ აქ ჩამოსულებს. ქორწილს მეგობრები უხდიდნენ. მეჯვარეები რათქმაუნდა მარიკა და ნუცა იქნებოდნენ. ისხდნენ, ბევსრს იცინოდნენ, არყის ჭიქებს უჭახუნებდნენ და ახლად გაპარულ წყვილს ლოცავდნენ. -მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ 15 წლიდან დაწყებული ურთიერთობა თუ ასე გასტანდა, დაიწყო ღიმილით ვაკომ. -წარმოიდგინე და ვერც მე, მაინც ბავშვი იყო მაშინ ნატა, თან როგორი მაიმუნი,ჩაეღიმა ნუცას. -რო არ გადმოსულიყო რა გვეშველებოდა? დაიწყო კაკიმ. -არაფერი, უბრალოდ ჩვენ ვერ გავიცნობდით ერთმანეთს და ვერც ჩავძმკაც-ჩავდაქალდებოდით ალბათ, გაეცინა ლუკას და გოგოებს გადაეხვია. მოდი დავუბრუნდეთ ძველ დროს... -სკოლიდან გადამიყვანთ! გაისმა ნატას ხმა და მშობლებიც ადგილს მიეყინნენ. ვერ გაეგოთ, როგორ უბედავდა ეს ბავშვი ასეთი ტონით საუბარს. -არავითარ შემთხვევაში, შენ უნდა ისწავლო საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში,ბოლოსდაბოლოს ნუ გავიწყდება ვისი შვილი ხარ. ეუბნება გიგა და აღარ იცის ლეილა, როგორ დაამშვიდოს, როდესაც თავადაც აფეთქების პიკზეა. -ნუ გამაცინე მამა რა, არ გადამიყვან? კარგი, არ ვისწავლი და მომავალში პასუხს მე ნუ მომთხოვ. დებილების სკოლაში ვერ ვისწავლი, სადაც მთავარი ფულია და არა ადამიანობა.არ ვარ თქვენნაირი,არაა ჩემთვის მთავარი ფული. შეიგნეთ. -კარგი, გადახვალ. დაიწყო ლეილამ -ოღონდ დაცვა გამოგყვება ყოველდღე. მორჩილად დაუქნია თავი, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს დროებითი იყო. გადავიდა სკოლაში და დაიწყეს მაშინვე ჭორაობა. ამან უნდა გვიყუროს ზემოდან კიდეო. მაგრამ ვის რაში აინტერესებდა ხალხის აზრი. რამდენიმე კვირაში ნუცასთან და მარიკასთან მეგობრობდა, თან 16 წლისაც ხდებოდა და მათთან ერთად დაბადების დღის გადახდას აპირებდა. მერე კაკი და ნიკუშაც გაიცნო და ასე განუყრელი მეგობრები გახდნენ. მერე ლუკა და ვაკოც გააცნო და საუკეთსო შვიდეული შეიკრიბა. ასაკის მიუხედავად, ზედმეტად ჩამოყალიბებულები იყვნენ ყველანი. მაშინ გაგიჟდნენ ნატას მშობლები, როცა უთხრა თქვენი საზოგადოება არ დავინახო დაპატიჟებული ჩემს დაბადების დღეზეო. ხვდებოდნენ, რომ ვეღარ იჭრდნენ, ვერც ვერაფერს უკრძალავდნენ, იმიტომ, რომ დედის და მამის ხასიათის ნაზავი ჰქონდა. იცოდნენ არ გაჭრიდა არაფერი. უყვარდა 27 სექტემბერი. ყოველთვის ლუკასთან და ვაკოსთან ერთად იპარებოდა და იმათთან ერთად აღნიშნავდა. ახლა ცოტა გაფართოვდა სამეგობრო წრე.რომელიღაც კაფეში დასხდნენ, ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. როცა შემთხვევით ნატას დაეცა ვიღაც თავზე. ვერ გაიაზრეს რა ხდებოდა. სანამ ის ბიჭი არ წამოდგა და ბოდიში არ მოუხდა, თავისი მოუხერხებლობის გამო. დაბადების დღეც მიულოცა და ისე გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. სახე მოეღრიცა გაკვირვებისაგან. ბიჭები იცინოდნენ, რათქმაუნდა იცოდნენ რა ხდებოდა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ეგ.. -რა ბიჭი იყო ნატაა, გაეცინა მარიკას. -რა დროს ბიჭებია რა, ჩაიბურტყუნა ჯერ კიდევ დაბნეულმა გოგონამ. არცერთი საჩუქარი არ აუღია მეგობრებისგან, ვერ იტანდა, როდესაც რამეს ჩუქნიდნენ. ასე გავიდა რამდენიმე თვე, ხან გოგოები რჩებოდნენ ნატასთან, ხანაც თვითონ მიდიოდა მათთან. არც ისე დაცემული ბიჭი ახსოვდა და არაფერი. სკოლას წარმატებით ამთავრებდა. და მშობლებიც ბედნიერები იყვნენ. ზაფხულში წყნეთში გადაწყვიტეს ასვლა ვაკოს აგარაკზე. -აუ ნაშები უნდა ავყარო, იძახდა ვაკო. მართალია იმათთან შედარებით ცოტა დიდი იყო. მაგრამ ჭკვა არც ამას ჰქონდა. -აუ მე ჩემს ეკუნას წამოვიყვან, გაიწელა ლუკა და სიცილისაგან მოიკეცნენ. -მე იქ თქვენი ნაშების საყურებლად კი არ მივიდვარ, გართობა მინდა ნორმალური და თქვენთან ერთად ყოფნა. ამბობდა გაბრაზებული მარიკა, თან თვალებით ლუკას ახრჩობდა. გოგოები სიცილს ძლივს იკავებდნენ, როდესაც უყურებდნენ მარიკას და ლუკას, როგორც ცდილობდნენ ერთმანეთის გამწარებას. ყველამ იცოდა მათი სიმპატიების შესახებ, მაგრამ არ ტყდებოდნენ, არც სხვებთან და არც ერთმანეთთან. მაგრამ ვინ ჩიოდა სხვებს? ნეტა ერთმანეთს გამოტყდომოდნენ. წყნეთში იყო ის ბიჭი კაფიდან, ვითომ შემთხვევით, რომ დაეცა ნატას თავზე. გააცნეს ბიჭებმა გოგოებს და ამანაც დაიწყო ნატას თვალებით ჭამა. გოგოც ჭარხალივით წითლდებოდა. -გრინა, ეძახის ირაკლი ნატას და არავინ არ იხედება. არავის არ ეცნობოდა ეს სახელი. -მგონი გარეკე ძმა ხო შენ? გადაკვდა ლუკა სიცილით. -აშკარად ბიჭო, რა გრინა რის გრინა, ვინ არი ვაფშე გრინა? ეკითხება კაკი. -ნატას შევარქვი გრინა. გაეღიმა ირაკლის. ბიჭებმა კი იცოდნენ ნატა, რომ მოსწონდა, მაგრამ გრინა რატომ დაარქვა ვერ მიხვდნენ. -ნორმლური სახელი მქვია ირაკლი და რატო გადამიკეთე? ან რა გრინა? -ხო ხარ გრიგალაშვილი, სახელი ხო გქვია ნატა, ხოდა გვარის პირველი სამი ასო და სახელის პირველი ორი ასო. რაღაცნაირად ესიამოვნა ნატას ეს სახელი, არასოდეს არ ეძახდნენ რაღაც ზედმეტსახელებს, რადგან არ სიამოვნებდა, ახლა კი მთელი ცხოვრება შეეძლო ირაკლის შერქმეული სახელი ეტარებინა. -პირადობაშიც გრინას ჩავიწერ, ძალიან მომეწონა გაეღიმა ირაკლის. ბავშვებმა გადაიხარხარეს ეგონა ღადაობდა ნატა. და გაუტარეს. მერე იყო ღამის სიგიჟეები, ხან დამალობანას თამაშობდნენ, ხან მღეროდნენ, ხანაც წუწაობდნენ, და ასე მხიარულობაში გავიდა რამდენიმე კვირა, სანამ მარიკამ არ განახორციელა თავისი გეგმა. -ნუც, რამე შოკოლადები ვიყიდოთ რა, გიგი უნდა ამოვიდეს ხომ იცი? გოგოც მსახიობურად აყვა. -კი, მახსოვს, ერთი სული მაქვს ვნახო, აკვდებით ერთმანეთს, ისეთი საყვარლები ხართ. გრინა კი ცდილობდა არ გასცინებოდა. -გოგოებო გიგიზე საუბრობთ? აჰყვა ნატაც და შედეგმაც არ დააყოვნა. -ვინ არის გიგი? ისე უცებ დაიღრიალა ლუკამ გოგოებს კინაღამ გული გაუხეთქა. -რომ ამოვა გაიცნობ, თვალი ჩაუკრა მარიკამ გამარჯვებული ღიმილით. -ვინ არის თქო? მიპასუხე მალე. -ჩემი შეყვარებული. -შეყვარებული არა საქმრო რა. გაეცინა ლუკას. მიხვდა რაც გაუჩალიჩეს. -ხომ იცი, რომ ვერ გამოგივა ჩემი ეჭვიანობა მარიშკა? -მგონი გამომივიდა ხო? გაუცინა მანაც ირონიულად. -ცოტათი, ამის მერე ვეღარ გამოგივა, სულ ჩემთან იქნები. ისე ესიამოვნა ეს სიტყვები გოგოს კინაღამ გაიქცა და ჩაეხუტა ლუკას, მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრებში. -კი, კი, როგორ არა, საჭმელიც ხომ არ გაგიკეთო საყვარელო? ცუდად იყვნენ გოგოები სიცილისაგან, ბიჭებმაც, რომ გაიგეს მათი საუბარი ერთმანეთს ეყრდნობოდნენ, რომ არ წაქცეულიყვნენ. -აუ ესენი რა იქნებიან ერთად, სიცილისგან გაგუდული ამბობდა ვაკო. -ნუ იტყვი ბიჭო, კატა და თაგვი, შეხედე რა. ამბობდა ნიკუშა. -არადა უყვართ ერთმანეთი, თქვა ირაკლიმ და გრინას გახედა. -მაგათ ეშველებათ, შენ შენს თავს უშველე ეხლა. უთხრა ვაკომ. -არაფერი არაა საშველი, ყველაფერს თავისი დრო აქვს,გადახედა ვაკოს და გაუღიმა. მხიარულობაში გასული მთელი ზაფხული. დაახლოებული მარიკა და ლუკა. ვაკო და ნიცა. ბათუმსი გაიცნო ვაკომ ნიცა და იმის მერე გვერდიდან არ მოშორებია. პირველად ნახეს შყვარებული ეს ბიჭი და ყველა მაგას ბალეშჩიკობდა. მოკლედ ააწყეს, თან სერიოზულად. ირაკლი წინ მიიწევდა, მაგრამ არ ჩქარობდა. ასე მოვიდა სკოლაც და დაიწყეს გოგოებმა მომზადება საატესტატო გამოცდებისთვის. კაკიმ და ნიკუშამ თქვენ რისთვის ხართ, თქვენ გვასწავლითო. ხანდახან იყო შუა ღამისას ირაკლის ზარები და დაბლა ჩასვლის მოთხოვნები. თან ისევ გრინას დაბადების დღე უწევდა. პირადობაშიც გრინა ჩაიწერა სახელად, ყველას, რომ ეგონა ღადაობდა. მაგრამ ფაქტია გააკეთა. საღამოს ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ სრული შემადგენლობით, როცა კაკიმ წამოიწყო: -მოკლედ, გრინა 17-ის ხდები რა, ხოდა ცოტა ხო უნდა გამოგიყვანოთ, დაბადების დღეს ჩვენ გიხდით, ოღონდ საიდუმლოა. -რა საიდუმლოები აგიტყდა? მითხარი რას აპირებ. -რა გამოვა მერე ეგ? წამოიწყო მარიკამ. -ხო დაუჯერე რა, აჰყვა ნიცაც, თან ვაკოს მიეხუტა. -კარგი, წავალ ახლა მე რა, დავიღალე, ხვალეც ადრე უნდა ავდგე. ყველას დაემშვიდობა და კაფიდან გავიდა. -გრინა მოიცადე, გაგაცილებ. ეძახდა ირაკლი, იცოდა,რომ გამოყვებოდა და გაუხარდა. მოსწონდა ასეთი გაურკვეველი ურთიერთობა, მაგრამ გრძნობები კი იყო ნათელი. არცერთი არაფერს, რომ არ ამბობს, მაგრამ გაგიჟებით, რომ არიან შეყვარებულები ერთმანეთზე ფაქტია. -კარგი. -რახდება აბა რეპეტიტორებთან? -არც არაფერი, მომაბეზრეს უკვე თავი, გაეცინა ნატას, რახდება აბა უნივერსიტეტში? -არაფერი, ხან დავდივარ ხან არა, ძირითადად სამსახურში ვარ. -კარგია. მიდიოდნენ რამდენიმე წუთი ხმის ამოუღებლად, შემდეგ ირაკლიმ გადახვია ხელი და იგრძნო ორივემ განსხვავებული პულსაცია. სიყვარული-ამ გრძნობის დროს ადამიანი განიცდის გრძნობების მთელ გამას. გიყვარს მთელი არსებით, უთქმელი სიტყვებით, მაგრამ ნათელი გრძნობებით. სახლში მისულს ჩაშხამდა ყველაფერი. ხანდახან უნდოდა გაქცეულიყო და უკან აღარ დაბრუნებულიყო აღარასოდეს. -სად იყავი ამდენი ხანი? წამოიწყო ლეილამ. -სად ვიქნებოდი ლეილა, ჯერ სკოლაში, შემდეგ მასწავლებლებთან, ბოლოს კი მეგობრებთან. -ის ირაკლიც იქ იყო არა? აჰყვა გიგა. -კი, რა პრობლემა გაქვთ ვერ გავიგე. -არაა ეგ ბიჭი შენი შესაფერი, ჩამოშორდი. ავისმომასწავლებლად გაისმა გიგას ხმა. ამას მოჰყვა ნატას ირონიული სიცილი. -შენი ქვეშევრდომი არ ვარ, რომ რამეს მიბრძანებდე მა-მა. ნუ ცდილობ ჩემი სიყვარულით ისარგებლო, შენი შვილი ვარ,მართალია, მადლობა, რომ ამღზარდე და არაფერს მაკლებ, მაგრამ ზედმეტი ხომ არ მოგდის? -როგორ მიბედავ ასე საუბარს ნატა? რა მომდის ზედმეტი? -რა მოგდის ზედმეტი? ამას მე მეკითხები? მეგობრებს შენ ვერ ამირჩევ, ვერ შემაყვარებ იმას ვინც შენ გინდა, ასე, რომ პატივი ეცი ჩემს თითოეულ გადაწყვეტილებას. -დაწყნარდი შვილო, დაიწყო ლეილამ.-შენთვის კარგი გვინდა ხომ იცი? -თქვენთვის მთავარი ფულია, ხოდა გქონდეთ ეგ ფული მე დამანებეთ თავი. თქვა და ოთახიდან აცრემლიანებული გავიდა. რაც უფრო დიდია გრძნობა, მით უფრო ცოტაა სიტყვები მის გამოსახატად. ყველაზე განსხვავებული და დასამახსოვრებელი დაბადების დღე გადაუხადეს. პარიზის 8ბილეთი, რომ აუფრიალა ვაკომ იქ მიიღო შოკი. ყვიროდა, წიოდა, ცდილობდა, როგორმე თავისი ბედნიერება გამოეხატა, მაგრამ ამას მისი გაბრწყინებული თვალებიც ამბობდა. იმდენი იგიჟეს პარიზში, რომ რავიცი. პარიზი სიყვარულის ქალაქიაო ხომ გაგიგიათ. ყველა ელოდებოდა ირაკლის გამოტყდომას, მაგრამ არა. რას ელოდებოდა კაცმა არ იცოდა. სამაგიეროდ ლუკა და მარიკა გამოტყდნენ და დაერქვათ საბოლოოდ წყვილი. თბილისში დაბრუნდნენ,მაგრამ გულით ისევ პარიზში იყვნენ. ვაკომ და ნიცამ ხელი მოაწერეს. ყოველდღე მაგათთან იყვნენ ასულები, ხან სვავნდნენ, ხან რ ას აკეთებდნენ. მარიკას დაბადების დღეზე გამოუცხადა ლუკამ ცოლად გამომყევიო. სულ გადარია გოგო. -რა ცოლად გამოგყვე ლუკა? ხომ ხედავ ჯერ 11 კლასს ვამთავრებ. -მერე რა, თან ჩემთან იქნები, თან დაამთავრებ. -ნუ გასულელდი ამხელა ბიჭი, სწავლა არ მინდა მე? -მერე ვინ გიშლის სწავლას? -არავინ, მაგრამ ოჯახი და სწავლა რთულია, მითუმეტეს არ ვარ დიდი ლუკა. -არ გიყვარვარ ანუ? -ცოლად, რომ არ მოგყვები უსიყვარულობას ნიშნავს? -კი! -არ მიცნობ აშკარად კარგად, მიყვარხარ, მაგრამ ახლა არა! ადრეა ლუკა. -კარგი. ეს იყო და ეს, წავიდა და უკან აღარც დაბრუნებულა. გიჟს გავდა გოგო. არც ზარებზე პასუხობდა. მერე საერთოდ გამორთო ტელეფონი. მეგობრებთანაც შეწყვიტა კონტაქტი. მაგრამ გოგოები არ ეშვებოდნენ. -უყვარხარ ისევ მარიკა ხომ იცი არა? უბრალოდ ვერ გაიაზრა, შენ ჩაკეტილობას რა აზრი აქვს? ეუბნებოდა ნატა, თან ცრემლიან თვალებს მალავდა. -გეყოს ბოლოსდაბოლოს რა აჰყვა ნუცაც. -კარგად იცი ყველას როგორ გვიყვარხარ,ბიჭები ვერ ბედავენ და ვერ მოდიან შენს სანახავად ახლა კიდე ადექი და შენ წამოდი, ირაკლის დაბადების დღეა თან. -კარგი. 22 მაისი და გრინასთვის განსაკუთრებული დღე. ჯერ კიდევ არ გამხელილი გრძნობები, მაგრამ ნატასთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ხდებოდა 22 წლის. ოქროს დაბადების დღე. ამ დღეს ირაკლისთვის დაკარგული ნიტა და მოულოდნელი სიურპრიზი. ბიჭებმა სულ ძალით წაიყვანეს რესტორანში. -დაიკარგა და ვსო, გოგოა, მობეზრდა შენი დებილური საქციელი.ეუბნებოდა ვაკო. -მესამე წელია ასე გაშეშებული დგახარ და არაფერს არ აკეთებ. მხარი აუბა ნიკუშამაც. -წამოდი დავლიოთ, უბრალოდ ჯერ არაა მაგის დრო, დაამთავროს და მერე. რესტორანში სვავდნენ, როდესაც კარები მარიკამ გახსნა და ბიჭებისკენ წავიდა. 2თვე იყო დაკარგული და ახლა გამოჩნდა. სულ ყველა სათითაოდ მოიკითხა და ირაკლის მიულოცა. გარეთ გააბრძანა სულ ძალით. გრინა იდგა ბრაბუსთან ერთად და ირაკლის არაამქვეყნიურად უღიმოდა. მერე რა, რომ მან აჩუქა ასეთი ძვირფასი საჩუქარი, გაგიკვირდათ ალბათ, მაგრამ სიყვარულმა არ იცის გოგო და ბიჭი. იცის სიგიჟეები. -გაგიჟდი? ეს რა მაგიყიდა გრინა? ეუბნებოდა გაოცებული ირაკლი. -რამ მაყიდინა და შენმა დაბადების დღემ! რათ გინდა ბერვი ლაპარაკი, ჩაჯექი და დატესტე ჩემთან ერთად, ხო კიდევ გილოცავ ირუშ. -გიჟი ხარ, გადარეული, ხომ მქონდა მანქანა? -ასეთი არა, თან არც ჩემი ნაჩუქარი. ყელთან ახლოს აკოცა და იგრძნო ირაკლის გული როგორ უცებ აჩქარდა. -მიყვარხარ, თქვა ბიჭმა გაუაზრებლად და მოეხვია. რა იგრძნო გრინამ? ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა ამდენი ხანი ელოდები და მოდის. მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს თუ რამდენად ძლიერია სიყვარული. არც გოგოს პასუხმა დაიგვიანა/. -მეც მიყვარხარ. იყო ოვაციები, ყვირილი, მეგობრების ბედნიერი სახეები და ახალი წყვილი. დაქროდნენ თბილისის ქუჩებში, ბედნიერები და ტკბებოდნენ იმ წუთით. -ირაკლი. -გისმენ გრინა. -მოგეწონა საჩუქარი? გაეღიმა ბიჭს და იგრძნო, რომ ამაზე ძვირფასი არავინ არ ჰყავდა. არ იყო ნატა მატერიალისტი. თავიდანვე ეტყობოდა ეს. -სიმართლე გითხრა საჩუქარზე მეტად შენ მომწონხარ. გაეცინა გრინას, იცოდა რასაც ნიშნავდა ირაკლისთვის და ზედმეტი კითხვების დასმას შეეშვა. სახლში დატოვა ირაკლიმ ნატა, კოცნაც აჩუქა და გაუჩინარდა ახალი ბრაბუსით. და მაინც რა არის ეს ბედნიერება? როცა საყვარელი ადამიანები გყავს გვერდში. და იცი, რომ სულ მათთან ერთად იქნები. ისევ ოჯახის ისტერიკები და სახლიდან წამოსული ნატა. -დაშორდები, გაჰკიოდა ლეილა. -არა! -დაშორდები თუ არადა ამერიკაში წახვალ! დაუყვირა გიგამ. -ვცადოთ? ირონიულად ჩაიცინა ნატამ. არც ამერიკაში წავალ და მითუმეტეს არც დავშორდები, მხოლოდ სახლიდან წავალ და თქვენც დაისვენებთ და მეც. გული წაუვიდა ლეილას. მთელი კორპუსი ფეხზე იდგა. ნატასაც ჩაწყდა რაღაც გულში მაგრამ უყვარდა. სიყვარულის გამო კი ყველაფერს იზავდა. ბოლოსდაბოლოს ერთხელ მოდის ნამდვილი სიყვარული ადამიანთან. როგორც კი მიხვდა, რომ კარგად იყო ლეილა ჩაალაგა ტანსაცმელი, ბანკიდან თავისი კუთვნილი ფული გამოიტანა და ნუცასთან გავიდა. ჩემოდნებით, რომ დაინახა ნუცამ ნატა, მაშინვე მარიკას დაურეკა და გამოსვლა მოსთხოვა. -სახლიდან წამოვედი. თქვა აცრემლიანებულმა. -ირაკლის გამო არა? მაშინვე მიუხვდა მარიკა. -კი, დაშორდიო, მე კიდევ ვერ დავშორდები, ხომ იცით არა? -სულ ჩემთან იყავი რა, გონს,რომ მოეგებიან მაინც არ წახვიდე.უთხრა ნუცამ და ჩაეხუტა. -როცა მოგინდება ჩემთანაც გამოდი, ხომ იცი სულ მარტო ვარ, თან ჩემი მშობლებიც, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ მოვიწყინე, დაიწყო მარიკამ. -შენ არ იდარდო, მალე აღარ იქნები მარტო, გაეკრიჭა ნატა. -რატო? ვერ მიხვდა გოგო. -რავიცი, რავიცი. ჩაილაპარაკეს ნუცამ და გრინამ ერთდროულად და ერთმანედთს შეთანხმებულებივით გახედეს. გაუტარა ნათქვამი გოგოებს, იფიქრა ვერ არიანო და ყავის მოდუღება გადაწყვიტა. ცოტახანი კიდევ იყო და მერე სახლის გზას დაადგა. ფიქრობდა ლუკაზე. მასთან გატარებულ თითოეულ წუთზე და ხვდებოდა, რომ ახრჩობდა მონატრება. ნაცნობი სურნელი იგრძნო, მაგრამ მომელანდაო გაიფიქრა. ცოტახანში ხელები წელზე და ამდენი ხნის ვერ გაგონილი ბგერები. -მომენატრე. გაშრა, გააკანკალა. -დამპალი ხარ ლუკა. -ვიცი, მაგრამ არ შემეძლო, ვერ მივხვდი, რომ მართალი იყავი. -კიდევ კარგი გამოირეცხე ტვინი, გაეცინა გოგოს. ყელში კოცნდა, ჩახუტება და საყვარელი სურნელი. აი რა იყო ბედნიერება და ახლა მიხვდა გოგოების ნამიოკს. გარკვეული და დალაგენული ურთიერთობა. მაგრამ მსობლებთან ისევ ვერ დალაგებული. 5 თვე რაც სახლიდან წამოვიდა. უკვე აბიტურიენტი იყო. სამართალზე უნდოდა გრინას. ვერ იტანდა უსამართლობას. ირაკლიც ელოდებოდა სკოლის დამთავრებას და თავისი გეგმების განხორციელებას. მთელი სასტავი ბალეშჩიკობდა. გრინა კი აზრზე არ იყო. სკოლის დამთავრებამდე 1 თვე. -ჩამოდი გრინა. -ახლავე. სარკეშიც კი არ ჩაუხედავს, ისე ჩაფრინდა დაბლა. ჩაეუხუტა, მონატრებულ საყვარელ ადამიანს და ბედნიერებით აივსო. -მომენატრე, დაიწყო გოგომ. -ჩემზე მეტავ ვერა. -შანსი არაა, კი. -არა. -კი. და ასე ეჯიბრებოდნენ. -კარგი, ორივეს ძალიან მოგვენატრა ერთმანეთთი. გაეღიმა ირაკლის. დღეების და წამების დათვლაც დაიწყო კინაღამ, თავისი გეგმის განხორციელებამდე. არ იცოდა ნატა როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს, მაგრამ უნდა ეცადა. კაფეში წავიდნენ იმ დღეს ყველანი. მარიკა და ლუკა. ვაკო და ნიცა. ირაკლი და გრინა. შემდეგ ცალად დარჩენილი. კაკი. ნიკუშა. ნუცა. უბრალოდ ერთად ყოფნით ტკბებოდნენ. რამდენი ხანია ასე არ ყოფილან, სკოლის და საქმეების გადამკიდე. -დამეხრა რა, დაიწყო კაკიმ და გვერდით მდგარ მაგიდას გადახედა, სადაც ცისფერთვალება გოგო იყო და ნაგლად უყურებდა კაკის თვალებში. ყველამ დაუწვა. ადგა და მივიდა. -დამერხა რა, გაუმეორა გოგოს იგივე სიტყვები. ვერ მიხვდა რა ხდებოდა. -ბატონო? -დამერხა მეთი რა, რა ვერ მიხვდი. გაეღიმა კაკის. -კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? -შენ ხარ თუ ხარ შუაში. ისტერიკული სიცილი აუტყდა. -აბა რა შუაში? ამიხსენი მეც. : )) -დამატყვევე. კიდევ გაეცინა ბიჭს. -ხო მჩვევია ხოლმე, აჰყვა გოგონაც. -ხუმრობა ისე, მაგრამ მართლა მომეწონე. -ერთი ნახვით? -რატომაც არა? -ლილიანა. გაეცინა გოგოსაც თავის საქციელზე. -კაკი. ჩამოჯდა მეორე სკამზე და დაიწყო ახალი ურთიერთობაც. ნათელი. სასიამოვნო. და რამდენიმე კვირაში გაჩენილი ახალი წყვილიც. ლილიანა და კაკი. ავსებდნენ ერთმანეთს. სკოლის დამთავრება, ეროვნულები და გაპარული გრინა და ირაკლი. მშობლების შოკი და ბოლოს ახალ ამბავთან შეგუება. გადავინაცვლოთ, იქ ეგვიპტეში. -ყველაზე ბედნიერი ვარ ირუშ. დაიწყო ნატამ გაღიმებული სახით. -მეშინოდა, რომ არ გამომყვებოდი. გაეცინა ირაკლის. -გაკლია რა, სახლიდან წამოვედი შენს გამო და აბა ვის გავყვებოდი. -ასე მალე არ მეგონა რა. -სიყვარულმა მალე არ იცის საყვარელო. აკოცა კიდევ ერთხელ და მიხვდა, რომ ეს ის იყო. ის ერთადერთი. -კიდევ წამოვიდეთ რა. -ეგვიპტეში? -ხო.’’ იქ, სადაც სულები ხელმეორედ შეუერთდებიან ერთმანეთს.’’ გაეცინა ბიჭს. იცოდა როგორ გიჟდებოდა ამ წიგნზე ნინა. ეგვიტეც აქედან უყვარდა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ ეგვიპტე საიდუმლოებით მოცული ადგილი იყო. შეიძლება ასეცაა. რას გაიგებ. კი უყვარდა გრინას ეს ადგილი და. თბილისში დაბრუნება. მშობლებთან შერიგება. მოულოდნელად არჩეული საქორწინო კაბა და ქორწილი. ნეფე და დედოფალი. შესრულებული ვალსი. ქორწინებიდან ერთი თვის თავზე შეძენული ორსულობის ტესტი. და პასუხი დადებითი. -შვილი გინდა? კითხა ნატამ და სახე სიცილისგან მოერყა. ყოველთვის იცოდა ირაკლის აზრი ამ სახითხისადმი. -რას მეკითხები? ხომ იცი, რომ კი. -ხოდა წადი ახლა მამიკო და მარწყვი მომიტანე. როგორ ჩაეხუტა და მაღაზიაში როგორ წავიდა არ ახსოვს. ყველაზე ბედნიერები იყვნენ. სიყვარული ატრიალებს დედამიწას. არ არსებობს, როდესაც გიყვარს ჭეშმარიტად დაბრკოლებები ვერ გადალახო. ვერ გადალახვა არ არსებობს. არსებობს არ გადალახვა. გიყვართ?-იბრძლოლეთ. ისევ და ისევ ჩემი მუზა შვებულებაშია და საერთოდ არ აქვს სურვილი დაბრუნების. ვბრუნავ ძველი ისტორიებით. ველოდები თქვენს შეფასებას. მიყვარხართ. და მენატრებით. თქვენი ნინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.