შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვითელი გული (მესამე თავი)


14-03-2017, 18:37
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 666

ველი შეფასებებს,იმედია მოგეწონებათ :/

როდესაც დერეფანში მივაბიჯებდი დავინახე როგორ მოქუჩებულიყო ხალხი ერთ ადგილას და სხვადასხვა შეძახილებს ყვიროდა. თავი გავაქნიე და კარადასთან მივედი.ასე ყოველდღე ხდება ნეტავ რამდენი ხანი უნდა ჩხუბობდნენ? კარები გამოვაღე და წარბები შევჭმუხნე. ისევ ? როდის მორჩება ის ვიღაც უცნობი, თუნდაც გოგო ამ წითელი ვარდების გამოგზავნას ? არ დაიღალა მაინც ? ამოვიოხრე და წერილის ძებნა დავიწყე. გამიკვირდა როდესაც ფურცლის ნაგლეჯი შევნიშნე,გავხსენი და თვალებს არ დავუჯერე. რა სისულელეა,როდის აქეთაა ვიღაც უცნობი პაემანზე შეხვედრას მხოვს? ზუსტად ვიცი რომ ვიღაც მწარედ დამცინის,მაგრამ მის მახეში არ გავებმები. ფიქრებიდან ვიღაც გოგოს წიკვინმა გამომაფხიზლა. ვარდებს თვალი მოვწყვიტე და ბრბოსკენ გავიხედე.ვიღაც ყავისფერთმიანი გოგო გულმხურვალედ ტიროდა და ბიჭს ეჯაჯგურებოდა. როდესაც მისი სიტყვები გავიგონე წამში გავიაზრე რაც ხდებოდა. როგორც ჩანს ჩემი ძმა ვიღაცას სცემს. ვარდები შევინახე,კარები მივხურე და იქ არსებულ წრეს თვალი გადავავლე,როდესაც ჩემი ძმის „ბანდა“ შევნიშნე მათკენ გავემართე.ხალხში გზა გავიკვლიე და როგორც იქნა მათამდე მივაღწიე. პირზე ხელი ავიფარე და ზურას გაოცებულმა შევხედე,რომელსაც მის ქვეშ ბიჭი ჰყავდა მოქცეული და გამეტებით ურტყამდა.ორივე სისხლში იყო ამოთხვრილი,რაც გულისამრევი იყო.აქამდე ჩემი ძმა ასეთი გაცეცხლებული არასოდეს მინახავს ! სხვებივით სეირს ვუყურებდი და შიშისგან ვერაფერს ვაკეთებდი.ბრბოში მწვანეთვალებამაც შემოაღწეია,შეიკურთხა და ჩემი ძმა დაზარალებულს რასაც ჰქვია ააგლიჯა. თვალებით ანიშნა გოგოს მიხედეო. უცნობთან მივედი და დახმარება ვცადე თუმცა სანაცვლოდ მაგარი იდაყვი მივიღე. მუცელი ისე მეტკინა და თვალები დამეხუჭა. მუცელზე ინსტიქტურად მივიდე ხელები და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. როდესაც ბიჭმა ჩემსკენ გამოიწია შიშისგან უკან გავხტი. დავინახე როგორ ამომეფარა მწვანეთვალება და უცნობს ხელი ჰკრა.
- თუ არ გინდა რომ ეგ 216 ძვალი გადაგიტყდეს გირჩევნია აქედან გაქრე - ისეთი სერიოზული სახით უთხრა რომ წამით მეც კი დავფიქრდი. შიშისგან რასაც ჰქვია მოკურცხლა. დავიჯერო ამ ტიპის მართლა ეშინიათ ? შოთა მომიბრუნდა,მხრებზე თავისი დიდი ხელები შემომხვია და მზრუნველი ხმით მკითხა - კარგად ხარ ? - წამით გაბრუებული ვუყურებდი,შემდეგ ყალბი ღიმილი ავიკარი და თავი უხმოდ დავუქნიე. ერთხელ ეს ტყუილები ბოლოს მომიღებს.ზურგი ვაქციე და გეზი საფირფარეშოსკენ ავიღე.საშინელი ღებინების შეგრძნება დამეუფლა, ამიტომ კარები მალევე გამოვხსენი და თავი უნიტაზში ჩავრგე. როდესაც სისხლი მაღებინა თვალები შუბლზე ამივიდა. პირი მოვიწმინდე და წარბები შევჭმუხნე. უნიტაზზე ავედი და კარების იქით გადავიხედე. ეს ის გოგო არ არის ჩემს ძმას რომ ეჭიდავებოდა ?
- ჰეი შენ კარგად ხარ ? - კარებს ჩამოვეკიდე და ნამტირალევ გოგონას დავაკვირდი. თმა მის ლამაზ სახეზე ჩამოფხუტული ჰქონდა და სლუკუნებდა. უპეები ჩაშავებოდა და ეტყობოდა რომ დიდი ხანია რაც ტიროდა. როდესაც ჩემი ხმა გაიგო თავი ასწია,ცრემლები მოიშორა და გამიღიმა
- კი... - თქვა ტირილისგან გადაღლილმა
- ვიცი რომ კარგად არ ხარ.
- მაშინ რაღატომ მეკითხები კარგად ვარ თუ არა ! - განრისხდა გოგონა.როდესაც მიხვდა რომ უხეშად მოუვიდა ბოდიში მომიხადა და მითხრა რომ გაღიზიანებული იყო.
- რავი თავაზიანობა მოითხოვს. იქ რა მოხდა ? ჩემი ძმა ასეთი გამწარებული და გაცეცხლებული არასოდეს მინახავს.
- მოიცა ზურა შენი ძმაა? - გაოცდა გოგონა რაზეც სიმწრისგან ჩამეცინა. - არასოდეს უთქვამს რომ და ჰყავდა.
- ჰო, ფორმალურად ჰყავს ისე არა. - თმიდან გვირილა მოვიძრე და გოგონას გავუწოდე.გამიღიმა და ყვავილი გამომართვა. - დაგამშვიდებს.
- გვირილამ როგორ უნდა დამამშვიდოს ? - აშკარად ვაღრმავებ მის გაოცებას.
- რავიცი, მე ყოველთვის მამშვიდებს იქნებ შენც დაგამშვიდოს
- მადლობა... იცი ? შენი ძმა მთელი არსებით მიყვარს - ჩაიბურტყუნა და სევდიანად გაიღიმა.
- მართლა ? - გაკვირვება ვერ დავმალე, რაზეც სიცილი წასკდა.
- ხო... ის ძალიან თბილი,საყვარელი,მხიარული და კარგია,თუმცა ის ისე არასოდეს შემომხედავს როგორც ქალს,მე კი ეს მტკივა - თავი ხელებში ჩარგო და ისევ ასლუკუნდა
- წარმოდგენა არ მაქვს სიყვარული რა ხილია,მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრა რომ მაგისთვის მარტო მეგობარი რომ იყო ადამიანს სიკვდილის პირამდე არ მიიყვანდა.
- ის ბიჭი მანიაკია,გადამეკიდა ! ვცდილობ თავიდან მოვიშორო მაგრამ უშედეგოდ. დღეს მე და ჩემი მეგობარი კარადასთან ვლაპარაკობდით,მოულოდნელად საიდანღაც გამოხტა და ხელების ფათური დამიწყო,ვცდილობდი მისი მკლავებიდან თავი დამეხსნა თუმცა ის ჩემზე ოთხჯერ უფრო ძლიერია, ამიტომ სანამ შენი ძმა არ მოვიდა და გაგიჟებულმა არ ამახია, იქამდე არ გაჩერდა. - მის ნაამბობზე პირი ღია დამრჩა,ნამდვილად არ ველოდი ჩემი ძმისგან ასეთ საქციელს.როგორც ჩანს ჩვენი ბიჭი შეყვარებულია,კარგი გემოვნებაც აქვს !
- რა გქვია ?
- ქეთა
- მე ევა. - გავუღიმე და ხელი ჩავუწოდე,გაიცინა და ჩამომართვა.
- კარგი ევიტა,მგონი ვიმეგობრებთ არა ? - მისმა კითხვამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შოკში ჩამაგდო,აქამდე მეგობარი არასოდეს მყოლია ! ჩემს დაბნეულ სახეზე აფორიაქდა და ბოდიშების მოხდა დაიწყო.
- მაპატიე თუ რაიმე გაწყენინე, ისევ ევას დაგიძახებ ბოდიში !
- უბრალოდ,აქამდე მეგობარი არ მყოლია. - თემა შეცვალა და საპირფარეშოდან გამოვიდა მეც მას მივბაძე და გარეთ გამოვედი.
- არ გინდა ლექციები გავაცდინოთ და კაფეში წავიდეთ ? - თვალები აუციმციმდა და ადგილზე ცქმუტვა დაიწყო, რაზეც გამეცინა.
- ლექციები დამიმთავრდა,ასე რომ თავისუფალი ვარ. - სიხარულისგან შეჰკივლა და ხელებში ჩამაფრინდა.უნივერსიტეტიდან ისე გამაქცია ხალხი გაგიჟებული გვიყურებდა. როდესაც კაფეში შევედით თვალებით თავისუფალი ადგილების ძებნა დავიწყეთ.როდესაც ქეთამ თავისუფალი ადგილი დაინახა ხელით მიბიძგა. ადგილები დავიკავეთ და შეკვეთა მივეცით. ქეთა ხელებს დაეყრდნო და მომლოდინე თვალებით მომაჩერდა.
- რა
- აბა ? რას მეტყვი შენზე მეგობარო ?
- რისი გაგება გინდა ? - გავუცინე და ახლად მოტანილი ყავა დავაგემოვნე.
- ყველაფრის ! სხვათაშორის ადრეც შემიმჩნევიხარ, გეტყობა გვირილები გიყვარს არა ? - გაიცინა და ჩემს თმაზე მიმანიშნა,ინსტიქტურად თმაზე დავიხედე და გავიღიმე.
- ძალიან,ისინი ჩემი ერთადერთი და განუყრელი მეგობრები არიან. - ვთქვი ამაყად და ყავა მოვსვი
- ჰმ... ეგ მალე შეიცვლება და შენი საუკეთესო მეგობარი მე ვიქნები. შენს ოჯახზე რას მეტყვი ?
- ჩემს ოჯახზე საუბარი არ მსურს. არ გეწყინოს.. - უხერხულად შევიშმუშნე და მზერა ავარიდე.
- შენ ძმაზე რას იტყვი ? ჩემს სახელს არასოდეს ახსენებს ? - იკითხა ნაღვლიანად რაზეც გამეცინა
- პირდაპირ მასე გეკითხრა. მე და ჩემს ძმას ურთიერთობა არ გვაქვს, ასე რომ მისგან არაფერი გამიგია. შენზე რას მეტყვი ?
- რავი ისეთს არაფერს, ჩვეულებრივი გოგო ვარ სხვებისგან არაფრით გამორჩეული. მყავს და და ძმა,სახლში მარტო ვცხოვრობთ ჩვენი მშობლები სხვაგან ცხოვრობენ. ჩემი ძმა ძალიან საყვარელი და მიმზიდველია - წარბები აათამაშა რაზეთ გამეცინა და თავი გავაქნიე. - აი ნატალი ნამდვილი ნერვების კიბოა,დღემდე მიკვირს როგორ ვუძლებ ! დღეს მოდი და ჩემს ძმას გაგაცნობ იქნებ ჩემი სარძლოც გახდე. - მის სიტყვებზე გულიანად გადავიხარხარე.
- უკვე რძლობაზე მიდგა საქმე ? არც კი ვიცნობ,თანაც არამგონია ჩემი გემოვნება დააკმაყოფილოს.
- რატომ ? საკმაოდ სიმპატიურია !
- სიმპატიურობა ყველაფერს არ ნიშნავს, ძალიან მომთხოვნი ვარ.
- კარგი დღეს მოდი და გაგაცნობ,მერე თავად მიხვდები რო სიმპატიურობა ყველაფერია - თავი სიცილით გავაქნიე და კრუასანი დავაგემოვნე. - ან არა ! აქედანვე წავიდეთ !
- არა რას ამბობ..
- რატომაც არა ?
- იმიტომ რომ სირცხვილია,თანაც ადამიანების უმეტესობას ვძულვარ და ვაღიზიანებ. - ჩემს სიტყვებზე წამოიყვირა.
- შენ გოგო ვერ ხარ ?! ეგ გოგოები არიან მასე იმიტომ რომ შენი შურთ, ბიჭების თვალებს არასოდეს დაკვირვებიხარ ? მოკლედ მოდიხარ, ჩემი ძმა სასწრაფოდ უნდა გაიცნო. - სიცილით მითხრა და ყავა მოსვა,თავი გავაქნიე და ფანჯარაში გავიხედე.

***
მე და ქეთამ ბევრი ვისაუბრეთ და დავახლოვდით კიდეც. ძალიან თბილი და საყვარელია,სხვებს არ ჰგავს. რაც შეეხება მას და ზურას ჩემი ძმა ჩერჩეტია ასეთ გოგოს რო ხელიდან უშვებს ! ქეთამ მათ ურთიერთობაზე ყველაფერი მიამბო და ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. ზურას ქცევებზე მელაპარაკებოდა და გავგიჟდი,მეგონა ჩემს ძმას მხოლოდ ხორციელი კავშირი აინტერესებდა თუმცა როგორც აღმოჩნდა ვცდებოდი. ამის გარდა მის ინტერესებზეც შევიტყვე ბევრი რამ,საიდანაც დავასკვენი რომ საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა და ერთმანეთს კარგად გავუგებთ. სახლის კარი სიცილით შევაღეთ, მაგრამ როდესაც ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანი დავლანდე იქვე გავქვავდი და სიცილი სახეზე შემეყინა. ნუთუ ეს.. ეს მართლა ის იყო ? დაახლოებით ერთი წუთის მანძილზე ასე ვიდექი და თვალებს ვახამხამებდი,არა არ მეჩვენებოდა მართლა ის იყო. თვალები ძლივს დავახამხამე და ჩახრენწილი ხმით ამოვილაპარაკე
- მწვანეთვალება... - თვალებს ვაპარტყუნებდი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.მხოლოდ ახლაღა გავაანალიზე რომ წელს ზემოთ შიშველი იყო. თეთრი საროჩკა ხელში ეჭირა და უაზროდ მომშტერებოდა. ჩემდა უნებურად მის სხეულს თვალი ავაყოლე და ავწითლდი, სხვა მიმართულებით გავიხედე და ღრმად ჩავისუნთქე,ვიგრძენი მისი ღიმილიც რის გამოც კიდევ უარესად ავხურდი. ქეთას წიკვინმა თითქოს გამომაფხიზლა,მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ღია კარში ვიდექი და მის ძმას შევცქეროდი.
- იქნებ სახლში ტიტლიკანა სიარულს მორჩე ?! - შეუღრინა და გამოსაფხიზლებლად მაისური სახეში ესროლა.სწორედ ამ დროს ჩემი ყურადღება ზემოდან მომავალმა გოგონამ მიიპყრო. ეშმაკური ღიმილი აეკრა სახეზე და შავი თმა ზურგს უკან გადაეყარა. როდესაც თავის პრინცს თვალი მოსწყვიტა ჩვენც შეგვამჩნია,ზედმეტად ხელოვნურად შეჰკივლა და ხალათი რომელიც გახსნილი ჰქონდა და მის ფორმებს ძლივს უფარავდა შეიკრა და „მორცხვად“ გაგვიღიმა. - სერიოზულად ? იმედია თქვენ ორმა ისევ საწოლი არ ჩატეხეთ ! გუშინ მეორე იყო,ხელოსნის უკვე მრცხვენია ამიტომ შეგიძლია შენი სათამაშოები სადმე სხვაგან წაათრიო ! - როდესაც მისი სიტყვები გავიგონე სახე დავმანჭე და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე,არვიცი რატომ მაგრამ ღებინების შეგრძნება დამეუფლა.როდესაც ქეთამ ჩემი სახე შენიშნა ჩაიხითხითა და ყველას გასაგონად გადმომიჩურჩულა - ხო როდესაც ეს გავიგე მეც გულისრევის შეგრძნება დამეუფლა,ცოტახანში გაგივლის. - მხრებზე ხელი მომკიდა და გამიღიმა,ცალი წარბი ავწიე და გავიღიმე. - წარმოგიდგენია ? ისეთი ვნებიანი ღამე ჰქონდათ რომ ლიკას წყალობით საწოლი ჩატეხეს. იცი რას უკეთებდა ჩემ ძმას ? საწოლზე იწვნენ და..
- ქეთი ! - თვალები დაუქაჩა მწვანეთვალებამ. არ ვიცი რატომ მაგრამ სიცილი წმასკდა. პირზე ხელი ავაფარე და რაღაც ჟესტით ბოდიში მოვუხადე.
- ხო მოკლედ რა, გაიცანი ეს.. - ხელი ჩემსკენ გამოიწოდა
- მასზე ვინ არ იცის ? ყველას სძულს იმიტომ რომ გვირილების მანია სჭირს. - დაისისინა შავგვრემანმა. მწვანეთვალებაც და ქეთაც გაჩუმდნენ ჩემს სიტყვებს ელოდნენ, თუმცა მშვიდად გავუღიმე და თავიდან ბოლომდე ავათვალიერე.
- მოკეტე ! შოთა ეს... - კვლავ ხელი გამოიწოდა და ჩემი წარდგენა დაიწყო
- ვიცი ვინც არის. - მოკლედ მოუჭრა ქეთას
- ჯანდაბა დამასრულებინეთ ! - ფეხები დააბაკუნა ქეთამ რაზეც ტუჩის კუთხეში ჩამეღიმა - ეს..
- ეველინია.. - მის მიერ წარმოთქმულმა სახელმა გამაოცა. მზერა მასზე გადავიტანე და დავაკვირდი.როდესაც მიხვდა რომ თავისი ჩანაფიქრი განახორციელა,სახეზე გამარჯვებული ღიმილი აიკრა. ეველინი ? ასე არავინ მომმართავს რა ეველინი.
- ეველინი არა, ევიტა ! - ამ სახელმა ქეთა აშკარად გააღიზიანა. - კარგი ნატალი სადაა?
- შენი აზრით ? შოკოლადებს მაინც მიაგნო ! - გულისამრევად თქვა შავგვრემანმა.
- უკვე ისე მიეჩვიე აქაურობას რომ უკვე ყველაფერი იცი არა ? ახლავე გიჩვენებ ! - მისკენ გაიწია,ხელით მოვქაჩე და თვალებით გაურკვევლად მივაჩერდი. რას აკეთებს ? თვალები დავაწვრილე და ვკითხე „სერიოზულად“ ? - მადლობა ევიტას გადაუხადე !
- ხო,ხო როგორ არა იოცნებოს. - მის ირონიაზე უბრალოდ გამეღიმა.
- შე გათამამებულო გოგო ახლავე გიჩვენებ ! - ისევ გაიწია მაგრამ ისევ შევაჩერე.
- ქეთა მის დონემდე ნუ დაეცემი ! - საროჩკაზე მოვქაჩე და მზერა შოთაზე გადავიტანე,მომლოდინე თვალებით მივაჩერდი,მან კი დაბნეულად შემომხედა. - აპირებ შენი გოგო სადმე გადამალო სანამ შენს დას შემოაკვდება თუ მანდ იდგები და სანახაობით დატკბები ? - წარბები მაღლა ასწია და ხარბად ამათვალიერა,ჯანდაბა რა უხერხულია! მგონი ისე ავწითლდი რომ ჭარხალს დავემსგავსე.
- მირჩევნია სანახაობით დავტკბე - წარბები ეშმაკურად აათამაშა და კიბეს მიეყრდნო. ენა ჩამივარდა, ვერ მოვიფიქრე რა მეთქვა, რაიმე სისულელის წამოყრანტალებას ჯობდა გავჩუმებულიყავი და ხმა არ ამომეღო.
- წამოდი ჩემს დას გაგაცნობ თორემ ეს ბავშვი ჭკუიდან შეგშლის ! - ხო თუ უკვე არ შემშალა. ხელი ჩამავლო და სამზარეულოში გამიყვანა,სადაც საყვარელი ქერათმიანი გოგო დამხვდა. შოკოლადები გარშემო შემოეწყო და გემრიელად შეექცეოდა. - ნატალი ეს ევაა ჩემი ახალი საუკეთესო მეგობარი. - ქეთამ ფართოდ გაიღიმა და დის რეაქციას დაელოდა. გოგონამ ალმაცერად შემომხედა და პირდაპირ,მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხრა
- არ მომწონხარ. - უემოციოდ მითხრა და თავის შოკოლადებთან ერთად ნებივრობა გააგრძელა
- ნატალი ეს უზრდელობაა ! - უსაყვედურა ქეთამ,მე კი ვუთხარი რომ თავი დაენებებინა
- ხომ იცი რომ პირფერობა არ მიყვარს. - შეუღრინა თავის დას,ღმერთო რა ავია. - თანაც ნუ მეუბნები რომ ის ადამიანი მომწონდეს ვინც ჩემს ძმასთან წევს. - მის პასუხზე პირი გავაღე და ისტერიკული სიცილი დავიწყე,თან სიცილით ვეუბნები
- ოჰ, არა არა მე და შენს ძმას ერთად არ გვძინავს,ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. - ხელი ჩავიქნიე და სიცილს თავი დავანებე.
- რაცარუნდა იყოს, ადრე თუ გვიან,მაინც დაწვები ასე რომ,წინასწარ ვერ გიტან და ეს არ შეიცვლება. - თქვა და ხელი გაილოკა. მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე.
- არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი,ამიტომ გადავიტან. - ვუთხარი მხიარულად,როგორც ჩამს ჩემმა პასუხმა გაარკვია.
- ის დღეს ჩვენთან რჩება ამიტომ კარგად მოექეცი თორემ ორი კვირა შოკოლადს ვერ ეღირსები ! - გოგონამ წამის მეასედში 32-ვე კბილი გადმოყარა.მის ქმედებაზე გამეცინა. მოულოდნელად სახე დაასერიოზულა და უკმეხად მიუგო
- ვერ ეღირსები,თანაც მაგით მაინც ვერ დამაშნებ სადაც არ უნდა გადამალო მაინც მივაგნებ,ასე რომ თავს ნუ იწუხებ და ვინმე სხვა დააშანტაჟე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent