capricorn ნაწილი2(I) +18
მეორე ნაწილი ----------ტორო--------- კარგად მახსოვს რატომ ჩავაბარე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ჩემი სკოლა სახლიდან ძალიან შორს იყო შესაბამისად ყოველ დილით ავტობუსში ყველას გადათელვა მიწევდა, თითქოს ალეგორიულად აქედანვე ვემზადებოდი დაბრკოლებებისთვის. ყველაფერს და ყველას ვაკვირდებოდი, ადამიანების მოძრაობას, მიმიკას, ყოველ სიტყვას და ყველაფერში კანონზომიერებებს ვეძებდი. გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, რატომღაც საშინლად მიხაროდა თეძოებზე შემოხვეული ჯინსის ქურთუკი, თვალებში მოჭყიტინე მზე და აქოშინებული პუტკუნა ქალები, რომლებსაც ოფლი სახეზე ეხთქებოდათ და შემდეგ წვეთ-წვეთად მთელს სხეულზე ჩამოსდიოდათ, ვიდექი ჩუმად და ვტკბებოდი იმ მელოდიით, რომელსაც ჩემი ყურსასმენები ტვინის იმ უჯრედებს გადასცემდნენ, რომელიც სმენას აკონტროლებს. ღიღინით ვყვებოდი უკვდავ კომპოზიციას Guns N' Roses-Paradise city და ბედნიერებისგან ვიბერებოდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ, გაჩერებაზე ორი მაღალი და ლამაზი გოგონა ამოვიდა, აშკარად ეტყობოდათ საუკეთესო მეგობრები იყვნენ, წამით შემშურდა მათი რადგან მეშინოდა მომავლის, იმის რომ ჩვეულებრივი ცხოვრება არ მექნებოდა, თითქოს მთელი ამ ჩემი სიძლიერის უკან უსუსური გოგონა იმალებოდა კომპლექსების სავსე ბუკეტით, ეს მართლაც ასე იყო იმ დროისთვის. ვაღიარე, რომ მეშინოდა მომავლის, მეშინოდა ყველაფრის რაც გაურკვეველი იყო და ბუნდოვანი, პრაქტიკულად მოაზროვნე ადამიანებს ყოველთვის თან სდევთ იმის შიში, რასაც ვერ დაგეგმავენ, რასაც ცხოვრება მოუტანთ, ასეთია განგება. მახსოვს როგორ ვაკვირდებოდი მათ, შორიდან ვათვალიერებდი ჩაცმულობას და ქცევას, მაშინვე ვიფიქრე, რომ პირველკურსელები არ იყვნენ და ამის შემდეგ სიმღერაც გავთიშე, არ ვიცი რატომ მაგრამ მათი დიალოგი ჩემთვის მაშინაც საინტერესო იყო და ახლაც მახსენდება, როდესაც ამ დღიურში ჩემი ცხოვრების ყველა დეტალს ვწერ პარიზის ერთ-ერთი მივარდნილი ქუჩის ასეთივე მივარდნილ სახლადწოდებულ ქოხში. --შენ გინდა ბედნიერი იყო? -მინდა -იტყუები-მომაბეზრებლად გადაიქნია თავი -არ ვიტყუები და ნუ ხარ ენამწარე -შენ, რომ ბედნიერება გინდოდეს იცი რას იზამდი? -..... -იცი როგორ მოიქცეოდი? -..... -არ იცი და მე გეტყვი, ადგებოდი და ყველა უთქმელ სიტყვას იტყოდი, არაფერს შეინახავდი გულში, გახვიდოდი გარეთ და წამს არ დაკარგავდი ბედნიერებისთვის, ყველა გეყვარებოდა და ყველას ეყვარებოდი -ყველას ვერ ეყვარები -სწორედ ეგ სკეპტიკოსობა გაიძულებს იყო უბედური, შეიძლება არ ყვარებოდი მაგრამ შენ ხომ ამას ვერ მიხვდებოდი -რატომ? -იმიტომ რომ ბედნიერი იქნებოდი.. მათი დიალოგის გაგრძელება ვერ მოვისმინე, რადგან ჩემი გაჩერება იყო და ჩაფიქრებული დავუყევი დაღმართს, დღემდე მეფიქრება ამ სიტყვებზე. ---------ავტორი--------- კარზე ზარის გაბმული ხმა არ წყდებოდა, ლევანი ძლივს გამოერკვა ძილბურანიდან და თავზე ხელი გადაისვა -ვინ უნდა იყოს ამ შუა ღამით?-სწრაფად გაიფიქრა და საწოლიდან წამოდგა, კარები გაასრიალა და მისაღები გადაკვეთა. -რომელი ხარ?-სიბნელეში ვერ არჩევდა სახეს -გამიღე-ლევანის გაკვირვება მაშინ გამოესახა სახეზე, როდესაც კარები გააღო და ხელში სახეალენძილი დიმიტრი შერჩა, თავი გადააქნია და განადგურებული მეგობარი სახლში შემოუშვა. -რა გჭირს? რანაირი ხმა გაქვს?-კითხვები მრავლად მოგროვდა ლევანის გონებაში -სასმელი გაქვს?-თითქოს არც გაუგონიაო ისე მივიდა ფანჯარასთან და გამოაღო -კი, მაქვს-ზედმეტი სიტყვების გარეშე მივიდა კარადასთან და სასმელი ჭიქებში გაანაწილა -მეტყვი რა მოხდა?-მხოლოდ მაშინ იკითხა ლევანმა, როცა დუმილი საუკუნედ მოეჩვენა დიმიტრის სახეზე გაურკვეველი ემოციები ეწერა, თითქოს ყველაფერი ერთად შეესია და უკუნით ხვრელში ჩაიყვანა მისი სული, თითქოს ვიღაცამ ადამიანობა ამოგლიჯა და შეშლილობა შთაბერა, არ გავდა სულიერს, მითუმეტეს ისეთს, როგორიც ის ლევანს ახსოვდა. -იმან, მეც დამინგრია ცხოვრება და თვითონაც დაინგრია -ვინ იმან ? ამიხსენი ნორმალურად თუ კაცი ხარ-ლევანი უკვე წყობილებიდან გამოდიოდა, ეს აბდა-უბდა საუბარი ვერანაირად ვერ გაეგო. -კაცი ? ჰმ-ირონიულად ჩაიცინა დიმიტრიმ, რაც შემდეგ საშინელ ხარხარში გადაეზარდა, ლევანი არეული უყურებდა მეგობარს, თვალებს აწვრილდებოდა და ისე აკვირდებოდა, აინტერესებდა მის მზერაში იქნებ რამე ამოეკითხა, მაგრამ ამაოდ, ის ისეთივე არეული და გაუგებარი იყო, როგორც მისი სიტყვები. ორივემ სწრაფად გამოცალეს 3 ჭიქა უთქმელად, ლევანს თავი ასტკივდა და სავარძელზე დაჯდა, ელოდებოდა რაიმეს როდის ეტყოდა დიმიტრი, მაგრამ დუმილი ახლა მეტოქის იარაღი უფრო იყო ვიდრე მისი -რაო მეტოქეო?-როდის გახდა მისი საუკეთესო მეგობარი მეტოქე?ნუთუ მაშინ, როცა მათ შორის ქალი ჩადგა, ნამდვილი და საბედისწერო ლამაზმანი, მისი მიმზიდველობით ორივეს თავი დააკარგვინა და მაშინ ლევანს თითქოს ნათურა აუნთესო თავში უეცრად წამოხტა. -მისმინე შენ რამე ისეთი ხო არ იკადრე რაც ? -კი, მე მე -ორმეტრიანი ვაჟკაცი ალუღლუღდა, ხელები აუკანკალდა, მთელი მისი არსება აჰყვა ამ ნერვიულობას, თითქოს მოტყდა და დაპატარავდა, იმას ლამობდა რომ დაფერფვლილიყო, ჯერ ვერც სინანულს განიცდიდა და ვერც თვითგვემაში ვარდებოდა, რადგან სულ რაღაც 2 საათის წინ, კაციდან ლაჩრად გადაიქცა. -რა შენ ? -ლევანი ახლოს მივიდა, სახე დაეჭიმა ამ წამს დიმიტრის ერთი სიტყვა, რომელიც მის ფიქრს დაამტკიცებდა და მზად იყო სახე მოეგლიჯა მისთვის, ყველაზე მეტად არაკაცებს ვერ იტანდა, ერთადერთხელ ასწია მამამისმა დედაზე ხელი და მაშინაც არ დაურტყამს უბრალოდ მცდელობა ჰქონდა, ახსოვდა ლევანს როგორ აპირებდა გაქცევას და ქალისთვის ამოფარებას, რომ მისი წილი დარტყმა ამ უკანასკნელს მოხვედროდა, მაგრამ საბედნიეროდ თავი გააკონტროლა მამაკაცმა. ამ წამსაც ლევანი იგივეს გრძნობდა, რას არ მისცემდა დიტოსგან ეს სიტყვები, რომ არ მოესმინა -ძალა ვიხმარე, არ უნდოდა და დავაძალე, მისი ბრალია ყველაფერი მისი ბრალია-დაბალი ტემბრიდან მის ხმას რატომღაც ძალა შეემატა და ღრიალი დაიწყო, თითქოს უსუსურობის ჩაკვლა უნდოდა, თავდაცვის ინსტიქტი აამუშავა და საკუთარივე თავს დაესხა ამ სიტყვებით. ლევანი უთქმელად მიხვდა ვისზე იყო საუბარი, უთქმელად იგრძნო ზიზღის დიდი ტალღა, რომელიც მის ორგანიზმში დაიბადა, განვითარდა და მძვინვარედ ამოხეთქა. არცერთი სიტყვა არ უთქვამს დიმიტრისთვის უბრალოდ გაუცნობიერებლად ასწია და მთლიანი მკლავი ჩაარტყა სახეში, სასმლისგან გათანგული მამაკაცი უღონოდ დაეშვა იატაკზე და გონება დაკარგა. უნდოდა კიდევ ჩაერტყა, უნდოდა იქამდე დაესისხლიანებინა სანამ აუტანელ ტკივილს არ იგრძNობდა ხელებში, მაგრამ შეჩერდა, მის სახეს დახედა -საწყალი ხარ-ძირს დაიფურთხა და ამით ყველაფერი თქვა, არ იყო საჭირო სხვა განადგურება დიმიტრისთვის, ან რა საჭირო იყო გაეგო ეს ყველაფერი, იცოდა მისი ხასიათი იცოდა, რომ მთელი ცხოვრება ინანებდა ამ საქციელს, ამაზე მეტი დასჯა კი ადამიანისთვის არ იარსებებდა. ფეხებით გაათრია და სავარძელზე დასვა, ფეხსაცმელი გახადა ვისკის ბოთლს თავი მოხადა და მოიყუდა, სახე დაემანჭა, მაგრამ ორგანიზმი ჩაუთბა, ვერასდროს იფიქრებდა, რომ მისი მეგობარი მოძალადე იქნებოდა, იქნებ თვითონაც იყო ? იქნებ თვითონაც გაეკეთებინა ოდესმე რამე მზგავსი ? ძალიან იზიდავდა ქალი, მასში ყველაფერს აღვიძებდა, მაგრამ ყოველთვის იკავებდა თავს ბევრი გარემოებების გამო. სიგიჟემდე მოსწონდა მისი მიხვრა-მოხვრა, სხეული, წვრილი წელი და მკვრივი ძუძუები აგიჟებდა, თითქმის გამჭვირვალე კაბიდან მომზირალ ვარდისფერ და სათნო კერტებს, რომ იხსენებდა მაშინვე ინთებოდა, ეს ქალი მასში განსაკუთრებულს და მძვინვარეს აღვიძებდა, იქნებ დიმიტრისაც იგივე დაემართა და თავი ვერ შეიკავა -აპატიე სისუსტე-ალტერეგო ეჩიჩინებოდა მამაკაცს, მაგრამ რთული იყო იმის გააზრება, რომ ამ სუფთა და მისთვის სასურველ სხეულს ვიღაც ძალით დაეპატრონა, ლოშნიდა და აკივლებდა, ატირებდა. სწრაფად წამოვარდა ფეხზე და დიმიტრის სიძულვილით დახედა, მუშტი ჰაერში ასწია, მაგრამ არ დაარტყა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ან რა ხდებოდა მის გარშემო. სიჩუმე იყო... ცარიელი ვისკის ბოთლი ჰორიზონტალურად იყო გაწოლილი მაგიდაზე... დიმიტრის მშვიდად ეძინა და ტუჩგახეთქილს სისხლი პირზე ჰქონდა შემშრალი... ლევანი ფანჯარასთან იდგა და ღმერთმა იცის რას ფიქრობდა... თითქოს მისი სულიც იტანჯებოდა და სხეულიც... მთვარე კი არსად ჩანდა... ყველგან სიბნელე იყო... მესმის, რომ პატარა თავი იყო მაგრამ შემდეგში დიდს გპირდებით :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.