შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო (თავი 4)


15-03-2017, 00:10
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 606

კარი დაბნეულმა მივხურე. არც კი ვიცი გავბრაზდე, თუ გავატარო ეს სითავხედე. თუმცა, გაბრაზება არ გამომდის, ამისთვისაც კი არ მყოფნის თავმოყვარეობა. მგონია, რომ ყველანაირი შეურაცხყოფა სრულიად ბუნებრივია ჩემი მისამართით. კარი მივხურე და სტუმრებს მივუბრუნდი.
ის „თავხედი“ არსად ჩანს. მხოლოდ ჟანეტს და გიგას ვხედავ, როგორ მოკალათებულან დივანზე და აგემოვნებენ ერთმანეთის ტუჩებს. „აშკარად ზედმეტი ვარ, ჯობს ყავა მაინც მოვამზადო.“ - გავიფიქრე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, შუქი ავანთე და შევცბი - ეს თავხედი - პირდაპირ თვალებში მიყურებს! საშინელი თვალები აქვს, კუპრივით შავი - სისხლის ოკეანეში. ღრმა ნაფაზი მოარტყა და კვამლმა თვალები კიდევ უფრო ჩაუსისხლიანა.
მიყურებს და თვალს ვერც მე ვაშორებ, სრულიად უმოქმედო და გაშეშებული ვდგავარ ერთ ადგილას, აზრები სადღაც გაუჩინარდნენ, ერთადერთი რასაც ვგრძნობ ისაა, რომ მეშინია! კატასტროფულად მეშინია ამ თვალების. თვალსაც არ ახამხამებს, ნაფაზს ნაფაზზე ურტყამს და მიყურებს დაკვირვებით, თავი ოდნავ გადააგდო მარჯვნივ - ქვევიდან მიყურებს! სისხლი ამიდუღდა, ფეხებიდან დაიწყო ჩემი თვალიერება, ნელ-ნელა ზევით ამოდის და ისევ თვალებთან ჩერდება. ადგილიდან ვერ ვიძვრი, ნაბიჯის გადადგმაც არ შემიძლია. თვალები მიფართოვდება და ვგრძნობ რომ სადაცაა გული წამივა. ყველაფერს ხვდება, თავხედურად ხვდება და ოდნავ ღიმილი გადაჰკრავს სახეზე. მისი ღიმილი გამბედაობას მაძლევს და ორივე ხელით ვებღაუჭები ჩაიდანს. წყლით ვავსებ, ხელები მიკანკალებს და ძლივს ვდებ ჩაიდანს გაზქურაზე.
ზურგით ვდგავარ უცნობისკენ და უკან გახედვა არ მინდა, თუმცა მის მზერას აქედანაც ვგრძნობ - ბეჭებს მიწვავს და სიმხურვალე მთლიანად მედება მთელს სხეულზე. ვგრძნობ როგორ დგება და ჩემსკენ მოდის. მუხლებში ძალა წამერთვა და მგონია რომ სადაცაა წავიქცევი. ვგრძნობ ორ ნაბიჯში მომიახლოვდება, ჩემი გულის ცემა ტვინამდე ატანს და მთელი სხეული გულის ცემის რიტმს ყვება. ძალიან ახლოსაა, მეტი აღარ შემიძლია, ახლა ნამდვილად ჩავიკეცები, კანკალმა ამიტანა - მცივა.
თმაზე მეხება და მარჯვენა მხარეს, სახიდან მაშორებს. მერე მთელს თმას ხელზე იხვევს და უკან მქაჩავს, მე კი ხმას ვერ ვიღებ. რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას?! არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და რატომ აკეთებს ამას, მაგრამ მე წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლია. თავით მის მარცხენა მკერდს ვეყრდნობი, თვალები სიამოვნებისგან მეხუჭება, პირს ვაღებ და ენით ზედა ტუჩის ლოკვას ვიწყებ. რა ხდება ჩემს თავს?! მარცხენა ხელს თმიდან ყელზე მიცურებს და მაგრად მიჭერს, სუნთქვა მეკვრის... ყელიდან ხელი ზევით ააქვს და ყბაზე ისე მაგრად მაბჯენს, რომ ფაქტობრივად ბოლომდე ვაღებ პირს, მის მშვიდ სუნთქვას ვგრძნობ, მე კი ლამისაა გული ამომივარდეს. პირში სიგარა ვიგრძენი, მაიძულა ნაფაზი მომერტყა, მეც რათქმაუნდა წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია, თანაც ძალიან მესიამოვნა ღრმა ნაფაზი, მთელს ორგანიზმში ვიგრძენი გაჟრუება. თავბრუ მეხვევა, ყბაზე კიდევ უფრო მაგრად მიჭერს ცალ ხელს და პირს რაც შეიძლება ღრმად ვაღებ - მსიამოვნებს, მტანჯველად მსიამოვნებს ეს შიშიც, ზეწოლაც, ეს ტკივილიც ყბებში რომ ვგრძნობ. რამოდენიმე წამში ენაზე ისეთ წვას ვგრძნობ რომ უცბად თვალებს ვახელ, მინდა გავთავისუფლდე, საშინლად ამეწვა, მეტკინა. უცნობი მარცხენა ხელს პირზე მაფარებს, მაიძულებს გავჩუმდე და გადავყლაპო. სიგარეტის ფერფლი ყელში გადავუშვი და საშინელი გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. ამოხველების უფლებასაც არ მაძლევს, პირზე ხელი მაქვს აფარებული, ყვირილსაც ვერ შევძლებ.
ტუჩები მარჯვენა ყურთან მომიტანა.
-ჩშშშ... - ყურიდან მისი ჩურჩული მთელს სხეულში მალამოსავით მომედო, თვალებიც კი დავხუჭე სიამოვნებისგან და დავემორჩილე.
ჩაიდნის კივილმა გამომაფხიზლა, აღმოვაჩინე რომ უცნობი სადღაც გაქრა. მისაღებში გავედი და ვხედავ როგორ ჭუკჭუკებს გიგა და ჟანეტი, უცნობი არსაც ჩანს. „ალბათ წავიდა“-გავიფიქრე და შიგნიდან რაღაც მეტკინა, უცნაური ტკივილი იყო. ასეთი ტკივილი არასოდეს მიგრძვნია. რატომღაც მეგონა რომ სამზარეულოში მიბრუნებულს, ის ისევ იქ დამხვდებოდა, მაგრამ - არა! სადღაც გაქრა, მინდა ჟანეტს ვკითხო მის შესახებ, მაგრამ ეს ჩემგან სრულიად არაბუნებრივი იქნება, არ მინდა შეკითხვების კორიანტელი მისგან, ამიტომ გადავწყვიტე არაფერი მეკითხა.
ყავა მოვამზადე და სტუმრებთან გავედი.
-არაჩვეულებრივ ყავას ამზადებ ემი, საკუთარი ბიზნესი უნდა წამოიწყო, სახელად „ემილის საიდუმლო რეცეპტი“ - ირონიულად ეცინება გიგას, თან ჟანეტს გახედა და თვალი ჩაუკრა.
-ჩემს ემის ყველაფერი იდეალურად გამოსდის. - არ ესიამოვნა ჟანეტს ჩემს მიმართ ირონია.
მე კი საერთოდ არ მანაღვლებს ქედმაღალი გიგას სიტყვები, პირში ფერფლის გემო მაქვს და გულისრევის შეგრძნება, თუმცა არ მინდა გავიქრო. სასიამოვნოდ გულისამრევი გემო აქვს. ეს გამო სრულიად ჰგავს იმ უცნობს. სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან მისი სისხლიანი თვალები მელანდება, რომელიც ჩემი სამყაროდან, რეალობაში გადმოსულს ჰგავს. ვგრძნობ, რომ ჩემი ფიქრები სადღაც, დავიწყებაში დაიკარგნენ და აბსტრაქტული სამყაროს გარეშე ვრჩები. არა, ოღონდ ეს არა, ჩემს სამყაროს ვერავინ წამართმევს. შეშინებული წამოვხტი სავარძლიდან.
-რა გჭირს, ემი? - ერთხმად მეკითხება გიგა და ჟანეტი.
-არაფერი. -ვუპასუხე მე და ჩემს ოთახში გავედი.
წყვილის ჩხუბის ხმა ოთახშიც აღწევდა.
-ხომ გაგაბრთხილე, ძალიან მგრძნობიარეა და შენი ირონია არ სიამოვნებს მეთქი? -უყვირის ჟანეტი.
-ვიხუმრე, თუ შენს დაქალს იუმორის გრძნობა არ აქვს, რა ჩემი ბრალია? - თავს იმართლებს გიგა.
-არა არა, შენ ნამდვილად შეუგნებელი ხარ! ვერაფერს ხვდები. შენ ემი შენი სულელი დაქალები ხომ არ გგონია, ყველაფრის უფლებას რომ გაძლევენ? - ჩაურთო ირონია ჟანეტმა.
-ვის გულისხმობ? -შეცბა გიგა.
-ვის? ჰაჰა, ვის ვგულისხმობ? თაკოს. გგონია ვერ ვხვდები რომ გეპრანჭება? მე მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა გაპრანჭვა! - ირონია გაბრაზებაში გადაუვიდა. გიგასთვის ჯობს დრო იხელთოს და მოერიდოს ახლა ჟანეტს.
-გიჟი ხარ! ნამდვილი გიჟები ხართ შენც და შენი დაქალიც!- გამწარდა გიგა.
-გიჟი ვარ? მაშ რა გინდა ჩემთან? თაკოსთან გაიქეცი, იმას სულ ფეხებზე კიდია შენი ცხოვრებაც და შენც. - არა, სარკაზმში ჟანეტი ნამდვილად უბადლოა.
-კარგი, არ გვინდა ჩხუბი. მოდი ჩემთან...-ნებდება გიგა.
ხმა მიწყდა... ალბათ შერიგდნენ, ან ჟანეტმა თავში რაღაც ჩაარტყა და გათიშა. არა, ეს ბოლო გამორიცხულია, სამწუხაროდ.
ვცდილობ ჩემს სამყაროში შევაღწიო, მაგრამ ყველგან იმ უცნობის თვალებს ვხედავ. ვინ არის? საიდან მოვიდა? რა ჰქვია? რას წარმოადგენს? მე მასზე არაფერი ვიცი, საერთოდ არაფერი, გარდა იმისა რომ ყველაზე საშიში თვალები აქვს, რაც კი აქამდე მინახავს. წამიერად გავიფიქრე, რომე წინა დღით ჩემი თვალებიდან სწორედ ის მიყურებდა. რა სისულელეებზე ვფიქრობ, თავიდან არ ამომდის ეს უცნობი. უნდა ვკითხო, არა ჟანეტს უნდა ვკითხო ვინ არის? თავქუდმოგლეჯილი გავვარდი მისაღებ ოთახში, მაგრამ იქ აღარავინ იყო.
ოთახში შევბრუნდი და საკუთარ თავს ვუბრძანე მალე ჩამძინებოდა, რომ მეორე დღეს ჟანეტისთვის დაწვრილებით გამომეკითხა იმ უცნობის შესახებ.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
მართალი იყავი, რომ მითხარი მეოთხეში იცნობ საკუთარ თავსო. სიტყვები არ მაქვს, მშლი, მანგრევ, მერე მაწყობ... რა არსება ხარ ასეთი...

გგრძნობ. :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent