შემოტევა
-21 შემოტევა ჩემი დაბადების დღიდან ბუნებრივია, ვერ დავიწყებ ისტორიას. და თუ ხვდებით იმიტომ რომ ჩემი ბავშვობა ისევე, როგორც ყველას ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. ისე რომ ვთქვა არც არაფერი მომხდარა, იმ საოცარ დღემდე განსაკუთრებული ჩემს ცხოვრებაში. - არასდროს დამიგეგმავს ჩემი ცხოვრების რომელიმე დღე წინასწარ, იმიტომ რომ არ მიყვარს შედგენილი გრაფიკით ცხოვრება. ალბათ ის საოცარი დღე, რომ დამეგეგმა უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არ ვიცი ეს მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი ვარაუდია, ჩემი ცხოვრების ერთ მშვენიერ დღეზე. აქამდე არც წერით ვიყავი გატაცებული, მაგრამ თებერვალი დადგა და მოგონებებში ჩავიძირე. ვწერ ნამდვილ ამბავზე, ვინაიდან არ მიყვარს ფანტაზიებით დაწერილი სიყვარულის შესახებ რაიმეს კითხვა, ამიტომ გადავწყვიტე ასე! ჯერ ძალიან პატარავარ სიყვარულისთვის, მაგრამ უცვლელია ის ფაქტი რომ ''გულს ვერ უბრძანებ''. ასერომ დავიწყოთ, შეიძლება მე დღეები, კვირეები ან თვეები დამჭირდეს ჩემი გრძნობის დასაწერად, მაგრამ თქვენ ამის წასაკითხად ერთი მშვენიერი საღამო ყელშიც კი ამოგივათ. <--- ამას გპირდებით. სავარაუდოდ გაინტერესებთ, რას ნიშნავს -21 ამასაც მალე მიხვდებით, რათქმაუნდა თუ შევძელი ამ გრძნობის თქვენამდე მოტანა... - დღეს 2017 წლის 21 თებერვალია, ყველაფერი კი 2015 წლის 21 თებერვალს დაიწყო. შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ბედნიერ მოგონებად იქცა. მინდა სულ მახსოვდეს, მინდა სულ ვგრძნობდე ამ სასწაულს, რასაც სიყვარული ჰქვია. მინდა მჯეროდეს რომ ისევ მოვა... - ადრე რომ გეკითხათ სიყვარული რა არისო?! გიპასუხებდით რომ არ ვიცი, მაგრამ დღეს გიპასუხებთ რომ სიყვარული არის, ნ-21. - -21 დღე პირველი. მე და ჩემი დაქალები ვერაზე გავედით, ჩემი მეობრის სანახავად. ქარმა დამიბერა და თმები რაღაც საოცარ ფორმაზე დამიდგა. მოვტრიალდი და ჩემი მეგობარი დავინახე, ერთი ძალიან უბრალო ბიჭი ახლდა თან, ძალიან მეტყველი თვალებით. მივუახლოვდი და უცებ რაღაც ვიგრძენი, ისეთი რაღაც რაც აქამდე არასოდეს მიგრძვნია. გაცნობის წუთიდან სახლში მისვლამდე სულ იმაზე ვფიქრობდი, რაც დამემართა მის დანახვაზე და აზრი ვერ გამომქონდა. იმ საღამოს უფრო მარტივად შევედით კონტაქტში, ვიდრე წარმოვიდგენდი. - -20 (გრძელდება). გათენდა, მე ისევ იმაზე ვფიქრობ თუ რა დამემართა და ისევ ვერ გამომაქვს აზრი. შუადღეს ისევ ვერაზე მოვხვდი, სადაც მეორედ ვნახე ეს ადამიანი. 51 სკოლასთან ვიდექით, როცა უამრავი ბავშვი დავინახე, სკოლის შესასვლელთან და ამჯერად ამ ადამიანმა გამაცნო რამდენიმე მისი მეგობარი, რომლებსაც ჩემს დანახვაზე რეაქცია, არ ჰქონიათ და სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არცერთს არ მოვწონებივარ. გადიოდა დღეები და ჩვეული რიტმით ვაგრძელებდი ცხოვრებას. შეიძლება ითქვას ცოტათი შეცვლილი რიტმით. გათენდებოდა თუ არა სკოლაში წასასვლელი ვერაზე მივდიოდი, იქიდან კი აღარც კი მინდოდა სახლში წასვლა. ყოველი დღის განმავლობაში ისე ვეჩვეოდი, რომ მის გარეშე თუნდაც ერთი დღეც კი ვეღარ წარმომედგინა... - -19 (გრძნობ?). 19 მარტს ჩემი დაბადების დღეა, რომ გითხრათ არ ვგიჟდები ამ დღეზე და დიდად არც აღნიშვნა მიყვარს. 2015 წლის 19 მარტს ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მთელი დღე გავატარე ადამიანთან, რომლის ყველა შეხებაზე ტანში ჟრუანტელი ჩამივლიდა და მის გამოხედვაზე თვალები სიხარულით მიბრწყინავდა. ის საღამო იყო დაუვიწყარი.. იმდროს როცა სახლის ეზოში ვიყავით გასულები, ვლაპარაკობდით მაგრამ ცოტახნის შემდეგ ხმას აღარ ვიღებდით. დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ ჩახუტებულები ვიდექით და საუბრის გარეშეც, ვხვდებოდით რისი თქმაც გვინდოდა... და აი იმდროს ვიგრძენი, რაღაც უძლიერესი, ულამაზესი სიყვარული... - -18 (შეიძლება) ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ზღაპრებშია, მაგრამ არის რაღაცეები რაც ზღაპრებსაც კი სჯობს.! შეიძლება ფიქრობდეს ასე ერთი გულნატკენი გოგონა? ( შეიძლება. - -17(მოდი. ძალიან ლამაზად დავიწყეთ ყველაფერი, მაგრამ როგორც ფილმებშია რაღაცამ მაინც შეგვიშალა ხელი. როცა ორ ადამიანს შორის ჩნდება ბზარი, რაც არუნდა დიდი სიყვარული ყოფილიყო იქ მაინც არ ბრუნდება ისეთივე ძლიერი გრძნობა როგორიც, მათ აქამდე აკავშირებდათ. ჩემს შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა, დიდი სიყვარულით დავიწყე, დიდი გულისტკენით გავაგრძელე, მაგრამ უფრო დიდი სიყვარულით ვაგრძელებ. - -16 (შეიძლება ეს ის იყო რაც არასდროს განმეორდება). ჩემი გრძნობა დღითიდღე უფრო იმატებდა, მაგრამ იმ ერთის გარდა ყველა ამჩნევდა. გადიოდა დღეები და ვხვდებოდი, რომ ესეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა... ვფიქრობდი ასეთ პატარა ასაკში მართლა შესაძლებელია თუ არა, ვიღაც ისე გიყვარდეს რომ გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევდე? ბოლოს მაინც იმ აზრზე ვჩერდებოდი რომ, ნამდვილად შესაძლებელია. მისი გამოხედვა უნდა გენახათ, შემომხედავდა თუ არა თვალები მიბრწყინდებოდა, მისი ჩახუტება საერთოდ მაგიჟებდა, ვგრძნობდი რომ მის გამო ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ საკითხავი ის იყო მოდიოდა თუ არა მისგანაც იგივე... - -15 საშუალო სიმაღლის, ქერა, გამხდარი, ყავისფერი მეტყველი თვალებით, უბრალო ბიჭი, რომელმაც რაღაც ახალი და ლამაზი დამანახა ამ სამყაროში. ყველაფერს სხვანაირად ვუყურებდი, უამრავ რაღაცაზე შეხედულება შემეცვალა, შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი გავიზარდე რაც არც თუ ისე მოსაწყენი იყო.. ხალხის უმეტესობა ამბობს რომ, როცა იზრდები და ვითარდები, ცხოვრებას სხვაგვარად უყურებ. ამბობენ თუ მარტო იზრდები უფრო და უფრო დამღლელი და გრძელია გაზრდის პროცესიო, მიხარია რომ რაღაც ეტაპი მარტო არ ვიზრდებოდი, ისიც მიხარია რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი.. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის. - -14 (ვიხსენებ) გახსოვთ?! დასაწყისში გითხარით რომ ჩემი მეგობარი უნდა მენახა 51-ესთან. ამ დღემდე 7 დღით ადრე, მასთან სახლში ვიყავი, მეგობრის ტელეფონი მეჭირა სადაც იმდროისთვის ჩემთვის უცნობი ადამიანის, სახელი და გვარი წავიკითხე.. შვიდი დღის შემდეგ, გავიცანი და ვერც კი ვიფიქრებდი რომ 2 წლის შემდეგაც გავიხსენებდი იმ დღეებს, იმ სიყვარულს რომელმაც თავგზა ამიბნია. მაგრამ ეს ხდება. მე დღეს ვზივარ და იმ სიყვარულზე ვწერ, (სიმართლე გითხრათ ამასაც ვერ წარმოვიდგენდი), მაგრამ არსებობს მოგონებები, რომლებსაც ვერასდროს ამოვშლით ჩვენი გონებიდან. იმას რავუყოთ მხოლოდ მოგონებებით რომ გვიწევს ცხოვრება?! ალბათ ამასაც ეშველება... - -13(ვერ ვფიქრობ). გაინტერესებთ ამ ბედნიერი დღეების შემდეგ, რამდენი დრო გავიდა? 2 წელი და 15 დღე. ამ წლების განმავლობაში არავისთვის შემიხედავს სერიოზულად. არავინ მიმაჩნდა ისეთ სრულყოფილ ადამიანად, როგორიც ის იყო! სრულყოფილი არა ყველაფრით და ყველაფერში, არამედ სიყვარულში! ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა. - 12(ტრიალებს). თავში უამრავი აზრი მიტრიალებს. იმასთან დაკავშირებით თუ რატომ, არ შემიძლია იმ დროის დავიწყება. ალბათ იმიტომ რომ რაც ოდესღაც გაბედნიერებდა, მისი დავიწყება ძალიან რთულია) როცა გიყვარს ყველაზე ძლიერი და მომთმენი ადამიანი ხდები, ეს ასეა ყველა შემთხვევაში, ყოველთვის. თავში უამრავი აზრი ტრიალებს მაგრამ მე დღემდე ვერ მოვაბი თავი ამ ყველაფერს. - -11 - ჩემი დაბადების დღე მოდის.. მარტო იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება მეორე წელმაც ისე ჩაიაროს რომ შენგან ერთი სიტყვაც ვერ გავიგო. თუნდაც ერთი უბრალო ზარი ტელეფონზე, სიტყვებით გილოცავ ანი! ცოტა ფანტაზიებში გადავდივარ მემგონი იმიტომ რომ ეს არ მოხდება,აღარ მოხდება... - -10 - რაც უფრო ბევრს ვფიქრობ მით უფრო ვიბნევი. ალბათ ჩემი ერთ-ერთი მინუსია ეს მაგრამ ხშირად არ მემართება. მარტო მაშინ როცა ჩემს თავთან ღამით მარტო ვრჩები. არის მომენტი როცა დაიწყება და როცა უეცრად შეწყდება, ფიქრი იმაზე რაზეც დღემდე ვერ გამიცია პასუხი. - -9 - ნელნელა ვჩერდები. მინდა ის წუთი, როცა ვიგრრძნობ რომ საბოლოოდ გავჩერდი. აღარასოდეს მივიხედები უკან და აღარ გამახსენდება ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები. ამ წუთმა ძალიან დააგვიანა, ალბათ ძალიან გრძელ საცობშია გაჭედილი და ჯერ კიდევ ცდილობს იქიდან გამოღწევას, მაგრამ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მოაღწევს ჩემამდე. ეგ წუთი იქნება ერთდროულად ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და უბედური წუთი. - -8 - ცოტა ხნის წინ, დავფიქრდი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე. ბევრი ვიფიქრე, სხვადასხვა აზრზეც კი ვიფიქრე თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, მაგრამ საბოლოოდ ერთ საბოლოო დასკვნამდე მივედი. ჩემი ცხოვრება არსებობდა იქამდე სანამ მას გავიცნობდი. არსებობდა ოღონდ თან არ არსებობდა, იმიტომრომ საინტერესო, ახალი და კარგი არაფერი ხდებოდა. მისი გაცნობის დღიდან ჩემი ცხოვრება შესანიშნავი გახდა. - -7 (მონატრება?) - ხშირად ვგრძნობ მის მიმართ, მაგრამ ეს დროებითი შეგრძნებაა. მართალია ზოგჯერ ძალიან მტკივნეული მაგრამ დროებითი. როცა თვალებს ხუჭავ და ხვდები, რომ უბრალოდ საოცარია შენი ცხოვრება მარტო იმიტომ რომ ამ ადამიანთან ურთიერთობის, ჩახუტების, ყურების საშუალება გქონდა. მშვენიერ ადამიანად გრძნობ თავს, იმიტომრომ სიყვარულმა გაგალამაზა და მონატრების გრძნობამ სხვა დანარჩენი შეგმატა. შენ აცნობიერებ რომ, სრულყოფილი გახდი. მას შემდეგ რაც გიყვარს... - -6 - ცხოვრება ძალიან რთულია. და ძალიან ხანმოკლეც იმისთვის, რომ ერთი და იგივე გრძნობა სხვადასხვა ადამიანთან შეიგრძნო. მე ის ფაქტი მაბედნიერებს რომ ამ ასაკში ესე ძლიერად შემიყვარდა. მე მიხარია რომ დღეს შესანიშნავი ადამიანი ვარ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა. მე მიხარია რომ ეს ადამიანი არსებობს. ბედნიერივარ იმით რომ, ცხოვრებაში უამრავი რამ მასწავლა მასთან ურთიერთობამ! მადლობა იმ ბედნიერი წუთებისთვის რაც მასთან გავატარე. იმ უბედური წუთებისთვისაც დიდი მადლობა, იმიტომ რომ სხვანაირად ასეთი ძლიერი არ ვიქნებოდი. - -5 - ნელ-ნელა გრძნობ რომ მთავრდება. უბრალოდ შენი დრო იწურება.. ძნელია შეეგუო იმ ფაქტს, რომ ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის აღარ გაიღიმებს, შენ აღარ შემოგხედავს და დაგელაპარაკება... მაგრამ ყველაფერს ვეჩვევით. უბრალოდ შეიგრძენით და არ შეწყვიტოთ ამის გამეორება მასთან ვინც გიყვართ. - -4 - ვისთვის როგორ მაგრამ ჩემთვის ბედნიერება არის -21. რიცხვი როდესაც ჩემთვის საუკეთესო ადამიანი გავიცანი. დღე რომელიც რომ არ ყოფილიყო, მე ასეთი არ ვიქნებოდი. - -3 - უკვე ვიბნევი. ვფიქობ როგორ შევძლებ იმის ატანას რაც ამ ყველაფერს მოყვება, მაგრამ მთავარია ის ითქვას რაც ყოველთვის იყო სათქმელი. - -2 - მე უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი თამამი გოგონა ვარ, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ აიტანა, მაგრამ ყველაფერში იპოვა პლიუსები. ცხოვრობს ისევ ძველი რიტმით და აგრძელებს ბედნიერად ცხოვრებას, გარშემო ადამიანები აბედნიერებენ. ის ხალხი რომელსაც ის არასდროს მიუტოვებიათ. -21 თან ერთად მისთვის ბედნიერება ესეც არის. - -1 - ცხოვრებაში ბევრ რამეს ნახავთ, მაგრამ ლამაზ და ძლიერ სიყვარულს ყველა ფეხის ნაბიჯზე არ შეხვდებით. მე ბედნიერი ვარ! მე ძლიერი და ლამაზი სიყვარულით მიყვარდა და ეს არასდროს დამავიწყდება. ჩემთვის ბედნიერება ეს არის! -21 - დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.