I wanna be yours(თავი 1)
9 დეკემბერი საიდან დავიწყო არ ვიცი, ალბათ ყველაზე საინტერესო დასაწყისი ეს იქნება. ახლა მარტია,გიჟური მარტი,გაზაფხული, შემდრგ ზაფხული მოვა,შემოდგომა და ბოლოს ზამთარი სრულიად გაგვაპარტახებს. ჩემი პროფესია ალბაგ შესწავლაა, ამოცნობა, ჰობი ნერვიულობა,ტირილი და ღიმილი. ადამიანებსაც ვსწავლობ, ვაკვირდები და დავასკვენი რომ წელიწადის დროებს ისინი განსაზღვრავრნ, აი მე იცით როგორ ადამიანებზე ვგიჟდები?!ყველა წელიწადის დროს რომ ატარებენ(ვიცნობ ასეთს). ერთი ამოსუნთქვით, ტკვილს რომ ამოიღებს და ოხვრას, ამით კი დედამიწას ღრუბელი გადააწვება, შავი ღრუბელი, ცრემლებით სამყაროს თოვას ან წვიმას მოავლენენ.ის ისეთია დედამიწასაც კი აატირებს. მაგრამ ერთი გაღიმებით ყვავილებდ გაფურჩქნის,ჩიტებს ააჭიკჭიკებს,ხეები კი ლამაზ ვარდისფერ ან თეთრ მვირტებს გამოისხამენ. ის ასეთია,მის გვერდით რომ ვდგები მცხება,აი ისე როგორც გაგანია აგვისტოში. შემოდგომით კი ერთი გახედვით ხეებს ფოთლებს გააცვევნინებს. ის ასეთია. ქალაქი სიწმინდით,თეთრით შეიმოსა, მთელი ღამე თოვდა, გაუჩერებლად(მე ეს დილით შევნიშნე).იმდენი დარდი მოაქუჩა ცხოვრებამ რომ ღმერთს შევეცოდე და დარდის შესამსუბუქებლად გათოვდა, დარდები დაფარა, აღარ ჩანს მაგრამ შიგნიდან იდგამს ფესვს და ამოხეთქავს. აი ახლაც მივდივარ თოვლში, მივდივარ, ნაკვალევს ვტოვებ და ვიცი რომ გაქრება მალე გაქრება(ნეტავ სევდაც ასე ქრებოდეს). ყველაფერი თეთრია მაგრამ გზები გაშავდა,ადამიანებმა თოვლი გააშავეს. ახლა თეთრი და შავი ერწყმიან ერთმანეთს, ლამაზიცაა, მაგრამ რათქმაუნდა ამანაც გამოიწვია პროტესტი ჩემში, თოვლიც გავაშავეთ. რაც შემეხება მე, გახლავართ ბოლო დონის(უარყოფითი მნიდვნელობით) ადამიანი, რომელიც რატომ გაჩნდა ბოლომდე ისიც კი არ იცის, ხშირად ვამბობ სიცოცხლეს გავწირავ სხვისთისთქო,რატომ? აბა რა ვიცი,ალბათ ,,რაღაც,, მაკლია,რაც ამ ყველაფერს მათქმევინებს. ერთადერთი რაც შემრჩენია გაპარტახებული სულია, მაკროსამყარო ისეთი პატარაა რომ ჩემს პატარა მიკროსამყაროში,სულში ეტევა, მაგრამ აზრი? ეს უფრო მტკენს, მანადგურებს. პატარა თერაპია: საწოლზე გადავეშვი, სხეული მოვადუნე, ტვინის მოდუნებასაც ვცდილობ, თვალები მაგრად მაქვს დახუჭული,თითქოს ტკივილი ნელდება, ატომები თავისუფლდებიან, ისვენებენ, გული რიტმულად, ნელა ძგერს. უცებ სადღაც ვვარდები, ვეშვები,თითქოს მივფრინავ.. შორს მივფრინავ, თვალებს სწრაფად ვახელ, ყველაფერი მეჭიმება კვლავ, ატომები იღლებიან, გული სწრაფად ფეთქვას იწყებს, ვდგები და სწრაფად გავრბივარ, სად? არცეს ვიციმაგრამ გავრბივარ და ენერგიას ვხარჯავ რომ დავიღალო და გავითიშო,გავრბივარ.. შუა ტყეში ვეცემი,ზემოდან ხეები დამყურებენ... თითქოს გათიშული ვარ, მოიცა ვინ ვარ? მე მე ვარ, მაგრამ მე არვარ, საკუთარ თავს შორიდან ვუყურებ მაგრამ ყველაფერი შემიძლია,ვფიქრობ სხეულს ვგრძნობ, ჯანდაბა რახდება, თვალებს ვხუჭავ კვლავ და ვხედავ სხეული შუა ტყეში აგდია, შორიდან ლამაზი შვილის ნუკრი მოდის უსულო სხეულთან, თითქოს აცოცხლებსო, შემდეგ სხეულის წინ იჩოქება, წვება ლეშის გვერდით და ისიც თვალებს ხუჭავს. თვალებს ვახელ შვილის ნუკრი? სხეული ტყე? სხეული? არაფერია მე მე ვარ, მორჩა, დამთავრდა, ტირილს ვიწყებ, სააბაზანოში გავრბივარ ცრემლებს ვიწმენდ. ჩემი თავი ვაიძულე გული ამერია,საზიზღრობაა,თან ვტირი მომეშვა, თითქოს ტკივილი შემსუბუქდა, ოთახში დავბრუნდი და წარმოვიდგინე, მიდი, მიდი შენც წარმოიდგინე ახლა რასაც გეტყვი, აიხედე ზემოთ, რას ხედავ? ცას ხომ? ცის იქეთ? ვერაფერს? როგორ არა ნახე, კარგად დააკვირდი ხო გალაქტიკა, მზის სისტემა, იმის იქეთ? აბა შენ რაიცი? წარმოსახვა ჩართე! იმის იქეთაც გალაქტიკაა, რომელშიც ჩვენი გალაქტიკაა მოთავსებული, ნახე შეხედე იმ პლანეტას, რა ლამაზია, ფერადი რომაა, კი აი ეს ისაა რის დანახებასაც ვცდილობდი, იცი ის მგონი მე შევქმენი, აქაც ჩვენ ვცხოვრობთ, ოღონდ ყველა ისეთია როგორიც შინაგანად, იცი ჩვენ ყოველღამე რაზეც ვვოცნებობთ ყველაფერი იქ ხდება, იცი რა კარგია? არაჩვეულებრივი ურთიერთობები აქვთ, იმიტომ რომ უყვართ ერთმანეთი, და ეხმანრებიან რომ ოცნებები აიხდინონ და სხვასაც აუხდინონ ოცნებები, იმიტომ რომ ოცნებები ჩვენთვითონ ვართ. საინტერესოა, საინტერესო. 10 დეკემბერი სარკის წინ ვდგავარ,თმა გავისწორე და უცებ გამახსენდა. როგორც ყოველთვის თავისუფალ დროს ქუჩაში დავდივარ, მაშინაც ასე ვიყავი. მთელი დღეა გარეთ, ქუჩებში დავეხეტები, ამინდის ბრალია, მიყვარს მარტი, დილით წვიმდა, შუადღით მზეა ახლა კი მოსაღამოვდა ცის კიდურიდან მზე გამოანათებს და უცებ ქრება, აქა-იქ კი ლამაზი ფიფქები მოდიან, ჰაერში ტრიალებენ, ტრიალებენ ბოლოს ზოგი ძირს ეცემა, ზოგი ნახევრად გაკვირტულ ხეებს, აი ლამაზი ფიფქების კორეანტელი რომელიც თითქოსდა ჰარმონიული ტანგოს ცეკვით ცა გაკვეთა,მიწაზე ჩამოვიდა ცეკვით და ბოლოს თმაგაწეწილ გოგონას სახის ნაკვთებს და ღაწვებზე მსხვილ-მსხვილ ცრემლებს ტანგოს ცეკვითვე შეერწყა, გოგონამ ჩემი ყურადღება იმდენად მიიქცია რომ მიყევი, ტირილით მიუყვრბოდა გზას, ბევრი ვერც ამჩნევდა ტირილს აბათ იმიტომ რომ ბაგეზე ღიმილი დასთამაშებდა, თვალები კი მუმიასავით ერთი ადგილისკენ გაშეშებოდა და მიდიდა, ბოლოს პატარა კაფეში შევიდა, ფანჯარასთან დაჯდა, იყურებოდა წვეთებსაც კი აკვირდებოდა, ძალიან უცნაური ადამიანი ჩანდა, მიმტანმა ჭიქა წუთელი ღვინო მიუტანა, ჩანთიდან წიგბი ამოიღო და კითხვა დაიწყო, ისე კითხულობდა თითქოს თვითონაც ერთ-ერთი გმირი იყოსო, თითოეულ სიუჟეტს მისი სახის მიმიკა გამოხატავდა, ბოლოს წიგნიდან თავი აწია, სახეზე კი ეტყობოდა რომ მისი სული ნელ-ნელა,ნაბიჯ-ნაბიჯ მზეს ერწყმოდა, სუნთქვას გრძნობებს ატანდა, 1 საათის წინ ტანგოს მოცეკვავე ფიფქებმა თავი ახლა იჩინეს, გოგონას თითქოს სახე გაეყინა, გაუცივდა მაგრამ ესეც უხდებიდა. ტირილი უხდებოდა, სასაცილოა. უცებ მზე გამოვიდა, ფიფქები კვლავ მოდიოდნენ, ტანგოს ცეკვით, თითქოს რაღაც უხაროდათ, მაგრამ რომ სცოდნოდათ სად მოდიოდნენ და სად ეცემოდნენ ასე ნამდვილად არ იქნებოდნენ. ხშირად მხვდებოდა,თითქმის ყოველ დღე. არ ვიცნობდი მაგრამ ახლობლად ვთვლიდი,ერთხელ დავინახე პატარა პარკში მოსეირნობდა აუჩქარებლად,ზურგზაკი ეკიდა და სიმღერებს უსმენდა, არავის და არაფერს უყურებდა უბრალოდ მოდიოდა,ხალხი გახედვადა ხოლმე, ის კი არა,უბრალოდ ისე ლამაზად მოდიოდა გავჩერდი მეც და ვუყურებდი, ბევრს მოსდიოდა ასე. მან ვერ შენიშნა,შემდეგ სწრაფად გვერძე ჩავუარე, წამიერად გავხედე,ის წინ იყურებოდა, ნიავმა თმა აუფრიალა და ზედ მომედო, სასიამოვნო იყო, უცებ ჩემი მზერა შენიშნა და დენდარტყმუკივით გამოიხედა, შეცბუნებულმა ვერ გავიგე რაუნდა მექნა და გავუღიმე, მანაც გამიღიმა,ლამაზად გამიღიმა. არასოდეს დამავიწყდება. 11 დეკემბერი სამსახურიდან დავბრუნდი,როცა მინდა მაშინ მივდივარ. ოფისის უფროსი ვარ და თუ მინდა არც მივალ,მირჩევნია დახლში დავრჩე,ახლაც შუშის კარადიდ ვისკი გადმოვიღე და ფალრვა დავიწყე,ბოთლი ნახევრად დავაცარიელე,ერთი პერიოხი არ ვსვამდი, მაგრამ ახლა სასმელს შეუძლია მხოლოდ ჩემი შველა. მაშინ უკვე კარგად ვიცნობდით ერთმანეთს,როცა ცუდ ხასიათზე იყო ძირითადად მაშინ ამოდიოდა ჩემთან და მეც ველაპარაკებოდი. პატარა მაგიდაზე დიდი ჭიქით ყავა დგას, ტელევიზორი თავისთვის გაიძახის რაღაცას, ბოლოს დგება, რთავს მას. ოთახში სიმყუდროვეა,უკვე სიჩუმეც. სახლში მარტო ყოფნა არ მიყვარს,არც მას უყვარდა, ამ დროს ბევრს ვფიქრობთ,მაგრამ არც საზოგადოებაში ყოფნა გვიყვარს ამ დროსაც ვფიქრობთ და თავს ვერ ვგრძნობთ კარგად. გამოდის რომ არაფერი გვიყვარს,მაგრამ როგორ არა, ორივე სეირნობაზე ვგიჟდებოდით. ფანჯარა დახურა. დავინახე ცრემლები მოსდიოდა, ახლა ავდგები და ჩავეხუტები, მაგრამ არა, თვითონ იწმენდს ცრემლს, ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და სააბაზანოში შევიდა. სარკეში ჩაიხედა, სარკეს ოშხივარი მისდებოდა და მხოლოდ მისი სიკუეტი ჩანდა გაკვრით, ხელი გადაუსვა რამდენჯერმე და გამოჩნდა, სახეზე ეტყობოდა სტკიოდა. ფანჯარა გავაღე, ეზოში გოგონას მიასვენებდნენ, ყველა ტირიდა, უამრავი ხალხი იყო. ისევ მას გავხედე, მის თვალებში კი ერთი ეწერა,,მეცოდება , ნეტა მის ადგილას მე ვიყო, ნეტა შემეძლოს მისი გადარჩენა,მაგრამ ნეტაი მის თავს ბედნიერია, ადამიანურ ტკივილს ვერ იგრძნობს, ჩვენ ვიკითხოთ ვინც აქ ვრჩრმებით,,. რა ვქნა? რა ვქნა? მივედი მასთან. ტირილის ხმა ეზოდან მიწყნარდა,მივხვდი ამან გააღვიძა მისი გრძნობები, მივხვდი გოგონა დაინახა ფანჯრიდან და ამიტომ ატირდა. ხმა მიწყნარდა. ის ისევ ისე დგას. ,,pink floyd-Learning to fly,,ჩავრთე, ხალიან ხმადაბლა, სიტყვებს ვერ გაარჩევდით. სარკიდან გამოვიყვანე, უკნიდან ჩავეხუტე, თავი კისერში ჩავუდე და მისი სურნელი ჩევიგრძენი,მოვატრიალე თმა გადავუწიე. დივანზე დავჯექი, გვერძე მომიჯდა ჩაეხუტა და დაეძინა,ცრემლები კი კვლავ მოსდიოდა. 12 დეკემბერი მკლავს ყოველდღიურობა, თითოეული დღე, მაგრამ ბოლოს გამოდის რომ მე მოვკალი და მივახრჩე ისინი. საკუთარი ხელით ვიკლავ თავს, ნელ-ნელა,თითო-თითო უჯრედებით. თითქოს ეს მომწონს. ჩვევად მექცა საღამოს დალევა, შემდეგ დალეულზე ფიქრი. დავიღალე სახლში ჯდომით, ჩემს დას დავურეკე, ის ფეხბურთის ფანია, ვუთხარი ჩემთან ამოდი ბარსელონას თამაშს ვუყუროთ მეთქუ. სანამ ამოვიდიდა მაღაზიაში ჩავედი. თამაში გვიან დამთავრდა,სახლში არ გავუშვი, მალე დაეძინა. მთელი ღამე არ მეძინა. გავიხსენე ,,ის დღე,, იმ დილით გაღიზიანებულნა გავიღვიძე, ალბათ იმიტომ რომ დიდი ხანი ნანახი არ მყავდა. სამსახურში 1 კვირს არ ვყოფილვარ და მაშინ ადრიანად ავდეაი. სამსახურში შესულს ვიღაც მომესალმა, ვინ არ ვიცი, ალბათ აქ მუშაობს მაგრამ არ ვიცნობ, უყურადღებო არ ვარ, უბრალოდ გათიშული დავდიოდი. -გამარჯობათ ბატონო რაინ. -გამარჯობა, საბუთები კაბინეტში შემომიტანეთ. კაბინეტში შევედი, ყველაფერი არეული იყო, ჭუჭყს მაგიდა დაეფარა. დამლაგებელს დავუძახე და ვუყვირე, მისი სახელიც კი არ ვიცოდი. სამსახურიდან გავაგდე. ფეხები ჭუჭყიან მაგიდას შემოვაწყვე. მივხვდი უჩვეულოდ ვიქცეოდი, საკუთარი თავის შემრცხვა, ისე რომ მგონი ავწითლდი. ფეხზე ავდექი, ნუშტი მაგიდას დავარტყი და გარეატ გავედი, მენეჯერს დამლაგებლის ნომერი გამოვართვი და დავურეკე, ბოდიში მოვუხადე და სამსახურში დაბრუნება ვთხოვე , დაბრუნდა , ან ის რა შუაში იყო?! მთელი დღე ცუდად ვიყავი და ბოლოს მას დავურეკე. ჩემთან ამოვიდა, ვთხოვე მიეტოვებიბა ყველაფერი და ერთი დღით წამოსულიყო. დიდხანს იყოყმანა, მაგრამდამთანხმდა. ჩემი მანქანით წავედით. მთელი გზა სიმღერებს უსმენდა და გულიანად იცინოდა, ხან რაზე, ხანაც რაზე. ჩვენ ორივეს წყნარი სიმღერები გვიყვარდა ერთად, ცალ-ცალკე კი ვინ იცის რას ვუსმენდით. ამწვანებულ ეზოში შევედით. გაზაფხული იყო მაგრან აქ მაინც სიცივე გაბატონებულიყო,ქალაქში სითბო იყო, აქ არა. ბუხარი ავანთე, დათბა. ბოლოს მთხოვა გარეთ გავიდეთო, აქა-იქ ლამაზი ხეები იდგა , აყვავებული. ის ძირს დაწვა, თმაში ფერად-ფერადი ყვავილები ჩავუწყე და ფოტო გადავუღე (დღემდე მაქვს ის ფოტო) . ესეც უხდებოდა. ეზოში პატარა ძაღლი შემოვარდა, მასთან მივიდა, ეფერებოდა. პატარა ძაღლს ზურგზე ნაიარები ეტყობოდა , ალბათ დაგლიჯეს. ზოგადად ცხოვრებაში ყველას გლეჯენ, ადამიანებსაც, უფრო ხშირად იმაზე გვაჭერენ რაც გვტკივა, შეხვეულ იარებს გვიხსნიან , ან იმას გვაბრალებენ რაც არ არის და აქ არ გიყურებენ რაც გაქვს, მთავარია რა არ გვაქვს, გამოდის რომ ცხოვრება ერთი შენოგლეჯილი ძონძია. მის გვერდით დავჯექი და ვუთხარი , ალექსანდრა, მომიყევი რამე თქო. მან გაიცინა და დაიწყო მოყოლა. ,, სახლიდან გამოვედი ეზოში,თან წიგნი და ჩემი შვინდისფერი წიგნაკი გამოვიტანე. ეზოს კუთხეში ვარდები დგას,რომელზეც ერთი-ორი გამხმარი კოკორი შემორჩენია გასული წლიდა.ვარდების ძირში კი გაზონის ნაგლჯი გდია,დროთა განმავლობაში ჩამოშლილი, ფორმა დაკარგული,მაგრამ თავის ადგილს არ ტოვებს და თითქოს იცავს ამ ვარდებს. გაზონზე ჩამოვჯექი, მიწას დავხედე, მწვანე ბალახი ამშვენებდა, აქა-იქ ლურჯი,პატარა უბრალო ყვავილებია, როგორც ვიცი ამ ყვავილებს ცისკარას ეძახიან, ლამაზია,იმ ფერისაა მე რომ მიყვარს ზღვისა და ცის ფერის.ისეთი პატარაა ძნელად მოწყვეტ, ხელიდან გისხლტება , ნახე აი ზუსტად ასეთია და პატარა ყვავილები მოწყვიტა, კეტებზე დაიწყო (უყვარდა კეტები,ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში შეეძლო მათი ჩაცმა) ტელეფონი ამ ყვავილებში ჩავდე და კითხვა დავიწყე. ცოტახანში ტელეფონის გვერდზე დავდე არცთუ ისე სქელი წიგნი. ეზოში ჩემი ძაღლი დარბის, ქათმებს დასდევს, ყურები კი უხტუნავს. ჩემს წინ ერთი დიდი ღობეა, ღობის უკან კი სახლი რომელსაც პატარა თეთრი კიბე აქვს და ეზო, ძალიან დიდი ეზო, უამრავი ყვავილებით, ნუშის, ატმის, ჭერმის ხეებით, ტიტებით, ვარდებით. მახსოვს აქ ერთი ქალი ცხოვრობდა ქმართან ერთად. როცა გაზაფხული დგებოდა მეძახოდნენ,,შენი გაზაფხული მოვიდა, იებიც ამოსულან, ლამაზ-ლამაზი ფერებით,მოდი დაკრიფეო,, და თეთრ დიდ ჭიშკარს მიხსნდნენ, ხშირად მივდიოდი მათთან, უფრო ხშირად გაზაფხულობით, იებს ვკრებდი. შემდეგ ჯერ ქმარი გატდაიცვალა, შემდეგ ცოლი უკვე რამდენი ხანი გავიდა. მე კი ყოველ გაზაფხულს თეთრი ჭიშკარი დაკეტილი მხვდება, ამიტომ ამ დიდ ღობეზე ვხტები, პირველ წელს რომ გადავხტი იები არ დამხვდა. ვიფიქრე ალბათ აქაურმა ბავშვებმა დაკრიფეს თქო. მეორე წელსაც, იმის შემდეგ წლები გავიდა, გუშინაც გადავედი მაგრამ არიყო, ერთი იაც კი არ იყო,მათი გარდაცვალების შემდეგ მე აქ იები აღარ მინახავს.,, სიცილით დაასრულა მონაყოლი , სულ ასე იყო , დაწვეილებით , ლამაზად ყვებოდა ხოლმე. შემდეგ წავედით და |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.