შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (19)


15-03-2017, 21:57
ავტორი jina
ნანახია 3 304

ყველაფერი უკან მოვიტოვე და მყარი ნაბიჯებით გავაგრძელე სიარული, უკვე ვიცოდი რომ არავინ მყავდა ვინც დამეხმარებოდა, ვისი ნდობაც შემეძლებოდა, ვისაც დავეყრდნობოდა, ყელაფერი ნულიდან უნდა დამეწყო, ჩემი თავის და ჩემი შურისძიებისთვის მე უნდა გამენძრია ხელი დამოუკიდებლად. ერთის მხრივ მიხაროდა კიდეც რადგან არავინ მეყოლებოდა გვერდით და შესაბამისად ღალატიც არავისგან იქნებოდა, მე მხოლოდ საკუთარი თავი მყავდა და ამ ომში მარტო უნდა გავიმარჯვო ნებისმიერი რამის ფასად !
.......
წინ რა გელის არასდროს არ იცი მაგრამ წინათგრძნობით ხვდები კარგს ან ცუდს.
ასევე გრძნობ მოახლოებული გამარჯვების სასიამოვნო სუნს რომელიც იმდენად გიზიდავს რომ ფეხებზე გ*იდია მის გარდა ყველაფერი. ისიც მართალი უთქვამთ რომ ქალი კაცზე სუსტია, მაგრამ გამწარებულ და შურისმაძიებელ ქალზე საშიში და ძლიერი ამ ქვეყნად არაფერია, თვით ეშმაკიც კი !
......

თითქმის მთელი დღე ვიკვლევდი გზას ტყიდან, დაღლილობას და შიმშლს ვერ ვგრძნობდი მიმდენად მოტივირებული ვიყავი და კმაყოფილი საკუთარი გეგმით.
საღამო იყო როცა ბილიკი მოვამთავრე რომელიც გზისკენ გადიოდა, უკვე „ტრასაზე’’ ვიდექი და გამვლელ მანქანას ვაჩერებდი ქალაქში წასაყვანად. სამმა მანქანამ ისე ჩამიარა თითქოს მათთვის არც კი დამექნიოს ხელი, აი საბედნიეროდ გამოჩნდა ჯიპის მაგვარი მანქანა, ფარები პირდაპირ სახეზე მანათებდნენ, ფეხებთან გამიჩერა საკმაოდ მოხუცი მანდილოსანი იჯდა საჭესთან და თბილად მიღიმოდა
-დახმარება გჭირდება გოგონა?
-ქალაქმდე გამიყვანთ? სერიოზული ტონით ვკითხე
-რათქმაუნდა აქ ამ დროს ასე ხომ არ დაგტოვებ ჩაჯექი. დავყევიმის ნებას, გული გამითბა ისე თბილად მითხრა, დედაჩემი გამახსენდა და მთელი სხეული დამეჭიმა, უფრო მეტად შემიპყრო ბოროტულმა აზრებმა და მუჭი შევკარი, კბილები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და დამშვიდება დავიწყე
-რა გქვია? მანქანის ყრუ ძრავის ხმა მისმა თბილმა ხმამ გადაფარა
-არ მახსოვს. რატომღაც არ მომინდა სახელის გამხელა,საერთოდ არ მინდოდა მასთან საუბარი რადგან დედაჩემს მახსენებდა და ამის ნიადაგზე აღელვება გარდაუვალი იყო. ქალი შეშფოთდა და წამით გამომხედა გაოცებულმა
-კარგად ხარ? ვინმე ხომ არ დაგესხა თავს? საავადმყოფოში წაგიყვან... მიაყარა უცბათ და სიჩქარეს უმატა
-არ არის საჭირო, კოპები შევკარი და ცივი მზერით გავხედე, ქალი მაშინვე გაჩუმდა, გაურკვევლად ჩაიბუტბუტა რაღაც და გზას მიაშტერდა.
ქალაქამდე არცერთს არ ამოგვიღია ხმა, მე ისედაც არ მსურდა ლაპარაკი, რასაც მასზე ვერ ვიტყვი მაგრამ ისეთი სახით ვიჯექი ალბათ შიშით ერთი ბგერის წარმოთქმაც კი ვერ გაბედა.
როგორც კი განათებული ადგილი გამოჩნდა, ანუ ქალაქში შესასვლელი ქალმა ნელნელა გამოაპარა მზერა ჩემკენ
-აქვე გამიჩერეთ სულერთია ადგილი. ცივი ხმა მქონდა. მაშნვე გადაიყვანა მანქანა გზიდან და გააჩერა, ღვედი შევიხსენი და გადასვლას ვაპირებდი როცა ხელი დამიჭირა და თავისკენ შემაბრუნა
-არ ვიცი ასეთი რა გჭირს მაგრამ სახეზე გეტყობა რომ დიდი ტკივილი გადაიტანე, იცოდე უფალი ყველაფერს იმისთვის აკეთებს რომ უფრო ძლიერები გაგვხადოს! მერე გამიშვა ხელი და გზას გახედა
-ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ! მხოლოდ ამ ერთხელ გავუღიმე, მანქანიდან გადმოვედი და კარი დავხურე. რამდენიმე წამში მხოლოდ ბორბლების ანაბეჭდიღა იყო ჩემს წინ. გზა გადავჭერი და შუა ქალაქშ შევედი, დარწმუნებული ვიყავი ვერავინ მიცნობდა, ასე თავისუფლად დიდი ხანია არ მევლო და მაქსიმალურად დიდი დრო გავატარე ქუჩებში, ასე ვთქვათ სიტუციასაც ვზვერავდი, კარგად შევისწავლე რომელი დაწესებულება რა დროს იღებოდა და იკეტებოდა. ბოლოს კი ყველაზე არასასურველ გზას დავადექი...
.........
შენობაში შესვლისთანავე მომაწვა სევდა და დარდი, ყველა ის მომენტი გამახსენდა რაც აქაურობასთან მაკავშირებდა, ყველა ის ტკივილი და სიმწარე რაც აქედან წასვლამდე გადავიტანე. გვერძე დადებულ ქოთანში ვიპოვე გასაღები და საკეტს მოვარგე, კარის გაღებისთანავე მეცა ის ძველი სურნელი, ოჯახური სურნელი, წამშ წარმომიდგა თვალწინ როგორ მირბოდა ჩემი ძმა ჩემი თოჯინით ხელში და მე მივდევდი გაბრაზებული, სულ რაღაც ოთხი-ხუთი წლის ვიქნებოდი, უდარდელი და ბედნიერი საკუთარ ჭერქვეშ მშობლებთან და ძმასთან ერთად. გული დამიმძიმდა და გავაგრძელე ოთახებში სიარული, უკვე ფოტოებს და ნივთებს ვათვალიერებდი, წვეთი ცრემლი არ წამომსვლია, უფრო და უფრო ვიკრებდი ძალას რომ ამ სიბინძურეს შევბრძოლებოდი. კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე, სინათლეები არ ამინთია, საეჭვო არ უნდა გამეხადა რომ ამ სახლში ვიღაც იყო, მე მითუმეტეს არავის უნდა ვენახე, ოფიციალურად ხომ მკვდარი ვიყავი. სიბნელე არ წარმოადგენდა დაბრკოლებას, პირიქით, თითქოს ჩემი განუყრელი ნაწილი იყო და ყველაზე მშვიდად სიბნელეში ვგრძნობდი თავს, სინათლეზე კარგად სიბნელეში ვმოძრაობდი და ვხედავდი...
ძველი ტანსაცმელი მოვიშორე სხეულიდან, აბაზანაში დუშის ქვეშ დავდექი და ბანაობა დავიწყე... იქიდან გამოსული უფრო დაწყნარებული ვიყავი, მშვიდად მოვძებნე უბრალო მაისური, მოკლე შორტი და ტანზე მოვირგე, ჩემს ოთახშ გავედი და დასაძინებლად ჩავწექი საწოლში, ხვალიდან ახალი ცხოვრება უნა დამეწყო ჩემებურად ჩემი მტრებისთვის!...
დილით დაახლოებით 11 საათზე გამეღვიძა, გარეთ მზიანი ამინდი იყო, კარადაში ჯინსი, საროჭკა და უბრალო შავი ბრეტელიანი მაიკა მოვძებნე, როგორც კი ჩავიცვი მაშინვე მამას ოთახში, სურათის უკან ჩაშენებულ სეიფთან მივედი, კოდი შევიყვანე და დაახლოებით 500 ლარი ავიღე, ფულის ქვემოთ კიდევ იდო თეთრი კონვერტი, მაშინვე ავიღე და გავხსენი, სურათები იყო ჩაკრული თეთრ თაბახის ფურცელზე, მათში ალისია და ალექსი რომ ამოვიცანი გაოცებისკან პირი გავაღე და უცნაური ბგერები ამოვთქვი
-ეს რა ჯანდაბაა? ყველანაირად დავათვალიერე ფურცელი მაგრამ 10 ფოტოს გარდა ისევ ვერაფერი ვიპოვე, არც წარწერები, არც მინიშნებები სიმბოლოები ან აღნიშვნები, საერთოდ არაფერი. სეიფი ისევ დავხურე და გარეთ გავედი.
პირველ რიგში ტაქსი გავაჩერე და ერთ-ერთი სალონის მისამართი ვუკარნახე, მძღოლიც დამემორჩილა და ადგილზე მიმიყვანა. სალონში შესვლისას მაშინვე მომეხვივნენ გოგოები და შესაბამისი სამსახურიც გამიწიეს, დაახლოებით სამი საათი დავყავი მათთან და კმაყოფილმა დავტოვე იქაურობა. მთელი მაღაზიები შემოვიარე და სხვადასხვა სამოსი და ფეხსაცმელი შევიძინე, ერთი ორი წვეულების კაბაც მივაყოლე და მაკიაჟის განყოფილებისკენ დავიძარი...
........
სახლში ისევ ჩუმად შევედი და ნივთები ამოვალაგე, მერე კარადიდან დიდი ჩანთა გამოვიღე და იქ დავიწყე ნივთების გადალაგება. ბოლოს შავი ვიწრო შარვალი, შავი ბრეტელიანი მაიკა და ბათინკები მოვიმზადე, აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი და სარკეში ჩავიხედე, შავ სამოსში გამოწყობილი მაღალი, გამხდარი და ნავარჯიშევი სხეული მიყურებდა იქიდან, რომელსაც ყავისფერ თმაში შერეული ღია ფერის თმა ტალღებად ეყარა მხრებზე, მწვანე ფერის ლინზები გამოკვეთდა მის ქუთუთოებზე ლაინერის ლამაზ მოხაზულობას მაგრამ იმ ცივ გამომეტყველებას უცვლელს ტოვებდა.
კმაყოფილმა მოვირგე შავი სათვალე,ჩანთა ავიღე, სეიფიდან კონვერტი და მთლიანი ფული წამოვიღე და წინა ღამით ინტერნეტის საშუალებით ნაქირავები ბინისკენ ავიღე გეზი...
.............
საკმაოდ კომფორტული და საიმედო ადგილი იყო, არცისე მიყრუებულ ადგილას, აქედან ქალაქის ნებისმიერ წერტილში ადვილად აღმოვჩნდებოდი, მეზობლებიც არ მყავდა ჯერჯერობით, რადგან ზაფხული იყო ყველა დასასვენებლად წასულიყო. ასე უფრო მაწყობდა, რადგან მშვიდ გარემოში ზედმეტი კითხვებისგან შორს ადვილად დავიწყებდი მიზნის მისაღწევად მოქმედებას....
სახლი ყველანაირად კეთილმოწყობილი და კომფორტული იყო, ყველა საჭირო ტექნიკით იყო აღჭურვილი. ნივთების ამოლაგების შემდეგ ვისადილე და ლეპტოპი ავიღე, პირველი რაც გავაკეთე ანონიმურად დავეკონტაქტე ყალბი საბუთების დამამზადებელ პიროვნებას და მეორე საღამოს უკვე გამზადებულ დოკუმენტებში 500$ს გადავუხდიდი. ვიცი არცისე სანდოა ასეთი წყაროები მაგრამ არაფერს ვკარგავდი სამაგიეროდ თუ გამიმართლებდა ლინა ( და არა ლინდა ან ნინა ან რაიმე სხვა) კრიხელი ვიქნებოდი, ეს სახელი და გვარი ექსპრომტად მომაფიქრდა ასე რომ გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი.
ამ საქმის მოგვრების შემდეგ ისევ ის კონვერტი ამომიტივტივდა თავში და სწრაად გავშალე ფურცელი ისევ. არცერთი მეცნობოდა, როგორ არ ვეცადე მაგრამ ალექსის და ალისას მეტს ვერავის ვცნობდი, ყველაზე უცნაური კი ის იყო რომ მამაჩემს ჰქონდა ეს ყველაფერი. ინტერნეტში მოძებნას აზრი არ ჰქონდა რადგან გვარები არ ვიცოდი არცერთის. ამაზე ფიქრს შევეშვი და დასაწოლად მოვემზადე, ახალ გარემოსთან შეგუება არ გამჭირვებია ამიტომ მალევე ჩამეძინა..

.........................

მეორე დღეს შუადღემდე ვნებივრობდი და ვისვენებდი, როცა მომწყინდა წოლა სააბაზანოში შევედი და იქიდან გამზადებული გამოვედი, ამჯერად მარკეტში ჩასვლას ვაპირებდი და ვინაიდან და რადგანაც გარეთ პაპანაქება სიცხე იყო, შავი მოკლე შორტი და ასევე შავი მაისური ჩავიცვი, ყავისფერ-ქერა (ომბრეს სტილში მქონდა მაგრამ არა ისე როგორც ზოგიერთს აქვს ამ დროში ) თმა კოსად ავიკეცე და კეტებით ჩავირბინე. ეზოში ბავშვების ჟრიამული ისმოდა, წრეში ბურთს და ფეხბურთს თამაშობდნენ, ზოგიც ნიშხანიშხას და ასე ერთობოდნენ. იქვე მდებარე დიდ სუპერმარკეტში შევედი და კალათაში საჭირო ნივთები და პროდუქტი ჩავალაგე, სალაროსთან მჯდომმა გოგომ საეჭვოდ ამათვალიერა, ვიტყვი რომ უფრო შურით, რადგან ჩემ გვერძე მდგომ ბიჭს უპაჭუნებდა თვალებს და ეს უკანასკნელი კი მე მჭამდა. როგორც იქნა გამოვედი მაღაზიიდან და ის იყო ქუჩის გადაკვეთას ვაპირებდი რომ ხმა მომესმა ზურგიდან, განწირული უყვიროდა დედა დაახლოეიბთ 6 წლის გოგონას რომელიც გზაზე გადარბოდა, შემზარავი იყო მისი ხმა, ბავშვის მიმართულებით გავიხედე და მისკენ სწრაფად მიმავალი სპორტული მანქანა რომ დავინახე სისხლი გამეყინა, მანქანას რომც დაემუხრუჭებინა მაინც დაეჯახებოდა ბავშვს იმხელა სისწრაფით მოჰქროდა. წამში მოვწვი ყველაფერი და ხელში დაჭერილი ნივთები ერთიანად დავყარე ძირს, რადგანაც ჩვეულებრივ ადამიანზე ცოტა მეტად ვიყავი სწრაფი,მთელი ძალა ტერფებში მოვაქციე და ელვის სისწრაფით გავიქეცი გზისკენ, კნიდან მესმოდა ისევ ქალის განწირული ყვირილი რომელიც ბავშვს გზაზე გადასვლაზე აფრთხილებდა, თან ტიროდა და შოკისგან ადგილზე მიყინულიყო. სულ რა ღაც ხუთი მეტრიღა აშორებდა მანქანას ბავშვისგან და როცა მივხვდი რმ ორივე ერთად ვერ მოვასწრებდით გზიდან გადასვლას, მაშინვე ატირებულ ბავშვს ვკარი ხელი და ნაპირზე მსუბუქად დავარდა, მერე მანქანისკენ გავიხედე და წამში გავიგე მისი გამაყრუებელი მუხრუჭების ხმა და მუცლის არეში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, თვალები დავხუჭე და მერე თავიც დავარტყი, ჯერ კიდევ გონებაზე ვიყავი ვირაც რომ წამომადგა თავზე გაფთრებული და შეშინებული იყო
-ამის დედა შე**ცი... დედა მო**ან... ფუ ამის.... ხელში ამიყვანა ამ სიტყვების ავტორმა და მანქანაშ ჩამსვა
-არ არის საჭირო კარგად ვარ. მაქსიმალურად გამართულად ვუთხარი და კარის გაღება ვცადე, მაჯაზე მწვდა და ძლიერად მომიჭირა
-შენ ხოარ გაუბერე რას გევხარ დაჩეხილი ხარ იმენა საავადმყოფოში მიმყევხარ. მბრძანებლური ტონი ჰქონდა
-გითხარი კარგად ვარ მეთქი! შევუღრინე და ისევ გადასვლა დავაპირე მაგრამ წამში ვიგრძენი თავის წვა და ნელნელა ბურუსმა მოიცვა ყველაფერი.
რომ გავიღვიძე უკვე საავადმყოფოს პალატაში ვიწექი და მარტო ვიყავი, წამში წამოვდექი და გამოვიძრე ვენიდან ნემსები, სარკე მოვძებნე და ყველაფერი იდეალურად მქონდა, თმა ჩამომშლოდა მხოლოდ, ხანდახან სალუთარ თავს მეც კი ვერ ვცნობდი ისეთი შეცვლილი ვიყავი გარეგნულად. სანამ ვინმე შემოვიდოდა მანამდე დავტოვე პალატა და წელში გასწორებული გავედი დერეფანში. სამწუხაროდ ის ბიჭი გარეთ იდგა და კარში შემოდიოდა როცა მე გავდიოდ, მიუხედავად იმისა რომ თმა გვერძე გადმოვიყარე და თავი დავხარე, მაინც მიცნო და გაოცებულმა ამათვალიერა
-კი მაგრამ სუ დამტვრეული იყავი.. ძლივს აბამდა ერთმანეთშ სიტყვებს
-ჩემო კარგო შოკში იყავი და მოგეჩვენა ალბათ! ეს იყო უკანაკნელი რაც ვუთხარი და გონზე ვერმოვიდა ისე სწრაფად დავტოვე იქაურობა.....

ესეც ახალი თავი მიყვარხართ და მადლობას გიხდით ემოციების დაფიქსირებისთვის
პ.ს მთელი ორი საათია ვეწვალები რმ ავტვირთო და დავიტანჯე



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მომწონს ახლალი ცხოვრება. აგარ შემიძLია იმის გამეორება სულ რო ვგიჟდები ამ პერსონაჯჟზე. თვლა ამერია ყველა ტავის თამაშს თამაშOბს რა უბედურებაა

 


№2 სტუმარი Dea

isev dzalian magaria ❤

 


№3  offline წევრი jina

nawkas12345
მომწონს ახლალი ცხოვრება. აგარ შემიძLია იმის გამეორება სულ რო ვგიჟდები ამ პერსონაჯჟზე. თვლა ამერია ყველა ტავის თამაშს თამაშOბს რა უბედურებაა

araushavs gavarkvevt nelnela :D :* madloba rom mogwons

Dea
isev dzalian magaria ❤

dzalian didi madloba <3

 


№4  offline წევრი gogona tbilisidan

chemi ucnobi sad dakargee:dd mainc kvelaze sakvarelia <3 kargi tavia rogorc koveltvis cuds arc velodebodi shengan:d <3 koveli axali tavi gaumjobesebuliaa❤️ magram ar myofnis tavebi mikvarxar shen

 


№5  offline წევრი Tskrialashvili Mariami

yovel tavshi axal emociebs iwvev , rogorc yoveltvis kargi da sasiamovno wasakitxi iyoo..
yvelaze satitaod idziebs shurs imedia vinc ki daimsaxura...
me mjera viktoriasi da sheni :) <3
happy and it minda me dasaasruuliiiii :D
chemi bichi gamoachine ra shemdeg tavshi ver vdzleb uimisod

 


№6 სტუმარი Guest Darina

Me mjera chemi Aleqsis darwmunebuli var alisiastan tyuilad ar aris ragaca aqvs chafiqrebuli am bolo tavebshi nametari damichagre

 


№7  offline წევრი lamazmani

magaria dzalian velodebi rodis daiwyebs gegmis ganxorcielebas

 


№8  offline წევრი jina

gogona tbilisidan
chemi ucnobi sad dakargee:dd mainc kvelaze sakvarelia <3 kargi tavia rogorc koveltvis cuds arc velodebodi shengan:d <3 koveli axali tavi gaumjobesebuliaa❤️ magram ar myofnis tavebi mikvarxar shen

madloba madloba madloba mec miyvarxar ♡♡

Guest Darina
Me mjera chemi Aleqsis darwmunebuli var alisiastan tyuilad ar aris ragaca aqvs chafiqrebuli am bolo tavebshi nametari damichagre

vnaxot ra iqneba magram mtavari personaji aris vika da esec mechagreba xandaxan :/ :*

lamazmani
magaria dzalian velodebi rodis daiwyebs gegmis ganxorcielebas

imedebs ar gagicruebt :*

Tskrialashvili Mariami
yovel tavshi axal emociebs iwvev , rogorc yoveltvis kargi da sasiamovno wasakitxi iyoo..
yvelaze satitaod idziebs shurs imedia vinc ki daimsaxura...
me mjera viktoriasi da sheni :) <3
happy and it minda me dasaasruuliiiii :D
chemi bichi gamoachine ra shemdeg tavshi ver vdzleb uimisod

vecdebi chemo tkbilo :* happy endi iqneba ratqmaunda ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent