შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაფიის ბოსი! თავი 3 (1D Fanfic) +18


16-03-2017, 01:07
ავტორი Katherine Linton
ნანახია 3 405

ზეინის ოთახში დავბრუნდი და როგორც ყოველთვის ოთახი ცარიელი იყო. მიუხედავად ამისა ყველგან დაძაბულობა იგრძნობოდა. ყველას შეეტყო ზეინის დაბრუნება. ეს ერთი თვე თავისუფლები ვიყავით და უცებ ისევ უსუსურობის შეგრძნება დამეუფლა. ფანჯრიდან ვაკვირდებოდი. როგორ ესაუბრებოდა ზეინი დაცვას. შემამჩნია და გამიღიმა. დღეს უჩვეულოდ თბილია და ეს ნამდვილად არ მომწონს. ის რომ მისი სექსუალური გამოხედვის და შეხების წინაშე უძლური ვარ ჩემი უდიდესი სისუსტეა. მეშინია მის მიმართ გრძნობები არ გამიჩნდეს. თუმცა არ მგონია, რადგან უკვე მიყვარს ერთი ადამიანი, ლიამი.
ზეინი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. არ ვიცი რა ჩაიფიქრა მან თუმცა ჩემი გეგმა უცვლელია, ჯერ მისი კეთილგანწყობა უნდა დავიმსახურო კიდევ ერთხელ და შემდეგ ვიფიქრო აქედან როგორ დავიხსნა თავი და რომ გავთავისუფლდები ლიამსაც დავეხმარები.
დიდი ხანი მარტოობით რომ დავიღალე, დერეფანში გასეირნება გადავწყვიტე. ჰარი ქაღალდებით ხელში ჩქარი ნაბიჯით მოემართებოდა მისი ოთახისკენ. რომ დამინახა კბილებში გამოსცრ
-ჩემს ოთახში შედი.
შემოვიდა და კარი დახურა.
-სულ გაგიჟდი? რას აკეთებ? ვსო მორჩა თავისუფლება. ზეინმა რომ გაიგოს ასე რომ დაბოდიალობ პირველ რიგში მე მომკითხავს პასუხს.
-დამშვიდდი ზეინი გასულია
-ხო მაგრამ დაცვები არიან ყველგან ჯესიკა. ეს ერთი თვე მე მემორჩილებოდნენ და იმას აკეთებდი რაც გინდოდა, ეხლა ერთი არასწორი ნაბიჯი და ზეინს ეცოდინება.
-კარგი მამიკო ოთახში ავალ
-ეგრე აღარ დამიძახო. შემომიბღვირა
სანამ გამოვიდოდი ისევ დამიძახა
-ჯეს, ზეინს ცოლი მოყავს.
ცოტა ხანი შოკისგან გავშეშდი და თავში ორი სიტყვა მიტრიალებდა „ზეინი“ , „ცოლი“.
ჰარის ოთახიდან ზეინის ოთახამდე ისე მივედი ვერც გავიაზრე
ეს წარმოუდგენელი კომბინაციაა. არ შეიძლება მის ნაირ ადამიანს ცოლი ყავდეს. ის ხომ უგრძნობია. მაგრამ იქნებ ამიტომ დადის ლოს ანჯელესში. ვინმე იქაური ოლიგარქის შვილი მოეწონებოდა. ცოლი თუ მოყავს მე ალბათ ჩემ ოთახში დავბრუნდები, რაც არ მაწყობს. უნდა ვეცადო და მის ოთახში დარჩენა დავიმსახურო. შეიძლება ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი საცოლე ყავდეს მაგრამ ჩემზე უკეთესი სექ*ი ვერ ექნება იმ გოგოსთან და ამას დღეს საღამოს დავუმტკიცებ ზეინს.
ოთახი მოვაწესრიგე, თმები გავიშალე, სექსუალური საცვლები ჩავიცვი და ზევიდან ხალათი მოვიცვი.
ფანჯრიდან ვუყურებდი და ველოდებოდი. დავინახე რომ შემოვიდა შენობაში და საწოლზე დავჯექი.
ოთახში შემოვიდა. მშვიდი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ბედნიერი ჩანდა. სადღაც გულის სიღრმეში მწყინდა რომ მას ცოლი მოყავდა, მაგრამ როგორც ჩნდა ეს მას აბედნიერებდა.
-ჯესიკა ...
სანამ რამეს იტყოდა ხელით ვანიშნე საწოლზე დაჯექითქო. მე მის წინ დავდექი, მუსიკა ჩავრთე და სექსუალური ცეკვა დავიწყე. გაკვირვებული ჩანდა, მაგრამ შევატყვე მოეწონა.
ნელ-ნელა ტანსაცმლის გახდა დავიწყე. ჯერ ჩაეცინა, მერე კი ისე მომაშტერდა თითქს ყოველ წამს მზად იყო მომვარდნოდა და დარჩენილი ტანსაცმელი შემოეხია, რომ მალე გადავსულიყავით სექ*ზე. მის წინაშე სრულიად შიშველი რომ დავრჩი მოვიდა და ცოტა ხანი უბრალოდ მათვალიერებდა. უეცრად უხეშად მიმიზიდა თავისკენ და ყელში კოცნა და კბენა დაიწყო. ტანსაცმლის გახდაში დავეხმარე. მან საწერი მაგიდიდან ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გადმოყარა და ზედ შემომსვა. ფეხები წელზე მოვხვიე და როგრც იქნა მისი კოცნა ვიგრძენი ტუჩებზე.
არ ვიცი რა მემართება. ამ ადამიანს რომ ვეხები ასე მგონია რომ ყველაფერი სწორია და ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ როცა დავფიქრდები ვხვდები და დანამდვილებით ვიცი რომ მე მას არ ვჭირდები. არც ის მავიწყდება თუ როგორ მექცეოდა. ამავდროულად თავს ცუდად ვგრძნობ იმის გამო რომ ლიამს ვხვდებოდი, სანამ ზეინი არ იყო. ძალიან ავირიე. ერთთან სულიერ კავშირს ვგრძნობ, მეორე კი მხოლოდ სექ*ისთვის მიყენებს, მაგრამ რატომღაც ზეინისკენ უფრო მიწევს გული, ალბათ სტოქჰოლმის სინდრომია, როდესაც გიყვარდება ის ვინც გტანჯავს, ტკივილს გაყენებს.
საწოლში ვიწექი და მის დაკუნთულ სხეულზე თითებს დავსრიალებდი. რატომ მივეჩვიე ამ ადამიანს ასე ძალიან? ადამიანს რომლსაც ფეხზე ჰკიდია ჩემი სიცოცხლე. მან ხელი გადმოწია ჩემს მხარეს რაზეც რეფლექსურად უკან გვიწიე, რადგან შემეშინდა. მას ამაზე ჩაეცინა. ხელი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა. მასთან ჩახუტებულს ჩამეძინა.
დილით ადრე გამეღვიძა. ისე ადრე რომ ზეინს ჯერ კიდევ ეძინა. მოვწესრიგდი და ოთახის მილაგება დავიწყე. საწერი მაგიდის გარშემო მიმაფანტული იყო ნივთები. რომ ვალაგებდი თან გუშინდელი საღამო მახსენდებოდა. ძირს წითელი ყუთი შევნიშნე, პატარა, ბეჭდის ყუთი. ხელში ავიღე, მაგრამ მის გახსნას არ ვჩქარობდი. რადგან ამ ყუთის ნახვამ გამახსენა რომ მას ცოლი მოყავს. მაინც ვერ მოვითმინე და გავხსენი. ბეჭედი დანახვისთანავე შემიყვარდა. თეთრი ოქროთი და ბრილიანტის თვლებით. ისეთი მდიდრული და ლამაზი იყო. ძალიან მომინდა მომესინჯა ხელზე და ფრთხილად გავიკეთე. ბეჭედს ვუყურებდი რომ ხმა გავიგე
-მოგწონს?
ისე შემეშინდა ხმა ძლივს ამოვიღე.
-ბოდიში... არ უნდა ამეღო
საწოლიდან წამოდგა და მომიახლოვდა
-საქმე გამიადვილე და ზედმეტი ფორმალობისგან გამათავისუფლე, რადგან ბეჭედი მოირგე ესეიგი თანახმა ხარ.
-მოიცა მე რა შუაში ვარ?!
-მინდა ჩემი ცოლი გახდე. ეს თხოვნა არ არის
მითხრა და სააბაზანოში შევიდა
მის სიტყვებზე შოკში ჩავვარდი. მე მისი ცოლი? რა ჯანდაბად უნდა ჩემი ცოლობა? რაღაც აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ იქნებ?...იქნებ შევუყვარდი? ისე სულელურად ჟღერს რომ ამ ვარიანტს არც კი განვიხილავ. მითუმეტეს არჩევანი არ მაქვს. რა გაეწყობა, ცოლი უნდა? ვითამაშებ კარგი ცოლის როლს, მაგრამ ამის მერე ასჯერ უფრო ყურადღებით უნდა ვიყო მასთან. ცოტა დაგრუზვის მერე დავფიქრდი და გამეხარდა. შეიძლება ასეთ ხელის თხოვნაზე არ ვოცნებობდი, მაგრამ ნებისმიერი გოგოსთვის ეს მომენტი განსაკუთრებულია. ჯერ არ ვიცი რას უნდა ველოდე მომავალში, მაგრამ გავიხარებ სანამ ამის მიზეზი მაქვს. ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომაფხიზლა.
-ისევ ეგრე დგახარ?
-ჩავფიქრდი.
-ჰარი ამოვა და საყიდლებზე წაგიყვანს. ხვალ ლოს ანჯელესში მივფრინავთ.
ისევ უსიტყვოდ დავრჩი მის ნათქვამზე. ლოს ანჯელესში რა გვინდა? კარგია სხვა ქვეყანას ვნახავ, მაგრამ რატომ უნდა წავიდეთ იქ და თანაც ხვალ.
ჰარი შემოვიდა ოთახში.
-ჰარი ხომ იცი ხვალ მივფრინავ ლოს ანჯელესში და 2 კვირა არ ვიქნები. როცა ჩამოვალ ყოველწლიური წვეულებისთვის უნდა დავიწყოთ მზადება ამიტომ პრობლემები არ მინდა დამხვდეს გასაგებია?
ზეინი გავიდა ოთახიდან
ყოველწლიური წვეულება იმართებოდა ზეინის ერთ-ერთ ვილაში და ყველა გავლენიანი მაფიის წარმომადგენელი იკრიბებოდა. აქვე დგებოდა მოლაპარაკებები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი იყო „ზეინის გოგონები’’-ს შოუ, რომლებსაც უნდა ეცეკვათ სტრიპტიზი. ეს ყველაზე დამამცირებელი სასჯელი იყო აქ. თუმცა მე რადგან ჩემი სტატუსი სხვა გოგოებტან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა ამის სულ არ მეშინოდა.
ყველაზე მთავარი მაინც ზეინის გამოჩენა იყო, რომელიც ყოველ წელს ახალ გოგონასთან ერთად ჩნდებოდა, თუმცა ეს გოგო არასდროს იყო ერთ-ერთი ჩვენგანი. ძირითადად მდიდარი მამიკოების შვილები და სულელი გოგოები, რომლებიც მასზე ჭკუას კარგავდნენ, მაგრამ ამ წელს როგორც ჩანს ჩემი ჯერია, თან როგორც მისი ცოლი.
-ჯეს ქვევით დაგელოდები
სწრაფად ჩავიცვი, კიბეებზე ჩავირბინე და მანქანაში როცა ვჯდებოდი დავინახე ნაცნობი სახე.
პირველი სართულის ერთ-ერთი ფანჯრიდან ლიამი იყურებოდა. მანაც შემამჩნია და სახე გაუბრწყინდა. მისმა დანახვამ გამახსენა ერთად გატარებული დრო.
-დროზე ჯეს თორე გადავიფიქრე
ჰარის სიტყვებზე მანქანაში ჩავჯექი.
-ჯესიკა ნუ იქცევი ეგრე!
-ეგრე როგორ?
-მიზეზს ეძებ რომ მოგკლას?
-არ ვიცი რა ვქნა ჰარი ის ბიჭი მიყვარს
-დაივიწყე
-როგორც შენ?
-ჯესიკა არ დაიწყო. მე აგიხსენი რომ სხვა გზა არ იყო. დევლინის წინაშე დამნაშავე ვარ, მაგრამ ასე მოითხოვა საქმემ
-უფრო სწორად ზეინმა!
-მისი ცოლი გახდები მალე და ასე ნუ ლაპარაკობ მასზე. არ ვამართლებ მას მაგრამ ცხოვრებაში ათასი რამე ხდება. არავინ იცის ზეინის ისტორია. იქნებ რომ გაიგებ აღარ ჩათვალო მონსტრად.
ამის შემდეგ ჩუმად ვიყავით
მაღაზიაში დიდი ხანი ვიყავი და ჰარი ყველგან უკან დამყვებოდა. ჯინსის შარვალი, რამდენიმე მაისური, 3 საღამოს კაბა, ფეხსაცმელები და სამკაულები ვიყიდე. მანქანაში რომ ჩავჯექით ჰარიმ შვებით ამოისუნთქა
-მეგონა აღარ მორჩებოდი
-გაგიმართლა დღეს მალე ვიყიდე ყველაფერი, თუ არ გჯერა მაიკლს კითხე.
მანქანა დაიძრა. ცოტა ხანი ორივე გაჩუმებულები ვიჯექით მერე მან დაიწყო
-საღამოსთვის გაემზადე ბოქსზე მიდიხართ შენ და ზეინი ერთად. გავიგე რომ ის ბიჭიც გამოდის.
-რა? რატომ? არ შიძლება. გიფსი 2 დღის წინ მოიხსნა.
-საქმეც მაგაშია. ამ ბოქსიორებზე ფსონს დებენ და მაგარ ფულს ატრიალებენ
-ხო მაგრამ ზეინი წააგებს ლიამს თუ გაიყვანს
-მასაც ეგ უნდა.
-ჰარი ვერაფერს ვხვდები.
-ზეინმა დანამდვილებით იცის რომ მისი ბოქსიორი წააგებს ამიტომ ფულს მოწინააღმდეგის ბოქსიორზე დებს და მოგება გარანტირებული აქვს.
-ღმერთო რა ცხოველია!
-ემოციები შეიკავე. არ უნდა მომეცა უფლება იმ ბიჭთან შეხვედრების და არც მიეჩვეოდი ასე მას.
-ლიამი რა შუაშია? ნებისმიერი ადამიანის ასე გამეტება როგორ შეიძლება?!
მივედით თუ არა ოთახში ავედი. საწყალი ლიამი. როგორ გავა რინგზე წესიერად ვერ ადგამს ჯერ ფეხს. რამე რომ მოუვიდეს? თან რომ წააგებს მაგაზე კიდე დასჯიან.
ფეხის ხმა გავიგე და ცრემლები მოვიწმინდე. ზეინი შემოვიდა. ორივე გავემზადეთ და ისე წავედით რომ არც ერთს ხმა არ ამოგვიღია.
ზეინი ყვება
დღეს არ მინდოდა ბეჭდის მიცემა. ჯერ მინდოდა მენახა რა რეაქცია ექნება იმ ბოქსიორს რინგზე ტვინს რომ გავასხმევინებ. სულელი გოგო ჰგონია მომატყუებს. ლილის დაბრუნებისთვის რომ არ მჭირდებოდეს, მასაც გვერძე მივუწვენდი იმ თავის ბიჭუნას.



*********
ეს თავი მოკლე გამომივიდა. ხვალ დავდებ დიდ თავს.



№1  offline წევრი თუთა პირველი

ვერ გავიგე, თან მომწონს თან რაღაც მაკლია, ასე მგონია ბოლომდე შენც არ ხარ გარკვეული რისი დაწერა გინდა, მოკლედ "მარილი" აკლია და იმედია გამოასწორებ. წარმატებებიი... p.s. მიუხედავად ყველაფრისა ზეინი სიმპატიებს იწვევს ჩემში. )))))

 


№2 სტუმარი taisia

ძალიან კარგია მე ძალიან მომწონს მალე დადე გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent