შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლელო (თავი 5)


17-03-2017, 00:25
ავტორი japara
ნანახია 1 766

ოთახში ვზივართ ყველა. ფეხბურთი დამთავრდა. ახლა კი უბრალოდ ერთმანეთს ველაპარაკებით და ვიცინით. მეც ვამბობ ხოლმე რაღაცეებს, მეც გადავიხარხარე. ვიცნოდი, ვლაპარაკობდი, ვუსმენდი და როცა ამდენი თავის მოკატუნება მომბეზრდა ავდექი და აივანზე გავედი. ჩემმა ცივმა სიტყვებმა მე მომიშალეს ნერვები, ჩემმა ფიქრებმა ისევ გამინადგურეს განწყობა. ასე ხდება ყოველთვის. თუ ჩავფიქრდი და თუ მივეცი ჩემს კითხვებს გასაქანი, ბოლოს ისე ხდება, რომ ცუდ ხასიათზე ვდგები. და რა ხდება როდესაც ცუდ ხასიათზზე ვდგები? სიბნელის ან სიმარტოვის უკიდეგანო ქვესკნელში ვეშვები-თქო, რომ ვთქვა, ალბათ უფრო მოსალოდნელი იქნება, მაგრამ სინამდვილეში, ცანცარი ამიტანს ხოლმე. ხო, როცა რაღაც ცუდი ხდება და საშინლად ვარ გიჟივით ვცანცარებ და მაქსიმალურად ვერთობი, თუნდაც არ მინდოდეს, გიჟივით მეპოზიტიურება, რომ ხასიათი გამომიკეთდეს, აი როცა ძალიან კარგად ვარ, უფრო მშვიდად ვარ. ლოგიკურია. ცუდ ხასიათზე თუ ვარ, მე თვითონ ვცდილობ ჩემი ხასიათის გამოკეთებას, თუ კარგზე ვარ, ვინარჩუნებ. აივანზე გავედი და ცივ ნიავს მივეცი საშუალება მოფერებოდა ჩემს სახეს. ქურთუკი არ მეცვა. მოკლე მკლავებიანი, თხელი მაისურით ვდგავარ შუა მარტში აივანზე. ალბათ 3 გრადუსი იქნებოდა. ციოდა მაგრამ მიყვარს სიცივე. ვერ ვიტან ზამთარს, მაგრამ არც ზაფხულზე ვგიჟდები. მე გაზაფხულის ადამიანი ვარ, წვიმისა და სიგრილის მოყვარული. თბილად ჩაცმა არ მიყვარს, ვერ ვიტან როცა მცხელა. მინდა ცივი სიო მიბერავდეს ან რამე მაგრილებდეს. ხოდა დასამშვიდებლად გავედი აივანზე და ჩემს ძველ მეგობარს, ბუნებას დახმარება ვთხოვე. მანაც რა თქმა უნდა უარით არ გამისტუმრა. მთვარე ანათებდა, ცივი ნიავი ქროდა, ისეთი, როგორიც მიყვარს და ხეების ცეკვას ვუყურებდი, როდესაც კარი გაიღო და აივანზე კიდევ გამოვიდა ვიღაც. გიორგი იყო. მთვრალი გიორგი. შიგნით თურმე ჭაჭა დაუდიათ და სმაც დაუწყიათ. ჯერ მთვრალი არ იყო, ვაჭარბებ, მხოლოდ შეზარხოშებული, როგორც ამას პაპაჩემი ამბობს.
- მეკო, შემოდი, ვსვამთ. - ნორმალურად არც შემოუხდავს ისე მითხრა. თუმცა რომ შემამჩნია უქურთუკოდ ვიდექი, შემობრუნდა. - მოხდა რამე?
- არა.
- აბა ამ სიცივეში ტიტველი რატო დგახარ? - გვერდზე ამომიდგა. - აქედან არ გავალ სანამ არ მეტყვი რა მოხდა.
- რა და… სანდრო მაშინებს.
- ბატონო? - გაკვირვებულმა გამომხედა.
- სანამ შემოვიდოდი მითხრა გამაგიჟეო. გავგიჟდი და შენი ბრალიაო. - გიორგის ცალყბად გაეცინა. - რა იყო?
- ჩვენ ვუთხარით გიჟდები-თქო და მართლებიც ვყოფილვართ. - როცა დაინახა, რომ სულაც არ მეცინობოდა დაერიოზულდა.- კარგი რა მემე, ყველა გოგო არ ოცნებობს ბიჭზე, რომელიც მთელი ღამე ელაპარაკე, მასთან ერთად სეირნობს, უგებს და ეუბნება მაგიჟებო?
- ამმ… როგორც ჩანს არა. - სიჩუმე. - სანდროს არაფერს ვერჩი, უბრალოდ…
- რა უბრალოდ?
- არ მინდა… არ მინდა, რო შევუყვარდე. - ამან გამოდებილებული სახით გამომხედა და იკივლა, კი არ იბღავლა იკივლა. - რა გოგო?
- ვერგაიგეგავიმეორო? - ერთ სიტყვად ვთქვი.
- რო გეთქვა არ მინდა შემიყვარდესო კიდე ჰო… რანაირები ხართ ეს გოგოები რა… სუ ვიცოდი რო ყველასგან განსხვავებული გიჟი იყავი, მაგრამ ეს ზედმეტია.
- მერე… მერე მე რო სისულელე გავაკეთო?
- არ გააკეთო შენც.
- ჩემი ხასიათი ხო იცი? რაღაც უხეშობას წამოვაყრანტალებ და ეწყინება.
- არ ეწყინება.
- ხო?
- ფაიფურის თოჯინა ხო არაა, ბიჭია. არც გოგოა უაზროდ გაბრაზდეს. - ხელი გადამხვია. - შემოდი შე ძაღლო, დალიე.
- შემოვალ. - გიორგი შევიდა და ისევ მარტო დავრჩი. ძაღლთან ლაპარაკმა კარგ ხასიათზე დამაყენა. ორი წუთიც და შევალ… გავიდა ეს ნანატრი ორი წუთიც და ის ის იყო გავდიოდი ახლა სანდრო შემოვიდა. მაჯაში ხელი წამავლო და კარი მოიხურა. სახე აწითლებული ჰქონდა, ალეწილი.
- მეკო, სალაპარაკო გვაქვს. - მე კიდე მშვიდად ვიყავი.
- რაზე?
- ვიცი, ხასიათში გაქვს, მაგრამ, უნდა დავაზუსტო. ჯერ მხოლოდ სამი დღეა გიცნობ, მაგრამ ასე მგონია რაც დავიბადე შენთან ერთად ვარ და ყველაფერი ვიცი შენზე. ხოდა, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი ილუზიაა და ამიტომ უნდა დავაზუსტო…
- გისმენ.
- რო შემოვდიოდით, რო მითხარი…
- კაი, კაი არ გააგრძელო.
- ნუ მაწყვეტინებ. მოკლედ მაინტერესებს, თუ გკიდივარ და უბრალოდ დრო გაგყავს მითხარი, იმიტორო მე აშკარად არ ვარ ასე განწყ…
- გაჩუმდი. გავიგე. უბრალოდ… - თავი ჩავხარე. თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი. ძლივს ვიღაც გამოჩნდა, ძლივს ვიღაც მართლა ფიქრობს ჩემზე, ძლივს ვიღაც ვიპოვე, ვისაც ჩემი დროის ღირსად ვთვლი და მისი სახელი ნიკუშა არაა, მაგრამ ჩემი ენის გამო მასაც ვაწყენინე. ისიც დავაეჭვე. არ ვიცოდი რა მეთქვა.
- ჩუმად იდგები? - გაბრაზებულმა დამიბღვირა. მეც ნელა ავხედე და სახეზე ხელები ავიფარე. ეს ჩემთვის საკმაოდ რთული პროცესია. გიჟი ვარ. იშვიათად ვამბობ ორ სიტყვას. “მიყვარხარ” და “ბოდიში”. ნიკუშას არ ვგულისხმობ ის სხვაა. სიტყვა “მიყვარხარ”-მა დაკარგა თავისი ფასი დღეს და ველოდები იმ ადამიანს ვისთვისაც ფასი ექნება, რომ ფუთხრა. მაგრამ ბოდიში? თუ თავს დამნაშავედ ვგრძნობ ყოვეთვის ვიხდი ბოდიშს, ამაში ჩემი სიამაყე ხელს არ მიშლის. მაგრამ ეს ძნელია, როცა შენს საქციელს შენ თვითონ არ ამართლებ. ალემ თავი გააქნია და შესვლა დააპირა. ხელი მაჯაში ვტაცე და უკან დავაბრუბე. - რა იყო?
- ძნელია ბოდიშის მოხდა, როდესაც შენს თავს შენ თვითონ ვერ ამართლებ. - წინადადება დავასრლე თუ არა ალეს თვალებმა გაანათეს ყველაფერი. - ესეიგი… - ღრმად ამოვისუნთქე, უფრო ამოვიხვნეშე. ფილტვებში ჰაერი მოვიმარაგე და დავიწყე. - მეკო გოგოლიძეს ახასიათებს საშინელი თვისება, როდესაც გრძნობს, რომ ადამიანს უახლოვდება, როდესაც გრძნობს რომ ადამიანსა და მას შორის დისტანცია ქრება, მის სიცივეს, სიუხეშეს იყენებს მასთან დასაშორებლად, რათა… - გავჩუმდი და თმა ნერვიულად გადავიწიე უკან ორივე ხელით, როგორც მჩვევია. ათივე თითი შევიცურე თმაში და უკან გადავიწიე.
- რათა…?
- მეც არ ვიცი რატომ… - გამეცინა. - მოკლედ რა… ალე მართლა საშინლად ვწუხვარ, რომ გეუხეშები, მიუხედავად იმისა, რომ შენ ისე მექცევი, როგორც არავინ მომქცევია და… მეშინია, რომ შეგიყვარდები, იმიტომ რომ მერე… მერე მე… - ხმაზე მეტყობოდა რომ ცრემლებს ვყლაპავდი. თვალები ამიწითლდა, თუმცა ცრემლები არ მიჩანდა. - მერე მე, რაღაც სისულელეს ვიტყვი და გულს გატკენ. მე ნელი მოქმედების ბომბივით ვარ და ვინც მომიახლოვდება, ყველა ნადგურდება. - ისევ გავიცინე. - რა დებილობებს ვამბობ. რა ბომბი. მოკლედ, არ მინდა რო გული გატკინო და ამიტომ ჩემდა უნებურად ცუდად ვიქცევი ხოლმე, რომ ჩემთან ყოფნა არ მოგინდეს გაიგე? - ცრემლმა ჩემს თვალს სძლია, ჩემს მოთმინებასაც და წამწამის ბოლოს ჩამოეკიდა, როგორც ნაძვის ხის სათამაშო და შემდეგ წვავივით მოსწყდა. - და არ მესმის! არ მესმის, რატომ უძლებ ჩემს ასეთ იდიოტურ ხასიათს, როდესაც არ ხარ ვალდებული! შეგიძლია წახვიდე, არ გაგამტყუნებ! არ გაგამტყუნებ კი არა, რომ დარჩე ვერ გაგამართლებ. მე ზედმეტად ჩახლართული ვარ, იმისთვის, რომ…
- გაჩუმდი. - ტუჩებზე ხელი ამაფარა. - კინოებში რომაა ხოლმე ისე გამომივიდა. ხო მაგარია? - გამეღიმა. - მე შენი “იდიოტური” ხასიათი მიყვარს. - ამ სიტყვას ხაზი გაუსვა. - მე შენი ცუდი ხასიათი მიყვარს, როგორც ამას შენ ეძახი. გაიგე?
- და თუ ხასიათი შემეცვლება?
- მერე ახალი მეყვარება… - სიჩუმე. - ასეა ეს. - დათა თუთაშხიას აქცენტით თქვა და მთელი ტანით მიმიხუტა.
- და რო არ გიყვარდეს?
- მეყვარება. - მოვშორდი. ისევ შორს ვიყურებოდი. ასე ჩუმად ვიყავით დაახლოებით ათი წუთი. ჩვენს შორის ერთი მეტრი იყო. ერთი უსასრულო მეტრი. - შევიდეთ. - შებრუნდა და კარისკენ წავიდა.
- ალე! - უცებ შემორუნდა. მართალია მხოლოდ სამი ნაბიჯი იყო ჩვენს შორის, მაგრამ გავიქეცი, კისერზე ხელები შემოვხვიე და ძალიან, ძალიან მაგრად ვაკოცე. წელზე ხელები ნაზად შემომხვია. მაინც და მაინც ამ დროს თორნიკემ კარი შემოაღო. რა თქმა უნდა გამიზნულად. კარი მინის იყო და ყველაფერს ხედავდნენ.
- რო რამე ამათ საძინებელიც აქვთ. - ჩვენ კიდე ერთმანეთს არ მოვშორებულვართ. თავი მხარზე დავადე და ჩახუტებულები ვიდექით. თორნიკე მოვიდა და ორივეს გადაგვეხვია.- ჩემი ვირთხები! უაიმეეე! რა საყუარლები ხართ! - გაიღიმა. - ეხა შემოეთრიეთ.
- სულ ორი წუთით მეგონა, რომ სადღაც შენში ადამიანი ცხოვრობდა. - ენა გამოვუყე და შევედი. გავიგონე, როგორ წამოარტყა ალემ ხელი და შემოვიდა. - დაასხით! - დავლიე. - კიდევ. - დავლიე. - ოო! ეს არ მყოფნის. - სამზარეულოში შევედი და ჩვეულებრივი ღვინის ჭიქა ავიღე. ბოკალი კი არა ფეხზე რომ დგას, ჭიქა, ქართული ფორმის, ღვინის ჭიქა. ჭაჭით ავავსე და ის ის იყო უნდა დამელია ალემ ხელი წამატანა.
- ხო არ გაგიჟდი გოგო?
- გაუშვი ეგ ცხენივით სვამს და ცუდად არ ხდება. - თორნიკემ დამიცვა, რომელიც გვერდზე მეჯდა და ხელი გადამხვია.
- მომეჩვენა თუ დამიცავი. - იმან პირი გააღო. სახეზე შევადყე, ისევ სინაგლე უნდა ეთქვა მაგრამ გაჩუმდა და შუბლზე მაკოცა. მე თავი მხარზე დავადე.
- ხო არ დაგტვოთ?- მოგვაძახა ალემ და სამზარეულოდან ჩემზე დიდი წიქა გამოიტანა, ჭაჭით აავსო და ფეხზე ადგა. - აი ამ ჭიქით…
- ოოო! სადღეგრძელო უნდა… -
- გაჩუმდი ქალო! შენზე ვსვამ! - გამაწყვეტინა და ჭიქა ისევ ზემოთ აღმართა. - აი ამ დიდი ჭიქით, სიყვარულს გაუმარჯოს! აი იმ გრძნობას აივანზე ცინიკოს გოგოს რო რომანწიკოსით შეცვლის და თაფლისფერ თვალებს რომ ნათურად გადაუქცევს. - ნერვები მომეშალა და ჩავერიე.
- ხო და კიდე 17 წლის ბიჭს რო პატარა გოგოსავით ქცევას აიძულებს. - ყველამ აწია ჭიქა.
- გაუმარჯოს. - ჭიქა ბოლომდე ჩავცალე. 11 საათზე ნანი მირეკავს.
- ხო ბები!
- 11ია უკვე სად ხარ?
- ნანია? - იბღავლეს ბიჭებმა. თავი დავუქნიე და საბა მომვარდა.
- ნანი ბებო, ეს დღეს ვერ მოვა.
- რატო ბები? ხო კარგად ხართ?
- კი ბე, ცოტა დალია და იყოს. თუ ნერვიულობთ მოვიყვანთ, მაგრამ მგონი ჯობია აქ დარჩეს. თან ჩემი და მაინც არ ჩამოვა მთელი ორი წელი და მაგის ოთახში დაწვება…
- კარგი ბებო, დარჩეს. ტანსაცმელი არ უნდა?
- აქვს აქ რაღაცეები. კარგი ბებო უნდა წავიდე. - ვარჯიშამდე სკოლის მერე, ზოგჯერ აქ მოვდივარ. მე და ანი ბოქსზე დავდივართ. საბაც იქ დადის და ამიტომ, ერთადაც მივდივართ ხოლმე. - აქ რჩები ნიგგააა. - იბღავლა და გადამეხვია ჩემი მთვრალი “ბრატი”. ტელეფონი ავიღე და ისევ ნანის დავურეკე.
- ბე, ნიკუშა როგორაა?
- კარგადაა, შვილო, სიცხე აღარ აქვს.
- არ ძინავს ჯერ?
- არა ბები, ახლა ვუცვლიდი და გიკითხა.
- დამალაპარაკე რა.
- მემე, სად ხარ?
- მე დღეს საბუსთან ვრჩები, ხო არ გეწყინა? თუ გინდა მოვალ.
- არა. იყავი. მემე მიყვარხარ. - ჩაიდუდღუნა ძილმორეული ხმით.
- მეც მიყვარხარ. ტკბილი ძილი პატარა.
- ძილი ნებისა დაი… - ამოიბუტბუტა და გავიგე, როგორ მიაგდო ტელეფონი. გავთიშე და მოვიწყინე. ბავშვებს ტელევიზორში მუსიკა ქონდათ ჩართული და დახტოდნენ. ალე გვერზე მომიჯდა და ხელი გადამხვია.
- რა გჭირს?
- ნიკუშა იძინებს. - შუბლზე მაკოცა და გაეღიმა,
- მერე?
- მე აქ ვარ და ის იძინებს. - ხელში ამიტაცა და ბავშვებში ჩამაგდო. “ცეკვა” დავიწყეთ. ცოტა ხანში ის იჯდა. ვგრძნობდი, რომ ჩემს სისხლის შემადგენლობაში ალკოჰოლს… არა სისხლი აღარ იყო, ჩემს ძარღვებში ალკოჰოლი მოძრაობდა. მეც ვცეკვავდი.. ნაცნობ და უცნობ მელოდიებს ტანს ვაყოლებდი. თვალები დახუჭული მქონდა და სულ დამავიწყდა, რომ ოთახში ჩემს გარდა ექვსი ადამიანი იყო. რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა. შიზოფრენიკული. თითქოს მითვალთვალებდნენ. თვალები გავახილე და მზერა დავიჭირე. გავჩერდი და ჩემს ჭიქაში კიდევ ჩავასხი ჭაჭა.
- აღარ გინდა.
- მოიცადე. - მეორეშიც ჩავასხი და მას დავაჭერინე. - აი ეს ჭიქები იყოს ჩემი და შენი. - ერთდროულად გადავკარი და ეგრევე ვაკოცე. მალე ბავშვებს დაურეკეს. ჩავედით და ყველამ ერთად გავაცილეთ ანი. ყველა ერთად მივუყვებოდით გზას… არა, ალე ჩემს მაგივრადაც მიუყვებოდა, მას ზურგზე შევხტომოდი. ლუკა და თორნიკეც წავიდნენ. ისინი გვერდი გვერდ ცხოვრობენ. ისევ საბას სახლისკენ წავედით.
- აბა ეხლა მითხარით, თქვენ და ალე საიდან იცნობთ ერთმანეთს.
- ჩემი კლასელია.
- საბას კლასელი ვარ. - ერთდოულად ამოიდუდღუნეს. დამავიწყდა მეთქვა. გიორგი, თორნიკე, ანი და მე კლასელები ვართ. საბა, გიორგის ბიძაშვილი, ლუკა თორნიკეს ბალღობის ძმაკაცი, მარო კიდე ჩემი ბალღობის დაქალი. სახლში რომ ავედით კინოს ყურება დავიწყეთ. დღეს ღამე გიორგიც აქ რჩებოდა. დავიწყეთ ფილმი “ამერიკელი განგსტერის” ყურება, რომელზეც გიორგი გიჟდება, რომელსაც ამათთან ერთად მეასედ ვუყურებ და რომლის ყურებასაც მხოლოდ დენზილ ვაშინგტონის გამო არ ვაპროტესტებ. ალეს რასაც ქვია ვაწექი. ტანი და თავი მაგის ფეხებში მეგდო, ფეხები კიდე სახელურზე მქონდა გადაკიდებული. ფილმის შუაში. 2 საათზე ქეთო მირეკავს, ავიღე და აივანზე დავაპირე გასვლა, მაგრამ გიორგიმ მაიძულა ხმამაღალზე ჩამერთო. ამის თანახმა არ ვიყავი მაგრამ…
- ქალო! შე…
- თავი შეიკავე მომართვებისას. - ამაზე გიორგიმ იმხელა გადაიხარხარა, მეც გამეცინა.
- რატო?
- შეიძლება ვინმეს ესმოდეს.
- სად ხარ?
- საბასთან.
- მანდ რა გინდა?
- მოგიყვები, ოღონთ მერე, ოდესღაც ეხა თავი არ მაქ.
- ხო მითხრა ანიმ. მე ყველაფერი ბოლოს უნდა გავიგო გოგო? რას ქვია მთელი ღამე ელა…
- მოკეტე. -ტელეფონს ხელი დავავლე და ხმამაღალი გამოვრთე. ისევ ჩემს ძველ მდგობარეობა დავუბრუნდი.- შემოგევლოს ჩემი თავი, ღმერთია მოწმე ძაან რო მინდოდეს ვერ ჩამოვაყალიბებ ვერაფერს.
- კიდე ვერ გამოვფხიზლდი?
- ლუდიც დავაყოლე და რო აირია ვერ გამოვფხიზლდი.
- გაკლია რა… რაზე გირეკავ. დღეს თორმეტზე კარზე ზარი იყო. რ დამხვდა იცი?
- მახო?
- მახოს ვარდების დიდი თაიგული. ხო იცი არ ვგიჟდები ვარდებზე მაგრამ… შინდისფერი ულამაზესი ვარდები. ბარათზე ეწერა ყველაზე საუკეთესო ხარ ვისაც შევხვედრილვარო. დღეს მთელი დღეა მაგასთან ერთად ვსეირნობ. იცი რა საყვარელია? მთაწმინდის პარკში ვიყავით და დავიმფხეთ თავზე იქაურობა. - კიდევ ბევრი ილაპარაკა. მოკლედ, მისი და მახოს წყვილი შედგა. ერთად უსაყვარლესები იყვნენ. - თქვენ რას შვებოდით? მოკლედ მაინც რომ მითხრა.
- გარდა იმისა, რო ჭაჭით გავიჭყიპე და ახლა მთვრალი კალთაში ვუგდივარ რა მოხდა?
- სერიოზულად. - საშინლად მინოდა მომეყოლა. ტვალეტში გავედი და ყველაფერი მოვუყევი რაც არ იცოდა.
- მერე ახლა? ერთად ხართ? შეყვარებულები ხართ? რა ხდება?
- აზრზე არ ვარ. არც მაინტერესებს დიდად. რაც ხდება ხდება. წავედი მე. - გავედი. საბას უკვე ეძინა. გიორგი ისევ დაჭყეტილი თვალებით უყურებდა. ალე კიდე მე მელოდებოდა. - მე მეძინება. მოიცა. - საბასთან მივედი და ჩუმად გავაღვიძე. - საბუ. წამოდი ჩაწექი. ცოდო ხარ, კისერი გეტკინება აქ. ადგა და წამოიზლაზნა თავის ოთახში. მე კედები გავაძრე და პლედი გადავაფარე. მერე საბას დის ოთახში შევედი და ჩემი ერთ-ერთი მაისურით ჩავწექი. სადღაც ერთ საათში ალეც მოვიდა. გვერდზე მომიწვა. ჩემი ფხიზელი ძილის ჭყალობით ყველაფერი გავიგე.
- არ მაქვს არც დივანზე და არც მთვრალი საბას გვერდით წოლის არანაირი სურვილი. - თავის მართლება დაიწყო.
- ძალიანაც კარგი. - ვუთხარი. მისკენ გადავბრუნდი და მოვეხვიე.
....
შემაფასეთ შემაფასეთ <3



№1  offline მოდერი ენემი

კაია მომწონს რაღაც განსაუთრებულია kissing_heart

 


№2  offline წევრი japara

baby girl for everyone
კაია მომწონს რაღაც განსაუთრებულია kissing_heart

Madlobaa
MoonLady
აუჰ, მაგიჟებ მე შენ. ძალიან, ძალიან, ძალიან გემრიელ თავებს აცხობ და ძალიან, ძალიან, ძალიან მოუთმენლად ველი გაგრძელებას :დ [ტავტოლოგია ინ ექშენ]

Vaime madlobaa didii <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent