შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თებერვლის ერთი ტკბილი დღე(სრულად)


17-03-2017, 01:26
ავტორი rapu-rapu
ნანახია 4 402

ვალენტინობა..გამჟღავნებული სიყვარული..
დამორცხვებული სახეები..
სიყვარულით მოელვარე თვალები, მოცეკვავე ჭინკები..ერთმანეთისთვის გაკეთებული სიურპრიზები..ლამაზი საჩუქრები.. თაიგულები,ფუმფულა სათამაშოები, დანთებული გულები...ამ დღეს ყველა სიყვარულით შეპყრობილი ადამიანი ბედნიერია, თუნდაც იმ პატარა მიზეზის გამო სიყვარული რომ ჰქვია...თუმცა ვფიქრობდი სიყვარულის დღე ყოველი უნდა იყოს, და არა კონკრეტული ერთი-მეთქი.

ამ დღეს მირჩევნია სახლში დავრჩე და გარეთ არ გავიდე, მაგრამ მომიხდა დამეტოვებინა თბილი კერა და გავუყევი ტროტუარს. ამინდიც კი ზეიმობს, უჩვეულოდ თბილა... ფეხით წასვლა დავაპირე დედას სამსახურისკენ. გამეღიმა, როცა თვალი მოვკარი მანქანით დატვირთულ ვარდების თაიგულს. თავი ღიმილით გავაქნიე და გვერდი ავუარე..მეორე ქუჩაზე ჩავუხვიე, როცა ბიჭზე ჩახუტებული გოგონა დავინახე, რომელსაც ქრიზანთემები ეკავა ხელში. იქვე დიდი ფუმფულა პანდა იდო. დედას სამსახურს მივუახლოვდი. კარები შევაღე, აქ კი საოცარი რამ დავინახე..ჰო..კი...როგორ არა, ესეც შესაძლებელია რომ მოხდეს, განა გოგონებს არ აქვთ უფლება საჩუქარი გაუკეთონ საყვარელ მამაკაცებს? დიდი ხანია უკვე ნანა დეიდას და დათო ბიძიას უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ცოლ-ქმარი არ არიან. ნანა დეიდამ მოასწრო სიურპრიზის გაკეთება, მთელი პირველი სართული მოურთავს ბუშტებითა და ორნამენტებით და დათოსთვის აუხდენია ოცნება, ბარსელონაში 2 კაციანი საგზური უყიდია, თუმცა განა დათოს დაავიწყდებოდა თავისი ,,ბაჭია"? ყველა ტაშს უკრავდა, დათომ დაიხარა და ბეჭედი ფრთხილად ამოიღო გულის ჯიბიდან. ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ტკბილმა სანახაობამ, დედაც იქ იყო, შემამჩნია და ღიმილით წამოვიდა ჩემკენ. კაბინეტში შემიყვანა
-ვაუ, ყოჩაღ ორივეს, ძალიან გამიხარდა-გავუღიმე დედას
-კარგი საჩუქარი მოუწყვეს საკუთარ თავებს-გაიცინა დედამ, კარებზე კაკუნი იყო, დიდი ყუთი შემოიტანა მაკა მდივანმა და დატოვა ოთახი, აშკარა იყო ეს საჩუქარი დედასთან მოიტანეს, რა თქმა უნდა ამას ვინ გააკეთებდა თუ არა მამა!
-დედა გახსენი
-მელიანა ვისგან უნდა იყოს?-მეკითხებოდა გაკვირვებული
-იდუმალი თაყვანისმცემელი ნიკასგან-სერიოზული სახით ავხედე, ყუთი გახსნა, მასში ლამაზი თეთრი კაბა იდო, თან წერილი ახლდა
,,დღეს საღამოს 7 საათზე გამოგივლი..
დიდი სიყვარულით შენი ქმარი"
-ღმერთო, დედასაც კი საჩუქარს ჩუქნის მამა-ამოვიფრუტუნე
-შენ არ მოგართვეს?
-ვარდებს ვეღარ ვიკავებ დამეხმარე...-ამოვიფრუტუნე, დედაჩემს გაეცინა. სამსახურიდან ერთად წამოვედით, მომზადებაში დავეხმარე და მამაჩემს ჩავაბარე ნინოს თავი
-აბა გვრიტებო, ძალიან არ დაიგვიანოთ იცოდეთ-დავუქნიე თითი
-სულ ცოტათი დაგვაგვიანდება, არ დაგველოდო-გაიცინა მამამ. მე მოჩვენებით ტირილი დავიწყე, გაოცებული მიყურებდნენ ჩემები რა მოხდას ძახილით
-გამეზარდნენ მშობლები-მოჩვენებით ცრემლი მოვიწმინდე და კისკისი დავიწყე. გაეღიმათ და მხიარულად დატოვეს სახლი. მარტო რა გამაჩერებდა? ჩემი მეგობრები შეყვარებულებით ერთად ქეიფობენ, მეც მითხრეს, მაგრამ მე კენტად მარტო მყოფი აღარ გავერიე და გართობა დავაცადე მათ.
ახლა ვზივარ სავარძელში და უსაქმურობით ვკვდები, ყავაც დავლიე, წიგნიც წავიკითხე..ახლა ამოვიცვი კედები და გავუყევი გზას..სიცივე იყო, გაშლილ თმებს ნელი სიო მიწეწავდა და სახეში მაყრიდა..რიყეზე გავუყევი გზას, მომწონდა ღამის თბილისი. გიტარის და სიმღერის ხმა შემომესმა, მარჯვნივ მივაბრუნე თავი, სანთლებით ეწერა მიყვარხარ, იქვე ბიჭი გიტარაზე უკრავდა და მღეროდა, აივანზე ლამაზი გოგონა გამოვიდა, ერთხანს გაშეშებული იდგა, მერე სწრაფად შევიდა სახლში და რამდენიმე წუთში ბიჭს ჩახუტებული ხმამაღლა ყვიროდა ,,მიყვარხარ ". მშვიდობის ხიდისკენ დავიძარი.
მტკვარს ვუყურებდი, სასიამოვნოდ მიბერავდა მდინარიდან წამოსული ცივი ჰაერი, ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე
-შეიძლება?-მომესმა მამაკაცის სითბოთი გაჟღენთილი ხმა, თვალები ნელა გავახილე, არ გამიხედავს მისკენ ისე დავუქნიე თავი.
-ამ დღეს ყველა ბედნიერია,რამდენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახე და რამდენი თბილად ჩახუტებული წყვილი. შენ წარმოიდგინე და მოხუცი ბაბუ დავინახე საიუველირო მაღაზიიდან გამოდიოდა პატარა ყუთითა და იასამნებით ხელში, ისეთი ბედნიერი ჩანდა, ყავისფერი კოსტუმი ეცვა-მიყვებოდა აღფრთოვანებით მამაკაცი და ჰორიზონტს გაჰყურებდა,ნელა გავაბრუნე თავი მისკენ, შავი თვალები, დაბალზე შეჭრილი კუპრივით შავი თმები, ოდნავ კეხიანი, მაგრამ მაღლა აწეული ცხვირი. ხელში ერთი ვარდი ეკავა და ათამაშებდა.სიტყვა არ მითქვამს მისთვის, მხოლოდ გავუღიმე და ისევ გავხედე ჰორიზონტს, მას არ შემოუხედავს ჩემთვის
-ლამაზი ღიმილი გაქვს, ხშირად გაიღიმე-მითხრა დაბალი ხმით
-შენ?
-მე?-თითქოს ელოდა ამ კითხვას-მე არავინ მყავს, დღეს მთელი დღეა გარეთ ვარ და ამ დიდი წითელი ვარდით დავდივარ..ვეძებდი..
-ვის?
-შენ-გამომხედა და გამიღიმა. ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში, ის მიღიმოდა, მის ღიმილზე ისედაც აფორიაქებული გული უფრო მეტად ამიფორიაქდა, ლამის ამომხტარიყო საგულედან და ბიჭის გულს ჩახუტებოდა.
-გამიღიმე-მითხრა მან და გაიცინა, თეთრი კბილები გამოუჩნდა, საყვარლად იცინოდა, მეც გამეცინა მის სიცილზე
-კი, შენ ნამდვილად ის ხარ-სახეზე ჩამომისვა ხელი და ვარდი გამომიწოდა
-ვინ ის?-ვკითხე ღიმილით
-ვისაც მთელი დღე ვეძებდი, რამდენი გოგო ვნახე, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი მათგან,შენი თვალები კი..ეს თაფლისფერი თვალები, ეს სითბოთი აღვსილი თვალები საოცარ გრძნობას მგვრის.. იმედები გადაწურული მქონდა, მინდოდა დამემტკიცა საკუთარი თავისთვის, რომ ეს დღე განსაკუთრებულია და აი, დავამტკიცე! მე შენ გიპოვე-გამიღიმა და შუბლზე ფრთხილად მაკოცა, უნებურად თვალები დამეხუჭა, თითქოს გულიც სხვაგვარად ცემდა, თითქოს რიტმიც სხვაგვარი ჰქონდა და სხვა ჟღერადობით სცემდა, სიყვარულის ჰანგებს უკრავდა..ვარდი ფრთხილად მივიტანე ცხვირთან და შევისუნთქე მისი სურნელი. ავხედე უცნობს, მაგრამ უკვე ჩემთვის ძვირფას ადამიანს, ნელა მივუახლოვდი, წელზე ხელები მოვხვიე, გულზე თავი დავადე და გულისცემას მოვუსმინე, ბიჭმა ხელები მომხვია და ძლიერად ჩამიკრა. მისი გულიც ჩემსავით ძგერდა, ერთ პარტიას ასრულებდა ორივე, ერთმანეთს ვეკვროდით, ვიდექით მშვიდობის ხიდზე და გავცქეროდით სამების შესანიშნავ სურათს
-მენდობი?-მკითხა მოულოდნელად
-კი-მივუგე პატარა პაუზის შემდეგ
-წამომყევი-ჩამკიდა ხელი და თვალებში ჩამხედა, თითქოს იქ ეძებდა პასუხს თავის კითხვაზე, მისი გულისცემა მესმოდა, ღელავდა, არ უნდოდა იმედი გაცრუებოდა..ვინ გაყვება რამდენიმე წუთის გაცნობილ ადამიანს? ადამიანს, რომლის სახელიც კი არ იცის..მაგრამ მე, გოგონას, რომელსაც თაყვანისმცემელი არ ჰყოლია, ერთი პატარა საჩუქარიც კი არ მიუღია ბიჭისგან, ეს ყოველივე საოცრად აღმაფრთოვანებდა და დიდ ბედნიერებას მანიჭებდა. დიახ, მე მას დავთანხმდი! წავყევი!
პირჯვარი გადავიწერე, ფრთხილად შევაბიჯეთ სამების საკათედრო ტაძარში, დავუკავშირე ბედი ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ამავე დროს ვიცნობდი..
ნამდვილი სიყვარული ერთი ნახვით ჩნდება,ყველა დანარჩენი სიყვარული შეგუებაა, ანგარიშია, მომავალი ცხოვრების ანალიზია.
ერთი ნახვით სიყვარული კი ნამდვილი სიყვარულია, ყოველგვარი ანალიზის, მორიგებისა და აწონ-დაწონვის გარეშე..

გამაეჯობათ მეგობრებო <33 ესეც კიდევ ერთი ძველი ისტორია, უფრო ჩანახატი.. იმედი მაქვს მოგეწონებათ...^^



№1  offline წევრი თ.მ

მომეწონა♥️♥️

 


№2  offline წევრი rapu-rapu

თ.მ
მომეწონა♥️♥️


მადლობაა <33

 


№3  offline წევრი Niioo

ვაიმეეეე ყოველ ჯერზე მაოცებ.

ძალიან კარგი იყოოო.

მაგრამ ამაზე არ მიტირიააა. :D :D :D :D :D

 


№4  offline მოდერი ენემი

საოცრება ასეთი პატარა მაგრამ სიყვარულით სავსე მაგარია :) kissing_heart

 


№5  offline წევრი rapu-rapu

Niioo
ვაიმეეეე ყოველ ჯერზე მაოცებ.

ძალიან კარგი იყოოო.

მაგრამ ამაზე არ მიტირიააა. :D :D :D :D :D


ძალიან ძალიან დიდი მადლობაა <333 ჰოო ტირილი ჩაფიქრებული არმქონიაა :დდდ

baby girl for everyone
საოცრება ასეთი პატარა მაგრამ სიყვარულით სავსე მაგარია :) kissing_heart


ძაალიან დიდი მადლობაა ჩემოკარგო <333 ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent