ლელო (თავი 6)
დილის შვიდ საათზე გამეღვიძა. არც თავი მტკიოდა და არც არაფერი. ნაბახუსევი, ე.წ. “პახმელია” არასოდეს მაქვს. ავდექი, შარვალი ამოვიცვი და სამზარეულოში გავედი. ამ დროს ბებოს ყოველთვის ღვიძავს. ტელეფონი ავიღე და დავურეკე. როგორც ჩანს, მაინც და მაინც დღეს ჩაეძინა. სააბაზანოში შევედი და ხელ-პირი დავიბანე. მერე ტელევიზორი ჩავრთე, ხმას ბოლომდე დავუწიე და კინოს ყურება დავიწყე. მეორეს შუაში ჩამეძინა და ორამდე თვალი არ გამიხელია. წამოვხტი. პლედი მეფარა. რომელიც აზრზე არ ვიყავი საიდან გაჩნდა. იქაურობა სანაგვეს ჰგავდა. ხოდა მეც რისთვის ვარ? დავტრიალდი. შუა ლაგებისას ჩემ სამაჯურს შევხვდი, რომელიც ძირს ეგდო. სამაჯურზე სოსკა ეკიდა. ეს მამამ მაშინ მიყიდა, როცა ნიკუშა დაიბადა. უფრო სწორად, ამით გამაგებინა, რომ დედა ორსულად იყო. ხოდა მეც უკვე თითქმის შვიდი წელია ხელზე მიკეთია. სამაჯური გავიკეთე და ლაგება გავნაგრძე, თან ბებოს დავურეკე. - ბე, როგორ ხართ? - კარგად შემოგევლე. შენ? - რა მიჭირს. ბები… სულ დამავიწყდა დარეკვა. მეძინა და… ნიკუშამ როგორ დაიძინა? - კარგად, შვილო, კარგად. - ამოიხვნეშა. - ასე მოწყენით რატომ? - რატო და… არაფერი გახსოვს მაგ ბავშვის გარდა შენ. - კაი რა… არ გაიგოს გაჩუმდი. ღამე ხო არ გაღვიძებია? იცის ხოლმე სიცხის დროს. - სუ გაგიჟდი გოგო შენ. მამაშენიც მე გავზარდე, ბიძაშენიც, მაგათი დეიდაშვილებიც, შენი დაც, ერთი შენ არ… - ხო მეც, მეც. - ხოდა ბავშვის მოვლა ვიცი და ნუ მამოწმებ! - შენ კი არ გამოწმებ… - ხო ვიცი, რო ნერვიულობ მარა მანდ იმიტომ ხარ რო დაისვენო გაიგე ბებო? 15 წლის ბავშვი ხარ რა დროს შენი დედობაა! - ნუ ქოთქოთებ რა! ჯერ ერთი 16ის ვარ და 17ის უნდა გავხდე სადაცაა და მეორეც დედა არ ვარ. და ნანი ნუ გწყინს რო გირეკავ. რა მოხდა მაინტერესებს სიცხე ხო არ აქ. დანაშაულია? - დანაშაულია! მომწყდი ახლა თავიდან. - გამითიშა. - ოხ ნანი! ნანი! - ამოვიბღვირე და როგორც იქნა დალაგებასაც მოვრჩი. სავარძელში მივესვენე. ამ დროს ალეს ქანდაკებას შევხედე. გაშტერებული იყურებოდა. - სად გაქვს, მოძრაობის და ლაპარაკის თავი? თავი მისკდება! - რო არ შეგიძლია არც უნდა დალიო! - ავდექი და მხარზე ხელი დავუტყაპუნე. სამზარეულოდან ციტრამონი, მინერალური წ....ბი გამოვიტანე. საბა და გიორგიც მალე ადგებოდნენ. ხოდა მეც სამზარეულოში დავრჩი. ალეც გამოვიდა, მაგიდაზე იდაყვი დადო და ზედ თავისი თავი დააგდო. საუზმე გავუმზადე იმ უსაქმურებს. სანამ ისინი საუზმობდნენ, მე ტელეფონში ჩავძვერი და სოც. ქსელს ვათვალიერებდი, თან გოგოებს ვწერდი. როცა ვუთხარი, რომ ალესაც ჩემთან ერთად ეძინა, ისტერიკები დაიწყეს. ქეთომ სამჯერ დამირეკა, მაგრამ არ ვიღებდი. იმათი “ჩურჩული” მესმოდა. დუდღუნებდნენ და მათი როხროხა ხმის გამო ლაპარაკი გარკვევით მესმოდა. ალეს ჩემი ლაპარაკი გაუგია ბებოსთან და გაგიჟებული იყო დაბადების დღეზე რამე უნდა მოვუფიქროო. უკვე 14 მარტია, მე კი დაბადების დღე 30ში მაქვს. ცოტა ხანში იკამ დამირეკა. ეს ბავშვი მაშინ გავიცანი 15ის რომ გავხდი. 2015 წლის 11 აპრილს პირველად წავედი ბარში და იქ გავიცანი. მაგის დაბადების დღე იყო. - ჩემს ცოლს სალამი! როგორ ხარ? - ვარრა. შენ ქმარო? - მე მაგრად. სად ხარ? მისმინე, ერთ-ორ საათში გამოგივლი და გავიდეთ სადმე. - აუუ… ეხა ვარ საბასთან. ან კაი… წავალ, გამოვიცვლი და გავიდეთ. მარა სად? - რა ვიცი მე. წასასვლელის მეტი რა არი? თან იმ ვიღაცაზე კარგად მომიყვები. - იმ ვიღაცას სახელი აქვს. და ეგრე აგდებულად თუ ილაპარაკებ გაგშორდები იცოდე! - უკვე ორი წელია “ოფიციალურად” ცოლ-ქმარი ვართ სამეგობროში. ზუსტად ამ სიტყვების თქმის დროს ჩახველება გავიგე და სამზარეულოდან თმააწეწილი ალე გამოვარდა. - ვინაა? - ჰა? - ვერც მივხვდი რამ გააგიჟა. - ჰა კი არა, ვის ელაპარაკები? - აა ეს? ჩემი ქმარია. - რა შენი ქმარი გოგო, ხო არ უბერავ? - შენ უბერავ. რა ისტერიკებში ხარ, ძმაკაცია. - სახე ალეწილი ქონდა. - დაწყნარდი. და იკა შენ კიდე მოკეტე, ყური მეტკინა შენი სიცილით. კაი ხუთამდე. გკოცნი. - მოიცა. - ალემ ტელეფონი გამომგლიჯა, მაგრამ მე უკვე გამეთიშა. - რა ხუთამდე? - არაფერი. სასეირნოდ მივდივართ. - ვინ? - მე და იკა. - შენ და იკა? - ორი წამის წინ ვთქვი და კიდე უნდა გამამეურობინო? - მაგხელა რაღაცის თქმას კი გეთქვა. - ოო… - მობეზრებით ამოვიხვნეშე და კედების ჩაცმა დავიწყე. - სად მიდიხარ? - სახლში. - ასე მალე? - წასასვლელი ვარ-თქო. ვერ გაიგე? - იმ იკასთან თუ ვიღაცასთან ერთად? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. - რა ჯანდაბა გინდა მაგასთან ერთად? - რა ვიცი მე? რა უნდათ ხოლმე ძმაკაცებთან ერთად? - ძმაკაცებს გაჩვენებ მე. - ამოიდუდღუნა და კედების ჩაცმა დაიწყო. ცალი წარბი ავუწიე კითხვის ნიშნად. - მეც მოვდივარ. - რა დღეში ხარ? რა მოხდა ასეთი გასაგიჟებელი, სასეირნოდ მივდივარ. - ბიჭთან ერთად. - თორნიკე, გიორგი, საბა და ლუკა ბიჭები არ არიან? - ესენი ჩემიანები არიან. - ხოდა იკაც ჩემიანია და ნუ ისტერიკობ პატარა გოგოსავით რა… - კიდე ბევრი ძმაკაცი გყავს? - ძმაკაცი არა. ესენი მარტო. აი მეგობარი ბიჭი კიდე… ახლო მეგობარი… - ხელი გავშალე და თითებზე ჩამოთვლა დავიწყე. - მეორე ლუკა, გიო, ანდრია, რეზი, გუგა, აა ბუბა! კიდე… - მაგიჟებ თუ რა ჯანდაბას მეტიჩრობ? - ვმეტიჩრობ კი არა. - ქურთუკი მოვიცვი და სამზარეულოში ერთი ძალიან დიდი ჭიქა წყალი ყელში გადავუშვი. - კაი იყო ყიყლიყო? - კი. - ამოიზმუვლეს. - მერე მადლობა? - გიორგიმ დიდი “სიყვარულითა” და ნაზი ღიმილით შუა თითი ამიწია. - ეგ შენთვის დაიტოვე, მე არ მჭირდება. - ნაგლად გავუღიმე. - ხო პრინციპში, შენ მაგისთვი გყავს უკვე. - გაიცინა და ალეს შეხედა. ეს კიდე პირდაღებული გვიყურებდა. ძაან მეცინებოდა მაგრამ არ შევიმჩნიე, გიორგის თავში წამოვარტყი. - მეკო, დღეს ქეთო ხო არ უნდა ნახო? - ჯანდაბა! გული მეტკინასავით იმის გამო რაც ახლა უნდა მეთქვა. - გიორგი… - ამოვიხვნეშე. გვერდზე მივუჯექი. - ხო იცი რა მაგრად მიყვარხარ და “ვაფშე” არ მსიამოვნებს ამის თქმა. მაგრამ მირჩევნია წინასწარ გითხრა, ვიდრე მერე გული გაგისკდეს. ქეთოს სხვა ბიჭი მოსწონს. - მერე რა… მაგას სულ ვიღაც… - იმ ბიჭსაც მოწონს. ვარდებს უგზავნის და ერთად სეირნობენ… ხო ხვდები რა… “იტოკში” ერთმანეთი ევასებათ. - სახე წაეშალა და ჭამა ისე გააგრძელა ვითომც არაფერი. ძაან შემეცოდა. ვერ ვიტან ასე რო მოიწყენს ხოლმე. - აუ კაი რა… კაი შეგეშვები. რამე თუ დაგჭირდა ან მოგინდა მითხარი კაი? - იმ ბიჭს რა ქვია? - აუ არა… არ ნახო და არაფერი ძაან გთხოვ რა, ხო იცი… მართლა გთხოვ რა... - არა გოგო. რა უნდა ვნახო? ქეთოსაც თუ მოწონს გიჟი კი არ ვარ. - მე ალეს გავხედე. - ალეს ძმაკაცია, მახო, გვარი არც ვიცი. - ეე მეკო რა… - ამოიხვნეშა. იდაყვს ხელი ჩამოაყრდნო. - ჯანდაბა. - მხარზე ხელი დავადე და ავდექი. - რო ღირდეს, ბაზარი არაა… გეტყოდი მიდი და ნახე-თქო მარა მართლა მოწონთ ერთმანეთი და … აუ გიო, ნეტა რამე შემეძლოს. - კაი დაწყნარდი, არაფერი მინდა. წადი შენ მიდიოდი. - ლოყაზე მაგრად ვაკოცე და სახლიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვედი, უკან ალეს ნაბიჯის ხმა მესმოდა, მაგრამ ჯიბრზე არ ვტრიალდებოდი. დამეწია. - რა იყო ეს? გიორგის ქეთო მოწონს? - მოწონს? მოწონს კი არა უყვარს რამდენი ხანია. ხო პატარები ვართ, მარა უკვე იმდენი ხანია უყვარს რა ვიცი. ეს ქეთოც ვერაა რა. ვის ნახავ გიორგისნაირს ნეტა. არა მახოს არაფერს ვერჩი, მაგრამ გიორგის უკვე 10 წელია ვიცნობ და რა ვიცი, ეგეთი მაგარი ადამიანი იშვიათია. - ქეთოს რამდენი ხანია იცნობ? - სამი წელია. მეშვიდეში გადმოვიდა. აუ რა… ეს შენი მახო მეზედმეტება. რა გავაკეთო რა… - კაი კაი შეეშვი, მარა აუ ჩემი მაგარ ცუდ პონტში ვიჩითები. - რატო? - ეხა გიორგი მახოს დაადგება და უეჭველი დაცხებენ. - არ დადგებდა, არც უბრალოდ დაელაპარაკება. - კაი… მეკო, გოგო ხარ და… უნდა ხვდებოდე რო არ დაგიჯერებს. - ალე… ნერვები მეშლება ეგრე რო ამბობენ. გოგო რო ვარ რა? მაგის ჩხუბებზე და “რაზბორკებზე” პირველი მე ვიგებ და ღმერთმა იცინს რამდენი ჭრილობა შემიხვევია. “გოგო ხარ და არ დაგიჯერებს” - გავაჯავრე. - ძაან კარგად იცის გიორგიმ, რო ღირდეს მახოსთან დალაპარაკება და რაღაცა, აზრზე არ ხარ რამდენჯერ მითქვამს ეგეთ მომენტში მიდი და დაელაპარაკეთქო მარა…- გავჩუმდი და სიარული გავაგრძელე. - და ის იკა კიდე… - აუფ! ალე, მომისმინე… - დაძაბულმა დავიწყე. - მეზიზღება ეჭვიანობა მეგობრებზე და ეგეთი იდიოტობები. და “ვაფშე” ეჭვიანობა მძულს! მომისმინე, თუ გინდა რო ურთიერთობა გვქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს როგორი, თუ გინდა, უნდა მენდო. გაიგე? ასი პროცენტით უნდა მენდო და ჩემში ეჭვი არ შეგეპაროს არასდროს! გაიგე? გოგოზე მეტი მეგობარი ბიჭი მყავს და ყველაზე თუ უნდა იეჭვიანო არ გამოვა არაფერი! - შენ მენდობი? - რო არ გენდობოდე, დამიჯერე ერთ თბილ სიტყვასაც არასდროს გეტყოდი და ღამე ლაპარაკი ხო ზედმეტია! - მართლა მენდობი? - არ მინდა ნდობაზე ლაპარაკი! - რატომ? - იმიტო რო ხალხს არ ვენდობი. ძაან კარგად ვიცი, რას ნიშნავს იმედის გაცრუება, უნდობლობა და ადამიანზე ხელის ჩაქნევა, ტყუილი და სიცივეც ვიცი რა არის. და არ მინდა ამ იდიოტურ თემაზე ლაპარაკი! - ვუთხარი გაცხარებულმა. უკვე ჩემს სადარბაზოსთან ვიდექით. - მომისმინე ეხა, რო მკითხე მენდობიო, არ მესიამოვნა. - მისკენ შემოვბრუნდი. - რო გეუბნები გენდობი-თქო, ჩემთვის იმაზე ძნელია, ვიდრე სიყვარულის ახსნა ან რაღაცა. გაიგე? და რო გენდობი, იმედი მაქვს ხვდები, რო იდიოტურად ქცევები არ უნდა დაიწყო. - რა? - “იტოკშო” რა… მე ასი წელი არ დაგიწყებ ეჭვიანობის სცენების გამართვას და სხვა დრამატულ იდიოტობებს გაიგე? მარა არ ნიშნავს რო . მორჩა. - შევბრუნდი და სადარბაზოში შევირბინე. - იკას გაცნობა მაინც მინდა. - ღიმილით თქვა. - როგორც მეგობრის. - დღეს არა. - რატომ? - სალაპარაკო მაქვს. - რაზე? - ცალი წარბი აწია. - რაზე და დღეს დილით პირველი ეგ მითხრა, რო გნახავ იმ ბიჭზე მომიყევი კარგადო. შენზე უნდა ველაპარაკო და არამგონია შენი იქ ყოფნა საჭირო იყოს. - გადაიხარხარა. - რა პირდაპირი ხარ. - მიეჩვევი. - ავირბინე და სახლში ავედი. კარი შევაღე თუ არა კივილი გავიგე. - მემე მოვიდა? - პატარა დერეფანში გამოვარდა და ტყვიასავით მოწყდა ადგილს, როდესაც დამინახა. - მემე! მომენატრე, მომენატრე, მომენატრე! - ჩახუტებულები დიდი ხანი ვიდექით. მერე ნანიც გადავკოცნე და ოთახში შევედი. ჩავიცვი და ტელეფონი დასატენად შევაერთე. - ნანი, ნიკუშას სიცხე გაუსინჯე? - ხო, არც გუშინ ღამე ჰქონდა და არც დღეს დილით. - თერმომეტრი პატარა პირში ჩაუდო. - ენის ქვეშ, ხომ გახსოვს? - მე გამომხედა. - კიდევ მიდიხარ? - ხო. აუ დაგღალე არა? - არა გოგო, რა დამღალე. - სიცხე თუ არ ექნება ნიკუშასაც გავიყვან. - არაა საჭირო ბები… - როგორ არა. ოთხი დღეა გარეთ ფეხი არ გაუდგია, არ შეიძლება ასე. არ მინდა იმ ბიჭებივით იყო, სახლში რომ იზრდებიან და მუხლების გადატყავების გემო რო არ იციან. - გამეცინა. - კარგია შვილო კარგი… გუშინ ღამე დედაშენმა გიკითხა. არ გააფრთხილე? - მამა გავართხილე. - დედა? - ისე გავხედე, სახეზე მეწერა მაგისი რა საქმეა-თქო. - ნუ ამბობ ეგრე. დედაშენია მაინც. თან ვერ გაიგე? გიკითხა. სად არისო. თავიდან შეეშინდა ხომ კარგადააო. - რა თქმა უნდა ეგ ხომ დედაჩემია. - ნიკუშას გასაგონად ვთქვი, რომელიც თამაშბდა და სულ არ გვსიმენდა, მაგრამ ისეთი განწყობით ვთქვი, ყველა მიხვდებოდა, სიტყვა “დედაჩემი” ცინიზმის ზენიტი იყო. - საკმარისია. - ნიკუშას თერმომეტრი გამოვართვი. - 36,6. იდეალურია! ადექი ჩავიცვათ! - სიხარულით წამოხტა. ჩავაცვი. ვგიჟდები ამას რომ ვაცმევ. გვერდით გემოვნებით ჩაცმუნლი პატარა კაცუნა რომ მიდგას. ქვემოთ იკა მელოდებოდა და გზას გავუყევით. მალე, ღმერთმა იცის საიდან, ან როგორ, აღმაშენებლის გამზირზე ვიდექით. - მშია. - ამოიბღვირა დაღლილმა ნიკუშა, რომელსაც გზადაგზა დაჭერობანას ან რამეს ვეთამაშებოდი. ქუჩაში გიჟებივით ვიქცეოდით. მერე იკამ მხრებზე შეისვა და რომელიღაც კაფის გარეთა მაგიდასთან დავსხედით. იკამ მომიყვა გოგოზე, რომელიც ძალიან მოწონდა და ლაპარაკში გართულმა დავინახე, ქუჩას შავებში ჩაცმული ბიჭების რასაც ქვია “ბასოტა” მოაბოტებდა. ერთერთი გაჩერდა და ჩემსკენ წამოვიდა. ის თორნიკეს მეგობარი იყო, რომელიც მის რომელიღაც დაბადების დღეზე გავიცანი და იმის მერე დიდი ხანი ტვინს მიჭამდა. ჩემთან მოვიდა. - ღმერთო! რა ლამაზი ხარ! როგორ ხარ მეკო? - კარგად, დემე შენ? - მეც! დღეს საღამოს გცალია? - უკვე საღამოა და როგორც ხედავ არ მცალია. - უფრო გვიან? აი პატარას რომ შეიყვან. - არ ვიცი. არამგონია. - ესე იგი არ იცი? - დღეს ალე არ უნდა გენახა? - რაღა თქმა უნდა იკამაც იჩინა თავი. - ალე ვინღაა? - მისი შეყვარებული. - შეყვარებული გყავს? - გაკვირვებულმა მკითხა. რა უნდა მეპასუხა? ალე ჩემი შეყვარებული ჯერ არ იყო. ავწითლდი და იკას გაბრაზებული მზერა ვესროლე. - ესე იგი არა. კარგი. რვასთან შენ სახლთან ვარ. - არა, დემე ვერ გნახავ. - რატომ? ალე გიშლის? - არ მინდა და იმიტომ. ნორმალურად რო ილაპარაკო არ შეგიძლია? - აბა ისე არ მნახულბ და… - გაეღიმა, მის საძმაკაცოს გავხედე და ისევ იმას მივუბრუნდი. - გელოდებიან. ნუ ალოდინებ. - “გავუღიმე” და დავჯექი. - ზუსტად ესღა მაკლდა. - რა? - დღეს დილით ალეს ავუხსენი რო საეჭვიანო არასდროს არაფერია და ახლა ეს გამოჩნდა. - რა უნდა ქნა? - არაფერი თავს ავარიდებ და მერე თორნიკეს ვეტყვი დაელაპარაკოს. - ნიკუშა ჭამას რო მორჩა იკამ სახლამდე მიგვაცილა და წავიდა. უკვე ცხრა საათი იქნებოდა. ბებომ ნიკუშა დაბანა და პატარა დასაძინებლად დაწვა. ისე დაღლილი იყო, სიმღერის თხოვნა ვეღარც მოახერხა, მხოლოდ ის მითხრა მომიწექიო. მალევე ჩაეძინა და მეც გამოვედი. - გაერთე ბები? - კი ბე… მადლობა რო დაიტოვე… - რას ქვია? იმას ვფიქრობ რა ვქნა, აქ რამდენი ხანი დავრჩე? ასე ხომ არ შეიძლება? - არაფერია ბე… ხუთამდე ბაღშია მაინც და მერე ხან მე გამომყავს ხან რუსკას და ვართ ასე… - რუსკა სად არის? - დაქალთან. - კარგი კარგი. გირეკავენ ბები. - ჩემზე ბებერია, მაგრამ ამას რომ სმენა აქვს ისეთი… ავიღე. - დემე ვინაა? - ჰა? - ვიცი, არ უნდა ვიეჭვიანო მაგრამ ეს დემე ვინღაა? - აუ! რა მოხდა? - ჩამოდი და გეტყვი! - ფანჯრიდან გადავიხედე. ალე სადარბაზოს წინ ბოლთას სცემდა და თან სიგარეტს ეწეოდა. - ჩამოვდივარ. - ოთახიდან ქურთუკი ავიღე. - ბე, ვიცი მთელი დღეა გარეთ ვარ… - გადი პატარა… ოღონთ დამირეკე თუ დაგაგვიანდება. - კარგი ბე. სადარბაზოდან გავედი თუ არა ალეს აწითლებულ სახეს შევეჩეხე. პირიდან სიგარეტი გამოიღო და გამომხედა. როგორც პროფესიონალი, დარწმუნებული ვარ, მისი მუშტი ვიღაცას მიხვდა… ხელზე აწითლებული ლაქები ჰქონდა თითების ბოლოებში. - რა მოხდა? ................. კომენწარებს ველოდებიი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.