შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიკურობის შეშლილი მარში (8)


20-03-2017, 13:09
ავტორი krimcova19
ნანახია 1 267

გონს საავადმყოფოში მოვედი, თავზე რატი და იოანე მადგნენ. ტუჩები გამშრალი და ერთმანეთზე მიწეპებული მქონდა ვეცადე ენით დამესველებინა და ასე დამეწყო საუბარი.
-აქ რა გინდათ?
იოანე უცნაურად შეიშმუშნა
-არა ისევ თქვენობით მესაუბრები არა?!ხომ იცი არა რომ ვერ ვიტან როცა „თ“-ებით საუბრობ ჩემთან, ეს შენებური ირონიაა, პატარა სულელო ბავშვო, როგორ მოგივიდა თავში ამიხსნი?
-ანუ არ მოვკვდი
-არა , აქ ხარ... ჩემი ბრალია?>
იოანე ჩემს თავთან დაიხარა, მისი სუნთქვა სახეზე თბილად მეფინებოდა ასე მეგონა მისი ტუჩები ჩემს ტუჩებთან მხოლოდ ანგარებით,ცინიზმით და შეცოდებით იყო დახრილი. ელოდებოდ ჩემს პასუხს,ომელიც აშკარად უნდოდა დადებითი ყოფილიყო
-იოანე...
დავიწყე მძიმედ საუბარი,რადგან ძალა არ მქონდა ნაძალადევი ღიმილი სახეზე იმდონემდე დამთამაშებდა,რომ აშკარად ვგრძნოდი ირონიას ვაფრქვევდი
-შენ მართლა გგჯერავს,რომ ისე მიყვარხარ,რომ შენს გამო თავს მოვიკლავ?
იოანემ ორაზროვნად შემომხედა
-მე კი მეგონა,რომ...
-ასეთი დებილიც არ ვარ უბრალოდ ეს შემთხვევით მოხდა და მე ჩემს თავზე მეტად არავინ მიყვარს, არც შენ დამპალო ნარცისო,წადი დამტოვე რატისთან სალაპარაკოო მაქვს
-ხმაურზე პალატაში ექლთანი შემოვიდა
-გთხოვთ დამტოვეთ მარტო დაახლოებით ხუთი წუთი, მე და რატის მეტი დრო არც კი გვჭიდება სასაუბროდ
ექლთანი გაკვირვებული მომიახლოვდა,რაღაც სამედიცინო პროცედურები ჩამიტარა, იოანე გაშეშებული მიყურებდა , ჩემს მზერას ირიბად აყოლებდა თვალებს, მიმზერდა თუ როგორ მეღიმებოდა იმ მომენტში,როცა მედდა ჩემთვის დამამშვიდებლის გაკეთებას ცდილობდა მე კი არ ვაცდიდი, ნებას არ ვრთავდი მხოლოდ ერთი მარტივი და უაზრო მიზეზის გამო „მეღუტუნებოდა“. იოანე კი ისევ განაგრძობდა ჩემს ყურებას იმ მზერით,რომელსაც „ისევ მიყვარხარ“ ერქვა. ბოლოს ორივე გავიდა რატი მომიახლოვდა, თმა გადამიწია, შუბლზე მაკოცა და ცინიზმით გაჯერებული ხმით მითხრა
-თავს ნუ გამოიდებ ანისი
-მე ყველაფერი ვიცი
-ჩემზეც?
-მას შენ უყვარდი
-ჯერ არაფერი იცი სჯობს დაიძინო
ამ სიტყვებთან ერთად ის ჩემი ოთახიდან გაუჩინარდა
„ის არ არსებოს“ ამ აზრმა წამიერად გამიელვა თავში და მთელს ტანში საშინელმა ჟრეუანტელმა დამიარა. საინტერესო ყოფილა შენი თავის შეცნობა მაშინ როცა თურმე მის შესახებ არაფერი იცი, როგორც იქნა მივხვდი რომ საინტერესო რაც კი ხდება ჩემს ცხოვრებაში ეს ჩემივე თავია.
საავადმყოფოდან ერთ კვირაში გამომწერეს ცოტა უძლურად ვიყავი ამ დროის მანძილზე რატი ჩემთან ათენებდა და აღამებდა ხოლო იოანე ყოველ დილას და საღამოს მოდიოდა, რაღაც საჭმელები მოჰქონდა რაც ავადმყოფს შეეფერება,მესაუბრებოდა ათას სისულელეზე, ის რაც წარსულში იყო,რაც ორივე ჩვენგანს გადაგხვდა ერთად, „გახსოვს“,“გახსოვს“ > ყოველი ახალი ამბავი ამ ფრაზით იწყებოდა, რა გასაკვირია რომ მახსოვს როგორ გავიპარეთ შუაღამეზე ორივე სახლიდან წვიმაში რომ გვერბინა გიჟებივით, როგორ დავდგით ცეკვა საუნივერსიტეტო კარნავალისთვის,ისიც კი მახსოვს თუ რამდენჯერ დავაბიჯე ფეხი ცეკვის დროს,მახსოვს თუ როგორ მეხუტებოდა მაშინ როცა რატიმ მიმატოავა მირეკავდა შუაღამეობით იმის გამო რომ ტკბილი ძილი ესურვებინა. ეს კი ამ ყველაფერზე მეკითხებოდა თუ მახოვდა ეს ყველაფერი, როგორ არ მხსომებოდა ეს ხომ ჩემი მხრიდან დანაშაულის ტოლფსაი იქნებოდა, ბოლოს უკვე როა მივხვდი,რომ გულმა იმ დონემე მომიჭირა,ჰაერიც კი აღარ მყოფნიდა თემის შეცვლა გადავწყვიტე
-შენს ცოლზე მომიყევი
-თიკო ჯერ არ არის ჩემი ცოლი
-კარგი მაშინ სულების თეორიის გჯერავს? ის რომ ვიღაც იბადება შენთვის და შენ თუ იპოვი სიცოცხლის ბოლომდე უბედნიერესი იქნები
-მე მჯერა რომ სული არსებობს დანარჩენი კი უბრალოდ სისულელეა
-იოან პირველად რომ დაგინახე რაღაც ვიგრძენი , რაღაც ისეთი რაც არავის მიმართ არასდროს არ მიგვრძნია , ასე ადამიანი ერთი შეხედვით თანაც სამუდამოდ არასდროს მომწონებია. მე მჯერავს სულების, იმის რომ არსებობობს რეინკარნაცია, გავდივართ სხვადასხვა ცხოვრებებს, ვმოგზაურობთ ერთი განყოფილებოიდან მეორეში . მე მჯერავს რომ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ და არა ისეთი როგორიც აღწერილია ბიბლიაში ან ყურანში ,ან თუნდაც რომელიმე საღვთო წიგნში, არ მჯერავს ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობის ,რადგან ყველა ადამიანი უმარტივეს დონეზე ბოროტია . ყველა მათგანშია მკვლელის, მოძალადის ინსტიქტები, შემდეგ კი არასახარბიელოდ შერჩეული გარემოცვა და სოციუმი აიძულებს მას ამის გამომჟღავნებას.
იოანე წამოდგა ოთახში გაიარ-გამოაირა შემდეგ ჩემი საწოლის კიდეს დაეყრდნო, ჯიქურ შემომხედა არ უყვარდა რელიგიურ თემებზე საუბარი. ათეისტი არ იყო თუმცა არც ფანატიკოსი, ყველაფერში შუალედური პოზიცია ეკავა ამ აზრზე ვიყავი და არ ველოდი მის ასეთ პასუხს
-არა ანისი ღმერთი არსებობს და ყველაფერი არსებობს სამოთხეც და ჯოჯოხეთიც
-მაკროსოციალურ დონეზე ყველა ადამინი ერთი და იგივეა, ჩვენი უბრალოდ გაგვაჩნია ემოციური განცდა რომ უნიკალურები ვართ. ყოველი დღე თითქმის ყველა ჩვენგანის გაღვიძება,ცხოვრება ,მოღვაწეობა ერთი და იგივე კუთხით ვითარდება
-ეგ რა შუაშია
-რა შუაშია და თქვენ ხომ ფიქრობთ რომ ღმერთი არსებობს ის ჩვენ ყველას მაკროსივრცეში გვიყურებს, სადაც არ ჩანს ჩვენი ინდივიდუალურობა სიყვარულის ან სიძულივილის გამოვლინებები. ასეთმა ღმერთმა როგორ უნდა გაარჩიოს ვინ სად წავა ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში, თან ისიც გაითვალისწინე რომ წამში 8 ადამიანი კვდება. დიდი რიგიებია იქით
-შენ პირადი ანგელოზების შესახებ არ გსმენია?
ამ „პირად ანგელოზებზე“ ორივეს სიცილი აგვიტყდა. პირადი რაა სიტყვაა. მფარველი მაინც ეთქვა ,პირადზე მე პირადად მარტო დაცვა მახსენდება და ანგელოზი? თეორიულად კი არის დაცვა მაგრამ პრაქტიკულად?
-კაი ნუღარ ცოდავ ღმერთს გვიწყენს
-შენ მართლა გჯერავს ამ ყველაფრის? რასაც წერენ ან ამბობენ?

-კი რატომ არ უნდა მჯეროდეს?~
საწოლზე წამოვჯექი, მხიარული ბავშვივით ტაში შემოვკარი ისიც მიყურებდა ისე როგორც მაშინ,როცა დათოვლილ თბილსიში გოცირიძის გახნილ მეტროში მატარებელს ველოდებოდით, მეხუტებოდა მთელი ძალით და ჩემს გაშლილ დაფიფქულ თმებში თავი ჰქონდა ჩარგული. თან მეწუწუნებოდა, რომ ამ ჩვევის გამო რასაც ახალდაბანილი ნახევრად სველი თმით გარეთ გასვლა ჰქვია მინინგიტს ავიკიდებდი. ამ სიტყვებს ისეთი ზრუნვით და სითბოთი ამბობდა რომ არ მინდოდა ეს მომენტი დასრულებულიყო, ახლაც იმავე მზერით მიყურებდა და ყველაფერი დამავიწყდა.რატი,თიკო, ის მეორე „მე“ თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობა ,შემდეგ ისევ მომიარეს ჩემებურად და დავიწყე
_შენ კონვენციური მორალის სტადიაზე ხარ
-ვახ ეგ კარგია,მაგრამ გენიოსა იქნებ განმიმარტო ეგ რას ნიშნავს
-ანუ კოლბერგმა შემოგვთავაზა მორალური განვითარების თეორია,
-აჰ,თვითონ ბატონმა კოლბერგმა?
-სულელო ნუ მაწყვეტინებ!
-აღარ ჩამარტყა ანისია და აღარ გაგაწყვეტინებ
შემომიღრინა და ხელით მტკივან თავზე მასაჟის გაკეთებას შეუდგა, რა თქმა უნდა თავი მე ვატკინე, ეს ჩემი დებილი ჩვევაა ყველას ვურტყამ ისე რომ ბოდიშსაც კი არ ვიხდი
-მოკლედ( დავიწყე მე ფილოსოფიურად)
-ამ ადამიანმა გამოჰყო ადამიანის განვითარების,ოღონდ მორალური განვითარების სამი დონე და ექვსი ეტაპი.
1 დონე პრეკონვენციური მორალი, დონე 2 კონვენციური მორალი და დონე ნომერი 3 პოსტკონვენციური მორალი. სულ ესაა
ვთქვი ეს სიტყვები და ისევ წამოვწექი
-ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ მაინც ვერ გავიგე რა არის ეს კონიციური მორალი?
-კონვენციური ბიჭო!
-ნუ დამიძაბავ გთხოვ განმარტე
ღიმილით მითხრა ეს სიტყვები და მეც „დავდნი“
-ადვილია. ამ დონეზე მოაზროვნე ადამიანებს გათავისებული აქვთ და ეთანხმებიან საზოგადოების კონვეციებს-საყოველთაოდ მიღებულ სწორ ნორმებს და არასწორ საქციელთან დაკავშირებით.ისინი ემორჩილებიან წესებს იმის და მიუხედავად დამორჩილებას ან დაუმორჩილებას არანაირი შედეგი არ ექნება.ხო და ამის ქვე პუნქტია შენზე
მძიმედ ამოისუნთქა და ნაძალადევად მითხრა
-არ ვიცი ეგეც მითხარი ბარემ,ბოლომდე მომთელე
-ე.ი მესამე სტადია მოიცავს კარგი გოგოს/ბიჭის სტატუსს.ანუ ინდივები ცდილობენ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები და მოიქცნენ ისე,რომ სხვებს განსაკუთრებით კი ავტორიტეტის მქონე პირებს ასიამოვნონ. ამ ეტაპზე კი ეგოცენტრიზმი შედარებით მცირდება და ამ ადამაინებს სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევის საშიშროება უმუქრებათ.
იოანე გაბარზებული წამოდგა,მთელი ძალით დაარყა მუშტი კედელს , ვხედავდი თითებს შორის სისხლი როგორ მოწვეთავდა, შემდეგ ჩემტან მოვიდა და მკლავებში ხელი ჩამავლო
-მე არავის გავლენბის ქვეშ არ ვექცევი
-25 ივლისი გაიხსენე, შენ რომ შენი აზრი გქონოდა, არ დაგეჯერებინა მათთვის არ დაგელია,არავინ მოკვდებოდა, გესმის არავინ ! არასდროს გქონდა საკუთარი აზრი. ჯერ დედიკოს ბიჭი იყავი, შემდეგ ძმაკაც-დაქალების მაგათ ერთ დაძახებაზე ფინია ძაღლივით სულმოუთქმელად გარბოდი, შენს გამოსირებულ და-ძმასთან HERO ს როლს თამაშობდი, გეშინოდა ღამით გარეთ გამოსვლა,არა ბებიასი და ბაბუასი გეშინოდა,მათ დანახვაზე ფეხები გიკანკალებდა,მუხლები გეკვეთებოდა,მე კი გიტანდი ასეთ არარაობას და მაინც მიყვარდი,გესმის მაინც მიყვარდი.მეზიზღებოდა შენი თეორია ან „ყველაფერი“ ან „არაფერი“შენ რა გგონია ჩემთვის რომ გეთქვა რომ გიყვარვარ არ აჯობებდა?მიპასუხე! ეს დონე მოგწონს? მოგწონს ქვეყნის ნათრევი თიკოს მოყვანა? ოჰ,რა თქმა უნდა ის ხომ შენს ძმაკაცებს მოსწონდათ შენთვის.მე კი არა ! რას მიწუნებდით იმას რომ იმაზე 2 კილოთი მეტი,რომ ვიყავი ვიდრე თიკო? თუ ნორმალური ქალის სიმაღლე რომ მქონდა ეს გიტყდებოდა ჩემში? თუ ოჯახი, დებილი ოჯახი,რომელიც სიცოცხლეზე მეტად მძულდა ან სამეგობრო წრე, არაფრით გამორჩეული მეგობრები, ამას მიწუნებდი? მიპასუხე!
ექიმი და მედდა შემოცვივდნენ , იოანე მკლავიდან,რასაც ჰქვია ამაგლიჯეს,ბოლოს არ ვიცი რა მოხდა მხოლოდ ის ვიგრძენი,რომ ჩემს სხეულში ნახევრად დავრჩი მხოლოდ. და ჩემი მეორე ნახევარი ისევ მან მოიცვა
-, სწორედ ისე მოგკლავ როგორც 25 ში მოვკალი ისინი, ისე გამოგჭრი ყელს როგორც ბენზინის მილი გადავჭერი, გეფიცები არ გაცოცლებ!!
შემდეგ რაღაც გრძნობა დამეუფლა, თითქოს ობობები დამირბოდნენ მთელს სხულში,
„გულის ცემა დაეცა, ვკარგავთ“
თავს ვერ ვიმორჩილებდი მთელი სხულით ვძაგძაგებდი
_იპიმეფრინი...200 ზე დამუხტეთ სამ თვლაზე 1...2...3
და დენის წყაროს ულევი მუხტი შემოდიოდა ჩემში
-მეტჯერ აღარ სცადოთ თორემ მოკვდება, დაველოდოთ
-ექიმო წნევა სტაბილურდება ..გადავარჩინეთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent