შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოსახვა ნაწილია 3


20-03-2017, 13:41
ავტორი invisible from society
ნანახია 1 119

ნაწილი 3

ვუყურებდი ეკრანს , სადაც ჩემი ცხოვრების ის ნაწილი იყო, რომელიც მასთან ერთად გავატარე. ჩემი ცხოვრების 2 წელი , რომელიც ადრე რომ გეკითხათ უბრალოდ 2 მოსაწყენი წელი იყო, ახლა კი ეს ორი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მართლაც , რა საოცარი არსებები ვართ ეს ადამიანები , იმის მაგივრად , რომ ერთად ვიყოთ ბედნიერები, ვაკეთებთ ყველაფერს , რომ როგორმე დავანგრიოთ ყველაფერი , რაც ჩვენს ირგვლივაა . მაშინ არც კი მიფიქრია , რომ ამით ვიღაცას გულს ვტკენდი, მე უბრალოდ ვიყავი ერთი სულელი გოგო , რომელსაც თავისი თავის გარდა არაფერი არ აინტერესებდა . მაშინ ჩემთვის მთავარი იყო , ვინმეს გული დამეპყრო და შემდეგ როცა მასთან ყოფნა მომბეზრდებოდა მიმეტოვებინა .
ეკრანზე ჩანს ჩვენი პირველი ცეკვის ფოტო. ახლა ეს ფოტო ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს , მაშინ კი ეს იყო უბრალოდ ცეკვა. მახსოვს , რომ ძალიან მეზარებოდა , ბექამ ძალით წამიყვანა საცეკვაო მოედანზე. ეს ღიმილიც კი , რომელიც ამ ფოტოზე მაქვს ყალბია . და ბოლოს ჩანაწერი სადაც ის ხელს მთხოვს . ახლა ვამჩნევ თუ როგორ ღელავდა , როცა ამას აკეთებდა. მასინ კი ეს ჩემთვის უბრალოდ იყო მორიგი თაყვანისმცემლის გამოხტომა. ვუყურებ ამ ფოტოებს და ვხვდები ,თუ რამდენი შეცდომა დავუშვი ამ ერთმა პატარა გოგომ , რამხელა ზიანი მივაყენე ჩემს საყვარელ ადამიანებს . ეს მხოლოდ ნაწილია ჩემი საშინელი საქციელების.

ისევ ის სურნელი, ისევ ის შეხება . მისი ხელები ნაზად ეხებოდა ჩემს წელს და მისკენ მიზიდავდა. ეს იყო მომენტი ,რ როცა არაფერსზე არ მინდოდა ფიქრი.ნელა შემაბრუნა მისკენ, და ნაზად მაკოცა.
დილით მის საწოლში გავიღვიძე , მაგრამ ის არსად არ ჩანდა. საწოლთან იდო წერილი. არ მინდოდა გახსნა, არ მინდოდა რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო , არ მინდოდა რეალობასთან დაბრუნება.

„ ძვირფასო ქრისტი,
ეს ღამე კარგად დაიმახსოვრე , იმიტომ რომ, ამ ღამეს მე შენ წაგართვი შენთვის ყველაზე ძვირფასი , გარდა ამისა , ეს ღამე არის დასაწყისი იმ უბედურობების რასაც მოგიწყობ. შენ მე სიცოცხლის უფლება წამართვი ახლა კი მე წაგართმევ.
მუდამ შენი ბექა “
საინტერესოა ამ დროს რა უნდ აგააკეთოს ადამიანმა . არვიცი , ეს ისეთი რამ არის რომ ვერასდროს გექნება წინასწარ დაგეგმილი ამ დროს რა უნდა გააკეთო. ყველაფერს ერთად ვგრძნობდი ,მაგრამ იყო მაინც გამორჩეული გრძნობა. ასეთი ტკივილი აარასდროს მიგრძვნია. თითქოს რაღაც უხილავი , რამ შიგნიდან გჭამს . გაუსაძლისი იყო ეს ყველაფერი. მეგონა მთელი სამყარო განადგურდა . ვცდილობდი რაღაც ძალა მეპოვნა ჩემს თავში. თავს იმდენად მარტოსულად და უსუსურად ვგრძნობდი , რომ არვიცოდი რა მექნა , ვისთვის მეთხოვა დახმარება . თითქოს ციდან ჩამოვარდნილი ფიფიქი ვიყავი , რომელიც უცხო გარემოში მოხვდა და არ იცოდა რა გაეკეტებინა .

ბოლოს და ბოლოს შევძელი და სიმართლეს თვალებში ჩავხედე. წავედი თბილისში. ერთ კვირიანი შვებულება ავიღე . ტელეფონი გამოვრთე და ჩემს ძველ ბინაში წავედი . მთელი კვირა იქ ვიყავი . არ მინდოდა ვინმეს ნახვა. ვერავინ შეძლებდა ისეთი რამ ეთქვა რაც ჩემს მდგომარეობას გამოასწორებდა . ყველას ჩემს დასთან ვეგონე საფრანგეთში. საკმარისი დრო მქონდა , რომ ყველაფერზე კარგად დავფიქრებულიყავიდა ერთადერთი გადაწყვეტილება რაც მივიღე ის იყო რომ სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი. ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნების ერთადერთი საშუალება იყო ეს . ბექასგან რაც შეიძლება შორს უნდა ვყოფილიყავი. ასეც მოვიქეცი, წამოვედი სამსახურიდან და დავუბრუნდი ძველ საქმეს . სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას , ვიყავი მოცეკვავე . ძველ სამსახურში სიამოვნებით მიმიღეს . ცხოვრება თითქოსდა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა , იმის გამოკლებით რომ სამსახური შევიცვალე და ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა . არავის ვეკონტაქტებოდი , არ მინდოდა ვინმეს მასზე რაიმე გამეგო . მარტივი სულაც არ იყო ეს ყველაფერი , თუმცა სხვა გზა არ მქონდა .

2 თვე გავიდა ასე . ბოლოს ნინამ მაინც მომაგნო ასე რომ ვთქვათ . სულ მაინც ვერ ავარიდებდი ამ ყველაფერს თავს . ნაწყენი იყო ჩემზე , არც ვამტყუნებ არაფერი არ იცოდა . როცა ყველაფერი გაიგო მაშინ მიხვდა ჩემი ასეთი მოქცევის მიზეზს .
-მე მაინც ვფიქრობ , რომ არ უნდა იმალებოდე .
-სიმართლე თუ გინდა , ბექას არ ვემალები , ჩემს თავს ვემალები ამით.
-რომ გაიგოს ისევ ცეკვა გააგრძელე , ხომ იცი რომ გაგიჟდება საბოლოოდ.
-ვერ გაიგებს, საიდან უნდა გაიგოს ? 2 თვე ისე გავიდა არაფერი არ მომხდარა არაფერი არ გაუგია და ახლა რა შეიცვლება ?
-არამგონია , რომ ასე მარტივად დაკმაყოფილდეს. არ იცი რა დღეშია. რომ გაიგო რომ სამსახურიდან წახვედი გაგიჟდა , მთელი ერთი კვირა ისეთ ხასიათძე იყო ვერავინ ვერაფერს ვერ ეუბნებოდა, დღემდე ცდილობს რომ როგორმე გიპოვოს და არამგონია დიდი ხანი დასჭირდეს ამისთვის, ფრთხილად უნდა იყო.
-მეტს ვერაფერს დამიშავებს და რაც უნდა ის ქნას.
-ისევ უყვარხარ უბრალოდ გაბრაზებულია შენზე
-სიყვარული და ბედნიერება დიდი ხანია ჩემთვის არ არსებობს და ის რომ მე ბექას ვუყვარვარ ეს არის ერთი დიდი ტყუილი. ადრე მის მზერაში სიყვარული იყო და ახლა , ახლა მხოლოდ სიძულვილია.
-მე მაინც მგონია რომ თქვენი ისტორია ასე არ დამთავრდება .

ჩვეულებრივი წვიმიანი საღამო იყო , ჩემს მეწყვილესთან ერთად სტუდიას ვტოვებდი. საშინლად წვიმდა მე კიდევ კაბით ვიყავი. ლევანს დაურეკეს და წავიდა . ტაქსიც არსად არ ჩანდა , მომიწია გაჩერებამდე მისვლა . სულ სველი ვიყავი , უეცრად მანქანა გაჩერდა და კარი გაიღო. ბექა იყო.
-ჩაჯექი!
პასუხს არ ვცემდი.
-ჩაჯექი-მეთქი!
ისევ ხმას არ ვიღებდი. ბოლოს გადმოვიდა და მანქანაში ჩამსვა.
-ისევ ისეთი ჯიუტი ხარ.
-რა გინდა ?
-რაც მინდა კარგად იცი.
-არა არ ვიცი , და იქნებ მითხრა .
-მშვენივრად იცი.
-რა გინდა ? ვერ გავიგე , თუ ასე გეზიზღები მომკალი და დავისვენებ . აღარ შემიძლია. ვცდილობ , რომ არსად შეგხვდე შენ კიდევ როგორ აღარ ცდილობ რომ მომაგნო.
-რატომ ცეკვავ ისევ ?
-შენი საქმე არაა !
-როგორ ცდები . ჩემი საქმე ზუსტადაც ! ! ! სადაც არ უნდა წახვიდე ჩემი საქმეა , რას აკეთებ როდის და როგორ ეგეც ჩემი საქმეა , რომ სუნთქავ და ეგ გული რომ გიცემს ეგეც კი ჩემი საქმეა. ზოგადად, შენ ხარ ჩემი საქმე.
მანქანა გააჩერა და ჩემსკენ გადმოიხარა , ამ დროს ისევ ისე მიყურებდა როგორც ადრე . ისევ შეწყვიტა ირგვლივ ყველაფერმა არსებობა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent