დაუჯერებელი 'თავი 10'
თავი 10 ლაზარე იმის შემდეგ აღარ მინახია რაც ფილმს ვუყურეთ მასთან, შემდეგ კი ელენესთან გავიგე რომ რუსეთში გაფრენილა, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ორი კვირის მანძილზე ხან ელენესთან ვიყავი ხან კი ანანოსთან და ასე გამყავდა დრო, და მე ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ მეპარებოდა მონატრება, მივდიოდი ქუჩაში და ვოცნებობდი რომ უბრალოდ წინ შემხვედროდა, თუმცა ვიცოდი რომ ის აქ არიყო, თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი რომ 2 კვირაში ჩამოვიდოდა, პასუხი კი ისედაც მოვიფქრებული მქონდა, რომ არ მომეფიქრებინა გოგონები იმდენს მეჩიჩინებოდნენ იმის შესახებ თუ როგორი კარგი ადამიანი იყო ლაზარე, როგორ მოვწონდი და უნდა დავთანხმებოდი მის წინადადებას რომ მაინც დავთანხმდებოდი რომ არა ჩემი გრძნობები მის მიმართ. -ჯანდაბა, 2 თვეც არ დარჩა უნივერსიტეტის დამთავრება,დე-ბედნიერი იყო ელენე -ხო, ძალიან მიხარია, მთელი ზაფხული დავისვენებ და სექტემბრიდან სამსახურში გავალ-ბედნიერი გავწექი საწოლზე -აუ მიდი რა, ყავა მ~გააკეთე და ვიმეცადინოთ-ზემოდან დამაჩერდა ანთიძე და ჩანთიდან კონსპექტები ამოიღო -აუ შენ გააკეთე, დედაჩემი არაა სახლში თორე ვეტყოდი მას-ამოვიბუზღუნე და მხარი ვიცვალე -აუ შენი ძმები სახლში არიან და მიტყდებაა, მიდი რა შენ გადი-წამომაგდო ფეხზე ელენემ -კარგი რა, რისი გრცხვენია-უკმაყოფუილოდ ამოვიბუზღუნე და სამზარეულოსკენ წავედი. ელენეც უკან გამომყვა -ვიიკ, მე გავდივარ, ჭკვიანად იყავით-სამზარეულოში შემოვიდა დაჩი პერანგის სწორებიოთ -პაემანი და რამე?-გავუცინე მე -არა, პაემანზე არ მივდივარ, ერთ ტიპს უნდა შევხვდე, ლუკა სახლშია თუ რამე, წავედი-ლოყაზე მაკოცა მან და თმების სწორებით გავიდა სამზარეულოდან -ლაზარე დღეს ჩამოვა, წამო აეროპორტში დავხვდეთ-გამიცინა ელენემ -შენ ხომ არ გაგიჟდი? არ წამოვალ მე, შენ წადი თუგინდა-ვუთხარი და თავისი ყავა ხელში მივაჩეჩე, შემდეგ კი ჩემს ოთახში გავედით -კარგი, მოდი ვიმეცადინოთ ახლა, მერე კი წავალ სახლში-საწერ მაგიდას მიუჯდა ის და კონსპექტები მაგიდაზე დადო, მე კი ლოგინზე წამოვწექი, ყავა კი იქვე კომოდზე დავდე გასაციებლად, თითქმის ერთ საათიანი მეცადინეობის შემდეგ კარზე ზარი დარეკეს, მეგონა ლუკა გააღებდა ამიტომ არც გავნძრეულვარ -ხომ ხედავ არავინ აღებს, არ ადგები?-გადმომხედა შუბლშეჭმუხნულმა ელენემ -მოვდივარრ-ვიყვირე და ფეხშველი გავემართე კარისკენ, გამოვაღე თუარა თვალები გამიფართოვდა, ხელში ლაზარე ურიადმყოფელი შემრჩა, გაღიმებული სახით -შენ როდის მოასწარი ჩამოსვლა?-ვკითხე და თავით ვანიშნე შემოსულიყო -მოვასწარი-თვალი ჩამიკრა მან და შოკოლადებით სავსე პარკი ხელში მომაწოდა -ელეე, გამოდიიი-დავიყვირე როცა მე და ლაზარე მისაღებში დავსხედით -ვაა ვინ მოსულაა-როგორც კი ანთიძემ ლაზარე დაინახა მივარდა და ჩაეხუტა, შემდეგ კი კალთაში ჩაუსკუპტა და ხელი ბეჭებზე მოხვია -მან გითრა კიი-წამოიყვირა უცებ ელენემ და გადაიხარხარა -ვინ თქვა კი?-ოთახში შემოვიდა აბაზანიდან ახლად გამოსული ლუკა, ჯანდაბა სულ დამავიწყდა რომ ისიც სახლში იყო -ლაზარეს გაუმარჯოს-სახე პირსახოცით შეიმშრალა ჩემმა ძმამ და ლაზარე გადაკოცნა -თქვენ როდიდან დაძმაკაცდიით?-გაუკვირდა ელენეს -რაც დანა გამიყარა მუცელში-გადაიხარხარა ლაზარემ და გვერდით მომიჯდა -აბა რატომ გვესტუმრე ასე მოულოდნელად?-წარბები აწრიპა ლუკამ და ჯერ მე გამომხედა რაზეც გავწითლდი მერე კი ურიადმყოფელს. -თავს იშტერებ თუ რა ხდება?-წარბი აუწია ლაზარემაც და ნიშნისმოგებით გახედა -აუუ ვიქტორია, არ დამღუპო გოგოო, ამას არაფერზე დათანხმდეე-შეშინებული სახით გადმომხედა ლუკამ და თვალებიდან არარსებული ცრემლი მოიწმინდა -მეღადავებით ხო?-წარბები ავწიე და ისე გავხედე ბიჭებს, შემდეგ კი გაცინებულ ელენეს -კარგი, ცოტა, თუმცა ნუ რავქნათ-მხრები აიცეჩა ელენემ -დაი, მიდი ყავა გამიკეთე რა-ყელი გამოიწელა ლუკამ და ისე შემეხვეწა -კარგი, წამოდი ელენე ყავა გავაკეთოთ-თვალები დავუბრიალე ელენეს და სამზარეულოსკენ წავათრიე. -რა ხდებაა?-მკითხა მან და იქვე სკამზე დაჯდა, მე კი ყავის გაკეთება დავიწყე ლაზარესტვის და ლუკასთვის -კარგი რა, ლაზარეს კიარ მოსწონხარ უყვარხარ ვიკა-გამიმხილა მან და ხელები გულზე გადაიჯვარედინა -კარგი რა, ნუ სულელობ ელენე, რა ვუყვარვარ-გაკვირვებულმა გავხედე ანთიძეს -ნახავ რაა-მითხრა მან და სინზე ჩემი მიწოდებული ყავა დადო, შემდეგ კი ნამცხვრის დაჭრაში დამეხმარა -ელენეს წასაყვანად მოვედი, ელე გაემზადე და მალე წავიდეთ-თქვა ლაზარემ როგორც კი შევედით -რატო წამოვიდეე?-გაუკვირდა ელენეს -შენმა მშობლებმა დამირეკეს, მითხრეს რომ აქ იყავი და მთხოვეს რომ წამომეყვანე-აუხსნა სიტუაცია ლაზარემ -კარგი ჩავაწყობ ჩანთას და-სწრაფად გავარდა ელენე ჩემი ოთახისკენ. მალევე გამოვიდა ზურგზე ზურგზაკი ჰქონდა მოკიდებული და ჯინსის ქურთუკი ხელში ეჭირა -კარგი წავედით ჩვენ-ფეხზე წამოდგა ლაზარე და გასასვლელისკენ წავიდა, ელენეს ჩახუტებით დავემშვიდობე, ლაზარე კი უბრალოდ გადავკოცნე, ლუკაც დაემშვიდობა და ანთიძემ და ურიადმყოფელმა სახლი დატოვეს -სალაპარაკო გვაქვს?-გადმომხედა ლუკამ გვერდულად,~. -მგონი კი-წარბები შევჭმუხნე მე და იმ ადგილზე დავჯექი სადაც ლაზარე იჯდა, ყავა კი ხელუხლებელი დაეტოვებინა. -მოგწონს?-მკითხა ლუკამ და ჩანგლით ნამცხვრის ერთი ნაჭერი პირში ჩაიდო -კიი-ვუთხარი და მზერა ავარიდე, მეც ავიღე ერთი ნაჭერი ნამცხვარი და ჭამა დაიწყე -ესეიგი, მოგწონს, რა რას აპირებ?-ფეხი ფეხზე შემოიდო მან და ნამცხვრის ჭამას თავი მიანება -რას უნდა ვაპირებდე?-გავხედე დაეჭვებულმა -ხვდები, ერთად კინოს უყურებთ, ძვირფას საჩუქარს იღებ მისგან, ანუ შენ ფაქტობრივად თანახმა ხარ ურთიერთობაზე, და მაინტერესებს რას აპირებ, მე ხელს არაფერში შეგიშლი, უბრალოდ თვალს გადევნებ რას აკეთებ, თუმცა სიმართლე გითხრა სულაც არ მომწონს თქვენი ურთიერთობა-მითხრა მან და ყავა მოსვა -შენ საიდან იცი ეს ყველაფერი?-გამიკვირდა მე -დებილი ნუ გგონივარ, ჯერ ზეპირად ვიცი შენი განრიგი, ისიც მშვენივრად ვიცი მას საგურამოში რომ წაყევი ბავშვის სანახავად და მომატყუე თუმცა არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს რას აპირებ, მშვენივრად იცი რომ ის მოსკოვში ცხოვრობდა ამდენი წელი, ნუ რა ცხოვრობდა ციხეში იჯდა-სიმშვიდეს არ კარგავდა მისი ხმა -მან თქვა რომ აპირებს აქეთ გადმოვიდეს-ვუთხარი ლუკას მე -ვიქტორია ასე იოლი არაა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადაბარგება, კარგი ,უბრალოდ იცი რატომ იჯდა ციხეში? ჯერ კარგად გაიცანი, და როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს შემოგთავაზებს მერე დათანხმდი,მე არ დაგიშლი მასთან ურთიერთობას, რომც დაგიშალო რა, შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს ამან, უბრალოდ მსურს რომ ჯერ კარგად გაიცნო ის, შემდეგ დარწმუნდე რომ გიყვარს, რომ მასაც უყვარხარ და მშვიდად მიიღო გადაწყვეტილება-დაასრულა მონოლოგი მან, ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა. მე კი ჩაფიქრებული გავემართე ჩემი ოთახისკენ, ჯერ მეცადინეობა დავამტავრე, შემდეგ კი სახლის დამაგება დავიწყე. -- -ჰეი, როგორ ხარ?-უნივერსიტეტის წინ დამხვდა მანქანაზე მიყუდებული ლაზარე -კარგად შენ?-გადავკოცნე ის და გავუღიმე -მეც, არ გინდა სადმე გავისეირნოთ?-მკითხა და მანქანის კარი გამიღო -კარგი-დავთანხმდი მეც და მანქანაში დავჯექი -რაღაც უნდა გკითხო-ვუთხარი მას შემდეგ რაც მანქანა დაძრა -გისმენ-გამომხედა ღიმილით მან -რატომ იჯექი ციხეში?-ვკითხე და დავინახე როგორ დაიძაბა, ყბა დაეჭიმა, ხელები კი საჭეს მაგრად მოუჭირა -კაცი შემომაკვდა-შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ისე მითხრა არც გამოუხედავს, მანქანის სიჩქარე კი მინიმალურამდე დაიყვანა, შემდეგ კი საერთოდ გააჩერა -რატომ გაინტერესებს ეს?-გამომხედა ამღვრეული თვალებით და ხელები საჭეზე აათამაშა -მაინტერესებს მიზეზი რა იყო იმისა რატომაც კაცი შემოგაკვდა-არ ვეშვებოდი მის დაგითხვას მე -მქონდა მიზეზი, არმინდა ამაზე საუბარი, მეგონა სადმე წავიდოდით და გავერთობოდით, მაგრამ როგორც ვატყობ არ გამოგვივა დღეს ეს, სახლში წაგიყვან-ამოილაპარაკა მან და მანქანა კვლავ დაძრა -როგორც გინდა-ვთქვი და თავი მინას მივადე. -ვიკა, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, უბრალოდ ამ თემაზე არ ვსაუბრობ, ეს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა იცის-ამოიგმინა მან -კარგი, არაა პრობლემა, არაა საჭირო მითხრა-ვუთხარი ნაწყენმა და შევეცადე არ შეემჩნია ეს, თუმცა როგორც კი ეს ვუთხარი მანქანა სწრაფად გააჩერა, და მანქანიდან გადავიდა, შემდეგ ჩემი კარი გამოაღო და მითხრა გადმოვსულიყავი -რატომ გადმოვიდე?-გაკვირვებულმა ავხედე და მანქანიდან გადმოვედი -მისმინე, უბრალოდ ვერ გეტყვი გესმის?-თვალებში მიყურებდა ის და თან ჩემს ორივე მკლავზე ხელი ჩაეჭიდა -კარგი, მესმის, გავიგე რომ ვერ მეუბნები, ახლა კი წავიდეთ-ვუთხარი და ვცადე მისიხელებიდან თავი გამეთავისუფლებინა -გესმის, მაგრამ მაინც გინდა რომ გითხრა, და გწყინს რომ არ გეუბნები-ამოილაპარაკა მან -არ მწყინს-ვუთხარი და თვალებში ჩავხედე -დაჯექი-მითხრა და სწრაფად მიშვა ხელი. -სად მივდივართ?-ვკითხე როდესაც კვლავ დავბრუნდით მანქანაში -ჩემთან სახლში-მითხრა და სიჩქარეს მოუმატა, 10 წუთში უკვე მის სახლში ვიყავით, მე მისაღებში ვიჯექი ის კი სამზარეულოში, ყავას აკეთებდა -გინდა ფილმს ვუყუროთ?-გვერდით მომიჯდა ის და ხელი გადამხვია -რავიცი, თუ აარჩევ-მხრებს ვიჩეჩავ მე და მას ვუიყურებ, ის კი მიღიმის -საშინელებას ვუყუროთ ისევ, ან კომედიას, რომელი გინდა?-წამოდგა ის ფეხზე და ნოუთბუქი აიღო, ჩართო და ტელევიზორს შეუერთა -საშინელება ჩართე-გავუცინე მეც და სწრაფად გავიხადე ფეხსაცმელი, ფეხები კი დივანზე ავიკეცე, მანაც სწრაფად ჩართო ფილმი, შემდეგ კი გვერდით მომიჯდა და თავი მხარზე ჩამომადო, მგონი არც გაუგია რა ფილმი იყო ისე ჩაეძინა ...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.