შეგეჩვიე XVI
სახლში მისვლისთანავე იოანემ ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა. -იცი უბედნიერესი ვარ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შვილის ყოლა მენდომებოდა. მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ. შენ სინათლე ხარ ჩემო ფერია. -დამსვი იოანე, თავბრუ დამეხვევა. -აუ მაპატიე, ხომ არაფერი ეტკინება? -არა ჯერ სულ პაწაწინაა. -ექიმმა რაო ყველაფერი რიგზეაო? -კი იოანე ჯერჯერობით ყველაფერი კარგადა. უბრალოდ სრულად 6 კვირის არ ვარ და ჯერ აღრიცხვაზე ვერ ამიყვანს. -ერთად წავიდეთ კარგი? მინდა ყველაფერი მოვისმინო და ბავშვის, ჩემი შვილის გულოსცემა გავიგო. -ჯერ პატარაა მეთქი რატომ არ მისმენ. -არა გისმენ უბრალოდ მალე მინდა ყველაფერი რომ გავიგო. მუცელი გაგებეროს, ფეხების რტყმევა დაგიწყოს. -მერე რომ გავიბერები, ისევ გეყვარები? -ეგ რა კითხვაა სულელო. უფრო მეტად მეყვარები იმიტომ რომ მაგ დროს ორნი იქნებით. -მაშინაც გეყვარები უაზრო რამეებზე რომ ვიტირო ან ვიცინო? -მასე ახლაც იქცევი მაგრამ მიყვარხარ. -მაშინაც შუაღამით რომ გაგაღვიძო და შოკოლადის მოტანა გთხოვო? -ჰმ..მოიცა დავფიქრდე... მგონი კიი. -გაიცინა და ჩამეხუტა. მერე ტუჩებში ვნებიანად მაკოცა და სხეულზე მიმიკრა. მოსაცმელი გამაძრო. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა. ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე და ვიგრძენი როგორ დაეხორკლა სხეული. მაისური გავაძვრე და მის შიშველ სხეულს ავეკარი. მისი სიმხურვალე მათბობდა და მაგიჟებდა. უცებ ჩემი კისრიდან თავი აწია და ბავშვის მეამიტი თვალები მომანათა. -ხომ შეიძლება ცომ არაფერს ვავნებთ. -კი იოანე შეიძლება პირიქით. ბოლო თვეებში რეკომენდირებულიცაა, მშობიარობა გამიადვილდება. -ძალიან კარგი აქედანვე დავიწყოთ მზადება. -ისევ ჩამეხვია. კოცნა გააგრძელა და ზემოთ გამაშიშვლა. ჩემს წინ ჩაიმუხლა და მუცელზე მაკოცა. ეს ისეთი სასიამოვნო იყო. ხელში ამიყვანა და ლოგინზე ნაზად დამაწვინა. გააგრძელა ჩემი სხეულის ფერება და უფრო მეტად ვხელდებოდი. მის სხეულზე თითებს ნაზად დავასრიალებდი და ისიც ყველგან მკოცნიდა და მეფერებოდა. მთლიანად დაფარა ჩემი სხეული მისგან წამოსულმა სითბომ და სიყვარულმა. ერთად მივაღწიეთ არა ამქვეყნიურ სიამოვნებას და ზემოდან დამეკონა იოანე. -ჯერ არ ვატკენ ხო? -ქოშინით მკითხა ჩემზე ზემოდან მოქცეულმა ისე რომ მკერდიდან თავი არც აუწევია. -ისე მერე ესენი იმ პატარა ლაწირაკს უნდა გავუყოო? -გამეცინა ასეთი უაზრო კითხვა რამ მოაფიქრა. -რძე რომ არ გიყვარს? -ავყევი ხუმრობაში. -არ გამისინჯავს და რა ვიცი, მაგრამ ვთხოვ და გამასინჯებს ჩემი გოგო. -ანუ შევთანხმდით რომ გოგოა? -სულ ერთია რა იქნება. ბანალურად კი ჟღერს მაგრამ მართლა სულ ერთია ჩვენ გვეყვარება. თან გოგო სტიმულია მეორე რომ ბიჭი იყოს. -ჰო არაა. გადაბრუნდი ახლა. დამძიმებულხარ. -რაა შენ გინდა თქვა რომ გავსუქდი? -არა უბრალოდ დიდხანს მაწექი ზემოდან და გამჭყინტე. -მერე შენ რომ გაიბერები შენ გამჭყინტავ. -მე ზემოდან მუცლით ვერ დაგაწვები. -ახლა საფიქრალი გამიჩნდა, კამასუტრა უნდა გადავშალო ორსულ ქალებთან რა პოზები მოსულა. -რა გადარეული ხარ. -აბა ჩემ პატარას რამეს ხომ არ ვატკენ. -ისევ მუცელს დაუწყო ფერება. ასე ჩემს კალთაში თავჩადებულს ჩაეძინა და დიდხანს ვეფერებოდი თმაზე. თუ ასე შეიცვლებოდა ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდა. დღეები ერთმანეთს მიყვებოდა, იოანეს დილით სამსახურში ვაცილებდი, იქედან უფრო მეტად დაღლილი მოდიოდა, თუმცა ხშირად დაჩისთან და ნატუკასთან ერთად ვატარებდით საღამოს და ორი ორსული და ორი იმაზე მოწუწუნე რაიმე ახალი პოზა ხომ არ გამოუგონებიათ. -დაგეწყო უკვე მიზეზობები? -მკითხა დაჩიმ და ისეთი სახე მიიღო რომ აშკარა იყო ნატუკა მიზეზობდა, და ეს სულაც არ აბედნიერებდა. -მიზეზობები არა მაგას ძირითადად ტოქსიკოზი. -გამაკვირვა იოანეს პასუხმა არ მეგონა თუ იცოდა რომ ღამით მაღებინებდა ხანდახან. -ვაიმე არ ვიცი რა ჯობია, სააბაზანოში სირბილი რომ აშკარად ჯობს შუაღამით მარკეტებში სირბილს და ქინდერების ყიდვას. -ეს ქინდერი რა უბედურებაა გოგო, ბავშვის ნაცვლად უკვე შენ ჭამ? -გამეცინა, პირველად გავიგე ორსულობაში ქინდერი უნდოდეს ვინმეს. -ეგ კიდე არაფერი, მანგო რომ მოუნდა მაშინ მართლა არ ვიცოდი რა მექნა. -რა სასაცილო იქნებოდი შუაღამით ქინდერის კვერცხებით ხელში. -დასცინა იოანემ. -შევხედავ შენ რას იზამ თებეას რომ იგივეები დაეწყება. -თებე ნახე უკვე მუცელი მეტყობა. -ფეღზე წამოდგა ნატუკა და მუცელი დემონსტრაციულად გამოსწია წინ. უნებურად დავიზედე წინ და სულ ოდნავ მეც მქოდა მუცელი წამოწეული წინ უკვე 12 კვირის ვარ. -მალე გულისცემას გავიგებთ. -თქვა დაჩიმ და ხელი მოხვია ნატუკას. -ჩვენ როდის გავიგებთ გულისცემას? ერთი სული მაქვს. ექიმმა ჯერ პატარაა მკვეთრად არ ისმისო.-ცხვირი ჩამოუშვა იოანემ. -მალე მოვა ეგ დროც ძმა. თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ ისე გადის დრო. -რა დიდი კაცივით ლაპარაკობ. -დავცინეთ დაჩის ყველამ. -იცინეთ თქვენ და რა ვთქვი ტყუილი. -არა ძმა არაფერი, უი ხო მართლა ეგ კარგი გამახსნედა. ზეგ საღამოს ბანკის თანამშრომლებისთვის კორპორაციულ წვეულებას ვაწყობდა მინდა რომ თქვენც მოხვიდეთ. მოწვეული სტუმრების სტატუსით. -აუ რა მაგარია, ყურადღების ცენტრში ვიქნებით. გლამურული წვეულების გლამურული სტუმრები. ყველაზე ლამაზები უნდა ვიყოთ. -ტაში შემოკრა ნატუკამ მერე კი უცებ სახე შეეცვალა. -აუ რა უნდა ჩავიცვა. თან მუცელი მექნება გაბერი. შუბლზე ხომ არ მივიწერ ორსულად ვართქო ყველას მსუქანი და ღიპიანი ვეგონები. აი ჩემი გლამურიც. -კარგი რაა ნატუკა. მთავარია ჩვენს ბიჭებს მოვწონვართ. -დიახაც, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცოლები გვყავს. -ტუჩებში წაეტანა ნატუკას დაჩი, ისე საყვარლები არიან. გზაში მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ნატუკამ საინტერესო თემა წამოჭრა სინამდვილეში. მართლა რა უნდა ჩავიცვა. ფაქტია რომ თვალის მომჭრელი უნდა ვიყო მინდა რომ იოანემ ჩემით იამაყოს. -თებეა რა გჭირს კარგად ხარ? ხმას რატომ არ იღებ? -მითხარი რომ არ დამცინებ და გეტყვი. -კარგი ნუ ბავშვობ მითხარი. -მართლა რა უნდა ჩავიცვა არ ვიცი. -არა როგორ არ დაგცინო? რაც არ უნდა ჩაიცვა შენ ყველაფერი მოგიხდება -შენს თვალში კი, მაგრამ მინდა რომ ფურორი მოვახდინო. ყველამ გაიგოს რომ გიმსახურებ, რომ მე მეკუთვნი, თან დავანახო რომ არც კი იფიქრონ შენთან მოახლოება თორემ ყველას თმით ვითრევ. -კარგი, ხვალ წავიდეთ და ვიყიდოთ ძალიან მაგარი და ლამაზი კაბა. -კარგი. სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა. უცებ წამოვიწიე და იოანეს ტუჩებში ჩავეკონე. ნახევრად ჩემს პირში წარმოთქვა სიტყვები. -ფრთხილად სულელო, დავიმტვრევით. ... უკვე ერთი საათია ოთახშია შეკეტილი თებეა და კარს არ მიღებს, მინდა რომ გაგაოცოო. მეც ველოდები მაგრამ ვატყობ რომ უკვე მოთმინების ფიალა მევსება. თანაც ვაგვიანებთ და ნამდვილად არაა ლამაზი ტონი ორგანიზატორმა და მასპინძელმა დაიგვიანოს. ის ის იყო კიდევ ერთხელ უნდა მიმეკაკუნებიდა რომ კარი გამოაღო. ენა ჩამივარდა ისეთი ლამაზი იყო. ნუთუ ეს კაბა შეიცვალა მას შემდეგ რაც ვიყიდეთ. ის უბრალოდ ქალღმერთი იყო. წითელ კაბაში მისი სხეულის ყველა სექსუალური ნაკვთი ჩანდა. თმა გაეშალა. არასოდეს შემიმჩნევია ამდენად გრძელი თმა თუ ქონდა. ძალიან იშვიათად იშლიდა. თვალები ისე ქონდა ჩახატული მართლა დახატული გეგონებოდა. ტუჩებიც წითლად ქონდა შეღებილი. შემატყო ალბათ რომ გამოვშტერდი, მომიახლოვდა და ყურში მიჩურჩულა. -აშკარად ეფექტურად გამოვიყურები. -ნამდვილად. -ტუჩებში საკოცნელად წავეტანე მაგრამ არ მაკოცნინა. -წავიდეთ მაგის დრო არ არის. -მართალს ამბობდა. მანქანაში შევატყვე რომ ღელავდა. გული მძიმეთ აუდიოდა და ჩამოუდიოდა. -თებეა, არ მითხრა რომ ნერვიულობ. არაჩვეულებრივად გამოიყურები. -არ ვნერვიულობ. უბრალოდ მინდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ეს შენი სახეა. დღეს შენი დღეა. -ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა. -ლოყაზე ჩამოვუსვი თითი და თავი ხელში ჩამიდო. როგორც იქნა მივედით დანიშნულები ადგილას. ისე გამოვიდა რომ ნატუკა და დაჩიც იმ წამს მოვიდნენ. თებეა ცოტა გახალისდა, იმედი მიეცა ნაცნობი სახეების დანახვისას. ნატუკაც არაჩვეულებრივად გამოიყურებიდა შავი გრძელი კაბა ეცვა. წითელი ფეხსაცმელები და წითელი ჩანთა ეჭირა. მათ ერთად დანახვაზე სიცილი ამიტყდა. დაბღვერილმა შემომხედა ნატუკამ. -რა იყო რა გაცინებ, კარგი რა იოანე მერამდენედ აკეთებ ეგრე. კომპლექსი გამიჩინე უკვე. -არა ნატუ, არაჩვეულებრივად გამოიყურები უბრალოდ შენ შავებში და თებეა წითლებში დამდვილი სტენდალის შემოქმედება ხართ ერთად. -ჩემ სიტყვებზე ყველას გაგვეცინა და დაძაბულობაც მოგვეხსნა ყველას. - დროა შევიდეთ ბავშვები. მგონი ყველა ადგილზეა. უკვე კართან ვიყავით ტელეფონი აწკრიალდა. ლიანა იყო. -ბატონო იოანე ყველანი შეიკრიბნენ მხოლოდ თვქვენ დარჩით. -უკვე აქ ვართ ლიანა. -გავთიშე. თებეამ ხელკავი გამომდო. უკან ნატუკა და დაჩი ამოგვიდგნენ. ოთხივემ ღრმად ჩავისუნთქეთ და კარი შევაღე. თავ აწეული, თავდაჯერებული ნაბიჯებით მომყვებოდა თებეა გვერდით და ყველას უღიმოდა. ფოტო აპარატების ნათება თვალს მჭრიდა და მათი ჩხაკუნი მაღიზიანებდა კიდეც. როგორც იქნა ტრიბუნამდე მივაღწიეთ და ლიანამ მიკროფონი შემომაგება. -მადლობა, ყოჩაღ. -გადავულაპარაკე მას და შევატყვე როგორ აუწითლდა ლოყები, არ ვიცი სიმორცხვისგან არ ვიცი სიხარულისგან. -მოგესალმებით, მე იოანე ლომიძე ვარ. ბანკის ახალი მფლობელი და გენერალური დირექტორი, ეს მათთვის ვინც არ იცის. ეს ჩემი მეუღლეა. -წელზე მოვხვიე ხელი თებეას და ჩემსკენ მივიზიდე. მისმა გულისცემამ ჩემს ყურებამდე მოაღწია. -თებეა ყიფშიზე. ესენი კი ჩემი მეგობრები არიან დაჩი გელაშვილი და ნატალია ახვლედიანი. შიძლება გაგიკვირდეთ ისინი აქ რას აკეთებენ მაგრამ აქვე შეგატყობინებთ რომ მომავალი კვირიდან ბატონი დაჩი ჩემი მრჩეველის თანამდებობას დაიკავებს. -გამეცინა კიდეც როცა დაჩის გაოცებულ სახეს შევხედე. არ მითქვამს მათთვის არაფერი რადგან სიურპრიზის მოწყობა მინოდა და აშკარად გამომივიდა. დარბაზში ტაში გაისმა. -ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჩემი მხრიდან თქვენი უკეთ გაცნობაა. მინდა რომ იმხიარულოთ და გაერთოთ. -კიდევ ერთხელ გაისმა ტაში. -თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემს მშრომელ თანამშრომლებს რომელთა მხრებზეც დგას ეს დიდი იმპერია. -ჭიქა ჰაერში ავწიე და საპასუხოთ, დარბაზიდან მოელვარე ჭიქების ტალღა წამოვიდა. თებეას კმაყოფილი ღიმილი ქონდა სახეზე და ტაშს ნაზად უკრავდა. დაჩი მომიახლოვდა და გადამეხვია. -მადლობა ძმა, მანამდე რატომ არ მითხარი? -რომ მეთქვა რა უარს მეტყოდი? -არა მაგრამ, ნეპოტიზმად არ ჩაგითვალონ. -ამ ჩემს ფეხებს რადაც უნდა იმათ ჩამითვალონ. -მოვეხვიე კიდევ მეგობარს. -შენზე კარგ მრჩეველს ვერსად ვიპოვი. ხალხი აშკარად კარგ დროს ატარებდა. ზოგმა იმღერა კიდეც. ზოგიერთი სახუმარო ამბებს ყვებოდა. ყველანი კარგად ვერთობოდით. თებეა და ნატუკა ხალხს შეერივნენ. მეც დაჩი გავაცანი ბანკის წამყვან პოზიციებზე მომუშავეებს. უცებ დარბაზში. წყნარი სასიამოვნო მუსიკა გაისმა. ყველამ ცეკვა დაიწყო თებეამაც ერთი გამომხედა და ჩემსკენ აიღო გეზი. თვალი თვალში გამიყარა და ისე მოდიოდა, აშკარად ვამჩნევდი როგორ აყოლებდნენ თვალს და ეჭვიანობის ნაცვლად გული სიამაყით მევსებოდა რადგან ის მე მეკუთვნოდა. მიახლოვდებოდა თანდათან და სახეზე კმაყოფილ ღიმილს ვამჩნევდი. უცებ ჩემსა და მას შორის სილუეტი გაჩნდა. ეს ხომ ის გოგონაა, პირველი რომ აინტერესდა ჩემი ოჯახური მდგომარეობით. -მე სალომე, შეიძლება ვიცეკვოთ ბატონო იოანე. -იმწამსვე თებეას სახეს გავხედე. სიბრაზისგან კაბის ფერი ქონდა მიღებული. იმ წამს თავში იმ აზრმა გამიელვა ახლა თმით არ ითრიოსთქო და თავაზიანად მოვიშორე. -სასიამოვნოა სალომე, დიდი სიამოვნებით მაგრამ მეუღლე მელოდება მასთან მივდივარ. -აშკარა უკმაყოფილება დაეტყო სახეზე მაგრამ სულ არ მადარდებდა. სამაგიეროდ ნატუკას გასწორებული სახე და ნიშნის მომგები მზერა მესიამოვნა თან გამეცინა. ხელი გავუწოდე მანაც რევერანსით მიპასუხა და მისი ნაზი თითები ჩემს ხელში ჩაასრიალა. მივიზიდე. წელზე მჭირდოდ მოვხვიე ხელი და მანაც ჩემს მხარს ჩააფრინდა. თან იღიმოდა თან კბილებში ბრაზით გამოცრა. -რა უნდოდა იმ ქალბატონს, შენთან ცეკვა ხომ? -აბა რაა, ჩემს შარმს ვერ გაუძლო. -რატომ გინდა რომ ერთით ნაკლები თანამშრომელი გყავდეს? -ასეთი ეჭვიანი როდის შემდეგ გახდი? თუ ორსულობის ბრალია? -შენ წარმოიდგინე და სულ ვიყავი მაშინაც სანამ შენი ცოლი გავხდებოდი. სულ იმას ვფიქრობდი ნეტა ჩემაირად კიდე რამდენს წერსთქო. -რა მესაკუთრე ცოლი მყოლია და მხოლოდ ახლა გავიგე. -დიახაც, რაც ჩემია ჩემია და მორჩა. -ლაპარაკისას დაჩი და ნატუკა მოგვიახლოვდნენ. -რაო გვრიტებო, მარტო დარჩენა ხომ არ გინდათ. -არ ვიტყოდი უარს. ისე ნატუ შენთან არასოდეს მიცეკვია, მოდი წყვილები გავცვალოთ, -უცებ ამ იდეამ გამიელვა და რატომ არ ვიცი. დამეთანხმენ და დაჩიმ თებეასთან დაიწყო ცეკვა და ნატუკამ ჩემსკენ გადმოინაცვლა. ჯერ ჩამეხუტა მერე ცეკვა დავიწყეთ. -მადლობა იოანე ასე რომ გვეხმარები. დაჩი მეტ დროს უთმობს სახლს. თანდათან ჭკვიანდება -თან ეცინება ამას რომ ამბობს და მეც ავყევი რადგან ასე სენტიმენტალურად რომ გაეგრძელებინა ვიცი იტირებდა. -ჩემი დაჩი აქამდეც ჭკვიანი იყო უბრალოდ ვერ ამჟღავნებდა. ხომ იცი ნატუ რომ ჩემი იმეი უნდა გქონდეთ. სანამ ფეღზე ვდგავარ დაჩის გვერდიდან არ მოვიცილებ. როცა მიჭირდა ის ჩემს დასახმარებლად არაფერს იშურებდა. დროა მადლობა რაღაცით გადავუხადო. ისე არ გეგონოს ტყულა დავაჯენ. დაღლილ დაქანცული რომ მოვა სახლში და ქალო ნასკი გამხადეო რომ დაგიძახებს მერე არ თქვა ჩემზე საყვედურები. -კარგი არ ვიტყვი. -თვალებით ადამიანი ასე იცინოდეს პირველად ვნახე. მის თვალებში ჩანდა როგორ უღიმოდა გულის ყველა კუნჭული. -მიხარია რომ თებეას შენნაირი მეუღლე ყავს ჩემს დაჩის კი შენი სახით უფროსი ძმა. -მეც მიხარია რომ თეეას შენ ყავხარ. ვერ გამოხატავს თორე იცი როგორ ეიმედები? შენ მისი ოჯახი ხარ. ჩვენ ვართ მისი ოჯახი. მე, შენ, დაჩი და ჩვენი პატარები. -იცი ხანდახან მეშინია, დაჩის ამაზე ვერ ველაპარაკები და გეხვერწები ქალურ სისუსტედ არ ჩამითვალო. ამ ბოლო დროს ცოტა ტკივილები მაქვს რაც ჩემთვის ამ ეტაპზე არაა სასურველი. იმისიც მეშინია ბავშვს არაფერი დაემართოს და იმისიც რომ ახლა კი შევინარჩუნებ მაგრამ მერე რიმე არ მოუვიდეს. მეშინია რომ მას ხელში ვერასოდეს ავიყვან, ვერასოდეს მოვეფერები. ხანდახან მესიზმრება რომ ვკარგავ და გულ აჩქარებულს მეღვიძება, მერე ტირილს ვიწყებ და დაჩის ვატყუებ ვითმ რაღაცეები მინდა რომ ცოტა ხნით მარტო დამტოვოს. მის მოსვლამდე ვტირი და ცოტა ვმშვიდდები გულს რომ მოვიოხებ. -სისულელე ნუ ამბობ ნატუკა. თქვენ არაფერი მოგივათ. აი ნახავ სრულიად ჯანმრთელს ჩაიგორებ კალთაში შენს პატარას და მე ჩემს ძმიშვილს. ბუნებრივია რომ გეშინია. პირველი ორსულობაა, მაგრამ ძლიერი გოგო ხარ შიშს არ მისცე შენი შეპყრობის უფლება. -გაუმართლა თებეას, შენ რომ ყავხარ. დაჩისთვის ეს რომ მეთქვა ჩემზე მეტს ინერვიულებდა. ვუმალავ რომ ტკივილები მაქვს. -არ უნდა უმალავდე ნატუ რა იცი რა დროს დაგჭირდება მისი დახმარება. დამიჯერე ჯობია სიმართლე უთხრა. ექიმთან ხომ იყავი, ხომ გითხრა ყველაფერი რიგზე აქვს ნაყოფსო, ხო და ნუ გეშინია. -თვალები აუწყლიანდა და გულზე მივიხუტე, უცებ ის გავიფიქრე ნუთუ თებეასაც აქვს ასეთი შიშები და იმის გამო რომ არ დავცინო ვერ მეუბნება. გავხედე და დაჩისთან ერთად რაღაცაზე გულიანად იცინოდა. არა ნამდვილად მეტყოდა. ვერ შეძლებდა ასეთი რამის ჩემგან დამალვას მე ხომ დაჩისავით მეამიტი არ ვარ. აუცილებლად მივხვდებოდი ჩემს გოგოს თუ რაიმე აწუხებს. ჩვენსკენ წამოვიდნენ სიცილით. დაჩიმ ხელი მოხვია თებეას და შუბლზე აკოცა. -ჩაიბარე შენი მეუღლე უვნებლად და დამიბრუნე ჩემი. -ჩაიბარე შენი მეუღლე უვნებლად. -გავიმეორე მისი სიტყვები და ყველამ გავიცინეთ ნატუკამაც მღელვარება დაფარა, დრო იხელთა ამ მომენტით. მე და თებეამ ბარისკენ გადავინაცვლეთ. ნატუკას სიტყვები მიტრიალებდა სულ თავში. მინდა თებეას ვკითხო ხომ არაფერი აწუხებს მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულბ როგორ ვკითხო არ მინდა რომ ავანერვიულო. რაიმე რომ ვკითხო ახლა მიხვდება რომ ნატუკამ მითხრა რაღაც და მე კიდე არ მინდა ნატუკამ ჩემი ნდობა დაკარგოს. რა ჯანდაბა ვქნა. ჯობია, ყურადღებით დავაკვირდე თებეას მოქმედებებს. მეტი დრო გავატარო მასთან და ასე გავარკვევ ყველაფერს. -იოანე წავიდეთ რა სახლში დავიღალე. -ხელზე თებეას შეხება გამომიყვანა ფიქრებიდან. -კარგი, ვუთხრათ ბავშვებს და ერთად წავიდეთ. მანმდე ხალხს დავემშვიდობები. -ხელი ჩავკიდე და ისევ ტრიბუნაზე ავედი. -მეგობრებო კიდევ ერთი წუთით ვითხოვ თქვენს ყურადღებას. გარკვეული მიზეზებისდა გამო უნდა დაგტოვოთ თუმცა თქვენ შეგიძლიათ გართობა გააგრძელოთ. მთელი ღამით თქვენს განკარგულებაშია ყველაფერი. მადლობა თქვენ ასეთი სასიამოვნო საღამოსათვის. და კიდე ხვალ დილით სამსახურში არ გაადვიანოთ. -მადლობაა, სიცილი და ხარხარი ისმოდა დარბაზიდან რაც გულზე სასიამოვნოდ დამეფინა. გარეთ გამოვედით ოთხივე და ერთმანეთშ დავემშვიდობეთ. ნატუკას ისევ თბილად მოვეხვიე და გავამხნევე. -ნაატუ ნურაფრის შეგეშინდება, როცა მოგინდეს დამირეკე კარგი. -კარგი, მადლობა იოანე რომ ასეთი კარგი ხარ. მანქანაში ჩაჯდომის თანავე ჩვეულ საქციელს მიმართა თებეამ. ფეხსაცმელები გაიხადა. -როგორ დამისივდა ფეხები. -ორსულად რომ ხარ დაგავიწყდა. -ჯერ ადრეა. -როგორ ყველაფერზე ჯერ ადრეას იძახი, სანამ არ გაჩნდება დრე იქნება ხოო. -დიახააც. -მაცდურად ჩაიღიმა და ენა გამომიყო. უცებ სახე შეეცვალა. -იოანე გააჩერე მანქანა. -რა იყო ცუდაად ხარ? ხმა ამიკანკალდა. -გული მერევა გააჩერე. -იქვე მივაყენე მანქანა. უცებ გადმმოვიდა მანქანიდან. ფეხშიშველმა მინდორში გადაირბინა და გული აერია. მივუახლოვდი. თმები გადმოვუწიე. ხელი მაგრად ჩამჭიდა. კიდევ ერთხელ აერია. და გასწორდა. -ჩანთაში წყალი მაქვს მომიტანე რაა. -ჩანთით წყალი დააქვს, ანუ ასე სხვა დროსაც დაემართა და იცოდა რომ დაჭირდებოდა. მგონი ნამდვილად მაქვს ღელვის საგანი. წყალი მოვუტანე და საბარგულში ძველი კედები მეგულებოდა ისინიც გამოვაყოლე რომ ფეხშიშველი არ მდგარიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.