ზოგი ჭირი მარგებელია ! (2 თავი)
ალბად გქონიათ ისეთი მომენტი როდესაც გეგონა რომ ყველაფერი კარგად იყო , მაგრამ ზუსტად ამ დროს ხდება ისეთი რამ რომ შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ზოგისთვის უკეთესისაკენ , ზოგისთვის-კი უარესობისაკენ. ძალიან კარგია თუ შენი ცხოვრება უკეთესი გახდა და ნელ-ნელა იპყრობ მწვერვალებს, მაგრამ თუ ერთი მომენტი რადიკალურად ცვლის შენს ცხოვრებას უარესობისაკენ კატასტროფაა. ალბად დამეთანხმებით რომ ძალიან ცუდია ერთ წუთში დაკარგო ყველაფერი რაც შენ გაგაჩნია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სწორედ ასე მოხდა ნინის შემთხვევაში. სახლი რომელშიც 16 წელი ცხოვრობდა ნაცარტუტათაა ქცეული. აი ასე მისი სახლი უკვე აღარ არსებობს. და რას გრძნობს ახლა ნინი? ტკივილს. ცრემლიანი თვალებით უყურებს თუ როგორ ცდილობს სახანძრო ხანძრის ჩაქრობას. თუ როგორ იწვის ის სახლი რომელიც სავსეა მოგონებებით. მოგონებებით რომელიც სავსეა სიხარულით და ტკივილით. მოგონებები რომელიც ნინის აძლევდა სტიმულს რომ გამხდარიყო უფრო კარგი ვიდრე ის არის ახლა და თითქოს ამ სახლთან ერთად ქრება მოგონებები, რომლის გარეშე არავინ იცის როგორი იქნება ნინის ცხოვრება. უკვე ფეხებში ძალას ვეღარ გრძნობს თვალებში უბნელდება და ისისარის უნდა დაეცეს რომ გრძნობს ვიღაცას როგორ აყავს ხელში. უნდა რომ თვალები გაახილოს, მაგრამ რაცუფრო ცდილობს მითუფრო ელევა ძალა და აი ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა. ალექსანდრე დვალი - 17 წლის. სულ რამოდენიმე დღეა რაც ჩამოვიდა გერმანიიდან. ყავს დედ-მამა . დედა - ნინო ბურდული . დიზაინერი. მამა- დავით დვალი. ბიზნესმენი. დვალების ოჯახი შეძლებული ოჯახია, მაგრამ არცერთი ოჯახის წევრი არ არის ამპარტავანი. სამივემ კარგად იცის სიღარიბე. ოდესღაც ბატონ დავითმაც ნულიდან დაიწყო საქმე და ახლა ერთ-ერთი გავლენიანი პირია მთელს ევროპაში. ნინოც და დავითიც ცდილობდნენ რომ ერთადერთი შვილი რომელზედაც მზე და მთვარე ამოდიოდათ ყველაფრისდამიუხედავად არ გაენებივრებიათ. უნდადოთ რომ ალექსი ყოფილიყო ღირსეული ადამიანი და მასზე ეთქვათ ეს არის ბატონი ალექსანდრე დვალი და არა ბატონი დავითის ვაჟი. როგორციქნა მიაღწია სასწრაფოს მანქანამ სავადმყოფოდე და საკაცით გადმოიყვანენ ჯერ კიდევ უგონოდ მყოფი ნინი. ალექს უნდოდა პალატაში შეყოლოდა მაგრამ ექიმებმა უკან გამოაბრუნენ და ღონემოხდილი ჩაესვენა პალაატის წინ არსებულ სკამზე. ბევრი ფიქრის შემდეგ მიხვდა რომ ვინმე ნინისიანისთვის უნდა გაეგებია ეს ამბავი. არადა არავის ნომერი არ იცოდა. ალბად როგორ ნერვიულობს ნინის მშობლები. გაიფიქრა და ტელეფონის ხმაც გაისმა. უცხო ნომერი იყო. -გისმენთ. -თორნიკე ვარ ალექს. რა შვები ჰო მოდიხაარ დღეს? -გაისმა თოკოს ხმა. -არა თოკო ვერ მოვდივარ და ვშიშობ ვერც შენ წახვალ. -რატო ? რამე მოხდა ბრატ? -******************** ამ სავადმყოფოში მოდი და აგიხსნი -უთხრა ალექსმა და გაუთიშა. დაახლოებით 15 წუთში უკვე თოკო და საბა ალექს მიუახლოვდნენ. -ჰო მშვიდობააა? რასახეგაქ ? ან აქ რა გვინდა?- მიაყარა თოკომ. -ნინი ცუდად გახდა და აქ წამოვიყვანეთ. -რადაემართა?-იკითხა შეშფოთებული ხმით საბამ. -სკოლიდან ერთად წამოვედით და უკვე ნინის სახლის ეზოსთან ვიდექით, რომ დავინახეთ თუ როგორ იწვოდა ნინის სახლი. -ნერვიულად გადაისვა ალექსმა ხელი თავზე. - ჰოდა ეს რომ დაინახა შეწუხდა. არვიცი რა ჭირს უკვე თითქმის 1 საათია შეყვანილი ყავთ და არაფერს არ ამბობენ. იქნებ ნინის მშბლებს დაურეკოთ და გააგებიოთ,რომ არ ინერვიულონ? -აუ ბიჯო კატო წარმომიდგენია ახლა რა დღეშია. -თქვა საბამ და ეგრევე აკრიბა კატოს ნომერი. აიღო თუ არა ყურმილი გაისმა შემაძრწუნებელი ქალის ხმა. კატოს წყრიალა ხმა სადღაც გამქრალა და შთაბეჭდილება დაგჩებოდა რომ კაცს ესაუბრებოდი. -თო..რნი...კე .... ჩ..ე ..მი სა...ხლ..ი - კატო -ვიცი კატო ყველაფერი ვიცი. შენ სად ხარ? ახლავე მოგაკითხავ. -სა.ხ..ლ..შ.ი -თქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ კატომ. თორნიკემაც გათიშა ტელეფონი. ბიჭბს დაუბარა რომ მალე მოვიდოდა კატოსთან ერთად და წავიდა. -კატო ნინის დედაა?-შეეკითხა დიდი ხნის დუმილის შემდეგ ალექსმა საბას. -არა რა დედა. მშობლები არ ყავს. დაბადებიდანვე დეიდამისი ანუ კატო ზრდის. -რა დაემართათ მის მშობლებს? -დაძაბული ხმით თქვა ალექსმა. -დედა მშობიარობას გადაყვა,ხოლო მამა აზრზეც არვართ სად არის. -კიდევ რაღაცის თქმა უნდოდ ალექს მაგრამ დაინახა თუ როგორ მოდიოდა თოკო განადგურებულ გოგონასთან ერთად. - ალბად ეს კატოა- გაიფიქრა ალექსმა. და როგორციქნა გამოვიდა ექიმი ნინის პალატიდან. ეგრევე მივარდა კატო და ათასი კითხვა დააყარა. -რას ჭირს? ცუდად რატომ გახდა? ჰომ კარგად იქნება? და ასშ. -დამშვიდით ქალბატონო. პაციენტს ამწუთას ძინავს. ვერ გეტყვით რომ კარგად არის მაგრამ არაუშავს ძლიერი ქალბატონი სჩანს და იმედია ყველაფერს გაუძლებს. -თქვა ექიმმა. -ამით რისი თქმა გინდათ? რას ჭირს ნინის ? -იკითხა გაკვირვებულმა საბამ. -პაციენტს გულზე აქვს პრობლემა. აუცილებლად სჭირდება მკურნალლობა. მანამდე კი 3-4 დღე მაინც უნდა იყოს აქ რომ დავაკვირდეთ და დაზუსტებით გავიგოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. საღამომდე მნახველებს ვერ შევუშვებ. დასვენება სჭირდება. ახლა კი თქვენის ნებართვით მე დაგტოვებთ მელოდებიან. -ექოსავით გაისმა ექიმის ხმა რომელიც საშინელ ამბავს აუწყებდა იქ მყოფებს. კატოს ისტერიკული ტირილი აუვარდა. ვერ წარმოედგინა რომ ადამიანის რომლის მეტი აღარავინ ყავდა ისიც შეიძლება დაეკარგა. სჯეროდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ცუდი სიზმარი. რომლის მერეც ის ყვირილით გაიღვიძებდა და ამ ყველაფერს წყალს მოუყვებოდა რომ არ ახდენილიყო,მაგრამ არამც და არამც. მას არ ძინავდა ... -სალომე უთხარი გელას სასწრაფოდ შემოვიდეს. -ყურმილში ჩასძახა მკაცრმა ბარიტონმა მის მდივანს. მალევე გაისმა დაკაკუნების ხმა და ნებართვის შემდეგ გელამ შემოაღო კაბინეტის კარი. -აბა რა ისმის იმ საქმესთან დაკავშირებით მე რომ დაგავალე? -სამწუხაროდ , ჯერჯერობით ვერაფერი გავარკვიე. არ გაქვთ საკმარისი ინფორმაცია იმ ქალბატონი შესახებ. მხოლოდ სახელი და გვარი,მაგრამ ეს არ მყოფნის.- დანანებით თქვა გელამ -არმაინტერესებს. 2 დღე გაქ ყველაფრის გასარკვევად. ვერ გადავიტან რომ ის ისევ დავკარგო. ჰომ იცი რა მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს საქმე. -დამწუხრება დაეტყო მამაკაცს ხმაში. -მიკვირს ამდენი ხანი მაინც როგორ გავძელი მის გარეშე. არადა სულ ვგრძნობდი რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო. სულ ვგრძნობდი რომ რაღაც მაკლდა და თურმე რა... ახლავე წაადი და რაცშეიძლება მალე მოძებნე ! - დამწუხრებული ბარიტონი ისევ მკაცრად გადაიქცა . გელაც გავიდა. კაცი კი ფიქრობდა იმ წლებზე რომელიც მის გარეშ გაატარა. იმ წლებზე რომელიც მუდამ დატანჯავს ... ასევე ფიქრობდა თუ რა იქნებოდა მომავალში. ფიქრობდა მომავალზე სადაც მას ის მჭიდროდ ყავს ჩახუტებული სხეულზე და არსად არ უშვებს. წარმოგიდგენიათ გონებაშიც კი დახატული ქონდა. იცოდა თუ როგორი იქნებოდა მომავალი მასთან ერთად. თუ როგორ გაახალისებდა მისი ბუზღუნი იმაზე რომ : დღეს შოკოლადი ვერ მიუტანა. იჯდა და ფიქრობდა და თვალებზე ცრემლებიც კი მოადგა ... *********************************** მართალია პატარაა მაგრამ ისე ემოციურად დატვირთული თავი გამოვიდა რომ მემგონი უნდა მოგეწონოთ. გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები რა შევცვალო და რა არა . რათქმაუნდა ვიღებ კრიტიკასაც თანაც თქვენ წარმოიდგინეთ და უფრო მახარებს კრიტიკა ვიდრე მოწონება. ნუ ახლა ისეც ნუ იზამთ რომ თავი დავანებო :დ ნუ რავიცი გამოხატეთ თქვენი აზრი და გავაგრძელო თუ არა? :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.