შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არმეგონა ასე ადვილად თუ გაგიშვებდი!(თავი 3)


21-03-2017, 00:46
ავტორი ლიკა^
ნანახია 1 334

მაგრამ მე მას შევპირდი და ავასრულებ კიდეც,რომ მას დედოფალივით ვაცხოვრებ ეს ერთი წელი.გზაში ჩაფიქრებული იჯდა და მერე უცებ ღაღაცნაირად წამოიყვირა.შემეშინდა და მანქანა გავაჩერე,გამოკითხვა დავუწყე,მაგრამ სადმე წავიდეთ და მოგიყვებიო.მეც წავყევი და თავისი ტკივილი მომიყვა.ცრემლებს ვერ იკავებდა.ცოტა რჩევები მივეცი დამთანხმდა.ისე გამიხარდა,რომ ცდილობს მაპატიოს და მენდოს.მერრ მისი შეხრბა ვიგრძენიდა ტანში სასიამოვნოდ დამიარა.ისე წავედით მანქანისკენ ხელი არ გამიშვია.სახლამდე ჩუმად ვისხედით.სახლში არავინ დაგვხვდა,პარკები ოთახში დავულაგე.
-აუუ ძალიან დიდი მადლობა!
-კარგი რა,რა მადლობა!-ჩემს ოთახში დაბრუნების დრო იყო,მაგრამ რაღაც მაკავებდა,ვერ მივდიოდი.მინდოდა მეტი დრო გამეტარებინა სესილისთან ერთად.
-გინდა გავისეირნოთ?თუ დაღლილი არ ხარ!?-მაინც ვერ მოვითმინე და შევთავაზე.არ მეგონა თუ დამთანხმდებოდა,მაგრამ კარგი ჩავიცვამო და ოთახიდან გამომაბრუნა.რეზის ოთახზე დავაკაკუნე.
-ვინ არი??-დაიბოხა ხმა.
-მე ვარ.-კარები შევაღე,ლოგინზე იჯდა და წიგნი ეჭირა.რეზი რაღაცნაირია,26წლის არის ,მაგრამ რაღაც განსხვავებულია,საერთოდ არ მგავს.2წლის წინ "აღმოვაჩინეთ" რეზი და ნელ-ნელა გაირკვა,რომ ჩემი ძმა იყო.ვიღაც რუსი ქალის შვილი,მამაჩემს ქონია ურთიერთობა და 2წლის წინ რაღაც საქმეზე მოუწია რუსეთში წასვლა.იქიდან კი რეზისთან ერთად დაბრუნდა.ის ქალი გარდაცვლილა.თავიდან ყველა გაბრაზებული ვიყავით გიაზე,რომ მოგვატყუა და ნატას უღალატა,მაგრამ დროთა განმავლობაში ყვეკაფერი დალაგდა.რეზიმ რაც მოყვა ბევრჯელ მჯდარა ციხეში.ქურდობისთვის,მკვლელობისთვის,გაუპატიურებისთვის და მრავალი დანაშაულისთვის.მოკლედ,რომ ითქვას ციხეშია გაზრდილი.აქ,რომ ჩამოვიდა აქაც იჯდა ორჯელ,მაგრამ მერე შეეშვა.კარგი ურთიერთობა მაქვს თქო,რომ ვთქვა არა,მაგრამ საშუალოდ რაა.
-რას კითხულობ??-გვერძე მივუჯექი.
-"ბილი მილიგანის მრავალი გონება".-კბილებში გამოსცრა და წიგნი დახურა.
-რამე მოხდა??-ასეთი არასდროს მინახავს.
-კი მოხდა,ერთი წელია სესილი მიყვარს და შენ მაინც ეგ აირჩიე საცოლედ ხო??-ფეხზე წამოხდა და ყვირილი დაიწყო.გაოგნებული დავრჩი.არც კი ვიცოდი ან რა ჩემი ბრალი იყო მამაჩემის იდეა იყო და მას დავთანხმდი,თორე სესილი არც კი მახსოვდა და არც გამიფიქრებია,რომ ჩემი საცოლე გამხდარიყო.
-რეზი დამშვიდდი,მხოლოდ ერთი წელი იქნება,მერე კი ჩვეულებრივად წავა.თან ეს მამას იდეა იყო.
-ხელიც,რომ დააკარო არ გაცოცხლებ!-თითი ამიქნია.
-ეხლა კარგად მისმინე!!-კედელთან ავაკარი და ყელში წავუჭირე ხელი.-გასაგებად გითხარი მხოლოდ ერთი წელი იქნება თქო და ტონსაც დაუწიე ხოლმე!!-კარებზე დააკაკუნეს და მალევე შევუშვი ხელი.-მერე ვილაპარაკებთ!-თვალი შევავლე რეზოს,რომელიც ყელზე ხელებს ისვამდა.კარები გავაღე და სესილი იდგა.
-რამე მოხდა?-შეშინებული სახე ქონდა.
-არაფერი,წამო წავიდეთ!-უკან გავყევი,მანქანაში,რომ ვჯდებოდი ფანჯარაში შევამჩნიე დიტოს გაბრაზებული სახე.ჩავჯექი და მანქანა ადგილს მოვწყვიტე.არ ვიცი რატომ,მაგრამ არ მინდა უფლება მივცე რეზის,რომ სესილისთან იყოს.ალბათ იმიტომ,რომ რეზი გიჟია.მერე რა,რომ სესილი ჩემთვის არაფერი არ არის.ეს ქორწინება ერთ წლიანი და ყვრლაფერი დასრულდება.სესილი მომწონს,თან უკვე "ჩემი ცოლი"-ისსტატუსი აქვს და არავის მივცემ უფლებას მას ცუდად მოექცეს.შეცდომები ყველას მოსდის.შეცდომებზე ვსწავლობთ ამიტომ იმ კლუბის ამბებს სესილი მგონია,ტომ მაპატიებს და მეც შევეცდები გამოვასწორო.რაც შეეხება რეზის ვეცდები სესილისთან ნაკლები ურთიერთობა ქონდეს.რეზის კარგად არ ვიცნობ,მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება ვინმე შეყვარებოდა მგონიაა ეს უბრალოდ გატაცეება რასაც სესილისთან დაკავშირებით გრძნობს.თავისას მიიღებს და მერე აღარ დაჭირდება.
-დიტო კარგად ხარ??-სესილის ხმამ გამომაფხიზლა და მაშინ გავიაზრე,რომ სწრაფად მივდიოდით.
-აუუ ბოდიში ვერ ვაზროვნებ....-მანქანა გვერძე გავაჩერე.
-გინდა ფეხით გავიაროთ???-ღვედი გაიხსნა და შესინებულმა შემომხედა.
-რავი ჰოო-მანქანიდან გადავდი და გზას დავუყევით.
-რამე მოხდა??
-ისეთი არაფერია.-ჩუმად გავუყევით გზას.უკვე 8 საათი იყო და ციოდა.სესილი ქურთუკს მჭიდროდ იკრავდა ტანზე.
-გცივა??
-რავი ცოტა.
-სახლში წავიდეთ არ გაცივდე.
-არა გარეთ ვიყოთ,არ მინდა სახლში.-სახლში მეც არ მინდოდა მისვლა.დიტოს ნერვები არ მქონდა.თუ მართლა უყვარს ადვილად არ დათმობს და რამე არ დაუშავოს მეშინია.
-ქალაქიდან მოშორებით პატარა სახლი გვაქვს,იქ წავიდეთ.-სესილი გაჩუმდა,მივხვდი რატოც,მაგრამ მე ცუდი მიზნები არ მქონდა.სახლში მისვლა არცერთს გვინდოდა,ის სახლი კი ძალიან მიყვარს და ორივე მშვიდად ვიქნებით.
-კაი.-მაინც დამთანხმდა.გამიხარდა არ მოველოდი,მაგრამ უკეთესიაა თუ მენდობა და აღარ შეეშინდება.უკან დავბრუნდით მანქანასთან.მოვკალათდით და წავედით.
-დიდი ხანია იქ არ ვყოფილვარ,მაღაზიაში შევიაროთ და რამე წავიღოთ.-მანქანა დიდ მარკეტთან გავაჩერე.
-აქედან შორს არის??-გამომხედა მოჭუტული თვალებით.
-ისე რაა.-თმა ავიჩეჩე და მაღაზიაში შევედით.ცოტა საკვები ვიყიდეთ.
-შოკოლადები??-ხელები გადააჯვარედინა და გაიბუსხა პატარა ბავშვივით.მის რეაქციაზე სიცილი ამიტყდა და თმა ავუჩეჩე.
-მიდი აარჩიე რაც გინდა.-15წუთი ველოდე და ძლივს მოგორდა ერთი კალათი შოკოლადებით და ორცხობილებით.
-გამისუქდები!მე კიდე სუსტი ცოლი მირჩევნია!-ცხვირზე სიცილით დავკარი თითი და მასაც გაეცინა.თანხა გადავიხადეთ და გარეთ გამოვედით.
-მთელ მანქანას გაავსებს შენი შოკოლადები!-სიცილი ამიტყდა როცა შევამჩნიე,რომ უკანა სავარძელი პარკებით გაივსო.
-მაშინ მივუბრუნოთ,აღარ მინდა!-საყვარლად გაიბუსხა და სიცილს ძლივს იკავებდა.ახლოს მივედი.
-გინდა!გინდა!!-მოვუღუტუნე და სიცილი დაიწყო.
-კაი გეყო..-არ ვეშვებოდი მაინც.-გეყო აღარ შემიძლია!-უკვე ჩაბჟირებას იყო და გავჩერდი.
-საზიზღარო!-სიცილით შემომხედა და მანქანაში ჩაჯდა.მეც მივუჯექი საჭეს და სახლისკენ წავედით.

სესილი

კიდე კაი ეს პატარა სახლი გაახსენდა თორე იმ სახლში მისვლა არ მინდა.ჯერ ვერ შევეჩვიაა იქაურ გარემოს.გზაში მაღაზიაში შევიარეთ ცოტა რაღაცეები ვიყიდეთ,მაგრამ როცა შოკოლადებზეც ვუთხარი ღადაობა დამიწყო.რავქნა მიყვარს შოკოლადები,თითქმის უკანა სავარძელი გავავსე პარკებით.და მაინც წაისისინა,მეც გავჯიუტდი მივაბრუნოთ თქო,მაგრამ სიცილს ძლივსვიკავებდი.ღუტუნი,რომ დამიწყო ხო საერთოდ გადავბჟირდი,ყოველ შეხებაზე ტანში რაღაც მივლიდა და თან მეღუტუნებოდა და ვკისკისებდი.ძლივს გავაჩერე,არ მინდოდა,მაგრამ ვეღარ ვსუნთქავდი.ისე საყვარლად მიყურებდა ჩახუტება მომინდა.მალევე ჩავსხედით მანქანაში და სახლისკენ წავედით.15წუთში იქ ვიყავით.რო კითხო პატარა სახლია,მაგრამ იმხელაა თვალები გამიფართოვდა.გრძელიბილიკი პირდაპირ კარებთან მიდის.გარედან ეტყობა,რომ ერთი "კედელი" სულ მინისაა.ძირიდან ჭერამდე.ორსართულიანი სახლია.პარკები გადმოვიღეთ და სახლისკენ წავედით.კარები შეაღო თუ არა ჩვენს წინ დიდი სივრცე გადაიშალა.საერთოდ არ ეტყობოდა,რომ დიდი ხანიაა არავინ ყოფილა.შესასვლელში მარჯვნივ მისაღები იყო,მარცხნივ დიდი სამზარეულო.პარკები სამზარეულოში დავაწყვეთ.
-წავალ რამეს ვიპოვი,რომ ბუხარი დავანთო.
-კარგი-დიტო გარეთ გავიდა.მე მისაღებში შევედი,ხის კიბეებით მეორე სართულზე ადიოდი.ზემოთ ავედი.ორი ოთახი იყო მხოლოდ,თავისი სააბაზანოთი.ერთი ვერ გავაღე,მეორეში შევედი.დიდი ოთახი იყო.დიდი,თეთრი ლოგინი იდგა,დიდი სარკიანი კარადა,ფარდები გავწიე და მინის კარები გვერდით გავასრიალე.დიდი ავიანი იყო და საოცარი ხედი იშლებოდა.აქ ზაფხულში ყველაფერი ფერად-ფერადი იქნება,სუფთა ჰაერი,სიმშვიდე,იდეალურია.უკნიდან შეხება ვიგრძენი და შევკრთი.
-ეს მოიფარე,ცივა.-პლედი მომახვია დიტომ.
-მადლობა.-მჭიდროდ შემოვიჭირე პლედი.
-ლამაზია ხო??-გამომხედა.
-კი,მაგრამ ზაფხულში უფრო კარგი იქნება.-გავუღიმე და ეხლა შევამჩნიე,როგორ კანკალებდა.
-ჰოო ულამაზესიაა აქაურობა.-არ იმჩნევდა,რომ ციოდა.
-მოიწიე!-სიცილით ვუთხარი და გვერძე მომიდგა.-აჰა!-პლედი მასაც შემოვახვიე.უცებ მის წინ დამაყენა და უკნიდან მომეხვია.
-ასე ჯობია!-ჩაიცინა და თავი თავზე მომადო.ისეთი თბილი იყო.გაშვება არ მინდოდა.ამდენი წლის მერე პირველად ვიგრძენი თავი ასე კარგად.არ ვიცჯ რატო,მაგრამ მიხაროდა უკვე დიტოსთან ყოფნა.თითქმის დამავიწყდა ის ამბები რაც მანამდე მოხდა.როცა დალევ მერე ვერ ხვდები რას აკეთებ და მასაც ეგრე მოუვიდა.
-წამო ბუხარი დავანთე,აქ ცივა.-მისკენ შემატრიალა.თვალებში მიყურებდა და ღიმილი დასთამაშებდა.
-კაი.-თავი ოდნავ დავხარე.უცებ ხელით ჩემი თავი მის მკერდზე დამადებინა და მჭიდროდ მომხვიაა ხელები.არ ვიცი რას აკეთებდა,ისე ვყავდი მიხუტებული ვერ გავექცეოდი და არც მიცდია.თვალები დავხუჭე და მეც შემოვხვიე ხელები...

დიტო

როცა წინ დავიყენე და მოვეხვიე.რაღაც სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარა.მინდოდა სულ ასე მყოლოდა.გაქცევას არ ცდილობდა უბრალოდ იდგა.ვიფიქრე შესცივდა თქო,შემსკენ შემოვატრიალე და ქვემოთ ჩასვლაშევთავაზე დამთანხმდა და თავი ოდნავ დახარა.მაშინვე მისი თავი ჩემს მკერდს მივაკარი და ხელები ძლიერად შემოვხვიე,თვითონაც მომხვია და გაჩუმდა.ასე ვიყავით რამოდენიმე წუთი.მერე ვიგრძენი უცებ როგორ მოდუნდა და ხელები შემიშვა.შემეშინდა ცუდად ხოარ გახდა თქო და რო შემოვატრიალე ეძინა.ისეთი საყვარელი იყო,არ გამიღვიძებია.პლედიანად ავიყვანე ხელში და ქვემოთ,ბუხრის წინ,დივანზე დავაწვინე.ცოტა შეიშმუშნა,პლედი მჭიდროდ შემოიკრა და ძილი განაგრძო.სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.არ ვიცი ამ გოგოში რა დავინახე,მაგრამ მართლაც ძალიან ლამაზია,სათვალეებიდან საყვარლად მიყურებს ხოლმე.მის თვალებში ხანდახან ისეთ დიდ ტკივილს ვკითხულობ,უბრალოდ მინდა მოვეხვიო და ვუთხრა,რომ ყველაფერი გაივლის.ვიცი როგორი წარსულიც აქვს და მესმის მისი.უცებ ტელეფონი აწკრიალდა.ნატა იყო.
-ხო დედა.
-შვილო ხო კარგად ხართ??რამე მოხდა??-შეშინებული ხმა მომესმა ტელეფონში.
-დამშვიდდი,კარგად ვართ.ხვალ დავბრუნდებით სახლში.
-კარგი შვილო.-მივხვდი ხმა დაუმშვიდდა და ტელეფონი გავუთიშე.შემოვნრუნდი და დავინახე როგორ იშმუშნებოდა.მერე თვალები გაახილა.თვალები მოიფშვნიტა და სათვალე,რო გაიკეთა გაბურძგნულმა წამოყო თავი.სიცილი ამიტყდა და გაკვირვებული მიყურებდა.
-ისაა...რა მოხდა??-თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.ხანდახან როგორი ბავშვია.
-ასე უნდა დამტოვო მარტო??-გავებუსხე და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-ოხ რა ბავშვი ხარ!-სიცილით თქვა და წამოდგა.-შოკოლადები ხო არ შემიჭამე???-ახლოს მოვიდა და თვალები მოჭუტა.
-არა,არაა!-ხელები ავწიე სიცილით.
-შეჭამდი და!-თვალები დააბრიალა და გაეცინა.
-და რა??-მისკენ წავედი და უკან უკან წავიდა.-თქვი რა??
-ისაა...არაფერი.-დაბნეული ძლივს აწყობდა წინადადებას და უცებ სამზარეულოსკენ გაიქცა.სიცილი ამიტყდა მის ქცევაზე.სამზარეულოდან ენა გამომიყო და პარკებში ჩაძვრა.
-რა გავაკეთოთ??-გამომძახა.
-რავი კვერცი შეწვი მეტი შენ არ გეცოდინება და არ მომწამლო!-დავეჭყანე და წარბები შეკრა.
-ეგრე ხო??
-ხო.-სიცილით წავედი მისკენ და ბართან ჩამოვჯექი.-აბა რას გააკეთებ ვნახოთ.პარკებში ჩაძვრა და რაღაცეები ამოალაგა.ხან ერთ უყურა დიდი ხანი ხან მეორეს.
-კაი რო გააკეთებ ერთ 5-6 საათში დამიძახე!-სამზარეულოდან გავედი.-ჰო მართლა სახლი არ გადაწვა!-დავეჭყანე და ზემოთ ავირბინე.ოთახებს დავუყევი,მხოლოდ ერთი იყო ღია.მგონი დღეს ერთ ოთახში მოგვიწევს დაძინება,მაგრამ სესლი არ დათანხმდება.ოთახშიშევედი და რამე თბილი და სქელი პლედი ძებნა დავიწყე.20წუთში ძლივს ვიპოვე ბალიშს დავავლე ხელი და ქვემოთ ჩავედი.კიბეებზე გემრიელი სურნელი ვიგრძენი.პლედი და ბალიში დივანზე დავაწყე და სესილისთან წავედი.მაგიდა უკვე გაეშალა,რომ შევედი შემომხედა.
-შენ კვერცხი დაგიწვი!-დამეჭყანა და თებშზე დადებული შავი რაღაც დამანახა.თვითონ გემრიელი რაღაც გაეკეთებინა ჯერ შეხედვით დანაყრდებოდი.მაგიდას მიუჯდა და სიცილით დამიძახა დაჯექიო.მივედი და დავჯექი.
-ეგ რაღაც მე არ გამიკეთე??-ჩანგლი ჩავარჭე გაშავებულ რაღაცას.
-არა!-გემრიელად მიირთმევდა.
-არც გამიყობ??-ისე მშიოდა,რამე რო ეთხოვა ყველაფერზე თანახმა ვიყავი.
-არამგონია.-ჩაფიქრდა და ჭამა გააგრძელა.
-კაი მეტი არ შემაჭო დამიტოვე.-ისე მშიოდა ერთი პატარა ლუკმაც,რომ კიდე შეეჭამა გავგიჟდებოდი.
-კაი მოდი გაგიყობ.-სიცილით გამომხედა.გვერძე მივუჯექი და თეფში ჩემსკენ მოვწიე.
-ეეეე ეგრე არ შეიძლება!-გამომართვა სიცილით.-ბევრი,რომ არ შეჭამო მე გაჭმევ!-სიცილი აუტყდა.
-რომელი ბავშვი მე მნახე??-წარბები შევუკარი უცებ.
-ანუ არ გინდა??-ლუკმა პირთან მიიტანა.
-ჰოო კაი მინდა.-ჩავიბურტყუნე და ლუკმა ჩემსკე გამოსწია.პირთან მომიტანა და უცებ თავზე დამასხა.სიცილი დაიწყო.
-კაი რა!რა ბავშვივით იქცევი?!-წარბები შევიკარი და წამოვდექი.
-უი მე პირი თმებთან მეგონა!-ლოყებზე ნელა შემოირტყა ხელები და თავი გააქნია.
-აქ რო დაგტოვებ ნახავ მერე!-სამზარეულოდან გავედი და სააბაზანოსკენ წავედი.შევედი,თბილს წყალში და ერთიანად.გავთბი.

სესილი

რო მითხრა კვერცი შეწვი მეტი არაფერი იციო.გაბრზადი და კვერცი კი არ შევწვი სულ დავწვი,ნახშირივით შავი გახდა.ცალკე სხვა გემრიელი კერძი მოვამზადე და გადავმალე,რომ არ ეპოვა.ცოტა თეფშზე დავიდე.დიტო,რომ შემოვიდა.თვალები გაუფარდოვდა,მაგრამ ნახშირივით შავ კვერცხზე,რომ მივუთითე სახე შეეცვალა.მეხვეწა მეც გამიყეო რასაც ჭამო ბოლოს დავთანხმდი,მაგრამ სანამ არ დავითანხმე,რომ მე ვაჭმევდი არ შევეშვი.მერე კი პირთან მიტანილი ლუკმა თავზე დავასხი და სიცილი დავიწყე.გაბრაზებული ადგა და ოთახიდან გავიდა.იქაურობა მივალაგე საჭმელი დავუსხი და მაგიდაზე დავდე.მე კი შოკოლადებს დავწვდი და ოთახში წავედი.ღიღინ-ღიღინით შევაღე კარები და რას ვხედავ წელს ზემოთ შიშველი დიტო დგას პირსახოც შემოხვეული.ვიფიქრე კარების ხმაზე შემოტრიალდება თქო,მაგრამ პირსახოცის შეხსნა დაიწყო და შევკივლე.
-გაჩერდი!!-იმხელაზე ვიყვირე შიშით ლამის გაუვარდა პირსახოცი.შემოიჭირა ტანზე და შეშინებულმა შემომხედა.მერე გაიცინა.
-შენ რა მითვალთვალებ??-წარბები ათამაშა.
-ხო მეტი საქმე არ მაქვს რაა.
-მაშინ რაღაც დგახარ??-ჩემსკენ წამოვიდა.უკან დავიხიე.
-კაი გავალ!-მივაძახე და კარები გამოვიკეტე.ქვრმოთ ბურტყუნით ჩავედი.
-კარები ხო უნდა ჩაეკეტა!?არც კი შერცხვა!ან მე რას ავდიოდი ვერ დავეტიე აქ??-მოწყვეტით დავჯექი დივანზე და შოკოლადის ჭამა დავიწყე.კიბეებზე დიტომ ჩამოირბინა და ჩემს გვერძე პლედს და ბალიშს დაწვდა,რომლებიც ეხლა შევამჩნიე.
-ხო არ ადგებოდი??-სერიოზული სახით მკითხა.
-რატო??ცუდად ვზივარ??-არც შევხედე შოკოლადი მოვკბიჩე.
-უნდა დავწვე შენ ადი ოთახში.
-უფ კაია!!-წამოვხტი და ტაში შემოვკარი.
-კარგად!-მომაძახა კიბეებზე ასულს.ღიღინით შევედი ოთახში.კარადა გადავატრიალე და რაღაც გრძელი ზედა ვიპოვე.გადავიცვი და ლოგინში შევწექი.არადა არ მეძინება.შოკოლადები დაბლა დავტოვე,ტელეფონიც.ეხლა რა ვაკეთო??თუმცა რა უნდა ვაკეთო დავიძინებ.შუქი ჩავაქრე და თვალები დავხუჭე.5წუთიც არ იყო გასული რაღაც ხმა გავიგე.თვალები არ გამიხელია საბანი ცხვირამდე ავიტანე და შიგნით ჩავიმალე.ისევ განმეორდა რაღაცის ხმა ოღონდ ეხლა უფრო ძლიერად.წამოვხტი და ქვემოთ კანკალით ჩავირბინე.დიტოს უკვე ეძინა.როგორ ახერხებს ვერ ვხვდები ასე მალე დაიძინოს.ოთახში სულ ბნელოდა,მარტო ბუხრის სინათლე ანათაებდა დივნის ტერიტორიას.ბუხართან მივედი და იატაკზე დავჯექი.კიდე კაი მაიკას გრძელი მკლავები აქვს.ცოტა გავთბი,მაგრამ იატაკი ცივიაა და ეს სიცივე მთელ ტანში მივლის.
-ზემოთ შეგცივდა??-მომესმა დიტოს ხმა და გამოვხედე.პლედიდან მარტო თვალები უჩანდა.
-ჰოო და შემეშინდა.-ჩავილაპარაკე,მაგრამ გაიგო და გაეცინა.
-მოდი!-წამოჯდა და პლედი ააფრიალა.დივანზე მოკეცილი დავჯექი დიტოს გვერძე,პლედი გადავიფარეთ და შიგნით ჩავძვერით.
-საათი რომელია??-დიტოს გავხედე და მანაც მაშინ შემოიხედა.მისი სუნთქვა ტუჩებზე მეცემოდა.
-ორი საათია.-ისე მითხრა თავი არც გაუწევია.
-ჰოო.-ჩავიბურტყუნე და თავი გამოვწიე.ასევიყავით ცოტახანი,მერე ბუხარიც ნელ-ნელა ჩაქრა და ოთახი სიბნელემ მოიცვა.თვალები დავხუჭე და თავი დივანს მივადე.ისე ჩამეძინა ვერაფერი გავიგე.დილით რაღაც სხვანაირ ფორმაში გავიღვიძე.დიტოს ფეხებზე ვიჯექი,თავი მის მკერდზე მედო და ჩვენი ხელები ერთმანეთში იყო გადახლართული.ძლირად ეჭირა ჩემი ხელი.ეს როგორ მოხდა?!როგორ ავდგე??ამას რა ადარდებს ტკბილად სძინავს.ჯანდაბა დამეძინა ზემოთ??რამ შემაშინა უბრალოდ ქარი იქნებოდა.თავი წამოვწიე ვეცადე ავმდგარიყავი,მაგრამ ხელი ისე ძლიერად ქონდა ჩაკიდული ვერ გავაშვებინე.შეიშმუშნა და თვალებიც გაახილა.
-ოჰ გვიკადრე??-ირონიუკად ვუთხარი.თვალებით თავი მდგომარეობა მოათვალიერა და ხელი გამიშვა.
-კიდე გეშინია??-სიცილი დაიწყო.
-რას გულისხმობ??-იმედია არ იტყვის რო მე ჩავეხუტე და ხელიც მე მოვკიდე.
-გეშინოდა და ასე მომეხუტე.-ისევ გაიცინა და ასადგომად წამოიწია.ფეხზე წამოვდექი რატომღაც ეხლა შევამჩნიე რომ ეს მაიკა ტრაკს ოდნავ ქვემოთ მწვდებოდა,ეგრევე ხელი მოვკიდე და ქვემოთ ჩამოვწიე,ამით კი არ დაგრძელდა,მაგრამ მაინც.
-ზემოთ ჩემი ტანსაცმელებია რამე ჩაიცვი,ვჭამოთ და სახლში დავბრუნდეთ.-უხმოდ ავედი ზემოთ.კარადიდან კაპიშონიანი ზედა და რაღაც შარვალი გამოვიღე.დიტოს სუნამოს სუნი ქონდა.ჯერ აბაზანაში შევედი.შხაპის ქვეშ დიდ ხანს მომიწიაა დგომა.
-კარგად ხარ??-შეშინებული დიტოს ხმა მომესმა.


მგონიაა,რომ მაგარი დებილობაა,მაგრამ მაინც ვაგრძელებ.დაწერილი მაქვს და იმიტო ვდებ.რავი მაინც შემიფასეთ.



№1  offline წევრი (❤marikuna❤)

sulac ar aris debiloba me dzalian dzalian momwons da aucoleblad gaagrzele gtxovvv gvtxovvv gtxovv

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent