შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა ჯერ კიდევ ლურჯია ( თავი 8 )


21-03-2017, 00:56
ავტორი nan javaxishvili
ნანახია 1 380

-ნიკოლ წიგნს თავი დაანებე, თვალები გეტკინება - ჩემსკენ შემობრუნდა და გამიღიმა - გთხოვ, მგზავრობის დროს ნუ კითხულობ
-კარგი, ოღონდ ჯერ მაკოცე - წინ წავიწიე და ლოყა მივუშვირე - მმ კარგია - გავეკრიჭე და გზას გავხედე - მალე მივალთ? - მოუსვენრობამ შემიპყრო და ადგილზე ავწრიალდი
-ცოტაც მოითმინე პატარავ - გამიღიმა ორივემ და ისევ გზას გახედეს,
არ ვიცი რატომ, მაგრამ მოუსვენრად ვიყავი, თითქოს რაღაცას ვგრძნობდი, ბოლოს ძილი გადავწყვიტე და თვალები დავხუჭე, რათა ეს შეგრძნება ჩამეხშო, თუმცა არ გამომდიოდა, მაგრამ მე ჯიუტად არ ვახელდი თვალებს და ვცდილობდი დავწყნარებულიყავი, თავს ვაჯერებდი, რომ ეს უცნაური შეგრძნება მგზავრობისგან იყო გამოწვეული და მეტი არაფერი...
მოულოდნელად ძლიერი დამუხრუჭების ხმა გავიგე, თვალები გავახილე და დავინახე მანქანის მკრთალი განათება, როგორ მოიწევდა ჩვენსკენ... დედას კივილი და მამას განწირული სახე დავინახე და მივხვდი, რომ ის შეგრძნება რაც მტანჯავდა ამის მომასწავლებელი იყო. ყველაფერი წამებში მოხდა, ვერც კი გავაანალიზე, როგორ შევასკდით რაღაც მაგარს და მძიმეს, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელს სხეულში ვიგრძენი დარტყმის ვიბრაცია, მეგონა გავითიშებოდი, მაგრამ არ მესმოდა ნაბიჯებისა და ხალხის ხმა, გავიგონე, როგორ ცდილობდნენ მანქანის კარის გახსნას... თავი წამოვწიე, ვიგრძენი ბანტი სითხე სახეზე, როგორ ჩამომდიოდა... გამიმართლა მანქანის ღვედი რომ მეკეთა, მამა ყოველთვის მთხოვდა, რომ მაინც გამეკეთებინა მანქანის ღვედი იმის მიუხედავად, რომ უკან ვიჯექი... სხეულში მტეხდა, მაგრამ მანქანიდან უნდა გადავსულიყავი, ძვლივს გადაბობღდი სავარძლიდან ასფალტზე, ფეხების კანკალით წამოვდექი, გარშემო მიმოვიხედე ყველაფერი ტრიალებდა, თუმცა სირენების ნათება მანიც გავარჩიე, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, რადგან რაც თავში მიტრიალებდა ეს მშობლების უსაფრთხოება იყო... უმალ მათ მოძებნა დავიწყე და დავინახე კიდეც, ასფალტზე იწვნენ და სისხლი სდიოდათ მინდოდა მათკენ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, თითქოს დედამიწას მივეყინე და გატოკების უფლება აღარ მქონდა, ვუყურებდი სისხლის შავ ლაქებს და გული მესერებდა, ჯერ კიდევ გაორებით ვხედავდი, მაგრამ მაინც ვარჩევდი სილუეტებს, გვერდი-გვერდ იწვნენ და სახეები ერთმანეთისკენ მიებრუნებინათ, უსულო სხეულებს ვუყურებდი თითქოს საერთოდ არ ინძრეოდნენ, იწვნენ და ერთმანეთს მისჩერებოდნენ... მე კი ვიგრძენი მარტოობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის უდიდესი შიში... მინდოდა გადამედგა მათკენ ნაბიჯი კიდევ მეცადა, მაგრამ არა ერთადერთი რასაც უკანასკნელად ვხედავდი ლურჯ და წითელ განათებაზე მათი სისხლის შავ ანარკლი იყო და ეს მანადგურებდა? მოულოდნელად ვიგრძენი, რომ თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და უსულოდ დავეცი ცივ და უხეშ ზედაპირზე... გონება დავკარგე, თუმცა მაინც თვალწინ მედგა მათი სისხლით მოსვრილი ერთ დრს ულამაზესი სახეები და მაინც მესმოდა მათ მიერ წარმკთქმული სახელი - ნიკოლ - თითქოს ახლაც ჩამესმის ეს საცრად ლამაზად წარმოთქმული ჩემი სახელი - ნიკოლ - აი კიდევ ერთხელ, რა მშვენიერია - ნიკოლ გთხოვ გონს მოდი - უცბად შეჯანჭყარება ვიგრძენი, შემდეგ მხურვალე ბაგეები ჩემს სახეზე, ყვრიმალზე, ნიკაბზე, შუბლზე, ლოყაზე, ბაგეებზე... იმდენად რეალურად ვიგრძენი რომ მეც ავყევი, ავყევი თავდავიწყებით და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რეალური იყო... - ნიკოლ - კიდევ ერთხელ ჩამესმა ეს ჩემთვის უკვე ძალზე სასიამვნო ხმა მას შემდე რაც მოსწყდა ჩემს ბაგეებს და მაშინ მივხვდი, რომ ეს კოცნა რეალური იყო... თვალები გავახილე და ალექსანდრეს შეშფკთებულ სახე დავინახე
-ოჰ ნიკოლ რომიცოდე, როგორ შემაშინე, გეძახდი და არ მაგონებდი, თითქოს სიზმარს კი არ ხედავდი არამედ უკვე ტრანსში ვარებოდი... - კიდევ ერთხელ დამეწაფა ბაგეებზე - შემაშინე - თვალებში ჩამხედა მეკი თვალზე ცრემლი მადგა და აღარ შემეძლო ამის დამალვა, ჩემსკენ დავქაჩე და ძლიერ ჩავეხუტე... მთელი სხეულით დამაწვა მაღლიდან, თუმცა არ მადარდებდა, ახლა მხოლდ მინდოდა შემეგრძნო ის სითბო რომელსაც მისი სხეული გამოჰყოფდა
-ეს ისთი რეალურ იყო, თითქოს ხელახლა ხდებოდა, ისევ ვხედავდი მშობლების უსულოდ მწოლიარე სხეულებს და თავიდან განვიცდიდი იმ შოკს რაც მაშინ მივიღე... - ამოვიოხრე - მტკივნეული იყო, ძალიან მტკივნეული... - თავი წამოსწია და თვალი თვალში გამიყარა, მიყურებდა და სწავლობდა ჩემს სახეს
-დაიძინე მე ვუდარჯებ შენს ძილს - ახლა მე დავეწაფე მის ბაგეებს, ნეტარების მორევში გადავვარდი საიდანაც ამოსვლა აღარ მინდოდა
-გთხოვ ჩემი სახელი კიდევ ერთხელ გაიმეორე - შევევედრე და ხელის მტევანი კისერზე შემოვაწყვე
-ნიკოლ - ჰამონიულად წარმოთქვა ჩემი სახელი - ნიკოლ უფრო ახლოს მიჩურჩულა, ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ ჯერ ლავიწზე მაკოცა შემდეგ კოცნით აუყვა მაღლა და ჩემს ბაგეებსაც მიაგნო, ისევ შეერთდა ჩვენი ტუჩები და ისევ გადავეშვი ნეტარების მორევში, თითქოს მისი თითეული შეხება ჩემზე მალამოდ მოქმედებს და მამშვიდებს... - ხელს არ გაგიშვებ, მშვიდად იძინე - კიდევ ერთხელ მომაკრო თავისი ავარვარებული ბაგეები და გვერდით კომფრტულად მომიწვა, სხეულზე ამიკრო და თავი ჩემს ყელში ჩარგო
-ასე არა - ვთქვი და მისკენ გადავბრუნდი, თავი მის მკერდს მივადე და ხელები წელზე შემოვხვიე, ვიგრძენი როგორ გაეღიმა შემდეგ კი ოდნავ კანი დაეხორკლა, მესიამვნა ის ფაქტი, რომ მასზე ვმოქმედებ და ასე მხოლოდ მე არ ვარ, მან თავი ისევ კისერში ჩამიდო, ვიგრძენი ცხელი სუნთქვა როგორ მომედო ყელზე, მეც დამეხორკლა კანი და მივხვდი რომ იგრძნო, საპასუხოდ კი უფრო მეტად ამიკრო სხეულზე და ყელში სველი კოცნა დამიტოვა,,, მე კი თავს უფლება მივეცი მშვიდად გადავსულიყავი მორფოსის სამყაროში, რადგან ვიცოდი რომ ალექსანდრეს გვერდით ის საშინელ წუთები აღარ მოვიდოდნენ ჩემამდე და აღარ გამიმწარებდნენ ძილს

სახეზე ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა, რამაც ჩემი გამოღვიძება გამოიწვია... ჯერ ერთი თვალი გავახილე ნელა და შემდეგ მეორე და მოჭუტული თვალებით ზემვით ავიხედე... სასიამოვნოდ გამეღიმა, როცა ჩემს სახესთან მომღიმარი ალექსანდე დავინახე...
-დილამშვიდობის - თავისი ქათქათა კბილები გამოაჩინა და დიდზე გამიღიმა
-დიამშვიდობის - იგივე ვუპასუხე
-როგორ გეძინა? - უფრო დაიხარა და საგრძნობლად მოწია სახე ჩემს სახესთან ახლოს
-დიდიხანია ასე ტბილად არ მძინებია? - სევდიანად გამეღმა, მართალია... თითქმის ყოველ ღამე კოშმარები მესიზმრება, ამიტომ ვცდილობდი რაც შეიძლება გვიან დამეძინა ან ბევრი დამელია და შემდეგ გავთიშულიყავი... მან წარბები შეჭმუხნა
-ამის შემდეგ ყოველთვის ასე იქნება... - ვიგრძენი მისი დაჭიმული სხეული და გამაჟრჟოლა, ინსტიქტურად ხელი მის სახეს დავადე და მოვეფერე, მისი ზომიერად წამოზრდილი წვერი ხელს მიფხაჭნიდა, თუმცა არანაირ დისკომფრტს არ განვიცდიდი, მეღიმებოდა მის ბავშვურ გამოხედვაზე... სითბო ლავასავით მეღვრებოდა მთელს სხეულში და ვგრძნობდი ეს ტალღა მთელ სხეულში, როგორ ვრცელდებოდა... თვალებში ვუყურებდი, როცა მისმა შეხებამ გამომიყვანა ფიქრებიდან - გემრიელი ხარ, იმდენად რომ აღარ მინდა მოვწყდე შენს ბაგეებს - კიდევ ერთხელ მომაკრო თავისი ტუჩები - ჯობს ავდგეთ - უცბად წამოიწია და ხელი გამომიწოდა - მე ქვემოთ ჩავალ, აბაზანა აქ არის - ხელით კარისკენ მიმითითა
-კარგი - გავუღმე, ახლა გავაცნობიერე რომ საცვლების მეტი არაფერი მეცვა, თუმცა კითხვა შუაში გამიწყდა, როცა უკან შევბრუნდი და ოთახში აღარ დამხვდა, გაბრაზებულმა ტუჩები მოვმუწე და სააბაზანოში შევედი. წყალი გადავივლე და თავი მოვიწესრიგე " რა ჯანდაბა ჩავიცვა? " დავუსვი საკუთარ თავს კითხვა " ჰმ არ არის ცუდი აზრი " ალექსანდრეს გარდერობი გამოვაღე და მისი სამოსი გადმოვაწყვე " ხო გემოვნება მართლაც რომ კარგი აქვს " ნაცრისფერი ზედა და შავი სპორტული შარვალი ჩავიცვი, წინდაც ვიპოვე და ჩემი შავი ბოტასები ამოვიცვი - არაა ცუდი - კმაყოფილმა გავიღიმე და ქვემოთ ჩავედი... ინსტიქტურად სუნს გავყები და სამზარეულოში ამოვყავი თავი... შიგნით ალექსანდრე ფუსფუსებდა, ისეთი საყვარელი იყო, უნდა ვაღიარო საკმაოდ კარგად გამოსდიოდა ყველაფერი, ოსტატურად დაჭრა პარმეზანი და თავისი ადგილი მიუჩინა, რომელიღაც კერძში, ვერ გავარჩე რას ამზადებდა...
-მაშტერდები - მომესმა მისი ხმა
-არაუშავრს მე მომწონს - კარის ზღურბლზე ვიდექი ხელებ გადაჯვარედინებული და მართლაც, რომ ვაშტერდებოდი
-მაბნევ - გამეცინა
-არამგონია... თუმცა უკეთესია, საინტერესოა დაბნეული ალექსანდრეს ნახვა, რადგან ცოტა საწყენია, რომ სულ მე ვარ დაბნეულის როლში - გაბრაზებული ბავშვივით დავბუშტე ლოყები და გაბუტული სახე მივიღე
-მასე ნუ აკეთებ თორემ... - დამემუქრა
-თორემ?... - გამოვიწვიე
-ჯერ ვისაუზმოთ და მერე განახებ მაგას, როგორ უნდა გამოწვევა - თითი დამიქნია და ისევ საუზმეს მიუბრუნდა

-გემრიელია - წვენი მოვსვი და გულწრფელად ვაღიარე რომ საკმაოდ კარგი კულინარია " ნეტა არის რამე რაც არ გამოსდის? " ვიკითხე თუმცა არამგონია ასეთი რამე არსებობდეს - მადლბა - გავუღიმე და შევხედე - მართლა ჩემი ტელეფონი სად არის? - გამახსენდა რომ წეღან ვერ ვიპოვე
-მე მაქვს - წარბები შემეკრა მის მკაცრ ხმაზე
-და როდის დამიბრუნებ? - ავდექი და თებშები ნიჟარაში ჩავაწყე ვცდილობდი ხმა გამეკონტროლებინა
-ჯარ არა - არ მომეწონა ეს პასუხი
-და როდის? - სხეული დამეძაბა
-მაშინ როცა ყველაფერი დამთავრდება - გავქვავდი არ მინდოდა მისკენ შევბრუნებულიყავი
-და მე არ მეკითხები არაფერს? - მხრებში გავიმართე და ნიჟარას ხელებით დავეყრდენი - არ ფიქრობ რომ ეს ჩემი გადასაწყვეტია? - ხმის ტემბრი შესამჩნევად შემეცვალა
-არა, არ მაინტერესებს შენი არც ერთი მოსაზრება... - ატმოსფერში დაძაბულობა უკვე საგრძნბად იმატებდა - შენ ამ ყველაფერში არ ჩაერევი და მორჩა - მისმა მკაცრა ხმამ სხეული გამიყინა, თუმცა უკვე იმდენად მქონდა სხეული მოშხამული რომ აღარაფერი მაინტერესებდა
-ამას შენ ვერ გადაწყვეტ, პატარა ბავშვი არ ვარ... - სიტვა აღარ დამასრულებინა
-ხარ, პტარა ბავშვი ხარ, რომელიც ცხოვრებაში ახლა გამოვიდა და არ იცის რა უნდა - დამიყვირა, ჩემსკენ წამოვიდა და უკან დამიდგა... გავიყინე მის სიტყვებზე, ადგილზე გავქვავდი და სუნთქვა შევწვიტე
-ეს არ უნდა გეთქვა - ძვლივს გავხსენი ბაგეები ამ რამდენიმე სიტყვის წარმოსათქმელად, თითოეულმა კადრმა ფილმივით ჩამიქროა თვალწინ და თითოეული ჭრილობა ახლიდან დამესერა ალექსანდრესგამო... ნუთუ მართლა ასე ფიქრობს ჩემზე? როგორც პატარა ბავშვს ისე აღმიქვავს? და ამ საქციელით ცდილობს რომ დამიცვას? თავის შეყვარებით ცდილობს რომ დავემორჩილო? თუ პატარა ბავშვივით აღმიქვავს, რატომ მექცეოდა ცოტახნისწინ ისე როგორც ჩამოყალიბებულ ქალს? ყვლაფერი ერთად მომაწვა - არ შემეხო - დავუყვირე, ადგილს მოვწყდი და მისაღებში გავედი, ისიც უკან გამომყვა. შევჩერდი და წამიერად მივაჩერდი - ახლა შენ მე ტელეფონს დამიბრუნებ და აქედან წავალ, შემდეგ კი ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ - რაც შემეძლო მშვიდად ჩამოვაყალიბე სათქმელი და შევხედე... ცრემლებს უფლებას არ ვაძლევდი ჯებირები გადმოელახათ... მეტკინა, მეტკინა თან ძლიერ, იმდენად ძლიერ, რომ მკერდში სიცარიელე ვიგრძენი, თითქოს რაღაც ნაწილი რაც შემომრჩა ისიც ამომაგლიჯეს მისი ღირსი არ ხარო... კბილებს ძლიერად ვასობ ტუჩებს, რომ ის სიმწარე ჩავახშო ჩემში რასაც ამ წამებში განვიცდი... სისხლის გემო ვიგრძენი, ეს უკვე ზღვარი იყო... ჩავიკეცე და გულხელ დაკრეფილმა ჩავხარე თავი - უბრალოდ გამიშვი და გპირდები რომ ამ პატარა ბავშვს ცხოვრებაში ვეღარ ნახავ... პირობას იშვიათად ვდებ, თუმცა თუ ვიტყვი იმას ყოველთვის ვასრულებ, ზედმეტ ტვირთს მოგაცილებ თავიდან და წავალ - რაღაც უნდა ეთქვა თუმცა ხელი ავწიე რომ არ გაეგრძელებინა, ცრემლიანი თვალებით ავხედე - უბრალოდ დამიბრუნე ეს დედანატირები ტელეფონი და გაუშვი ბავშვი თავის გზაზე... აქ ვერ დამაკავებ ამ უბრალო სიყვარულობანას თამაშით, უკვე კარგად მივხვდი რასაც ცდილობ... ჩემს გრძნობებზე არ ითამაშო, მე ხო გამოუცდელი ღლაპი ვარ - ზიზღით წარმოვთქვი ეს სიტყვები, თითქოს პირში სიმწარე ვიგრძენი - მე იმაზე მეტი ვნახე ცხოვრებაში, ვიდრე იმან ვინც უკვე ცხოვრების ნახევარი განვლო, იმაზე მეტი ვიგრძენი ვიდრე ვინმემ ჩემს ასაკში. ცხოვრებამ ნაადრვად მომკვეცა ლაღი ბავშვის ფრთები და მაიძულა გავზრდილიყავი... ბავშვი დიდი ხანია მოკვდა ჩემში და მე ის უკვე დიდი ხნის წინ გამოვიტირე... არ გაქვს უფლება... - უცბად მსხვრევის ხმა გავიგე და მაღლა ავიხედე, დავინახე ალექსანდრეს გაფერმკრთალებული სახე და უბრალოდ გაქრობა ვინატრე
-მირჩევნია შემიძულო ვიდრე ნება მოგცე ის გააკეთო, რაც შენს მეს ბოლოს მოუღებს. კი პატარა ბავშვი ხარ, ჩემი ბავშვი გაიგე? - დამიყვირა - რომელიც მე მეკუთვნის და არ ვაპირებ ცხოვრების დანგრევის უფლება მივცე - ჩემი ტელეფნი ჯიბიდან ამოიღო და კედელს გაუქანა, დავინახე, როგორ იქცა მთლიანად ნამსხვრევებად - არ ვაპირებ მოგცე საშუალება იქცე ისეთად, როგორადაც არასდროს ისურვებდი რომ ყოფილიყავი, თუმცა პირდაპირი რეისით გინდა რომ უფსკრულში გადაიჩეხო, მაგრამ ამ დედანატირებ აზრებს თავიდან გამოგიბერტყავ და გაიძულ შეჩერდე, რაგდან შემიყვარდი, პატარა სულელო ბავშვო, შემიყვარდი და არ ვაპირებ დაგთმო - ეს თქვა თუ არა მაგდაზე სიმწრიგან ხელი დაარტყა... გავქვავდი აღარ ვიცოდი რა მექნა... ფეხზე მექნიკურად წამოვდექი და ინსტიქტურად მისკენ წავედი... ვუყვარვარ? ნუთუ... აზრები ამერია, უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო... " ამის დედაც რატომ არ უნდა მისცე თავს ნება იყო ბედნიერი? " - მაგრამ რამდნი ხნით? კარგად ვიცი რომ ჩემთან ბედნიერება დიდხანს არ რჩება - " უბრალოდ მიენდე დინებას ცოტახნით მაინც " ამოვიოხრე და მასთან ჩავიმუხლე, რადგან კედელთან ჩამოჯდა და თავი ჩახარა... ხელი სახეზე მოვკიდე, თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე... ვუყურებდი და ვგრძნობდი სახეზე ცრემლებისგან დატოვებულ სისველეს. თავი მკერდზე მივადე და მის გულისცემას დავუგდე ყური,ოდნავ აჩქარებული გულისცემა მესმოდა, ალექსანდრემ მოულოდნელად ხელები წელზე მომხვია და კალთაში ჩამისვა... დიდხანს ვყავდი სხეულზე მიკრული, შემდეგ კი თავი ამაწევინა და ბაგეებზე დამეწაფა, აღარ მსურდა მოვცილებოდი მის ასეთ ნეტარ ტუჩებს
-მიყვარხარ - ძალიან დაბალი ხმით დავიჩურჩულე, თუმცა ვიგრძენი, რომ მან მაინც გაიგონა...


გთხოვთ დააფქსირეთ თქვენ აზრი...



№1 სტუმარი Guest Darina

Chemi tkbilebi miyvars me eseni aleqsandres momxre var imedia gamoubertyavs mrtlac am sisuleleebs me sandros imedi maqvs bevri agar gvalodono ra

 


№2 სტუმარი Guest Liza

Aramgonia nini asemale danebdes tumca aleqsandre moikvans albat sabolood chkuaze:dd

 


№3  offline მოდერი ენემი

დარწმუნებული ვარ ნიკოლი მალე თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება და ბედნიერი იქნება ალექსანდრესთან ერთად . ძალიან დიდხანს ნუ გვალოდინებ პუნქტუალურობა დაიცავი :D joy joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent