უდანაშაულო [სრულად]
ბრალდებული მათე ფაღავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო... საქართველოს კონსტიტუციის..... ყურში მხოლოდ ის ჩამესმოდა რომ დამნაშავედ მცნეს ჩემი ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში და მომისაჯეს 25 წელი...არაფერი არ მადარდებდა ან რაღა მქონდა ამ ქვეყანაზე დარჩენილი რომ დამეკარგა.. **** -გოგო შენ გადაირიე?? -დამანებე რა იოანე თავი. -ელი შენ მხოლოდ ეხლა დაიწყე იურისტად მუშაობა და პირველივე ჯერზე ეჭიდები საქმეს რომელსაც მოგების პერსპექტივა არ აქვს?? ვერ გაიგე თავისი ცოლი მოკლა თანაც ფეხმძიმე.. -იო შენ არ მითხარი როცა ბორკილებს ვადებდი რაღაც ამოუცნობი ჩანდა მის თვალებშიო? -მერე ის კი არ მითქვამს ეგ საქმე აიღე თქო გოგო. -იო ჩემო საყვარელო ბიძაშვილო გთხოვ მენდე მაგ ბიჭს მხოლოდ ერთხელ ვნახავ და თუ მის თვალებში მკვლელს დავინახავ აუცილებლად ვიტყვი უარს ამ საქმეზე. -ელი მამაშენი გადაირევა იმისთვის გასწავლა გერმანიაში რომ უბრალო ადვოკატად გემუშავა მას უნდა რომ ჩვენს ბიზნესს ჩაუდგე სათავეში. -იო რისთვის არსებობენ ჩვენი ძმები იმისთვის რომ კომპანიას ჩაუდგნენ სათავეში. -კარგი რა ხომ იცი ქალების და წვეულებების მეტი არაფერი არ აინტერესებთ. -იო მომეცი საქაღალდე და წავედით სახლში.... იოანე და მე სახლში მივედით მთელი გზა საქაღალდეს ჩავჩიჩინებდი ამ ბიჭის თვალებში რაღაც ისეთს ვხედავდი რომ არ მჯეროდა ამ სახის, ამ ნაკვთების პატრონს შეეძლო კი ცოლი მოეკლა თავიანთი ქორწინების 5 წლის თავზე. -ოოხ ბარათაშვილების სიამაყე გოგო მოსულაა.. დღეს რა გავაფუჭეთ აბა ჩემო პატარავ? (დემე) -გაგიკვირდება ძამიკო და არაფერი გავიზარდე უკვე. (ელი) -არა ჯერ არაფერი გაუფუჭებია მაგრამ მალე ისეთ ამბავს გეტყვით რომ ბიძაჩემს გული გაუსკდება.(იო) -ჰაა ახლა ამოღერღე??(კახა) -ბარათაშვილებო წამოდით კაბინეტში უნდა გელაპარაკოთ.(ელი) -მემგონი მართლა გაიზარდა ეს გოგო.(დემე) ელი მძიმედ მიაბიჯებდა მამის კაბინეტისკენ უკან კი ძმა და ბიძაშვილები მიჰყვებოდნენ...მძიმედ დაეშვა ელი მამამისის სავარძელში და დაელოდა როდის დაჯდებოდნენ ბიჭები რომ მოეყოლა რასაც აპირებდა უცებ ტელეფონმა დარეკა.. -გისმენთ. -გამარჯობათ ელისაბედ ბარათაშვილი ხართ? -დიახ თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე ტატო მეტრეველი ვარ, მათე ფაღავას ცოლის ძმა გავიგე ჩემს სიძესთან შეხვედრა გინდოდათ მინდა ამ თემაზე გელაპარაკოთ მე ვეძებ კარგ ადვოკატს ჩემი სიძისთვის მე მჯერა რომ ის ჩემს დას არ მოკლავდა. -კარგით ბატონო ტატო ხვალ შევხვდეთ და ვილაპარაკოთ. ............. -იო იცი ვინ იყო?? -ვინ? -ტატო მეტრეველი. -ვინ ტატო მეტრეველი?? -ბიჭო მათე ფაღავას გარდაცვლილი მეუღლის კესო მეტრეველის ძმა. -მერე?? -ადვოკატს ეძებს ბიჭო სიძისთვის სჯერა რომ მისი და არ მოუკლავს. -ღადაობ გოგო? -იოანე ბარათაშვილო შენ რანაირი გამომძიებელი ხარ დამნაშავე დაიჭირე?? გისოსებს იქით დატოვე და საქმეც დახურე ხოომ?? -ამიხსენი რატომ აყენებ ჩემს საქმიანობას ეჭვქვეშ? -აგვიხსნით რა ხდება??(დემე) -რა ხდება ჩემო ძვირფასო ძამიკო და შენმა ბიძაშვილმა დამნაშავე დაიჭირა და საკანში ჩასვა საქმეც დახურა. -იოანე თუ ძმა ხარ ნორმალურად ამიხსენი.(კახა) -რა ხდება და აი ის საქმე ხომ იცი ბიზნესმენი რომ იყო ლევან მეტრეველი მამას პარტნიორი.. (იო) -ხო მერე?? (დემე) -მაგის ქალიშვილი რომ მოკლა თავისმა ქმარმა ჩვენმა ძვირფასმა დაიკომ დაიჟინა მაგის საქმე უნდა ავიღოო.. გესმის რა შარში ყოფსთავს? (იო) -შენ მთლად გარეკე გოგო??(დემე) -არა ეხლა მომისმინეთ სამივემ... მე ამ საქმეს ვიღებ იმიტომ რომ აქ რაღაც რიგზე არაა როცა გარდაცვლილი გოგოს ძმა გირეკავს და გეუბნება რომ სჯერა თავისი სიძის თქვენ რას გააკეთებდით?? იო ეხლა დეტალურად გაიხსენე ის საღამო როცა მათე დაიჭირე კარგი... არა ჯობია სულ თავიდან დავიწყოთ... მარკერი ავიღე და დაფასთან დავდექი იომ მოყოლა დაიწყო. - მათე ბავშთასახლში გაიზარდა იქიდან გამოსვლის მერე სწავლა არ მიუტოვებია უნივერსიტეტში გაიცნო იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული გოგო თან სასურველი სარძლო კესარია მეტრეველი 21 წლის ასაკში იქორწინეს მშვიდი ცხოვრება ქონდათ ყველა ამბობდა რომ ისინი არც კი კამათობდნენ... გასული წლის 22 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა ლევან მეტრეველი აი მანდ აირია ყველაფერი იქამდე ვითომ კარგმა ქმარმა მათე ფაღავამ 6 თვის წინ თავიანთი ქორწინების ხუთი წლის თავზე როცა უკვე აღარაფერი უშლიდა ხელს რომ ქონებას დაპატრონებოდა ცოლს რომანტიული ვახშამი მოუწყო მერე კი მოკლა ყველაზე სადისტური კი ამ მკვლელობაში ის იყო რომ კესარია ხუთი თვის ფეხმძიმე იყო... მეზობლებმა მათეს ღრიალი გაიგონეს შევარდნენ და დაინახეს რომ მათეს გულზე ყავდა მიხუტებული მოკლული და ტიროდა არადა მათე სახლიდან არ გასულა.. ჩვენ რომ მივედით ცხედარი გადავასვენეთ და მათეს ბორკილები დავადეთ გაქვავებული იყო მის თვალებში არაფერი იკითხებოდა მაგრამ იყო რაღაც იდუმალი... იარაღზე მისი თითის ანაბეჭდები იყო ტყვია მუცლის არში ქონდა ნასროლი ზედ ბალიში დააფარა და ისე მოკლა რომ გასროლის ხმა არ გაეგონა არავის.... ოთხი თვის წინ ოცდახუთ წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მისი ადვოკატი მერაბ ინწკირველი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის ამიტომ ვერ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება მის საქმეს არცერთი ადვოკატი არ კიდებს ხელს არავის უნდა დაიცვას ცოლის და შვილის მკვლელი... ეხლა კი ჩვენმა ჭკვიანმა დაიკომ გადაწყვიტა ეს საქმე აიღოს... -დაასრულე იოანე?? (ელი) - კი (იო) -ეხლა მე მომისმინეთ... პიველ რიგში რატომ დაელოდა მათე ექვსი თვის გასვლას როცა კესომ მამის ქონება ერთ კვირაში მიიღო?? რატომ მაინცდამაინც მაშინ როცა ოთხ თვეში მამა გახდებოდა?? რატომ იარაღით თან ბინაში სადაც ყველა შენიშნავდა??? თუ თვითონ მოკლა სამხილების დაფარვას რატომ არ შეეცადა?? რატომ იჯდა ცოლის ცხედართან და გელოდათ?? იოანე ბევრი გარემოებაა რომელიც ეჭვს ბადებს. -მართალია მაგრამ მე მიბრძანეს ეს საქმე დამეხურა და აღარ გამომეძიებია. -აი კიდევ ერთი მიზეზი. მთელი ამ ხნის მანძილზე კახა და დემეტრე ჩუმად გვისმენდნენ მე და იოანეს... -ეს მეც მაფიქრებს იო ამ საქმეს მეც აუცილებლად ავიღებდი მაგრამ ის მაშინებს ელის რამე არ დაუშავონ თუ ეს მკვლელობა მათეს არ ჩაუდენია და მკვლელი თავისუფალია მაშინ ელი საფრთხეში იქნება.(დემე) -დემე შენ არ ინერვიულო დაცვას ავიყვან მარტო არსად წავალ.(ელი) -იო მე ის ფაქტი მაფიქრებს რა მოუვიდა ისეთ სიცოცხლით აღსავსე ადვოკატს როგორიც მერაბი იყო??(კახა) -გულის შეტევა.(იო) -აქ რაღაც საეჭვო ხდება და აუცილებლად გავარკვევ თან ტატოს ზარი?? (ელი) - ესეიგი ბარათაშვილებო ვიწყებთ გამოძიებას??( იო) -ვიწყებთ ძმაო.(დემე) -მამას რა მოვუხერხოთ??(ელი) -ეგ მე მომანდე.(დემე) -შენ საუკეთესო უფროსი ძმა ხარ.(ელი) ********* მალე გათენდებოდა იჯდა მათე ოთხ კედელს შორის და როგორც უკვე ექვსი თვეა ყოველ ღამე ხდება ცდილობდა გაეხსენებინა რა მოხდა იმ ღამით მაგრამ არაფერი ახსოვდა იმის გარდა რომ იარაღით ხელში გაეღვიძა გვერდით კი კესოს უსულო სხეული დაინახა ეხლა მხოლოდ ტატოს სჯეროდა მისი არც ადვოკატი ყავდა და არც ვინმე ისეთი ვინც დაეხმარებოდა აქედან გასვლაში და იმ საშინელი ღამის გახსენებაში..... ფიქრებმა გაიტაცა უცებ ძალიან მოუნდა ეს ყველაფერი უბრალო სიზმარი ყოფილიყო კოშმარული სიზმარი გაღვიძებოდა და მის გვერდით მუცელ გამობერილ კესოს სძინებოდა, ფიქრობდა ნეტა როგორი იქნებოდა მათი შვილი ისიც არ იცოდა გოგო იყო თუ ბიჭი ახლა ორი თვის იქნებოდა ღამით მისი ტირილი გააღვიძებდათ მას და კესოს მათე კესოს არ მისცემდა ადგომის უფლებას ეტყოდა შენ დაისვენე მე მივხედავო და თვითონ მოუვლიდა თავს პატარას.. მათემ დაიფიცა ასი წელიც რომ გასულიყო მაინც იპოვნიდა კესოს და მისი შვილის მკვლელს იმ ღამეს გაიხსენებდა და ყველას დასჯიდა სათითაოდ ვინც ეს გააკეთა.... ********** ვიწექი მაგრამ ძილი არ მეკარებოდა, ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა.ვაკვირდებოდი მასალებში ჩადებულ ფოტოებს და ვიხსენებდი კესოს ის საუკეთესო გოგო იყო სკოლაში... ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო, ის ყველას უყვარდა, ჩემი უჟმური ხასიათის გამო კი მხოლოდ ერთი მეგობარი მყავდა ნია, ახლაც მხოლოდ ნია მყავს.. ერთი ჩახედვა მათეს თვალებში და გავარკვევდი ის იყო თუ არა კესოს მკვლელი... საათს დავხედე უკვე სამი საათი იყო, გეზი ჩემი ძმების ოთახისკენ ავიღე მას შემდეგ რაც ბიცოლა გარდაიცვალა ჩემი ბიძაშვილები ჩვენთან ცხოვობენ, ბიძიაც, ჩვენ ოთხი ერთად გავიზარდეთ. არასოდეს მითქვამს რომ ერთი ძმა მყავს ყოველთვის ვამბობდი რომ სამი ძმა მყავს, მათ ყველაზე უკეთ ესმოდათ ჩემი, კარზე დავაკაკუნე ნელა გავაღე კარი სამივეს ტკბილად ეძინათ... -დემეეე... იოოო.... კახაა... -რაიყოო? (კახა) -აუუ ვერ ვიძინებ, თქვენთან ვიქნები რაა მეშინია.. -მოდი აქ ჩემო პატარავ. შენ არასდროს გაიზრდები ამხელა გოგოსაც კი გეშინია ჭექა-ქუხილის.(დემე) -აუუ დემე ვგიჟდები შენზე. -და ჩვენ??(იო) -აუუ თქვენზეც ვგიჟდები... ბიჭებო იცით ამ შვიდი წლის მანძილზე რაც გერმანიაში ვიყავი ყველაზე მეტად ვინ მენატრებოდაა?? თქვენ, თქვენ მენატრებოდით ყველაზე ძაან სანამ იო იქ იყო ამას ვერ ვგრძნობდი მაგრამ ბოლო ერთი წელი ლამის სწავლა მივატოვე და თქვენთან გამოვიქეცი... -გოგო შენ მართლა არასდროს გაიზრდები... რომ გათხოვდები ქმარს რას ეტყვი?? ჩემი ძმები მომენატრენ და მივდივარო?? ან ჩვენს ცოლებს რას ეტყვი?? (კახა) -რას და მე ჩემი მზრუნველი ძმები მომენატრენ ამიტომ ამაღამ ოთხივე ერთად ვიძინებთ მეთქი... კახა ზღაპარს მომიყვები?? იო თმებზე მომეფერე რაა... დემე ჩამეხუტე მეშინია.. -ელის 25 წლის ხარ და ზღაპრის მოყოლას მთხოვ??? გოგო ქმარსაც მოთხოვ ზღაპრის მოყოლას?? (კახა) -ის თავისით მომიყვება ზღაპარს.... უფრო სწორად ზღაპრებს სიყვარულსა და ბედნიერ ცხოვრებაზე. -ისე 25 წლის ხარ და არც არავინ მოგწონს?? (დემე) -ვინ უნდა მომწონდეს.. ან ვის უნდა მოვეწონო?? იოს შიშით არავინ მეკარებოდა გერმანიაში. ერთს მოვეწონე და ისე ცემა ის საცოდავი რომ სხვას არც შემოუხედავს... ნუ დამცინით რა ბიჭებო ეხლა თქვენ მომიყევით თქვენს გოგოებზე ნუ იოსი ვიცი ჩემი ნია უყვარს, შენ კახა?? შენ ვინ გიყვარს?? -ეხლა დაიძინე და ხვალ გაგაცნობ... დაიძინეთ ეხლა ყველამ დროზე უფროსი ვარ და უნდა დამემორჩილოთ.(კახა) დილით ბიჭებთან ერთდ ვირბინე სახლში მოსულმა შხაპი მივიღე და ტატოს დავურეკე შეხვედრა ვთხოვე... მყუდრო კაფე შეარჩია ტატომ... ვეცადე ისე ჩამეცვა როგორც იურისტს შეეფერება... მანქანა დათქმულ ადგილას გავაჩერე დათქმულ დროს თერთმეტ საათზე უკვე კაფეში ვიყავი ტატო იქ მელოდა... ისევ ისეთი სიმპატიური იყო ტკივილს მისთვის ვერაფერი დაეკლო... -გამარჯობა ტატო.. -გამარჯობა ელი შენ?? -ხო ტატო მე ვარ ელი ბარათაშვილი. -შენ ის ელი ხარ?? მე რომ სკოლაში... -გთხოვ ტატო წარსულს ნუ გავიხსენებთ არ მინდა, მე აქ როგორც მათეს ადვოკატი ისე მოვედი და არ ვაპირებ წარსულის გახსენებას. -ბოდიში მინდა მოგიხადო, მაშინ მართლა ცუდად გექცეოდი.. ეხლა ვნანობ... აი რა შეცვლილა ტატოში იმ ქედმაღალი და ამპარტავანი ტატოსგან აღარაფერი იყო დარჩენილი,ახლა ჩემს წინ სულ სხვა ტატო იდგა უკვე კაცი იყო, ნამდვილი კაცი და არა ის ქედმაღალი ბიჭი რომელიც ოდესღაც "უშნო ელის" მეძახდა. -ეგ უკვე დავივიწყე ეხლა შენს სიძეზე ვილაპარაკოთ... ვინმეზე გაქვს ეჭვი??? ჩემმა პირდაპირმა კითხვამ ცოტა გააკვირვა ტატო. -მე... ჩვენს დედინაცვალზე ეკაზე მაქვს ეჭვი. -ეგ მეც მაფიქრებს.... ტატო მე ცოტახანში მათეს შევხვდები, ხვალ კი საქმის თავიდან გამოძიებას მოვითხოვ. ვეცდები მათე გამოძიების დასრულებამდე გამოვიყვანო მაგრამ მათეც უნდა დამეხმაროს აუცილებლად.. ამიტომ შენი დახმარება მჭირდება დაელაპარაკე მათეს. მე შეხვედრა სამ საათზე მაქვს მათესთან იმედი მაქვს მენდობა და დამეხმარება რომ გამოვიყვანო ციხიდან... -რატომ აიღე ეს საქმე?? -ბევრი საეჭვო ფაქტია და იმიტომ. -გამომძიებელი რომელმაც ჩემი სიძე ციხეში ჩასვა შენი ბიძაშვილი იოანეა. -ვიცი მაგრამ იოს საქმის დახურვა უბრძანეს, ამიტომ იო დამპირდა რომ დაგვეხმარება.სანამ მეგავიგებდი ვინ იყო გარდაცვლილი ამ საქმემ მანამდე მიიპყრო ჩემი ყურადღება. მაშინვე დამაინტერესა როგორც კი იომ მითხრა რომ მისი თვალები არ გავდა მკვლელის თვალებსო... კარგი ტატო იცოდე პატარა დეტალიც კი უნდა გაიხსენო და მომიყვე... ხო მამაშენის ყველა კომპანიონის სახელი მჭირდება, კიდე შენი დედინაცვლის ყველა მეგობრის სახელები დანარჩენი მე მომანდე ხო კიდე მე მამიდაშენის ქმარსაც არ ვენდობი. -კარგი ყველაფერს მეილზე გამოგიგზავნი. -არა ტატო ამ საბუთებს ხელში გადმომცემ არავითარი მეილი კარგი? -კარგი. -ახლა ნახვამდის.. ******* -ფაღავა, შენთან არიან. -ვინ?? -შენი ადვოკატი... უფროსის კაბინეტში გელოდება. -ჩემი ადვოკატი?? -ყველას ისე კი არ უმართლებს როგორც შენ. -რატომ გამიმართლა?? -შენი ადვოკატი ნამდვილი ქალღმერთია. -ქალია ჩემი ადვოკატი?? -ქალი კი არა ქალღმერთია. ოთახში ბადრაგი შემოვიდა და უფროსს აცნობა რომ დამნაშავე მოიყვანეს, უკვე ვეღარ ვითმენდი ვიცოდი რომ მხოლოდ ერთი თვალებში ჩახედვა იქნებოდა საკმარის გამეგო იყო თუ არა მათე ფაღავა დამნაშავე.. ოთახში მაღალი, განიერი მხრებით ბიჭი შემოვიდა ისე მოგვესალმა თავი არც კი აუწევია მის სახეს ვერ ვხედავდი.. -მე დაგტოვებთ, ილაპარაკეთ. -მადლობა ბატონო გურამ. -არაფერს შვილო. ბატონი გურამი გავიდა. მე კი მათეს მივაჩერდი ის მაინც არ იღებდა თავს ისევ ისე იდგა თავჩახრილი. -გამარჯობათ ბატონო მათე... იქნებ პატივი დამდოთ და შემომხედოთ. მათემ თავი ასწია და შემომხედა, მიუხედავად იმისა რომ მოუწესრიგებელი იყო მაინც საოცრად სიმპატიური ჩანდა. -გამარჯობათ ქალბატონო..?? -ელისაბედი... ელისაბედი მქვია მე... -ხო ქალბატონო ელისაბედ.. -ბატონო მათე ალაბთ უკვე გაცნობეს რომ მე თქვენი ახალი ადვოკატი ვარ. -თქვენი გვარი რომ შემახსენოთ შეგიძლიათ. -ბარათაშვილი. -იცით რა გვარის არის გამომძიებელი რომელიც ჩემს საქმეს იძიებდა??....(ხმის ამოღება არ მაცადა თვითონვე მითხრა) -მე გიპასუხებთ ისისც ბარათაშვილია თუ არ ვცდები იოანე ქვია. -არ ცდებით.... იოანე ბარათაშვილი, გამომძიებელი რომელიც თქვენი მეუღლის მკვლელობის საქმეს იძიებდა ჩემი უფროსი ძმაა.... -მაშინ რატომ გინდათ ჩემი დაცვა?? ისევ მე გიპასუხებთ, იმიტომ რომ დაამტკიცოთ თქვენი ძმა კარგი გამომძიებელია თქვენ ჩემს სასჯელის ვადას უფრო გაზრდით.. ჩემი დაკითხვის დროს თქვენს ძმას ერთხელაც არ უკითხავს მოვკალი თუ არა ჩემი ცოლი, ის მხოლოდ მეკითხებოდა "რატომ მოკალით??".... ამ ყველაფრის შემდეგ ამიხსენით რატომ უნდა გენდოთ???. -იმიტომ რომ ჩემს გარდა სხვა არცერთ ადვოკატს არ უნდა თქვენი საქმის აღება... იმიტომ რომ მე დავუპირისპირდი ძმებს და თავს საფრთხეში ვიგდებ... იმიტომ რომ ჩემს ძმას ამ საქმის დახურვა და თქვენი დამნაშავეთ გამოცხადება უბრძანეს... და ბოლოს ყველაზე მთავარი მე კესოს ვიცნობდი და ტატოსაც ვიცნობ... ბოლო სიტყვებზე კართან მისული მათე შეჩერდა და ჩემსკენ შემოტრიალდა აი მაშინ პირველად შევხედე თვალებში, მის თვალებში დავინახე საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და შურისძიების მძაფრი წყურვილი, ეს არ იყო მკვლელის თვალები, ეს შეყვარებული კაცის თვალები იყო. -რა თქვით? -მე კესოს ვიცნობდი. ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ჩვენი მამები პარტნიორები იყვნენ სწავლის გამო ვერ მოვახერხე თქვენს ქორწილზე ჩამოსვლა. -აი თურმე საიდან მეცნობოდა იოანე ის ჩემი და კესოს ქორწილში იყო.. -მე არ მინდა ჩემი ძმის კარიერას ჩრდილი მიადგეს და უდანაშაულო ადამიანი ციხეში იჯდეს... -და იქნებ დამნაშავე ვარ? იქნებ ეს ხელები ჩემი ცოლის და შვილის სისხლში მაქვს გასვრილი??? მათემ ხელები სავარძლის სახელურებზე დააწყო და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.. არცერთი ნერვი არ შეტოკებია ისე მშვიდად მეუბნებოდა ამ სიტყვებს.. -არა თქვენ დამნაშავე არ ხართ... თქვენი თვალები არ გავს მკვლელის თვალებს იქ სისხლი არ ჩანს, მაგრამ სისხლი გწყურიათ, თქვენი ცოლის და შვილის მკვლელის სისხლი... თქვენი ამ საქციელით ცდილობთ გამომცადოთ როგორი ადვოკატი ვარ მე, ავიღებ თუ არა საქმეს თქვენ რომ მკვლელი იყოთ. გინდათ მე გიპასუხოთ?? -არა არ ავიღებდი პირიქით თქვენს უფრო დიდი ხნით ჩასმაზე ვიზრუნებდი.. გუშინ როცა თქვენი საქმის მასალები ხელში ავიღე, ჯერ არ ვიცოდი ვინ იყავით, თქვენს ფოტოს დავხედე და ჩემს ძმას ვუთხარი: ეს ბიჭი მკვლელი ვერ იქნება მეთქი, მერე სამივე ძმა მიტარებდა ლექციას თუ რატომ არ უნდა მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი. გარეთ მძღოლი და ორი დაცვის თანამშრომელი მელოდება ეს ჩემი ძმების გადაწყვეტილებით რადგან იცოდნენ რომ დაცული ვარ. მე არაფრის მეშინია თუ თქვენი ცოლის მკვლელი ქუჩაში თავისუფლად დადის, თქვენი ადვოკატი კი საავადმყოფოში მოხვდა გულის შეტევით არადა არავითარი პრობლემა არ ჰქონია გულზე, გამოდის რომ შემდეგი სამიზნე მე და ტატო ვართ. მე ვირწმუნე თქვენი უდანაშაულობა და ამაში ხალხსაც დავარწმუნებ.თქვენ რომ არ დამთანხმდეთ მე თქვენი ადვოკატი ვიყო მაინც გავარკვევ რა მოსდა ექვსი თვის წინ თქვენს ბინაში... ეხლა კი გამიშვით, ხვალ ველოდები თქვენს პასუხს შევიტანო თუ არა სარჩელი სასამართლოში და მოვითხოვო თუ არა ამ საქმის თავიდან გახსნა, კარგად დაფიქრდით ბატონო მათე.. ბოლო სოტყვები კართან მისულმა უკან მიუხედავად ვუთხარი და საკუთარი თავით კმაყოფილმა დავტოვე ციხის ტერიტორია.. ******** მე ხომ რამდენჯერმე აგიხსენით თქვენი შეცდომა, თქვენ ღირსეულად არ აფასებთ ადამიანის თვალებს. დამერწმუნეთ, ენას შეუძლია სიმართლე დამალოს, თვალებს კი -არასოდეს!“ სახლში ძალიან დაღლილი მივედი ვერანდეზე ჩემს ძმებს მოეყარათ თავი, თავის გოგოებთან ერთად. ეს ალბათ დემეს და კახას რიგითი გოგოები არიან... კაბინეტიდან მამა გამოვიდა და მითხრა რომ ჩემთან ლაპატაკი უნდოდა... უცებ ავკრიფე ტელეფონზე სმს და დემეს მივწერე, "მიშველეთ მამას ჩემთან ლაპარაკი უნდა." დემე, კახა და იოც ჩემთან ერთად შემოვიდნენ კაბინეტში. -მე მხოლოდ შენ დაგიძახე ქალბატონო ელისაბედ. -მამა მე.. -ბიძია ჩვენ გვინდა ერთად დაგელაპარაკოთ.(იო) -და რაზე?? -ბიძია ჩვენ ელის ვეხმარებით იმ საქმის მოგებაში რაც ხელში აიღო.(კახა) -ხოო.. მეც მაგ თემაზე მინდოდა საუბარი, ელისაბედ ამიხსნი რატომ ყოფ ამ საქმეში ცხვირს?? -მამა ტატომ მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი, თანაც მათეს რომ შევხვდი მივხვდი უდანაშაულოა. -იცი რომ ეს საქმე სახიფათოა შენი მომავალი კარიერისთვის?? -კი მამა და მესმის კიდეც, იმედი მაქვს შენც გამიგებ გპირდები დაცვის გარეშე არსად წავალ. -კარგი... მაგრამ ამ საქმეს მხოლოდ შენ და იოანე მიხედავთ, კახას და დემეტრეს არ გარევთ ისინი ოფისში არიან საჭირო. -როგორც შენ იტყვი მამა. მამა ისე ადვილად დათანხმდა ჩემს გადაწყვეტილებას რომ მივხვდი დემეს კარგად ემუშავა მასთან... -დემე ის გოგოები ვინ არიან?? -ჩვენი შეყვარებულები წამო გაგაცნოთ. -არა იყოს ძაან დაღლილი ვარ. არ ვიცი რა მჭირდა მაგრამ არ მქონდა სურვილი ის გოგოები გამეცნო... პირდაპირ ოთახში შევვარდი და საწოლზე პირქვე დავემხე.. -წავალ მე დაველაპარაკები.(იო) -არა იო ჩვენ დაველაპარაკებით, ვიცი რაც ჭირს ჩემს დას ეჭვიანობს ჩვენი პატარა.(დემე) -არ მჯერა, ეს გოგო მართლა არასდროს გაიზრდება ყოველთვის ბავშვად დარჩება.(კახა) -დეეე....მე მამიდასთან მივდივარ.(ელი) -ელის შენთან გვინდოდა ლაპარაკი.(დემე) -თქვენს გოგოებს მიხედეთ, გული არ ეტკინოთ მე მამიდასთან მივდივარ.(ელი) -ელიის..(დემე) დემეს სიტყვები კართან მისულს დამეწია მაგრამ არ მომისმენია გარეთ გასულს ტატო შემხვდა საბუთები მომიტანა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია დავემშვიდობე და მამიდასთან წავედი ზარი დავრეკე კარი მამიდამ გამიღო. -მოდი მამიდული, რა გჭირს მამიდა რა სახე გაქ? -მამიდა ცუდად ვარ, ვეჭვიანობ. -ვიზე მამიდა ვიზე ეჭვიანობ?? -დემეს და კახას გოგოებზე.. ნიაზეც კი რომელიც ბავშვობიდან ჩემი დაქალია, როცა პირველად მითხრა რომ იო უყვარდა ვეჩხუბე, ვუყვირე, ვუთხარი რომ მივხვდი ჩემთან იმიტომ მეგობრობდა რომ იოსთან ახლოს ყოფილიყო. ახლა მგონია რომ თუ მათ ცხოვრებაში სხვა გოგოები იქნებიან და ცოლს მოიყვანენ მე დავავიწყდები, სამსახურიდან მოსულები პირველი თავიანთ ცოლებს აკოცებენ... მათ ეტყვიან რომ მოენატრათ, დაავიწყდებათ ჩემი დაბადების დღე, ჩემი უნივერსიტეტში ჩაბარების დღე, ჩვენი დაწესებული და-ძმის დღე, მეშინია იმის რომ ჩემს მიმართ მათი გრძნობები შეიცვლება. -ნუ სულელობ შვილო ეს ასე არ იქნება. -არა მამიდა როცა რაღაც მეტკინება და მათ მხარზე მომინდება ტირილი ისე თამამად ვეღარ დავრეკავ მათ ტელეფონზე, ვეღარ დავაკაკუნებ მათი ოთახის კარზე იმიტომ რომ მეცოდინება იქ სხვას ძინავს და ჩემი ეს საქციელი შეაწუხებს... მამიდა შენ არ ეჭვიანობდი დედაზე და ბიცოლაზე?? -ჩემო პატარაა, მამიდას სიხარულო გოგო ეხლა მომისმინე ჩემო ლამაზო ესე არ მოხდება მე როცა გავიგე რომ ბიძაშენს და მერე მამაშენს მოყავდა ცოლი თეფშები დავლეწე, ოთახში ჩავიკეტე, ჩემს ძმებს არ ველაპარაკებოდი და ყველას ვეჩხუბებოდი. დედაშენს და ცხონებულ ბიცოლაშენს ყოველთვის ვეუხეშებოდი მაგრამ როცა გავიდა ერთი დაბადების დღე და არ დაავიწყდათ, ქალთა დღეზე პირველი საჩუქარი მე მიყიდეს, მერე კახა გაჩნდა და ჩემი ეგოიზმიც რაღაცნაირად შემცირდა, მერე დემე, მერე მეც გავთხოვდი ოჯახი შევქმენი მეყოლა ლანა მაგრამ მიუხედავდა იმისა რომ უკვე 30 წელია შენი მშობლები ერთად არიან და მე უკვე 25 წელია მათთან არ ვცოვრობ ჩვენ ისევ ისეთი ურთიერთობა გავქვს. ამ ასაკშიც კი შემიძლია პატარა გოგონასავით ჩამოვეკიდო ჩემს ძმებს კისერზე... ამიტომ ეხლა ადექი ჩაეხუტე შენს ძმებს და გაიცანი ის გოგონები იქნებ არ არიან ცუდები და დები შეიძინო.. თან უკვე დროა რომ შენმა ძმებმა იქორწინონ პატარები ხომ აღარ არიან?? -მამიდა მე მეშინია მათი დაკარგვის. -შენ არასოდეს დამკარგავ, სხვა ვერცერთი ქალი ვერ დაიკავებს შენს ადგილს ჩემს გულში ჩემო ბაჭია.(დემე) -დემეე... ვიკივლე და ისე ძლიერად მოვხვიე ხელები რომ მეგონა მალე დემეს ძლიერი ძვლებიც კი დაიმტვრეოდა. -არა რა კახა დემეს რომ ხედავს ჩვენ სულ ვავიწყდებით.(იო) -არა მე თქვენც მახსოვხართ.(ელი) -და ჩვენი ბაჭიაც ხარ?? პატარა სულელი ბაჭია.(კახა) -თან ეჭვიანი და ეგოისტი.(იო) სახლში მივედით, დასაძინებლად ჩვენს ოთახებში გადავნაწილდით მაგრამ მე ტატოს მოტანილ საბუთებს ჩავუჯექი ჩემი ყურადღება ანდერძმა მიიყრო რომლის ერთერთი პუნქტის მიხედვით.. კესოს, ტატოს ან ალექსანდრეს გარდაცვალების შემთხვევაში ქონება გადაეცემოდა შვილებს მაგრამ თუ მათ არ ჰყავდათ შვილები ქონება ნაწილდებოდა დედმამიშვილებზე. ჩქარა მოვიცვი ხალათი და იოსთან შევვარდი. -იოოო გაიღვიძე. -მაცადე გოგო ასე გვიან რა გინდა?? -გაიღვიძე საქმე მაქვს.. -აუუუ მაცადე გოგო რაა.... -იოო ადექი ნახე ანდერძში რა ვიპოვნე. -რა?? იო გაოცებული სახით წამოდგა საწოლიდან. -ანდერძის ერთერთ პუნქტში წერია რომ, კესოს, ტატოს ან ალექსანდრეს გარდაცვალების შემთხვევაში თუ მათ არ ყავთ შვილები ქონება გადაეცემა დედმამიშვილს. -მერე??(დემე) -რა მერე დემე რა?? მათეს მიზეზად რომ კესო მოეკლა ქონების მიღება დასახელდა, ახლა თუ დავამტკიცებ რომ მათეს მიზეზი არ ქონდა კესოს მოსაკლავად აუცილებლად გამოვიყვან ციხიდან. -ყოჩაღ, მერაბსაც კი აჯობე მას ეს პუნქტი არც კი შეუმჩნევია.(კახა) -როგორც კი გათენდება ციხეში წავალ. -მათე ხომ ჯერ არ დათანხმებულა იმაზე რომ მისი საქმე აიღო?(იო) -მათეს მტკიცებულება ჭირდება, ხო და ხვალვე დავუმტკიცებ ჩემს შესაძლებლობებს... მიდი ეხლა დაიძინეთ დილით ერთად ვირბენთ ალბათ ხომ?? თუ თქვენი გოგოებიც იქნებიან?? -არა შეგიძლია მშვიდად დაიძინო.(კახა) ...... ვარჯიშის შემდეგ ტატოს დავურეკე და ციხეში ერთად წავედით... მათეს ისევ კაბინეტში ველოდი და არა ჩვეულებრივ საკანში. -როგორ ხარ ტატო?? თქვენ როგორ ბრძანდებით ქალბატონო ელისაბედ?? -კარგად გმადლობთ.. მე მინდა რომ გკითხოთ თანახმა ხართ თუ არა?? -კი თანახმა ვარ რომ ჩემი ადვოკატი იყოთ, ამას ტატოს უნდა უმადლოდეთ. -კარგია ბატონო მათე მაგრამ მე მალე დავამტკიცებ რომ ამ საქმის მოგება შემიძლია. -და როგორ? -დღეს სარჩელი შევიტანე სასამართლოში ერთ კვირაში საქმეს განიხილავენ და გადაწყდება დაიწყება თუ არა საქმის თავიდან გამოძიება. -მართლა და რის საფუძველზე?? რომელი სამხილი გამოიყენეთ?? -სამხილად თქვენი სიმამრის ანდერძი გამოვიყენე... უფრო დაწვრილებით კი მისი ერთერთი პუნქტი რომლის მიხედვითაც კესოს გარდაცვალების შემთხვევაში შენ ქონებას მაშინ მიიღებდი თუ შვილი გეყოლებოდათ. -ამ პუნქტით მერაბმა რატომ არ ისარგებლა?? -არ ვიცი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ აქ რაღაც ძალიან საეჭვო ხდება, თუ ჩემი და ტატოს ეჭვი საფუძვლიანია მაშინ შემდეგი მსხვერპლი ტატოა. -და რა ეჭვი ტატო ამიხსენი. -რა ეჭვი მათე და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი ეკას მოწყობილია.(ტატო) -ეკასი?? -ხო ამის ყველაზე დიდი მიზეზი ეკას აქვს კესოს ქონება თანაბრად განაწილდა ჩემზე და ალექსანდრეზე ეხლა მე თუ მომიშორებს მთელ ქონებას ალექსანდრე მიიღებს გესმის??(ტატო) -ეკა ხომ საქართველოში არ იყო იმ დროს??(ელი) -ხო და არც არავის დაუკითხავს.(ტატო) -მაშინ როგორმე უნდა ჩამოვიყვანოთ, თორემ თუ დამნაშავეა არ ჩამოვა დაკითხვაზე.(ელი) -მართალი ხარ.(მათე) -კარგი მათე ხვალ შევხვდებით აქ, ერთ კვირაში კი გარეთ.(ელი) -იმედია.(მათე) ერთი კვირა ისე გავიდა მხოლოდ საბუთებში ვიყავი ჩარგული. ხვალ პირველი სასამართლო პროცესია იმედი მაქვს მოვახერხებ მათე გამოვიყვანო ციხიდან... (1) ************** "სიკეთის თესვით მოპოვებული ნეტარება სიცოცხლის ერთადერთი ჭეშმარიტი ბედნიერებაა. " სასამართლო დარბაზში ვიჯექი მათეს გვერდით და ვერ ვხვდებოდი რა უფრო მანერვიულებდა მომავალი სხდომა თუ მისი სიახლოვე. -ხომ არ ნერვიულობ?? (მათე) ცოტა გამიკვირდა კიდეც მათეს ასეთი თბილი მომართვა. -არა რატომ უნდა ვინერვიულო აქედან ერთად წავალთ. -მე არ მინდა ფუჭი იმედები. -რატომ გგონია რომ ფუჭ იმედს გაძლევ გპირდები აქედან ერთად წავალთ, მერე კი კარგ ფსიქოლოგთან მივალთ. -რად გვინდა ფსიქოლოგი?? -უნდა გაიხსენო რა მოხდა იმ დღეს, ეხლა კი მოემზადე იწყება პროცესი. დიდი ხანი ლაპარაკობდა პროკურორი და არწმუნებდა მოსამართლეს რომ ეს საქმე თავიდან არ უნდა გაეხსნათ და არც ჩემი შუამდგომლობა უნდა დაეკმაყოფილებინა მათეს განთავისუფლებასთან დაკავშირებით. -დაცვის მხარეს ხომ არ სურს რამე თქვას. -დიახ პატივცემულო მოსამართლე.(ელი) ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე საუბარი. -სანამ ამ საქმეს ავიღებდი კარგად გავიაზრე რომ არ მქონდა უფლება უდანაშაულო ადამიანისათვის ფუჭი იმედი მიმეცა. დიდხანს ვიფიქრე იმაზე რომ თუ ამ საქმის თავიდან გამოძიებას მოვითხოვდი საფრთხის წინაშე დავაყენებდი ჩემი ძმის კარიერას, მაგრამ როცა გავიაზრე მათე ფაღავას არ ქონდა მიზეზი რომ მოეკლა ცოლი რომელიც მალე ცხოვრების ყველაზე დიდ საჩუქარს შვილს აჩუქებდა ამ საქმეს ხელი მოვკიდე, მინდა ყველა თქვენგანმა წარმოიდგინოთ თავი ბატონი მათეს ადგილზე. თუ მას ცოლის ქონებით ტკბობა სურდა რატომ თქვა უარი სიმამრის მიერ ნაჩუქარ სახლზე ან რატომ არ დაიწყო მის კომპანიაში მუშაობა?? რატომ მუშაობდა დღედაღამ იმისთვის რომ მის ფეხმძიმე ცოლს არაფერი მოკლებოდა?? რატომ ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში?? რატომ ელოდა ხუთი თვის გასვლას სიმამრის სიკვდილიდან, როცა მისმა მეუღლემ ქონება ერთ კვირაში მიიღო?? ყველაზე მთავარი რაში დასჭირდა ფეხმძიმე ცოლის მოკვლა როცა იცოდა რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ქონება მის ძმებს გადაუნაწილდებოდათ, მათეს რომ სდომებოდა თავისი მეუღლის მოკვლა ამას მას შემდეგ გააკეთებდა რაც ის ბავშვს გააჩენდა და მათე დარწმუნებული იქნებოდა რომ ქონება მას დარჩებოდა... ეხლა კი მინდა გკითხოთ რომელი ადამიანი ჩადის დანაშაულს და არ ცდილობ სამხილების გაქრობას?? რომელი დამნაშავე ზის დანაშაულის ადგილზე და ელოდება პოლიციის მოსვლა?? მინდა გთხოვოთ კარგად დაფიქრდეთ და ეს უდანაშაულო ადამიანი აღარ დააბრუნოთ იმ საშინელ ადგილას მიცეთ იმის უფლება რომ წესიერად იგლოვოს გარდაცვლილი მეუღლე და შვილი.. მე დავასრულე ბატონო მოსამართლევ მადლობთ ყურადღებისთვის... მათეს გვერდით ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე და ველოდი როდის გამოიტანდა მოსამართლე განაჩენს.. ეს ყველაზე გრძელი ნახევარი საათი იყო ჩემს ცხოვრებაში, მოსამართლე დაბრუნდა დარბაზში სანამ ის საუბარს დაიწყებდა მეგონა ნერვიულობით მოვკვდებოდი განაჩენის გამოცხადების დროს ვიგრძენი როგორ შემეხო ვიღაცის თბილი ხელი. მათემ ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია და თბილად მითხრა. -დამშვიდდი ნუ ნერვიულობ ისე დამაჯერებლად ილაპარაკე პროკურორსაც კი ეჭვი შეეპარა თავის სიმართლეში. -შენ გჯერა ჩემი?? მენდობი?? -კი მე მჯერა შენი... ამოვისუნთქე და მოსამართლის მოსმენა დავიწყე. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომ საქმის გამოძიება განახლდება. ხოლო ბრალდებული მათე ფაღავა კი საქმის დასრულებამდე დატოვებს სასჯელ აღსრულების ტერიტორიას. ხოლო შემდეგ სასამართლო პროცესზე კი რომელიც გაიმართება 4 თვეში თუ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება მას მოეხსნება ბრალდება. სიხარულისგან ვერც კი გავაცნობიერე როდის მოვეხვიე მათეს, როცა მივხვდი რაც გავაკეთე სწრაფად მოვშორდი და იოსკენ წავედი. -ჰა იო როგორი ვიყავი? -საუკეთესო... ისე თავდაჯერებულად ლაპარაკობდი მეგონა ოცდახუთი წლის სამუშაო გამოცდილება გქონდა. -მადლობა. ტატო და მათე მოგვიახლოვდნენ ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა მაგრამ მათეს გამოხედვა საოცრად მაბნევდა, ხოლო მისმა ღიმილმა საბოლოოდ მომიღო ბოლო.. აღარაფერი მესმოდა და ვერაფერს ვხედავდი მისი ღიმილის გარდა, იო და ტატო ლაპარაკობდნებ მე და მათე კი ერთმანეთს ვუყურებდით უცებ მომიახლოვდა. -მადლობა იმისთვის რომ ჩემი უდანაშაულობა დაიჯერე, ხო და კიდევ ბოდიში რომ პირველი შეხვედრისას გიყვირე. -არაუშავს ეგ არც მახსოვდა. -როგორ ასე ადვილად ივიწყებ წყენას?? -ხო არ შემიძლია ადამიანს დიდი ხნით გავებუტო. -ალბათ ბევრი მეგობარი გყავს?? -არა მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს. -კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩემი გჯერა, რომ მენდე და დაამტკიცე რომ უდანაშაულო ვარ. -არა ჯერ არაფერი დამიმტკიცებია, არ დავისვენებ სანამ საქმეს ბოლომდე არ გავხსნი და შენს უდანაშაულობას არ დავამტკიცებ. -რატომ გჯერა ასე ჩემი? -შენს თვალებში უდანაშაულობას ვხედავ, მაგრამ მალე სისიხლის წყურვილი დაფარავს ამ უდანაშაულობას და ეს თბილი თვალებიც ყინულივით ცივი გახდება. -და ვინმეს ადარდებს ჩემი თვალები?? ჩემი მდგომარეობა საკუთრმა მშობლებმა მიმატოვეს და ვისღა უნდა ვადარდებდე?? -ყველა ტკივილს ბედნიერება მოსდევს და ნუ დაკარგავ იმედს რომ ბედნიერი იქნები, არ მინდა შენს თვალებში სისხლის დანახვა. -მადლობა რომ ჩემზე დარდობ. -ნუ მიხდი მადლობას. -რატომ? -არ მიყვარს როცა მადლობას მიხდიან ან ბოდიშს. მე კარგ საქმეს ჩემი ბდენიერებისთვის ვაკეთებ და მათ ცუდ საქციელსაც ჩემი სიმშვიდისთვის ვპატიობ. -ნამდვილად არაჩვეულებრიბი ქალი ხარ ალბათ ბედნიერია შენი რჩეული. -ალბათ იქნება ბედნიერი მომავალში როცა მეყოლება... კარგი მათე მალე შევხვდებით და ჩემს მეგობარ ფსიქოლოგთან წავალ ეს ჩემი ნომერია. -ნახვამდის ელი. მათეს ნათქვამი სიტყვები ისე მესიამოვანა მთელი დღე ბედნიერი სახე მქონდა ჩემები კი ამ ბედნიერებას საქმის წარმატებით დაწყებას უკავშირებდნენ. ........... -კარგი გოგოა არა?? -ვინ?? -ნუ ისულელებ თავს მათე ელიზე გელაპარაკები. -ხო მართლაც კარგი ადამიანია. -მე როგორც ადამიანზე არ გეუბნები, ხომ ლამაზია. -ხო ძალიან ლამაზია, რაღაცნაირი შარმი აქვს. -რას გელაპარაკებოდა?? -რომ არ უნდა დავეცე და იმედი არ უნდა დავკარგო. -მართალია მათე ეხლა უნდა იყო ყველაზე ძლიერი. ********* "თუ შემიყვარდა,მორჩა... შემიყვარდება სამუდამოდ. ესაა ჩემი პრობლემა." ვერანდაზე ვიჯექი და მათეზე ვფიქრობდი როცა მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი ჩემს გვერდით დემე ჩამოჯდა. -ჩემს ბაჭიას რამის თქმა ხომ არ სურს? -და რისი თქმა უნდა მსურდეს?? -შენ შეიძლება მოატყუო ყველა მაგრამ არა ჩვენ.(იო) -და ვის ვატყუებ? -კარგი რა ბაჭია შენი თვალები გაგცემენ ისევ.(კახა) -რაო ჩემმა თვალებმა?? -რაო და ეს უბრალო საქმის კარგად დაწყების ცეცხლი და ბედნიერება არააო.(იო) -აბაო? -ჩემო ბაჭია შენს თვალებში ჭინკებს ვხედავ... სხვანაირად ციმციმებს ეს თვალები, შენ ვიღაც მოგწონს და მისი თბილი ღიმილი გაფორიაქებს.(დემე) -ეხლა ეგ საიდან მოიტანეთ. -არა ელის ჩვენ არაფერს ვიგონებთ. დავინახე დღეს მათეს როგორ ელაპარაკებოდი. (იო) -და როგორ? -როგორ და გაბრწყინებული თვალებით.(იო) -კარგი რა იოანე რეებს ბოდავთ? -არც არაფერს სიმართლე რომ არ იყოს არ გაბრაზებოდი და ისტერიკას არ მოაწყობდი... შენ რა მართლა მოგეწონა მათე??(დემე) -მათე საკმაოდ სიმპატიური მამაკაცია ნებისმიერ ქალს მოეწონება.(ელი) -ხომ ხედავ თვითონ აღიარე რომ სიმპატიურია და ნებისმიერ ქალს მოეწონება... ესეიგი მათე მოგეწონა და აღიარებ კიდეც?(დემე) -ხო ვაღიარებ და არ შეიძლება მომეწონოს?? -რათქმაუნდა შეიძლება ჩემო ბაჭია უნდა მოგეწონოს.(დემე) -და მას რომ არ მოვეწონო?? -ვინ შენ ჩემო ბაჭია?? შენ არ მოეწონო??(კახა) -კარგი წავედით დავიძინოთ ხვალ ფსიქოლოგთან მივდივარ. -ფსიქოლოგთან რა გინდა?? ისევ რამე პრობლემაა?? ჩვენი გოგოების გამო?? -არა დემე მე არაფერი მჭირს მათეს უნდა გავყვე, უკვე შევეგუე იმას რომ ბავშვი არც მე ვარ და არც თქვენ. -ააა მაგიტო ხარ ბედნიერი რომ მათეს შეხვდები? -ხო ჩემო სიმპატიურო ძამიკო. .......... -ალო ელი მათე ვარ ხვალ რომელ საათზე შევხვდეთ? -მისამართი მომწერე და ხვალ გამოგივლი 11 საათზე კარგი? -არა მე გამოგივლი, არ მინდა შეგაწუხო ისეც წუხდები. -არა არ მაწუხებ მე შენი ადვოკატი ვარ და ეს ჩემი მოვალეობაა. -შენი მოვალეობა ის არ არის რომ ფსიქოლოგთან გამომყვე და მთელი დღე ჩემს გვერდით გაატარო. -და იქნებ მე მსურს რომ.... -რომ რა?? -არაფერი, ხვალამდე. -ნახვამდის ელი. მათეს ტელეფონი გავუთიშე და ავნერვიულდი საკუთარ თავს ვსაყვედურობდი რომ შეცდომა დავუშვი ლამის წამომცდა რომ მის გვერდით ყოფნა მომწონს, რომ მისი სიახლოვე მსიამოვნებს. დილით როცა მათე მოვიდოდა თვალს ვერ გავუსწორებდი. მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი, ხატვა ბავშვობიდან მეხერხებოდა ამიტომ გერმანიაში ხატვის კურსები გავიარე ეხლა შუაღამისას ვიჯექი და მათეს სახეს ვხატავდი, მის ღიმილს და სევდიან თვალებს რომლებმაც მომაჯადოვა. 'ნეტა ის თუ ფიქრობს ჩემზე თუ მოვეწონე? კარგი რა რეებზე ფიქრობ ის ხომ მხოლოდ იმისთვის ცოცხლობს რომ შური იძიოს ცოლის და შვილის მკვლელობისთვის.' როდის დამათენდა ვერც კი გავიგე. აბაზანა მივიღე და მოვემზადე მათეს ველოდი... საუზმეზე ბიჭებთან ერთად ჩავედი. -ნახე დედა, ელი დღეს რა ლამაზია. -და როდის არ ვარ ლამაზი დემე?? -დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ ჩემო ბაჭია. -კარგი რა დემე, ისეთი ვარ როგორც ყოველთვის, თქვენ ოფოსში მიდიხართ?? -კი მივდივართ, მერე კი საღამოს შენც მოდიხარ ჩვენთან ერთად ჩვენი საცოლეები უნდა გაიცნო.(კახა) -კარგი წამოვალ, იო შენ დღეს რას შვრები?? -მე ერთი საქმის თავიდან გამოძიება მიბრძანეს და იმას უნდა მივხედო, დღეს ტატო უნდა დავკითხო ხვალ კი შენი კლიენტი. -ესეიგი საქმე ისევ შენ გადმოგცეს, რა მაგარიაა. -რა არის გოგო მაგარი რომ შარში ყოფ თავს?? -ხოო. -ნუ ეხლა ეს შარი სიმატიურია და რა ქნას ბაჭიამ. -კახაააა. -ხო კაი ვჩუმდები. ........... უკვე თერთმეტი იყო მაგრამ მათე არც რეკავდა და არც მოსულა უკვე ვნერვიულობდი როცა როგორც იქნა მათე მოვიდა... -ვაუ რა ლამაზი ხარ. -მადლობა შენც კარგად გამოიყურები.... ცოტა დამაბნია მათეს ამ საქციელმა ნუ თუ მართლა მოვეწონე?? არა ეს უბრალოდ ჯენტლმენური ჟესტის იყო.. ჩემს მეგობარ ფსიქოლოგთან მივედით.. -წამოდი მათე ავიდეთ კაბინეტი მეორე სართულზე. -კარგი მოვდივარ. -ხომ არ ნერვიულობ მათე?? -არა რა მაქვს სანერვიულო?? -მათე ვიცი იმ დღის გახსენება ტკივილს მოგაყენებს მაგრამ შენი უდანაშაულობა უნდა დავამტკიცოთ. -მესმის ელი მესმის მაგრამ. -მათე თუ მზად არ ხარ წავიდეთ, არ დაგაძალებ. -არა მზად ვარ წამოდი ზემოთ ავიდეთ. -კარგი წავედით. ვუყურებდი მათეს სევდიან სახეს და მიკვირდა როგორ შეეძლო ამის გადატანა?? როგორ შეეძლო ამ ტკივილის დამალვა... -აი ეს კაბინეტია გველოდება შევიდეთ?? -კი და შენ მომისმენ?? -შენ თუ არ გინდა არ დავრჩები. -დარჩი მინდა იქ იყო. ......... რაღაც ამოუცნობს ვგრძნობდი მის მიმართ ეს პირველად მაშინ ვიგრძენი როცა ციხეში თვალებში ჩავხედე ვუყვირე და მას წარბიც არ შეუხრია. ჩემი სჯერა და მენდობა, ის ერთი შეხედვით პატარა, სუსტი და დაუცველი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ ძალიან ძლიერი და მამაცია, მან აიღო საქმე რომელსაც არცერთმა ძლიერმა იურისტმა არ მოკიდა ხელი, ჩემს გამო თავს საფრთხეში იგდებს ალბათ ამიტომ მაღელვებს ასე ამ გოგოს ბედი. მაგრამ მისი ღიმილი და სიახლოვე მაბნევს ნუთუ ტატო მართალია და მე შეიძლება კიდევ შემიყვარდეს. ნეტა გუშინ რის თქმას აპირებდა და რატომ გაჩუმდა? იქნებ მას.. კარგი რა მათე რეებზე ფიქრობ ის ხომ ისეთი ლამაზია ალბათ ყავს კიდეც ვინმე მაგრამ გუშინ მითხრა რომ მომავალიში როცა მეყოლებაო ესეიგი არავინ ყავს, მაგრამ ტყუილად მიხარია როგორ შეიძლება მოეწონოს ჩემნაირი ბიჭი მე ხომ მკვლელობაში ვარ ბრალდებული... როცა შევხვდი ის ისეთი ლამაზი იყო რომ თავი ვერ შევიკავე და კომპლიმენტი ვუთხარი, თვითონაც არ დაიშურა კომპლიმენტი და ღიმილიც მაჩუქა აშკარა იყო რომ შევცდი როცა პირველად შეხვედრისას მასზე ცუდად ვიმსჯელე ის მართლაც არ გავს სხვებს.... მისი გამხნევება რომ არა ვერ შევძლებდი ფსიქოლოგის კაბინეტში შესვლას ისიც ძლივს გავბედე რომ მეთქვა არ წასულიყო და ჩემს გვერდით ყოფილიყო ფსიქოლოგთან საუბრისას, მისი გვერდში დგომა რაღაც უცნაურ ენერგიას მმატებდა. .......... -გამარჯობა ნინო დეიდა შეიძლება შემოვიდე??(ელი) -მოდი შვილო შენ გელოდებოდი, რომ მითხარი საქმე მაქვსო შემეშინდა კიდე რამე პრობლემა გაქვს??(ფსიქოლოგი) -არა ნინო დეიდა ამ ჯერად ჩემი კლიენტი მოგიყვანეთ მას ჭირდება თქვენი დახმარება, გაიცანით ეს ჩემი კლიენტია მათე ფაღავა.(ელი) -სასიამოვნოა ბატონო მათე ნინო ამირეჯიბი ფსიქოლოგი. -ჩემთვისაც სასიამოვნოა ქალბატონო ნინო. -კარგი მათე რა ხდება აბა?? ელი შენ დაესწრები ჩვენს საუბარს?? -კი ნინო დეიდა მათეს ასე სურს და ამიტომ დავრჩები თუ თქვენ ნებას დამრთავთ. -მე არავითარი პრობლემა არ მაქვს.. თუ საქმის ვითარებას გამაცნობთ. -მათე ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, მას არ ახსოვს რა მოხდა იმ დღეს როცა მისი ცოლი მოკლეს. -ესეიგი იმ გახმაურებული საქმის მთავარი გმირი თქვენ ხართ ბატონო მათე?? კარგით დავიწყოთ ოღონდ სულ თავიდან ბავშვობიდან მომიყევი შენს შესახებ... მე კიდე კითხვებს დაგისვამ შიგადაშიგ კარგი?? -კარგი დავიწყო?? -სანამ დაიწყებ ყავა თუ ჩაი?? -უბრალოდ წყალი. -მე ყავას დავლევ ნინო დეიდა. ნინო დეიდამ მდივანს უბრძნა ჩვენთვის ყავა მოეტანა მათეს კი წყალი მოუტანა ჭიქით და ანიშნა დაეწყო. ********* "ადამიანს მხოლოდ საკუთარი მწუხარების დათვლა უყვარს, თავის ბედნიერებას კი არ ითვლის. როგორც საჭიროა ისე რომ დაეთვალა, ნახავდა, რომ ყოველგვარი ტკივილის გადატანის უნარიც აქვს დარჩენილი." -მე ბავშთა სახლში გავიზარდე. მათე იქ დამარქვეს როგორც ვიცი ფაღავა ჩემი ნამდვილი გვარია. -მშობლებს იცნობთ? -არა. -მათი მოძებნა არც გიცდიათ? -არა. -არ გაინტერესებთ რატომ მიგატოვეს? ან ვინ არიან? სად ცხოვრობენ? ცოცხლები თუ არიან საერთოდ? -არ მიცდია, კესოს გაცნობამდე მათი ნახვის არანაირი სურვილი არ მქონია ყოველთვის ვამბობდი რომ ისინი ავტოავარიაში დაიხოცნენ. კესოს თხოვნით ვაპირებდი მომეძებნა მაგრამ სიამაყემ მძლია თუ მათთან შეხვედის და თვალებში ჩახედვის შიშმა შემაჩერა არ ვიცი მათი მოძებნა გადავიფიქრე. -ეხლა გინდათ მოძებნოთ? -და აქვს აზრი? მათ უდანაშაულო ბავშვი არ მიმიღეს და ბავშთასახლში დამტოვეს და ეხლა მკვლელობაში ბრალდებულს გულში ჩამიკრავენ? -იქნებ ქონდა დედაშენს მიზეზი რომ მიეტოვებინე? მას ხომ ქუჩაში არ დაუტოვებიხარ ბავშთასახლში დაგტოვა. -და თქვენი აზრით რაიმე მიზეზი ამართლებს ქალს რომ ბავშვი რომელიც ცხრათვე მუცლით ატარა და მის სხეულში გაზარდა ბავშთასახლის კარებთან დატოვოს ხელში პატარა ფურცლით რომელზეც მისი გვარი "ფაღავა" ეწერება?? მე არ მესმის ასეთი დედების. -იქნებ მამაშენმა მიატოვა და ოჯახმა არ მიიღო ამაზე გიფიქრია? -კი ბევრ რამეზე მიფიქრია ღამეები მითენებია ბავშთასახლში რომ მომეძებნა მიზეზი რითაც იმ ქალს გავამართლებდი ვინც მიმატოვა მაგრამ ასეთი მიზეზი ვერ ვიპოვე, ჩემთვის დედა ბავშთასახლის აღმზრდელი იყო რომელსაც პირველად დავუძახე დედა, რომელიც როცა სიცხე მქონდა ჩემს საწოლზე იჯდა და მეფერებოდა, რომელიც ეროვნული გამოცდების დროს სიცხეში იდგა და მელოდა, ზუსტად ვიცი ცოცხალი რომ ყოფილიყო ჩემს უდანაშაულობას დაიჯერებდა და იტყოდა:"ჩემი მათე ამას არ ჩაიდენდა მან ოჯახის ფასი იცისო." -მოძებნით მშობლებს? -კი ალბათ მაგრამ მხოლოდ იმისთვის რომ ვკითხო მიზეზი თუ რატომ მიმატოვა. -კარგით ეხლა ის მომიყევით როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ბავშთასახლიდან წამოსვლის შემდეგ? -14 წლის რომ გავხდი ბავშთასახლიდან გამომიშვეს, ჩემმა აღმზრდელმა შემიფარა აი იმ ქალმა ვისაც დედას ვეძახდი, მაგრამ უფრო ბებიად შემეფერებოდა უკვე მოხუცებული იყო და მუშაობასაც დაანება თავი. ქმარი ადრე გარდაეცვალა შვილი არ ყავდა ამიტომ მე მიმიღო შვილად იმისთვის რომ მისთვის ტვირთი შემემსუბუქებინა სკოლის შემდეგ როგორც შემეძლო ვმუშაობდი. სკოლა დავამთავრე როგორც იქნა და უნივერსიტეტშიც მოვეწყვე მუშაობა არც მაშინ შემიწყვეტია როცა მეგონა რომ ყველაფერი დალაგდა და ოჯახი მქონდა, დედა მყავდა აი მაშინ გარდაიცვალა ჩემი დედობილი 19 წლის ასაკში ისევ მარტო დავრჩი მაშინ დამიდგა მხარში კესო მეც თავდავიწყებით შემიყვარდა გოგონა რომელიც არ იყო ქედმაღალი და სხვებივით არ მექცეოდა. ორი წლის შემდეგ მე და კესომ ვიქორწინეთ დავამთავრე ბაკალავრი და მაგისტრატურაც მაგრამ მუშაობა არ შემიწყვეტია ჩვენს პატარა ბინაში ბედნიერად ვცხოვრობდით. -რატომ არ დათანხმდით ბატონი ლევანის მიერ შემოთავაზებულ სამსახურზე? -იმიტომ რომ არ მინდოდა ეფიქრათ კესო ქონების გამო მოვიყვანე ცოლად, მაგრამ ისინი მაინც ასე ფიქრობდნენ მხოლოდ ტატო მექცეოდა კარგად. -კარგი მოდი დღეისთვის დავასრულოთ, ხვალ შეძლებთ მოსვლას? -დიახ მოვალთ. -კარგი ხვალ გელოდებით, ელი მე და შენ უნდა ვილაპარკოთ შენზე. -აუცილებლად ნინო დეიდა. ................ ფსიქოლოგიდან წამოვედით მათეს უფრო მეტად სევდიანმა სახემ გული მომიკლა არ შემეძლო მის ასეთ დღეში ნახვა. -მათე გინდა გავისეირნოთ და ვილაპარაკოთ? -კი ელი ოღონდ ამჯერად შენზე კარგი? -კარგი როგორც შენ გინდა, მაგრამ გაფრთხილებ რომ მე აქ არაფერი ვიცი იმიტომ რომ 7 წელი გერმანიაში ვცხოვრობდი. -მე ვიცი მყუდრო ადგილი სადაც საუბარს შევძლებთ. -კარგი წავედით მაშინ. მათემ მართლაც ყველაზე მყუდრო კაფე შეარჩია ორი ყავა და ნამცხვარი შეუკვეთა და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა. -მიდი მომიყევი ეხლა შენზე რაღაცაები. -მე მყავს სამი ძმა. -სამიი?? უბედური ის ვისაც შენ მოეწონები. -სულაც არა ჩემი ძმები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და არც იმ ბიჭებს ერჩიან ვისაც მე მოვწონვარ, მაგრამ თუ გულს მატკენს რათქმაუნდა ვერ გადაურჩება. -შენი უფროსი ძმა რამდენი წლისაა. -ჩემი უფროსი ძმა კახა 28 წლისა დემე 27-ის იოც 27-ისაა... ჩემი ნამდვილი ძმა მხოლოდ დემეტრეა მაგრამ იოანე და კახაც ჩემი ძმები არიან იმიტომ რომ ერთად გავიზარდეთ. -ააა ესეიგი შენი ძმა მხოლოდ დემეტრეა და იოანე და კახა რა არიან შენი? -ჩემი ბიძაშვილები არიან რაც მათი დედა გარდაიცვალა ჩვენ ერთად ვიზრდებით დედაჩემს ეძახიან დედას, მშობელთა კრებებზეც დედა დადიოდა. -ცელქი ბავშვი იყავი?? -საკმაოდ ყოველთვის რაღაცას ვაფუჭებდი. -ანუ ხშირად ისჯებოდი? -არა იმიტომ რომ ჩემი ძმები იბრალებდნენ ყოველთვის ჩემს დანაშაულს. -იმ ფსიქოლოგს საიდან იცნობ? -ოოო ეგ ასე რომ ვთქვათ ჩემი მძიმე წარსულია. -თუ არ გინდა არ მომიყვე არ გაიძულებ. -მოგიყვები იმიტომ რომ უკვე აღარ მტკივა ეგ წარსული ეხლა შემიძლია ღიმილიანი სახით გადავხედო უკან დარჩენილ საკმაოდ მწარე ბავშვობას. -მაკვირვებს შენი სიძლიერე. -ხანდახან მეც მიკვირს საკუთარი თავის.... ფსიქოლოგთან იმიტომ მიმიყვანეს რომ ოთახში ვიკეტებოდი და არავის ველაპარაკებოდი, მერე სკოლის გაცდენაც დავიწყე და მძღოლსაც ვეპარებოდი რომელიც მამამ მომიჩინა სათვალთვალოდ. - ამ ყველაფერს რატომ აკეთებდი? -იმიტომ რომ ჩემი უკმაყოფილება გამომეხატა... მაშინ 15 წლის ვიყავი ჯერ კახა წავიდა უცხოეთში სასწავლებლად და მეგონა რომ ვეღარავინ დამიცავდა ჩემზე ერთი წლით უფროსი ტატოს გამოხდომებისგან რომელიც უშნო ელის მეძახდა, ამის გამო ბევრჯერ მოხვდა კახასგან, დემესგან და იოსგან მაგრამ არ ჩერდებოდა დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი მეძახდა უშნო ელის მხოლოდ იმიტომ რომ სათვალეს ვიკეთებდი. -ესეიგი ტატოს გამო მოხვდი ფსიქოლოგთან? -ასე გამოვიდა, ასაკის მატებასთან ერთად ჩემი ძმებიც რიგრიგობით მიდიოდნენ უცხოეთში სასწავლებლად და ტატოს გამოხტომებიც უფრო ძლიერდებოდა 16 წლის ვიყავი როცა იოც წავიდა და ტატოს ხელში მარტო დავრჩი სკოლაში მისვლა აღარ მინდოდა იმიტომ რომ ვიცოდი ტატო დამხვდებოდა. -როდის დასრულდა ტატოს გამოხდომები როცა სკოლა დაამთავრეს მან და კესომ?? -არა ერთ დღესაც კესომ მნახა როგორ ვტიროდი და როცა გაიგო რატომაც ვტიროდი სკოლის ეზოში მთელი სკოლის დასანახად ტატოს სილა გააწნა... მე შემეშინდა რომ თავმოყვარე ტატო ჩემზე შურს იძიებდა მაგრამ იმ დღის შემდეგ არც კი გამოუხედავს ჩემსკენ... იცი ყოველთვის მიკვირდა როგორ შეიძლებოდა ტყუპი და-ძმა ასე ყოფილიყვნენ ერთმანეთისგან განსხვავებულები. -ეგ მეც მიკვირდა მაგრამ კესოს ყველა ახირებას და რჩევას ითვალისწინებდა ტატო. -ალბათ ეგ იყო მიზეზი ჩემი ტანჯვის დასრულებისაც კესოს შიშით ვეღარავინ ბედავდა ჩემთვის უშნო ელი დაეძახა. -ალბათ მაშინ არ იცოდნენ წლების შემდეგ ის პატარა გოგონა როგორი ძლიერი და ლამაზი ქალი გაიზრდებოდა. -მე ლამაზი? -უბრალოდ ლამაზი კი არა ქალღმერთი, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავდა გერმანიაში და არც აქ გაკია ალბათ ჯარი გყავს თაყვანისმცემლების. -ხულრობ ხომ?? -არა სრულებით სერიოზულად ვამბობ... იცი ბადრაგმა მითხრა რომ ყველას არ უმართლებდა ჩემსავით. -და რაში გაგიმართლა? -იმაში რომ ჩემი ადვოკატი ქალი კი არა ქალღმერთი იყო. -ალბათ შენს ბადრაგს ლამაზი ქალი არ უნახავს. -ცდები მე სრულებით ვეთანხმები მას, მართალია მაშინ ვერ დაგაფასე და გიყვირე კიდეც მაგრამ ეხლა ვხვდები რომ შეიძლება ქალი ერთდროულად ძალიან ლამაზი და ჭკვიანი იყოს. -კარგი რა გავწითლდი. -ტატოს აპატიე? როცა შეხვდი რა იგრძენი? -კი ვაპატიე, რომ არ მეპატიებია ბოღმისგან ვერ გავნთავისუფლდები.... მხოლოდ სიბრალული ვიგრძენი მისი სევდიანი სახის ნახვისას. -გასაოცარი ადამიანი ხარ. -კარგი რა უბრალოდ ნინო დეიდასთან სიარულმა მიშველა. -ესეიგი მაგ ქალმა სასწაული მოახდინა. -ნუ ამას სასწაულს ვერ დავარქმევ. -ესეიგი ტატოზე წყენა არც კი ჩაგიდია გულში? -არა ეხლა ტატო მხოლოდ ჩემი კლიენტის ახლობელია. -ააა ესეიგი ის შენი ნაცნობი ტატო აღარ არის? -არა ის ტატო წარსულში დავტოვე იმ მოგონებად რომლის გახსენებაზეც მეღიმება. -მწარედ? -ხო მწარედ. -არ გიფიქრია იქნებ ტატოს მოწონდი და ამიტომ გაწვალებდა, მაგ ასაკში ხომ ბიჭები სიყვარულს ეგრე გამოხატავენ ხოლმე. მათეს გაეცინა. -მე არ მჯერა ეგეთი გამოხატული სიყვარულის და დღემდე ვერ ამიხსნია რატომ მექცეოდა ეგრე... გინდა სიმართლე გითხრა რატომ არ ჩამოვედი შენი და კესოს ქორწილში? -მინდა მითხარი. -შემეშინდა ტატოსთან შეხვედრის და სწავლა მოვიმიზეზე. -და რატომ შეგეშინდა? - ვერ შევძლებდი ტატოსთან შეხვედრას შემეშინდა იმის რომ კიდევ მეტყოდა რამეს და ვიტირებდი როგორც მაშინ პატარაობაში. -ეხლა არ გეშინია? -არა, ეხლა ყველაფრის ატანის ძალა მაქვს... კიდევ გაინტერესებს რამე ჩემს შესახებ? -კი იცი რა მაინტერესებს, ტატოს რატომ არ უთხარი უარი ამ საქმის აღებაზე? -რატომ და იომ მითხრა რომ.. -არ მინდა ეს დაზეპირებული ტექსტი სიმართლე მითხარი. -დაზეპირებიული არ არის ეს ტექსტი ეს სიმართლეა. -არა მე სიმართლე მაინტერესებს. -და რომელი სიმართლე? -სიმართლე რომლის მოსმენაც მე მსურს. -კარგი ეს საქმე კესოს გამო ავიღე მინდა რომ მკვდარს მაინც გადავუხადო მადლობა. -აი ესე არ ჯობია? -წავიდეთ? -თუ შენ გინდა წავიდეთ.. მაპატიე თუ რამე გაწყენინე. -ხო მინდა წავიდეთ...არა არ მწყენია მეც მომეშვა სიმართლე რომ გითხარი. -კარგი წავიდეთ... მართლა გიხდი ბოდიშს არ მინდოდა გული გტკენოდა. .............. ტატო კაბინეტში იჯდა და მათეს ელოდა რომელმაც დაურეკა და უთხრა რომ სალაპარაკო ქონდა. -როგორც იქნა მოხვედი. -გამარჯობა ტატო. -რაო ფსიქოლოგმა? -ჯერ არაფერი ჩემს ბავშვობაზე ვილაპარაკე. -აბა სად იყავი ამდენხანს? -ელისთან ერთად ვიყავი კაფეში ჯერ ყავა დავლიეთ და მერე ერთად ვისადილეთ თან ვილაპარაკეთ... შენ რაო ოიანემ? -არაფერი ჩვეულებრივი დაკითხვა იყო... ესეიგი შენ და ელი ერთმანეთს კარგად უგებთ. -ხო ელის ბავშვობაზე ვილაპარაკეთ და იმაზე თუ საიდან იცნობდა იმ ფსიქოლოგს... ხო კიდე ისეთი ტატო გავიცანი რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი. -და როგორი? -ქედმაღალი ტატო რომელიც გოგოს ამცირებდა და არ ფიქრობდა რა შედეგი მოყვებოდა მის საქციელს. -ესეიგი ელიმ მოგიყვა ჩემს შესახებ. -ხო. -მართლა არ ვიცოდი თუ ამის გამო ფსიქოლოგთან წაიყვანდნენ. -კი მაგრამ რატომ ამცირებდი?? -ეხლა მიზეზი რომ გითხრა დამცინებ. -შენ რა მოგწონდა და უარი მიიღე? -ხო მართლა ძაან მომწონდა იმის მიუხედავად რომ სათვალეს იკეთებდა. -კი მაგრამ როცა ქალი უარს გეტყვით რატომ ამცირებთ არ მესმის. -აუუ რა ქალივით მსჯელობ... დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს აუცილებლად ნორმალურად ვეტყოდი რომ მომწონდა. -ის თუ იცი რომ ჩემი და კესოს ქორწილშიც შენს გამო არ ჩამოვიდა. -კი მაგრამ რატომ? -ეშინოდა რომ რამეს ეტყოდი ის თავს ვერ შეიკავებდა და იტირებდა. -მართლა სულელი ბავშვი იყო რა. -რატომ იყო სულელი ბავშვი? იცი რა იგრძნო შენს მიმართ როცა შეხვდი? -ალბათ სიძულვილი. -ცდები სიბრალული იგრძნო შეეცოდე.... შენ რა იგრძენი? -მე სინანული და წარსულის უკან დაბრუნება მოვინდომე..... მინდოდა მიწა გახეთქილიყო და ჩავეტანე ოღონდ ჩემს წინ ის ელი ბარათაშვილი არ მდგარიყო ბავშვობაში რომ ვამცირებდი. -იცი მან მაინც გაპატია და წყენა არ ჩაუდია გულში. -მათე შენ ისეთი აღტაცებით საუბრობ ელიზე რომ მემგონი მართლა მოგეწონა ეგ გოგო. -არ ვიცი ტატო რა მემართება როცა ჩემს გვერდითაა. -მათე გინდა იმ კლუში წავიდეთ სადაც ახლა ის არის თავის ძმებთან ერთად, თან მის ძმებს გაიცნობ და შეაფასებ მათ ძალას... რა მოგელის თუ იმ გოგს გულს ატკენ. -შენ ბევრჯერ მოგხვედრია მათი მუშტი? -ვერც კი დაითვლი იმდენჯერ, მივდივართ კლუბში? დავურეკო ჩემს საცოლეს რომ მოემზადოს? -კარგი წავიდეთ. -აუუ ისე რა მაგარი ბიჭი ვარ ჩემს ქვრივ სიძეს ხელს ვუწყობ რომ კიდევ იყოს ბედნიერი და ცხოვრება გააგრძელოს. ****** "კაცმა არ იცის, ვის რა ადგილი უჭირავს სხვის ცხოვრებაში... მაინც საუკეთესო ურთიერთობად ის ითვლება, როცა იცი, რომ ბევრი რამ არის ხელისშმეშლელი , და მაინც გინდა მოყვასად დარჩე." -აუუ იო რომ არ გავიცნო ის გოგოები არა?? არ მინდა ეს დღე ცუდად დავასრულო. -და კარგი დღე გქონდა? მათეს ხვალაც ნახავ მაგრამ კახას და დემეს ეწყინებათ. -ვიცი იო და ამიტომაც მოვდივარ თორემ იქ ვერ მნახავდი, ეხლა ნიას გავუვლით? -რათქმაუნდა ჩემს პრინცესას ხომ ვერ დავტოვებ? ისე კლუბისთვის შეუფერებლად ხომ არ გაცვია? -კაი რა კლუბისთვის და ცეკვასაც არ ვაპირებდე ეხლა. -ხო ისე ეს პერანგი და შავი ქვედაბოლო ძაან გიხდება მათემ ვერ შენიშნა? -გაგიკვირდება და შენიშნა. იო გული რაღაც ცუდს მიგრძნობს. -კარგი რა ეხლა იმ გოგოებს ეგეთი სახით არ შეხვდე თორე შეეშინდებათ, ისიც გეყოფა იმ დღეს რომ გაიქეცი და უკან გამოგედევნეთ, ყურადღება ვერ მიაქციეს ბიჭებმა კიდევ კარგი ნიაც იქ იყო. -ხო კარგი არაფერს ვიტყვი თუ თვითონ არ გამომიწვევენ. -ხო მართლა უკან რატომ დაბრძანდი ქალბატონო? -ნიას ადგილს ვერ წავართმევ ჩემი ერთადერთი მეგობარია.... კედე დიდხანს უნდა ველოდოთ მაგ გადარეულს? -აი მოდის. ნიამ ჯერ იოს კოცნით იჯერა გული და მერე შეამჩნია რომ მეც იქ ვიყავი. -ელი ამ შენი საქმის გამო სულ დამივიწყე.(ნია) -სიმპატიურია ბაჭიას საქმე და რა ქნას?(იო) -არ ინერვიულო ამაღამ შენთან დავრჩები და მონატრებას სულ გაგიქრობ.(ელი) -ეეე რანაირად ელაპარაკები გოგო ჩემს საცოლეს?(იო) -იო შენ რა ეჭვიანობ?? სხვათაშორის პირველად ჩემი იყო ეს პრინცესა, ჩემთან ატარებდა ღამეებს სარეცელს ხშირად ვიყოფდით.(ელი) -ვინმე უცნობმა რომ მოგისმინოთ ჩემზე რას იფიქრებს?(ნია) სამივე გულიანად ვიცინოდით ნეტა მხოლოდ ჩემი ძმები ყოფილიყვნენ იქ და არა ის გოგოებიც, ამაღამ აუცილებლად დავრჩებოდი ნიასთან და ნინო დეიდას დაველაპარაკებოდი... კლუბის შესასვლელთან ნიამ დამიჭირა საპირფარეშოსკენ წამიყვანა. -ელი რამე ხდება? რაღაც გაწუხებს ისევ რამე პრობლემაა? დედას დაელაპარაკე რა აღარ მინდა შენი დეპრესიაში ნახვა გთხოვ. -არა ნია არავითარი პრობლემა არაა. უბრალოდ არ ვიცი რატომ არ მინდა ამ გოგოების გაცნობა განსაკუთრებით კახას საცოლის. -ისე რა დაგიმალო და ეგ გოგო არც მე მომეწონა, მაგრამ იქნებ არასწორად ვიმსჯელე მასზე. -კარგი წამო თორემ იო გარეთ გველოდება.. მთელი ღამე წინ გვაქვს სასაუბროთ. -შენს ოთახში ნახატი ვნახე. დამნაშავის გამომეტყველებით შემომხედა ნიამ. -მერე სხვამ ნახა ვინმემ? -არა აიი აქ მაქვს. -მადლობა ნია შენ მართლა საუკეთესო ხარ. -ხომ იცი ჩემთვის მთავარი შენი ბედნიერებაა. -იომ გითხრა რომ მომწონს? -არა მე შეგამჩნიე. -კარგი ამაზე მერე ვისაუბროთ. დარბაზში შევედით და იმ მაგიდისკენ წავდეთ სადაც დემე და კახა იჯდნენ თავის გოგოებთან ერთად. -აი მოგიყვანეთ ბაჭია ცოტა ოფიციალურად აცვია მაგრამ რას ვიზამთ რთული საქმე აბარია.(იო) -ეს თეაა. (კახა) -სასიამოვნოა თეა.(ელი) ნაძალადევად გავუღიმე. -შენზე ბევრი მსმენია კახასგან.(თეა) -მე კი არა სამწუხაროს.(ელი) 'თუ საბედნიეროდ' გავიფიქრე და დემეს გოგოს გავხედე ეს აშკარად კარგი გოგო იყო. -შენ ნატა ხარ ხომ? ნატას თბილად გავუღიმე. -თქვენ კი ელი.(ნატა) არც მან დამაკლო თბილი ღიმილი ნატა მომეწონა კარგი ჩანდა ამიტომ მის გვერდით ჩამოვჯექი. -რატომ ასეთი ოფიციალუტობა და თქვენობით ლაპარაკი ნატა მე ხომ შენზე უმცროსი ვარ თან მალე ერთი ოჯახის წევრები გავხდებით. -აი დემემ კი შემაშინა ჩემი და პირსისხლიანიაო, თმებით გითრევსო, თვალებით შეგჭამსო და კიდევ არ ვიცი რაღა არ მითხრა.(ნატა) -არ დაუჯერო მაგას, ხომ ხედავ სულაც არ ვარ პირსისხლიანი და არც შენს შეჭმას არ ვაპირებ... პირიქით მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ დღეს ცუდად გამომივიდა.(ელი) -არაუშავს მეც მყავს ძმა და მესმის შენი.(ნატა) -აი მე კი არ მყავს და არ მესმის.(თეა) -ვერც გამიგებ და არც გთხოვ რომ გამიგო, საყავრელო ხომ ხედავ ეხლა აქ ვარ შენს წინაშე და გაგიცანი კიდეც.(ელი) ჩემი ცინიზმი კახას აწეულმა წარბებმა ჩაახშო. -ალბათ დემეზე უფრო იეჭვიანე ხომ? დემე ხომ შენი ბიოლოგიური ძმაა?(თეა) თეას ამ ნათქვამმა სასტიკად გამაცოფა ბოღმა უკვე ყელში მიჭერდა მალე კახას სიყვარულიც კი ვერ შემაჩერებდა და ამ გოგოს გავძიძგნიდი, მაგრამ ნატამ ხელი მომიჭირა ხელზე და თბილი ღიმილით მანიშნა დავმშვიდებულიყავი, მართლაც რა საყვარელია ეს გოგო. -ცდები მე არასოდეს გამირჩევია კახა, დემე და იოანე ერთმანეთისგან. მე ისინი ერთნაირად მიყვარს მათი ბედნიერება ერთნაირად მახარებს და მათი ტკივილიც ერთნაირად მტკივა, მე მათი უსიტყვოდ მესმის... კახა შენც ესე ფიქრობ რომ დემე თქვენზე მეტად მიყვარს? და შენ იოანე? -არა ჩემო ბაჭია მე ვგრძნობ შენს სიყვარულს.(კახა) -შენ იო შენ რას ფიქრობ?(ელი) -ელის ჩემო პატარა როდესმე გიგრძვნია რომ შენ ჩემი ბიოლოგიური და არ ხარ? მე მითქმია ეს სადმე? ყოველთვის ყველგან სიამაყით ვამბობდი რომ ჩემი უმცროსი და იყავი.(იო) -არა იო არ მიგრძვნია რომ შენ და კახა არ იყავით ჩემი ბიოლოგიური ძმები, და თქვენ გიგრძვნიათ? (ელი) -კარგი ბაჭია შენ არასწორად გაიგე თეას ნათქვამი.(დემე) -დემე მე ყოველთვის არასწორად მესმის, ვჩუმდები იმიტომ რომ არ მინდა გული გვეტკინოს ვინმეს.(ელი) -აუ კაახ წამო ვიცეკვოოთ..(თეა) თეას დავაჯავრე როგორ კი ის და კახა მაგიდას მოშორდნენ. -იო დამისხი.(ელი) -ელის არ დალიო უკვე მეოთხე ჭიქაა.(დემე) -აი ნატა ვინ არის პირსისხლიანი მე თუ დემე? მისი მორჯულება შენთვის მომინდია. -ელი გთხოვ მეტი აღარ დალიო.(იო) -არა იო უნდა დავლიო, ხომ გითხარი გული ცუდს მიგრძნობს მეთქი და აი კახამ დღეს პირველად შემომხედა საყვედურით აღსავსე სახით, პირველად ამიწია წარბები და გამიბრაზდა. (ელი) -ელი ნუ აბუქებ ყველაფერს.(დემე) -არა დემე შენი და არაფერს არ აბუქებს იმ გოგომ გამოიწვია მიანიშნა რომ ის კახას ნამდვილი და არ არის და არ აქვს მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება.(ნია) -ნია მართალია ამ გოგოს ზედმეტი მოუვიდა და არც კახაა მთლად მართალი.(ნატა) -თქვენ რა პირი შეკარით ამ გოგოს წინააღმდეგ?(დემე) -კახა მოდის გაჩუმდით.(იო) -მე ჰაერზე გავალ არ მინდა კახამ ჩემი ცრემლები შენიშნოს.(ელი) -გინდა გამოგყვეთ?(ნატა) -არა გმადლობთ მარტო მირჩევნია თან თეა რომ დაბრუნდება რას იფიქრებს.(ელი) ................ -აი მათე იქ ზიან ნახე. -ის ბიჭები მისი ძმები არიან? -ხო ისინი არიან, აი ის გოგო იოანეს გვერდით რომ ზის იმ ფსიქოლოგის ქალიშვიალია დღეს რომ იყავი შენ, ელის გვერდით რომ ზის ის ნატაა ჩემი კურსელი შენც იცნობ, ნატას გვერდით რომ ბიჭი ზის დემეტრეა ელის ნამდვილი ძმა, მათპირდაპირ კი კახა და... -და ვინ? -ვერ იცანი მათე? -ვერა ვინ არის? -თეა... ტოტოს სახეზე ფერი არ ედო მისი საცოლე უყურებდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა. -ვინ თეა ტატო?(ლანა) -ის თეაა ჩემო ძვირფასო მე რომ გიყვებოდი. -ესეიგი ის არის კახა ბარათაშვილის საცოლე? -ასე გამოდის მათე. -არა აქ რაღაც სხვა ამბავია ამ გოგოს არ ვენდობი. -მართალი ხარ მათე დაველოდოთ მარტო როდის დარჩება და დაველაპარაკოთ. ელოდნენ ბიჭები როდის დარჩებოდა თეა მარტო რომ გაერკვიათ რა ხდებოდა როგორც იქნა კახა მაგიდასთან დაბრუნდა თეას კი ტატომ ხელი სტაცა და გარეთ წაიყვანა. .............. ცრემლები შევიმშრალე და შიგნით ვაპირებდი შესვლას რომ დავინახე როგორ გამოათრია ტატომ გარეთ თეა მათ მათეც მოყვებოდა ამან სულ დამაბნია მაგრამ მათთან მისვლას და რამის კითხვას დამალვა და მოსმენა ვარჩიე. -ახალი მსხვერპლი იპოვეთ ქალბატონო თეა?(ტატო) -არა მე ის მიყვარს და გთხოვ ნუ დამინგრევ ცხოვრებას ჩვენ მალე ვიქორწინებთ.(თეა) -გიყვარს? (ტატომ გადაიხარხარა) შენ გიყვარს ვინმე? კახა გიყვარს თუ მისი ფული ეხლაც ბავშვს იყენებ? ეხლაც ტყუი რომ ფეხმძიმედ ხარ? იგივე გეგმით მოქმედებ თუ ეკა დედიკომ რამე ხრიკები გასწავლა.(ტატო) -მე მართლა მიყვარს კახა გთხოვ ეს ყველაფერი უბრალოდ წარსულია ტატო ნუ დამინგრევ მომავალს.(თეა) -თეა მე კარგად გიცნობ, არც ეს ნიანგის ცრემლებია ჩემთვის უცხო და არ მჯერა რომ კახა გიყვარს აუცილებლად გავარკვევ რა ხდება.(ტატო) -მე შევიცვალე ტატო მაშინ ბავშვი ვიყავი ამას როდესმე მაპატიებ?(თეა) -არასდროს არ გაპატიებ და არ მჯერა მე ამ ცვლილებების.(ტატო) -ტატო დამანებე თავი თორემ...(თეა) -თორემ რა ეკა დედიკო მეც მომკლავს როგორც ჩემი და მოკლა? რომ შენ და შენმა ნაბ....რმა ძმამ მამაჩემის ფულით უდარდელად იცხოვროთ?(ტატო) -შენი დის მკვლელი გვერდით გიდგას და ალექსანდრე შენ ძმაც არის... მიფრთხილდი ტატო.(თეა) -არ მაშინია შენი მალე ბარათაშვილების წინაშე ნიღაბს ჩამოგხსნი.(ტატო). თავში ყველაფერი ამერია თეა ეკას შვილია? მაგრამ ტატო რა ბავშვზე ლაპარაკობდა? რა ტყუილზე? ნუთუ კახასთან ფულის გამოა? ან იქნებ იმისთვის რომ გაიგოს მათეს საქმე როგორ მიდის?..... არა ეხლავე უნდა ველაპარაკო მათეს და ტატოს და ვთხოვო ყველაფერი ამიხსნან. უკვე შესასვლელთან იყვნენ მათე და ტატო როცა დავუძახე და ჩემსკენ შემოტრიალდნენ, ორივე დაიბნა მიხვდნენ რომ ყველაფერი მოვისმინე და მათგან ახსნას ველოდი. -მეტყვით რა ხდება აქ? -მე ვუთხრა თუ შენ ეტყვი ტატო? -მე წავალ ჩემს საცოლეს მივხედავ შენ კი ყველაფერი დაწვრილებით მოუყვევი კარგი მათე. -ტატო მე შენგან მინდა მოვისმინო. -ელის გთხოვ არ მინდა ამ ტკივილის თავიდან განცდა მათე მოგიყვება ყველაფერს გთხოვ. დავთანხმდი რადგან მივხვდი ტატოს მართლა უჭირდა. -სანამ რამეს გავიგებ იქნებ ჩვენს მაგიდასთან მოსულიყავით თქვენ სამნი და თეას რეაქციას დავკვირვებოდით? -რა ჭკვიანი ხარ რა ელი.(ტატო) -როცა საქმე ჩემს ძმებს ეხება ჯაჭვის პერანგს და რკინის ქალამნებს ვიცვამ. -ელი შენ რა ტიროდი თვალები რატომ გაქვს ჩაწითლებული?(მათე) -ერთი გოგოს გამო დღეს პირველდა გამიბრაზდნენ ჩემი ძმები. -არ ინერვიულო მალე მიხვდებიან თავის შეცდომას.(მათე) მაგიდასთან დავბრუნდი და დაველოდე როდის გამოჩნდებოდნენ მათე და ტატო. -ელის უკვე ვნერვიულობდი სად იყავი ამდენხანს?(კახა) -იცით გარეთ ვინ შემხვდა?(ელი) -ეხ ბაჭია ეს ღიმილი მეცნობა..(კახა) -ხოო მართალი ხარ... აი ჩვენსკენ მოდიან ის და ტატო. (ელი) თეამ ფერი დაკარგა მათ დანახვაზე. -გამარჯობათ.(ტატო) -ტატოოო?? (ნატა) -ნატუკა შენ ხარ გოგო?(ტატო) დემე აშკარად გაურკვევლობაში იყო. -დემე იცი ტატო ჩემი კურსელი იყო.(ნატა) -სასიამოვნოა შენთან შეხვედრა ტატო.(დემე) -ისე დემე მე და შენ პირველად ვხვდებით ერთმანეთს როცა შენ მუშტი არ გაქვს მოღერებული და მიღიმი.(ტატო) -ჩემზე რაღას იტყვი?(კახა) -იგივეს თქმა შემიძლია.(ტატო) ხო მართლა ეს მათეა იოენე და ელი უკვე იცნობენ, ნატაც იცნობს. ეს კი ჩემი საცოლეა ლანა. -სასიამოვნოა მათე შენი ახლოს გაცნობა.. ეს ჩემი საცოლე თეა.(კახა) -ეს კი ნიაა ჩემი მეგობარი და იოს საცოლე.(ელი) -ოხ ნია სულ არ შეცვლილხარ.(ტატო) -ჩვენ ერთმანეთი ჩემი და კესოს ქორწილზე გავიცანით ხომ ნია?(მათე) -ხოო მაშინ გავიცანით. -ხომ არ შემოგვიერთდებოდით?(ელი) -სიამოვნებით რატომაც არა თან მათეს გაღიმებაც მეღირსა და.(ტატო) ბევრი ვიხალისეთ ტატო და ნატა მათი სტუდენტობის ამბებს იხსენებდნენ მერე ტატომ გაიხენა როგორ ესროლა ლუდის ქილა თავში ნიამ... ჩვენ ვხალისობდით თეა კი დაღვრემილი იჯდა... როგორც იქნა დავიშალეთ დემემ ნატა წაიყვანა, კახამ თეა, იოანემ ნია, ტატომ ლანა, მე კი ჩემმა ჭკვიანმა ძმებმა მათეს მანქანაში ჩამსვეს... ნიას მივწერე რომ დამაგვიანდებოდა მაგრამ იოსთვსი არ ეთქვა მერე ყველაფეს ვუამბობდი. როგორც იქნა მათემ მანქანა გააჩერა და მანიშნა გადმოვსულიყავი... -ლამაზი ადგილია არა? მთელი თბილისი ჩანს აქედან, რა პატარაა არა თბილისი აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და რაღაც იცის ერთმანეთის შესახებ. -და შენ რა იცი თეას შესახებ? -მზად ხარ მოსასმენად? დამიჯერე მართლა გაოცდები. -მზად ვარ.... მათემ პიჯაკი გაიხადა და მომახურა მიხვდა რომ მციოდა რა კარგია როცა ვიღაც ზრუნავს შენზე. -თეა ეკას შვილია ჩვენ ის ჩემი და კესოს ქორწინების წლისთავზე გავიცანით, ოჯახურ ვახშამზე, ტატოს მოეწონა კი არა და შეუყვარდა ერთადაც იყვნენ, თეამ უთხრა რომ ფეხმძიმედ იყო ტატო მის ცოლად მოყვანას აპირებდა როცა გაიგო რომ თეამ.... -ის მოატყუა? -არა უარესი თეამ აბორტი გაიკეთა მაგრამ ტატოს მაინც ატყუბდა რომ ფეხმძიმედ იყო, იცი რა უთხრა თეამ ტატოს როცა მან სიმრთლე გაიგო? რომ არასოს მყვარებიხარ ეს ჩემი გეგმის ნაწილი იყო თუ ცოლად გამომყვებოდი შენი ქონება როგორც შენს ქვრივს მე დამრჩებოდაო. -ეკამ რა მოიმოქმედა? -სახლიდან გააგდო ლევანის და კესოს თვალში შერცხვენილი დედის როლი მოირგო მაგრამ მე ვნახე რამოდენიმეჯერ თეასთან ერთად. -ტატომ ეს ამბავი რთულად გადაიტანა? -ძლიან რთულად რამოდენიმე თვე ოთახში ჩაიკეტა არავის არ ელაპარაკებოდა. -ეხლა კი ჩემი ძმის გაცურებას ცდილობს მაგრამ არ გამოუვა. -რათქმაუნდა. მათემ ხელი მხარზე მომხვია და მისკენ ახლოს მიმიზიდა, ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა ტანში. -ერთმანეთი სხვა სიტუაციაში რომ გაგვეცნო მოგეწონებოდი? -რათქმაუნდა მათე შენ ყველა ქალს მოეწონები. -მე შენი აზრი მაინტერესებს და არა ყველა ქალის... მათემ ხელი ნიკაპზე მომდო თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. -კი... მე ამ სიტუაციაში გაცნობილიც კი..... -გააგრძელე.... რას მიკეთებ ასეთს? რატომ მინდა შენს გვერდით ყოფნა? -არ ვიცი რა გიპასუხო. -პასუხს შენი თვალები ამბობენ, შენი ლოყები რომელიც ჩემი შემოხედვისას წითლდება და შენი მარწყვივიათ ტუჩები რომლებიც თრთიან..... რას ვაკეთებ? ეხლა სასმელმა სითამამე შემმატა ხვალ რომ ვინანონოთ? -ნუ ფიქრობ რა მოხდება ხვალ... დაე ხვალ ვინანოთ მთავარია რას ვგრძნობთ ახლა და რა გვინდა. -შენ გინდა ჩემი ტუჩების გემო იგრძნო? პასუხს არ დავლოდებივარ ისე ავიწიე ცერებზე და შევეხე მის ტუჩებს მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მაღალი ქუსლები ქონდა ჩემს ფეხსაცმალს მათეს მაინც ვერ ვწვდებოდი.... არც მან დააყოვნა და სწრაფად მოიქცია ჩემი სახე ხელებში... ვგრძნობდი თუ როგორ მკლავდა მისი სურვილი, ისიც იგივეს გრძნობდა... დარცხვენილი მოვშირდი მათეს და წურგი ვაქციე 'რა გავაკეთე მე მას ვაკოცე, ყველაფერი გავაფუჭე მაგრამ მასაც ხომ უნდოდა ჩემი კოცნა?' .... მათემ ხელები მხრებზე მომკიდა და თავისკენ შემომატრიალა. -აბა არ იფიქრო ხვალ რა მოხდებაო? -მეშინია. -რისი? -შენი დაკარგვის. -მეც მეშინია მეორედ საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან.... ამიტომ გთხოვ ამ საქმის დასრულებამდე თავი შორს დაიჭირე ჩემგან არ მომცე შენი მოფერების უფლება ახლოს არ მომიშვა, ასე აღარ გამიღიმო თორემ თავს ვერ შევიკავებ. -იქნებ არ მინდა თავი შეიკავო? იქნებ მინდა შენს გვერდით ვიყო? იქნებ მინდა რომ ჩემი მოფერების უფლება მოგცე? მინდა შენს გვერდით ვიყო თუნდაც ვიცოდე რომ სიკვდილი მელოდება. -ჩუუ სიკვდილი არ ახსენო. -არ ვახსენებ..... მე მაინც საფრთხეში ვარ როგორც შენი ადვოკატი მაგრამ ამ საფრთხის არ მეშინია. -ვიცი რომ არ გეშინია მაგრამ თეას გადამტერებით ეკა კიდევ ერთხელ გამოვიწვიეთ... არა უნდა მოვრეოდი ჩემს თავს და არ უნდა მეთქვა შენთვის ჩემი გრძნობების შესახებ. -მე რომ ვერ მოვრეოდი და მე მეთქვა? იცი რაც გაგიცანი ჩემი ყველა სიზმარი შენზეა და მას შემდეგ ყოველდღე ვხატავ შენი სახის ნაკვთებს რომელიც უკვე კარგად შევისწავლე. -შენ მე მხატავ? -კი გინდა გაჩვენო? -რათქმაუნდა. ჩანთა ავიღე და იქიდან ჩემი ნახატი ამოვიღე იმ ნახატზე მათე იღიმოდა. ******* ნიას სახლში ფეხაკრეფით შევედი მეორე სართულზე ავდიოდი როცა ნინო დეიდას ხმა მომესმა. -ელისაბედ... გელოდებოდი საქმე მაქვს. -ვიცი ნინო დეიდა მეც მაგიტომ დავრჩი დღეს აქ რომ გელაპარაკო. -ხო და წამოდი სამზარეულოში ნიაც იქ გელოდება. -კარგი. ნინო დეიდას გავყევი უკან და დასჯილი ბავშვივით თავჩაღუნული ჩამოვჯექი. -ელისაბედ რა ხდება ის ბიჭი შეგიყვარდა? -ხო ნინო დეიდა შემიყვარდა. -მერე? ის რას გრძნობს შენს მიმართ? -წეღან მითხრა რომ მასაც ვუყვარვარ მთხოვა ამ საქმის დასრულებამდე თავი შორს დავიჭირო და არ მივცე უფლება რომ მომიახლოვდეს.... არ უნდა საფრთხე დამემუქროს. -მართალია ეგ ბიჭი, დღეს მივხვდი რომ უდანაშაულოა ისიც მივხვდი რომ უყვარხარ თუ უყვარხარ და ბედნიერი ხარ რატომ ნერვიულობ? რატომ ხარ დამწუხრებული? - საქმე თეას და კახას ეხება. - მეგონა უკვე შეეგუე იმ ამბავს რომ შენი ძმები ყოველთვის მარტო არ იქნებიან და ცოლს აუცილებლად შეირთავენ, რატომ ბავშვობ? -არ ვბავშვობ უკვე შევეგუე თქვენ რომ ის გაგეგონათ რაც მე გავიგონე აუცილებლად ინერვიულებდით. -და ესეთი რა გაიგონე?(ნია) -გარეთ რომ გამოვედი დავინახე როგორ ჩხუბობდნენ ტატო და თეა მოვუსმინე და გავიგე რომ თეა ეკას ქალიშვილია ტატოს ის უყვარდა ურთიერთობა ქონდათ, მის ცოლად შერთვასაც კი აპირებდა. -მერე?(ნია) -თეამ ტატოს უთხრა რომ ფეხმძიმედ იყო. -მოატყუა?(ნია) -არა არ მოუტყუებია, ფეხმძიმედ იყო მაგრამ ბავშვი მოიშორა აპირებდა ტატოსთვის მოეტყუებინა რომ მოშორდა მაგრამ ტატომ სიმართლე გაიგო. -როგორ მოიშორა ბავშვი ეგ რა ადამიანია? აი თურმე რატომ ეცნობოდა ნატას ეს გოგო სად ყავდა ნანახი. -ეხლა ხვდები რატომ ვარ ცუდად მეშინია კახას არ იყენებდეს და ამის მიზეზი მე არ ვიყო, არ მინდა ჩემს გამო კახა დაზარალდეს. -კახას ეტყვი?(ნია) -არ დამიჯერებს, ხომ ნახე დღეს როგორ გაბრაზდა. -მართალი ხარ კახას ის გოგო თავდავიწყებით უყვარს.(ნია) -ტატოც ძალიან იტანჯებოდა, სანამ ლანას გაიცნობდა.(ნინო) -ტატო თქვენთან დადიოდა ნინო დეიდა? -ხო მე ვიცოდი, თეას ამბავი. -ნინო დეიდა როგორ მოვიქცეთ? -არ ვიცი ტატო დაელაპარაკოს დემეს და იოანეს და გადაწყვიტეთ რას მოიმოქმედებთ... ამას მარტო თქვენ ვერ გადაწყვეტთ. -მართალია აუცილებლად უნდა დაველაპარაკო დემეს და იოანეს. -ეხლა მიდიხარ? -ხო ნია ამაღამ ვერ დავიძინებ. -უკვე 12 საათია. -არ მაინტერესებს ეხლავე მიწერე იოანეს, დემეს ნატა მიწერს და გარეთ გამოვიყვანოთ უნდა დაველაპარაკო. -ნატასაც უნდა უთხრა? -კი ვურეკავ უკვე. -ტატო და მათე? -მათეს ველაპარაკე უკვე ტატომ ჩვენთან მოდითო. -იომაც მალე მოვალო... ნატან და დემემ რაო? -მოვალთო... ტატოსთან მოვა ნატას გაუვლის. -მაშინ წავედით აი იოც მოვიდა. -ელისაბედ ხვალ გნახავ ხომ მათესთან ერთად. -კი და ხვალ ჰიპნოზს გაუკეთებ? -საქმე მოითხოვს რომ დავაჩქარო. -მადლობა ნინო დეიდა. დემეს და იოანეს ვერ გაეგო რა ხდებოდა ნატაც გაოცებული უყურებდა ტატო კი ნერვიულად აბაკუნებდა თითებს მაგიდაზე. -ტატო თუ გინდა მე მოვუყვები.(მათე) -არა მათე ჯობია ჩემგან მოისმინონ. ტატოს მოყოლილ ამბავს დაძაბული უსმენდნენ იოანე და დემეტრე... დემე დროდადრო წვერზე ნერვიულად ისვამდა ხელს. -ეხლა რა უნდა გავაკეთოთ?(დემე) -არ ვიცი დემე კახას როგორ ვუთხრათ?(ელი) -სხვა გზა არ გვაქვს უნდა ვუთხრათ თორემ მერე უფრო ეტკინება ეს სხვისგან რომ გაიგოს.(იო) -მართალი ხარ იოანე მაგრამ მოგვისმენს?(დემე) -სხვა არჩევანს არ დავუტოვებთ.(იო) -მართალია იოანე ხვალ საღამოს წავიყვანოთ კახა მარტოდ აგარაკზე და დაველაპარაკოთ.(ელი) -მადლობა ტატო სიმართლე რომ ჯერ ჩვენ მოგვიყევი და კახას არ დაელაპარაკე.(იო) -ელიმ შემაჩერა თორემ აუცილებლად დაველაპარაკებოდი, ნატა შენ როგორ ვერ იცანი მისი ფოტოები ხომ ნანახი გქონდა? -კი ტატო ნანახი მქონდა და სწორედ მაგიტომ ვუთხარი დემეს რომ სადღაც ნანახი მყავდა უკვე.(ნატა) -კარგით უკვე გვიანია დავიშალოთ.(იო) ყველა გავიდა ოთხში მხოლოდ მე და მათე დავრჩით... -არ მინდა შენი გაშვება. -არც მე მინდა მათე უშენოდ მაგრამ უნდა წავიდე, გპირდები აუცილებლად დაველაპარაკები ჩემს ძმებს ჩვენს ურთიერთობაზე ვიცი წინააღმდეგი არ იქნებიან. -და რომ იყვნენ? -არა მათე შენ მათ არ იცნობ. -დილით გნახავ? -კი ჯერ დაკითხვაზე მივდივართ იოსთან მერე ფსიქოლოგთან... აი საღამოს კი ვერ გნახავ კახას აუცილებლად უნდა ველაპარაკო.... მიყვარხარ.... მივირბინე ჩქარა ვაკოცე და გარეთ გამოვედი. ............ უკვე შუა ღამე იყო მაგრამ არ მეძინა კახაზე ვფიქრობდი თუ რას იგრძნობდა როცა სიმართლეს გაიგებდა ვერ გავძელი და ნელა შევიპარე ჩემი ძმების ოთახში კახასკენ დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. -მაპატიე...(ჩუმად ვუთხარი) -რა გაპატიო ბაჭია? -დღეს გაწყენინე კახა. -არა შენ მაპატიე. -ძალიან მიყვარხარ კახა არ მინდა რომ დაიტანჯო. -მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ბაჭია..... კახამ ჩაიწია და ადგილი დამითმო თავის საწოლში. -არ დაწვიბი შენს ძამიკოსთან? თუ გაგაებუტო? -ზღაპარს მომიყვები? -კარგი მოდი. -მიდი დაიწყე. -კარგი რა როდესმე ბოლომდე მოგისმენია? -არა, ისე ტკბილად მიყვები რომ მეძინება. -ელი სიმართლე მითხარი მათე შეგიყვარდა? -კი კახა მიყვარს. -არ გეშინია? -რისი? -იმის რომ მისი უდანაშაულობა ვერ დაამტკიცო. -მეშინია კახა ძალიან მეშინია. -და მას უყვარხარ? -კი კახა ვუყვარვარ და ეშინია საფრთხე არ დამემუქროს. -თუ უყვარხარ დაგიცავს ყველა საფრთხისგან.... ის თუ ვერ დაგიცავს ჩვენ რისთვის ვართ? -ჩემი სუპერ ხარ. -აუუ რამდენს ლაპარაკობთ დამაძინეთ.(დემე) -რა უნდა დაიძინო ბიჭო, ნახე რათქვა მათეს სიყვარული აუხსნია მისთვის.(იო) -რა?(დემე) -ხო დემე და ეშინია რომ თქვენ წინააღმდეგები იქნებით. -კარგი რა ბაჭია ჩვენთვის მთავარია გიყვარდეს და უყვარდე.(დემე) -დემე ბეტმენია, კახა სუპერმენი და იოანე სპაიდერმენი.(ელი) -და შენ ქალი კატა.(კახა) -აი ესე არ ჯობია... დღეს რომ უბღვერდით ერთმანეთს ის რა იყო.(დემე) -ბაჭია შენ მართლა იტირე ჩემს გამო?(კახა) -არა. -ნუ მატყუებ არ გამოგდის.... მაპატიე ჩემო პატარავ შენზე ძვირფასი ჩემთვის არცერთი ქალი არ არის, შენ ჩემი პირველი ბედბიერება ხარ ჩემი თოჯინა , იმისგან გიცავდი რომ სხვას არ აეტირებინე და თვითონ გატირე... თუ შეგიძლია მაპატიე. კახას ხელები მაგრად მოვხვიე თავი მხარზე დავადე და ავტირდი თავი ვერ შევიკავე არ შემეძლო თავის შეკავება მაშინ როცა ვიცოდი რომ მალე კახას ძალიან ეტკინებოდა და დაიტანჯებოდა.. -აი ბაჭია კიდებ ტირიხარ რამე გაწყენინე? -არა კახა ეს ბედნიერების ცრემელბია... შენმა სიტყვებმა გამაბედნიერა, ეხლა დავიძინოთ. -კარგი ბაჭია დავიძინოთ. -ჩემი სუპერმენი ხარ ძამიკო. კახას ჩავეხუტე და ვუყურებდი როგორ ეძინა... არ მესმოდა რაში დასჭირდა თეას ისეთი ადამიანის მოტყუება როგორიც კახა იყო, ბედი არ აკლებდა უბედურებას ჯერ დედა დაკარგა ახლა კი თეაც ატყუებდა არა და კახას უყვარდა, ჯერ თეას უნდა დავლაპარაკებოდი იქნებ კახა მართლა უყვარდა იქნებ მაშინ ტატოს მოტყუება და ბავშვის მოშორება ეკამ აიძულა... ის ხომ აცრემლებული ეუბნებოდა ტატოს რომ კახა უყვარდა და თხოვდა მომავალი არ დამინგრიოო. დილით ადრიანად ავდექი და თეას დავურეკე შეხვედრა ვთხოვე... თეამ შეხვედრა პარკში დამირქვა... მეც სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი პარკისკენ გავემართე თეას რომ მივუახლოვდი ვნახე რომ თვალები დასიებული და თან ჩაწითლებული ქონდა ეტყობა მთელი ღამე ტიროდა, დავინახე როგორ ძლიერ იტანჯებოდა. -მაპატიე ელი. -რა თეა რა გაპატიო? -გუშინ უხეშად მოგექეცი. -არაუშავს მე აქ სხვა თემაზე სალაპარაკოდ მოგიყვანე. -გთხოვ ჯერ მომისმინე და მერე ვილაპარაკოთ. -კარგი გისმენ. -გუშინ ზედმეტი მომივიდა კახა მართალია მე სულელი გოგო ვარ რომელიც ჯერ მის ცხოვრებაში არ შევსულვარ და უკვე მისთვის ყველაზე ძვირფას ქალს მის დას გული ვატკინე. -არა თეა მე უკვე დავივიწყე გუშინ რაც მოხდა. -აბა რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი? -მე შენს წარსულზე,მინდოდა შენზე და ტატოზე მელაპარაკა ყველაფეი მოვისმინე გუშინ. -ალბათ ტატომ ათასი სისაძაგლე გითხრა ჩემზე. -მე სიმართლის შენეული ვერსია მაინტერესებს. -კახას უთხარი უკვე? -არა ჯერ შენ უნდა მოგისმინო თეა და მერე გადავწყვეტ. -მე და ტატოს ერთმანეთი გვიყვარდა, მე ტატო მართლა შემიყვარდა მაგრამ ეკას მხოლოდ მისი ფული სჭირდებოდა ამიტომ მე გამომიყენა, ტატოსგან ფეხმძიმედ დავრჩი ეკამ კი ბავშვის მოშორება მაიძულა, ტატომ არ მომისმინა და არც დამიჯერა ძალიან დავიტანჯე ეხლა კი როცა წარსული დავივიწყე და ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებდი, როცა მართლა ვიპოვე სიყვარული ტატო ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. -თეა კახასთვის ამის თქმას როდის აპირებდი? -ვაპირებდი მაგრამ მეშინოდა რომ ვერ გამიგებდა. -მე როგორ გენდო რომ კახას არ იყენებ ჩემთან სიახლოვისთვის და ისევ დედაშენს არ ეხმარები? -ეკა ის ქალია ვინც გამაჩინა მაგრამ არა დედაჩემი, მას ჩემთვის დედობა არ გაუწევია მაშინ ბავშვი ვიყავი, სუსტი ბავშვი და წინააღმდეგობა ვერ გავუწიე მაგრამ დღეს არც ეკას და არც არავის მივცემ უფლებას რომ ჩემი ბედნიერება დაანგრიოს -რატომ არ ატარებ მამაშენის გვარს? -მე მამაჩემის გვარს ვატარებ, ჩემი ნამდვილი მამის და არა ეკას პირველი ქმრის. -და შენი ნამდვილი მამა ვინ არის? -ჩემი ნამდვილი მამა შოთა აბაშიძეა. -ტატოს მამიდის ქმარი? -ხო ის ალექსანდრეს მამაცაა. -ანუ ეკა ატყუებდა ბატონ ლევანს? კესოს მკვლელიც დედაშენია? -არ ვიცი მაგრამ მე გპირდები რომ თუ შენ დამეხმარები კახასთან ურთიერთობის დალაგებაში, მე სასამართლოზე ეკას წინააღმდეგ ჩვენებას მივცემ. -გპიდები შეძლებ კახას მშვიდად დაელაპარაკო. -მადლობა რომ მომისმინე. -არა თეა მე ეს შენს გამო არ გამიკეთებია, მე ეს კახას გამო გავაკეთე მისი ბედნიერების გამო. -შენ მართალი ხარ კახა, დემეც და იოანეც ერთნაირად გიყვარს. -თეა ეხლა წადი მოწესრიგდი და საღამოს ჩვენთან აგარაკზე გელოდებით. -კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. -ავტომობილით მოხვედი? -არა ტაქსი გამოვიძახე. -წამოდი მე მიგიყვან. მე და თეა მანქნისკენ მივდიოდით როცა მძიმე სუნი ვიგრძენი და გონება დავკარგე. ........... -იოანე ელი სადა?(დემე) -ალბათ მათესთან შესახვედრად წავიდა.(იო) -რა ხდება ელის რატომ ეძებთ?(კახა) -არაფერი რაღაც საქმე მქონდა(დემე) -შენ რა გჭირს?(იო) -თეას ვერ ვუკავშირდები. -ალბათ საქმე აქვს. -არა დემე ყოველთვის მპასუხობს ტელეფონი არასდროს გამოურთავს.(კახა) -ელისაც გამორთული აქვს ტელეფონი ოთახში კი წერილი დამხვდა რომ თეასთან სალაპარაკოდ მიდიოდა.(იო) -დემე მათეს დაურეკე და კითხე მასთან ხომ არ არის...... იოანე შენ კი ნიას დაურეკე.... მე თეასთან წავალ. -კარგი ერთსაათში თუ ვერ ვიპოვეთ ძებნას გამოვაცხადებ. .......... თვალები ნელა გავახილე ჯერ კიდევ სიმძიმეს ვგრძნობდი, ჩემს გვერდით თეა ეგდო უგონო მდგომარეობაში. ხელები შეკრული მქონდა ამიტომ ვერ მოვიყვანე თეა გონს დალაპარაკება ვცადე მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. -ოოო ერთ პრინცესას გაუღვიძია. -სად ვარ? (ძლივს გასაგონად ვიკითხე) -სადაც საჭიროა მალე გაიგებ ყველაფერს. -თეას რა სჭირს? -ეგეც მალე მოვა გონს. -წყალი მინდა ყელი მიშრება. -ახლავე მოგიტან. ვნახე თეა როგორ ახელდა ნელა თვალებს შეშინებული სახით შემომხედა მე კი ვერაფერი ვუპასუხე იმიტომ რომ ვერც მე გავრკვეულიყავი რა ხდებოდა, აქ ძალიან ციოდა და სიბინძურე იყო. -ეხლა ერთი ადამიანი მოვა თქვენთან სალაპარაკოდ. -და ვინ? -მოვა და ნახავთ. თეას შევხედე რომელსაც სახეზე ფერი არ ედო. -თეა კარგად ხარ? -არა ძალიან ცუდად ვარ, აქ დახუთული ჰაერია მე კი სუნთქვა მიჭირს. -ნუ გეშინია ბიჭები მალე გვიპოვიან. -ნეტა აქ რატომ ვართ? ალბათ ისევ ეკა. -შენ მაინც რატომ გაგიტაცებდა, შენ ხომ მისი შვილი ხარ? -იმიტომ რომ შენ მას არ იცნობ... მას მხოლოდ ფული აინტერესებს არც მე და არც ალექსანდრე არ ვადარდებთ. -მამაშენი? -ის უარესია, ჩემი მამა დედაჩემის პირველი ქმარი გიაა, რომელმაც საკუთარი შვილივით გამზარდა და დღესაც თავისი ქალიშვილივით მიფრთხილდება. ოთახში ეკა და შოთა შემოვიდნენ. -გამარჯობა დედიკო.(თეა) -მე ქალიშვილი სახელად თეა იმ დღეს მომიკვდა როცა ლევანთან მიხვედი და უთხარი რომ ალექსანდრე მისი შვილი არ იყო და მე და მამაშენი უკვე 25 წელია საყვარლები ვართ, შენ არ იცი ამით როგორ დამეხმარე ლევანს გულის შეტევა მოუვიდა და მოკვდა. -მე კი დედა იმ დღეს მომიკვდა როცა აბორტის გაკეთება მაიძულე და ჩემი და ტატოს სიყვარული ჩაკალი... აი ეს კაცი კი რომელიც თავის თავს ჩემს მამას უწოდებს შენზე უარესია. -მოკეტე გოგო. -რაო მამიკო გაბრაზდი. -გაჩუმდი თორემ. -თორემ რა? დამარტყამ? მიდი დამარტყი მხოლოდ ეგ არ გაგიკეთებია.. შენ ჩემთვის მამობა არასდროს არ გაგიწევია მე მხოლოდ ერთი მამა მყავს და მას გია ქვია გია ყანჩაველია მამაჩემი გაიგე? -შენ მერე მოგხედავ ეხლა კი საქმე ამასთან მაქვს.... შოთა ჩემსკენ გადმოიხარა. -რა გინდათ ჩემგან? ისე თამამად ვუთხარი საკუთარი თავის თვითონ გამიკვირდა. -რა და ამ საქმეს თავი დაანებე ის იდიოტი მათე ციხეში დააბრუნე და ტატოს დაცვას თავიდაანებეთ შენ და შენმა ძაღლმა ძმამ თორემ თქვენც კესარიას გზას გაგიყენებთ. -მე არ მეშინია შენი მუქარის მე თუ რამე მომივა ჩემი ძმები სიციცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ ჩემს მკვლელს იპოვიან და შურს იძიებენ. -შენს ნაბიჭვარ ძმას ის არ ეყო რომ ამ საქმის დახურვა უბრძანეს და თავიდან ქექვა დაიწყო. -ჩემი ძმა ნამდვილი პოლიციელია და უდანაშაულო ადამიანებს ციხეში არ სვამს, ის ნამდვილი კაცია და ოჯახის ფასი იცის თქვენ კი ერთი ლაჩარი კაცი ხართ რომელსაც ფულის გამო საკუთარი შვილის გაყიდვაც კი შეუძლია. -მოკეტე... მიღრიალა და სახეში გამარტყა ისე მწარედ მომხვდა რომ ტკივილისგან გონება დავკარგე. ............. -რამე გაიგე იოანე? -ვერა მათე ვერაფერი ვერ გავარკვიე. -ალბათ თეამ მოუწყო.(ტატო) -ჩემს საცოლეზე როგორ ლაპარაკობ? -კახა შენ არ იცი ვინ არის თეა ის ეკას ქალიშვილია.(იო) -რაა იოანე? -ხო კახა მისი ქალიშვილია, აი რისი ეშინოდა გუშინ ელის რატომ ტიროდა როცა ჩაიხუტე დღეს შენთვის სიმართლის თქმას აპირებდა... ელი შენი ტანჯვის მიზეზად თავსი თავს მიიჩნევდა.(დემე) -ესე როგორ მოვტყუვდი ჩემი დის სიცოცხლე საფრთხეში როგორ ჩავაგდე. -დემეტრე შენი მანქანა პარკში მიტოვებული იპოვეს იქვე ეგდო ელის ტელეფონიც იქნებ რამე ვიპოვოთ. -ანუ რაღაც ხელჩასაჭიდი გვაქვს? -ხო მათე რაღაც მაინც გვაქვს ეხლა განყოფილებაში მივდივარ... თქვენ აქ იყავით ზარს დაელოდეთ თუ ვინმე დარეკავს ან რამეს გაარკვევთ დამიკავშირდით. -კარგი იოანე. ........ იოანე რაც შეეძლო სწრაფად მივიდა პროკურატურაში. -ნიკა ჩემი დის ტელეფონში რამე იპოვნეთ? კამერების ჩანაწერები გავქვს? -კი ბატონო იოანე თქვენი დის ტელეფონში ჩანაწერი ვიპოვნეთ ამას თქვენ აუცილებლად უნდა მოუსმინოთ... პარკის კამერების ჩანაწერები კი ნახევარ საათში გვექნება. დაძაბული უსმენდა იოანე ელის და თეას საუბარს რომელიც ელის ჩაეწერა..მიხვდა რომ თეა არაფერ შუაში იყო, ელიმ კი ამ ჩანაწერით ყველაზე დიდი სამხილი დაუტოვა იოანეს. ტელეფონი აიღო და ბიჭებს დაურეკა უთხრა რომ პროკურატურაში მოსულიყვნენ რაღაც უნდა ეჩვენებინა... მალე მათე,დემეტრე,ტატო,კახა, ნატა და ნია კაბინეტში იყვნენ და ელოდნენ იოანეს რომელიც კამერის ჩანაწერების შემოსატანად იყო წასული... იოანე კაბინეტში დაბრუნდა. -აღარ ამოღერღავ რა ხდება?დემეტრე უკვე მოთმინებას კარგავდა... იოანემ ჩაბნაწერი ჩართო და ყველას მოასმენინა ამ ჩანაწერის მოსმენა ყველაზე რთული კახასთვის და ტატოსთვის აღმოჩნდა... ტატო მიხვდა რომ მთელი ამ წლების მანძილზე სიცრუეში ცხოვრობდა რომ კაცი რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მამად მიიღო მოღალატე იყო, იმასაც მიხვდა რომ თეას ტყუილად ადანაშაულებდა შეცდომა დაუშვა და ამას ვერ პატიობდა თავის თავს ხოლო ალექსანდრე რომელიც 15 წელია მისი ძმა გონია თურმე არ ყოფილა, კესოს გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრე მისი ერთადერთი ნათესავი იყო ეხლა კი ისისც აღარ ყავს.... კახა კი მიხვდა რომ სულ არ იცნობდა იმ ქალს რომელიც უყვარდა, მხოლოდ ის ახარებდა რომ თეას უყვარდა და არ მოუტყუებია, რომ არ იყენებდა... ეხლა კი ერთდროულად კარგავდა საყვარელ ქალს და დას. -ეხლა რა იქნება?(ნია) -რა იქნება ნია და ამ სამხილის საფუძველზე შეგვიძლია დავიჭიროთ ეკა და შოთა, მაგრამ შენც იცი რომ მათ 24 საათზე მეტხანს ვერ გავაჩერებთ პროკურატურაში მათი გაშვება მოგვიწევს თუ თეას და ელის ვერ ვიპოვნით.(იო) -ანუ ოცდაოთხი საათი გვაქვს ჩემი დისა და თეას საპოვნელად.(დემე) -ხო დემეტრე ოცდა ოთხი საათი.(იო) -ეკას როგორ დაიჭერთ ის ხომ აქ არ არის?(ტატო) -როგორ ტატო და ეკა გუშინ საქართველოში დაბრუნდა... შენ რომ მამაშენის სახლში ცხოვრობდე გეცოდინებოდა.(იო) -ანუ ეკას და შოთას დავიჭერთ.(ნია) -ნია არც კი იფიქრო რომ ამ ოპერაციაში ჩაგრთავ.(იო) -შენ არა იოანე ბატონი პროკურორი ჩამსვამს როგორც შენს თანაშემწეს.(ნია) -ნია რატომ არ გესმის საფრთხედ ვერ შეგიქმნი.(იო) -იოანე ვიცი გიყვარვარ, მეც მიყვარხარ მაგრამ ეხლა საქმე შენი დის და ჩემი ბავშვობის მეგობარს ეხება თან მასთან ერთად გატაცებულია გოგონა რომელიც მალე შენი ძმის ცოლი გახდება.(ნია) -კარგი ნია წავედით შენ ეკასთან წადი და ნიაკა გაიყოლე მე კი შოთასთან წავალ. -ჩვენ რა გავაკეთოდ?(მათე) -აქ დარჩით და ეკას და შოთას მფლობელობელობაში მყოფი ყველა შენობის, სახლის თუ ფარდულის მისამართი გაარკვიეთ... ყველა საეჭვო ადგილი მონიშნეთ და ჩემს ბიჭებს გადაეცით. -კარგი იოანე როგორც შენ იტყვი. კახა,მათე,ტატო,დემეტრე და ნატა ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავდნენ სად შეიძლებოდა ყოლოდათ გოგოები. იოანემ შოთას მიაკითხა სახლში და მის ცოლს საქმის ვითარება გააცნო შოთას ცოლს არ სჯეროდა. იოქნეს ნიამ დაურეკა და უთხრა რომ ეკაც და შოთაც დაკითხვაზე მიყავდა პროკურატურაში. ....... -იო ეკას მე დავკითხავ რაა. -არა ნია შენ ნიკასთან ერთად შოთას დაკითხავ მე კი ქალბატონ ეკას. -კარგი რახან შენ ასე გსურს. -ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ ნია. -არა მარტო არ უნდა გამეშვა ელი. -რომ მარტო არ გაგეშვა ახლა შენი მოძებნაც მოგვიწევდა, ელი მაინც არ წაგიყვანდა ხომ იცი როგორი ჯიუტი გოგოა. -მართალი ხარ წავედი შოთას დავკითხავ. ......... -ქალბატონო ეკა იცით აქ რატომ მოგიყვანეთ? -არა და ძალიან მაინტერესებს. -ხოო... იცით თქვენი ქალიშვილი და ჩემი და გაიტაცეს. -ჩემი ქალიშვილი? -ხო თქვენი ქალიშვილი თეა? -მერე ჩემს აქ მოყვანას ჩემი ქალიშვილი მოგეძებნათ. -ვეძებთ ქალბატონო ეკა თქვენ ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. -მე რატომ ვარ აქ. -თქვენი ქალიშვილის ჩანაწერი გვაქვს გინდათ მოგასმენინოთ? -რათქმაუნდა. იოანემ ჩანაწერი ჩართო ეკა კი მშვიდად უსმენდა ჩანაწერს წარბიც არ შეუხრია. -თქვენ ამით რისი თქმა გსურთ რომ საკუთარი ქალიშვილი გავიტაცე? -არ ქალბატონო ეკა ეგ კითხვა მე უნდა დამესვა სად არიან ელისაბედ ბარათაშვილი და თეა აბაშაძე? -არ ვიცი, ბატონო იოანე. -ქალბატონო ეკა იცოდეთ რომ აქედან თავს ვეღარ დაიხსნით თქვენ დაკავებული ხართ სხვისი ქონების უკანონოდ მითვისების მუხლით მომჩივანი ბატონი ტატო მეტრეველია. -რა აბსურდული მიზეზია მე არავის ქონება არ მიმითვისებია ის ქონება ჩემს ვაჟს ალექსანდერე ერგო მამისგან მემკვიდრეობით. -ქალბატონო ეკა ჩვენ გვაქვს დნმის ანალიზის პასუხი რომელიც ამტკიცებს რომ ალექსანდრე მეტრეველს არანაირი ნათესავური კავშირი არ აქვს ტატო მეტრეველთან... თქვენ და თქვენი თანამძრახველი შოთა აბაშიძე კი სულ ცოტა 10 წელს გაატარებთ ციხეში, მაგრამ თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებთ და გვეტყვით სად არიან თეა და ელისაბედი 10 წელს ორივე დანაშაულისთვის მოგისჯიან, იფიქრეთ ქალბატონო ეკა ასე აჯობებს. ......... -გამარჯობათ ბატონო შოთა. -გამარჯობათ. -იცით აქ რატომ ხართ? -არა და ველოდები როდის ამიხსნით. -სხვისი ქონების უკანონოდ მითვისების გამო. -მე არავისი ქონება არ მიმითვისებია. -თქვენ ქალბატონი ეკას თანამძრახველი ხართ. -მე ეკასი? -ხო ქალბატონი ეკას თანამძრახველი და საყვარელი ხართ მას თქვენგან ორი შვილი ყავს თეა და ალექსანდრე. -თქვენ ეს საიდან მოიგონეთ. -ბატონო შოთა ეს ყველაფერი თქვენმა ქალიშვულმა თეა აბაშიძემ გვითხრა. -ეს აბსურდია. -ბატონო შოთა ამ აბსურდის გამო ციხეში 10 წელს გაატარებთ... ეხლა კი კარგად დაფიქრდით და მითხარით სად არიან თქვენი ქალიშვილი და ჩემი მეგობარი ელისაბედი? -მე საიდან უნდა ვიცოდე? -თქვენმა ქალიშვილმა დატოვა წერილი რომლის მიხედვითაც თუ რამე მოუვიდოდა ბრალს თქვენ და ქალბატონ ეკას გდებდათ. -ეს სრული აბსურდია. -ბატონო შოთა გირჩევთ რომ დაფიქრდეთ თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებთ, სასჯელი შეგიმცირდებათ. -მე არაფერი დამიშავებია ამიტომ არც არაფრის მეშინია, არც აქ მომიწევს დიდხანს ყოფნა. -მე მაინც გირჩევთ რომ იფიქროთ. ............ -ბატონო კახა ორი გარდაცვლილი გოგონა ვიპოვეთ ამოსაცნობად უნდა გამოგვყვეთ. -რა? -ვიცი ბატონო კახა თუ თქვენ არ შეგიძლიათ ბატონ იოანეს გამოვიყვან დაკითხვის ოთახიდან. -არა ჩვენ შევალთ ხომ კახა.... დემეტრემ კახას ხელი მოხვია მხარზე, მასაც ძალიან უჭირდა ეშინოდა რომ იქ მისი და იქნებოდა, მისი ერთადერთი და ნუთუ ვერ დაიცვა და ვერ გაუფრთხილდა... კახა და დემეტრე მორგში შეიყვანეს მკვდრების ამოსაცნობად, -მზად ხართ? -კი მზად ვარ.(დემე) დემეს ფეხებიდან დაუარა სიცივემ მაგრამ როგორც კი დაინიხა რომ იმ გოგოებიდან არცერთი არც მისი და და არც თეა არ იყვნენ კახას მოეხვია და ტატოს და მათეს დასამშვიდებლად წავიდნენ...... ტატო მათეს გვერდით იჯდა და ცდილობდა დაემშვიდებინა მაგრამ არ გამოსდიოდა, მათე საშინელ მდგომარეობაში იყო ეგონა რომ მეორედ დაკარგა საყვარელი ადამიანი, აი ახლა კი ნამდვილად აღარ ქონდა მიზეზი ცხოვრება გაეგრძელებინა... როგორც იქნა კახა, დემეტრე,იოანე და ნია კაბინეტში შევიდნენ. -რა ხდება დემეტრე მითხარუ გული ნუ გამიხეთქე. -გადავრჩით არც ელი იყო და არც თეა.... მათემ შვებით ამოისუნთქა მიხვდა რომ ცხოვრებამ მეორედ აღარ გასწირა და შეიძლებოდა ბედნიერი ყოფილიყო. -იოანე რამე ხელჩასაჭიდი გვაქვს?(დემე) -არა დემეტრე არც ეკა და არც შოთა არაფერს არ ამბობენ.(ნია) -მაგრამ ვიცი როგორ ჩავსვათ ეკა და შოთა ციხეში.(იო) -როგორ?(ტატო) -ტატო როგორ და შენ უნდა უჩივლო ეკას სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებისთვის, ამის გამო სულ ცოტა 10 წლით ჩავსვამ ციხეში... შეეშინდებათ და ყველაფერს დაფქვავენ. -ეხლავე ვუჩივლებ. -თქვენ რა ქენით? რამე იპოვნეთ?(ნია) -ბატონო იოანე ქალბატონი ეკას ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს... როგორ მოვიქცეთ?(ნიკა) -ნაია შეგიძლია უპასუხო?(იო) -კი იოანე რათქმაუნდა იქნებ გამტაცებლები იყონ.(ნია) ........ -ქალბატონო ეკა ერთერთი გოგონა ცუდად არის გონებას კარგავს, ვერ სუნთქავს როგორ მოვიქცეთ? -და რომელი? -თქვენი ქალიშვილი. -გამოიყვანეთ სუფთა ჰაერზე, მეორე როგორაა ხომ არ ჭირვეულობს? -არა მეორე მშვიდადაა, მხოლოდ იმას ამბობს რომ ჩემი ძმები მალე მიპოვნიანო, თქვენ როდის მოხვალთ? ვერც ბატონ შოთას ვერ ვუკავშირდებით. -მალე მოვალთ უბრალოთ რაღაც პრობლემა მაქვს. -კარგით ქალბატონო ეკა, თქვენს ქალიშვილს გამოვიყვანთ გარეთ. -ეგ გოგო ჩემი ქალიშვილი არ არის და მეორედ აღარ გაბედო ამის თქმა. -როგორც თქვენ მიბრძანებთ ქალბატონო ეკა....... ნიამ ტელეფონი გათიშა და ღრმად ჩაისუნთქა. -ყოჩაღ ნია ძალიან მაგარი ხარ.... წავედით სპეცოპერაციაზე. -ჩვენ? (კახა) -კახა თქვენ სახლში დაგველოდეთ გთხოვ. მე შენი ძმა ვარ მენდე გთხოვ გპირდები თეას და ელის უვნებელს დავაბრუნებ.(იო) -არა იო ამ მდგომარეობაში სახლში ნუ მივლენ თქვენები ინერვიულებენ.(ნატა) -აბა როგორ მოვიქცეთ?(იო) -ჩემთან წავალთ და იქ დაგელოდებით.(ნატა) ............ -თეა დამშვიდდი... ეცადე ღრმად ისუნთქო. -ვერ ვსუნთქავ ელი, მე სუნთქვა დაბადებიდან მიჭირს. -დედაშენმა ეს იცის და მაინც აქ დაგტოვა? -ხომ გითხარი რომ მას გული არ აქვს. -ნუ ლაპარაკობ თეა თორემ სუნთქვა უფრო მეტად გაგიჭირდება. თეას ხველება აუტყდა, ვეღარ ჩერდებოდა მე კი ვყვიროდი რომ დაგვხმარებოდა... როგორც იქნა შემოვიდნენ და თეა გაიყვანეს. -სად მიგყავთ? რამეს ხომ არ დაუშავებთ? -არა ჰაერზე მიგვყავს და მალე დავაბრუნებთ. -ნაძირალებო, ლაჩრები ხართ. -მოკეტე... უკვე მეორედ მომხვდა ხელი სახეში და ამჯერად გონებაც დავკარგე.... არვიცი რამდეხანს ვიყავი გონდაკარგული მაგრამ თვალები რომ გავახილე პალატაში ვიყავი ჩემს გვერდით კი მათე იჯდა. -მათე აქ როგორ მოვხვდი? -ყველაფერი დამთავრდა იოანემ და ნიამ რომ გიპოვნეს გონება დაკარგული გქონდა. -თეა როგორ არის? ეკა დაიჭირეს? -კი ეკაც დაიჭირეს და შოთაც, თეა კარგადაა წავალ იოანეს, დემეს და კახას დავუძახებ ძალიან ნერვიულობდნენ. -გვაპატიე ბაჭია რომ ვერ დაგიცავით. -ჩუ კახა ნუ ტირიხარ თქვენი ბრალი არაფერი არ არის ეს ჩემი ბრალია, დაცვის გარეშე რომ წავედი და ჩემი და თეას სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე. -არა ჩემო ბაჭია შენ ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდი, და ორივე მხარეს მოუსმინე... შენ რომ რამე მოგსვლოდა მოვკვდებოდი. -ჩუუ რა კახა ეგ აღარ გაიმეორო, არ მოგცემთ იმის საშუალებას რომ უჩემოდ იცხოვროთ, მე ვერ მომიშორებთ... კახას ცხვირზე მოვუჭირე ხელი. პალატაში ექიმი შემოვიდა. -უკაცრავად მაგრამ პაციენტს დასვენება სჭირდება თუ გინდათ რომ დილით სახლში წაიყვანოთ. -კარგით ეხლავე წავალთ.(იო) -მათე შენც წადი დაისვენე ჩემს დასთან მე დავრჩები.(დემე) -არა დემეტრე, მე ვიქნები აქ. -ნუ კამათობთ.... მათე წადი დაისვენე დემეტრე დარჩება ჩემთან. -კარგი როგორც შენ იტყვი. -ნახამდის მათე. -ნახვამდის ბაჭია. -აუუ მათე შენც დაიწყეე.... მათემ შუბლზე მაკოცა და იოანეს გაყვა უკან. ........... 3 თვის შემდეგ. ბრალდებული მათე ფაღავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოეხსნა ყველა ბრალდება... გახარებულმა შემოვხვიე მათეს ხელები მაგრამ ამჯერად აღარ შემრცხვა მისი და არც მოვშორებულვარ... სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მათემ მთხოვა რომ მასთან ერთად წავსულიყავი... იქ მივედით სადაც მათემ პირველად მითხრა რომ ვუყვარდი. -გადმოდი. -რატომ? -გთხოვ? -კარგი მაგრამ ცივა. -ელის ნუ წუწუნებ. -ხო გადმოვდივარ. გადმოვედი და მათეს პირდაპირ დავდექი... -რა პატარა ხარ. -მე არ ვარ პატარა შენ ხარ ძალიან მაღალი. -გინდა მეც ვიყო პატარა? -კი.. -აიი... მათე ჩემს წინ მუხლებზე დადგა... მე კიდე სიცილი ამიტყდა. -შენ რა დამცინი? -არა..... მათე ფეხზე წამოდგა ჩემს წინ დადგა შეკრული ხელი გაშალა და ვარდის ფურცლებს სული შეუბერა... იქ ბეჭედი დავინახე. -ელის გამომყვები ცოლად. -კი... ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე მათემ ბეჭედი თითზე გამიკეთა, სელში ამიტაცა და დამატრიალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.