ცა ჯერ კიდევ ლურჯია ( თავი 9 )
-შენ - ამოიოხრა და თავი ცივ კედელს მიაყრდნო - მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი მწყობრიდან გამოყვანა - ამოიოხრა, შემდეგ კი გაეცინა - შენთან კამათი აღარ მინდა -არც მე - თავი წამოვწიე და უცბად წამოვიძახე -მაგრამ შენ ზუსტად ამას აკეთებ - თავი გვერძე გადააქნია და თვალებში შემომხედა - მეკამათები შენც იცი, რომ ამით ვერაფერს მიაღწევ. ჩემს ზურგს უკან ნაბიჯს ვერ გადადგავ, რადგან მე ამას არ დავუშვებ, გესმის? - ნიკაბში ხელი მომკიდა და სახე ახლოს მოწია -ჰმ... კარგი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავჩერდები - არ დამიმალავს ის რასაც ვფიქრობ, რეალურად აზრიც არ ჰქონდა -ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ? - ხმა შეეცვალა, მივხვდი, რომ აღარ სურდა ეს უაზრო კამათი გაეგრძელებინა -არა, თუმცა მე ის ვთქვი რაც საჭიროა, ახლა არ მინდა, რომ უაზრო კამათში ეს წუთები გავაფუჭო, მაგრამ იმედია ამაზე ახლო მომავალში ვისაუბრებთ. შენს ზურგს უკან არაფერს მოვიმოქმედებ, თუმცა მჭირდება და მოვითხოვ, რომ ვიცოდე ყველაფერი, რაც საჭიროა არ მნდა რაიმე იყოს დამალული ჩვენს შორის და მიზეზად ჩემი უსაბრთხოება სახელდებდეს - თავი მის კისერში ჩავრგე, მისი სურნელი ეს ისაა რასაც ჩემი გაბრუება მარტივად შეუძლია - ამას ვერ ვიტან... ჩემთვის სიმართლის დამალვა ტყუილთან ასოცირდება, ამიტომ ერთადერთი რასაც მოვითხოვ ეს სიმართლე და ნდობაა - მისკენ უფრო ახლოს მივიწიე და ლოყაზე ვაკოცე -ვფიქრობ ადგილი შეგეშალა - გამეღიმა, თუმცა ჯიუტად მხოლოდ კისერსა და საფეთქელთან ვკოცნიდი, ბოლოს მოთმინება ამოეწურა და სახე დამიჭირა -აი ასე ჯობს - თქვა და ბაგეებზე მომაკრო თავისი უგემრიელესი ტუჩები, მომწონს კიარა და მიყვარს ეს შეგრძნება... ცალი ფეხი მეორე მხარეს გადავწიე და მკერდით მკერდზე მივეკარი, მომთხოვნი გახდა მეკი ჩემი მწირი გამოცდილებით ვცდილობდი ავყოლოდი... ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და ცხელ კანზე მისი ოდნავ გრილი ხელები მომიჭირა, მეტს ვეღარ გავუძელი უკვე ხმაც აღარ მემორჩილებოდა და ჩემს ტუჩემს ღრმა კვნესა მოსწყდათ... ეს შეგრძნება ჩემთვის პიველი იყო, შეჩერება აღარ მინდოდა, აღარ მსურდა მის სხეულს მოვწყდომოდი ერთი სანტიმეტრით მაინც. ვგრძნოდი მისი ძლიერი ხელისგულები როგორ დასრიალებდნენ ჩემს კანზე, ეს იმდენად სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელი იყო, რომ ვგრძნობდი მალე თავს დავკარგავდი... -ნიკოლ თუ გავაგრძელებთ, ვეღარ გაჩერდები - კოცნებს შორის ძვლის წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა -მიყვარხარ - ვუთხარი და კიდევ ერთხელ მივაწებე ჩემი უკვე დასიებული ტუჩები -მიყვარხარ - მითხრა და ხელში ამიტაცა, ფეხები თეძოებზე შემოვაწყე და მთელი ტანით სხეულზე მივეკარი... მივხვდი რომ კიბეებზე ავდიოდით, ალექსანდრეს ცხელ სუნთქვას კანზე ვგრძნობდი, მთლიანად მიბუსუსდებოდა ის ადგილი და შემდეგ მთლიანად ედემოდა სხეულს, ეს წარმოუდგენელი იყო, ის ასე მოქმედებდა ჩემზე და ამის შეჩერება არ შემეძლო... ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, ვერც კი გავაანალიზე, როგორ დამაწვინა საწოლზე... მაღლიდან დამაცქერდა, თვალები ძვლივს გავახლე და მას შევხედე... ნელა და აუჩქარებლად მოძრაობდა, ჯერ მაჯის საათი მოიხსნა, შემდეგ მაისური გადაიძრო და ჯინსებში დარჩა. ჩემსკენ დაიხარა და ტუჩებზე დამეწაფა თან მაისურის ბოლოებს მოკიდე ხელი და ნელ-ნელა ზემოდ დაიწყო აქაჩვა, მოულოდნელად მომწყდა და მაისური ბოლომდე მოაცილა ჩემს სხეულს, მხოლოდ შავ ლიფში დავრჩი -რა ლამაზი ხარ - აღმოხდა სუნთქვა შეკრულს, ისევ დაიხარა და ჭიპიდან მკერდამდე კოცნის კვალი დამიტოვა, მუცელზე მისი ცხელი ტუჩების შეხება გასაოცარი და ამაღელვებელი იყო... კოცნას არ წყვეტდა, თუმცა ხელი ამას არ შეუშლია და სპრტულ შარვალს სწვდა, ცოტა ხანში ისიც უკვე მოშორებულიყო ჩემი სხეულიდან... მხოლოდ საცვლებით ვიყავი მის წინაშე, თუმცა ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა -ძალინ მინდა ბოლომდე ჩემი გახდე - ვნებიანად, ოდნავ ხმაჩახეჩილმა წარმოთქვა და ჩემსკენ დაიხარა... თავი ბოლომდე დავკარგე და ავყევი, ავყევი თავდავიწყებით და მასთან ერთად გადავეშვი სიყვარულის უკიდეგანო მორევში... ვერც კი გავაცნობიერე, როგორ ჩამეძინა ალექსანდრეს მკლავებში, მთელი სხეული ჟელესავით დარბილებული მქონდა და სასიამოვნოდ გაბრუებული ვიყავი... ახლა მისი ვარ მთლიანა და სამუდამოდ მისი... არ მინდა ვიფიქრო მომავალზე, მინდა აწმყოთი ვიცხოვრო და დავტკბე ყოველი წამით... დილით სახეზე შეხებამ გამომაღვიძა -დილამშვიდობის - გამიღიმა და კოცნა მომპარა -დილამშვიდობის - ანგარიში გავათანაბრე და მეც კოცნითვე ვუპასუხე -როგორ ხარ? რამე ხომ არ გტკივა? - მისი ოდნავ შეშფოთებული ხმა გაისმა ოთახში, გამეღიმა -არა, კარგად ვარ - დაეჭვებით შემომხედა - მართლა - დასამტკიცებლად გავუღმე და საფეთქელზე მივაკარო ტუჩები, მან კი ამოიფრუტუნა -ეს - ტუჩემზე მივადე საჩვენებელი თითი - და ეს - ახლა საფეთქელზე მივადე თითი და ნაზად მოვეფერე - არის ჩემი... მხოლოდ ჩემი, სადაც მხოლოდ მე მაქვს უფლება, რომ გაკოცო - საფეთქელზე ცხელი კოცნა დავუტოვე - ეს ის ადგილია, სადაც უზომოდ მიყვარს კოცნა, ამიტომ... -შენია, მთლიანად შენი - მითხრა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში - და შენ ჩემი ხარ, მთლიანად და სამუდამოდ ჩემი - ხმაჩავარდნილმა ყურში ჩამჩურჩულა და იქვე მაკოცა -შენი, მხოლოდ შენი, მთლიანად და სამუდამოდ - ნაზად დავიჩურჩულე - შენ კი ჩემი - ხელის გულით ზურგზე მოვეფერე და კისერიში კიდევ ერხელ ვაკოცე მოუოდნელად წამოდგა და სააბაზანოში გავიდა, უმალვე გავიგე წყლის ხმა, ცოტახანში უკან დაბრუნდა და წინ დამიდგა -ჯაკუზზე უარს არ ვიტყოდი - დაიხარ და თვალებში შემომხედა -არც მე - გამეღიმა და წამოდგომა დავაპირე -მშვენიერია - თქვა თუ არა ხელში ამიტაცა და სააბაზანოსკენ წავიდა, მე უბრალოდ ხელები კისერზე ძლიერად შემოვხვიე და მკერდზე მიკვეკარი... ჯაკუზში ჩამსვა და თვითონაც ჩემთან ერდა ჩამოვიდა თბილ და სურნელვან წყალში. ფეხებშორის მომიქცია და ზურგით თავის მკერდს ამაკრო -მიყვარხარ ნიკოლ -მიყვარხარ ალექსანდრე - შუბლზე მომაწება ტუჩები და მძლავრად მიმიკრა სხეულზე ცოტა მოკლე თავია, თუმცა იმედია მოგეწონებათ და თქვენს აზრსაც დააფიქსირებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.