შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(17)


23-03-2017, 17:50
ავტორი lile-eli
ნანახია 2 651

დაწოლამდე გიგის შევხედე გამეღიმა, შუქი ჩავაქრე და სმს ისევ მოუვიდა, რათქმა უნდა ვნახე სანამ ჩაქარა ეკრანი წავიკითხე:
-„რატომარ მწერ? დღეს თუ არ გცალია ხვალ შემეხმიანე!..“

17.
ტელეფონის ეკრანიც ჩაქრა, სურვილი გამიჩნდა დამერეკა და კარგად „მიმესვაადგილზე სადაც იმსახურებდა“, მაგრამ გიგის გამო, თავი შევიკავე, მესამედ კი არ დავინდობ!. ჩემ თავზე გამეცინა, როგორ გავბრაზდი.. ფრთხილად დავწექი არ მინდოდა გაეგო გიგის, მაგრამ უცებ ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა, ჩემ თმაში ჩარგო თავი და წაიბუტბუტა საყვარელი, ბოხი ხმით:
-ყოველ დღე მაოცებ ცუღლუტო! მადლობა დღევანდელი დღისთვის!
-დაიძინე ძილისგუდა.
მის მკლავზე დავდე თავი მოვკალათდი და მეტად მიმიხუტა. მისი სუნთქვისა და რამდემიმე კოცნის ფონზე ჩამეძინა..
-ელიი გაიღვიძე! ელი, მაღვიძარამ ფარხმალი დაყარა!
-მმმ.. რომელი საათაია?
გვერდი ვიცვალე, მის მომღიმარ სახეს ხევხედე, რომელიც მარჯვენა ხელზე დაყრდნობილიყო და თმაზე მეფერებოდა. ტუჩებზე კოცნით აგრძელებს, ჩემს გაღვიძებას, რაც მართლა გამიჭირდა, არ მშორდება ისე მპასუხობს:
-8 საათია.
-რაა? 9-ზე მაქვს გამოცდა.
წამოვხტი და აფორიაქებული შევარდი აბაზანაში, თავი მოვიწესრიგე, ჩანთაში ნივთები შევამოწმე, ზურგიდან ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა გიგი, მაგრამ არაფერს არ ამბობდა..
-გიგი მანქანით წავალ რა..
-არა, მე გაგიყვან!
შევბრუნდი და უკვე მზად იყო, ვერ შევამჩნიე ისე მომზადებულა.. მომიახლოვდა წელზე ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა, შემდეგ ცხვირზე და ტუჩებით დაასრულა:
-მაშინ წავიდეთ.
-ნუ ნერვიულობ დროზე მიგიყვან.
ხელები კიზერზე მოვხვიე და ვაკოცე, ისიც ამყვა, მაგრამ როგორც კი ხელები მოადუნა, ცხვირზე კოცნა დავუტოვე და კიბეებზე გავექეცი, იცის გამომეკიდა, მუქარით მომსდევდა და სამზარეულოს შესასვლელთან გავჩერდი, მაყვალა და გურამი საუბრობდნენ:
-ეს რა გოგოა მის ხელებს დავკოცნი როცა ვნახავ.
-ხომ გითხარი მაყვალა..
გიგი მომეპარა და მიჩქმიტა გვერდებში შევხტი.
-აი, ა..
-ხომ დაგიჭირე, ვერ გადამირჩები!
კისერში მაკოცა რამდენჯერმე, მისი სიცილი სამზარეულოს მოედო, ვერც მე ვიკავებდი სიცილს ისე მიღუტუნებდა..
-გაჩერდი სტუმრები გაიგებენ, სირცხვილია გვიყუირებენ.
-თუ მაკოცებ გავჩერდები!
-მაგვიანდება გიგი.
უფროსებიც ჩვენს სისულეს უყურებდნენ და იცინოდნენ, მე კი ვგრძნობდი სახე, როგორ გამიწითლდა..
-კარგი! გარეთ დაგელოდები!
-ლილე, შვილო დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სტუმრებთან რომ არ შევრცხვით შენი დამსახურებაა! მადლობა, ასეთი კარგი რომ ხარ!
მომეფერა მაყვალა და თავზე ხელი გადამისვა რამდენჯერმე.
-მადლობა მაყვალა დეიდა.
-პატარა დიასახლისი როგორ არის? დაიღალე ხომ შვილო?
მკითხა გურამმა.
-არა რას აბმობთ, არ დავღლილვარ.
გიგი კართან გაჩერდა, შემობრუნდა მომიახლოვდა, სახე დამიჭირა და მაკოცა. გურამის სიცილზე გავწითლდი, ნიჟარასთან ვიდექი და შევბრუნდი წყალი მინდოდა დამელია ყურადღების გასაფანტად, მიხვდა გიგი ჩემი უხერხულობის მიზეზს და ზურგიდან მომხვია ხელები:
-ჩემს საყვარელ ქალს როცა მინდა და სადაც მინდა ვაკოცებ, მოვეფერბი და „შევჭამ“ კიდეც!
ბოლო ორი სიტყვა, ცოტა ჩუმად თქვა.. წყალი გადამცდა, რომ წარმოვიდგინე რაც იგულისხმა „შეჭმაში“, ის კი ამაზე ერთობოდა, მოშვებული ონკანიდან წვეთებით ხელი დავისველე და სახეზე შევასხი..
- დაისჯები ლილე!..
-აბა ვნახოთ! ნახვამდის.
დამშვიდობება მოვასწარი, ხელი დავუქნიე და გავიქეცი გარეთ, ისიც მომყვებოდა და რამდენიმე ნაბიჯით გამასწო წინ გადამიდგა სანამ თავს შევიკავებდი დამიჭირა, ხელში ამიყვანა აუზისკენ შემაბრუნა, კისერზე ხელები მოვხვიე და ხმა ჩამიწყდა შიშისგან, ვერაფერი ვუთხარი თავი მივადე მას, ახლა გამოწვევა ნამდვილად წავაგე..
-გაგიტკბა ხომ, ხელში ყოფნა?
უკვე მანქანასთან ვიყავით, ჩამსვა და სასწავლებელშიც დროზე მიმიყვანა, რამდენჯერმე მაკოცნინა, წარმატებას მოგიტანსო. პროექტის წარდგენაზე რატომ არ ვიყავი მკითხა, მაგრამ პასუხს თავი ავარიდე, გიგისთვის რა უნდა მეთქვა? მიზეზიც არ არსებობდა.. გამოცდამ იმაზე ცუდად ჩაიარა ვიდრე წარმოვიდგენდი, უპასუხისმგებლოდაც შემრაცხა ლექტორმა, მაგრამ მე მხოლოდ ბოდიშით შემოვიფარგლე, გამოცდაზე დამატებითი კითხვებით დამტვირთა, ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ვიყავი, მაგრამ ასქულიანი შეფასებიდან 72- ქულა ნამდვილად არ მეკუთვნოდა, ძალიან მეწყინა ყველა საგანში მაღალი შეფასება მქონდა და ეს ქულა ერთადერთი იქნებოდა, რომელიც სამწუხაროდ „წარჩინების“ სტატუსს გამიფუჭებდა, მაგრამ ეს მე არაფერს მაკლებდა, ადასთან მომიწევდა თავის მართლება. გამოცდის ბოლოს როცა ნივთებს ვალაგებდი ლექტორი მომიახლოვდა და მკითხა:
-ლილე, რაღაც მინდა გკითხო.
-გისმენთ, ქალბატონო ვერიკო.
-მართლა დაოჯახდი?
-დიახ.
-გილოცავ.
-დიდი მადლობა.
ერთი სული მქონდა როდის გამოვიდოდი აუდიტორიიდან, ვეღარ ვუძლებდი სიბრაზეს, რომელიც მომაწვა.. გარეთ გამოსულს ნათიას დავემშვიდობე და ცივმა ჰარემა ცოტა სიმსუბუქე მაგრძნობინა, გიგი დავინახე კიბეებთან ვიღაც ორ ბიჭს ესაუბრებოდა, რომ დამინახა, ჩემსკენ წამოვიდა:
-აბა როგორ ხარ? როგორ ჩაიარა გამოცდამ?
წელზე ხელები მომხვია, ისე მაკოცა, მეც ვაკოცე კისერზე ხელები მოვხვიე..
-დაბალი ქულა ავიღე.
მოწყენილმა ვუთხარი, სახე შეეცვალა, არ მეგონა ასე თუ შეეცვლებოდა განწყობა..
-რატომ? რამდენი?
-72 ქულა, არ მოეწონა ჩემი გამოსვლა და იმიტომ.
-შენ რადგან გული დაგწყდა მეტი გეკუთვნოდა.
-ამას ლექტორი წყვიტავს, არაუშავს მე ეგ ქულები არაფერს დამაკლებს!
-ადას?
-ოოო, იმედია გადავურჩები.
-შენ კი, მაგარამ მე ვერა!.
ეს უფრო თავისთვის ჩაილოაპარაკა.
-რა თქვი?
-არაფერი. წავიდეთ გველოდებიან.
მანქანისკენ წავედით ემირი და ხათუნა სახლში დაგვხვდნენ სალო და საბა ართობდნენ, ბიჭებიც შემოგვიერთდნენ, თბილისის რამდენიმე ადგილი დავათვალიერებინეთ და ბოლოს რესტორანში გადავინაცვლეთ, ბევრი ვეცადეთ და გამოგვივიდა კიდეც მათი გახარება, ხათუნა ზაფხულისთვის გეგმავდა ერთი თვით ჩამოსვლას, შემდეგ ჩვენ წაყვანას. ის ისეთი მხიარული და ენერგიულია, მასთან სიამოვნებით დავისვენებ. ემირმა აიტაცა მისი ეს სურვილი, აწვალა რატომ არ ეპატიჟები იქნებ მასაც უნდა ჩვენთან ჩამოსვლა და შენ შანსი არ დაუტოვეო.. გიგიც დაემოწმა დიდი სერიოზულობით, რომ უკვე დაგეგმილი გვქონდაო თქვენთან სტუმრობაო და ამანაც ბოდიშები მიხადა, სანამ გავერკვეოდი ბოდიშს რაზე მიხდიდია, ორი გადარეულის სიცილმა მიახვედრა, რომ ეხუმრნენ, შემდეგ კი ორივე დასდევდა შესარიგებლად..
კვირას შუადღისთვის გავაცილეთ სტუმრები, შემდეგ ანასტასია მოვინახულეთ, რადგან გიგი ნერვიულობდა დიდი ხანია არ მინახავს და გამიბრაზდებაო, ისე ითამაშეს ორივემ მე საერთოდ არ მიმჩნევდა პატარა,კარგად იხალისეს. მეორე დღეს ლექციებზე გამიყვანა გიგიმ და დღის ბოლომდე არ შემხმიანებია, სასწავლებლიდან გამოსულს მძღოლი დამხვდა და გამიკვირდა, რადგან არც გავუფრთხილებივარ, ტელეფონზე არ მიპასუხა. სმს გავუგზავნე, პასუხიც განსხვავებული იყო:
-,,ვერ მოვიცალე და ლერი გაგიყვანს.“
-„კარგი.“
სახლში მისული ავფორიაქდი, ვგრძნობდი გიგის რაღაც შეემთხვა, მაგრამ ეს ჩემთან პირდაპირ კავშირში იყო. ჩემზეა ნაწყენი, არ ვიცი ასე რატომ მეფიქრებოდა, ვერ ვიხსენებ ფაქტს რამაც შეიძლება გააბრაზა, თან იმდენად, რომ ჩემთან გარკვევა არ სცადა.. ისე დაღამდა, არ გამოჩენილა დავურეკე და რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა:
-როგორ ხარ გიგი?
-კარგად. შენ?
- ხომ მშვიდობა? რატომ არ დამირეკე?
-კი მშვიდობა, ელი დამაგვიანდება არ დამელოდო.
-გიგი რა მოხდა?
-არაფერი, საქმეზე ვარ დაიძინე, არ დამელოდო!..
გამითიშა და მეც აღარ გავართულე, რადგან ასე უაზრო საუბარს მირჩევნია არ დაველაპარაკო.. მაგრამ ძილი შეუძლებელი გახდა ვერ ვისვენებდი, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა, მხოლოდ იმის ცოდნა რომ კარგად არის ისიც კარგად გამხდიდა.. სამის ნახევარი იყო რომ შემოვიდა ეზოში, კიბებზე ჩავირბინე საღამურებით, კარი მე გაუღე, კისერზე ხელი მოვხვიე, ვაკოცე.. გაუკვირდა კართან რომ დავხვდი, მაგრამ არ შეიმჩნია, არც ისე თბილი იყო როგორც აქამდე, მისაყვედურა:
-რატომ არ დაიძინე, ხომ გითხარი!
-ვერ შევძელი, არ გშია?
არადა ნასვამი იყო..
-არა დავწვეთ რა დავიღალე.
საუბარს გაურბოდა და მეც უხმოდ გავყევი.. დილით ლექციებზე გაყვანას თავი აარიდა, ამანაც გული მატკინა.. ასე გაგრძელდა სამი დღე, გვიან მოდიოდა, დილით ადრე მე მიწევდა გასვლა და თითქმის არ ვნახულობდით ერთმანეთს,ამით სიბრაზის დაფარვას ცდილობდა, ამიტომ რომ გავიგებდი მოვიდოდა, დაწოლილი ვხვდებოდი. მე, გული უფრო ცუდად მქონდა იმის გამო, რომ არაფერს ამბობდა, უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემზეა ნაწყენი, მაგრამ როცა ვკითხე „რატომ?“ ცივად მაკოცა, პასუხიც ასეთივე ცივი იყო!..
გადავწყვიტე საბოლოოდ გამერკვია და დავლაპარაკებოდი, თუნდაც კატეგორიულად, სახლში ადრე მივედი, მაყვალა დეიდას გიგისთვის ყავა ჰქონდა გამზადებული:
-ყავას მე გავუტან მაყვალა დეიდა.
-კარგი შვილო, კაბინეტშია.
-მადლობა.
კარებთან მისულს, კარი ღია იყო და გავიგე ტელეფონზე საუბრობდა:
-წყობიდან გამომიყვანა იმ ძუ*ამ, ცოტაც და დავარტყამდი. არ ვიცნობ იმ გოგოს და რეები მითხრა, თან ელის მეორე სმს არ უნახავს.
...........
-კარგი რა გიო, თემოს ამას არ ვაპატიებ, მის გამო იმ ძუ*ამ სმს-ები უნდა მიგზავნოს? ეგ ხუმრობის ფარგლებს სცდება!
...........
-კიდევ გაბედავს და გეფიცები არ დავინდობ!..
ამის მოსმენის შემდეგ ღიმილი ვერ შევიკავე, გაბრაზების მიუხედავად მაინც ჩემზე ზრუნავს, მაგრამ რაზე ბრაზობს?.. შევედი კარზე კაკუნით, გიორგის დაემშვიდობა და ხელით მანიშნა მივსულიყავი ყვა გამომათვა. დაველოდე როდის დაჯდებოდა, ჩემმა გამოხედვამ გააღიმა და მკითხა:
-რამე მოხდა?
-ამის კითხვას მე ვაპირებდი!
სახე შეეცვალა, თითქოს უნდა მივმხვდარიყავი რაზეც არის ნაწყენი..
-არაფერი ელი, რამე უნდა მომხდარიყო?
უცნაური ტონით მკითხა, ისე რომ გამაღიზიანა მისმა ირონიამ.
-გიგი ასე რატომ მექცევი?
-ცოტა დავიღალე, მეტი არაფერი.
თითქოს თავი დამნაშავედ იგრძნო..
-კარგი, მაშინ დაისვენე.
ავდექი და გამოვედი, ოთახში ავედი ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეტირა არადა ასეთ რამეზე ტირილი, სასაცილოდ არ მეყოფოდა.. ხმა გავიგე ბიჭები მოვიდნენ, მაგრამ არ მქონდა მათთან საუბრის თავი და არ გავსულვარ, წამოვწექი კარი გაიღო, თვალები დავხუჭე არ ვიცი ვინ იყო მემგონი საბას სუნამოს სუნი მეცა, უკან გაბრუნდა.. საღამოს ისევ გვიან მოვიდა გიგი ნასვამი იყო, უკვე მოთმინება მეწურებოდა, მაგრამ ვნახოთ როდემდე მოიქცევა ასე..
დილით კვირა დღე იყო, ცოტა ეზოში ვირბინე, გურამს ბაღში მივაკითხე ზამთრისთვის ამზადებდა ყვავილებს, გიგის ისევ ეძინა, საუზმე ავუტანე მაგარამ არ გავაღვიძე, სამეცადინო მასალა ავიღე და კაბინეტში მოვეწყვე, ისე გავიდა რამდენიმე საათი ვერ გავიგე, კარის ხმაზე არ გავიხედე, მაყვალა დეიდა მეგონა:
-ახლავე მოვრჩები მაყვალა დეიდა და გამოვალ.
უცებ გიგის სუნი მეცა, ცოტა შევხტი კისერზე კოცნა, რომ დამიტოვა და მომესალმა.
-დილამშვიდობის.
-შუადღემშვიდობის.
-ნაწყენი ხარ ჩემზე?
-არა.
შევბრუნდი და თვალებში შევხედე, იქ პასუხის პოვნა არ გაუჭირდება..
-არ გინდა ვილაპარაკოთ?
-თითიქმის ერთი კვირაა უშედეგოდ ვცდილობ შენთან საუბარს..
ნივთების ალაგება დავიწყე და უცებ კითხვა დამისვა რამაც გამაოცა:
-ლილე, ლექტორმა დაბალი ქულა რატომ დაგიწერა არ იცი?
პასუხი არ გამიცია ისე შევბრუნდი, ფიქრები ამეშალა გონებაში, ყველაფერი გაიგო..
-რატომ მომატყუე?
-მე არ ვიტყუები!
ამ კითხვას არ ვიმსახურებ და ძალიან მომაწვა სიბრაზე..
-რატომ არ მითხარი?
-რა უნდა მეთქვა?
-კარგი რა ელი, რატომ არ მითხარი იმ პროექტზე მუშაობა მხოლოდ „ნიღაბი“ რომ იყო? შენ იმ ტიპთან პროექტზე მუშაობდი და ხვდებოდი.
-გიგი, შეხვედრაში რას გულისხმობ?
არ მინდა ვიფიქრო რომ ის ამაში „ფლირტს“ გულისხმობს და გავაგრძელე, საუბარი:
-რა უნდა მეთქვა? არანაირი საფუძველი არ მქონდა მსგავსი ეჭვი გამჩენოდა, რომ იმ ქალს ჩვენი გამოყენება უნდოდა.
-აჰა ესე იგი არ უარყობ?.
უსუსრობის შეგრძნება დამეუფლა, რადგან ვერ ვამტკიცებ, რომ სისულელეზე ვკარგავთ დროს, რომელიც არაფრის მომცემია.
-არ ვუარყოფ, მაგრამ მოსაყოლიც არაფერია.
-ასე რატომ ფიქრობ? რატომ არ არის მოსაყოლი, ვიღაც ნაძირალას ხვდები და მოსაყოლი არ არის? ელი რას მეუბნები ხვდები?
-ძალინ მტკენ გულს ასე რომ იქცევი, ეს იმ გიგის საქციელი არ არის მე რომ ვიცნობ, ის მოვიდოდა მკითხავდა და ჩემს აზრს მოისმენდა, შემდეგ გადაწყვიტავდა სწორი და არასწორი რა არის..
-ა, უკვე უცხოც გავხდი?..
ჩაიღიმა და ამ კითხვამ მოთმინება დამაკარგვინა, ყვირილზე ისე გადავედი ვერ გავიაზრე:
-გიგი მომისმინე! ჯერ ერთი- მე მას მარტო არ ვხვდებოდი! კიდევ სამი გოგო გვეხმარებოდა პროექტის რაღაც ნაწილში, მარტო ორჯერ შევხვდი და ისიც მხოლოდ მასალა მივაწოდე. მეორე-მას „ფლირტი“ ჩემთან არ უცდია! როგორ ფიქრობ ეგ რომ ეცადა მასთან შეხვედრაზე წავიდოდი? მესამე- ეს როცა გავიგე უკვე პროექტის პრეზენტაცია იყო დაგეგმილი და ამიტომ გავაცდინე! და საერთოდ სამი თვე იმიტომ ვიარე და ვიმუშავე ამ იდიოტურ მასალაზე, რომ მერე ვიღაცას წარედგინა ეს პროექტი და არა მე?.
ისე გავმწარდი ხელში აკრეფილი ფურცლები, რომელიც იმ პროექტის თეთრი მასალა იყო ფეხებთან დავუყარე. ცოტა ხმადაბლა გავაგრძელე:
-იქნებ ეგ ამბავი ვინც გითხრა დეტალურად გაერკვია მაინც სინამდვილე?.. შენთან მოვსულიყავი და მეთქვა შემთხვევით გავიგე თურმე გოგონებს „სარძლოდ“ გვათვალიერებენო? რა სისულელა!

-ხუმრობით მაინც გეთქვა, გავარკვევდი სიტუაციას და დაუმსახურებელ დაბალ
ქულას არ დაგიწერდა ის დედ*ლი ქალი!
აშკარად გაერკვია სიტუაციაში, ისეთი თვალებით დამიწყო ყურება, ან აქამდე როგორ დაუჯერა ვიღაცას და რატომ ნერვიულობს იმ ქულაზე რომელიც არ გამოსწორდება..
-შენ რატომ არ მითხარი, იმ ქალს რომ ეჩხუბე? სმს-ს ვინც გწერდა?
გაკვირვებული სახით ამომხედა, იმ ფურცლებს კრიფავდა, რომელიც იატაკისთვის გავიმეტე.. გამიღიმა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ პირველად რაც მას ვიცნობ,მისი ღიმილი მაღიზიანებდა.. ველოდი პასუხს როდის გამცემდა..
-როგორ გაიგე? ამას ვერ გეტყოდი..
-კარგი რა გიგი! ვიცი რომ ვერ მეტყოდი და შენგან განსხვავებით, არ მწყინს! იგივე სიტუაციაში ხარ შენც და არ მითხრა „კაცივარ-ქალიხარ“ თორემ ძალიან გავბრაზდები!
ცოტა ხანი თვალებში ვუყურებდით ერთმანეთ და ღიმილით მომიახლოვდა, ხელი რომელიც ჩემსკენ წამოიღო, ცარიელი დავტოვე.. გვერდზე გავდექი. მასალები ავიღე და გამოვედი, კარებში გურამი შემომხვდა, ყველამ ყველაფერი გაიგო, ისეთ ხმაზე ვყვიროდით:
-კარგად ხარ შვილო?
-კი მადლობა, ცოტახნით გავალ გარეთ, თქვენი მანქანით.
თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. ტანსაცმელი გამოვიცვალე, ეკლესიისთვის მოვემზადე და ლერის ვთხოვე მნქანის გასაღები, მამა გიორგი არ დამხვდა სანთლები დავანთე, ცოტა ხანი გავჩერდი იქ, სიმშვიდე მსიამოვნებდა გალობა კი უფრო მეტად.. გარეთ გამოსულს გიგი თავისი მანქანას მიყუდებული დამხვდა, სიგარეტს ეწეოდა. მივედი გამიღიმა, შორს დავუდექი და ისე ვკითხე:
-მანქანა სად არის?
-ლერის გავატანე, მოდი ჩემთან რა..
ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი, მე კი გვერდზე გავდექი..
-არა!
-ელი გთხოვ, მომეცი უფლება გამოვასწორო, რაც გაწყენინე.
გამეღიმა, არაფერი ვუთხარი, რადგან იმ წუთას რასაცვ ვგრძნობდი სიტყვებით ვერ გადმოვცემდი, წელზე ხელები მომხვია, შუბლზე მაკოცა და მიჩურჩულა:
-მაპატიე. ვიცი რასაც გრძნობ..
-არ იცი!
-გავისეირნოთ და ვილაპარაკოთ კარგი?
-დავიღალე სახლში წავიდეთ.
-კარგი დაჯექი.
ამ სისულელის გამო დიდი ხანი მოუწევს ასეთის ლილეს ატანა, ამაზე გამეღიმა. გზაში გულის რევა ვიგრძენი და მუცლის ტკივილი, გავიფიქრე თვის ბოლოა და დროა, გამიხარდა კიდეც, რადგან გიგისთან თავის მართლება კიდევ ერთხელ აღარ მომიწევდა.. აფთიაქი დავინახე და გიგისკენ შევბრუნდი:
-აფთიაქთან გამიჩერე.
-ცუდად ხარ? რა გიყიდო?
შეშინებული თვალებით მიყურებდა, ღიმილი ვერ შევიკავე.
-შენ ვერ მიყიდი.
გაეღიმა მიხვდა რასაც ვგულისხმობდი, აფთიაქში საჭირო ნივთები ვიყიდე და ყოველი შემთხვევისთვის რამდენიმე ტესტიც, რომ ყურადღებით ვიყო.. საუბრის გარესე მივედით სახლში, მაყვალამ სასადილო ოთახში გვიხმო, ვისადილეთ გურამი ცდილობდა ჩემს გამხიარულებას მაყვალამ სცადა ჩემი საუბარში ჩართვა, რადგან გიგი დამნაშავე ბავშვივით იჯდა და პერიოდულად გამომხედავდა, ხოლმე:
-ლილე შვილო ხვალ მოვა ჩვენი დამხმარე სახლის ფანჯრებს და კარებს ის დაასუფთავებს, თან გაგაცნობ, კარგი ქალია.
-ხვალ მე ლექციების შემდეგ გამოცდაც მაქვს და გვიან მოვრჩები, არაუშავს სხვადროს გავიცნობ მაყვალა დეიდა.
-არაუშავს შვილო მაგაზე არ ინერვიულოთ.
თავის ტკივილი იმდენად გაუსაძლისი გახდა, ბოდიში მოვუხადე და ოთახში ავედი, აბაზანაში შევედი წყალი მვისხი სახეზე ცოტა უკეთ გავხდი, გიგიც მალე შემოვიდა:
-ელი ცუდი ფერი გადევს, ცოტა ხნით წამოწექი.
-გადამივლის, ასე ვიცი ხოლმე..
წამოვწექი პლედი დამაფარა და საწოლთან ახლოს ჩაიმუხლა და სახეზე მეფერებოდა მისი ძლიერი ხელები, რომელიც ნერვიულობისაგან თრთოდა, მისი თვალები კი ისე დამნაშავედ გრძნობდა თავს, რომ ვერ შევძელი არ გამეღიმა მისთვის..
-ასე გამიღიმე ხოლმე და ნუ ნერვიულობ გთხოვ, ცუდად გამოიყურები, ეს კი ჩემი ბრალია..
-კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ.
წამოდგა, მაკოცა და დაწოლილს ძლიერად მომხვია ხელები.
-მიყვარხარ
ტელეფონმა დაურეკა, დიტო იყო:
-..........
-ვერა დიტო ვერ წამოვალ ელი ვერ არის კარგად, ვერ დავტოვებ.
-.........
-არაფერი ვანერვიულე და იმიტომ.
-.........
-თქვენ წადით და ხვალ გნახავთ.
-რატომ არ მიდიხარ ბიჭებთან?
-რომ გამოკეთები მერე წავალთ.
-წადი ბიჭებთან თუ გელოდებიან, მე კინოს ვუყურებ და გავერთობი.
-არა კინოს ერთად ვუყუროთ, მალე მოვალ..
გიგის წასვლიდან, რადენიმე წუთში ჩამეძინა, რომ დაბრუნდა კარის ხმაზე გავიღვიძე, „პოპკორნი“ ჰქონდა ხელში, ფილმი ჩართო, ჩემს გვერდით საწოლზე მოკალათდა და ფილმს ვუყურებდით, ისეთი მლაშე იყო ვერ შევჭამე:
-ეს შენ შეწვი?
-ხო არ მოგწონს? თუ გინდა ახალს მოვიტან..
-არა, არ მინდა ცოტა მლაშეა.
-ხო და ამაღამ მე დაგესიზმრები წყალს დაგალევინებ, როგორც საბედო..
-სხვა რომ დამესიზმროს?
-რაა?
ისეთი სახე ჰქონდა გამიკვირდა გიგის სიზმრების სჯერა.. სიცილს ვეღარ ვიკავებდი
-შენ სიზმრების გჯერა?
-არა უბრალოდ არ მინდა სხვა რომ დაგესიზმროს!
-თორემ?..
-მოვკლავ!
თავზე მაკოცა, მაგრად მომხვია ხელები და აღარ გამიშვა.. ფილმის ყურებაში ისე ჩამეძინა აღარ გამიგია როგორ გამომიცვალა ტანსაცმელი გიგიმ, ჩემი მზრუნველი სიუ.. ასეთ სითბოს, რომ შეგაჩვევს საყვარელი ადამი და მერე ცოტა ცივად მოგექცევა გული გეტკინება აბა რა?.. მემგონი თავს ვიმართლებ ნაწყენი, რომ ვარ მასზე..
დილი სმს დამხვდა ნათიასი:
-„პირველი ორი ლექცია ცდება და არ მოხვიდე“..
-„კარგი, მადლობა“.
სამზარეულოში მაყვალა და დამხმარე ქალი ისხდნენ, როგორც ჩანს ყავას სვამდნენ და საუბრობდნენ, მაყვალა ჩემს ქებაში იყო, მე მაცივრიდან წვენი გამოვიღე და ვისხამდი, სამზარეულოს მაგიდე ისე იდგა, რომ ისინი მე ვერ მხედავდნენ:
-ისეთი კარგი და თბილი გოგოა, ნეტა განახა, ყველაფერი კარგი მისთვის გაიმეტა ღმერთმა.
-როგო მაინტერესებს, შენ რომ აქებ ესეიგი მართლა კარგია.
-იცი რა კარგი დიასახლისია? ბევრი ისეთი კერძები იცის მე და შენ სახელიც არ გაგვიგია..
-მერე ეს ფაქტი რატომ გიხარია?
-რას ქვია რატომ? კარგი „მეოჯახე“ გოგოა და მიხარია.
-თუ ყველაფერი იცის შენ რაღაში დაჭირდები? რომ გითხრას აღარ ხარ საჭიროო, რას იზამთ შენ და შენი ქმარი მერე? დაბრუნდებით სოფელში?
-ეგ რატომ უნდა მითხრას? ლილე ასეთი არ არის..
-ეჰ ჩემო მაყვალა, ჩემი ძმიშვილი, რომ გაგეცნო გიგისთვის და ის ყოფილიყო ამ ოჯახის რძალი, ახლა ამაზე აღარ ინერვიულებდი, ერთად იცხოვრებდით ყველა!..
ამ ქალის შეხედულებები უკვე ზალიან გამაღიზიანებელი იყო და ჭიქა, რომლიდანაც წვენს ვსვამდი უხეშად დავდე სამზარეულოზე, ისე რომ მათ გაეგოთ, თურმე გვერდით გურამი იდგა და ისიც ისმენდა:
-შვილო შენ არ ინერვიულო მე მივხედავ ამათ..
-არა ბატონო გურამ, ახლა ჩემი ჯერია!
გამიღიმა და ხელი მათკენ გაიშვირა „შენთვის დამითმიაო“ ამის ნიშნად..
-ელი შვილო აქ ხაარ?..
დაბნეული ხმით მკითხა მაყვალამ, რამდენჯერ უნდა ჩავარდეს უხერხულ სიტუაციაში ეს ქალი ნეტა, რომ „ჭორაობას“ თავი დაანებოს?..
-დიახ აქ ვარ და დილამშვიდობის!.
-გამარჯობათ, მე თამილა ვარ.
-ელი, ეს ქალია სახლის საქმეში, რომ მეხმარება.
-სასიამოვნოა, მაგრამ რაღაც მაქვს თქვენთან სათქმელი.
-გისმენთ.
მიპასუხა ქალმა, რომელიც ჯერ ვერ მორჩა, ჩემს თვალიერებას და უკმაყოფილო სახით ყურებას..
-ქალბატონო თამილა, მე პირადად თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან მაყვალა დეიდა გენდობათ, ამიტომ მეც გენდობით.. გამიხარდება, თუ საქმეს გააკეთებთ დაისვენებთ და ისაუბრებთ, მაგრამ საუბრის თემა ამ ოჯახის წევრების განხილვა ნუ იქნება!.. რაც შეეხება მაყვალა დეიდას, ის ამ ოჯახის ახლობელია (გურამის ბიძასვილის მეუღლეა), მას დიდ პატივს ვცემ და მიყვარს, ისევე მიყვარს როგორც გიგის, რასაც ნამდვილად იმსახურებს! მე კი ვიმედოვნებ, ამის მტკიცება აღარ მომიწევს..
მაყვალას კისერზე ხელები მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე და გავაგრძელე..
-ახლა კი დაგტოვებთ..
კარებთან მდგომი გურამი და გიორგი მიყურებდნენ ისეთი სახეებით, რომ გაოცებულმა ვიკითხე, თან გიორგი გადავკოცნე:
-როგორ ხარ გიო? რა მოხდა?
-მაგრად. შენ?
სიცილი განაგრძო, ჩემ ჭიქას მივუბრუნდი და მისაღებში გავედით, მისაღებში ბიჭები დამხვდნენ, საუბრობდნენ ყველა იყო თემოს გარდა, მივესალმე საბასთან ჩამოვჯექი, კუთვნილი წვენით და ერთმანეთი მოვიკითხეთ, შევამჩნიე გიგიმ დემეს რაღაც ანიშნა და გაჩუმდა, საბას ვკითხე:
-სალო როგორ არის?
-კარგად. შენ ლექციებზე არ მიდიხარ? წამო ჩვენთან..
-კი მივდივარ, ცოტა გვიან ორი ლექცია მიცდება.
მხარზე თავი დავადე და დიტოს მივუბრუნდი:
-დიტო, ანა როგორ არის? დიდი ხანია არ მინახავს..
-რავი კარგად მიძლებს ჯერ-ჯერობით, გუშინ რალზე წამოსულიყავი და ნახავდი!
-რალზე?.. დაგყავს ხოლმე?
არ მინდოდა მიმხვდარიყვნენ, რომ არ ვიცოდი, ვითომ ანას იქ წასვლა გამიკვირდა და გიგისკენ გავიხედე, დაბნეულმა გამიღიმა, სიგარეტის მოწევა დაიწყო. ყოჩაღ დიტო როგორ მიყვარს ჩემი „როხროხა“.. გავიფიქრე:
-ხო და შენც რომ იარო არაფერი მოგივა, მარტო დაატარებ ამ ცოლიან კაცს..
-გავითვალისწინებ შენს რჩევას დიტო..
წვენი დავლიე, საბას ვაკოცე და წმოვდექი..
-კარგი წავედი ბოჭებო, კარგად..
-მე გაგიყვან ელი, სალო გამოცდას მორჩებოდა და მივაკოთხავ.
საბაც მე გამომყვა, გასვლისას, გიგიმ დამიძახა:
-ელი, არ მაკოცებ?..



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ra boroti xar neta icode.
Ras mawvaleb xolme cudooo ra sixarulebi myvanan eseni marto me mgonia ro ertisulieri orsuladaa?

Veli shemmmdegs!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent