შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზეზე უფრო თბილი (თავი 1)


25-03-2017, 12:24
ავტორი ელი ^^
ნანახია 1 479

- სანდრიკ ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო ძამიკოვ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ?!
- რა გიყიდო?
- ესეიგი სამი ლეისი ორ ლარიან ფრიქსიც წამოაყოლე.. ჰმ.. კიდე შოკოლადები მინდა.. მიყვარხარ... ჰო და კიდე..
- და?
- ნაყინი მინდა ათი ცალი ოღონდ იცოდე მაქსი წამოიღეე
- გაგიჟდი რუსა? გაცივდები გოგო! რად გინდა ათი ნაყინი ერთიც გეყოფა...
- ჰე ეხლა მიყიდი თუ გადმოვუშვა ჩემი იკოპსიიდან დარუბანდემდე ენა?!
- კაი...
- მიდი... ჩაცუნცულდი სიხარულო.
- ვინ თქვა სიყვარულს კაცი არ მოუკლავსო? შეცდა აშკარად!
---------
მოგონება #1
---------
- ჩემი სიხარული (სანდრო) - ხელი მოხვია წელზე გოგონას
- გაჩერდი არ დაგვინახონ - მორცხვად გაიღიმა გოგომ
- ვინ უნდა დაგვინახოს? (სანდრო)
- ხო.. რავი...
- ალბათ მე! რას აკეთებ სან? ნიტა შენ მაინც არ გრცხვენია გოგო?
- რუსა შენ აქ რას აკეთებ? (სანდრო) - უხეშად მოკიდა ხელი პატარა გოგოს და გაბრაზებული მზერა მიაპყრო.
- მე წავედი პატარავ (ნიტა) - თქვა გოგომ და ბრაბუსში მოკალათდა, სანდროს ხელი დაუქნია და წავიდა.
- აბა? რა გავაკეთოთ? (რუსა)
- დედას არ უთხრა მომკლავს! (სანდრო)
- მეც ეგ არ მინდა?
- ვერ მიგიხვდი?
- არ ვეტყვი დედას თუ სურვილებს შემისრულებ სიხარულო. - კმაყოფილმა "ულვაშებში ჩაიცინა"-სავით და შენობისკენ შეტრიალდა.
- ჯანდაბა! კარგი! სხვა რა გზა მაქვს...
- კარგი წავედი ბევრი საქმე მაქვს
- რა საქმე?
- მე და ჩემი ძმა ხვალ სოფელში მივდივართ და ხომ უნდა ცავალაგო ბარგი? აბა რას იტყვი ხომ კაი იდეაა?
***
ბიჭი ჯერ მოსასხამს იღებს იცვამს ისევე როგორც ფეხსაცმელს და შემდეგ გაბრაზებული იჯახუნებს კარს, თან მაღაზიაში მიმავალი თავისთვის ბურტყუნებს - რა ჩავა თექვსმეტი სართულით დაბლა. ღამის ორ საათზე ჩავდივარ მაღაზიაში და რატომ? ჩემ დას რომ მოეპრიანა ღმერთო შენ მიშველე გადმომხედე და დიხანს მიყურე რაა! რამდენხანს გაგრძელდება ნეტა ამის შანტაჟი ერთხელაც მეტყვის თავი მოიკალიო და მოიკალი აბა თუ კაცი ხარ... არა რა, არ შეიძლება ხალხის ასე დაშანტაჟება... ამ ფიქრებში გართულმა ისე ჩაიარა თექვსმეტი სართული თვითონაც ვერ შეამჩნია... გარეთ საათის მიუხედავად ხმაური იყო და მაღაზიაც ღია დახვდა... მაღაზიის კარი შეაღო და გაოგნებისგან... არა უფრო გაოცებისგან კედელს მიეყრდნო არ ელოდა ასეთ რამეს... ვერ იჯერებდა... თვალებს ვერ უჯერებდა! არააა! გატყუებთ! სანდროს ყველაფრის სჯეროდა "ბიბიდი ბაბიდი ბუს"-აც კი და ამას ვერ დაიჯერებდა? რასაც საკუთარი თვალით ხედავდა! ხო სჯეროდა, მაგრამ ვერ წარმოედგინა თუ... არა და არა! ისევ და ისევ გატყუებთ! წარმოიდგენდა?! წარმოიდგენდა კი არა სულ ამაზე ფირობდა ოღონდ ნიტას არ ეღალატა და სხვა არაფერი! არაფერი სურდა ამ ქვეყანაზე! ბიჭმა ყველაფერი გაითავისა და მოძლიერება სცადა დამშვიდება სცადა და მისი ამაყ ხასიათი არ დათმო... სალაროსთან მივიდა და მომსახურე პერსონალს მიუბრუნდა
- ქალბატონო ვხედავ დაკავებული ბრძანდებით, მაგრამ კლიენტი შემოვედი იქნებ მომაქციოთ ყურადღება! - გოგონა შემოტრიალდა და გაოცებული მივარდა ბიჭს თვალებშ ჩახედა ხელი მოჰკიდა და დასევდიანებული თვალებით უთხრა
- მაპატიე გთხოვ.. - თავი ჩაღუნა და სანდროს პასუხის მოლოდინში ფიქრებში გადაეშვა.
- რა უნდა გაპატიო? პატიებას იმსახურებ? იმსახურებ? მითხარი ერთი! - ხელი გააშვებია და დის მიერ ჩამოწერილი სია მიაწოდა... - ეს ყველაფერი შემიფუთეთ მეჩქარება და ცოტა სწრაფად თუ შეიძლება...
- რა თქმა უნდა სერ! - გოგონამ აიღო თაბახის ფურცლიდან მოხეული ნაწილი და ბიჭს ყველაფერი შეუფუთა შემდეგ მიაწოდა და თანხა გამოართვა ბოლოს კი მადლობა გადაუხადა მაღაზით სარგებლობისთვის და ისევ პოზიცია დაიბრუნა.
- ეს ვინ ყ** იყო?
- გახსოვს რომ გიყვებოდი ერთი დებილი ბიჭია თქო რა... რომ ვეღადავებოდი აი ეგ არი....
- ერთი მაგისიც...
-------
სანდრო როგორც იქნა სახლში ავიდა გაცოფებულმა შეაღო კარი გოგონას პარკი მიაწოდა და თვითონ აბაზანისკენ გაეშურა... უკვე ოცნებობდა, რომ ნიტა ფიქრებიდან ამოეშალა, მაგრამ ვერაფერს გახდა ვერაფერს! ნიტაზე კი არა არაფერზე არ უნდოდა, რომ ეფიქრა, მაგრამ უბრალოდ მონდომება ვერ დაეხმარებოდა... ადამიანის თხუთმეტი წამის განმავლობაშიც კი არ შეუძლია, რომ უბრალოდ არაფერზე არ იფიქროს და მოსწყდეს სამყაროს რაღა თქმა უნდა ფხიზელ მდგომარეობაში... ძალიან ცხელი წყალი მოდიოდა მაგრამ სანდრო ვერ გრძნობდა, ეს ტკივილი არც კი შეედრებოდა იმ შინაგან ტკივილს რომელსაც იგი ეხლა განიცდიდა. სანდრო აბანოდან გამოვიდა და მაშინვე რუსა შეხვდა
- აბა ყველაფერი მომიყევი
- გამატარე რა არის მოსაყოლი?
- რა გჭირს?
- არაფერი ჩემო პრინცესავ - დაიხარა და გოგონას შუბლზე აკოცა შემდეგ კი ოთხისკენ გაეშურა
- პრინცესავ? მე მეგონა პრინცესა მხოლოდ ნიტა იყო
- ხო მართალი ხარ იცი? იყო...
-----------
მოგონება #2
----------
- ხომ იცი როგორ მიყვარხარ (რუსა)
- მე არა ! (სანდრო)
- მე მაინც მიყვარხარ (რუსა)
- ხო კაი.. მეც ძალიან (სანდრო)
- და მე? (ნიტა)
- ეს რომ ყველგან არ ჩაეჩრას ისე როგორ შეიძლება - ჩაიბურდღუნა ჩუმად რუსამ და სანდროსგან ერთი კარგი მირტყმაც დაიმსახურა
- შენ ჩემი პრინცესა ხარ (სანდრო)
- პრინცი (ნიტა)
- ისე იმჯედია ჩემ დას სიყვარული ეყოფა და ისიც პრინცესობას არ მოისურვებს (სანდრო)
- ნწწ... (რუსა)
***
- ეხლა მეტყვი რა ხდება თუ ჩემით გავარკვიო? (რუსა) - ბიჭს ხმა არ ამოუღია უბრალოდ სევდიანი თვალებთ შესცქეროდა გოგონას
რუსა უცებ წამოხტა და ჩურჩულით შემოსასვლელისკენ წავიდა (სანდრომ ჩქარ ჩქარა დაიწყო ჩაცმა) ჩაიცვა თბილი ქურთუკი და სახლის ჩუსტებით ჩაირბინა კიბის რამდენიმე საფეხური ბიჭიც უკან მიჰყვა გაოცებული რას აკეთებსო უკვირდა... ჰო აბა ცნობისმოყვარეობა დიდი რამეა... მოიცათ ასე მალე? სანდროს და რუსას მაღაზიას ოთხი სართულის კიბეღა აშორებს.. ორი.. და ერთი... გოგონამ მაღაზიის კარი მძიმედ შეაღო და მიიჯახუნა გაოცებული თვალები მიაპყრო ბიჭს და გოგონას და სახეზე სიბრაზისგან დაიეჭიმა.
-ჰმმ.. ხელს ხომ არ გიშლით? (რუსა)
----------------
- მეორე მოთხრობა დავიწყე
- სავარაუდოდო :მკვდარი ანგელოზი"-ს მეოთხე თავი ორშაბათს გამოვა მანამდე კი ამ მოთხრობას დავდებ
- იმედია მოგეწონებათ
- გთხოვთ გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში
- სავარაუდოდ ეს ნაწილი პატარა იქნება და პირველი ნაწილის დასრულებსი შემდეგ შევუდგები მეორე ნაწილის დაწერასაც
- მადლობა ყურადღებისთვის



№1  offline წევრი Frigga

რას შვები აღარ წერ? heart_eyes worried

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent