შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

69 დღე ტყვეობაში


25-03-2017, 14:04
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 2 880

69 დღე ტყვეობაში
ტრილერი :https://www.youtube.com/watch?v=eFsMy8rA2uA&list=PLpZ-8fGBNYu2Bn9dgEQ_iefWigZLxETr4&index=22

პროლოგი
როდესაც მზეს მთვარე ცვლის და ცა ვარსკვლავებით ივსება,ის გამოდის რომ მისი ახალი მსხვერპლი იპოვოს...
პირველი თავი
შოკოადისფერი თმები შეისწორა,მიწისთხილით სავსე თავი მაგიდაზე მოათავსა,დივანზე ხმაურიანად დაენარცხა და ბოლო ხმაზე დაიკივლა.
-ჯეინ,მოდი მალე... იწყება !
-შენ კივილის მეტი რამე იცი?-ბუზღუნის გამოვიდა სამზარეულოდან მისი დაქალი,ერთი ლუდის ბოთლი გოგონას გაუწოდა,მეორე კი თვითონ გახსნა,ერთი ყლუპი მოსვა და გოგონას გვერდით დაჯდა.
-მაგალითად ის რომ როგორც იქნა ყველაზე მაგარი სერიალის ახალი სეზონის იწყება!-საყვარლად წარმოსთქვა გოგონამ და დაქალს თასი გაუწოდა.
-მე არ ვფიქრობ რომ გრეის ანატომია ყველაზე მაგარი სერიალია!-ამოიბუზღუნა ჯანეტმა,გოგონამ ჩაიცინა და ტელევიზორის ხმას აუწია.
-ლილე,რატომ ბავშვობ?-ამოიხრა ჯანეტმა და პულტი ხელიდან გამოგლიჯა.
-ჯეინ,ჩვენ მხოლოდ გუშინ დავამთავრეთ სკოლა და მინდა გითხრა რომ ეს ყველაზე მაგარია!
-ყველა სიტყვას "მაგარია" უნდა მოაყოლო?-ამოიოხრა ჯეინმა-ამ სერიალის ყურებას არ ჯობია კლუბში წავიდეთ?
-იწყება!-წამოიძახა ლილემ და ტელევიზორს მიაშტერდა,რომ ჯეინმა ამოიხრა და ტელეფონი ამოიღო,მაგრამ მალევე მისი ყურადღება ლილეს წამოკივლებამ მიიპყრო და მას შეხედა.
-მგონი ჩემს ტელევიზორს რაღაც ჭირს!-გაოცებულმა გახედა ლილემ ჯეინს,ორივე დაქალი ტელევიზორს მიაშტერდა,ტელევიზორის ეკრანი ჯერ გაშავდა,შემდეგ გათეთრდა,შემდეგ ისევ გაშავდა,ლილე ტელევიზორის გამოსართავად წამოდგა როდესაც ტელევიზორის ეკრანზე ბიჭის ფიგურა გამოჩნდა,მის სახეს თეთრი ნიღაბი პარავდა,ნიღაბზე ისე იყო შავი საღებავი წასმული თითქოს ცრემლები იყო და ნიღაბს შუბლზე ამოკაწრული ჰქონდა
"GOD"
-მმ..მგონი მაქსი გვეკაიფება!-შეშინებულმა წამოიძახა ჯეინმა.
-მაქს,ძაღლიშვილო მოდი აქ-იკივლა ლილემ და ტელევიზორისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა-ამჯერად რა მოიფიქრე?
"შემდეგი შეიძლება იყო შენ,ფრთხილად იყავი"
ტელევიზორიდან ბიჭის დაპროგრამებული ხმა გაისმა,გოგოები შეკრთნენ და ისევ ტელევიზორს მიაშტერდნენ...ეკრანი ჯერ გაშავდა,შემდეგ კი გათეთრდა და ამჯერად ეკრანზე ჟურნაილისტი გამოისახა.
-რამდენიმე წუთის წინ ლონდონის ყველა მაუწყებლობაზე განხორციელა ჰაკერული თავდასხმა,პოლიციამ განაცხადა რომ ეს შეტევვა განხორციელებული იქნა ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი მანიაკის ,ჩვენთვის ცნობილი როგორც "მთვარის მოჩვენების" მიერ. დღეს კომენდანტის საათი ცხადდება 11 საათის შემდეგ,გთხოვთ დარჩეთ სახლში.
-მგონი მაქსი არაფერ შუაში იყო!-უხერხულად წარმოთქვა ლილემ და ჯეინის გვერდით ,შოკირებული, ჩამოჯდა.
-ის ისევ დაბრუნდა?-ჯეინმა დაქალს გადახედა-68 დღე არ გამოჩენილა როგორც ვიცი.
-ფეხებზე ,ვიღაც მანიაკი რას გააკეთებს და ვის მოკლავს-ცივად წარმოთქვა-აღარც სერიალი არ მინდა,უნდა გამოვიძინო.
-კარგი,წავედი 11 საათამდე სახლში უნდა მოვიდე!-ამოიოხრა ჯეინმა.
-სახლში რომ მიხვალ ,აუცილებლად დამირეკე!-ლილემ ჯეინი გადაკოცნა და მისაღებში მასთან ერთად გავიდა.
-აუცილებლად!-გაუღიმა ჯეინმა და კარები გაიხურა,ლილემ ამოიხრა და სასტუმრო ოთახს გახედა,აღარ უნდოდა შიგნით შესვლა,უნდოდა მანიაკზე რომელიც უკვე 3 წელია ქალაქს ატერორობს ,მეტი სცოდნოდა.
მის ოთახში აირბინა,პლანშეტი აიღო და გუგლში "მანიაკი მთვარის მოჩვენება" ჩაწერა.
წამებში ეკრანზე გვამების სურათები გამოჩნდა,საძიებო სისტემას ქვევით ჩამოყვა და პირველივე სტატია გახსნა.
" მანიაკი "მთვარის მოჩვენება" იგივე "შავი მზე" მეორე ადგილს იკავებს "10 ყველაზე ცნობილი მანიაკი კაცობრიობის ისტორიაში" მან გაუსწრო ,,წითელი კოშმარს” რომელმაც 53 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს...
"მთვარის მოჩვენება" როგორც ცნობილია ღამით მის მსხვერპლს ზვერავს,მისი ყველა მოკლული ადამიანი არის 18-დან 23-წლამდე გოგონები,შოკოლადისფერი თმებითა და ცისფერი თვალებით, მსხვერპლთან ამყარებს სექსუალურ კავშირს,ყოველი შემდგომი მსხვერპლი მათან უფრო დიდ დროს ატარებს,მაგალითან 53-ე მსხვერპლმა მის ტყვეობაში 53 დღე გაატარა...სამოცდამესამემ კი სამოცდასამი დღე.... ახლახან ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი გვამი,როგორც პოლიცია იტყობინება მისი 68-ე მსხვერპლი,მას როგორც მის ყველა მსხვერპლს შუბლზე და ლოყებზე ამოკვეთილი აქვს ჯვრები.გვამი შიშველია და მკერდზე შავი ვარდი ადევს. ეს არის ხელწერა რომელიც არ შეხცვლილა 3 წლის მანძილზე. როგორც რობერტ ელტონ ჰარისი იტყოდა
"შეიძლება იყო მეფე ან სულაც მენაგვე, მაგრამ ბოლოს ყველა ცეკვავს სიკვდილის ანგელოზთან",იმედია ეს სასტიკი ადამიანი მალე გაგვეცლება და პოლიცია მის დაჭერას შეძლებს...."
კითხვა ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა,მობილურს დახედა და სწრაფად უპასუხა.
-უკვე მიხვედი სახლში?
-ახლოს ვარ!-ტელეფონიდან ჯეინის შეშინებული ხმა გაისმა-საშინლად მეშინია...
-დაწყნარდი რა შენ მის გემოვნებაში არ ჯდები!-ჩაიცინა ლილემ
-რა?-ვერ მიხვდა ჯეინი.
-"მთვარის მოჩვენების" ყველა მსხვერპლს შოკოლადისფეერი თმები და ცისფერი თველები აქვს!
-ისევე როგორც შენ?-ჯეინის ჩაცინების ხმა მოისმა.
-ისევე როგორც მე!-შეშინებულმა წამოიძახა ლილემ.
-დაიკიდე!-გაეიცინა ჯეინს-შენ ვერ მოგიტაცებს.
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული?-დაბნეულმა წარმოთქვა,უეცრად ნათურებმა ბჟუტვა დაიწყეს და მალევე ჩაქვრნენ. ლილე შეშინებული წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა,უკვე ბნელოდა.
"ის ღამის მის მსხვერპლს ზვერავს" გონებაში წაკითხული ამოუტივტივდა.
ლილემ ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი.
-მაქს ,ისევ ჩემს შეშინებას ცდილობ?-დაიყვირა შეშინებულმა,მალევე კარი გააღო და დერეფანში გამოვიდა.
-მაქსი ისევ ჩემს შეშინებას ცდილობს!-ამოიხრა ლილემ-მერე დაგირეკავ,ჯეინ.
ტელეფონი გათიშა და კიბეები ჩაიარა,კარებზე ზარის ხმა გაისმა,შეკრთა მაგრამ კარების გასაღებად მაინც გავიდა. კარი გამოაღო და უცნობ ბიჭს მიაშტერდა.
-თუ მაქსთან მოხვედით,მაქსი სახლში არ არის-მხრები აიჩეჩა ლილემ.
მის წინ ყავისფერთვალება,მაღალი ბიჭი იდგა.
-არა ,ლამაზო!-ჩაცინების ხმა გაისმა-შენს წასაყვანად მოვედი.
ლილემ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო,ვენაში ჩხვლეტა იგრძნო,კივილი დააპირა როდესაც ბიჭმა პირზე ხელი ააფარა და მის სახეზე დამცინავი ღიმილი გამოისახა.
-კიდევ ერთი მსხვერპლი "მთვარის მოჩვენებისთვის"-ბიჭის ბოლო სიტყვების გაგონებისთანავე ლილე შიშმა მოიცვა,თავის განთავისუფლება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა,შეწინააღმდეგების ძალა აღარ ჰქონდა,ნარკოტიკების დიდმა დოზამ მხედველობის უნარი დაუკარგა,იგრძნო როგორ შემოეხვია ბიჭის ხელები და ჰაერში როგორ აიტაცა,გოგონამ ბოლოჯერ სცადა გაძალიანება,მაგრამ შავმა ბურუსმა ქვესკნელში ჩაითრია და ლილე საბოლოოდ გაითიშა.



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ძალიან დამაინტრიგა და მომეწონა. თუ ჩაუღრმავდები და მთელ გრძნობას გადმოცემ კარგი იქნება. ხო იმედია ცუდი დასასრული არ ექნება არ მინდა ტირილი :დ წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს
--------------------
M.D

 


№2  offline წევრი Cruella-De-Vill

mtirala var
ძალიან დამაინტრიგა და მომეწონა. თუ ჩაუღრმავდები და მთელ გრძნობას გადმოცემ კარგი იქნება. ხო იმედია ცუდი დასასრული არ ექნება არ მინდა ტირილი :დ წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს

მადლობა <3 პ.ს დასასრული საშუალო ექნება , ტირილი არ მოგიწევს <3. შემდეგი თავი ხვალ საღამოს დაიდება <3

 


№3  offline წევრი toroo

იდეა არის ძალიან კარგი. დახვეწაა საჭირო, როდესაც დაწერ თვალი გადაავლე და შეძლებისდაგვარად გრამატიკული შეცდომები ან ხარვეზები გამოასწორე ხოლმე.
პლუს ცოტა "პეწი"აკლია, მაგრამ იდეაში 5-იანი.
წარმატებები <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო პირველი თავი ძალიან მომეწონა და იმედია ცოტა დიდ თავებს დადებ მომავალში
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი Evy

ეს მოთხრობა ფბზე დევს უკვე დასრულებული,ჰო?

 


№6  offline წევრი Cruella-De-Vill

Evy
ეს მოთხრობა ფბზე დევს უკვე დასრულებული,ჰო?

კი ❤❤ ადრე იქ ვდებდი

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

Cruella-De-Vill
Evy
ეს მოთხრობა ფბზე დევს უკვე დასრულებული,ჰო?

კი ❤❤ ადრე იქ ვდებდი

როგორ უნდა ვნახო ფბზე?
--------------------
ლანა

 


№8  offline წევრი Evy

La-Na
Cruella-De-Vill
Evy
ეს მოთხრობა ფბზე დევს უკვე დასრულებული,ჰო?

კი ❤❤ ადრე იქ ვდებდი

როგორ უნდა ვნახო ფბზე?

თავისი მოთხრობაა და თუ უნდა თვითონ გეტყვის,ბოდიში ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent