შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე XIX


26-03-2017, 22:07
ავტორი ankatuna
ნანახია 3 183

-რა გჭირს თებეა კარგად ხარ? -ცრემლიანი თვალებით ამომხედა და ხელი ტელევიზორისკენ გაიშვირა. ერთერთი საინფორმაციო გამოშვება თვითმფრინავის ჩამოვარდნას აცხადებდა. გამიკვირდა ამან ასე რატომ აანერვიულა, ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა საუბედუროდ. დაჩის დაც ხომ ასეთ ავია კატასტროფას შეეწირა წლების წინ. დაჩი, ხოო დაჩი და ნატუკა, ახლა მოვტვინე რა ხდება. მუხლები მომეკვეთა. იმედი კიდევ მქონდა, კარგად მოვუსმინე იქნებ სხვა რეისიათქო მაგრამ წამყვანი გოგონა დამწუხრებული სახით იტყობინება. -ავიაკატასტროფამ რომელმაც ორი ქვეყნის მოსახლეობა შეძრა დღეს დილით მოხდა. უკვე ვრცელდება პირველი ფოტო და ვიდეო მასალები თუ როგორ განიცადა კატასტროფა საქართველოდან საფრანგეთის მიმართულებით მიმავალმა wizz-air-ის მფლობელობაში არსებულმა ავია ლაინერმა. დაღუპულია ავიალაინერის 125 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. დაღუპულ მგზავრთა შორის საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეების გარდა იმყოფებოდნენ 8 ქვეყნის, მათ შორის იაპონიისა და გერმანიის მცხოვრებლები. მიუხედავად იმისა რომ ლაინერმა კატასტროფა ვერტმფრენებისთვის რთულად მისადგომ ადგილას განიცადა, შავი ყუთი ნაპოვნია მაგრამ სავარაუდოდ მისგან ინფორმაციის მიღება გართულდება. კომპანიის წარმომადგენლები უბედურ შემთხვევაზე საუბრობენ თუმცა ექსპერტები გარკვეულ დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. მალე ბორტზე მყოფ გარდაცვლილთა სია გამოქვეყნდება. დაღუპულ მგზავრთა ნაწილის გვამები ნაპოვნია ნაწილი მათქანის ძებნა კი ახლაც მიმდინარეობს. თუმცა მათ პოვნას ამინდის გაუარესება უშლის ხელს. -ღმერთო არა, გთხოვ მძინავდეს და ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყოს. ეს ხომ დიდი უსამართლობაა. არა ეს არ შეიძლება მომხდარიყო. თებეა გამახსენდა ჯერ კიდევ იატაკზეა დამხობილი და მოთქვამს. ძლივს წამოვაყენე.
-დამშვიდდი თებეა მათ არაფერი მოუვიდოდათ. -ეს ვთქვი თუ არა, ნატუკას წინათგრძნობები გამახსენდა და ერთიანად გამაჟრჟოლა ტანში. არა ღმერთო არა. სამუდამოდ ნუ გაქმიქრობ რწმენას. ისინი არ იმსახურებდნენ ამას.
-აღარ იქნება კარგად იოანე. დავკარგეთ, ისინი დავკარგეთ. ასე მგონია სულის ნაწილი ამომაგლიჯეს. ჩემს ნატუკასთან მინდა. გთხოვ რამე იღონე. მომიყვანე ჩემო გოგო. მის გარდა აღარავინ მყავდა.
-დაწყნარდი. მე შენთან ვარ. დაჩის და ნატუკას ხომ იცნობ ისინი ასე არ მოგვექცეოდნენ. ხომ იციან რომ მათ გარდა არავინ გვყავს, ისინი ჩვენი ოჯახი არიან.
-ვაიმე იოანე. გული მეკუმშება, მიშველე ძალიან გთხოვ მომიყვანე ნატუკა. -ესღა ამოთქვა და ხელებში უგონოდ ჩამივარდა თებეა.
-არა თებეა ეგ არ გამიკეთო გთხოვ ოღონდ ახლა არა. -ლოყებზე ხელი მივარტყი, ხელში ავიყვანე და დივანზე დავაწვინე. სამზარეულოდან წყალი გამოვიტანე და დავსხი იქნებ გონზე მოვიყვანო მაგრან რეაქცია არ აქვს. -ნუ მაშინებ თებეა თვალები გაახილე რაა. -მუდარით ვეძახი მაგრამ არ ესმის. ხელში აყვანილმა კიბეები ჩავრბენინე და საავადმყოფოში გავაქანე.
-საკაცე ჩქარა საკცე. ორსულადაა გული წაუვიდა და ვერაფრით მოვიყვანე გონს. -სწრაფად მოაგორეს საკაცე რეინჯერებმა და მათ მორიგე ექიმიც გამოყვათ.
-რამდენი წლისაა პაციენტი და რა მდგომარეობაში იმყოფება?
-24 ექიმო, ნერვული შოკი ჰქონდა. 22 კვირის ორსულია.
-კარგით, სასწრაფოდ სუნთქვით აპარატზე შეაერთეთ. -რაღაცა წამლის სახელებს ეძახდა ექთნებს თან საკაცეს სირბილით მიაგორებდნენ. -თქვენ აქ დაელოდეთ. -როგორც ხდება ხოლმე, რეანიმაციასთან გამაჩერა რეინჯერმა. წამები და წუთები საათებად და დღეებად მეჩვენებოდა. ადგილს ვერ ვპოულობდი. თებეას მდგომარეობამ სულ დამავიწყა რა უბედურებაც ტრიალებს ჩემს თავს. და ახლა მასაც რომ რაიმე მოუვიდეს ნამდვილად ვეღარ გადავიტან. ამას ნუ გამიკეთებ თებეა, შემიცოდე. ვიმეორებ გულში. როგორც იქნა ექიმმა კარი გამოაღო.
-სანერვიულო აღარაფერია. დედაც და ბავშვიც კარგად არიან. შოკისგან გამოწვეული წნევის უეცარი ვარდნა შეინიშნება რამაც გონის დაკარგვა გამოიწვია. უბრალოდ პაციენტი ჯერ კიდევ უგონოდ არის და სჯობს კიდეც, უფრო დაისვენებს. თუ მალე არ მოვა გონს ჩვენ გავაღვიძებთ.
-მადლობა ექიმო, შეიძლება ვნახო?
-რა თქმა უნდა შებრძანდით, ოღონდ დიდხანს ნუ გაჩერდებით. მისთვის ასე სჯობს. -პალატის კარი შევაღე და თებეას დანახვისას გული მომიკვდა. უამრავი სადენი ქონდა მიერთებული. ცხვირზე სასუნთქი აპარატი და გაუნძრევლად იწვა. ვერ ვეგუებოდი მის უმოქმედობას, ასე დაუძლურებული და განადგურებული არასოდეს მინახავს. ოთახში რაღაც მაგიდა შემოაგორა ექთანმა ზედ დიდი აპარატი იდგა.
-რა ზდება? ხომ კარგადაა?
-დიახ, თქვენი მეუღლე კარგადაა, უბრალოდ მაინც ეხოსკოპიას გავუკეთებ რომ თავი დავიზღვიოთ და ბავშვის მდგომარეობა გადავამოწმოთ. -პასუხი, კარში მდგომმა ექიმმა გამცა, ისეთი სათნო სახე ქონდა თითქოს ამანაც კი ცოტა შიში გამიქარვა. თებეას მაისური აუწია. მუცელზე რაღაც მალამო საასხა და მაუსის მსგავსი პატარა მანქანა გადაუსვა ზედ. წამებში ოთახში მკვეთრი ბაგა-ბუგის ხმა გაისმა. ექიმს სახეზე ღიმილი შეეპარა. ის იყო ჩემი პატარას გულის ცემა. გულში რაღაცამ იფეთქა და მთელს სხეულს სიხარულის და ბედნიერების ნეირონები მოედო. ჩემი პატარას გული, ძლიერად ცემს. დედასავით ძლიერია. ვიცი რომ არ დანებდება და კარგად იქნება. ნეტავ თებეასაც ესმოდეს ახლა ეს. უკეთ გახდებოდა. ექიმმა გამოიწია და ეკრანზე თითით რაღაც მოძრავზე მიმითითა. -აი თქვენი შვილი. ნახეთ როგორი პატარაა, მაგრამ ძლიერი და ჯანმრთელი გოგონაა. -ვერ ავღწერ ახლა რას ვგრძნობ. ეკრანს მივშტერებივარ. ვაკვირდები მოკუნტულ პატარა არსებას როგორ გამალებით უცემს გული, რაა? გოგონა? გვიანღა გამახსენა ექიმის სიტყვები. უკვე სქესიც ვიცით თებეა, გაახილე თვალები. არ გინდა ჩვენი გოგონა დაინახო. ჩვენი კესანე თებეა. შენსავით ლამაზი და თბილი იქნება. შენ ხომ ერთი სული გქონდა სქესს როდის გავიგებთო. გთხოვ თებეა. ერთიანად მოვწყდი. ფეხზე დგომის თავიც აღარ მქონდა ერთიანად დამრია ფიქრებმა და განცდებმა ხელი. კედელთან ჩავიკეცე. მხოლოდ ისღაა მესმოდა როგორ გააგორა ექთანმა ის რაღაც მაგიდა გარეთ. ცრემლებმა დამიწყო თვალებიდან დენა. ერთის მხრივ სიხარულის ცრემლებმა მეორეს მხრივ უბედურების. ახლა ის ორი გადარეული ჩემს გვერდით უნდა იყვნენ. არა ვერ დავიჯერებ, თუ სადღაც სამართალი არსებობს ისინი იმ ბორტზე არ იქნებოდნენ.
-მოუსმინე გოგო, ნაწილი მგზავრების იდენტიფიცირება მომხდარა უკვე და სიებს აკრავენ აეროპორტშიო. -კართან მდგომი ექთნების საუბარი ჩამწვდა ყურში. უნებლიედ წამოვვარდი. თებეას შუბლზე ვაკოცე და წამოვედი. უნდა გადამემოწმებინა. ჩემი თვალით უნდა ვნახო რომ ისინი იმ სიაში არ არიან. თებეა რომ გაიღვიძებს რით უნდა ვანუგეშო. მის მდგომარეობაში ამ უბედურებას ვერ გადაიტანს. და მას რომ რამე მოუვიდეს მეც მოვკვდები. უფალო ნუთუ 6 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს ასე ერთი ხელის მოსმით დაუშვებ. ნუთუ ეს სამართალია. თავში ათასი აზრი ერთად მიტრიალებს. ვინ ვიდარდო აღარ ვიცი. სული ძლივს მივიტანე აეროპორტამდე. ფეხები უკან მრჩება, მაგრამ იმედით მივდივარ წინ რომ იქ ჩემები არ იქნებიან. აკანკალებული მივედი სიასთან. იქ მყოფ ხალხს შევერიე და ჩემივე გულის ცემა ყურებში მესმის. თითი ჩამოვაყოლე, ერთი სვეტი ჩამოვათავე არ არიან, ცოტა გავთამამდი. მეორე სვეტშიც არ არიან. იმედის ნაპერწკალი მეტად მიღვივდებოდა, მესამე სვეტის შუაში, მხარზე ვირაცის შეხებამ შემაკრთო.
-მეგობარო მგონი თქვენი ტელეფონია უკვე მერამდენედ რეკავს. -ახალგაზრდა ბიჭი მეუბნება მომღიმარი სახით. ამასაც ნეტა რა აღიმებს. ისე დავიბოღმე იმ მომენტში. დავხედე უცხო ნომერია. შემეშინდა ნეტა საავადმყოფოდან ხომ არ არიან. უცებ ვუპასუხე. შემეშინდა არ გათიშულიყო დიდხანს თუ რეკავდა.
-აეე ა გილოოცავ, გოგოოს ბიძია ხარ, კატალეა დაიბადაა.
-......
-არ გესმის ბიჭოო... მამსგავს ჩემი გოგო ვერ მოივენა და დროზე ადრე მოევლინა ქვეყანაას.
-......
-ალოო, იოანე, გესმიის?
-დაააჩი? დააჩი შენ ხარ? -დიდება უფალს ცოცხალია. სიხარულისგან რა მექნა აღარ ვიცოდი. მე მკვდარი მგონია ეს კიდე ახალი სიცოცხლის დაბადებას ზეიმობს. ღმერთო მადლობელი ვარ ამ სასწაულისთვის.
-ხო მე ვარ.. აეე იოანეე. მიყვარხაარ ძმაა. მოდი ჩემი პატარა უნდა დაგალოცინოო.
-მეც მიყვარხარ შე გადარეულოო. გილოოცავთ. სად ხართ? მოვდივარ. -იმ საავადმყოფოს მისამართი მითხრა სადაც თებეა მყავს. ნეტა მანამდე შევხვედროდი იქ. ან აქამდე რატომ არ დამირეკა. ბედნიერებისგან დავფრინავდი. ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი ემოციების დახარჯვამ მომიწია. რა სიჩქარით მოვდიოდი აღარ მახსოვს. მოუთმენლად აავარდი კიბეებზე. პალატასთან ლურ ხალათ მოხვეული დაცი დამხვდა. როგორც კი დამინახა ხელგაშლილი წამოვიდა ჩემსკენ. მეც არ დავაყოვნე. ისეთ მონატრებას ვგრძნობდი ახლა მართლა წლებია არ მინახავს ასე მგონია. მაგრად ჩავიკარი გულში.
-გილოცავ, . ღმერთმა ისეთი გაგიზარდოს როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ბედნიერი და ნათელი მომავალი ქონოდეს.
-მადლობა ძმა, მადლობა.
-აქამდე რატო არ დამირეკე.
-აუ რა ვიცი ისე შემეშინდა ვეღარაფერზე ვფქრობდი. ბავშვის ტირილი რომ გავიგონე მერე მოვედი გონს და კი დაგირეკე.
-რა მოხდა? ხომ არიან ორივე კარგად?
-კი კარგად არიან ორივე. თვითმფრინავში რომ ავედით სანამ ავფრინდებოდით ცუდად გახდა ტკივილები დაეწყო და რას გავფრინდებოდით, სასწრაფოდ მოვიყვანეთ აქ და ექიმმა საკესრო უნდა გავაკეთოო, წ....ბს ღვრიდა მაგრამ ფიზიოლოგიურად მშობიარობას ვერ შეძლებსო და აი ქალბატონი კატალეა დაიბადა.ისე შემეშინდა ჯერ ასე თუ ისე ადრეა. 7თვეს პლიუს 4 დღეა, მაგრამ ისეთი მაგარი გოგოა ინკუბატორიც არ დაჭირდა -ისე მშვიდად ლაპარაკობდა, აშკარად არაფერი იცოდა ავიალაინერის ჩამოვარდნაზე და მისთვის ამ სიხარულის ჩაშხამებას ნამდვილად არ ვაპირებ.
-მაგარია, ძმა გილოოცავ. მერე ჩვენი გოგოები ერთად ითამაშებენ.
-ჩვენი გოგოები?
-ხოო ჩვენც გავიგეთ სქესი, გოგოა, თან მაგარი გოგო. იცი როგორ გამალებით უცემს გულიი? -ის სიხარული გამახსენდა რაც მაშინ ვიგრძენი და ბედნიერების ჟრუანტელმა თავიდან დამიარა. ახლა ნამდვილად მაქვს იმის საბაბი რომ გახარებული ვიყო.
-გილოცავ. თებეა სადაა? არ დაურეკე?
-აქაა. ცუდად გახდა და ქვედა სართულზე წევს.
-რა? რატო? ხომ კარგადაა?
-კი კარგად იყო. ეძინა და ალბათ ახლა გონზეა მოსული.
-წამოდი მერე, აქ რომ ვდგავართ ვნახოთ. ბავშვს ჯერ მაინც არ მანახებენ, ნატუკა ნარკოზიდან არ გამოსულა და ვახაროთ თებეას, ბიცოლა-დეიდობა. -გაუხარდება და მერე როგორ გაუხარდება. მაგრამ ალბათ დაჩის ცოცხალი დანახვა მეორე შოკი იქნება მისთვის და ამან ცოტა შემაშინა კიდეც. უარესად არ გახდეს ცოცხალ მკვდარს რომ დაინახავს. პალატა შეევაღეთ და თებეა თავს აქეთ იქით ატრიალებდა ახლა მოდიოდა გონს. მივუახლოვდი. გვერდით ამოვუდექი, დაჩი კი ფეხებთან დაუდგა. როგორც იქნა გაახილა თვალები. მისი ხელი ავიღე და მოფერება დავუწყე.
-გაიღვიძე თებეა, შემომხედე საყვარელო. ყველაფეი კარგადაა.
-ბავშვი? -ამოილუღლუღა და თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა. თითით შევუმშრალე და ხელზე ვაკოცე.
-ყველანი კარგად არიან. -ბოლომდე გაახილა თვალები და როგორც შევატყე ჩემამდე დაჩი დაინახა. თვალები დაახამხამა. და ტირილი დაიწყო. -რატომ ტირი თებეა. დამშვიდდი გთხოვ თორემ ისევ ცუდად გახდები.
-იოანე დაჩი დავინახე. გული მტკივა. ვკვდები რატომ არ გესმის. -ისევ ამოაყოლა ტირილი და ხელი შუბლისკენ წაიღო.
-ასე თუ გაწუხებდა ჩემი ნახვა არ მოვიდოდი გეთქვა ამდენხანს რძალო. -სიცილით უთხრა დაჩიმ. თებეამ ტირილი შეწყვიტა და თავი წამოწია, თვალები კარგად გაახილა და დაჩის აკვირდებოდა. მიხვდა რომ აქ სხვა ამბავია, და აშკარად არ ელანდებოდა. ჯერ დაჩის უყურა კარგა ხანს მერე მე გამომხედა. თავი დავუქნიე და ვანიშნე ნამდვილად აქ არისთქო. ისევ დაიწყო ტირილი და დაჩის ხელები გაუწოდა ჩამეხუტეო ანიშნა. დაჩიმ გაოცებული თვალებით გამოხედა.
-ამას შენში ხომ არ ვერევი?
-არა მიდი ჩაეხუტე და აგიხსნი ყველაფერს. -დაჩიმაც დამიჯერა და თებეა მოეხვია. კარგა ხანს იყვენენ ასე ჩახვეულები. თებეა ისევ მოთქვამდა.
-კარგი რძალო. რატომ ტირი მე დავიღალე უკვე. -შეიმშრალა ცრემლები თებეამ.
-ნატუკა სადაა?
-ოო ეგ ცალკე თემაა. -მე ჩავერთე საუბარში. -ქალბატონო ტებეა უნდა გაუწყოთ რომ სულ რამოდენიმე წუთის წინ თქვენ ბიცოლა-დეიდა გახდიით.
-რაა მართლა? უკვე? ჯერ ხომ ადრეა. ვაიმეე უნდა ვნახოო, -წამოიკივლა და პლედს ხელი სტაცა ადგომა უნდოდა.
-შენ ხომ არ გაგიჟდი გოგო. შენი ადგომა არ შეიძლება ჯერ თანაც ვეც ბავშვს ნახავ ჯერ და ვერც ნატუკას.
-რატომ ხომ არიან კარგად? -სახე მოეღუშა თებეას.
-კი უბრალოდ ნატუკას საკეისრო გაუკეთეს და ნარკოზიდან არ გამოსულა, ბავშვსაც როგორც შვიდ თვიან რაღაც ანალიზები და პროცედურები უნდა ჩაუტარდესო.
-ვაიმე როგორ გამოვშტერდი. ჰე ახლა კატალეა თუ ანდრეა?
-კატალეა.- წელში გამართულმა ომახიანად წარმოთქვა დაჩიმ. -ხომ გაგიგოონია ნამდვილ მამაკაცებს პირველი გოგო ყავთო და აიი.
-თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო -ტოლი არ დავუდე მე.- მალე ჩემი გოგოც დაიბადება და ნახავ მერე. -ნიშნის მოგებით გავხედე და პატარა ბავშვივით ენა გამოვუყავი დაჩის. ყველას გაგვეცინა. უცებ თებეა დასერიოზულდა.
-შენ რა იცი რომ გოგოაა. -უცებ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა მაგრამ დიდი ფიქრი არ დამჭირვებია რაც ხდებოდა გასახსენებლად.
-ხო თებეა ჩვენი პატარაც გოგოა. აქ რომ მოგიყვანეთ ეიმმა თავის დაზღვევის მიზნით ეხოსკოპია გაგიკეთა და გოგო გვყავს თანაც ძალიან ძლიერი და ჯანმრთელი გოგო. მისმა გულისცემამ მთელი პალატა მოიცვა.
-თვალებში ცრემლები ჩაუდგა თებეას და მუცელზე მოისვა ხელები.
-მე გავალ, ნატუკას დავხედავ კარგი? -ზრდილობიანად თქვა დაჩინ და მარტო დაგვტოვა. საწოლზე ჩამოვუჯექი თებეას. მანაც წამოიწია და მთელი ძალით მოეხვიე.
-ხომ გითხარი ყველაფერი კარგად იქნებათქო.
-ისეთი ბედნიერი ვარ ახლა ენით რომ ვერ გადმოგცემ. ასე მგონია მთელი მადლი ერთად დამაბერტყა უფალმა. ყველა ვინც მიყვარს და ვისითაც ვცოცხლობა ახლოს და კარგად მყავხართ. ჩვენი პატარა, ჩვენი ფრონცქის კრუჟაო. ვკვდები სურვილით როდის დაიბადება, ხელში როდის ავიყვან და მის სურნელს როდის შევიგრძნობ. ბავშვების გამოც ისე მიხარია. მინდოდა ნატუსაც გოგო რომ ყოლოდა ჩვენსავით დები იქნებიან.
-მალე თებეა, სულ მალე. ჩვენ პატარას გულში ჩავიკრავთ. და ეე მე და დაჩიმ რა დავაშავეთ ჩვენც გვინდა ჩვენნაირი პატარა ბიჭები. მაშინ შევთანხმდეთ რომ მეორე ბიჭი იქნება.
-ჯერ ეს არ გამიჩენია, გადარეული რომ ხარ.
-არაუშავს წინასწარ გამზადებ.
-ისე,ეს როგორ მოხდა იოანე. ჩვენები? ისინი ხომ მიდიოდნენ.
-ნატუკა აფრენამდე ცოტა ხნით ადრე ცუდად გამხდარა ტკივილები დაწყებია და როგორრა გაფრინდებოდნენ.
-ღმერთს მადლობა. მათი თავები რომ გვაჩუქა და პლიუს კიდე პატარა პრინცესა.
-დაჩიმ როგორც ჩანს არაფერი იცის იმ კატასტროფის შესახებ, ისე ლაპარაკობდა და არ ვაპირებ მისთვის ამ ბედნიერების ჩაშხამებას. -ამ ლაპარაკში ვართ და დაჩიმ ნერვიულად შემოაღო კარები.
-ამის გამო იყავით ხომ ორივე ასე გადარეულები, აჟიტირებულები და შეშინებულები? -სახეზე ნერვიულად ისვამდა ხელს და პალატაში გადი გამოდიოდა. -ჩემი კაი სად გადავრჩით.
-ხო დაჩი. არ გეუბნებოდი, არ მინდოდა რომ ასეთ დროს ეს გენერვიულა. შენ რომ დამირეკე აეროპორტში ვიყავი, გარდაცვლილთა სიების შესამოწმებლად.
-ვაიმე ბიჭო, უიღბლო ვართქო აღარასოდეს აღარ ვიტყვი. კინაღამ მოვკვდი კაცი ის რომ ვიფიქრე ვაი და იქ რომ ვყოფილიყავით.
-კაი დაწყნარდი ახლა. მთავარია ყველაფერმა გადაიარა და კარგად ხართ.
-შენც იმიტო გახდი ცუდაად? შენ მოგიკვდი მე. -თებეას მიუჩოჩდა და ჩაეხუტა.
-ხო დაჩი, იცი როგორ გავმწარდი. თან გავბრაზდი თქვენზე. ასე რატომ მიგვატოვესთქო,
-არასოდეს, გესმის? არასოდეს მიგატოვებთ. ჩვენ სულ ერთად ვიქნებით. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.
-კარგი, დავამთავროთ მაგ თემაზე ლაპარაკი. უფლის წყალობით ყველანი კარგად ვართ.
პალატის კარი გაიღო და რეინჯერებმა საკაცე შემოაკოტრიალეს. ნატუკა მოიყვანეს,
-მე ვთხოვე აქ ჩამოეყვანათ. გაიხარდებათ ერთმანეთის ნახვა. თებეამ ნატუკა რომ დაინახა ემოციების მეორე ტალღა მოაწვა და ისევ დაიწყო ტირილი. ექთანმა ხელი აყვანილი პატარა არსებაც შემოიყვანა და დაჩის მიმართა.
-აი მამიკო თქვენი პატარა, შეგიძლიათ ხელში დაიჭიროთ. სრულიად ჯანმრთელი და ყოჩაღი ბავშვია.ღმერთმა გაგიზარდოთ. -დაჩის ხელები აუკანკალდა. არ იცოდა რა ექნა. ხნ მე გამომხედავს ხან თებეას და იდიოტურად იცინის.
-გამოართვი დაჩი, ნუ ალოდინებ. -წავაქეზე მე და უშველა მგონი. რის ვაი ვაგლახით და შიშით აიყვანა ბავშვი ხელში. თვალები ცრემლებით გაევსო. ნაზად აკოცა შუბლზე და შემოხვეული პლედიდან პატარა ხელი ამოაწევინა.
-გამარჯობაათ, ჩემო ოჯახოო. -წვრილი ხმით თქვა და ხელი დააქნევინა ბავშვს. ისეთი ტკბილი სანახავები იყვნენ. მეც მომინდა რომ ჩვენი პატარაც უკვე დაბადებული ყოფილიყო. დაჩი ჩემსკენ წამოვიდა. გვერდით ამომიდგა და ბავშვს ქუდი გადაუწია. -ნახე რა ანგელოზია. ჩემი ბაჭია. -მართლა ისეთი მშვიდი სახე ქონდა და ლამაზი ბავშვი იყო. სულაც ვერ იფიქრებდი რომ სულ რამდენიმე საათია შეიძლება არც რაც ამ ქვეყანას მოევლინა.
-აუ მეც მაჩვენეთ ჩემი დიშვიი.-აწუწუნდა თებეა და ხელები გამოიშვირა. დაჩიმაც მიუყვანა და მკლავებში ჩაუწვინა.
-შენ გყავდეს თებეა თორე მე მაინც მეშინია არ დამივარდეს.
უცებ პალატა გამაყრუებელმა წრიპინის ხმამ მოიცვა. ტუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმე დედა რადმდენი ვინერვიულეეე
არ დამზაფრეეეეეეეე გოგოოო
ეჰჰ მამიკოები რა საყვარლები არიან
ცნობისთვის ავტორებო ვგიჟდები ბიჭის თხრობაზე.
უფრო საინტერესოა....
ველი შემდეგს მოუთბენლად
მაბედნიერებს ეს მოტხრობა

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე არ მოკლა რა ფლიიზ ყველაფერი კარგად დასრულდეს
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent