შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამჯერ მოკლული


27-03-2017, 23:50
ავტორი talkingelephant
ნანახია 1 192

პირველ რიგში მადლობა რომ წაიკითხავთ,შემდგომ მინდა გითხრათ რომ ეს ისტორია მოიცავს სიყვარულს,სიძულვილს,იმას თუ ეს ევროპა იქნება თუ საქართველო რამხელა წინააღმდეგობებს აწყდებიან ჰომოს სექსუალები,ისტორია ვითარდება 2012 წელსა და 2017 წელს,თხრობა პირველიდან მეორე პირში გადადის,მოკლედ მინდა გთხოვოთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ კომენტარებში ან მომწეროთ ''ფეისბუქზე''-თაია კოპალიანი,მადლობა თქვენ <3 ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს აზრს ჩემთვის და ამ ისტორიისთვის.ხო კიევ მადლობა მარიამს,ადამიანს რომელმაც მიბიძგა რომ საცდელად დამედო ეს თავი და რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და მიკრიტიკებს ჩემს ნაწერებს <3

===
-თამია
-გისმენ ჰანს-არც შეუხედავს ისე უპასუხა და სიმვრცეს გადახედა.
-რამდენი ხანია რაც გიცნობ?
-სამი წელია,ჰანს მაშინებ-გაკვირვებულმა გადახედა,არასდროს ყვარებია ჰანს სერიოზულად საუბრის წამოწყება,თანაც ასეთი კითხვებით
-თამია,შენ კარგად იცი რას ნიშნავ ჩემთვის,ისიც იცი,რომ ძალიან მიყვარხარ,ჩემი ოჯახის წევრი ხარ პირდაპირი გაგებით,რაც არ უნდა მოხდეს მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,დაგიცავ და მეყვარები,შენ შენი ცხოვრება დამიკავშირე და გადამარჩინე,მიუხედავად იმისა,რომ გეი ვარ,ყოველთვის თვალს ხუჭავ ჩემს სექს პარტნიორებსა და კიდევ რაღაც რაღაცებზე...-ჩაეცინა ჰანს და თამიას გადახედა,რომელიც გაოგნებული უყურებდა.
-რა დაგემართა ჰანს,კვდები,მე ვკვდები თუ რა ხდება,რისი თქმა გინდა?-უფრო ახლოს მიუჯდა ''ქმარს''
-თამია რაღაც მინდა გკითხო..-ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი და თამიას ახედა,თითქოს სიტყვებს ეძებდა,ეჭიდებოდა,არ უნდოდა თამიასთვის გული ეტკინა-იცოდე,შეგიძლია არ მიპასუხო,მე არაფერს დაგაძალებ მე ისეთი მიყვარხარ და მეყვარები როგორიც ხარ,შენ იცი რომ არ მიყვარს სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური..
-ჰანს მკითხე დროზე თორემ ვეღარ მოითმენს ამდენს გული და გასკდება-ნერვიულად გაიცინა თამიამ,იცოდა,უფრო გრძნობდა რომ ადრე თუ გვიან დაინტერესდებოდა ჰანსი მისი წარსულით,თუ რატომ ჩამოვიდა გერმანიაში 20 წლის გოგო,რომელიც ცოცხალ-მკვდარს ჰგავდა.
-თამია,გახსოვს პირველად რომ გნახე რა გკითხე?
-''შენ საერთოდ სუნთქავ შვილო?''-
-ხო..-გაეციანა ჰანს-მაგ დღიდან განუყრელები გავხდით,როდესაც ჩემი ამბავი და აზრი მოგახვიე თავს,შენ დამთანხმდი,ყოფილიყავი ჩემი ''ცოლი'',შენ მე გადამარჩინე,შენი დასახურებაა ახლა ფეხზე მყარად რომ ვდგევარ,როდესაც გკითხე თუ რატომ უნდა შენნაირ ლამაზ 22 წლის გოგოს ჩემი ცოლობა.მაშინ ზუსტად ვიცოდი რომ ეს ფუკ არ ეხებოდა,შენც საკმაოდ დიდი ქონების პატრონი ხარ,შენ კი იპასუხე:''ჰანს,მე სამჯერ მომკლეს,მე სული აღარ მაქვს,მე გული აღარ მაქვს,რომ ვინმეს დანახვისას შეფართხალდეს,მე ჩემს თავს წამლად უბედურება გამოვუწერე,მე დავნებდი მე წავაგე ეს ომი და ვერ გავხდი ბედნიერი და არ ვაპირებ ჩემს ახლობებსაც მოუწიოთ ამ ომის წამოწყება,მე ჩემი თავი ვერ მაგრამ შენ აუცილებლად გაგხდი ბედნიერს'',ეგ დღე იყო და ყოველ დღე ცდილობ დამალო შნეი გრძნობები,ყოველ დღე შენი ღიმილი არის ნაძალადევი,ვიცი რომ სულიერად მკვდარი ხარ,არ ვიცი რა მოხდა,არც გეითხებოდი აქამდე,ვიცოდი რომ ახალი იარები იყო და დაველოდე სანამ მოშუშდებოდა ცოტა მაინც,ახლა კი მინდა გკითხო ის,რაც მთელი სამი წელია გულს მიღრღნის,რატო ამბობ რომ სამჯერ მოგგკლეს,რატო არის შნეი ეს ლამაზი ლურჯი თვალები ჩამქრალი,რატომ არის შენი ღიმილი ნაძალადები-ერთიანად მიაყარა კითხვები და დამნაშავე ბავშვივით თავი ჩახარა
არ გაკვირვებია თამიას,თითქოს ამდენი წლის შემდეგ უნდოდა გულზე დახვეული სიბნელის,სიბინძურის და დარის ვინმესთვის გაზიარება,ჰანსი კი სწორედ ის ადამიანი იყო,რომელსაც ენდობოდა,რომელმაც ამოათრია ამ სიბინძურიდან,რომელმაც თავისი შავ-თეთრი ცხოვრებიდან შავი გააქრო და დატოვა მხოლოდ თეთრი და ნაცრისფერი.
-კარგი,დიდი დრო დაგვჭირდება-ფეხზე წამოდგა და აივნის კარები შეაღო-შემოდი თორემ მთელი ღამე აქ რომ გავატაროთ,გავიყინებით,თებერვალია ჯერ
გაეღიმა ჰანს და ოთახში შეჰყვა,იქვე ბუხართან მდგარ სავარძლშ მოკალათებულიყო თამია და ცეცხლის მოთამაშე ალებს უყურებდა და იხსენებდა,სიტყვებს თავს უყრიდა.მის გვერდით მდგარ სავარძელში ჩაჯდა და მანაც ცეცხლს გაუსწორა თვალი.
-მოკლედ,როგორც ადრე გითხარი მე სამჯერ მომკლეს-დაიწყო თხრობა და გადავიდა წარსულში.იქ საიდანაც ყველაფერი დაიწყო,იქ სადაც მოკლეს,დაასახიჩრეს და სულში ჩააფურთხეს,სადაც წაართვეს სული და სიცოცხლე-საიდან დავიწყო არ ვიცი-ნერვიულად გაეცინა თამიას
-თავიდან,სულ თავიდან,ყველაფერი თამია აბსოლუტურად ყველაფერი მომიყევი
სულმოუთმენლად ელოდა,როდის ამოიღებდა ხმას თამია
-კარგი მაშინ ჯერ ზოგადად მოგიყვები შემდეგ და შემდგომ იმ ადგილიდან განვაგრძობ საიდანაც ყველაფერი დაიწყო ანუ 2012 წლის მაისდან...
...
დიდი ოჯახი მაქვს,მშობლები,ტყუპები-ლუკა და ლელუკა და უფროსი ძმა დემტრე.მე ყველაზე პატარა ვარ ოჯახში.მე და დემეტრეს,ტყუპებისგან განსხვავები ვერ შეგვატყობ რომ მდიდრები ვართ,არსდროს ვიყენბდი ჩვენს სტატუს,დემტრემ ყველაფერს თვითონ მიაღწია როგორც მამამ,მამამ კი დიდი გზა განვლო დიდებამდე,ტყუპეს ეს ისტროია არასდროს დაინტერესებიათ,ისინი ყოველთვის ერთობოდნენ,იცმევდნენ კარგად,სვავდნენ,ეწეოდნენ,წვეულებებზე დადოდნენ,ერთად იყვნენ ოცდაოთხი საათი,ჩემთან არცთუ ისე ახლო იყვნენ,დემტრესთან უფრო კარგი ურთიერთობა ჰქონდათ,მე და დემეტრე ყოველთვის გვერდით ვედექით მამას,არასდროს დაგვიწყებია საიდან დაიწყო მამამ ყველაფერი.
...
-და საიდან დაიწყო,თუ საიდუმლო არ არის-მაინც ვერ მოითმინა და შეაწყვეტინა
-ხოო,ეს კიდევ ცალკე ისტორია,მოკლედ მოგიყვები..
...
მამას მშობლები არ იყვნენ შეძლებულები,მხატვრები იყვნენ,სამწუხაროდ დედა კიბოთი დაეღუპა,მამამაც ვერ გაუზძლო და ისიც მალევე დაიღუპა,მეზობლებმა არ იცოდნენ რა ექნათ პატარა, ობოლი ბავშვისთვის,ადგნენ და ბავშვთა სახლში ჩააბარეს,არასდროს არავის დაუმალავს მისი ისტორია,ყოველთვის აკითხავდნენ მშობლების მეგობრები,თვრამეტი წლის რომ გახდა და წამოვიდა ბავშვთა სახლიდან,იმ სახლში წავიდა სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ,არ იყო დიდი ოროთახიანი, ძველი ბინა სოლოლაკში,ნახატებით სავსე.სასწავლებლის ფული რომ გადაეხადა თითქმის ყველა ნახატი გაყიდა,მხოლოდ 3 დაიტოვა,მისი მშობლების პორტრეტი იყო ერთ-ერთი,არქიტექტურულზე სწავლობდა,წარჩინებული სტუდენტი იყო,სამ ადგილას მუშაობდა, საჭმლის ფული რომ გადაეხადა,თანაც იმ პერიოდში საქართველოს მძიმე დღეები ედგა,საბჭოთა კავშირი და მთელი ამბები,ბოლოს ნელ-ნელა დაიწყო თავისი პროექტების გაყიდვა,ნელ-ნელა წინ წაიწია,მაგრამ რასაც შოულობდა პროექტების გაყიდვით თეთრს არ ხარჯავდა,ინახავდა რომ თვითონ გაეხსნა პატარა ფირმა,მერე გაიცნო დარია,დედაჩემი,ნახევრად უკრაინელი,არც ის იყო შეძლებული,თუმცა ისე შეუყვარდათ ერთმანეთი,მხარში ედგა დარია მამას და ასე ჯერ პატარა ფირმით დაიწყო მამამ,შემდგომ უფრო დიდით და ახლა კი ევროპაშიც აქვს თავისი ფილიალები,მაგრამ არასდროს არ გამოუყენებია თავისი სახელი რაიმეს მოსაგვარებლად,როგორც ამას სხვა მდიდრები აკეთებენ თბილისსში.მოკლედ შემდეგ გაჩნდა დემეტრე,4 წლის შემდგომ ტყუპები და ბოლოს მე..მას შემდეგ კი როგორც გითხარი ტყუპებთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა მაქვს.მათ არ აინტერესებთ არაფერი.დედასაც ცოტა თავში აუვარდა ეს ფული,როგორც ხდება ხოლმე,მე და დემეტრე კი მამას ვგავართ,ჩვენთვის მთავარი არაა ფული,მაგალითად დემეტრე ქირურგი გახდა ისე რომ მამაჩემს ერთი თეთრი არ გადაუხდია და დღეს ისი გერმანიაშია,მე კი იმისდა მიუხედავად რომ მამამ კაფე მაჩუქა, იქ მე მიმტანად ვმუშაობდი და პერსონალის გარდა არავინ იცოდა,რომ მე ვიყავი მფლობელი,რამდენჯერ უჩხუბიათ უკმაყოფილო ''სვეწკ'' სტუმრებს და შემდგომ მენეჯრი კი ძლივს იღებდა ხმას რომ ჩემთვის შენიშვნა ეთქვა.ნუ მოკლედ ჩაკეტილი ადამიანი ვიყავითქო,მეგობრები არ მყავდა ბევრი,კაფეს პერსონალთან ვიყავი კარგად,ჩემი ერთადერთი დაქალიც ჩემთან ერთად მუშაობდა მიმტანად,ნატა ჰქვია,სწორედ აქედან იწყება ყველაფერი..-მთლიანად წარსულსი გადაეშვა თამია..
...
2012 წელი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent