მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...3...
-სალამი ბიჭეეებს-მხიარული გაღიმებული სახით წევს სკამს და კი არ ჯდება, ეხეთქება.ღიმილითვე ათვალიერებს ბიჭებსაც,ისინი კი ჯერ გაკვირვებულები უყურებენ,მერე ეღიმებათ,თოკო კი გაფართოებული თვალებით უყურებს -ლევანის და ლუკაზე მსმენია,როგორ ხართ? აი შენ კი ვინ ხარ?-მიმართავს ერთ-ერთს და არ ცდილობს დასერიოზულებას. -ნინი რატომ არ მიჭირს მივხვდე რა გინდა? თქვი და წადი რა- აღელვებით ეუბნევა ბიძაშვილი -შენ რა გქვია_თქო,არ იტყვი?- ამეორებს კითხვას ისე, რომ თორნიკესკენ არც იხედება და არც მიმიკის შეცვლას ცდილობს -მე გეგა ვარ- ხელს აწვდის და სასიამოვნოთი იფარგლებიან. თუმცა ნინი აგრძელებს. - აბა ბიჭებო, ახლა მე მაინტერესებს მეოთხე მაჩოს რა ქვიააა???? -არავინ და რა კითხვებია ნინი?-ვეღარ ჩერდება თოკო -ამას თორნიკე ქვია-ამბობს გაკვირვებული და დაბნეული ლევანი -ვაიმე ჩემო სიმპატიურო,ამას თორნიკე მარტო დაბადების და პირადობაში უწერია,თორემ ისე ამართლებს სახელებს: იდიოტი,მატყუარა,გამყიდველი,აფერისტი და ასე შემდეგ-თორნიკესკენ მიტრიალდა ნინი და გააგრძელა-ახლა სერიოზულად გამყიდველო! თუ ყველაფერს არ დაფქვავ და შენც კარგად იცი რა მაქვს მხედველობაში,გეფიცები ვიზრუნებ რომ არც ერთ ნორმალური ტანის და ტვინის მქონე გოგომ არ შემოგხედოს.არანორმალურებთან შენ თავადაც არ გაივლი-აყრის სიტყვებს,ნიშნისმოგებით უთამაშევს წარბებს და იღიმის. -კაი დაიკო რაზეა ბაზარი,მე გეტყვი-იწყებს ენაწყლიანი ლევანი-შენნაირ გოგოს თუ ჩვენი ძმის გაცნობა გინდა ჩვენ ხელს შეგიშლით? მოკლედ... -ოე ოე-აჩერებს თორნიკე-საჭირო რომ ყოფილიყო ის აქ არ იქნებოდა?ვერაფერსაც ვერ გეტყვი,ხომ იცი ნინ როგორ მიყვარხარ მაგრამ ვერ გეტყვი. სხვა რამე მთხოვე. -ბიჭო ახლა ისე ნუ გადამიყვან ჭკუიდან, რომ ჰაუსს გავუსწრო, შენ იცი მე და ქეთა რა ვართ ერთმანეთისთვის? რომ მითხრას შენზე მოკალიო ხო იცი რას ვიზავ? შენ თუარა თავს მაინც მოვიკლავ. -შენ რატო უნდა მოიკლა?-სერიოზულად ჩაფიქრდა ლევანი -რავიცი რაღაც ხო უნდა მეთქვა?-თვალები აატრიალა ნინიმ. ქეთა შორი ახლოს ტრიალებდა და შიგადაშიგ უსმენდა შეკრებილებს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მივიდა,სკამი გამოწია,დაჯდა და თორნიკეს შეხედა -ვაახ გოგოები გვემატებიან ტო?!-ჩაიცინა ისევ ლევანმა. ლუკა და გეგა ჯერ ვერ გარკვეულან რა ხდება და სუჩუმეს არჩევენ. -თოკო გოგოს ნომერს, რომ სხვას აძლევ დაუკითხავად, მაგას მგონი რა ქვია კი იცი ხომ?-მიანიშნა ქეთამ -რა? არავისთვის არ მიმიცია არავის ნომერი,რა დაკითხვა მომიწყეთ?- გაბრაზება და ანერვიულება დაეტყო ხმაში,მაგრამ ქეთა მხოლოდ მის მოწყენილობაში ხედავდა უჩვეულობას,თუმცა ნინი რის ნინი იყო. -თოკოოოოოოო! რა ქვია იმ გოგოს ნომერი რომ გაგიგეეეე??? გამახსენეეეე? მგონი ლინდა???? არაააა.... -დაანებე იმას თავი-შეუღრინა თოკომ. -ააა ლანაა,ლანაააააა...საყვარელი გოგოა,მაგრამ იცის გეი რომ ხარ და გოგოები პრესტიჟის გამო გინდა? ლევანს,ლუკას და გეგას ყბა ერთიანად ჩამოუვარდათ და ინსტიკტურად დაიხიეს უკან. -რააა?-ყველას დაასწრო ლევანმა -აუ ერთმანეთს თქვენ საიდან იცნობთ?-ხმა ამოიღო გეგამ -ჩემი.... -ჩემი ყოფილია,მეც ისე მომატყუა როგორც ყველა გოგო-შეაწყვეტინა ნინიმ და გადაიკისკისა -გოგო ზედმეტები მოგდის-იღრიალა თოკომ- ჩემი ბიძაშვილია -აუ რა უჟმურია- დაიჭყანა ნინი,ბიჭებმა კი ერთიანად ამოისუნთქეს. -ქეთაა თავად დაგელაპარაკება გთხოვ-შეეხვეწა თოკე -აუ ეს ის ქეთაა?? -ქეთაა? -ამიტომ გაიქცააა?- ერთმანეთს ცვლიდნენ ბიჭების კითხვებით... -თავი ინდურ სერიალში მგონია,აბა კიდევ ერთხელ იკითხეთ თავიდან,ქეთიიი, ქეთაა ქეთუსა ქეთევანი კიდე ბევრნაირად შეიძლება!-გაიღიმა ნინიმ. ქეთი დაიბნა,თოკოს გადახედა და უთხრა -მომისმინე თუ გინდა კიდევ დაგელაპარაკო გადაეცი,ერთი განებივრებული ქარაფშუტა გოგო არ ვეგონო,თუ რამე საქმე აქვს მოვიდეს და მითხრას,თუარადა საერთოდ დაივიწყოს ჩემი ნომერი,ან გამოვცვლი და ისე ვიზავ ნინის გარდა არავის ეცოდინება.-ადგა და გაეცალა ბიჭებს. -დამელოდე ქეთ-დაუძახა ნინიმ შემდეგ კი ბიჭებს მიუტრიალდა-კარგით ჩემო სიმპატიჩკებო კარგები ხართ მაგრამ უკვე დაგასწრეს რა ვქნა საქმრო მყავს ...აბა ჩაგქისეეეეთ... -ყურადღება არ მიაქციოთ ბიჭებო ეს სულ ასეთია-ბობეზრებულად გაიქნია თავი ბიჭმა -მაგარი გოგოა ძალიან,შენ კი სულელი -მიუბრუნდა გეგა. ნინი და ქეთა დახლთან მივიდნენ. -იცი ნინ გაბრაზება მინდა მაგრამ რაღაც ვერ ვბრაზდები თორნიკეზე. მოკლედ რომ ვთქვა არ ვიცი რა გავაკეთო რა. -მე გეტყვი გინდა? -არა. არ მინდა,იყოს-გაეღიმა და მეგობარს თვალი ჩაუკრა -მაინც გეტყვი,დაიკიდე ყველაფერი და მიყევი დინებას რა. ცუდი ბიჭი არ იქნება -დაინახე მაინც?მე ეგეც ვერ მოვახერხე -ოხ მე ხო რას ამბობ.კარგი წავედი ქეთ გაკოცე და იცოდე შენთან ვარ... მშვენიერო -კარგი სულელო,მეც დავამთავრებ და წავალ სახლში. ბიჭებიც მალე წავიდნენ თუმცა თოკო კიდევ ერთხელ მივიდა ქეთისთან და ბოდიში მოუხადა. -ცუდი ტიპი არაა,მაგრამ ისიც ვიცი შენ როგორი ხარ,თუ არ გინდა დაველაპარაკები. -კაი თოკო... შეხვედრამდე. საღამოც მოვიდა და ქეთა უკვე სახლის გზას დაადგა,ფიქრობდა დღევანდელზე და რას გრძნობდა არ იცოდა,ვერ გაეგო თუ ის ადამიანი წერს და უნდა რომ ეკონტაქტოს და ურთიერთობა ქონდეს, კაფედან რაღატო გარბის. რას მალავს,თუმცა რა ქეთის საქმე იყო. თავის თავს შეუძახა გოგონამ რომ ამაზე არ უნდა ეფიქრა. არ იყო ვალდებული და არც სურდა. ამასობაში სახლშიც შევიდა,დედ-მამა უკვე მოსულები იყვნენ. -შვილო მე რისთვის ვმუშაობ?-კითხა ვახტანგმა როცა ქეთას სახეზე დაღლილობა ამოიკითხა -ვიცი რომ მხოლოდ ჩემთვის ირჯებით მამა,მაგრამ მეც მინდა ვიმუშაო და გთხოვ უარს ნუ მეტყვი რა. თან არც დამღლელია და საღამოსაც სახლში ვარ,უნივერსიტეტშიც ხელს არ მიშლის. - კარგი შვილო კარგი,უბრალოდ მხოლოდ შენ გვყავხარ და არ მინდა რამე გაგიჭირდეს -ვახტანგი სიტყვებში უზომო სევდა იგრძნობოდა რომლის დამალვასაც ყოველთვის ცდილობდა. ქეთამ ცოტა ხანი ტელევიზორთან გაატარა ოჯახურ გარემოში,შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა. მეორე დღეს უცნობის ფიქრში გაეღვიძა,რაღა ნაირად დაღლილს. თა ი გაიქნია იქნებ ცოტა გამოვფხიზლდეო,მოემზადა,ნინოს გაუარა და უნივერსიტეტში წავიდნენ. ვერც ლექციებს დაუდო გული.იქიდან კაფეში წავიდნენ, მუშაობა ახლა ყველაფერს ერჩივნა,გულსაც გადააყოლებდა და გონებასაც. საღამოს,მენეჯერმა მოინახულა და უთხრა, რომ სამ დღეში დაბადების დღის ფართი ტარდებოდა მეორე სართულზე,რაც უფრო რესტორნის სტილში იყო და გარედან ცალკე ასასვლელიც ქონდა.ამიტომ შენ კაფეში დილიდანვე უნდა იყო,შენი შემცვლელები მაღლა იქნებიანო. კარგიო დაეთანხმა ქეთა და გულში კი უამრავ მადლობასაც უხდიდა თავად რომ არ გაუშვა მეორეზე. სახლში მისულმა მსუბუქად ივახშმა და დაღლილმა მალე დაიძინა, დილით, რადგან დრო ქონდა,კონსპექტებზე იმუშავა და სასწავლებლისკენ გაემართა. თავის ადგილი დაიკავა და ნინიც გამოჩნდა -აბა როგორ ვართ მე და ჩემი მაჩოო? -შენი მშვენიერი კარგადააა,ის კი არ გომოჩენილა ეს ორი დღეა. ალბათ თოკო ელაპარაკა -ოჰ,უცბად არ დამფრთხალიყო. თავად არ უნდა ეტყობა თორემ,ჩვენ რო ბიჭები ვიყოთ მარტო ჩემ თქმაზე დაშორდები გოგოს?არა რათქმა უნდა. აუ ისე ეს იდეა მომწონს. ბიჭი რომ ვიყო თოკოს ლანას ავახევდი-და ლამის გადაბჟირდა თოკოს სახე რომ წარმოიდგინა -ო საიდან მოგდის ეგ აზრები რა. ისე ბიჭი რომ ვიყო მე ვაჩეს ავახევდი არ გაჩენილ შეყვარებულს. აბა ახლა რას იტყვი?-წარბების თამაშით მიუბრუნდა ქეთა -ო კაი იმან რა დააშავა?-ვითომ გაიბუტა ნინი. -ბავშვები ვართ-სიცილით ჩაილაპარაკეს გოგოებმა შემდეგი დღეც ნორმალურად, ჩვეულებრივ გაგრძელდა,ქეთას თითქმის დაავიწყდებოდა ეს უცნობი,ნინის ყოველ წუთში რომ არ შეეხსენებინა. -როგორ ხარ ჩემო მშვენიერებავ?-კარების გაღებისთანავე შეციცინა -კარგად სიხარულო,შენ? შემო,დღეს ხო დარჩები? -თუ ამას კარგად ქვია კი,დღეს მაიკომ,ჩემს ქვემოთ რომ ცხოვრობს,ბავშვი დამიტოვა გოგო და მთელი დღე ვიღაც თურქ მსახიობზე იძახდა დაურეკე,ჩამოვიდეს მიყვარსო,ლამის შევიშალე ამხელა ქალი,ჩემი თავისთვის ვერ მიმიხედია,სიყვარულობანას თამაში მინდა კიდო?-ძლივს ამოისუნთქა -კაი ნინ პაწუკელაა. აუ ხვალ მთელი დღე კაფეში რა გაძლებს რა-დაიწუწუნა ქეთამ -ტყუილად წუწუნებ,შენი ნება იყო,ვინმე გაძალებდა? -კაი ხო წამო დავიძინოთ რა. ერთმანეთზე ჩაფსკვნილები შევიდნენ ოთახში,ჩაწვნენ და რამდენიმე საათში კიდეც დაიძინეს. დილით შედარებით შემართებით გაიღვიძა ქეთამ,ნინელი და ვახტანგიც სოფელში მიდიოდნენ რამდენიმე დღით, ამიტომ სახლში მხოლოდ ნინის ტოვებდა. წყალი გადაივლო, მუქი ჯინსი,კედები და შავი მაიკა გადაიცვა თმები გაიშალა,მაკიაჟი გაიკეთა და გავიდა. შუადღემდე დრო ისე ნელა მიდიოდა გულში ყოველ წუთს ლანძღავდა მენეჯერს ქეთა,ასე დილაადრიან რას მომარბენინა,ხალხი მაინც არარიო... შუადღიდან კი ხალხმაც იმატა. მაღლიდანაც ჩამოდიოდნენ,გოგონა ვერ გარკვეულიყო რატომ თუმცა თავის საქმეს კი აკეთებდა. საღამოს მენეჯერისგან ახალი ინსტრუქციები მიიღო,კაფე თავის დროსთან შედარებით გვიან დაეკეტა რადგან ხალხი იყო. ქეთასაც რა შეეძლო. კაფეშიც უკვე ცოტა ნასვამ ან ძალიან ნასვამ ხალხმაც იმატა,ერთ-ერთ მაგიდასთან რამდენიმე კაცმა დაიძახა,გოგონას შეკვეთა მიცა, მაგრამ შეკვეთა საერთოდ არ აინტერესებდათ,ქეთის უყურებდნენ ისეთი დაჟინებით და მშიერი თვალებით, თითქოს რამდენიმე დღის მოშიებულებს ახლა დაენახათ საჭმელი,რომელსაც ჯერ არავინ მიკარებია. ქეთა ბართან მივიდა ღრმად ამოისუნთქა,შეკვეთა ერთი ჩასუნთქვით მიუტანა და სასწრაფოდ გაერიდა მაგიდას. ცოტა მოსულიერება არ მაწყენდა გაიფიქრა და გამოსაცვლელისკენ წავიდა როცა ვიღაც თმებში წვდა,ყურთან ძალიან ახლოს მისი სუმთქვაც ეცემოდა რომელიც სასმლის და სიგარეტის ნაზავი უფრო იყო. -შენნარი ლამაზებით იწყება ყველაფერი,არ უნდა იყო ასე ლამაზი.-ქეთის თვალები ცრემლებით აევსო,არ იცოდა რა ექნა. უცნობმა კედელზე სახით ააკრა და ხელები გაუკავა.ქეთიმ ფართხალი დაიწყო,პირი უნდა გაეღო და დაეყვირა რომ თითქმის ნაცნობი ხმაც გაიგო. -შენთვის არ უთქვამთ,სხვის გოგოს არ უნდა გაეკაროო?? ჰა? - უღრიალა ხმამ. ქეთას ხელები გაუთავისუფლდა სწრაფად შემოტრიალდა და დანახვა ვერც მოასწრო ისე წაიქცა მის ფეხებთან ვიღაც. მეორე ზევიდან დაადგა,ჩაიცუცქა, ცოტა წამოწია წაქცრული და კბილებში გამოსცრა -ახლა აქედან წახვალ შენი ახვრებიანად და მარტო ამ გოგოს კი არა, იმ ხალხსაც არ გაეკარები, სადაც ეს გოგო მოძრაობს,წინააღმდეგ შემთხვევაში დედას მოგ****** შენც და იმ შენს დამქაშებსაც. მიწაში ჩაგდებ იცოდე,და გაითვალისწინე კეთილი მხოლოდ ერთხელ ვარ. სხვა დროს აღარ გადამეყაროთ! - წამოდგა,ქეთას ხელი გაუწოდა და გოგონამაც ინსტიქტურად ჩაკიდა ხელი,ჩანთა აიღო და გარეთ გამოვიდა ისე, რომ ბიჭისთვის ხელი არ გაუშვია,გრილმა ნიავმა ცოტა აზრზე მოიყვანა,თითქოს მაშინ გაიაზრა ყველაფერი. ცრემლები თავისით წამოვიდნენ. -კარგად ხარ? დამშვიდდი რა გთხოვ,ვეღარ მოგეკარება,აღარც კი შემოგხედავს ყველაფერი კარგადაა-რადიკალურად შეცვლილ ბიჭს,ქეთას სახე ხელებში ქონდა მოქცეული ცრემლებს წმენდდა და თან ამშვიდებდა. ქეთამ მხოლოდ ახლაღა შეხედა ბიჭს. მაღალი,შავგვრემანი,თხელი წვერით,ლამაზი თაფლისფერი თვალებით და ვარდისფერი ტუჩებით -მაპატიე მე... მე მადლობაც ვერ გითხარი,არც კი გიცნობ- ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა გოგომ -კარგი მშვენიერო. ირაკლი მქვია -მე ქეთა... და მასე ნუ იღიმი-სასაცილოდ გაბუსხა ტუჩები -რატომ?-ახლა უფრო ფართოდ გაღიმება ცადა ბიჭმა -იმიტომ რომ მე ვტირი -შენ რა კარგი ბავშვი ყოფილხარ,მოდი სახლამდე გაგაცილებ კარგი პატარა?-თვალი ჩაუკრა ირაკლიმ -პატარას ნუ მეძახი,მე შენი პატარა არ ვარ. სახლი შორია და შენი ხმა... - ჩემი ხმა, რა? რა ჭირს ჩემ ხმას? -არაფერი დაივიწყე-უდარდელად აიქნია ხელი ქეთამ -სახლი თუ შორია, მე დიდი ვარ, ამიტომ პატარა გოგოს თავისუფლად მივიყვან მანქანით,მაგრამ თუ პატარა გოგოს ფეხით ურჩევნია,არც დიდი ბიჭი იქნება წინააღმდეგი. აუ ქეთ რა დებილი ხარ,რა თქმა უნდა სულ დაგავიწყდა ტრანსპორტის არსებობა,ფიქრებში დატუქსა საკუთარი თავი,ბიჭს კი ღიმილით შეხედა -ტაქსი გამიჩერე რა -კარგი გავისეირნოთ პატარავ-ისევ ღიმილი -მგონი ვერ გაიგე რა ვთქვი ხო? და პატარას ნუ მეძახითქო -მომისმინე პატარა ქალბატონო,მე და შენ გავისეირნებთ, რომ ცოტა დამშვიდდე,მერე, როცა მეტყვი ტაქსსაც გამოგიძახებ,ლიმუზინსაც და თუ გინდა ტროლეიბუსაც, კარგი? აღარ შედავებია გოგონა, დამშვიდება მართლა არ აწყენდა. -აბაა,ხმას არ ამოიღებ მშვენიერო? მგონი შენ შეყვარებულთან სალაპარაკო გექნება არა?-გვერდი გვერდ მიდიოდა წყვილი -რა? არა...რაზე?-დაიბნა გოგონა -რაზე? შენ რა კიდე აპირებ იქ მუშაობას? სერიოზულად? -ა არა,არა აღარც მივალ.... და ასახსნელი მხოლოდ მშობლებისთვის მექნებოდა,მაგრამ ქალაქში არ არიან,ამიტომ ჯობია დავივიწყო. -ხო მასე აჯობებს მშვენიერო-უმნიშვნელოდ ჩაეღიმა - გოიმურად გამომდის, მაგრამ მშვენიეროც არ გინდა რა. აქამდე არ დამინახიხარ კაფეში...-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა გოგონამ - ყოველთვის ასეთი მკაცრი ხარ? შენ არ დაგინახივარ? კაფეში? გაუკვირდა ბიჭს -ხო,რატო გიკვირს? -არა,ალბათ არ დავდიოდი-ორაზროვნად ჩაილაპარაკა ბიჭმა. ლაპარაკში ისე მივიდნენ სახლამდე, რომ ვერ გაიგეს. -მოვედით -აქ ცხოვრობ?-აღნიშნა ირაკლიმ -კი.... არ შემოხვალ? .....ყავაზე დაგპატიჟებ ან ჩაიზე...... მადლობა ხომ უნდა გადაგიხადო?- ძლივს მოაბა თავი სათქმელს -მოდი ასე ვქნათ,ახლა ღამეა უკვე და მე წავალ. მადლობის გადახდა კი სხვა დროს შემოვინახოთ, კარგი მშვენიერო?-მშვენიერო,მშვენიერო ისევ მშვენიერო. -ყოველთვის ასეთი ჯიუტი ხარ? -შენ ყოველთვის ასეთი მკაცრი? ცალი წარბი აწია ბიჭმა და გაუღიმა. გოგონას აღარაფერი უთქვამს ისე შევიდა სახლში,შუქი აანთო და დაინახა ნინი,რომელსაც დივანზე ჩოძინებოდა,ფეხის ხმაზე გაეღვიძა. -როგორ ჩაიარა ქეთ?-ნამძინარევი ხმით წარმოთქვა -ადე ჩაი დავლიოთ და ყველაფერს მოგიყვები კაი? დივანთან მოკალათდნენ ჩაის ფინჯნებით და ქეთამაც დაქალს ყველაფერი უამბო. -ვახ კიდევ ერთი მშვენიერი, მშვენიეროოო-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და დაამატა-გოგო სიმპათიური თუა,ხომ არ მარცხვენს? -კიი,შენ და ის უნდა გაგაცნოთ ერთმანეთს. ისე დაშაქრავთ ერთი მეორეს,იქნებ იმან დაგასერიოზულოს და შენ ის სიამაყე და სიჯიუტე მოუსპო -ვატყობ ვიღაცას, ვიღაცის სიჯიუტე, აჯიუტებს და აჯაჭვებს-ბევრი ჯ-ები ვარახუნე?- დაჭყანვით კითხა დაქალს -ლოგოპედის ნომერი გინდა მოგცე?-ვითომ დასერიოზულდა ქეთი -გოგო ლოგოპედი მიუყვანე იმ შენს ფარულს, ამ შხვართალა გოგოს რად მინდა? -ნინ 165 სმ ხარ-შეახსენა დაქალს -მეც ეგ არ ვთქვი, მაგარი ვართქო -აუ შენი გომოსწორება ხო- აღარ დაამთავრა ქეთამ- კაი წამო დავიძინოთ თორემ ბოდვას დამაწყებინენს ტვინი დაღლილობით. -კაი წამო მარა იმ ბიჭს რა ქვია? ხო იკაკოს მადლობა როდის უნდა გადაუხადო? ხვალ დაგირეკავს? -იკაკო ვინაა? არ იცის ჩემი ნომერი -აბა შენ იცი იმისი? -არა არც მე არვიცი -მხრები აიჩეჩა ქეთამ - გოგო იკოსაც მოეწონე,შენც მოგეწონა და ნომი არ გაგიცვლიათ? და მერე მე მეტყვი ვერ ხარო,რომელია ჩვენს შორის დალაგებული? ლოგოპედი თქვენ უფრო გჭირდებათ, იქნებ გამარჯობის მერეც თქვათ რამე, როგორც ჩვეულებრივმა ხალხმა. -აუ ნინ ირაკლი ქვია ირაკლი,არც აკაკუნა და არც იკო. -შეხედე რა, ვინ თქვა აკაკუნაო? რატომ უმახინჯებ ბიჭს სახელს? ისე შენ მადლობა არ გითქვამს იკაკოსთვის და მე რას მეუბნევი?-მხარი გაკრა დაქალს და დაწვა მაშინათვე. ქეთამ თავი გააქნია -უძილობას გისურვებო ესღა უთხრა და ბალისში ჩარგო თავი. -მერე მე თუ მეღვიძება შენ რას გამიკეთებ არ გიფიქრია?-ნიშნისმოგებით მიმართა ნინიმ -კარგი დაიძინეეეეეეეეეეეეე. -აბა ნუ იწელებიოოო? -კაი ნინ ძილს და კოშმარებს გისურვებ გაწყობს? -თვალებში ჩააშტერდა ქეთა -ბარემ გეთქვა მე დაგესიზმროო- უჟმურო! ძილინების. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.