შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლელო (თავი 12)


30-03-2017, 17:46
ავტორი japara
ნანახია 1 636

ორშაბათის დილა გათენდა. სოფელში ადრე გაღვიძებას მიჩვეულმა თავი 7 საათზე წამოვყე ბალიშიდან. მოვემზადე. კარადა გამოვაღე და მგონი ცხოვრებში პირველად დავფიქრდი რა უნდა ჩამეცვა სკოლაში. აქამდე ყოველთვის ერტნაირად ხდებოდა, მხოლოდ ფერებს ვარჩევდი, არაფრის ფორმას, ავარჩევდი შესაფერის ფერებს და ვიცმევდი. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ახლა მაქსიმალურად შევეცდები ყველაფერი ნათელ ფერებში დავინახო, რადგან მუქი უკვე ბევრია. ადამიანის გაცნობისას ყოველთვის კარგს ვეძებ მასში და ამიტომაა დედას გამართლებას ბოლომდე რომ ვეძებდი და ვიპოვე კიდეც. ხოდა ახლა ყველაფერს ასე მოვეკიდები, თუ ცუდი მოხდება, სხვა მხრიდან შევხედავ და კარგად აღვიქვამ. ეს ყოველთვის გამომდიოდა, მაგრამ ახლა გადავწყვიტე ცოტა სხვანაირი ვყოფილიყავი. თეთრი პერანგი და შავი ტყავის შარვალი ჩავიცვი. ცემი სწორი, მხრებიდან ოდნავ ჩამოშვებული თმა ავიწიე და კიკინა გავიკეთე. პერანგი ბოლო ღილამდე შევიკარი. საშინლად ოფიციალური ვიყავი. ტელეფონის წკრიალმა ფიქრებიდან გამომარკვია. ალემ მომწერა სკოლაში ხომ მიდიხარო. მეც ჩემს სარკეში სურათი გადავიღე და გავუგზავნე. “მაკიაჟი?”
“ მე და მაკიაჟი? როგორ გეტყობა, რომ საერთოდ არ მიცნობთ, ბატონო ალექსანდრე.”
“ შენ პუნქტუაციას სულ ასე აქცევ ყუარდღებას თუ ოფიციალურობა გინდოდა”
“ ყოველთვის.”
“ მაკიაჟი გაიკეთე რა”
“ გაგიჟდი? ჯერ ერთი, არ მიყვარს. მეორეც, სკოლაში მაკიაჟით რომ მივიდე, ჩემი კლასელები და განსაკუთრებით ბიჭები გადაწყვეტენ, რომ სახეზე მოფერება არ მაწყენდა და ამიზელენ ყველაფერს. მანამდე კიდე ძაან მაგრად დამცინებენ.”
“ გთხოვ.”
“ შანსი არ არის.”
“ გეხვეწები”
“ მეხვეწე მერე. მიყვარს ბიჭები რო მეხვეწებიან.”
“ ხო გითხარი ეგრე ნუ ღადაობ-თქო.”
“ კაი ეთი… კიდე ლა გინდა? კალაქიანი პული?”
“ მაკიაჟი გაიკეთე და რასაც გინდა გავაკეთებ.”
“ მე რასაც მინდა იმას ისეც გაგაკეთებინებ. “
“ აუ კაი რა… ნიკუშას თავს გაფიცებ.”
“ დაფიცება არ მიყვარს.”
“ თუ გიყვარვარ”
“ ჩემს სიყვარულს ეს არ განსაზღვრავს”
“ ხმას არ გაგცემ”
“ გამცემ”... გავიდა ხუთი წუთი. მე ნიკუშას ტანსაცმელს ვამზადებდი და თან ალეს ველოდი. “ მართლა გაიბუტე?”; “ ალე…”; “ ისმის მანდ? კაი რაა”; “ რას ბავშვობ ალე!!”; “ რა გინდა რას იბუტები?!!!!” უკვე ნერვები საშინლად მომეშალა. მთელი 20 წუთი არ მპასუხობდა. “ როგორც გინდა”. მივწერე და ტელეფონი ლოგინზე მივაგდე.
“ როგორც მინდა რა, მაკიაჟს გაიკეთებ?”
“ არა. როგორც გინდა ისე მოიქეცი-თქო.”
“ ქალო, მაკიაჟი გაიკეთე-მეთქი სკოლისთვის კი არ გეუბნები.”
“ აბა?”
“ სულ არ მინდა მაკიაჟით იარო, დარწმუნებული ვარ, ასე უფრო ლამაზი იქნები. უბრალოდ მაინტერესებს. გაიკეთე და მოიშორე ისევ.”
“ კაი.”. მის წერის მანერაზე გამეცინა. უკვე ისიც მძიმეებით წერდა ისე, რომ დარწმუნებული ვარ არც კი შეუმჩნევია. სახე სუფტა მაქვს თუმცაცოტა ფერი მაინც მივეცი, შინდიფერი პომადა წავისვი ჩემს საშუალოზე ოდნავ პატარა ტუჩებზე და თვალებიც როგორც იქნა დავასრულე. სურათი გადავიღე და ალეს გავუგზავნე. “დაკმაყოფილდი?”
“ვაიმე!!! ასე გარეთ არ გახვიდე.”
“ხო გითხარი არა-თქო? არ გამომდის საერთოდ!”... “მოიცადე, ეგეთი საშინელებაა?”
“მომპარავენ შენ თავს გოგო, მოიშორე!!!”
“კლიშე! კლიშე! ბანალურო!”
“არ თქვა, რომ არ მოგეწონა რაც გითხარი!”
“მაინც ბანალურია.”
“მიყვარხარ”
“ვიცი”. სახიდან მაკიაჟი მოვიშორე. ეს ყველაფერი რაც გამოვიყენე, დედამ მიყიდა ადრე, ეგონა გოგო ოდესმე გავხდებოდი, მაგრამ… ეს პომადა ძალიან მომეწონა ჩემს სახეზე… და “ტუშიც” მიხდებოდა, რომელიც წამწამებზე მესვა. დავიტოვებდი, მაგრამ მაინც დამეზარა სკოლაში ასე გადაპრანჭული წასვლა. ფეხზე “ნაიკის” “კორტეზები” ჩავიცვი და ახლა ნიკუშა გავამზადე.

მამას დღეს დილით რაღაც შეხვედრა ჰქონდა და ადრე წავიდა. მე მისმა მძღოლმა მომიყვანა. მოსამართლეა და მთელ ამბებში ვართ…
მანქანა ზუსტად სკოლის წინ გააჩერა. გადავედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ორშაბათი, 26 მარტი, მე დღეს სხვანაირი ცხოვრება უნდა დავიწყო! უფრო ნათელი და ბედნიერი!
სკოლის წინ, ჩემგან საკმაოდ მოშორებით ბიჭების დიდი ჯგუფი იდგა. თვალები მოვჭუტე, რომ ნაცნობი სილუეტი მეპოვნა. და აი ისინიც. თორნიკე და გიორგი რაღა თქმა უნდა იქ იდგნენ სხვა კლასელ ბიჭებთან ერთად და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. სანახავად მივიდოდი, მაგრამ იქ სხვა სკოლელებიც იყვნენ, ვინც მაგრად არ მევასებოდა და არც იმათ ვეხატებოდი დიდად გულზე. ხოდა გვერდის ავლა დავაპირე, როდესაც ჩემმა ერთერთმა კლასელმა ხელი აწია და ბოლო ხმაზე იბღავლა.
- მედიკო მობრძანებულა! - ჩემსკენ გამოიქცა და ძაან მაგრად ჩამეხუტა. - მთელი ორი კვირა არ მინახიხარ ბრატუხ.
- კაი ნიკა. მეც მომენატრე, მარა მომშორდი ახლა. - ნიკა ძალიან თბილი ბავშივია და ჩახუტებაც უყვარს. ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩემ უახლოეს ძმაკაცებს შორის არ არის. ბიჭები მოვიდნენ და სათითაოდ გადავკოცნე ყველა. გიორგიმ ზურგში ხელი მთელი ძალით დამიტყაპუნა და კეთილი იყოს შენი დაბრუნებაო, რასაც ქვია, მიბღავლა. მერე ის სკოლელებიც ჩემსკენ წამოვიდნენ. რამოდენიმე გადავკოცნე და რამოდენიმეს უბრალოდ სიტყვიერად მივესალმე. ერთის გარდა ყველას…ის ერთი თვალს მარიდებდა და რამდენჯერაც გამომხედავდა მის უარყოფით ემოციებს მირტყავდა თავში.
ეს ვიღაც ჩემზე ერთი წლით დიდი იყო, მაგრამ კალათბურთის გამო საერთოდ არ ეტყობოდა, რომ სკოლის მოსწავლე. იყო დრო, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. აი მაგისნაირი ნამდვილად არავინ მყოლია. ყველაზე მგძნობიარე იყო. დღემდე ყველას ცივი, უხეში, მატყუარა გველი ჰგონია, მაგრამ მე კი ნამდვილად ვიცი ვინ და როგორიცაა. ჩაკეტილი ბავშვია. არასდროს არავისთან ულაპარაკია ბოლომდე გულახდილად, ჩემს გარდა. მისი მშობლები გაყრილები არიან და მის ოჯახს დრამა არ აკლდა არასდროს, თავისი გადმოსახედიდან. ხოდა ყველაფერს მე მიყვებოდა. ერთხელ ც კი უნდოდა. ფანჯრის რაფაზე იდგა, თან მთვრალი! და ბოლო წუთებში დამირეკა. როგორ ტიროდა. არავისთვის არ უთქვამს არც მას და არც მე. გავიდა დრო და ჩემი და მისი საშინელი ხასიათების საშინელი შეუწყობლობის გამო, ყველაფერი დამთავრდა. უკვე მთელი წელი გავიდა, რაც ერთმანეთთან საერთოდ არ გვილაპარაკია. მიუხედავად ამისა, დღემდე გვაკავშირებს ის საიდუმლო, რომლისაც ასე რცხვენია. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ აქვს იმის შიში, რომ გავცემ. ის მე მენდობა. ამ ადამიანმა ძალიან შემცვალა. ყოველთვის მეგონა, რომ არავის არ უნდა ვენდო ბოლომდე (თუმცა რატომღაც ამ მხრიდან არც გიორგისთვის შემიხედავს და არც თორნიკესთვის), მაგრამ მან მასწავლა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც პრინციპების დავიწყება ღირს. ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ თვალნათლივ დამანახა, რომ ის, რაც შეიძლება ხალხმა სხვა ადამიანზე მოგიყვეს, შეიძლება აბსურდი იყოს. სანამ ამ ბიჭის მეგობარი გავხდებოდი, საშინლად დამაინტერესა პირველივე შეხვედრიდან. მისი სიუხეშე, სიცივე, ცინიზმი… აშკარად რაღაცას მალავდნენ. ისევე როგორც მე. მაგრამ ის უფრო უხეში იყო. ის დამცინავიც იყო, რასაც ვერ ვიტან. ვიცი, რომ ადამიანები, ვინც სხვას დასცინიან, თვითონ მალავენ კომპლექსებს. ხოდა საშინლად დამაინტერესა ბიჭმა, რომელიც აშკარად ბევრ რაღაცას მალავდა. ყველა მაფრთხილებდა, არ დაუახლოვდეო. მატყუარაა და გულს გატკენსო. შენდამი არაფერს გამოხატავს ცუდს, მაგრამ ზურგსუკან გაგჭორავს და ყველაფერს გათქვამს რასაც ეტყვიო. მე მათ არ დავუჯერე. თავიდან ფრთხილად ვიქცეოდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მეგონა ურჩხული უნდა გამეცნო და სინამდვილეში უბრალოდ დაუცველი ბავშვი იყო. ის ბოლომდე დამეყრდნო მე. მეც, თითქოს გული მიგრძნობდა რომ რაღაც მოხდებოდა, ერთხელ ვუთხარი, შენს “ახლო” მეგობრებთან ფრთხილად იყავი-თქო. არ დამიჯერა. ხოდა ერთ კვირაში ჩემთან მოვიდა. თავისი მეგობრის მინაწერები წაუკითხავს სხვასთან და განადგურებული იყო.
რამდენი რამ არის რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით. დღემდე არავინ იცის ჩვენს გარდა, ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის. ის იყო ადამიანი, ვისაც ჩემს ოჯახზე მეც ბოლომდე გულახდილად ველაპარაკებოდი. ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა და ახლა, ჩემს საქონლებთანაც თავისუფლად ვლაპარაკობ ყველაფერზე. მაგრამ ყველას ჰგონია, რომ ჩვენ ან ერთმანეთი გვიყვარდა ან რამე… არავის ესმის და ვერც გაიგებენ.
ვიდექი სკოლის წინ, ბიჭების დიდ ჯგუფთან ერთად, რომლებმაც ლაპარაკი “ჩემთან ერთად” განაგრძეს. ფიქრებიდან თორნიკეს ყვირილმა გამომაფხიზლა.
- ალესთან დაფრინავდი გვრიტო?
- არა, ბატო!- ცინიკურად გავუღიმე და ჩემს ძველ მეგობარს, აკოს, გავხედე, რომელიც ასევე ჩაფიქრებული მიშტერებოდა რაღაცას. - მე შევალ.
- აკო, შენც ხო თქვი მეჩქარებაო? - მხარზე დაუტყაპუნა მეგობარმა.
- ჰა? რა? რას მიტყავ ბიჭო!
- ხო თქვი მეჩქარებაო. შეყევი ამას.
- ვინ ამას? შევყვები ხო! - თქვა და როცა დაინახა რომ სკოლისკენ მე წავედი ადგილს შეეყინა. ძმაკაცს ჩუმი პირის მოძრაობით თბილად შეაგინა და გამომყვა. ორივეს მესამეზე გვქონდა კლასი. კიბეებს ჩუმად ავუყევით და მეორე სართულზე სიჩუმე მან დაარღვია.
- როგორ ხარ?
- კარგად. - ცივად ვთქვი, ისე რომ მისთვის არც კი შემიხედავს.
- დედაშენზე ვამბობ. მართლა, როგორ ხარ?
- უკეთესად. - მაჯაში ხელი წამავლო და შემომაბრუნა.
- ჩემთან ლაპარაკი ყოველთვის შეგიძლია.
- უკვე აღარ მჭირდება. - გავიღიმე და საშინლად გავბრაზდი. ყველაფერი როგორ დამთვრდა იცით? უკითხავად პირველად დავიწყე იმაზე ლაპარაკი, როგორ ვიყავი. აქამდე ჩემზე არასდროს ვიწყებდი ლაპარაკს და მითხრა არ მაინტერესებსო. არაფერია ისეთი მაგრამ… საშინლად მეწყინა. მერე ბოდიშს ბევრჯერ მიხდიდა. მე კი ვუთხარი არ მაინტერესებს-თქო. ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი, მაგრამ ყველაზე კარგად დამამახსოვრდა სიტყვები: “არ მაინტერესებს.”
- მე მჭირდება.
- ხო? - ცინიკურად ჩავიცინე.
- ხომ იცი რო მაგ ცინიზმით მე ვერ მომატყუებ? გეგონება არ გიცნობდე!
- იქნებ აღარ მიცნობ?
- მჭირ… დაივიწყე… - ხელი გამიშვა და კიბეები აირბინა. ეს ის მომენტია, როცა მე ვიუხეშებ და მერე საშინლად ვნანობ ამაზე. ხოდა მეც თავი დამნაშავედ ვიგრძენი და კიბეებს ნელა ავუყევი.
კლასის კარი შევაღე თუ არა, ქეთომ იკივლა.
- მეკო! - ჩემსკენ ხელგაშლილი გამოიქცა. მეც გადავეხვიე.
- გუშინწინ არ მნახე იდიოტო? - მერე ანის შევახტი და ჩავკოცნე. ძალით. ქეთომ სწერვა სახით გადმომხედა. ქეთო ჩვენს მეოთხე დაქალთან, ელენესთან ერთად იჯდა, მე კი ანის გვერდით. ადგილზე დავეხეთქე.
- არა არა! ანი და მეკო! განცალკევდით. - ღიმილით მითხრა მათემატიკამ, ვგიჟდები ამ გოგოზე! მხოლოდ 29 წლის იქნება. უმაგრესი მასწავლებელია. ჩანთა დაზარებით ავიღე და მასწავლებელს მივუდექი გვერდზე და ადგილს ვეძებდი. ყველასთან შემიძლია დავჯდე. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. კარი შემოანგრიეს ბიჭებმა და შემობრაგუნდნენ. გიორგი გვერდზე ამომიდგა.
- რატო დგახარ?
- მასწავლებელმა ანისთან არ დაჯდეო და ადგილს ვეძებ.
- რათ უნდა მერე მაგას ფიქრი? - ხელკავი გამომიდო და თავისი მერხისკენ წამათრია.
- არა მეკო! მაგასთან მით უმეტეს არ დაჯდები!
- აბა მას ჰაერში ხოარ გავიკვანძები ანანოსავით? - ანანო ბავშვია, რომელიც ყველა მასწავლებელს თვალთმაქცობით ძალით აყვარებს თავს. მათემატიკას ასე უბრალოდ ვერ შეაყვარა. ხოდა მეც განსაკუთრებით დამამად ვკბენდი მას.
- კარგი მეკო რა? - ანანომ ცალი წარბის აწევით გამომხედა. ძალიან ლამაზი ტანი აქვს და თავი სილამაზის საწყისი ჰგონია, მაგრამ სახე დაცხრილულ და ტაფადარტყმულს უგავს. ასე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ისე გიჟდება თავის თავზე, თავისით მახსენდენა ეს ყველაფერი.
- გეწყინა ანო? - გულზე ხელი დავიდე და მაქსიმალურად დრამატულად ვკითხე. გიორგის გვერდზე დავეხეთქე.
- აბა ახლა დაფქვი მთელი კვირა. შაბათ-კვირა უფრო. - დავიწყე და ზარი სანამ დაირეკებოდა ორი წუთით ადრე მოვრჩი.
***
დღე მშვენივრად მიდიოდა. მეოთხეზე ქიმია მქონდა. ისევ გიორგის გვერდით ვიჯექი. მე და თორნიკემ დღეს ადგილები გავცვალეთ. ანის ყველაფერი გუშინ ღამე მოვუყევი ასე რომ…
ბუფეტში ვიჯექით მე, ქეთო და ბიჭები. ბიჭები სულ ასე ზიან. ამჯერად ჩვენც შემოვუერთდით. აქ მარტო უკომპლექსოები ჯდებიან, სხვებს რცხვენიათ. რატომ არ ვიცი. ძალიან დიდ და გაჭედილ სასადილოში გაფარჩხული ვეგდე სკამზე და გიორგისთან ერთად ვიღაცას დავცინოდი. ვიღაც დაბალ ბიჭს დაუძახა.
- გეგა, ეს მეკოა. შენ უკვე იცნობ ხო? - წარბები აათამაშა. ვერაფერს მივხვდი. გეგა აწითლდა და ჩვენსკენ წამოვიდა. - მას რაღაცის თქმა უნდა… მოწონხარ. - გეგა უფრო გაწითლდა და სად წასულიყო აშკარად არ იცოდა.
- ხო გეგა, მომწონხარ, მაგრამ გიორგი ჩემი ცხოვრების სიყვარულია. - ბიჭი წამში გაქრა და გიორგის გავხედე. - რა ჭირდა?
- ორი წელია მოწონხარ შე დებილო!
- ეე! ცოდოა! საქონელო!- თავში წამოვარტყი.
- ვის არტყავ გოგო! - მითხრა და წამოხტა. ჩემს წინ გაჯგიმული დადგა სუპერ-მენივით, მაგრამ ამ დროს ვიღაცამ დაუძახა, მეც დრო ვიხელთე და ზურგზე შევახტი. - ჩამოდი, ქაჯო!
- ქაჯო კი არა, ზარი დაირეკა და ამიყვანე კლასში. - ხელზე მიკბინა, მაგრამ რეაქცია არ მქონია.
- კაი, ხო.- დაზარებით გავიდა სასადილოდან და მთელი “სასტავიც” გამოგვყვა.
კლასში ჯერ ბიჭები შევარდნენ, მერე ჩვენ.
- რა ჯანდაბაა? - ბოლო ხმაზე იკივლა ქიმიამ.
- ბოდიში დაგვიანებისთვის. - მივაძახე, როცა გვერდზე ჩავუარეთ. მე ისევ გიორგის ზურგზე ვიჯექი.
- ხო? არ გიშვებთ შიგნით! გადით!
- კარგით რა… ჩემს გარდა დავალება არავის უწერია და გავალ თუ გინდათ. - ნაგლად გავუღიმე.
- კარგი დარჩი. მაგრამ მაგას რაღატო აზიხარ ზურგზე?
- ფეხი იტკინა. - ახლა გიორგიმ გაიმართლა თავი და დამსვა.
მთელი გაკვეთილი მასწავლებლის კივილის გარდა არაფერი ისმოდა. მე გამიძახა და მაქსიმალურად რთულ ამოცანებს მაძლევდა, ჩემი ჩაჭრა უნდოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. დავჯექი.
- ათიანი გოგოლიძე.
- რა თქმა უნდა! მადლობა. - გამეღიმა და გიორგის მივუსკუპდი. ის თავის ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ვიღაცას გაღიმებული წერდა.
- შეყვარებული ხო არ ვარო გიუშ? - წარბები ავათამაში და ახალგადახოტრილ თავზე ხელი გადავუსვი.
- ძმაკაცს ვწერ გოგო.
- მერე რას იღიმი?
- ნახავ. - თქვა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
ხო ვთქვი, ნახევარი გაკვეთილი გავიდა-თქო? არადა მარტო 10 წუთი ყოფილა გასული. მაგიდაზე იადყვდაყრდნობილი ვეგდე. გიორგი კიდე რაღაცას ხატავდა.
- რაღაცის კითხვა მინდა მაგრამ…
- აღარ მიყვარს.
- ჰა? - პირი დავაღე და გაკვირვება როგორ გამომეხატა არ ვიცოდი.
- ხო. გავიგე ეგ და მახო რო ერთად არიან და ვსო… შევეშვი. - გამომცდელად გავხედე. “ხო არა?” მზერა ვესროლე. - შემეშვი და შენ სიყვარულს მიხედე რა. - სკამს მივეყუდე. ფეხები ბოლომდე მქონდა გაშლილი და რასაც ქვია ვიწექი. ზუსტად ვიცი, რომ ისევ უყვარს. უბრალოდ რაღა აზრი აქვს? ყველაფრის შეცვლას ხომ ასე ვიწყებთ? ახალ რაღაცეებს ხომ ასე ვეგუებით? თავიდან სხვებს ვატყუებთ, რომ შევეგუეთ. მერე ნელ-ნელა თავსაც ვიტყუებთ. ეს ტყული ბოლოს ისე გვიჯდება სისხლში, გვგონია, მართლა მივეჩვიეთ და ბოლოს ტყუილი რეალობად იქცევა. ასე შევეგუე მეც… ყველაფერს ასე შევეგუე. ახლაც ასე ვეგუები ახალ მეკოს და ბევრ ღიმილს. სხვებს მთელი კვირა ვატყუებდი, ახლა კი ჩემს თავს ვატყუებ. ნეტავ სადამდე გასტანს ეს ტყუილი? იქნებ არც არასდროს გამოაშკარავდეს. და რა მოხდება მერე? მეც სხვებისავით ილუზიაში უნდა ვიცხოვრო?
ჩაფიქრებული ჩემს ხელებს მივშტერებოდი. პატარა კაპილარების დიდი ქსელი ხელზე ყოველთვის მეტყობა, გიორგი მეუბნება საიდუმლოდ მორფინისტი ხარ უეჭველიო. ამის გახსენებაზე გამეღიმა და გიორგის იდაყვმა გამომაფხიზლა, რომელიც გვერდში, მთელი ძალით “შემეხო”. თვალებით კარისკენ მანიშნა. იქ თვალებაბრჭყვიალებული ალე იდგა და მასწავლებელს უყურებდა.
- რა გინდა შვილო, აღარ იტყვი?
- გოგოლიძეს გავიყვან ორი წუთით.
- არა.
- გავალ რა… - მეც ჩავერიე.
- ჯერ ბიჭზე შემჯდარი შემობრძანდი, დაგვიანებით, ახლა გასვლას მთხოვ?
- შუალედში ათიც მივიღე და თქვენს ყველა კითხვასაც ვუპასუხე!
- არა-მეთქი!
- კარგით, მაშინ რაღაცას გადავცემ და… - გაუღიმა ალემ.
- არა… წადი შვილო გაკვეთილზე.
- აქ არ ვსწავლობ. მივცემ რა.
- არა! გადი ახლავე! - თვალები დაუბრიალა მზიამ, მაგრამ ადგომა დაეზარა. ალე ჩემსკენ წამოვიდა. - გადი-მეთქი.
- ახლავე! - უხეშად მიაძახა ალემ. რომელიც წეღან თავაზიანად და “სიყვარულით” ელაპარაკებოდა. ალე მოვიდა და მაგიდაზე დიდი ვარდების თაიგული დამიდო, რომელსაც წეღან ზურგს უკან მალავდა. ყურთან თავი მომიტანა და ჩუმად ჩამჩურჩულა. - გარეთ დაგელოდები. - მერე ყურთენ ნაზად მაკოცა და გავიდა. მთელი კლასი მე მიყურებდა. სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ნუ რაღა თქმა უნდა, არაფერი შევიმჩნიე.
თაიგულში ბარათი იყო და ამოვიღე. მასზე ძალიან წვრილი შრიფტით ლექსი ეწერა:
“მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.

გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით.
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებიტ.

ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე.”
ბოლოს ეწერა გადააბრუნეო. მეორე მხარეს ეწერა. “1924 წელს გალაკტიონს ზუსტად ისე ჰყვარებია ვიღაც, როგორც ახლა მე შენ.”
ისე გამეღიმა მეგონა ლოყევი გადამეხეოდა. გიორგიმ ბარათი გამომგლიჯა და წაკითხვა დააპირა მის ხელს რომ ვეცი.
- დამიბრუნე!
- არა! მაცადე წავიკითხო. - ბარათს ზემოთ წევდა, რომ ვერ მივწდომოდი. მეც ავხტი და ხელზე ცამოვეკიდე. როგორც იქნა ბარათი წავართვი, მაგრამ ახლა მზიას კივილმა გამაბრაზა.
- ორივე გაეთრიეთ! მალე! .- მე ყვავილები ქეთოს მივეცი.
- არავის დააჭერინო! - გიორგი უკვე კართან იდგა და მე მელოდა. როცა გამოვაღეთ შემოვბრუნდი და მასწავლებელს გავუღიმე. - ხუთი წუთის წინ რო გაგეშვით, როცა გთხოვეთ, არაფერი მოხდებოდა და ხმის იოგებსაც არ გაიწეწავდით! - ცინიკური ღიმილი ვაჩუქე და გავედი.
- რა წერია ასეთი?
- შენი საქმე არ არის. - უკნიდან ვიღაც მომეპარა, ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა.
- კიდე კაი, უმაკიაჟოდ ხარ. - ჩაიღიმა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.

**************
შემიფასეთ რა. ცოტა უაზრო თავია მგონი, მაგრამ მაინც დავდე. ხოო... დიდი ამბები გველის წინ და რავიცი. ან დიდი დასასრული ექნება ან რამე ჩვეულებრივი. უკვე ორივე მოვიფიქრე. დიდის შემთხვევაში დიდი გაგრძელება აქვს შედარებით და რავიცი... როგორც თქვენ მეტყვით ისე იქნება. მადლობა მკითხველო!



№1  offline წევრი japara

MoonLady
როგორც გაგისწორდება ისე დაასრულე. მე ნებისმიერ შემთხვევაში წავიკითხავ და შეგიფასებ. ეს თავი მძიმე იყო, ძლიან მძიმე. წინა თავზე მძიმეც კი, მაგრამ ეს სიმძიმეც ძალიან მომწონს შენი გადმოცემული. რაღაცნაირად გულწრფელი ხარ და მომწონს. აქამდე არ შემიფასებია შენი ისტორია (ფერებს ვგულისხმობ) მაგრამ ახლა ვიცი, რომ სიმძიმის ფერია ყველაფრისდა მიუხედავად.

Madlobaa <3

 


№2  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო. ველოდები შემდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეგ შენი ნებაა.მთავარია გვსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა.კარგი იყო.
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი ენემი

რაც შეიძლება დიდი რა გთხოვ არ მინდა ამ ისტორიის დასრულება მინდა სულ დაუსრულებლად ვიკითო :D მიკაქაალ <3

 


№5  offline წევრი japara

baby girl for everyone
რაც შეიძლება დიდი რა გთხოვ არ მინდა ამ ისტორიის დასრულება მინდა სულ დაუსრულებლად ვიკითო :D მიკაქაალ <3

Amis gageba mindoda <3 mec mec mec

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent