შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება შენს თვალებშია.


1-04-2017, 08:40
ავტორი babibabi
ნანახია 1 490

გათენდა შაბათი მშვენიერი დილა. იღვიძებ და უეცრად გინდება მუსიკა ჩართო და უსმინო. კედლებს შესცქერი და უაზრო ფიქრების მორევში იძირები. გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ, ფიქრობ დღეს რა გააკეთო. დღეს ხომ შაბათია, დღე როცა ისვენებ და თავისუფალი ხარ ყველანაირი საქმისგან. წევხარ და იწყებ ფიქრს შენს საკუთარ არსებაზე, შენი თავი შენვე ვერ შეგისწავლია და სხვას როგორ უნდა უთხრა: ,,შენ მე კარგად არ მიცნობო". უცნაური დილაა.
      მინდა რომ ამ უაზრო ფანტაზიას თავი დავაღწიო. ათასი საფიქრალი მაქვს, მე კი მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. რა იქნება მომავალში? ალბათ, არაფერიც არ იქნება. მიჰყვები ცხოვრების დინებას, დღე-ღამის ცვლებადობა ჩემს ხასიათზე აისასებს, მაგრამ არა არა! მე ეს პასუხი არ მაკმაყოფილებს. მე მსურს გავიგო ვინ ვიქნები მომავალში? ვინმესთვის ძვირფასი? რა სტატუსი მექნება საზოგადოება? ვფიქრობ, და ერთ დასკვნამდე მივყავარ ჩემს ფიქრებს რომ ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. 
       ამაზე ფიქრს თავს ვარიდებ და ვცდილობ, რამე კარგზე, პოზიტიურზე ვიფიქრო. მიკვირს, იმ ადამიანების რომლებიც თავიანთ ფიქრებს მალავენ, როგორ ახერხებენ ამას? თუნდაც ძალიან ტკიოდეთ გული და განადგურებული იყვნენ მაგრამ მაინც ინარჩუნებენ პოზიტიურობას. ეს ხომ ყველაზე დიდი სიძლიერეა ადამიანში, ცუდად იყო, გტკიოდეს მაგრამ მარტო შენთვის გრძნობდე ამ ყველაფერს და არ გინდა სხვა შეაწუხო ამდენი ემოციით. 
  და მაინც რამდენის მთქმელია თვალები არა? თვალებში უყურო ადამიანს და ისე შეიყვარო ეს დამეჯერება. თვალებში შემიძლია ამოვიკითხო ტკივილიც, დარდიც, ბედნიერებაც, ყოველივეს ამოიკითხავ ადამიანის თვალებში. 
   ფიქრად მომდის აზრი, რომ დავწერო ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გოგოზე, რომელიც ოცნებობს, აქვს თავისი მიზნები, ამ ცხოვრებაში ყოველივეს პოზიტივით უყურებს და ცდილობს თავისი აზრებით თავი არავის შეაწყინოს. 
     პარასკევი საღამოა, ლუი თავის ოთახში ზის და წიგნს კითხულობს. სრულიად მოწყვეტილია ამ სამყაროს. უაზროდ ჩაფლულია იმ წიგნში და წამში ამთავრებს და ხურავს. დუმს, არაფერს ამბობს. უცნაურია, ის ყოველთვის განიხილავს წიგნის შინაარსს მაგრამ ასე არ მოხდა ახლა. ის უბრალოდ არაფერს არ ამბობს. ეტყობა მოწყენილობა. გადის ოთახიდან და სახეზე ღიმილი უთამაშებს. არაჩვეულებრივი მსახიობია, იღიმის, ხუმრობს და მის გარშემო მყოფნი ვერც კი ხვდებიან რომ გოგონა შინაგანად მოწყენილია და ცდილობს გამხიარულდეს. 
      დილით გვიანობამდე ვიძინებ ხვალ ხომ შაბათია- ეს აზრები უელვებს თავში გოგონას.
     ლუი 16 წლის გოგოა, ძალიან შეყვარებული წიგნებზე. ამ ბოლო დროს კი გაღვიძებულს მუსიკების მოსმენა შეუყვარდა. არაფრითაა გამორჩეული სხვებისგან. ჩვეულებრივი გოგოა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე. შავგრემანი, საშუალო სიმაღლის და გარეგნობითად კარგი. უზომოდ დიდი ფანტაზია აქვს- ფიქრობს ბევრს თან ძალიან.
       გათენდა შაბათის დილა. ლუი ჩვეულებრისამებრ გაღვიხებისთანავე მუსიკა ჩართო. აკვიატებული მუსიკა რომელიც სიყვარულზეა. სიყვარული? -ეს გრძნობა, მისთვის უცხოა. არავინ შეყვარებია და არც სურს რომ უყვარდეს. მისი აზრით, ეს გრძნობა ასულელებს ადამიანს და მაინც ის სიმღერა აეკვიატა და უსმენს. მობეზრდა ამდენი წოლა, დგება და იცმევს გადის სააბაზანოში თავს იწესრიგებს. მისაღებში შედის და ესალმება ყველას დიდი პოზიტივით და მხიარულებით. გეგმავს თავის დღეს. ფიქრობს ალბათ დღეს რომელიმე მეგობარს ესტუმრება და მასთან ერთად გაატარებს დროს. მეგობრები? -მეგობრები მას ავსებენ პოზიტივით, ლუის ბევრი მეგობარი ჰყავს. ლუის ისინი ფსიქოლოგადაც მოიხსენიებენ, როცა ლუის მეგობრები ცუდად არიან სულ ლუის ურეკავენ და უყვებიან თავიანთი ტკივილის შესახებ- ლუის ადამიანის დამშვიდების გასაოცარი უნარი აქვს, ნამდვილ ფსიქოლოგსაც კი უტოლდება. "მოსიარულე პოზიტივი" ასე იხსენიებს მისი ერთ-ერთი მეგობარი მას. 
    ****
   -ლუი დღეს პარკში გავისეირნოთ??- ეკითხება მისი მეგობარი მირა
- რატომაც არა, კარგი აზრია.
-კარგი მაშინ დღეს 4ზე გამოგივლი და მზად დამხვდი.
-კარგი მირა. 
       2წუთში დაგეგმა თავისი დღე. წავა მირას ერთად პარკში . ფოტოებს გადაიღებს. მირა მოუყვება თავისი სასიყვარულო ისტორიის შესახებ. ლუი მას რჩევებს მისცემს და ჭკუას დაარიგებს. ეს ხომ მისი ჩვევაა, ჭკუა ყველას უნდა დაარიგოს. 
     პარკში წავიდნენ, როგორც ლუიმ იფიქრა სწორედ ისე მოხდა ყველაფერი. ისინი საუბრის მეტს არაფერს აკეთებდენ და უცბად მირასთან მისი ძმა და მისი მეგობარი მივიდა. ლუი მირას ძმას კარგად იცნობდა და ამიტომ მოუწია მისი მეგობრის გაცნობა. ლუიმ დაინახა თუ არა დიკი, რაღაც უაზროდ იგრძნო თავი. იქიდან წამოსვლა სურდა მაგრამ მირას მარტო ვერ დატოვებდა. თითქოს და პირველად იგრძნო ლუიმ ეს ყოველივე და გაქცევა მოუნდა. ალბათ, ახალი გრძნობა იბადებოდა მათ შორის და ამას იცილებდა თავიდან ლუი. არ სურდა ვინმე შეყვარებოდა. ეს ყოველივე მისთვის ამოუცნობი იყო. მას მოსმენილი ჰქონდა მისი მეგობრების გულის ტკივილის მიზეზები და ალბათ, სწორედ ამიტომ ეშინოდა სიყვარულის. არ სურდა რომ მასაც ტკენოდა გული რადგან იცოდა რომ თუ კი გულს ატკენდნენ ამის გადატანა მარტო მოუწევდა. განა გალაკტიონზე შეყვარებული ლუი სიყვარულს არ აფასებდა? ის დიდად ინტერესდებოდა ქართველი მწერლების სიყვარულის ისტორიებზე და სურდა სწორედ ისეთი სიყვარულით შეყვარებოდა ვინმე როგორც გლაკტიონს "მერი". 
      გალაკტიონი მისი საყვარელი პოეტი გახლდათ, ის იზომოდ იყო შეყვარებული გალაკტიონზე და ცუდად ყოფნის ჟამს მუდამ მის ლექსებს კითხულობდა. თითქოს ამშვიდებდა კიდეც. 
   მუდამ ოცნებობდა ისეთ სიყვარულზე, რომელზეც ხალხი ილაპარაკებდა. მას სურდა ისეთი სიყვარული, რომლის ისტორიაზეც სიამაყით ისაუბრებდა. 
       გადიოდა დღეები, ლუი ხვდებოდა რომ დიკი უფრო და უფრო უახლოვდებოდა მას. ლუის არ სურდა მას შეჩვეოდა მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. დიკი მას ყოველდღე კითხულობდა და ცდილობდა რომ ლუისთვის ძვირფასი გამხდარიყო. ლუი ამ ყოველივე თავს არიდებდა. დიკი კი უკვე უზომოდ იყო შეყვარებული ლუიზე. დიკი 20 წლის სტუდენტი ბიჭი იყო, რომლისთვისაც ლუის გულის მოგება მიუწვდომელი იყო, მაგრამ მაინც ცდილობდა. ლუი იმდენად ძლიერი გოგონა იყო თავის გრძნობებს არავის უყვებოდა და არც ამჟღავნებდა. ყოველივეს გულში იმარხავდა და ცხოვრების დინებას მიჰყვებოდა. ლუისთვის დიკი იდეალური ბიჭი იყო, თავისი განათლებითაც კი მოხიბლული იყო. ის ხომ წარმატებული სტუდენტი იყო. მაგრამ ლუი იმდენად ამაყი იყო რომ არც კი ფიქრობდა იმაზე რომ ერთი შეტყობინება მიეწერა დიკისთვის. ან მოეკითხა თუ როგორ იყო და რას აკეთებდა. ლუის სურდა სულ დიკს გახსენებოდა და სულ მას მოეკითხა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent