სიყვარული,რომელმაც ყველაფერს გაუძლო
1 თავი დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. საშინლად წკრიალებდა.თითქოს საყვირს უკრავენო.არეული თვალებით დავაშტერდი ტელეფონს.გონზე კიდევ ვერ მოვდიოდი. "ანაა,ნეტავ რა უნდა?" გავიფიქრე ჩემთვის და ყურმილი ავიღე. -გის... -მარი,მარი დღეს შენთან მოვდივარ საღამოს.უარი არ გამაგონო. -მე... -ყველაფერი მომაზადე. -იცი... -6-ზე გაწყობს?.კი გაწყობს.თანაც კვირაა.აბა დროებით! -ანა,მე...გათიშა.ახლა რა ვქნა?.ვაიმე,როგორ მეძინება. 2 საათი ძლივს ჩამეძინა და მაინც გამაღვიძა.რა გაეწყობა,სახლში წასვლა მომიწევს. ძლივს ავდექი სკამიდან.არაფრის თავი არ მქონდა.თეთრ ხალათში გამოწყობილმა ბარბაცით გავიარე კოლიდორი და პალატაში შევედი. -ნენე,დღეს ღამის ცვლაში ვერ ვიმუშავებ და შეგიძლია შემცვალო?.ძალიან გთხოვ. -კარგი მარი,რა პრობლემაა. -მადლობა.დღეს 4 საათამდე ვიმუშავებ და მერე წავალ.შენ მანამდე შეგიძლია დაისვენო. -კარგი.ახლა გავალ და 3 საათზე დავბრუნდები. -კარგი. 9 საათიდან 4 საათამდე ვმუშაობდი.მერე გამოვიცვალე და სახლშ ავედი.მაღაზიიდან კვერცი,პომიდორი,ქათამი და გაზიანი სასმელები ავიტანე.დავიწყე მზადება.იმდენად დაღლილი ვიყავი,რომ ორიენტაციით დავიდოდი.3 დღის უძილო კიდევ კარგად გამოვიყურებოდი,თუ არ ჩავთვლით არასწორად გაკეთებულ მაკიაჟსა და კბილებზე წასმულ ტუჩსაცხს.კვერცხის შესაწვავად ტაფა გაზზე დავდგი.კვერცი ავთქვიფე და ჩავასხი.გავიდა 5,10,15 წუთი.საოცრებაა-კვერცი არ იწვება.ბოლოს მივხვდი,რომ გაზი არ ამინთია.გამოვშტერდი.ქათამი გაზქურაში მოვათავსე,მაგრამ მთლიანად შემწვარი არ იყო,რადგან დაჭრა დამვიწყებოდა.ბოლოს,როგორც იქნა ყველაფერი მოვამზადე.ძეხვი დავჭერი,გაზიანი სასმელებიც დავდე და სუფრა გავაწყვე ანას დასახვედრად.მერე გამახსენდა,რომ პომიდორი აკლდა.სასწრაფოდ მივიტანე სუფრასთან,თუმცა გარეცხვა დამავიწყდა.კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი.ასე სულელურად თავი არასდროს მიგრძვნია.მალევე დავმშვიდდი,რადგან ყველაფერი მოვამზადე და მივხვდი რომ არაფერი აკლდა. საათს შევხედე და 6-სს 15 წუთი აკლდა.15 წუთში ანა მოვიდოდა.დივანზე ჩამოვჯექი და კარზე მეგობრის ზარს ველოდი.ჩამთვლიმა,დამეძინა.გავიდა 15 წუთი... -მარი,გააღე კარი.სად ხარ? პასუხი არავინ გასცა. -მარი,სად დაიკარგე?.ნახე შენ რა გიქნა.მმმ...მარი,დედა ვარ,კარი გამიღე-ხმას აუწია ანამ. -დედა?,მოვდივარ ახლავე-დებილივით გავვარდი.წინ დედას მაგივრად ანა დამხვდა. -ააა,შენ ხარ? -კარს რატომ არ მიღებდი? -მე არ... -ასე მეორედ აღარ გააკეთო. -არა მე... -კარგი,რა მნიშვნელობა აქვს.შემომიშვებ თუ არა? -ხო,ხო რა თქმა უნდა. სახლში შევედით. -სუფრა გაგიმზადებია.ყოჩაღ.მომწონს,მაგრამ ხელებზე უნდა ვჭამოთ? -არა,რატომ.თეფშებზე. -აბა თეფშები?-სიცილით წარმოთქვა ანამ.თითქოს შეცდომაში გამომიჭირა. -აი,...უი,დამავიწყდა მოტანა.ახლავე. უკან გავბრუნდი.სახლში,სამზარეულოში სანამ შეხვალ ცოტა ამაღლებული ადგილია.დაბნეულს ეს აღარ გამხსენებია და ძვირადაც დამიჯდა.წავიქეცი. -მარი,ხომ კარგად ხარ? მოხდა რამე? რა ხმა იყო?-ანა მაშინვე მოვიდა ჩემთან. -სულელო,როგორ დავარდი? -არ ვიცი,უბრალოდ... -კარგი,რაც იყო იყო.ხომ კარგად ხარ? -კი,კი კარგად ვარ. თეფშები წამოვიღეთ და დავსხედით. ანამ გემრიელად მიირთვა.მე რას ვჭამდი ეგეც არ ვიცოდი.ნახევრად მეძინა. -ანა,ყავა უნდა დავლიო და გინდა შენც?-ვუთხარი იმ იმედით,რომ ცოტა გონზე მოვიდოდი. -კი სიამოვნებით.ორი კოვზი შაქარი ჩამიყარე. ფრთხილად,არ დაეცე-სიცილით მომაძახა ანამ. სამზარეულოში გავედი.10 წუთში ყავა მისაღებ ოთახში მივიტანე.ანამ გასინჯა და ასეთი რეაქცია ჰქონდა: -ფუ,ვაიმე ღმერთო,მმმ,ეს რა არის გოგო? -რა?-გაკვირვებული შევყურებდი. -ყავაში მარილს რა უნდა? -ვაიმე,მაპატიე,ახლავე ახალს მოგიტან. -მარი,მოიცადე. -რა ხდება? -ეს მე უნდა გკითხო.ჯერ კარზე ერთი საათი ვაბრახუნე,მერე თეფშების მოტანა დაგავიწყდა,სამზარეულოში დავარდი,ახლა ყავაში მარილი ჩაყარე შაქრის მაგივრად.უი,ახლა შევამჩნიე,მაკიაჟი რა ფორმაზე გაქვს?.რა გჭირს დღეს? -მთელი დღე ამის თქმას ვცდილობ,მაგრამ არ მაცდი.3 დღეა არ მძინებია.საავადმყოფოში ღამის ცვლაში ვმუშაობდი.3 დღე და ღამე თვალი არ მომიხუჭავს.დილას ჩამეძინა 2 საათი და შენმა ზარმა გამაღვიძა.საავადმყოფოში,საკუთარ კაბინეტში მეძინა.ამის შემდეგ კარგად როგორ უნდა ვიყო? -ვაიმე,არ ვიცოდი საყვარელო.მაპატიე.ახლავე წავალ,დაისვენე. -მარი,სახლში ხარ? -ნეტავ ახლა ვინღა მოვიდა? კარი გავაღე და ელენე შემეჩეხა. -ელენე,შენ ხარ? -ანაც აქ ყოფილა.რას აკეთებთ გოგონებო? -მძინავს. -მე მივდივარ.3 დღეა არ სძინებია მარის და დღეს გამოშტერებული დადის. -ასეა კი.აბა კარგად.ელენე,ბოდიში,მარა ანასაც ვაგდებ.ძალიან მეძინება.კარგად.თავისუფალ დროს დაგირეკავთ და შევხვდეთ ერთმანეთს. -კარგი მარი.დაისვენე. კარი მივუხურე ორივეს და ტასაცმლიანი მივწექი ლოგინზე. -ახლა რა ვქნათ ელე? -რავი, წამოდი ჩემთან ანა. -შენთან?.კარგი.დედას ვუთხარი მარისთან მივდივარ-მეთქი,მაგრამ არაუშავს. -კარგ დროს გავატარებთ.მართალია,მარის გარეშე,მაგრამ არაუშავს. -აბა წავედით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.