შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (1)


1-04-2017, 21:27
ავტორი gonegirl
ნანახია 23 237

პირდაპირ თვალებში ვუყურებ და მგონი ორივე ვხვდებით რამდენად აბსურდულია რაც წამის წინ წამოროშა, ვეღარ ვნახავ ვერც ზეგ ან მაზეგ,ვერც ორ თვეში, არც ხუთი წლის შემდეგ მუზეუმში შეხვედრას აქვს დიდი პოტენციალი,ნეტა ოდესმე თუ შეუდგამს მუზეუმში ფეხი, ვხვდები ბოლოჯერ დამაწყვიტა ნერვები,ბოლოჯერ შემიძლია მივახალო რა ლენჩია და რომ ნორმალურობისგან ისე შორსაა როგორც ფეისბუქი და ნეანდერტანელი. შეიძლება ოც წელიწადში შევხვდეთ სადმე ქუჩაში და უცნობებივით ავუაროთ გვერდი ერთმანეთს,ან ზედაპირულად მოვიკითხავთ უნიჭო ფილმებში რომ ხდება ხოლმე. ბოლოჯერ ვავლებ თვალს იმ სულელური სახის ყველა ნაკვთი რომ დავიმახსოვრო და ზურგს ვაქცევ, მორჩა, დამთავრდა, დაკარგულია.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კარის ზარის ხმაზე ცალ ფეხზე ჩუსტით და მეორეზე ქუსლიანით გავრბივარ შემოსასვლელისკენ. არაა,აშკარად შესაცვლელი გვაქვს მელოდია თორე სტუმარი მოვიდა თუ სახანძრო მანქანა ვერ მიხვდები.
-ჩამებარებინა გეპეიში,ბიჭები მაინც იქნებოდნენ -ხმაურით შემოდის მაშო და მანქანის გასაღებს ჩანთასთან ერთად მაჩეჩებს.
-შენ თეატრალურის არ გინახავს ჯერ-წარბებს მაცდურად ვათამაშებ.
-გოგო აქ რა ხდება?-მეზობელ კართან მოფუსფუსე ავეჯის დამტარებელ ხალხზე მანიშნებს.
-მგონი ახალი მეზობლები გვეყოლება-ინტერესით ვავლებ თვალს შეფუთულ დივანზე ჩაფრენილ ფორმიან კაცებს.
-ანუ გურამი გადავიდა?
-ასე გამოდის-მხრებს ვიჩეჩავ.
-ლოთი გურამას გადასვლაზე მაგარი ამბავი დიდი ხანია არ მსმენია,ნუ ვიზა ლიბერალიზაციას თუ არ ჩავთვლით-ხელებს მხიარულად აღმართავს მაშო. რაც მართალია მართალია,ერთით ნაკლები შეურაცხადი ეყოლება ამ კორპუსს.
-ჩქარა ჩაიცვი, მალე მოგვაკითხავს ლექსო-ხელების ქნევით ვუკარკლავ და მეორე ქუსლიანის ძებნას ვიწყებ.
-ჯერ ბანკეტი რა იყო და ახლა ბანკეტის ორი წლისთავი რაღა იქნება-ფრუტუნით ფათურობს კარადაში.
-ოპტიმიზმს ასხივებ პირდაპირ-კისკისით ვკრავ თეძოს-მოხდა რამე?
-ჩემმა დრაკონისებრმა ლექტორმა „ღვთაებრივი კომედია“ მოგვცა ზეგისთვის,კაცი თორმეტი წელი წერდა და მე ორ დღეში რანაირად წავიკითხო,აინშტაინი ვარ?-ხელებს გამეტებით იქნევს მაშო და მოკლე თეთრ კაბაში კრუსუნით ეკვეტება.
-მე კიდე შენგელაიამ სული ამომხადა დეზდემონას მონოლოგს მანიაკისგან გაქცეული შიზოფრენიკივით წარმოთქვამო-ტუჩებს ვიბზუებ და თმის უთოს დენში ვაერთებ.
-ყველა ლექტორი ერთნაირია-თავს დანანებით აქნევს და წამში ისევ სახანძროს სირენის მსგავსი ხმა ჩამესმის.
-ლექსო მოვიდოდა უეჭველი-კარისკენ მივკაკუნებ,ამჯერად ორივე ფეხზე ქუსლიანებით. სახელურს ვექაჩები და სავარაუდოდ ყბაჩამოვარდნილი ვუყურებ კალათბურთის თბილისელ მამას,ჰო კაი მომავალ მამას.
-ვაიმე ფორმის და ბურთის გარეშე ვერ გცნობ ბიჭო!-მწვადივით ვატრიალებ ერთ ადგილას
-კეტების გარეშე ვერც მე გცნობ ნინელი-სიცილით მიჩეჩავს თმებს
-აუ იქ რო ნინელი დამიძახო მაგ ბაბოჩკით მოგგუდავ იცოდე-თითის ქნევით მივუძღვები დივნისკენ.
-ჩვენი დიპლომატიის დედოფალი სადაა?-თვალს ავლებს ოთახს.
-თმებს იკეთებს,მეც კაბას ჩავიცვამ და მოვალ- ხელით საძინებლისკენ ვანიშნებ.
-დროზე ქენით-მეძახის უკნიდან. რატომ არ ესმით კაცებს რომ მდედრობით სქესს ლექსიკონში ფრაზები „დროზე ჩაცმა“ და „მალე წასვლა“ არ გვაქვს. ცისფერ კაბას დიდი მოწიწებით ვიღებ და მთელი სიფრთხილით ვისწორებ.
-აუ მაშო ელვა შესაკრავს ბოლომდე ვერ ვიკრავ-ვწივი და სულ ტყუილად ვიფათურებ ხელებს.
-გოგო რომ არ გამშრობია ჯერ ლაქი?-აპრიალებულ თითებს მაჩვენებს მაშო.
-ლექსოო,საქმე გამოგიჩნდა!-მისაღებისკენ მივფაფხურებ და დივანთან ზურგით ვდგები
-რა უნდა ვქნა?-მიყურებს თვალებგაფართოებული
-რა და ზურგი უნდა მოფხანო,კაბა შეუკარი ბიჭო!-საძინებლიდან მოგუდულად წივის მაშო
-არ გამიფუჭო იცოდე!-თითს გამაფრთხილებლად ვუქნევ და წელში ვსწორდები.
-ენდე ექსპერტს-ხითხითით ექაჩება შესაკრავს. გადარჩა, უპრობლემოდ შეკრა.
-ჰა ხო ვარ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი?-გაბღენძილი ვუდგები წინ და წამწამებს ვაფახულებ.
-ლამაზი ხარ ნინი ლამაზი-ხელს მხარზე ისე მიტყაპუნებს ოთხმოცი წლის ქალებს რომ უტყაპუნებენ ხოლმე პროთეზი მოგერგო ბებოო.
-მაშო შემახსენე ამას კომპლიმენტების თქმა ვასწავლოთ ერთ დღეს-ვყვირი და ჩანთას ვიღებ.
-მაშო გამოდი,მოგვედო ობი-ახლა ლექსო მყვება ხმაში.
-ხო ვამთავრებ უკვე-გვეძახის საპასუხოდ.
მაშოს „ვამთავრებ უკვე“ კიდევ ნახევარ საათს გრძელდება,ტელევიზორის წინ სასოწარკვეთილები ვსხედვართ და ერთმანეთს პულტს ვაგლეჯთ მე და ლექსო. მე FashionTV-ის ჩართვა მინდა, ამას როგორც ყოველთვის Sport News-ის. ბოლოს მაინც ჯენტლმენობა და საღი აზრი იმარჯვებს,ხოდა მე და ლექსო კოჰაბიტაციურად ვუყურებთ ელი სააბის ჩვენებას
-ნახე რა მაგარი კაბაა-იდაყვს ვკრავ აღფრთოვანებული
-კი კარგი გოგოა-თავს აქნევს. ახლა გასაგებია რატომ დადუმებულა ბიჭი.
-ჰე შეეგებეთ დედოფალ მარიამს-როგორც იქნა საძინებლიდან აღწევს მაშო
-დიდება შენს გამოჩენას-ხელებს მაღლა წევს ლექსო და ფეხზე დგება
-ლექსიკუნა შენ ხარ ეს ბიჭო?-ისე იცხადებს მაშო გეგონება გუშინ კი არა ათი წლის წინ ნახა ბოლოს.
-მეც ძლივს ვიცანი,ლექსო და კოსტუმი-ქირქილით ვუყურებ აყუდებულს-არ მოგვტაცონ!
-მოგვტაცონ,ქორწილი გვეღირსება-თვალს მიკრავს მაშო.
-ეე რა ცანცარები ხართ,გამოადგით ახლა ფეხი-მეცხვარესავით მიგვიძღვება ლექსო.
ორივე მის მანქანაში ვსკუპდებით და მაშინვე მუსიკის შეკვეთას ვაძლევთ
-Stolen Dance ჩაგვირთე!-თითქმის ერთდროულად ვყვირით.
-ნუ დამაზეპირებინეთ ეგ სიმღერა-ბუზღუნით რთავს ფლეიერს ლექსო.
-აბა ჟიზნ ვორამს და ძევაჩკი ლიუბიატ პაცანავს მოუსმინე სახლში-გვერდიდან ვხედავ როგორ ეჯღანება მაშო.
ამასობაში ზურგთან რაღაც უცნაურად მედება,ხელების ფათურით ვქაჩავ შეწუხების ობიექტს და ხელში ნაცნობი მოსაცმელი მრჩება
-ბიჭო ჩემს ჟაკეტს რა უნდა შენს მანქანაში?-გაკვირვებული ვწევ ხელს
-აუ სულ დამავიწყდა,დედაშენმა გამომატანა დღეს დაგიბარა თბილად ჩაიცვასო, მაშო შენ კიდე ლალი დეიდამ დაგიბარა უქუდოდ არ იაროსო-სიცილით გვიკარკლავს კალათბურთის რისხვა.
-მოკლედ წყნეთიდანაც გადმოგვწვდნენ რა-თვალებს ატრიალებს მაშო
-ხოდა ეს მაიმუნი კი ყავთ აჩოტების ჩამბარებლად-თითს მბრალდებელივით ვიშვერ ლექსოსკენ.
ერთსაათიანი საცობიდან როგორც იქნა ვაღწევთ და უკვე ნაცნობი შენობის წინ ვჩერდებით
-ისევ ატრიუმში ვქეიფობთ?-კისერს ვიგრძელებ
-ჰო მეორე სართულზე,თქვენ ჩადით,მანქანას დავაყენებ და მოვალ-თავით შესასვლელისკენ გვანიშნებს ლექსო. ცივი ჰაერის შეხება ნამდვილად არაა დიდად სასიამოვნო.
-დანარჩენები ალბათ შიგნით არიან უკვე,გადაჭამდნენ ყველაფერს-ფეხების ბაკუნით მიერთდება მაშო და კანკალით ველოდებით ლექსოს დაბრუნებას. ორ წუთში ისიც ჩვენთან ჩნდება და ხელებს ჩვეულებისამებრ გვიწვდის,ტრადიციულად ვაგებებთ ჩვენსას და ხელკავით მივკაკუნებთ შესასვლელისკენ
-ორი გოგო ავაგდე,პონტში ვარ-ხითხითით იბღინძება ლექსო
-ცერცეტა ხარ ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი-თავში ხელს უტყაპუნებს მაშო და დარბაზში ვაჭრით.
ვატყობ მაშოს წინასწარმეტყველება ახდა ანუ თუ მალე არ მივუსხდებით მაგიდას,სავარაუდოდ ისევ სახლში მოგვიწევს ბოსტნეულის სუპის ჭამა.
-ოჰ ლურჯთვალა-მეგებება სიხარულიძე. ვეხვევი და ტრადიციისამებრ მივყვები დანარჩენებსაც,მშვიდობით მარცხენა ლოყაზე წათხაპნილო ტონალურო კრემო. თხუთმეტ წუთში უკვე სუფრასთან ვსხედვართ და უაზროდ ვუსმენ როგორ აყრიან ერთმანეთს კითხვებს. ახლა ლექსოა ეპიცენტრში და ჩვეული ზრდილობიანი ტონით პასუხობს გასულ მატჩებზე,დაგეგმილებზე, რაღაც რებაუნდებზე,მოკლედ გაგნებაში რომ არ ვარ და ასი წელი რომ არ ვიქნები ისეთ რაღაცეებზე. მაშოს მოწოდებულ აჩმაზე გადამაქვს მზერა
-აიღე სანამ ხვედელიძეს მოუცლია-კისკისით მიკრავს თვალს. უყოყმანოდ ვასობ ჩანგალს,სადაა პრანჭვის დრო როცა ხვედელიძეა ახლო-მახლო ჩასაფრებული. აჩმას წითელ ღვინოს ვაყოლებ და ჩემსავით დაჭყანულ მაშოს ვუყურებ,უეჭველი ბალიაშვილმა მოიტანა ისევ,და ძმრის გემო აქვს...ისევ!
-ჭამე თორე ენას არ გააჩერებენ ესენი შუაღამემდე-ვეჩურჩულები ლექსოს და მუსრის გავლებას გადარჩენილ ნაბოლარა ხაჭაპურს ვაწვდი.
-შენ რომ არ მყავდე ნინელი-შავ თვალებს მანათებს და სიცილით იღებს,ხოა ახლა ღირსი ისე ავწაპნო როგორც მივაწოდე.
მესამე ჭიქის ბოლოს ბალიაშვილის ღვინო ისეთი ძმარიც აღარ ჩანს თავიდან რომ ჩანდა ან მე დამიქვეითდა გემოვნების რეცეპტორები,ჰო სავარაუდოდ მეორე მოხდა. მეოთხე ჭიქაზე ლოყები მიხურს,რაღაც ძალიან ჩამოცხა.
-დალიე რა შენც-ვეწუწუნები მაშოს.
-არა გოგო სამეცადინო მაქვს ხომ იცი-ტუჩებდაპრუწული აქნევს თავს. ამ დროს ჩვენს საპირისპირო მხარეს ყანჩაველი და მაღრაძე გამეტებით უტყაპუნებენ ერთმანეთს თავში,ეჰ სკოლაშიც შემორტყმით იწყებოდა ყველაფერი და ვატყობ მალე ტრადიციულად შემოელახებათ ერთმანეთი, ხვედელიძე ისევ ყველაფერს ანადგურებს რასაც პერიმეტრზე მიწვდება,თუ ჭამისას აღება მოასწარი ხომ კარგი, თუ არა და მშვიდობით ახალდადებულო მწვადებო, ავალიანი ისე იქნევს ჰაერში ხელებს უეჭველი დაბოლილია და ჩვეულებისამებრ გონია სპილოებს დასდევს მეტროში,მოკლედ ფაქტიურად არაფერი შეცვლილა ამ ორ წელში თუ იმას არ ჩავთვლით დამრიგებელი რომ აღარ დაგვდევს მერხის ფეხით ხელში.
-ამათ ფხიზელმა ჩემმა მტერმა უყურა,ჩამოასხი-თვალებს ატრიალებს მაშო და ჭიქას მაწვდის.
-ლექსო შენ დაუსხი თორე ავაცილებ-ხითხითით ვკრავ იდაყვს გვერდზე მჯდომს.
-ეე ჩემი სათრევი ხართ ორივე-ბუზღუნით გვივსებს ჭიქებს.
-რა დარბაზში გიწევია გირები და რა ჩვენ აგიყვანივართ,თან უფასოა-ამშვიდებს მაშო და ღვინძმარას წარბშეკრული წრუპავს. ბოლო სადღეგრძელოზე ვატყობ როგორც ბანკეტის ორი მესამედი არ მახსოვს დღემდე ისე არ მემახსოვრება დღევანდელის ორი მესამედი ხვალ,თავს ვაბრუნებ და ლექსოს წვერებს ვეთამაშები,ჰო რაღაც მაინც შეიცვალა,ლექსოს წვერი ეღირსა.
-შენ კარგად ხარ უკვე-თავს აქნევს,უფრო სწორად ორ თავს,ერთი უფრო მკვეთრია,მეორე ცოტა ბუნდოვანი.
-ლექსო ორი თავი გაქვს-კისკისით ვიქნევ ხელს.
-წავიდეთ რა,ეს გამოთვრა,მე სამეცადინო მაქვს-გვერდიდან მესმის მაშოს ბურდღუნი.
-ჰო მეც ვარჯიში მაქვს ხვალ-ორივე თავს თანხმობის ნიშნად აქნევს ლექსო და წელზე მოხვეული ხელით მწევს,აუ არადა კიდე დალევდა ერთ ჭიქა ძმარს კაცი. შეძლებისდაგვარად ვემშვიდობები ბავშვებს,საბედნიეროდ არც ესენი ჩანან ჩემზე უკეთეს დღეში,ძალიან კარგი,უხარია ბოროტ ნინიკოს.
ცივი ჰაერი არასასიამოვნოდ მხვდება სახეში,ვინც ეს მარტი მოიგონა რა,უნდა იყოს ივნისი ივლისი და პირდაპირ დეკემბერი,აბა ახალ წელს ხომ არ გამაზავ ადამიანი,მერე ისევ ივნისი და ასე. სანამ მეტად ფილოსოფიურ ნააზრევს ვასრულებ, უკვე მანქანის თბილ სალონში ვარ გართხმული,ჰო ასე უკეთესია. აკაწკაწებულ მაშოს ვადებ თავს,ამ დროს საცობების ამბავი რომ ვიცი მე,სახლამდე ორჯერ მოვასწრებ გამოძინებას.
-ნინელიი-თბილი ხელი მეხება სახეზე. ჯერ მარცხენა თვალს ვახელ,ახლა მარჯვენასაც.
-ხო-ვკნავი.ჯანდაბა,სამი დღის მწყურვალივით მაქვს გამომშრალი პირი.
-მოვედით,აგიყვანო უნდა-ორივე ხელებით ფრთხილად მექაჩება ლექსო,ამჯერად ერთი თავი აქვს.
-არ მინდა,კარგად ვარ უკვე-გაშეშებულ კისერს გაჭირვებით ვიღებ მობილურზე მოწკაპუნე მაშოს მხრიდან და გარეთ ვძვრები. აშკარად მიშველა გამოძინებამ.
-ფუ რა საზიზღარი ღვინო იყო-ბუზღუნით შევდივარ სადარბაზოში.
-რა ვიცი, კი დაიცალე თავზე-ლიფტის ღილაკს ხელს აჭერს ლექსო.
-გაცელდი ბიწო-საჩვენებელ თითს დაბალ წვერზე ვუსვამ.
-ნინოია ლოთო შედი სანამ დაიხურა-ლიფტისკენ მიბიძგებს მაშო და მეც შიგნით ვვარდები.
-ჭკუით აბა-გვეძახის ლექსო
-ხვალამდე-გამეტებით ვუქნევთ ხელს.
მეზობელ კართან ისევ დაფუსფუსებს ორი ფორმიანი კაცი,ამჯერად დიდი თხელი ტელევიზორი შეაქვთ თუ ყუთით ვიმსჯელებთ.რით ვერ დაამთავრეს საღამომდე,ხალიფა გადმოდის?
-ყავას ვაკეთებ ნინელი-მაშოს უკვე სამზარეულოსკენ აქვს გეზი აღებული
-ჯიგაარ-ხელს ვუტყაპუნებ და სამზარეულოს გავლით აივანზე გავდივარ. ერთი ჭიქა ყავაც და ბოლომდე გამოვფხიზლდები,მერე გადავიკითხავ დეზდემონას ბოლო მონოლოგს და დილამდე შენი ვარ საწოლო!
აივნის მოაჯირზე გადაკიდული ვუყურებ მაშოს მანქანაზე შემოსკუპულ კატას
-მაშიკო შენს ბიჭზე ისევ ფუმფულა ზის-ხითხითით ვუწივი
-აუ მოგზავნილია მე მგონი ეგ კატა-ჯუჯღუნებს და სავარაუდოდ ყავის ჭიქებს არაკუნებს.
მზერა მავნებელი ფუმფულადან ახლადშემოსულ მანქანაზე გადამაქვს,მაშოს ნისანზე თითქმის ორჯერ დიდია. ჩვენს სადარბაზოსთან ჩერდება და მეც თვალებმოჭუტული ვიგრძელებ კისერს, გადმოვიდეს ახლა თორე გადავვარდი აივნიდან და დაედო ცოდვა. როგორც იქნა კარი იღება და მაღალი სილუეტი გადმოდის მუქი ჩალისფერი თმით,აი ამისთვის ნამდვილად ღირდა ლოდინი,ვისი ხარ ბიჭო შენ? და ვინჩის ქანდაკებასავით გამოყვანილ ნაკვთებს ვუშტერებ თვალს და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ,
-მაშიკო მოდი-ხმადაბლა ვეძახი მაშოს
-რა ხდება?-მიყვირის ბოლო ხმაზე
-მგონი აპოლონი ჩამოაგდეს ციდან-ხითხთით ვუქნევ ხელს
-ისევ მთვრალი ხარ შენ-თავს აქნევს და მადუღარას უბრუნდება.
მზერა ისევ ახალმოსულზე გადამაქვს,ჩემს ჭორაობაში რაღაც ყუთის გადმოღება მოუსწრია და ახლა მეორეს ექაჩება საბარგულიდან
-და მგონი აპოლონი ჩვენი ახალი მეზობელია-თავს ისევ მაშოსკენ ვაბრუნებ და ხტუნვა-ხტუნვით ვეძახი. ამჯერად მოწყვეტით დებს მადუღარას და ცნობისმოყვარე მზერით მოქრის.
-ჩქარა,სანამ შევიდა!-ხელს გამალებით ვიქნევ,აპოლონს მეორე ყუთის გადმოტანაც მოუსწრია და ახლა რაღაც გასაღების მსგავსს უშვერს თავის პიპიას. მაშო უინტერესო გამომეტყველებით მიდგება გვერდით,ქვემოთ იყურება და წამის მეასედში ეცვლება სახე
-არ არსებობს!-ისე იცხადებს გეგონება მოჩვენება დაინახა,ამას ჩემზე მკვეთრი რეაქცია თუ ექნებოდა ოდესმე ბიჭზე ვინ იფიქრებდა.
-რა სიმპათიურია ხო-იდაყვს ვკრავ
-ჩემი უნივერსიტეტელია-ხელებს სასოწარკვეთილი უშვებს და კიდევ ერთხელ აკვირდება.
-იცნობ გოგო? აბა კურსზე ბიჭები არ მყავსო?-აღფრთოვანებული ვაყრი და თან ვფიქრობ დღესვე მივაგზავნო მაშო და თან მეც გავიცნო თუ ვაცადო ხვალამდე სულის მოთქმა.
-სხვა ჯგუფშია,რამდენიმე ლექცია გვემთხვევა-თმებს ნერვიულად იწევს.
-ვაიმე,ეს ტუჩები ნამდვილი აქვს?-ნიკაპზე ვიდებ თითებს
-არა ლომბარდიდან გამოიტანა ნინელი,აუ დამიბრუნეთ ლოთი გურამა-წარბშეკრული უყურებს ახალმოსულს,მეცნობა ეს მტრული მზერა,ან რატო არ გაუხარდა? თავს მისკენ ვაბრუნებ და სანამ კითხვების კორიანტელს მივაყრიდე თვითონ მასწრებს პირის მოღებას
-გახსოვს რომ გიყვებოდი ჩემს პრეზეტაციაზე ვიღაც იდიოტი სიცილით მოკვდა მეთქი? -თითს მბრალდებელივით იშვერს-ის იყო,დაიმხო მთელი უნივერსიტეტი თავზე,ცა და მიწა თავისი გონია!
თვალებგაფართოებულს გადამაქვს მზერა სადარბაზოსკენ მიმავალ აპოლონზე, ჯანდაბას ჩემთვის დაეცინა, არ ვარ წინააღმდეგი
-მაინც მაგარი ბიჭია-დამნაშავესავით ვქირქილებ.
-მთელი თვის ნამზადები პრეზენტაცია ჩამიშალა,ბოდიშიც არ მოუხდია-აშკარად ძალიან გაუმწარებია მაშო.
-აუ მართლა ჩვენს მეზობლად რო გადმოდიოდეს-ქვედა ტუჩს ვკბენ სიცილი რომ არ წამსკდეს,უცებ ერთმანეთს ვუშტერებთ მზერას და წამში შეთანხმებულებივით გავრბივართ კარისკენ. საჭვრეტში გახედვას მაშო მასწრებს
-მეც გამაჭვრიტინებინე-კაბაზე ვექაჩები
-ჩუუ-თითს პირზე იფარებს და გზას მითმობს
დერეფანს ვზვერავ,ისევ ის ტიპები არიან,მაგრამ მაშოს ძლივს მომზადებული პრეზენტაციის ჩამშლელი არსად ჩანს
-არ ჩანს ხო? მგონი სხვაგან ავიდა-ახლა თვითონ იჭყიტება კმაყოფილი
-არადა რა ბიჭია-მაინც არ ვნებდები
-უიმე რა ცანცარა ხარ ნინი,გეუბნები უკანასკნელი დეგენერატია თქო-ხელებს მიფრიალებს.
ლიფტის გაჩერების ხმა მესმის და გაქვავებულ მაშოს ვაშტერდები
-ისაა-შუბლშეჭმუხნილი ბრუნდება რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ. დასარწმუნბლად საჭვრეტთან მიმაქვს თავი,მაშოს თქმით ტუტუცი და თავში ავარდნილი აპოლონი ზურგით დგას ორივე ხელში ყუთებით და იმ ორ კაცს უსმენს,უკნიდანაც აპოლონია.
-ახალი მეზობელი გვყავს!-ტაშს აღტაცებული ვუკრავ
-სანდრო ბურდულიღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის-ფეხების ბაკუნით სამზარეულოსკენ მიემართება მაშო



№1  offline წევრი kethrine

აუ კითხვა დავიწყე მაგრამ ჯერ რომ არ მოგსალმებოდი არ შემეძლო. როგორ გამეხარდი რომ დაგინახე.... ოქროს გოგო დაბრუნდი. როგორ მომენატრე შენ და შენი ისტორიები. მე შენ და ცუდი ბიჭები ორჯერ რომ წავიკითხე იცი?? მოკლედ ყველაზე დიდ წარმატებებს გისურვებ. ხო ახლა გავაგრძელებ კითხვას. მიყვარხარ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ძალიან მომწონს, საყვარელია ბურდული, არადა არაფერი ვიცი მის შესახებ ❤❤ ველოდები ახალ თავს
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი kethrine

ისევ მე... აი ისე ვიცინოდი რო. ლამის გვერდით ჩაძინებული ბავშვები გავაღვიძე და სულ შენი ბრალია :) საოცრე ა ხარ შრნ ვიღაც ხარ მოკლედ რა. მოუთმენლად გელოდებიიიიიი
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№4  offline მოდერი gonegirl

kethrine
აუ კითხვა დავიწყე მაგრამ ჯერ რომ არ მოგსალმებოდი არ შემეძლო. როგორ გამეხარდი რომ დაგინახე.... ოქროს გოგო დაბრუნდი. როგორ მომენატრე შენ და შენი ისტორიები. მე შენ და ცუდი ბიჭები ორჯერ რომ წავიკითხე იცი?? მოკლედ ყველაზე დიდ წარმატებებს გისურვებ. ხო ახლა გავაგრძელებ კითხვას. მიყვარხარ

kethrine
ისევ მე... აი ისე ვიცინოდი რო. ლამის გვერდით ჩაძინებული ბავშვები გავაღვიძე და სულ შენი ბრალია :) საოცრე ა ხარ შრნ ვიღაც ხარ მოკლედ რა. მოუთმენლად გელოდებიიიიიი


ძალიან მიხარია საყვარელო )) დიდხანს არ მოგიწევს ლოდინი )

La Llorona
ძალიან მომწონს, საყვარელია ბურდული, არადა არაფერი ვიცი მის შესახებ ❤❤ ველოდები ახალ თავს

ხვალ იქნება საყვარელო))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№5  offline წევრი neilo

როგორ მომენატრა შენი იუმორით გაჯერებული ისტორიები.ძალიან ვიხალისე,დიალოგები სასწაული.

 


№6  offline წევრი M^d G1rl

ვაიმეეეეე როგორ გამიხარდი შენ არიციი❤️ დილა შენი ისტორიით? რაღაც საოცრება იყო^^

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Heiii momenatreeee dzaan magari iyo. Aba shen ici veli shemdegs moutbenlad!!!

 


№8  offline წევრი ninuca)))

რამდენი ხანი ველოდებოდი შენს ისტორიებს. heart_eyes კარგი იყო და გთხოვ რომ ძალიან არ დააგვიანო. ველოდები შემდეგ თავს. kissing_heart
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№9  offline მოდერი gonegirl

მედი
ძალიან მომეწონა♡მალე გააგრძელე♡არა ჩემი დაგლასია ისტორიაში და ცუდი როგორ იქნება:დდ თან იუმორის დედოფალი რომ წერს♡აბა:დდ ხვალ დილით ახალი თავი დაიდოს:დდ♡♡♡

საღამოსთვის დაიდება ტკბილო :დდ

katerina (keta)
როგორ გამეხარდა შენი გამოჩენა!
მეგონა ისევ ბონუს თავით დაგვიბრუნდებოდი და ახალი ისტორია რომ დავინახე უკვე გავხალისდი.
უზომოდ პოზიტიური ხარ!
იშვიათია შენნაირი ადამიანები, რომ არ იცნობ და გათბობს და გამსუბუქებს თავისი დადებითი აურით.
მადლობა რომ გამოჩნდი და ბედნიერ წუთებს გვაჩუქებ!!!

მიხარია თუ ასე ხდება :)) მადლობა თქვენ

neilo
როგორ მომენატრა შენი იუმორით გაჯერებული ისტორიები.ძალიან ვიხალისე,დიალოგები სასწაული.

იიჰ მადლობა ^_^

M^d G1rl
ვაიმეეეეე როგორ გამიხარდი შენ არიციი❤️ დილა შენი ისტორიით? რაღაც საოცრება იყო^^

ეს ვინ დავინახეო )) მადლობებიო )

Lollipop :))
როგორ მიყვარს შენი ხუმრობები^^
ველი მოუთმენლად შემდეგ თავს.
მალე დადე❤

კი ამ საღამოს დაიდება ^_^

nawkas12345
Heiii momenatreeee dzaan magari iyo. Aba shen ici veli shemdegs moutbenlad!!!

მეც მომენატრეთ გიჟებო

ninuca)))
რამდენი ხანი ველოდებოდი შენს ისტორიებს. heart_eyes კარგი იყო და გთხოვ რომ ძალიან არ დააგვიანო. ველოდები შემდეგ თავს. kissing_heart

ვეცდები მალ-მალე დავდო ❤ :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№10  offline წევრი Ana Imnadze

სასიამოვნო წასაკითხია,ამიტომ ველოდები ახალ თავს.

 


№11  offline მოდერი gonegirl

Ana Imnadze
სასიამოვნო წასაკითხია,ამიტომ ველოდები ახალ თავს.

მოცუნცულებს )
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№12  offline წევრი Evy

შენი სახელი რო დავინახეე ჰააიმეე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,არა,ჯერ გაოცებას :დდდ სასტიკად მომენატრე ვერ წარმოიდგენ შენი წინა ორი ისტორია რამდენჯერ წავიკითხე..ვგიჟდები შენზე :დდ ❤

 


№13  offline მოდერი gonegirl

Evy
შენი სახელი რო დავინახეე ჰააიმეე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,არა,ჯერ გაოცებას :დდდ სასტიკად მომენატრე ვერ წარმოიდგენ შენი წინა ორი ისტორია რამდენჯერ წავიკითხე..ვგიჟდები შენზე :დდ ❤

იჰ ტკბილო, ძალიან მიხარია :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ოჰააა აქ მაგარი ამბებიი დატრიალდეა გული მიგრძნობს <3 წარმატებები კარგიაა

 


№15  offline მოდერი gonegirl

uchveulo
ოჰააა აქ მაგარი ამბებიი დატრიალდეა გული მიგრძნობს <3 წარმატებები კარგიაა

მადლობა )
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№16  offline მოდერი gonegirl

Mariiiiami
ვაიმეეე შენ გამოჩნდიი დაბრუნდიი და მე სად ვარრრ??? ღმერთოო როგორ გამომეპარააააა
გავგიჟდები ახლააა არ შეიძლება ასეეე
აუუ ისე ეს კი ძაან გამიხარდა მარა მე იმათი ქორწილიც მაინტერესებდაა :დდდდ
მოკლედ ამას ვიწყებ იმედია არ დააგვიანებ და იმას ველოდებიი :დდდ <3
გამიხარდა რო გავაცნობიერე რო შენ იყავი

ეს რომ დამთავრდება კატოს ქორწილის ჯერიც მოვა smile smile
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№17 სტუმარი Tako...^^

მიყვარხარრ <3 რამდენი ხანია აღარ შემოვსულვარ და როგორც კი შემოვედი შენი ისტორია გამომეჭიმა პირველ გვერდზე <3ძაან გამიხარდა <3 <3 უმაგრესია დარწმუნებული ვარ <3<3 მომენატრა შენი ხუმრობები <3 უკვე შემიყვარდა ეს ისტორია <3 ამაღამ ტკბილად დამეძინება :D <3 <3 კატოს ქორწილი იქნებამართლაა? ველოდები მოუთმენლად მაშინ <3 ვგიჟდები შენზე და შენს მოთხრობებზე <3 <3 <3მომენატრეე <3 <3 !!!

 


№18  offline მოდერი gonegirl

Tako...^^
მიყვარხარრ <3 რამდენი ხანია აღარ შემოვსულვარ და როგორც კი შემოვედი შენი ისტორია გამომეჭიმა პირველ გვერდზე <3ძაან გამიხარდა <3 <3 უმაგრესია დარწმუნებული ვარ <3<3 მომენატრა შენი ხუმრობები <3 უკვე შემიყვარდა ეს ისტორია <3 ამაღამ ტკბილად დამეძინება :D <3 <3 კატოს ქორწილი იქნებამართლაა? ველოდები მოუთმენლად მაშინ <3 ვგიჟდები შენზე და შენს მოთხრობებზე <3 <3 <3მომენატრეე <3 <3 !!!

მახსოვხარ საყვარელო :)) იმედია ესეც მოგეწონება. ჰო რაც შეეხება კატოს ქორწილს,მაგას როგორ გამოგაპარებთ :დ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№19 სტუმარი Tako...^^

gonegirl
Tako...^^
მიყვარხარრ <3 რამდენი ხანია აღარ შემოვსულვარ და როგორც კი შემოვედი შენი ისტორია გამომეჭიმა პირველ გვერდზე <3ძაან გამიხარდა <3 <3 უმაგრესია დარწმუნებული ვარ <3<3 მომენატრა შენი ხუმრობები <3 უკვე შემიყვარდა ეს ისტორია <3 ამაღამ ტკბილად დამეძინება :D <3 <3 კატოს ქორწილი იქნებამართლაა? ველოდები მოუთმენლად მაშინ <3 ვგიჟდები შენზე და შენს მოთხრობებზე <3 <3 <3მომენატრეე <3 <3 !!!

მახსოვხარ საყვარელო :)) იმედია ესეც მოგეწონება. ჰო რაც შეეხება კატოს ქორწილს,მაგას როგორ გამოგაპარებთ :დ

უკვე ძალიან მომწონს <3 <3 <3

 


№20  offline მოდერი gonegirl

ანი ანი
დასაწყისში ვერ გავერკვიე
ანუ ცუდად მთავრდება?!

ბოლოს წინა თავში გაიგებთ რაც ხდება :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორც იქნა დასრულდა და მეც დავიწყე... ველოდები ბეევრ სიგიჟეს

 


№22  offline მოდერი gonegirl

terooo
როგორც იქნა დასრულდა და მეც დავიწყე... ველოდები ბეევრ სიგიჟეს

გისურვებ სასიამოვნო კითხვას :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№23 სტუმარი სტუმარი ნანუკა

როგორ მომწოოოონს.???????? მესამედ თუ მეოთხედ ვკითხულობ და საოცრად პოზიტიურ განწყობაზე მაყენებსს.????????

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

gonegirl
terooo
როგორც იქნა დასრულდა და მეც დავიწყე... ველოდები ბეევრ სიგიჟეს

გისურვებ სასიამოვნო კითხვას :))

აღარ მახსოვს... მეგობრებმა მირჩიეს

 


№25 სტუმარი სტუმარი სალო

ამ ისტოროას უკვე მესამედ ვკითხულობ,ყვეეეელაზე ძალიან მომწონს მათ შორის რაც აქ დადებულა

 


№26  offline წევრი კალლ აია

აააა გოოორკიიიი

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საინტერესო სასიამოვნო წასაკითხია ვიმხიარულე საოცარი ემოციებით სავსე ა მომეწონა ძალიან მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent