მწვანე #2
გვიანობამდე მომიწია მუშაობა ასალაგებელი იყო მაგიდები,ნეტავ ნანიკო მხედავს ხო გადამამტვრევდა ამ თეფშს თავზე. ვიცი,რატომაც და ისიც ვიცი,რასაც მეტყოდა,რამე გაკლიაო და მერე ისევ ჩხუბი იქნებოდა და მეტი არც არაფერი. ნიკამ მეც ვრჩები,გეხმარებიო. -ნიკა, ის ტილო მომაწოდე რა -აჰა_მესროლა და სახეზე ამეკრა სველი ტილო. -აუ დებილო! -მაპატიეთ მადმუაზელ_ რევერანსის მაგვარი რაღაც გააკეთა და მაგიდიდან წვენი აიღო. -აქ დიდი ხანია მუშაობ ? -ეს კაფე გაიხსნა სადღაც 2 წლის წინ, მის მერე აქ ვარ -ამ,გასაგებია -ისე გარეთ გამოდი ხოლმე, კიარ ვიკბინებით გოგო -არა, უბრალოდ ვერ ვიცლი ხოლმე -ნუცა უნდა გაგაცნო,ზუსტად ვიცი,სასტიკად გაუგებთ ერთმანეთს_რაღაცნაირად თქვა ნიკამ. ისე,რომ ვერც გაიგებდი როგორი ინტონაციით იყო. ჰო,ეგრე არეულად მეც არ ვიცი რატომ ან როგორ ან რანაირად მაგრამ რაც მთავარია იყო და მორჩა. -ხვალ თუ მოვიცლი,ჩამოვალ -ხოდა ეგრე,ძეტკაა ბევრიც ვიცინეთ და ბევრიც ვიმუშავეთ. საბოლოოდ "გამწვანებული" დავტოვეთ კაფე და კორპუსებში ავირბინეთ. ის ჩემს პირდაპირ ცხოვრობდა, კაფე დაახლოებით 1 გაჩერების სავალზე იყო. სულ ასე იყო და იცით,რა კარგი ბიჭი იყო ნიკა ? ძალიან ძალიან უბნის სულელეი კოლორიტი იყო,უბნის რომელსაც ახლა ვიცნობდი... შაბათი. 1 საათი და გაგუდული ძილი. ისევდაისევ ხმაურმა გააღვიძა,ზანტად ადგა საწოლიდან და მწვანე კედლებს შეავლო თვალი. რაღაც აკლდა კედლებს. აქვე სუვინირების მაღაზია თუ ბუტკა იყო,ხოდა იყიდდა რამეს. ხალათი მოიცვა და აივნიდან გადაიხედა. ქალები ბავშვებს ასეირნებდნენ, კაცები ნარდს აგორებდნენ, ახალგაზრდები კი არსად არ ჩანდნენ. სასიამოვნოდ დაიმუხტა. საუზმე მოიმზადა და დაბლა ჩასვლა გადაწყვიტა, მიზეზიც ჰქონდა. პროდუქტები. მოკლე,დახეული ჯინსი,შავი მაისური და კედები მოირგო. თმა ჩაიწნა,საფულე აიღო და ბინა დატოვა. ჯერ სუვენირების ბუტკაში თუ მაღაზიაში შევიდა. მაშინვე იყიდა,ახალგაცნობილი ნონასგან, მუნკის "კივილის" ნახატი,მწვანე ფერში. გიჟდებოდა უკვე ამ ნახატზე, მერე პატარა სანათიც და ზარდახშაც იყიდა,სხვა წვრილმანებთან ერთად. მარკეტში შევიდა, კიდევ კარგი დიდი და მოსახერხებელი იყო. ფართე მაცივრიდან კეფირი უნდა აეღო,რომ ვიღაცის ხელი იგრძნო მის ხელთან ერთად კეფირზე. ჰო,ერთად მოკიდეს. ნია და კეფირი ? ეს ის შემთხვევა იყო,როცა კეფირი ვერავისია! მაგრამ მაგრამ მაგრამ სურნელი ეცნო,რაღაც ბუნდოვად ამოუტივტივდა,მაგრამ ვერ იხსენებდა, ვერ ფიქრობდა. უცებ მოწია მისკენ კეფირი და იმანაც გაუშვა ხელი. შემოტრიალდა არც მეტი და არც ნაკლები გაგა იყო. აი ის გაგა. ისე მოიქცა,ისეთი როჟა დაკერა,თითქოს ვერ იცნო. სწრაფად გაეცალა და ნაყინებისკენ გასწია. ნეტავ,გენახათ ნეტავ,დაგენახათ რა ნეტავი რა! ნეტავ, შეგემჩნიათ ან თუნდაც თვალი ან თვალები მოგეკრათ,როგორ ჩაეღიმა იმ უკანასკნელს. მერე ? როგორც ჩანს, იმასაც ნაყინი მოუნდა. კარამელი,შოკოლადი,ვანილი,შერეული,მორეული და ალუბლის. ყველანაირი ნაყინი ჩაყარა კალათაში და ისევე სწრაფად გაეცალა "მას". როგორ უხურდა კანი, როგორ ხურდა თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. ისე აუტანლად, სასიამოვნოდ,მეც რომ ვერ აგიღწერთ. მერე კიდევ დაიწყო ბოდიალი ფეხები უკანკალებდა,ის კი გაუჩინარდა. სალაროსთან,რომ მივიდა და გოგონამ უთხრა გადახდილიაო,კინაღამ გამოშტერდა. გ ა მ ო შ ტ ე რ დ ა. ხელდამძიმებული და გამოშტერებული სახლისკენ მიიჩქაროდა,ბუბამ რომ დაინახა,აი იქ უნდოდა აორთქლება, ისიც ხომ იქ იქნებოდა ? დაიწვებოდა,საშინლად. -ნიაკო! -ბუბა!_გადაეხვია და მოიკითხა. -ჰა,რა ქენი,შეეჩვიე გარემოს ? -რავიცი,მომწონს რა -აუ ნიაკო,წამოდი რა -სად ? -ციკლოპას ეზოში,ბავშვები არიან და თან გაიცნობ რა -მერე ესენი ?_პარკები უჩვენა კვარაცელიამ. -წამოდი,უცბად ავიტანოთ და ვსიო,მომეცი გოგო რო დაათრევ ოლია მათხოვარივით უბედურად. -შენ სულ ატანაში როგორ უნდა მეხმარებოდე ?_გაეცინათ. -თუ გამომყვები,ნიაკო ყოველთვის და ყველგან. გაუღიმეს. ასე იყო და სულ იყო ნიაკო და ბუბა. კორპუსის ეზოში, ხის მაგიდა და სკამეიკა იწონებდა თავს. იქ ისხდნენ ბავშვები და ჯოკრაობდნენ. მალევე მიიქციეს ეზოში შემოსულებმა ყურადღება. -სად ხარ აქამდე, გადავიწვი რა_დაიყვირა წითურმა გოგომ. -აუ დამავიწყდა,ნაყინი!_მიუახლოვდნენ. აიტუზა ნიაც. -შენ ის ნია ხარ ?_იკითხა მეორე გოგომ და ჩაიჩოჩა,ანიშნა დამჯადარიყო. აწურული ჩამოჯდა,აბა რაექნა ? ბავშვობიდან ერთი მეგობარი ყავს,ანაკო და მეტი არავინ,უჭირდა ურთიერთობები ან არ უჭირდა და ასე ჩანდა. -კი,მე ვარ_შესამჩნევად გაუღიმა. პიზდეც,რამაგარი ღიმილი ჰქონდა ამ გოგოს რა. -აუ რა ლამაზი ხარ_წუწუნით ამოილაპარაკა წითურმა. ყველას გაეცინა. -შენც ლამაზი ხარ,ტასო_თვალი ჩაუკრა ციკლოპამ. -გამანებე შენ მე თავი!_შეუბღვირა. -მოკლედ აბა, მე ნუცა ბუბას და,ის ტასო და ბიჭებს იცნობ რა_ხელი აიქნია უცბად. -სასიამოვნოა -ჩვენთვისაც_ახლა გაუღიმა წითურმა. დაიწყო ცეცება თვალების არ იყო. მოეშვა მაგრამ მანდაც იყო რა რაღაც მაგრამ ხომ იყო ხოდა მორჩა. -აუ ნაყინი მომიტანე ბუბა,ნერვები აღარ მაქვს -გაგა მოდის და ის მოგიტანს -ერთი არ მოუტანია! -აუ რას ვშვებით ხვალე ?_მოიწუწუნა ნუცამ. -ვიმხობთ უბანს_მხიარულმა ნიკამ წამოიძახა ნიკამ. -ისე ხო რას ამბობთ,აწყნარებთ_ჩაილაპარაკა ნიამ,რაზეც სიცილი აუვარდათ. -ოხ, შემოხვედი უკვე ? გეპატიჟები ხვალ, ჩემი დაბადების დღეა და რამე უნდა მოვიფიქრო,ნუ კაროჩე მოდი ხო ? ძალიან გამიხარდება_გაუღიმა ნუცამ. -აუცილებლად მოვალ! ის იგვიანებდა არა, ეგ მაგას ეგონა რომ იგვიანებდა ვეღარ გაუძლო. -უნდა წავიდე, ძალიან კარგი იყო მაგრამ საქმეები მაქვს,ბავშვებო_წამოდგა ნიაკო. -მე რომ ეხლა მოვედი და ვერ იყო კარგი ? მეხი ჭექა მეხი ქუხილი ელვა შტორმი სეტყვა ქუხილი. ფეხები აუკანკალდა,ძლივს დაიმორჩილა კიდევ კარგი ვერავინ შეამჩნია. შეტრიალდა და უკეთესად დაინახა მისი სახე. იღიმოდა ან უღიმოდა. -ხო რა ცოტახანნიც_სიჩუმე და ის რაღაც გააკავა ნუცამ. -კარგი_ამოილუღლუღა. საწყის ადგილს დაუბრუნდა და სწორედ მაშინ დაიწყო ის,რაც არ უნდა დაწყებულიყო. აქ "ვერ უნდა დაწყებულიყო"ს ვერ ვიტყვი,ვერ დავწერ,ვერ ვაკადრებ მათ ამას. აკვირდებოდა არა გაგა კიარა ? არა ნია კიარა ? ორივე ერთად. უფრო მაინც ის უკანასკნელი იყო ექშენში. შავი ფერის თმა,დაბალზე ჰქონდა. მოყვანილი ტუჩები,გრძელი წამწამები და ლამაზი წარბები ჰქონდა. ყველაზე ლამაზი ალბად ყბა მოეჩვენა,ყველაფერთან ერთად. მიეჩვია ასე ყურებას მიეჩვია და რა ? ის არა ? კარგით რა, მთელი საღამო უყურებდა და ალბათ მაინც ამ გოგოში ყველაფერთან ერთად ყველაფერი მოსწონდა:) აქ უკვე გადაწყვეტილი იყო იქ უკვე გადაწყვეტილი იყო გაგაობა და ნიაობა მხოლოდ მათ შეეძლოთ ნიაკოს და გაგას. ხო, ნიაკოც იყო და ნიაც მთავარია კვარაცხელია იყო მერვე სართულზე,რომ ცხოვრობდა. მთავარია, ის გოგო იყო,რომელში ყველაფერთან ერთად,ყველაფერი მოსწონდა. ---- გელით, შეფასებებით ^-^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.