შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (2)


2-04-2017, 20:03
ავტორი gonegirl
ნანახია 13 760

მაშო
ვინ მოიგონა ლექციების ჩატარება დილის ცხრაზე,ვინ?! მანქანის ჩამკეტ ღილაკს ვაჭერ და „ცოდნის ტაძრისკენ“ მივაბიჯებ,ეს მაგარი გამოთქმა აქვთ ლექტორებს, ცოდნის გარდა ტანჯვის,ფსიქიკური აშლილობის, დილით ძილის დაფრთხობის და წიგნებზე თავის რტყმის ტაძარიც რომაა ამის თქმა რატომ ავიწყდებათ. ჯანდაბა,ვაგვიანებ...ისევ! დაცვას სტუდენტურ საშვს ვუჩვენებ და შენობაში მოწყვეტით შევრბივარ,ისე დაცვის სისტემა გვაქვს კაგებეს შეშურდება,უნივერსიტეტია თუ პენტაგონის სადაზვერვო შტაბი ვერ მიხვდები. ჩინეთის დიდი კედლის სიგრძე დერეფანში ორკილოიანი წიგნებით მოძრავ სათვალეებიან ტიპებს ვუვლი გვერდს,ესენი სავარაუდოდ იურისტები იყვნენ,ახლა ქერა ბიჭი მოაბიჯებს ცბიერი ღიმილით და ანთებული თვალებით,ეს უეჭველი პოლიტოლოგიის სტუდენტია და ერთ-ორ წელში ესეც სხვებივით დაგვაბოლებს არჩევნებზე. როგორც იქნა,გამოჩნდა ასმეორე აუდიტორია! ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,ვაკაკუნებ და შევდივარ
-გვიკადრეთ ქალბატონო მარიამ?-სათვალეების ზემოდან მიყურებს რუსიკო,ზუსტად ისეთი ხმა აქვს მულტფილმებში ბოროტი დედაბრები რომ წიკვინებენ ხოლმე.
-ბოდიში-წარბებს საცოდავად ვწევ და ბოლო რიგებისკენ მივემართები. საერთოდ რატომ უნდა მოგინდეს არქეოლოგიის არჩევა თავისუფალ კრედიტად? ამეღო ფსიქოლოგია,ეკონომიკა ან ფილოსოფია, დარწმუნებული ვარ პლატონი და არისტოტელე რუსუდანსავით მაინც არ მომიშლიდნენ ნერვებს და უაზრო წოწიალიც ამცდებოდა სადღაც ჯურღმულებში ყოველ კვირა,დებილი ხარ მაშო!
-დღეს თრიალეთის ყორღანებზე ვისაუბრებთ-მესამედ იწყებს ერთი და იგივე ლექციის ახსნას არქეოლოგიის დედოფალი,ეს როდის უნდა მიხვდეს სულ რომ ატყუებენ ბავშვები და ბოლოს და ბოლოს ჩაინიშნოს ვისთან რა ახსნა. თავს ტელეფონში ვრგავ და ყურსასმენებს ვაერთებ,მადლობა აუდიტორიებში უფასო Wi-Fi-ს გამომგონებელს,სამოთხეში მოხვდება ვინც არ უნდა იყოს. ცალ ყურში რუსუდანის ყარყალი მესმის,მეორეში Milky Chance-ის Roxanne.
სანამ ძვირფასი რუსიკო გაქაფული იმეორებს რაც წინა ორ ლექციაზე გაგვაზეპირებინა ვიღაც კარს ფართოდ აღებს,რა ეჩქარებოდა, დაეცადა ათი წუთი და დამთავრდებოდა ლექციაც,წარბაწეულ რუსუდანს მზერა ახალშემოსულზე გადააქვს,ახლა დაიწყება ლანძღვა წესების გარეშე. თავს დინჯად ვაბრუნებ სცენის საყურებლად,ოჰ ბატონი ბურდული მობრძანებულა,თეთრი ზედა და შავი პიჯაკი არ დაეკარგოს სადმე.
-შეიძლება ქალბატონო რუსუდან?-ტრადიციული ღიმილით ისვამს ხელს ჩამოყრილ ქოჩორზე,მგონი ვიღაცამ ნახევარი ქვაბი ჟელე დაიცალა თავზე,როგორც ყოველთვის!
-დაჯექი სანდრო-დამტკბარი ხმით უშვერს ხელს რუსიკო. აი უსამართლობა! ხუთ წუთს ვაგვიანებ და ლამის ტრუსიკიდან ამოხტა,ამას კიდე თვალებს უფახულებს.
-ვარცხნილობა გიხდებათ-უღიმის ის გარეწარი უკვე ჩემი მეზობელი რომ ქვია და მესამე რიგისკენ მიიწევს,ოჰ უკვე გაუმზადებიათ მანდილოსნებს დასაჯდომი ადგილი. რუსუდანი თორმეტი წლის გოგოსავით იპრანჭება კომპლიმენტზე და თავის ძვირფას ჩონჩხებზე განაგრძობს ლაპარაკს, ეს სანდრიკო რო ლექტორების მაჩალკაა გავიგეთ მაგრამ შენ რაღამ აგახუნტრუცა ამხელა ქალი.
სანატრელი ზარის ხმა და მთელი დარბაზის წამოხტომა ერთია. კონსპექტებით ხელში მივკაკუნებ ავტოსადგომზე და მთელი სიფრთხილით გამომყავს მანქანა,მეოთხეჯერაც რომ გაუსვა ვინმეს,მკვდარი ხარ მაშო! რა იქნება ერთხელ მაინც მეღირსოს ეს ქალაქი საცობის გარეშე,უკვე მარჯანიშვილის მეტროსთან მიღწეული სახლისკენ მიმავალ ნინელის ვუსიგნალებ,წამში ბრუნდება,თვალებს აცეცებს და ხელების ქნევით მისკუპდება
-პატიოსანი გოგო დასიგნალებაზე არ გამოიხედავდა-ვეჭყანები შუქნიშანს მიჩერებეული.
-შენი პატარას წრიპინს ათას ხმაში ვიცნობ-ენას მიყოფს და ჩანთას უკანა სავარძელზე აგდებს.
-ლექსომ გადაგაგდო თუ რატო მოდიხარ ფეხით?
-დღეს გვიან ამთავრებს ვარჯიშს,ჰოდა წამოვედი მეტროთი-სარკეში თმებს ისწორებს ნინელი.
-დაგერეკა და მოგაკითხავდი შენ კიდე-გაზს ვაჭერ ფეხს და სუნდუკიანის ქუჩისკენ ვუხვევ.
-უიმე სანამ შენი უნიდან ჩემამდე მოხვალ ბოლო კურსი მექნება დახურული,დიპლომიც მექნება აღებული და შეიძლება ორი ბავშვის გაკეთებაც მოვასწრო სადმე.
ტლიკინით ვუახლოვდებით მშობლიურ კორპუსს, ის ისაა უნდა შევიდე შავი ლექსუსი რომ მასწრებს და ჩვენი სადარბაზოს წინ აჩერებს
-აუ ჩემ ადგილას ჩამიყენა ამ კვირაში მესამედ უკვე რა-ბურტყუნით ვუვლი გვერდს და კორპუსის ბოლოსკენ თავისუფალ ადგილს ვპოულობ.
-ჩქარა გადავიდეთ და გააფრთხილე მანდ მე ვაჩერებ ხოლმე თქო-მიკარკლავს ნინი და ჩანთას იღებს. აშკარად კარგი აზრია,გასაღებს ვაძრობ და კარს ვხურავ. ნინი მკლავზე გამეტებით მექაჩება
-ეს ზედა თუ არ მოგწონს პირდაპირ გეთქვა, ტანზე კი ნუ მახევ-ვუბრუნდები ტუჩებდაპრუწული.
-გოგო შეხედე!-საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას და ლექსუსისკენ იშვერს თითს,ნაჩქარევად გადამაქვს მზერა. აჰ,რა თქმა უნდა,აბა სხვა ვინ იქნებოდა! თმის ჟელეების მბრძანებელს და მუდამ დაბალი წვერით მოარულს უკვე მოუსწრია თავისი არასწორ ადგილას ჩაკვეხებული ტრანსპორტიდან გადმოსვლა.
-სანამ ლიფტში შევა უნდა ვუთხრა-თვალებს ვატრიალებ და მისკენ მივემართები.
-ახლა მაინც გაახსენდები-ჭკუაზე არაა ნინი.
-მისი კურსელი კი არა საერთოდ დედამიწელი რომ ვარ თუ იცის ნეტა-ხელს ვიქნევ და გზას ვაგრძელებ.
-არ ეუხეშო,არ ვიცნობთ მაინც-უკან ჩურჩულით მედევნება. ჰო კარგი,შენ ზრდილობიანი გოგო ხარ მაშო,საერთოდ არ გახსოვს წინა სემესტრის დამცირება, არც ის გახსოვს მისი ასფალტზე თრევა რომ გინდა სახით,არავითარი თვალების დაქაჩვა,დიპლომატიურად მოუგვარებ და წამოხვალ! ხმას ვიწმენდ და პარკებით სადარბაზოსკენ მიმავალ ლექტორების მომაჯადოვებელს ვეძახი
-უკაცრავად-ზედ ლიფტისკენ მიმავალს ვასწრებ. ბატონი ბურდულიც არ აყოვნებს,ჩემკენ ინტერესიანი თვალებით და იმ ღიმილიანი გამომეტყველებით ბრუნდება მთელი წელია უნივერსიტეტში რომ აქვს აკრული, არა მაინც მინდა ასფალტზე ვათრიო. ნერწყვს ვყლაპავ და პირს ვაღებ
-მაპატიეთ,მაგრამ აქ მე ვაყენებ ხოლმე მანქანას-იმ ადგილზე მივუთითებ ახლა თავის რაშს რომ აქვს დაკავებული. ჩემს უკან იყურება,სავარაუდოდ ნინის ათვალიერებს,მერე მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს გაღიმებულს
-მიპატიებია-თვალს მიკრავს და სადარბაზოში შედის.
-ამან რა გააკეთა ახლა?-პირდაღებული ვაბრუნებ თავს ნინელისკენ.
-ზრდილობიანად მიგვაბანძა-თვალებგაფართოებული მიყურებს.
-აი ხო გეუბნებოდი თავში ავარდნილი ხეპრეა თქო,უზრდელი!-თავს ვაქნევ და ლიფტისკენ ვიღებ გეზს. დერეფნებში ცხვირაწეული მორბენალი მხეცისგან მეტს რას უნდა ელოდე.
კართან ვდგავარ და ჩანთაში გასაღებს გამალებით ვეძებ
-მგონი ისევ დამრჩა-ფრუტუნით ვუბრუნდები ნინის.
-ყელზე უნდა ჩამოგკიდო ერთ დღეს-წკრიალით იღებს თავისას ჩანთიდან და სახელურს ეჯაჯგურება. გაოგნებული და დაღლილი დივანზე ვიშხლართები,სამი საათი ჩემმა მტერმა უსმინა რუსუდანის ლექციას.
-ყავა თუ წვენი?-სამზარეულოდან მეძახის ნინი
-დარიშხანი!-ვპასუხობ როცა ხვალისთვის სამეცადინო მასალა მახსენდება.ყურში კარის ზარის ხმა ჩამესმის,რატომ აქვს ჩვენ ზარს სოსო პავლიაშვილზე უარესი ხმა,რატომ?!
-ნინი გააღე ფეხზე ვერ ვდგები-ვკნავი საცოდავად. ნინელი აშკარად ჯანზეა,თვალის დახამხამებაში კართან ჩნდება და სახელურს ქაჩავს,ლექსიკუნა მხარზე ჩანთამოგდებული შემოდის და ჩემსავით სახეწაშლილი ეჟღერტება მეორე დივანზე
-რა იყო ზომბებს გამოექცევი?-ინტერესით ყოფს თავს ნინი
-ზეგ თამაშია და მომკლა მწვრთნელმა-მარცხენა ხელს გაწითლებულ სახეზე ისვამს ლექსო
-მოგიკვდი,მე კიდე ლექტორმა ამატკივა თავი-ჩანთაში კეტონალის ძებნას ვიწყებ.
-ნინელი წყალიი!-შეკვეთას აძლევს ლექსო.
-გაგანინელებ მე შენ-სამზარეულოდან იმუქრება ნინი.
ათ წუთში სამივე უხმაუროდ ვჭამთ ნინის მომდევნო შედევრს-ნახევრად შემწვარ კარტოფილს. რას ვიზამთ, დამოუკიდებლად ცხოვრებასაც აქვს თავისი მინუსები. მგონი კეტონალმა თავის ტკივილი კი არა გრძნობები გამითიშა საერთოდ.
-ცოტა ხანს დავწვები მე რა-თეფშებს კარადაში ვაწყობ.
-მეც წავალ, მაგრად დავიღალე-ჩამოყრილ ქოჩორს უკან იწევს ლექსო.
-ოო სად წახვალ,ოტელოს სათქმელი შენ უნდა წაგაკითხო-ფეხებს აბაკუნებს ნინი.
-რა დავუშავე შექსპირს ეგ ოტელო რომ დაწერა რა-ხელებს ჰაერში იშვერს ლექსო,ზუსტად იგივეს ვფიქრობდი შოთა რუსთაველზე,სკოლაში “ვეფხისტყაოსანს“ უმოწყალოდ რომ მაზეპირებინებდნენ სამი წელი.
-გუშინ მე მაკითხებდა,დღეს შენი ჯერია ჩიტო-ხელს ვუქნევ და საძინებლისკენ მივლასლასებ,მე და შენ რომ ერთმანეთი გვიყვარს ბალიშო კაციშვილს არ უყვარს ისე მთელ დედამიწაზე,უბრალოდ უნივერსიტეტს არ ესმის რომ მესამე ზედმეტია. თავს ვდებ და თვალებს ვხუჭავ.
ყურში გაბმულად ჩამესმის მსოფლიოში ყველაზე საშინელი ხმა-მაღვიძარას ზუზუნი,უფრო სწორად მსოფლიოში მეორე ყველაზე საშინელი ხმა,პირველ ადგილს ისევ ჩვენი კარის ზარი იკავებს. ცალ თვალს საცოდავად ვახელ და ფანჯარას ვაშტერდები,გვარიანად ჩამობნელებულა. დათუნიებიანი ჩუსტებით მივჩლარტუნებ მისაღებისკენ
-წავიდა აყლაყუდა უკვე?-მთქნარებით ვუჯდები ლეპტოპთან მოკალათებულ ნინელის.
-კი გოგო,სუნამოს სუნი რომ ადიოდა შეამჩნიე?-თვალებმოჭუტული მიბრუნდება.
-არა მაგრამ რა ნახე მაგაში გასაოცარი
-ქალის სუნამო იყო მაშო-განაჩენივით გამოაქვს ნინის.
-კაიი? არა რაღაც საეჭვოდ კი დაძვრება ამ ბოლო დროს-ტუჩებს დაეჭვებული ვპრუწავ.
-ხვალ დავაფრქვევინოთ ყველაფერი-საჩვენებელ თითს იქნევს ნინი.
-ეგრე ვქნათ-სამზარეულოში სიცოცხლის ელექს გასაკეთებლად მივემართები.
-მე ესპრესო მინდა-სიტყვას მაწევს ნინელი.
ხუთ წუთში შოკოლადით და ჭიქებით ხელში ვბრუნდები. დივნის გვერდით ხალიჩაზე სულთანივით ფეხმორთხმული ვჯდები და ქსეროქსების ორტომეულს ვიღებ,მგონი ქსეროქსის აპარატი რომ ვიყიდო უფრო იაფში გამოვალ.
-მაშო „ლა ლა ლენდი“ დაიდო ქართულად-ხელებს მიქნევს ნინი,ეჰ უნივერსიტეტს ლა ლა ლენდების არ სჯერა.
-მოვრჩები მეცადინეობას ორ-სამ საუკუნეში და მერე ვუყუროთ-ცხოვრებაზე დაბოღმილი ვშლი მომდევნო გვერდს. გამწარებული ვცდილობ დიპლომატიური ტერმინების დაზეპირებას უცებ ხმამაღალი მუსიკა რომ მესმის,მაშინვე ნინელიზე გადამაქვს მზერა, მობილურზე შეერთებული ყურსასმენები აქვს გარჭობილი და თავის სტიქიაში კითხულობს რაღაცას,მუსიკის ხმა უფრო იზრდება,მგონი მოჩვენებები დამეწყო.
-ნინი!-ფეხზე ვდგები და მხარზე ვადებ ხელს
-რა ხდება?-დაფეთებული იხსნის ყურსასმენს
-ხმები გესმის?-ეჭვით ვუყურებ,გუგუნის ხმა უფრო ძლიერდება
-მგონი ამ კედლიდან მოდის-თითს იშვერს ნინი. მადლობა ღმერთს,გადავურჩი ასათიანში თეთრი ხალათით სირბილს.
-ჩვენი მეზობელი ახალმოსახლეობას ზეიმობს-ხითხითებს ნინელი.
-და მეორე მეზობელს სწავლას არ აცდის-ვცრი კრიჭაშეკრული და ჩემ ადგილს ვუბრუნდები. ჯანდაბა, გასაჩერებელი ადგილი არ იმყოფინა და ახლა სიმშვიდესაც მართმევს? მეოთხედ ვკითხულობ ერთი და იგივე წინადადებას და ამ ხმაურში აზრი ვერ გამომაქვს,რა ჭირს,ყრუა? ახლა მესმის რატომ გადმოვიდა ახალ ბინაში,ალბათ გამწარებულმა მეზობლებმა გამოაგდეს ან ოჯახმა ვეღარ გაუძლო. გონებაში წინადადება არ მაქვს დამთავრებული მუსიკის ხმა რომ წყდება,მეშველა ვითომ? „არა არ გეშველა“-შემდეგი სეანსის დაწყებას მატყობინებს ტვინი.ჯანდაბა,ოღონდ მძიმე როკი არა!
-მორჩა,თავს წავაჭრი!-მუშტად შეკრული ხელებით ვდგები და კარს ნაჩქარევად ვაღებ. სადარბაზოშიც ისმის ამის რახუნი,რაღა დღეს მოუნდა კონცერტების გამართვა! ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ზარის ღილაკს ვაჭერ. სულ ტყულად ვიცდი ნახევარი წუთი,აშკარად ვერ გადააჭარბა მუსიკის ხმას,ისევ ვაჭერ და ხელს აღარ ვიღებ ღილაკიდან. ოცი წამი საუკუნედ იწელება,ოჰ მეღირსა! იღება!
-რა მოხდა,ომი დაიწყო?-წინ მიდგება სიგარეტმომარჯვებული როკ ენ როლის პრინცი,ჯერ არა მაგრამ აუცილებლად დაიწყება თუ ასე გამაღიზიანებს. არავითარი მაპატიეთ და თუ შეიძლებები,ისევ მოგშხამავს მაშო!
-მუსიკა ძალიან ხმამაღლა გაქვს-პირდაპირ ვახლი.
-მერე?-თავს გვერდზე ხრის და გაღიმებული მომჩერებია,უნდა დათხარო ის მომწვანო მონაცრისფრო თვალები.
-მერე მეცადინეობაში ხელს მიშლის-წარბს ვწევ.
-ბევრი სწავლა მავნებელია-ბაღის მასწავლებელივით მიქნევს თითს და კარს ცხვირწინ მიხურავს. ეს დეგენერატი! ამაზონის ჯუნგლებიდან გამოქცეული უტაქტო დეგენერატი! ოთახიკენ მივაბიჯებ და კარს გამწარებული ვაჯახუნებ,ამჯერად მეტალიკა მესმის ბოლო ხმაზე,აი ხვალიდან მართლა იწყება ომი!
-რა მოხდა?-ცხვირწინ მეტუზება თვალებგაფართოებული ნინი.
-ამ ერთუჯრედიანს თუ თავბედი არ ვაწყევლინო მე ვიყო სურამელაშვილის ფანი!



№1  offline წევრი M^d G1rl

ვაიიჰ ვეღარ ვსუნთქავ :დდდდდ
აიი ვგიჟდები შენზეეე თუ გატყუებდე მეც ვიყო სურამელაშვილის ფანი :დდ

 


№2  offline მოდერი gonegirl

M^d G1rl
ვაიიჰ ვეღარ ვსუნთქავ :დდდდდ
აიი ვგიჟდები შენზეეე თუ გატყუებდე მეც ვიყო სურამელაშვილის ფანი :დდ

კნუტო smile smile
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Magari xar!!! moutbenlad veli am zorba xepreze sgurisdziebas!!!

 


№4  offline წევრი Indigo

სათაური მომეწონა ძაან joy joy joy joy joy joy
დაველოდები, დაგროვდეს თავები ცოტა და დავიწყებ კითხვას. kissing_heart kissing_heart
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№5  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ ❤❤ ბევრი ვიცინე, ველოდები ახალ თავს ❤❤
--------------------
M.D

 


№6  offline წევრი kethrine

შეუძლებელია შენი ისტორიები არ მომეწონოს. უბრალოდ სუპერ გოგო ხარ რა. მოუთმენლად გელოდები. როდის დადებ ახალს?! მიყვარხაააარ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№7  offline მოდერი gonegirl

nawkas12345
Magari xar!!! moutbenlad veli am zorba xepreze sgurisdziebas!!!

მეც ველი მეც smile
M-A-R-I
სათაური მომეწონა ძაან joy joy joy joy joy joy
დაველოდები, დაგროვდეს თავები ცოტა და დავიწყებ კითხვას. kissing_heart kissing_heart

იმედია სათაურივით მოგეწონება relaxed
La Llorona
ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ ❤❤ ბევრი ვიცინე, ველოდები ახალ თავს ❤❤

მადლობა blush kissing_heart
kethrine
შეუძლებელია შენი ისტორიები არ მომეწონოს. უბრალოდ სუპერ გოგო ხარ რა. მოუთმენლად გელოდები. როდის დადებ ახალს?! მიყვარხაააარ

მადლობა საყვარელო blush ხვალ არა და ზეგ იქნება
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

zustad platons da aristoteles vswavlobdi dges sociologiashi da gavgijdi da gavaprinee ubralod agar shemidzliaa am gamocdebma tvini wachamaa :((( dzaan kargi istoriiaaa warmatebebii <3

 


№9  offline წევრი მარიამი”

Uf kai iyo magram ar meyo ori tavi kide mindaaa

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენ გაიხარე როგორ გულიანად მაცინებ smile smile ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ,ამ ისტორიით მკითხველს ყველანაირად დადებითი თვისებები ავსებ
--------------------
ლანა

 


№11  offline მოდერი bibo

მოსულა გიჭიი გადარეული ისე ნიკით გცნობ უკვე მივხდი რა ხალისი სიტკბო და უბრალოდ კუჭის ტკივილამდე სიცილი მელოდა heart_eyes heart_eyes ამ საიტზე ჩემზე გიჟი და უბრალოდ გადარეული თუ იყო ვინმე არ მეგონა joy joy გემრიელობა ორივე თავი წავიკითხე რა დაგიმალო და არ მეყო რატო არ იყო უდიდესი თავი რატო არ დადე ორზე მეტი არ მეყო არა და რა ვქნა ღორმუცელა ვარ და ჰა მიმტყიპე joy joy გემრიელობა მომწონს ლექსო და ნინელი და რავი ჩემი ცხვირი უშნოდ არ გრძნობს ხოლმე ქიმია ქიმია ვიცი მაგი მე joy joy მაშო და ბურდული ოოოოო ვატყობ ჩემი ნერვები ჰაერში აიწევა და სული გადაფრინდება იქით სადღაც შორსს bowtie bowtie ხო ეგ ბურდული გაიტკუცება ეგ ყოფილა თხა ჭაკი ჯუა bowtie bowtie მაშო კიდე ქალი ადმიანი პიროვნება joy joy ხო ამ ბბურდულს ჯანდაბა მაგას სახელი დამავიწყდა ვატყობ გლაზა ვჩიჩქნუს უნდა ასეთ გოგოს რებსა რო უკეთებს როგორ ტოვებს კარებთან მაგას დაბლოკვა არ ეხცოდინება ფოი ფოი ბიჭია joy joy joy joy გემრიელობა ტკბილობა ჩოკოლადობა და უბრალოდ კაობავ სასწაული ხარ საოცრება გემრიელო გყვარობ მე შენა სუ სუ ბევრებსა heart_eyes kissing_heart

 


№12  offline მოდერი gonegirl

uchveulo
zustad platons da aristoteles vswavlobdi dges sociologiashi da gavgijdi da gavaprinee ubralod agar shemidzliaa am gamocdebma tvini wachamaa :((( dzaan kargi istoriiaaa warmatebebii <3

საწყალო შენც მოგცელეს გამოცდებმა? არა ხარ მარტო :დ

მარიამი”
Uf kai iyo magram ar meyo ori tavi kide mindaaa

მოცუქცუქდება ხვალ ))

Mariiiiami
აუუ შენი ამბავი რო ვიცი ახლა რა ამბებს დაატრიალებ აქქ :დდდდ
მაშო ძაან მომწონს ნუ ზოგადად შენ პერსონაჟი ყველა ძაან ჯიგარია :დდდ
მალე დადე თორეეე გულიი გამისკდებაა :დდდდ
<3 <3 <3 <3

მოვა ხვალ :)) ❤❤

La-Na
შენ გაიხარე როგორ გულიანად მაცინებ smile smile ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ,ამ ისტორიით მკითხველს ყველანაირად დადებითი თვისებები ავსებ

დიიიდი მადლობა ))

bibo
მოსულა გიჭიი გადარეული ისე ნიკით გცნობ უკვე მივხდი რა ხალისი სიტკბო და უბრალოდ კუჭის ტკივილამდე სიცილი მელოდა heart_eyes heart_eyes ამ საიტზე ჩემზე გიჟი და უბრალოდ გადარეული თუ იყო ვინმე არ მეგონა joy joy გემრიელობა ორივე თავი წავიკითხე რა დაგიმალო და არ მეყო რატო არ იყო უდიდესი თავი რატო არ დადე ორზე მეტი არ მეყო არა და რა ვქნა ღორმუცელა ვარ და ჰა მიმტყიპე joy joy გემრიელობა მომწონს ლექსო და ნინელი და რავი ჩემი ცხვირი უშნოდ არ გრძნობს ხოლმე ქიმია ქიმია ვიცი მაგი მე joy joy მაშო და ბურდული ოოოოო ვატყობ ჩემი ნერვები ჰაერში აიწევა და სული გადაფრინდება იქით სადღაც შორსს bowtie bowtie ხო ეგ ბურდული გაიტკუცება ეგ ყოფილა თხა ჭაკი ჯუა bowtie bowtie მაშო კიდე ქალი ადმიანი პიროვნება joy joy ხო ამ ბბურდულს ჯანდაბა მაგას სახელი დამავიწყდა ვატყობ გლაზა ვჩიჩქნუს უნდა ასეთ გოგოს რებსა რო უკეთებს როგორ ტოვებს კარებთან მაგას დაბლოკვა არ ეხცოდინება ფოი ფოი ბიჭია joy joy joy joy გემრიელობა ტკბილობა ჩოკოლადობა და უბრალოდ კაობავ სასწაული ხარ საოცრება გემრიელო გყვარობ მე შენა სუ სუ ბევრებსა heart_eyes kissing_heart

იჰ ეს ცინ დაინახა ჩემმა თვალებმა )) ახლა დავასკვენი რომ შენი კომენტარები შუა ლექციაზე არ უნდა წამეკითხა :დდ ცხენი ჭაკი ჯუმ ბოლო მომიღო :დდ მოკლედ მოსიარულე შოკოლადი რომ ხარ ხომ იცი? ხოდა ეგრე
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№13  offline წევრი tatiko.1995

mmm dzalian momewona

 


№14  offline წევრი Ana Imnadze

ბურდული რა ნაგლია ტიპია :დ
კარგად იკითხება,ამიტომ არ მყოფნის პატარა თავია მაინც.

 


№15  offline წევრი ninuca)))

აუ რა მაგარი იყო. ბევრი ვიცინე. აუ ეს პატარა თავები არ მყოფნის და გაზარდე რა. მიყვარხარ და ველოდები შემდეგ თავს მე ვიყო სურამელაშვილის ფანი :დდ joy joy joy joy
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№16  offline მოდერი gonegirl

tatiko.1995
mmm dzalian momewona

მიხარია ))
Ana Imnadze
ბურდული რა ნაგლია ტიპია :დ
კარგად იკითხება,ამიტომ არ მყოფნის პატარა თავია მაინც.

მომდევნო შედარებით მოდიდოა,შედარებით :დ
ninuca)))
აუ რა მაგარი იყო. ბევრი ვიცინე. აუ ეს პატარა თავები არ მყოფნის და გაზარდე რა. მიყვარხარ და ველოდები შემდეგ თავს მე ვიყო სურამელაშვილის ფანი :დდ joy joy joy joy

ავტორსაც უყვარხართ ეგ იყოს სურამელაშვილის ფანი :დ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№17  offline წევრი blue witch

აუუუუ, დროზე დადე ახალი თავი თორე გავაფრენ ამხელა ფილარმონია ქალი smile

 


№18  offline მოდერი gonegirl

blue witch
აუუუუ, დროზე დადე ახალი თავი თორე გავაფრენ ამხელა ფილარმონია ქალი smile

დავდე )
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

აშკარად მომწონს

 


№20  offline წევრი კალლ აია

ვკუს ტვაიე ლუბვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent