ლელო (თავი 14)
რა უნდა მეგრძნო? რა უნდა მეფიქრა? აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. გადავწყვიტე უბრალოდ დინებას მივყვე. აღარ ვაპირებ დროის ყველაფრის გაანალიზებაში დაკარგვაში. რაც მოხდება, მოხდება. რა აზრი ჰქონდა დარდს, სევდას, გულის ტკენას? ეს ვერაფერს შეცვლის. სახლის კარი გავაღე და ფეხაკრეფით შევიპარე. ჩემი 13 წლის პრინცის ოთახის კარი შევაღე. ჯერ თერთმეტის ნახევარი იყო. წამოწოლილი იყო და ტელეფონს ჩასჩერებოდა. - რას შვები ბრატუხ? - რას ვიზამ? ვზივარ. - გარდატეხის ასაკი დაგვეწყო და ვკაცდებითო? - შემეშვი რა.- ამოიბუზღუნა და თან აშკარად გაეღიმა. - კარგი, დაბადების დღემდე მინდოდა მოცდა. (ჯერ 12ისაა. ერთ კვირაში ხდება 13ის) მაგრამ მაგ ტელეფონში ისე ხარ… - უცებ წამოხტა და შემომაჩერდა. მე უკან გავბრუნდი. ჩემი ოთახიდან თეთრი ქაღალდით შეფუთული ყუთი გამოვიტანე. - მესროლე ჰე! - იყვირა და ხელები აღმართა. - გატყდება. თუ არ გატყდება პლატა გაუფუჭდება ან რამე სხვა უბედურება. - არა! - გამოიქცა და შემომახტა ამხელა საქონელი. კიდევ კარგი ლოგინთან ვიდექი, იქ დავემხეთ. - ნიკუშა ეგრე ნუღარ აკეთებ რა! ერთი თავით ვარ შენზე მაღალი, ან ცოტა მეტით. სად მაქ შენი თავი? - თან რაგბისტი ძამიკო გყავს. - დამეღრიჯა და ბიცეფსი დაჭიმა. - ეგენი სხვა გოგოშკებისთვის შემოინახე. - ყუთს ქაღალდი შემოაგლიჯა და პლანშეტის დანახვისას სახემ ინათა. - სუპერ-მემე! - იბღავლა და ისევ შემომეხვია. - მოიცა ყუთი გახსნილი რატოა? - შენი “აი-ქლაუდი” შევიყვანე და “აი-თუნსში” რაღაცეები გავაკეთე. - მოიცა? - გახსნა და მისი ყველა საყვარელი ალბომი ჩაწერილი რომ დაინახა ბოლო ხმაზე იბღავლა. - ბიჭო ჩამოგვეჭრება მზია! და გაგვაგდებენ კორპუსიდან. - ვირზე უკუღმას შეგვსვამენ? - “მარიტა”-ს სწავლობ? - ხო. - მიყვარს. - უი ხო… ვაჟასი რამე კრებული არ გვაქ? შვლის ნუკრის ნაამბობის მთლიანი ვერსია მინდა. - რად გინდა? გვაქვს აბა მე ვაჟას, ილიას და გალაკტიონის გარეშე რა მეკო ვარ? - უბრალოდ. - წამოვდექი და სასტუმრო ოთახიდან წიგნი გამოვუტანე. - აჰა… ნიკუშა ლოგინზე მიწოლილიყო და თავისი მემეს საჩუქარში იყო ჩამძვრალი. თავად სუპერ-მემე კი მის გვერდით ეგდო და ჭერს ჩუმად მიშტერებოდა. ვერ იჯერებდა, რომ ბიჭი, რომელიც წეღან ელაპარაკებოდა, ნიკუშა იყო. მისი ხმა ისეთი სასაცილო იყო. როხროხა და შიგადაშიგ წამოაყივლებდა ხოლმე. ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და ნიკუშას ვიდეო ჩართო. 6 წლის წინ, როცა ის 17-ის გახდა დაბადების დღე ფასანაურში გადაიხადა და ნიკუშამ მას სიმღერა მიუძღვნა. ნეტავ იცოდეთ რა ბედნიერი იყო მემე, ანუ მე. - დაიკო, დაიკო… გილოცავ! -სიმღერის ბოლოს თქვა და თავის უფროს დაიკოს შეახტა ბატონი ნიკოლოზი. - ეგ კიდევ გაქვს? - ხო. - რა ხმა მაქვს. - სიცილს ვერცერთი იკავებდა. მემე წამოჯდა, ისე რომ ნიკუშას მისი სახე არ დაენახა. სახეზე თითი მოისვა და ცრემლი მოიშორა, ნიკუშამ რაღა თქმა უნდა შეამჩნია და გვერდზე მიუჯდა. - რა გატირებს გოგო? - ახლა გაეცინა და თავისი “პატარა” ძმა გულში ჩაიკრა. - ხმის მუტაცია დაგეწყო უკვე. - მოხდა რამე? - არა. - სენტიმენტალური და ნოსტალგიური მაშინ ხდები, როცა რაღაც ხდება მემე. - რა სიტყვებით მელაპარაკები? ესენი რო მაშინ მეთქვა… - გადაიხარხარა. - ჰე… - ალე ჩამოვიდა მგონი. - ის ნაბი*ვარი? - ასე ნუ… - არა მემე, ნაბი*ვარი და ლაჩარია. როგორც დიდი შოთა იტყოდა :”მუხთალი”. - გადაიხარხარა. აბა რა? ნიკოლოზ გოგოლიძე სიცანცარეს ხომ არ მიატოვებდა? - შენ რომ ეყოლები კაცს. შენ რომ გეყვარება კაცი… შენ რო ვინმეზე იზრუნვებ… ის რომ დაგტოვებს და იმდენს ვერ გაბედავს, რომ შენ გამო საზიზღარი მამა მიატოვოს… ეგეთი კაცის… - კაი ხო! - ნუ იცავ! იცოდე, რომ დავინახავ… სულ ცოლად რო გაყვე ვცემ! - რა ცოლად უნდა გავყვე ხო არ უბერავ? - აბა, შენც ხო უნდა გათხოვდე? - ნანის ელაპარაკე დღეს თუ რა გჭირს? - კი, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. სულ არ უხსენებიხარ. უბრალოდ… - გაჩუმდა და თავი დამნაშავესავით ჩაქინდრა. - შენც ხომ გათხოვდები? უკვე 23-ის ხარ და შენი ცხოვრება ხარ. შენ შენი ოჯახი გყავს, მე და მამა კი… - მოიცა, მოიცა! ეგ იდიოტობა საიდან მოიტანე? - რაც არ უნდა თქვა ეგრეა! - ნიკოლოზ გოგოლიძე, - საჩვენელებელი თითი გაფრთხილების ნიშნად ავუწიე და დამრიგებლური სახე მივიღე. - შენ მიცნობ ყველაზე კარგად. და არ გრცხვენია? მე რომ 23-ის ვარ და მე ჩემი ცხოვრება მაქვს, რა არის ჩემი ცხოვრება? რა ჯანდაბად მინდა ვიღაც კაცი, შენ თუ ჩემთან არ იქნები? აბა გამაგებინე? - მემე კარგი რა,... - არა! - უკვე ვიყვირე და წამოვდექი. - არც კი გაბედო, თავში გავლება, რომ შენ უჩემოდ იქნები! უჩემოდ კი არა… ის გამაგებინე მე როგორ უნდა ვიყო უშენოდ? ჰა? ან ბედნიერი ან უბედური? მითხარი ერთი! - ვუყვიროდი. - მემე უბრალოდ არ მინდა შეგბოჭო. - დამცინით?! - ცაში ავიხედე და ხელები თეატრალურად აღვაპყარი. - მე არავინ მბოჭავს! რომ მდომებოდა ნიკუშ, პირველივე კურსზე დაგტვებდი და ვიტყოდი, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს. მაგრამ მე შენ ვერ შეგელევი გაიგე? მორჩა და დამთავრდა! და იცოდე, სანამ ცოლს მოიყვან, მე და შენ სულ ერთად ვიცხოვრებთ, იქნებ მერეც რა ვიცი? მაგრამ მანამდე სულ ჩემი იქნები! მით უმეტეს და ვარ, ახალგაზრდა და არაფერს დაგიშლი! ხომ მიცნობ არა? ოღონდ ეგ აღარ წამოროშო. დაიმახსოვრე! ჩემი ცხოვრება არ არსებობს უშენოდ! - და რა ვალდებული ხარ? - ერთი დაიმახსოვრე, არავინ არავისთან არაფრის ვალდებულია! მთავარია შენს თავთან იყო მართალი და კმაყოფილი. ის უნდა აკეთო რაც გინდა! გაიგე? ცხოვრება ეგრე არ არის! არაფერი აკეთო ვალდებულებისთვის, არ დაიმახინჯო ცხოვრება. შენს თავზე იფიქრე, რომ შენ იყო კარგად… დავალებაც კი არ უნდა წერო ვალდებულებისთვის, იმიტომ უნდა წერო, რომ ამით შენ ჭკვიანდები, სწავლობ და სწავლა კი… ხომ გაიგე? - ნიკუშა უსიტყვოდ წამოდგა და მომეხვია. - მაპატიე. არ უნდა მეთქვა… ახლა ვხვდები. - ხო? - კი. 13 წელი… ცოტა არ არის. მე კი ამდენს უნდა ვხვდებოდე. - ჩემი ვაჟ-კაცი ხარ. არც მამასი, არც დედასი… ჩემი. მარტო ჩემი. - ცოტა ხანი კიდევ ვიყავი მასთან. თავის შეყვარებულზე მომიყვა ამბები და მკითხა რა გავაკეთოო. მეც ვუთხარი როგორ უნდა შემოერიგებინდა და სადღაც თორმეტისკენ გავედი მისგან. უცებ გავიხადე, ატლასის საღამური ჩავივი და ლოგინზე მოწყვეტით დავეშვი. გავაცნობიერე, რომ მე არავინ მჭირდება. არ მჭირდება სიყვარული! არც ალე მჭირდება ან სხვა ვინმე! რადგან მე ყველაფერი მაქვს და ახლა მივხვდი ამას. ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩემი საყვარელი ლექსი და მისი ნაწყვეტი გამახსენდა: “მაინც რა არის ჩვენი ყოფა და წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსბელი?”. მართალი იყო ეს კაცი. მე ყველაფერი მქონდა, მაგრამ მაინც ველოდი მეტს. მაგრამ ყველაფერი ჩემს გარშემო, უბრალოდ სრულყოფილი იყო. სრულყოფილია. მე მყავს დიდი ოჯახი. მეგობრების ნაკრები, ვისზეც ვზრუნავ და ვინც ჩემზე ზრუნავს და მყავს კაცი, უკვე არც ისე პატარა კაცი, რომელიც ჩემს დასაცავად ყველაფერს გააკეთებდა. არ მჭირდებოდა მეტი არაფერი. მე უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რადგან მყავდა ნიკუშა, რომელიც ისევ მემეს მეძახდა და ალბათ ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე, თორნიკე, ქეთო, გიორგი, საბა, მარო, ანი… მე ყველაფერი მქონდა. უკვე ორის ნახევარი იქნებოდა, როცა თავს ძალა დავატანე, რომ დამძინებოდა. მეორე დღეს სამი სეანსი მქონდა და ორი ლექცია, მაგისტრატურაზე. უკვე სერთიფიცირებული, პროფესიონალი და რაც მთავარია, მოთხოვნადი, ახალგაზრდა ფსიქოლოგი ვიყავი. დილით რვაზე გამეღვიძა. პირველი სეანსი თერთმეტზე მქონდა. სასწრაფოდ ჩავიცვი, ჯერ ნიკუ უნდა მიმეყვანა სკოლაში და რომელიღაც მასწავლებელს უნდოდა ჩემი ნახვა. სასწრაფოდ ჩავიცვი. დიდი ცისფერი პერანგი და მოტკეცილი შავი ჯინსები ჩავიცვი. ჯერ მხოლოდ 23-ის ვიყავი და არ ვაპირებდი სოლიდურად ჩაცმულს მეარა. ნიკუშამ და მე ვისაუზმეთ და ჩავედით. მაკიაჟს ისევ არ ვატარებდი. სკოლასთან დავაყენე ჩემი “მინი-კუპერი” და გადავედი. - ვის უნდა დაველაპარაკო? - ლიკა მასწავლებელს. ინგლისურს. - ახალია ვინმე? ჩემს დროს არ იყო. - ხო. ორი წელია მოვიდა. ახალგაზრდა და დებილი ქალია. - ნიკუშა! - რა? ტიპმა პოლტიკაზე დაგვიწყო ლაპარაკი და ისეთ სისულელეებს ახეთქებდა ნერვები მომეშალა. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მერე ჩამაჩემდა გინდა თუ არა თქვი რამეო. მერე კამათი დამიწყო, გეფიცები არ ვპასუხობდი და ბოლოს ისეთი “გენიოსობა” ამოაყრანტალა თავი ვერ შევიკავე და მთელი საქართველოს ისტორია წავუკითხე ზეპირად. მერე დამინახა, გეოგრაფიას რო ვაცდენდი და მეჩხუბა! რა მაგისი საქმეა? არც მორიგე ყოფილა. - რატო აცდენდი? - გეფიცები, გაკვეთილი ვიცოდი. უბრალოდ იმის გაკვეთილზე ბღავილის გარდა არაფერია, არც ახალს ვიგებთ რამეს და… - საკმარისი მიზეზია. - არ თქვა რომ… - ბებერი კი არ ვარ ნიკუ, ვიცი რაც უნდა ვთქვა. ნიკუშა კლასში მივიყვანე, უბრალოდ დამრიგებლის ნახვა მინდოდა. კლასში შესვლისას მისი ძმაკაცები მოვიდნენ და სათითაოდ მომესალმნენ. მერე მისი შეყვარებული დავინახე გარეთ, ცხვირ აბზუებული იდგა. ნიკუშას დავუძახე. მანაც, როგორც დავარიგე, “დარცხვენილმა” მოუბოდიშა და გოგოც გაკრეჭილი ჩაეხუტა. დამრიგებელმა თქვა პრობლემა არ მაქვს ნიკუშასთან უბრალოდ ცოტა ცელქიაო. - იმედია, იმდენად არა, რომ თავს გადადის. - არა, უბრალოდ ცელქია. მე არაფერს ვამბობ. ბრილიანტივით ძმა გყავს მედეა საყვარელო… - გამიღიმა ჩემმა ყოფილმა სამოქალაქოს მასწავლებელმა და ნიკუს დამრიგებელმა. - ასაკი აქვს ეგეთი და ვერ დაუშლი ბავშვს. - მაგიტომ მიყვარდით ლანა მას სულ… - გავუღიმე და გადავკოცნე. კლასიდან გასვლისას ქალბატონი ლიკა შემხვდა. ახალგაზრდა იყო. ასე 34-ის იქნებოდა.ნიკუშას მაისურის სახელურში ჩაავლო ხელი და რასაც ქვია მოათრია. - რას აკეთებთ? - აი ეს ხულიგანი… - უკაცრავად, ქალბატონო, თუ გოგონა? როგორც გესიამოვნებათ. - “პატივისცემით” დავიწყე. - ჯერ ერთი, თავს ცოტა ზედმეტის უფლებას აძლევთ. ყველამ იცის, რომ მასწავლებელს ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროფესიად ვთვლი, მაგრამ თუ ბავშვთან მოქცევა არ იცით, თქვენვე შეურაწყობთ ამ დიდებულ საქმეს! - რას გულისხმობ გოგონი? - ცინიკურად აწია ცალი წარბი და დოინჯი შემოირტყა. - იმას, რომ მარტო ნიკოლოზს კი არა, არც ერთ ბავშვს არ ჩაავლოთ ხელი ასე! არავინ ათრიოთ ქალბატონო ლია… - ლიკა! - მაპატიეთ, ლიკა. მეორეც, ხულიგანი არამგონია ის გამოთქმა იყოს, რაც ბავშვს წაახალისებს და სწავლის მოტივაციას მისცემს, ასე არ არის? - შენ თავი ვინ გგონია? - თითი წინ ამიტარტალა. - შენი გაზრდილი რომაა ეტყობა. შენ ვინ უნდა გაგეზარდა აბა? ორი წლითაა შენზე პატარა! ასეა. ოჯახის ბრალია შენ რაღაც გერჩი! - მომისმინე, ლიკა! შენი საქმე რაც არაა ცხვირი გამოყე იქიდან. - მშვიდად ვაგრძელებდი. - ღმერთმა ნიკუშას ნაირი შვილი გაჩუქოს. ამაზე კარგს, მაინც ვერაფერს იოცნებებთ. - გავუღიმე. - ამისნაირი… - არც გაბედოთ დამთავრება. - გავუღიმე. - ნეტავ შენ მასწავლებლობის რა იცი? გამომივიდა ესეც ფსიქოლოგი. - ჩაიდუდღუნა. ამაზე ნიკუშამ ფხუკუნი დაიწყო და მეც გამეღიმა. ხელი გავუწოდა. - მედეა გოგოლიძე. ფსიქოლოგი. რა ბედის ირონიაა არა? - იმან მომავალ სასწავლო ნაწილს გაუძახა და მოახსენა. - ეს ქალი, მასწავლის როგორ უნდა ვიყო მასწავლებელი ლიანა, გესმის? - შენიშვნები სხვა არავისგან უნდა მიიღო, თუ არა მშობლებისა და ბავშვის სხვა წარმომადგენლებისგან ლიკა. - ამას იცავ? - ხელი აგდებით გამოიშვირა ჩემსკენ. - აი მაგან, როგორც შენ ამბობ ჩვენი სკოლა ასახელა მთელს ქვეყანასი ლიკა. აი ეგ, არის მოსწავლე, როგორზეც უნდა იოცნებო! რა დააშავა ნიკოლოზმა? - იუზრდელა. - ჩავასწორებ, პოლიტიკური აზრი გამოთქვა და დაიცვა. მერე…-ჩავერთე. - ა მაგაზეა? მეც კართან ვიდექი და ლიკა, ყველაფერი გავიგონე. მაპატიე მაგრამ შენმა უტაქტობამ ზღვარი გადაკვეთა. მერამდენედ უნდა გაგაფრთხილო? ხოდა გათავისუფლებული ხარ! - ამ ყოყოჩი ხულიგანის გამო? - სი-ვიში შეფასება მეკომ უნდა დაგიწეროს და ფრთხილად. - რატომ ვითომ? - აი ეგრე მინდა და იმიტომ! - ლიკა გაბრაზებული გაპაკუნდა და ლიანა მე მომდგა. - რას ქვია ბიჭო გეოგრაფიაზე არ შევალ?! - ნიკუშამ თავი დახარა. - რაც და ის ძმა რა! - წამოიძახა და ღიმილით ჩამეხუტა ჩემი ყოფილი გეოგრაფიის ლიანა მასწი. სკოლიდან ათზე ძლივს გამოვაღწიე. მანამდე ჩემს უსაყვარლეს დამრიგებელს და მათემატიკის მასწავლებელს შევუარე და… ნიკუშას ფანჯარა ეზოს გადმოჰყურებდა და მისმა კლასელმა ბიჭებმა თავები გადმოჰყეს. - მეკო, მოგწერე და ნახე რა! - ერთერთმა იბღავლა და გავიგე, როგორ ეჩხუბა მასწავლებელი. საქმე ის არის, რომ ჩვენ ნიკუშას სიურპრიზს ვუგეგმავდით. თავის დაბადების დღეზე, 23 მაისს, თამაში ჰქონდა, ზუსტად 6 დღეში, ხოდა ჩვენც მთელი სტადიონი უნდა აგვემღერებინა და ლურჯ-თეთრი ბუშტებით გადაგვეჭედა თამაშის ბოლოს. მანქანა სამსახურის წინ გავაჩერე. შევედი. - მეკო, დღეს ბატონი შოთა ვერ მოვა, და ვიღაც ახალი მეხვეწა ათი წუთით მაინც ჩამწერეო. ახლა ველაპარაკები, რა ვქნა? - ერთი საათი გამითავისუფლდა ასე რო, როგორც უნდა. - გავუღიმე ჩემს და კიდევ ორი კოლეგის მოადგილეს და გადავკოცნე. კაბინეტში რაღაც წიგნის კითხვა განვაგრძე, მახომ რომ დამირეკა. - აუ მეკო, ხო იცი უშენოდ არაფერი ვარ! - რა გინდა? - კიდევ ერთის დაკითხვაში უნდა დამეხმარო. შენთან დებილებივით ტლიკინებენ და მჭირდები. გევედრები. - მოკლედ მახო რა… პროკურორიც შენ ხარ! ხელფასი მაინც დამინიშნეთ რა უბედურებაა? რამე შტატი მომეცით. - ანუ თანახმა ხარ ჩემთან იმუშავო? - იოცნებე. რომელზე და სად? - რვაზე იყავი ჩემთან. - ოქეი ბრო. წავედი მე. პირველმა სეანსმა მშვიდობიანად ჩაიარა. 45 წლის ქალი იყო, ანიჩკა, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა და საშინელ მდგომარეობაში იყო თავიდან. ახლა კი ჩემთან ერთად ავსებდა შვილის აყვანის საბუთებს. პირველის ნახევარზე ანიჩკა წავიდა და ისევ მარტო დავრჩი. ნოუთბუქი გავხსენი და მახოს გამოგზავნილ, მორიგ საქმეს ვკითხულობდი. ე.წ. “ქეისს”. ადრე იურისტობასა და ფსიქოლოგობას შორის არჩევანს ვერ ვაკეთებდი, მაგრამ ისე დამთავრდა, რომ ასე თუ ისე ორივე ვარ. ფსიქოლოგიურის ბაკალავრიატს პლიუს, დამთავრებული მქონდა ორ წლიანი ეკონომიკურისა და იურიდიულის კურსები. ასე, რომ მართლა ბევრ ადგილას ვიყავი მოთხოვნადი. მამასაც ვეხმარებოდი ბიზნესში და მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგობისა და მაგისტრატურის სტუდენტობისა, მაინც თავისუფალი და მოქნილი გრაფიკი მქონდა. პირველამდე ქეისს ვკითხულობდი, ვუყურებდი რეპორტაჟებსა და ჩანაწერებს. პირველზე კარი შემოაღეს. - შეიძლება? ჩაწერილი ვარ. დღეს დილ… - ხმას არც დავკვირვებულვარ. ლეპტოპში გამწარებული ვეძებდი რაღაცას. - მოდი მოდი. თავისუფლად იყავი. დაჯექი და… ორ წამში. - რაღაცას ვბეჭდავდი და არც კი ვუყურებდი კლიენტს. ვხვდებოდი, ის არ დამჯდარა, მაგიდის წინ იდგა და მომშტერებოდა. მანიაკივით მიყურებდა. ისეთი გრძნობა მქონდა, მეგონა სადაცაა, მეცემა და შემჭამს ან რაღაცას დამიშავებს-თქო. ამოვიხედე და… თაფლისფერი თვალები ზედ მანათებდნენ და ხარბად დარბოდნენ ჩემს სხეულზე და განსაკუთრებით სახეზე. ინსტიქტურად წამოვდექი. მჯდომარე ვერ ვსუნთქავდი და… მუხლები მიკანკალებდა. ხელის კანკალით გადავიწიე თმა ყურზე და სათვალე მოვიხსენი, რომელც ბევრი კითხვისას მჭირდებოდა. - შენ? - მან თვალები თანხმობის ნიშნად დახუჭა და მერე ისევ მომაშტერდა. - აქ რა გინდა? - მე… ჩამოვედი. - მერე? - საშინლად დაბნეულმა ამოვიკნავლესავით და სანდროს სახეზე კმაყოფილი ღიმილის გადარბენა რომ შევამჩნიე, მაშინვე მოვცოცხლდი. - რაღაც მინდა გთხოვო. - რა გინდა? - ჩვეული სიცივით ვკითხე. - რა და… ხუთი წუთი მაჩუქე. - მთელი საათი გაქვთ. ბატონო, ალექსანდრე. აი იმ სავარძელზე მოთავსდით. - დავსვი და მის წინ დავჯექი. - რა გაწუხებთ? - სერიოზულად? - ხო. მე აქ ვმუშაობ და შენ უკვე 6 წელია არ გიცნობ. ასე რომ ხო… სერიოზულად სანდრო. - კარგი… - ჩაახველა. - ექვი წლის წინ აქედან წავედი. წავედი რა, წამათრიეს. დედა მომიკვდა და მამამ გამაგდო. მამიდასთან ვცხოვრობდი, იტალიაში. სამხატვროზე ჩავაბარე, მიუხედავად იმისა, რომ მამას არ უნდოდა. მაგრამ ფლორენციის, ვენეციის, მილანის, რომის ქვეყანაში სხვა რა უნდა მექნა უკეთესი? იქ ჩაბარება არ მინდოდა, მაგრამ ვერ წამოვიდოდი. ზაფხულში მამიდაჩემის ქმარ-შვილი ვენეციაში წავიდა. ის კი მამაჩემთან და ჩემთან ერთად საფრანგეთში. არდაგეგების ბოლოს, უკან ვბრუნდებოდით. ჩვენ კი დავბრუნდით მაგრამ… მისი ქმარ-შვილი… ყველა დაკარგა. - ჩაახველა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, მე აღარ მიყურებდა. უსასრულობას გასცქეროდა. - მერე… უთავმოყვარეო მამაჩემმა ვიღაც ბო*ი გაიცნო და მოიყვანა ცოლად. ხოდა მამიდა დარჩა მარტო. ჩემი გამზრდელი მამიდა. მარტო ვერ დავტვდები. ც კი სცადა და… ამასობაში. აქ ჩემი შეყვარებული მელოდა. ერთად ორი კვირა ვიყავით მარტო მაგრამ… რა მნიშვნელობა აქვს? წასვლიდან რამოდენიმე თვეში მივხვდი, რომ მას ვბოჭავდი და უნდა გამეშვა. - თვალებზე ხელი აიფარა. მე უემოციო სახით ვიყურებოდი, მაგრამ ვერ აღგიწერდით რა ხდებოდა ჩემში. - ხოდა გავუშვი. უნივერსიტეტი დავამთავრე. მამიდაჩემი ძალით წამოვათრიე აქ და… ახლა… დავიკარგე. - ბატონო? - არ ვიცი რა ვქნა. დავამთავრე. ფული მაქვს თავზე საყრელი. არქიტექტორიც ვარ. ახლა აქ დამიქირავეს… პროფესიული ცხოვრება ისე მაქვს როგორც მინდოდა. მამაჩემი ჩემგან შორსაა. დედაჩემი სულ წავიდა და საყვარელ მამიდასთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ… მაინ მაკლია რაღაც… შენსკენ? - მე შენი ფსიქოლოგი ვარ, პირიქით კი არა. ხოდა არ მაქვს უფლება და არც სურვილი. - არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ყველაფერი ვიცი. - ჩაიღიმა და მომიბრუნდა. ნახევარი საათი დაგვრჩა. - იქნებ ეს 30 წუთი მაინც მოიქცე თავისუფლად? ისე როგორც გინდა? ამოვიხვნეშე. საშინლად დაბნეული ვიყავი და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ახლა მთელი ტანით არ ავკვროდი. სანდრო წამოდგა და ფანჯარასთან დადგა. - საშინლად მომენატრა თბილისი. - ამოიდუდღუნა. ღმერთო, რამდენი ხანი მინდოდა ამ ხმის გაგება, მაგრამ არ მესმოდა. როცა მოვიდა კი ზედაც არ შემიხედავს. იმ ახალი წლის მერე, დიდად აღარ მენატრებოდა და არც გაბრაზებული ვიყავი მასზე, რადგან მე მას ყველაფერი ვაპატიე. ვალდებული არ ვიყავი თავი შემეკავებინა. თვითონ გამომიწვია. წამოვდექი და მისკენ წავედი. ფეხის ხმამ გამცა და ის შემობრუნდა. უფრო საშინლად დამაბნია თაფლისფერმა თვალებმა, რომლების ასეთი სითავხედითა და სიხარბით მათვალიერებდნენ. - რამხელა ხარ! - შენც გაიზარდე. - გამეღიმა და ძალიან, ძალიან ახლოს დავუდექი. ისევ ჩემზე მაღალი იყო. შუბლი მის ნიკაპს მივაყრდენი და ხელები ტანზე შემოვხვიე. მოკლე სახელოებიან მაიკაში დავინახე, როგორ დააყარა ტაომ ჩემი შეხებისას და გამეღიმა. იმანაც ნელა მომხვია ხელები და მერე ველურივით საშინლად მომიჭირა. - დღეს ჩემი ხარ. - რა? - ჩემი ხარ. - ხელი დამტაცა და კარისკენ გამაქანა. - მოიცა! მოიცა! - მოვშორდი. შეშინებულმა შემომხედა, ეგონა უარს ვამბობდი. მაგიდიდან საჭირო ნივთები ავკრიფე და ჩანთაში ჩავყარე. მერე პლანშეტიც ავიღე, გასაღებიც და გავედი. - თეა, დღეს ერთი სეანსი დამრჩა ხო? - კი. - ხოდა გააუქმე. ხვალ ჩასვი თავისუფალ დროს რა. დღეს აღარ მოვალ. ნოდოს უთხარი, რომ მისი ძმისშვილი მომიყვანოს 23 მაისს, თორე გავჩეჩავ.- ხელი დავუქნიე. სანდრომ ვეღარ მოითმინა და ჩაკიდებული ხელით წამათრია. -ე, გოლიათო. შენ სიგრძე ფეხები სად მაქვს, ცოტა ნელა! - ვერ მეწევი? - ვერა. - შენ გამომიწვიე. - ხელში ამიყვანა და ისე ჩავიდა კიბეზე. კარიდან გავედით და ღმერთო! როგორ დამავიწყდა. ქეთოს დღეს მეჯვარეობაზე უნდა დავლაპარაკებოდი და აქ იყო. ის ის იყო, მახომ კარი გაუღო და მანქანიდან გადმოვიდა. სანდრომ გარეთ რომ გამათრია. - სანდრო დამსვი! გეუბნები დამსვი-მეთქი! სულ შეიშალე იმ შენს იტალიაში ხო! - დღეს ჩემი ხარ-თქო. ყველაზე ცოტა. - რა ყველაზე ცოტა? - ყველაზე ცოტა დღეს. - და ყველაზე ბევრი? - სანამ კუბოში არ ჩამდებ. - თვალი ჩამიკრა და დამსვა. ხელი წელზე მჭიდროდ შემომხვია. - არსად გამექცე, ფისო. - ფისო… - გადავიხარხარე და მიმოვიხედე. - აი ახლა სადმე ჩემი კლიენტი რომ იდგეს, გაგხევ შუა… - რა მოხდა? - ჩემი გაჩუმებისგან გამოწვეული გაკვირვებით სავსე მზერა მესროლა. მერე ჩემს გაშტერებულ მზერას თვალი გააყოლა და უფრო გაშტერებულ-გაკვირვებულ მახოსა და ქეთოს სახეებს გადააწყდა. კარი ჩქარა გამიღო. - მალე რაღას უყურებ?! - მეც უნებურად ჩავხტი. მანქანას მოუარა და ისიც ჩაჯდა. მანქანა ადგილს მოწყდა და ახლა მივხვდი რა მანქანაშიც ვიჯექი. - გუშინ შენ იყავი ხო? - ხო. - საით? - ჩემთან. - შენთან რა მესაქმება? - ჩემთან კი არა ჩემგან შორს რა გესაქმება? არაფერი, ფისო. - მაგ იდიოტობას ნუ მეძახი. - ისევ ჯიუტი კატა ჯობია? - გამეღიმა. იმან ჩემი მარცხენა ხელი თავის დიდ ხელში მოაქცია და აკოცა. მეც ვეღარ მოვითმინე, მისკენ წავიწიე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე. მანქანის სავარძელს მივეყუდე და მას ვაკვირდებოდი. უკვე მართლა უცხო იყო. 24 წლის, ზრდასრული მამაკაცი მეჯდა გვერდით. ის ნამდვილად აღარ იყო ბიჭი, რომელმაც დამტოვა. ის უკვე დიდი იყო. მართლა საშინლად დაბნეული ვიყავი და არც კი ვიცი რა უნდა დავწერო. ეს უბრალოდ სიგიჟე იყო. ვის არ ჰყოლია შეყვარებული პატარაობაში? მაგრამ ასე ვინ ჩაციკლულა. უცებ გავაცნობიერე, რომ ის ალბათ ძალიან შეიცვალა და შეიძლება სულ აღარ არის ის ადამიანი, ვინც მე მიყვარდა. იქნებ, იმედი გამიცრუვდეს. ვხვდებოდი, რომ მანქანაში ჩემს ალეს კი არა, უცხო მამაკაცს ვეჯექი, მისი იდენტობით. და სად წავიდა ჩემი ალე? სად გაქრა? ალბათ ისიც თავის მამიდაშვილებთან ერთად მოკვდა და დაიბადა ახალი, უფრო ძლიერი ალე… უფრო სწორად სანდრო. მანქანა წინ მიდიოდა და სანდრო კი შიგადაშიგ აპარებდა მზერას ჩემსკენ. მე მას თვალს არ ვაშორებდი და ურცხვად მივშტერებოდი. - ასე ურცხვად მოშტერება რა პონტია? - შენ ვის რას ეუბნები? თვალებით მჭამდი კაბინეტში. - არა მხოლოდ იქ. - ჰა? - რა ჰა… გუშინ ბარში. შენ გგონია ერთხელ შემოგხედე? მთელი საღამო შენ გიყურებდი. - ფანტაზიების დახშობა უნდა ისწავლოთ კაცებმა. - გადავიხარხარე და ხელი გამოვაცალე. - ასე ისევ ხუმრობ? - კი ბატონო. - ხო გთხოვე აღარ იხუმრო-თქო. - ეს რომ თქვა გულში რაღაც ჩამწყდა და ისევ ის გამახსენდა, რომ მაშინ დამტოვა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. როცა მე ვიცვლებოდი და ვყალიბდეობოდი. - წარსულზე არ მინდა ლაპარაკი, გთხოვ. - მაშინ ჩვენზე ვილაპარაკოთ. - რომელ ჩვენ-ზე? - მე შენზე ყველაფერი ვიცი. დაწვრილებით ვიცი მთელი 6 წელი. - ხოდა მახო დაისჯება.- ორივეს გაგვეღიმა დაა დაუგეგმავი ღიმილითვე ვაგრძელებდით მშვიდ, მონატრებულ, თბილს საუბარს, რომელიც საშინლად მსიამოვნებდა. - გუშინ და დღეს კიდე გარეგნულადაც შეგისწავლე… ხოდა ახლა მითხარი რას ფიქრობ იმაზე, რომ გამოვჩნდი? - რას და… თავიდან ვიფიქრე, დამიბრუნდა-თქო და გამიხარდა, მაგრამ… - მაგრამ? - ხო. მაგრამ… 6 წელი გავიდა და აზრზე არ ვარ ახლა ვინ ხარ. კი ისევ ალექსანდრე ხარ, მაგრამ ალე აღარ. აღარ ხარ პატარა, მგრძნობიარე, სუსტი და მოსიყვარულე ბიჭი. ახლა გვერდზე დიდი და ძლიერი მამაკაცი მიზის და მას საერთოდ ვერ ვცნობ. - მერე არ მოგწონს? - ეშმაკურად გამიღიმა და ქვედა ტუჩი აილოკა. ამ მოქმედებაზე საშინლად დამაჟრიალა და თვალი დაბნეულმა მოვწყვიტე. - მე ის გამიხარდა და ის მინდოდა, ჩემი ალე დაბრუნებულიყო… მაგრამ ვაი, რომ ჩემი ალე აღარ არსებობს. - ეგ როგორ? შენი აღარ ვარ? - თუ კი რამეს ვგრძნობ ახლა შენდამი, შენდამი არაა… ალესადმია. შენ კი არ ხარ ალე. შენ სანდრო ხარ. - ანუ ძველი მე გიყვარს? - “რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი.”. გალაკტიონს პასუხი ყველაფერზე აქვს. - მაგას გაგრძელებაც აქვს. - კი მაგრამ მე ეს ნაწილი… - “და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ- მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე! ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.” - ანუ? - ანუ ის, რომ მაგაზე მეც მიფიქრია. მაგრამ არ მაინტერესებს. მხოლოდ ის მინდა ჩემი ოცნების თეთრ ანგელოზად მევლინებოდე. ყოველდღე. - მანქანა გააჩერა. ჯერ თვითონ გადავიდა, მერე კი მე გამიღო კარი. ლიფტში შევედით. - რომელამდე? - რა რომელამდე? - რომელამდე ვიქნები… - ჩემი? - ხო. ნუ მაიმუნობ. რომელამდე უნდა ვიყო შენთან? - ზუსტად თორმეტ საათამდე. მერე წასვლის უფლებას მოგცემ. ან წადი ან დარჩი. როგორც გადაწყვეტ. - მანამდე არ მიშვებ თუ რა პონტია? - ხო, არ გიშვებ. - თვალები გადავტრიალე და ნიკუშას დავურეკე. - ნიკუ, დღეს გვიანობამდე ვარ გარეთ. ხო… საჭმელი გვაქვს და რავიცი… ვინმეს უთხარი და დარჩეს. კაი იყოს ბუბა. ლუდი გვაქვს მაგრამ ბევრს ნუ დალევ! კაი. მიყვარხარ. - მე მეგონა მარტო იცხოვრებდი. - არა. მარტო ნიკუს ქორწინებამდე არ ვიცხოვრებ. - მერე? - მერე თუ არ გავთხოვდი, ვიცხოვრებ. - რას ნიშნავს არ გათხოვდი? - მე გავზარდე უკვე ბავშვი და დიდად არც სიყვარული მინდა. - ჰა? - გაშტერებული გადამიდგა წინ როცა ლიფტიდან გავედით. - რა ჰა? - რას ქვია აღარ გინდა? - პირდაღებული მიყურებდა. - იმას, რომ აღარაფერი მინდა. ჩემი ცხოვრება უკვე სრულყოფილია და ზედმეტად გადატვირთვას არ ვაპირებ. - ეგ ჩვენ ქორწილში თქვი და კარგად გავიცინებ. - გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა. - რომელიც არ შედგება? - ნურაფერში იქნები დარწმუნებული. შენ თვითონ არ ამბობდი ხოლმე ასე? - ახლა შუბლზე. - ოცნებას კაცი არ მოუკლავს. - ვუთხარი. იმან უცებ წელზე შემომხვია ხელები და თავი ჩემს ყელში ჩარგო. ალბათ სასაცილო სანახავები ვიყავით, დიდი, ბუმბერაზი კაცი პაწაწა ქალს ისე ეხვეოდა, როგორც ატირებული ბავშვი - დედიკოს. - რა იყო? - აღარსად გაგიშვებ. - თქვა და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი. - ამის გარეშე მეტს ვეღარ გავძლებ. - ერთი ხელი თმაში შევუცურე, მეორე კი კისერზე მოვხვიე. - ეცადე. - რა? - ეცადე აღარ გამიშვა. - ხელში ძალიან მაგრად მაკოცა და ისე წავიდა კარისკენ, ვითომც არაფერი. შეაღო და შევედით. თავიდან ჩემს საყვარელ კინოს, “მწვანე ბილიკს” ვუყურეთ. მერე უბრალოდ ვიჯექით და ვლაპარაკობდით აბსოლუტურად ყველაფერზე. გარეთ საშინლად წვიმდა. უკვე ცხრა საათი იყო. გარეთ ბნელოდა. მაისისთვის დამახასიათებელი, გაბრაზებული ცის გაღიზიანებული ქუხილი მესმოდა, რომელიც გარედან შემოდიოდა და მამშვიდებდა. დივანზე ვეგდეთ. ალე იწვა და ზემოდან ვაწექი საბანივით მეც. - ჩაი მინდა. შენ? - მე არა. - წამოვდექი და ჩემთვის ჩაის გასაკეთებლად გავედი. მალე გამოვედი. თან ვლაპარაკობდით და თემა ისევ წარსულს დაუბრუნდა. ბოლოს ყველაფერი ყვირილით დამთავრდა. - გამაგებინე! გამაგებინე ალექსანდრე რა უნდა მექნა?! - ეს არ იყო ჩემი ბრალი! - არ აქვს მნიშვნელობა! არა! რა უნდა მექნა?! მაშინ წახვედი, როცა მჭირდებოდი! ხომ ვამბობდი არა?! გეუბნებოდი, თუ შეგიყვარებ, დაგეყრდნობი და მერე შენც წახვალ-მეთქი! შენ კიდევ პირობებით მჭყიპავდი! ისიც გითხარი, პირობას ნუ დებ არ იცი რა მოხდეა-თქო! რატომ არ მომისმინე?! დაგეჯერებინა! საერთოდ რა ჯანდაბისთვის გამოჩნდი?! უარესად გამანადგურე! - მეკო, გთხოვ. - ხელებში სახეჩარგობილი მეხვეწებოდა გავჩუმებულიყავი მაგრამ… - კიდევ რამდენჯერ უნდა მომატყუონ, რამდენჯერ უნდა დამაჯდნენ თავზე, რამდენჯერ უნდა დამტოვონ, რომ შევიგნო: არავის არ უნდა დავუჯერო! არა! - ვიყვირე, მდუღარე ჩაი ტანზე გადამესხა და საშინლად გამამწარა, თუმცა არ შევიმჩნიე. ჩანთას ხელი დავავლე და გავვარდი. - მეკო! - ყურისწამღები ბღავილი გავიგე, მაგრამ არ მივბრუნევულვარ. ლიფტში შევვარდი და თან ცრემლებს ვიწმენდდი. - სულელი ხარ მეკო, სუ-ლე-ლი. - ამოვისლუკუნე და ქვითინი გავაგრძელე. როგორც იქნა გავიდა დაწყევლილი 27 წამი და ლიფტის კარი დაზარებით და ნელა გაიღო. ნაბიჯი გავადგი და ცივი ჰაერი გამეტებით დაეჯახა ჩემს ახურებულ, აწითლებულ ლოყებს. რომლებიც პატარაობიდან ასე ვარდისფერი მაქვს და მინარჩუნებდა პატარას ელფერს. მე არ გავზრდილვარ. ისევ ის პატარა მეკო ვიყავი, დედამ ცივად მოქცევა რომ დაუწყო. ყელში გაჭედილი ბურთი უკვე მახრჩობდა. ახლა დედაც მომენატრა, ლალიც, ნანიც, მამაც, ნიკუშაც, ალეც… ჩემები მინდოდნენ. სადარბაზოდან გადავაბიჯე თუ არა ჩემს მხრებს დიდი, ძლიერი მკავები შემოხვიეს. ტირილი შევწყვიტე და ჩვეული, ცივი გამომეტყველება მივიღე. სანდრომ თავი თავზე მომაყუდა. - აღარ გაგიშვებ. - საიდან? - ჩემგან. - პრობლემა ისაა, რომ შენთან უკვე დიდი ხანია აღარ ვარ. - არ მაინტერესებს. არაფერი მაინტერესებს მეკო. - ხელი ძალიან ძლიერად ჩამავლო მაჯაში და მანქანისკენ გამაქანა. ხელი საშინლად მტკიოდა. მეგონა მალე ძვალი ხელში შემოეფშვნებოდა. სიმწრისგან ამოვისლუკუნე. - მტკივა! - არც ეგ მაინტერესებს. - რატომ არ მიკვირს? - ამის გაგებაზე სანდრო შემობრუნდა და საშინლად განრისხებული თვალები დავინახე. შემეშინდა. საშინლად შემეშინდა. ჩემს წინ გახევებული იდგა. გაგიჟებული თვალებით მიყურებდა, რომლებიც თითქოს მსაყვედურობდნენ, მიბრაზდებოდნენ და ამასთან ერთად ბოდიშსაც მიხდიდნენ. მაჯაში იყო ჩაბღაუჭებული და საშინლად მტკენდა ხელს. და არა მარტო ხელს… შიშმა თავისი ქნა და თვალიდან ობოლი, მარილიანი, შიშითა და სიმარტოვით გაჟღენთილი წვეთი გადმოვარდა. ცრემლის დანახვისას სანდრო შეკრთა და ხელი გამიშვა. - მაპატიე. - სუფთა, ჩუმი, დუდღუნა და სევდიანი ხმით ამოთქვა. მაჯა მოვიზილე და წასასვლელად შებრუნება დავაპირე სანდრომ გულში რომ ჩამიკრა. უკვე ისეთი სველი ვიყავი, გაწურვაღა თუ მიშველიდა. - შემეშვი. და წადი. - სად? - იმ შენს იტალიაში. - ჩემს? - ხო… წადი შენს ქვეყანაში. იქ სადაც შენი ადგილია. - ჩემი ადგილი შენს გვერდითაა. - ხელები გამიშვა თუ არა ეგრევე მოვშორდი და ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგი უკან. ვედრებით აღსავსე თვალებით ვუყურებდი. - გიშვებ. წადი თუ გინდა. - დავინახე, როგორ შეიცვალა მისი თვალები. ბრაზი ცრემლებმა დაახრჩვეს. არც ერთი გადმოვარდნია, მაგრამ თვალები აევსო. მე კი საშინლად შეშინებული ვიდექი. აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა? წასვლა მინდოდა, გაქცევა. მაგრამ ჩემში რაღაც სხვა სურვილიც იყო. უფრო დიდი და ძლიერი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისადმი რაღაცას ვგრძნობდი. რაღაც მაკლდა. რაღაც საშინლად მინდოდა და ამასთან უფრო საშინლად მიზიდავდა მისი სხეული, მისი სახე და განსაკუთრებით თავხედურად ტუჩები მეძახდნენ. მინდოდა და მივიღე კიდეც. მთელი ძალით ავეკარი ტანზე, ხელებით თავი დავუჭირე და მთელი არსებით, მთელი ვნებითა და სიყვარულით ვაკოცე რაც კი სხეულში გამაჩნდა. სანდრომაც კოცნითვე მიპასუხა და ხელები მთელს ტანზე შემომხვია. მის ხელებში თავს ძალიან პატარა ლეკვად ვგრძნობდი. ამოსუნთქვა მინდოდა, მაგრამ არც მე ვწყვეტდი კოცნას და არც ის. როცა მოვშორდი შუბლზე მაკოცა და გამიღიმა. - სახლში წაგიყვან. - და თუ მე წასვლა არ მინდა? - გაცივდები, მეკო. წაგიყვან. - მე შენთან მინდა. - ბავშვივით გავჯიუტდი და ხელები გადავაჯვარედინე. - რას მებუსხები? ფისო არა ის… ჯიუტი კატა ხარ. - შენთან მინდა-თქო და იმას გებუსხები სანდრო!- გაბრაზებულმა დავუყვირე და გაბრაზებით ტუჩები გამომებურცა. - შენი ტუჩები… - გაეცინა და მერე ისევ გააგრძელა. - მერე მე სადმე კი არ მივდივარ? შენთან მოვდივარ მეც. - გავიღიმე მაგრამ ღიმილი სახეზევე შემაშრა. - რა იყო? - შენ ჩემთან ვერ წამოხვალ. - რატომ? - იქ ნიკუშაა. - მერე რა. რამეს კი არ გიპირებ გოგო… ჯერ. - ირონიულად გამიღიმა და მანქანა გააღო. - ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ… არ უნდა გნახოს. - რატომ? - გაგიჟდება. - მოვა დრო, ამის მოგვარების დრო… ხოდა ბარემ დღეს… - არა სანდრო! ვერ წამოხვალ. - ყველაფერი კარგად იქნება. - მანქანაში ჩამსვა და წავედით. სახლის კარი შევაღე. ნიკუშა ეგრევე შემოსასვლელში გამოვარდა. - სად იყავი ასეთში? სულ სვ… - სანდროს დანახვისას ადგილზე გაშეშდა და სახე საშინლად შეეცვალა. მეგონა სადცა მოკლავდა. - ამ ნაბი*ვარს აქ რა ჯანდაბა უნდა? - ნიკუშა… - შევეცადე სიტუაცია განმემუხტა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ვინ გაცდის? - ხო გელაპარაკე უკვე? ნაბი*ვარია და ვსო! - ნიკუშა მგონი სალაპარაკო გვაქვს. - მშვიდად უთხრა სანდრომ. თითქოს არაფერი ხდებოდა. - მართალია. სალაპარაკო გვაქვს. - სადარბაზოში გაგიჟებული გავარდა ნიკუშა და სანდროც უკან მიყვა. ტელევიზორში რაგბი იყო ჩართული და ბოლო ხმაზე იყო აწეული. ბიჭები ლუდს სვამდნენ და ჩიფსს ჭამდნენ. დავჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. საშინლად ვნერვიულობდი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშა ჩემი უფროსი ძმა არაა, თუ ის არ იქნებოდა ამ ურთიერთობის თანახმა, მზად ვიყავი ყველაფერი დამეთმო. არადა სანდროს კოცნამ მიმახვედრა, რომ ის ზუსტად ის იყო, რაც მაკლდა. მაგრამ ნიკუშას გარეშე აზრი არასდროს არაფერს ექნებოდა. რა უნდა გამეკეთებინა? ის ჭურჭელი გახსოვთ? შავი სითხით, მე რომ მგუდავდა. ის მაშინ გაქრა, როცა ეს ვაჟბატონი წავიდა. არა რომ წავიდა მაშინ კი არა, რომ მითხრა გიშვებო. ახლა კიდევ, უბრალოდ ვიგუდებოდი. მეგონა ჩემს წინ ვიღაც იყო ჩამუხლული და ყელზე ხელებს მთელი ძალით მიჭერდა და მახრჩობდა. უბრალოდ ჩემი მოკვლა სურდა. მე კი ბრძოლას არ ვაპირებდი. ოთახში სანდრო და ნიკუშა შემოვიდნენ. - ყველაფერი კარგად არის. - გამიღიმა სანდრომ. მე მისთვის ზედაც არ შემიხედავს. ნიკუშას ვუყურებდი. მის მიმიკებს ვაკვირდებოდი, რომ ან ბრაზი, ან სიხარული ან საერთოდ რამე წამეკითხა. მაგრამ არაფერი იყო. ისე შემოვიდა თითქოს არაფერი. გვერდზე მომიჯდა და ტელევიზორს მიაშტერდა. - რამე ხომ არ მომხდარა? ლელო, ჯარიმა ან რამე? - ჭკუაზე ხო ხარ? - ვკითხე. ხელი დავავლე და თავის ოთახში გავათრიე. - მითხარი რამე. - რა გითხრა? - მითხარი რა გინდა რომ ვქნა? თუ გინდა ახლავე ვეტყვი წავიდეს და აღარ გამეკაროს. - არა. ყველაფერი კარგადაა. - გამიღიმა. - მართლა. მე აღარაფრის წინააღმდეგი ვარ. - რა გააკეთა? - პირობა მომცა. - რისი? - გაიგებ. - ლოყაზე მაკოცა და გავიდა. როცა უკან გავყევი სანდრო უკვე წასული იყო. ნიკუშა და ბუბა ტელევიზორს უყურებდნენ. სამზარეულოში გავედი და ლუდი გავხსენი. მაგიდაზე ჩამოვჯექი და ბოთლს ვაშტერდებოდი. ქეთუსამ დარეკა. - მთელი დღეა ვრეკავ და პასუხის ღირსი არ ვარ? - რა გინდა რას მეჯუჯღუნები? - რა მოხდა არ მეტყვი? - სად ხარ? - სახლში. - მარტო? - ხო. - გამოდი რა. მე სიარულის თავი არ მაქვს. ყველაფერს აქ მოგიყვები. - ალემ რაო? - ალემ არა, სანდრომ. და ბევრი რამეო. გამოდი და გაიგებ!- ამოვიბურდღუნე და გავუთიშე. ************ ეს თავი მომწონს ყველაზე მეტააადდდ... შემიფასეთ რა <3 მაბედნიერებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.