შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ჰაკერი... (2თავი)


3-04-2017, 02:51
ავტორი Chasing liberty
ნანახია 2 929

_დამტოვა, ამ ველურმა მართლა აქ დამტოვა, წამოვიყვირე როცა ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ დუდუ მაინც არ გამოჩნდა. ახლა რა გავაკეთო, ჯიპიესს დავყურებ რომელიც წრიპინით მამცნობს რომ ხელელმარჯვნივ უნდა წავიდე და ჰოი საოცრებავ, ეს ხელ მარჯვნივ პირდაპირ ტყეში შემავალი ბილიკია, აი ასე, ესეც შენ ანაბელა. _სხვა რა გზა მქონდა, ავიკიდე ჩემი უზარმაზარი ჩანთა და გზას დავადექი. ალბათ საათზე მეტი ვიარე გაუჩერებლად, ფეხები ზურგი და თავი ერთიანად მტეხს, მაგრამ ჯიუტად მივიწევ წინ, თან გული მისკდება და ყოველ გაფხაკუნებაზე შეშინებული ბაჭიასავით ყურებდაცქვეტილი ვაცეცებ თვალებს. მოგკლავ დუდუ დადვანი, ერთ დღეს საკუთარი ხელით მოგკლავ, აი ნახავ შე პირუტყვო, რომ კითხოთ მიცავს, მან კი აქ დამაგდო უპატრონოდ, კაცმა არ იცის სად ვარ და თან საიდანმე მგელი რომ გამოხტეს და შემჭამოს ჩემს სულსაც კი ვერავინ მიაგნებს, _ცხოველო, ვყვირი ბოლო ხმაზე და ცრემლები მსკდება თვალებიდან, არა ნუ რა უბედურებაა, აღარ ვიტირებ ამ ხეპრეს გამო, ოდესღაც ყველაფერი დამთავრდება და ვაზღვევინებ. ამდენი სიარულისგან ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, ისე მეწვის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ცრემლები თავისით მცვივა. მივდივარ, გაუჩერებლად და ჯიუტად მივიწევ წინ, მაინც არ ვჩერდები, ზომბივით ინსტიქტურად ვადგამ ნაბიჯებს. _ჩემი ვარაუდით იმაზე დიდხანს მომიწია სიარული ვიდრე იმ ცხოველმა ივარაუდა. ბინდი ჩამოწვა და უკვე მიჭირს გარკვრვა სად მივდივარ, ვცდილობ არ გადავუხვიო გზას მაგრამ რამდენად ვახერხებ წარმოდგენა არ მაქვს, ამ ჯიპიესის წრიპინმაც უარესად გამომიყვანა წყობიდან და მოვისროლე. ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ჩემს დამპალ სიცოცხლეს. ნეტავ ვის ვადარდებ, აღარავინ დამრჩა, სრულიად მარტო ვარ ამ უზარმაზარ სამყაროში, თანაც ყველაზე დიდ ცხოველებს გადავეყარე რომლებიც ბუნებაში დაბადებულან და მზად არიან დაუფიქრებლად დამგლიჯონ. _მეზიზღები ივანე აბრამიძევ, მეზიზღები დუდუ დადვანო, მეზიზღები მთელო სამყაროვ, ხო აღარ მინდა, არაფერი აღარ მინდა. დავიღრიალე და ტყეში გავიქეცი იმ უკანასკნელი ძალით რაც შემორჩენილი მქონდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვირბინე როცა ვიგრძენი როგორ გამომეცალა საყრდენი ფეხქვეშ და სადღაც გადავვარდი, მთელის სიჩქარით მივგორავდი და ვეჯახებოდი ბუჩქებსა და ტოტებს, წარმოუდგენლად მეწვოდა სხეული, მერე, მერე უცბათ ჩამობნელდა და უკუნეთში ჩავიძირე, -სიმშვიდე, ჩავიჩურჩულე და გონება საბოლოოდ გავთიშე… _თავის გაუსაძლისმა ტკივილმა მომიყვანა გონს, ვერაფრით შევძელი თვალები გამეხილა, მერე ხელის აწევა ვცადე მაგრამ შენც არ მომიკვდე, სხეული არ მემორჩილებოდა, თავს მაქსიმალურად დავატანე ძალა და ტვინს ვაიძულე ცალი თვალი მაინც გამეხილა, თვალი სინათლემ მომჭრა და ისევ დავხუჭე, მერე ისევ გავახილე, სად ვარ, ეს რა ადგილია, ხელებზე დავიხედე და შეხვეული მაქვს, _ეი, რა ხდება, არის აქ ვინმე? ძლივს წამოვიწიე, ვაი თავი, წამოვიყვირე და ძლივს შევმაგრდი ადგილზე, ჰმ, ფეხებიც მთლიანად შეხვეული მაქვს, ესეიგი კარგად ვარ გალამაზებული, _დილა მშვიდობისა, _გაისმა ოთახში დუდუს ხმა, როგორც ჩანს ტყეში მიპოვა. _მშვიდობიანს ვერ დავარქმევ რადგან შენს სახეს ვხედავ ცხოველო, ვუყვირე და ფეხზე წამოვდექი. _ბევრს ნუ ლაპარაკობ, ადექი და გამომყევი, აქ დასასვენებელ ბანაკში არ ხარ, სწრაფად. _მეტი გზა არ მაქვს ჯერჯერობით ამიტომ მორჩილად გავყევი უკან, ძლივს ვადგამ ნაბიჯებს, აუფ როგორ მტკივა ფეხები. _მოვედით, მითხრა და სამზარეულოში შემიძღვა, ახლა საჭმელს მოგცემ, მერე ჭრილობებს დაგიმუშავებ და ვარჯიშს ვიწყებთ. _ყველაფერი მტკივა, ვარჯიშის თავი არ მაქვს, არც ჭამა მინდა გასაგებია? ვუყვირე და ხელი ვკარი, _არ მაინტერესებს გაქვს თუ არა რამის თავი, რადგან არ გშია პირდაპირ ვიწყებთ, ჩამავლო ხელი და სადღაც წამათრია, _მტკივა ცხოველო გამიშვი, გამიშვი არ გესმის? არ მჭირდება შენი დახმარება მითუმეტეს ასეთი არაცივილური მეთოდებით. _გოგონა, ეს სამყარო არც ისე ცივილურია შენ როგორც გგონია ამიტომ ჩემგანაც ნუ ელოდები ასეთ მობყრობას, ეს სავარჯიშო დარბაზია სადაც შენ გარკვეული პერიოდი მოგიწევს ვარჯიში, ამიტომ კეთილი იყოს შენი მობრძანბა ჯოჯოხეთში, მითხრა და ისე გამიღიმა თითქოს სოლარიუმში დამპატიჟა. _ჩვეულებრივი ველური ხარ, ჩავილაპარაკე და დარბაზს თვალი მოვავლე. _დღეს პრესის ვარჯიშებს დავჯერდებით, დაწექი, მითხრა და დაბლა დაფენილ ხალიჩაზე მანიშნა, თითქოს არც გაუგონია ჩემი ნათქვამი, დავემორჩილე რადგან სხვა გზა მაინც აე მქონდა, _მუხლები მოხარე და ნახევრად წამოიწიე ყოველ ჯერზე. მეც უსიტყვოდ შევასრულე ბრძანება,. _უფრო მაღლა აიწიე ეგ რა არის მხრებს რომ წევ მარტო, სწრაფად, გაინძერი მეთქი, მიღრიალა და ჩემს წინ დაიხარა. _მეტს ვერ ვშვები, არ შემიძლია, დავიკრუსუნე, _შეგიძლია, სწრაფად, ისევ გააგრძელა ყვრილი თითქოს ჩემი ხმა არხ გაუგია, _მართლა არ შემიძლია მეტს ვერ ვიწევი, განა ყველა შენნაირი ცხოველია, დამპალო. _კარგი, რადგან ლაპარაკი არ გესმია მოქმედებაზე გადავალ, წარბ აწეულმა მითხრა და მაიკა ტანზე შემომახია,. _ეე რას აკეთებ გაგიჟდი? შევკივლე როცა მის წინ მხოლოდ ბიუსჰალტერით დავრჩი. ისე თითქოს ვერც ამჩნევდა ჩემს ყვირილს სადღაც წავიდა, მერე დავინახე პარკით რაღაც მოიტანა და ხელის ერთი მოძრაობით ჩემს უკან გაშალა. _დაიწყე დროზე, ვითვლი, ერთი…. _ის იყო გადავწექი რომ ზურგზე საშინელი წვა ვიგრძენი და ისტერიულად შევკივლე. რა ჯანდაბაა მეტკინაა დავიყვირე და უკან დავიხედე, ღმერთო ჩემო, აღმომხდა გაოგნებულს, ეს… ეს ეს ხომ დამტვრეული ბოთლებია, შე… შე არანორმალურო ხომ არ გაგიჟდი, სისხლი მდის, თანაც შრამები დამრჩება, ნორმალური ხარ საერთოდ? _როგორ ატყობ მაინტერესებს? ისე მშვიდად მითხრა ვინატრე ყელი გამომეჭრა მისთვის, _ორი… მალე, _მიბიძგა ხელით და ისევ ნამსხვრევებზე გადავვარდი, ისევ შევკივლე და წამოვწიე, _აი ასე. კარგია, სამი.. ოთხი.., აგრძელებდა დათვლას და მეც ყოველ ჯერზე უფრო ხმამაღალი წამოკივლებით ვწვებოდი ძირს. _ორმოცდაათამდე რომ დათვალა თითქმის გულწასული გადავვარდი უკან და ვეღარ წამოვიწიე. _დუდუ, თუ ჩემი მოკვლა გაქვს დაგეგმილი გთხოვ მესროლე ოღონდ ასე ნუ მაწამებ, ვერ გავუძლებ, თუ ოდნავი ადამიანობა შეგრჩა ან შემეშვი ან მომკალი, ამოვიხავლე და ცრემლები წამომცვივდა… _ეს ჯერ დასაწყისია ბარბი, ჩაილაპარაკა და წამომაყენა,. წამოდი ზურგს გაგისუფთავებ, მერე ხელი შემაშველა და საძინებელში შემაგდო, _დაჯექი და დამელოდე მიბრძანა მაგრამ სად მქონდა ძალა დავლოდებოდი, გავიდა თუ არა პირქვე გავწექი საწოლზე და ტკივილისგან კანკალი დამაწყებინა. როგორ მტკივა, ამან ასე თუ უნდა მაწამოს ნამდვილად ივანეზე ადრე მომკლავს. მცივა, მცხელა, ყველა შეგრძნება ერთმანეთში მერევა და ტირილს უფრო ხმამაღლა ვიწყებ, _ხომ გაგაფრთხილე არ დაწვეთქო, -მისმა ცივმა ტონმა უფრო მეტად ამატკივა სხეული,. _შენგან განსხვავებით მე ადამიანი ვარ და არ შემიძლია მსგავსი სისასტიკის ატანა, აქედან ხვალვე წავალ, დღესაც წავიდოდი მაგრამ სიარულის თავი არ მაქვს, ასე რომ ეგ შენი ვითომ მზრუნველობა შენთვის დაიტოვე და მაცადე დავიძინო, შევუყვირე და ძლივს ვიცვალე გვერდი. როგორც ყოველთვის ჩემი ნათქვამი არაფრად ჩააგდო და ვიგრძენი როგორ შემეხო ზურგზე რაღაც ცივი,. _მეტკინა რას აკეთებ, ნუ მეხები, ამოვიკრუსუნე,. _თუ ხვანცალს არ შეწყვეტ უფრო გეტკინება, ასე რომ მაცადე. ისევ მკაცრი ტონით მომიგდო ორი სიტყვა და საქმე განაგრძო, _ყოველ შეხებაზე ისე ვკრთოდი თითქოს ხელახლა მერჭობოდნენ ნამსხვრევები… რამდენიმე წუთში დაამთავრა, სახვევი დამადო და გავიდა, მე კი როგორც ოდნავ დამიამდა ტკივილი ეგრევე მკვდარივით დამეძინა… ***_სიბნელეა, ტყეში ვდგავარ, ერთ მხარეს ივანე და მისი ხალხი დგანან მეორე მხარეს დუდუ, ისეთი მტრული გამომეტყველება აქვთ სადაცაა მეცემიან და გამგლეჯენ, უცბათ საიდანღაც ნიღბიან კაცს ჩემი საბუნა გამოყავს და შუბლზე იარაღს ადებს, ვკივი, ბოლო ხმაზე ვკივი და მინდა გავიქცე მაგრამ სხეული არ მემორჩილება, მაინც ვკივი, საბა!, საბააა!, საბააა!!!, არ გინდათ არა, არა, მე მე მომკალით, მიშველეთ,საბაააა!!!… _ანაბელა, შემომხედე, შემომხედე სიზმარი იყო, მანჯღრევს სახეგაფითრებული დუდუ და ცდილობს როგორღაც გონს მომიყვანოს… ძლივს ვსუნთქავ, სხეული ერთიანად სველი მაქვს და გიჟივით მაკანკალებს, საბა... საბას მოკვლა უნდოდათ, შენც.. შენც იქ იყავი და ჩემა მოკვლას აპირებდი, მუშტებს ვუშენ და ვტირი,. _დამშვიდდი, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ გპირდები, სიზმარი იყო, ცრემლებს მწმენდს და თვალებში მაჩერდება, _მის მზერაში ახლა წინანდელი მრისხანების ნაცვლად რაღაც ჩემთვის ამოუხსნელი ვანჩნევ, ეს აღაც გაცოფებაა, აღარც ირონია და აღარც მბრძანებლური გამომეტყველება, რაღაც სხვაა, რომელიც სადღაც ღრმად აღწევს ჩემს სხეულში და მთელ ტანზე ეკალი მაყრის… _სანამ მე შენთან ვარ არაფრის შეგეშინდეს გასაგებია? რაც არ უნდა მოხდეს ეს კარგად დაიმახსოვრე, ახლა დაიძინე და ნუ გეშინია, მეუბნება და საწოლიდან დგება,.. _მთელი ღამე თვალი ვეღარ მოვხუჭე კოშმარების შიშით, მხოლოდ მაშინ ჩამეძინა ოთახში პირველი მზის სხივი რომ შემოვიდა…. _დილით არავის გავუღვიძებივარ, თუმც რაღა დილა, საათს რომ შევხედე თორმეტი სრულდებოდა, სხეული იმაზე უარესას მტეხს ვიდრე გუშინ და წელს ძლივ ვითრევ რომ ავდგე, აბაზანაში შესვლა მინდა სასწრაფოდ, თუ არ ვიბანავე გული წამივა, ნეტავ ამ სახლში აბაზანა სად არის, დერეფანში გამოსული ოთახებში ვიჭყიტები და ერთგან ოდნავ კარ შეღებულ აბაზანას ვხედავ, რა კარგია, ვიბანავებ, შევჭამ და წავალ, _აბაზანის კარები შევხსენი და ის იყო ფეხი შევდგი რომ ვიღაცას ცხვირით შევასკდი და ლამის გადავყირავდი, _ვაიმე, უკაცრავად მეგონა არავინ იყო, გავწითლდი და უკან შემოვბრუნდი, _კი როგორ არა, დაგიჯერე, ჩაიდუდღუნა ვაჟბატონმა და გავვიდა.. _ჰმ, რა მაგარი ტანი აქვს ამ ველურს, მე კიდევ მეგონა ცხოველივით ბანჯგვლიანი იქნებოდა, ჩემს ნაფიქრზე გამეცინა და წყლის ჭავლის ქვეშ შევდექი…. რა ბედნიერებაა წყალი რომ არსებობს, თითქოს ტვირთი მომეხსნა სხეულიდან,.. როგორ იქნა მოვრჩი, ჩავიცვი და თმების მშრალებით გამოვედი ოთახში, ვახ როგორ მეწვის ზურგი, ასეთი რაღაც როგორ გამიკეთა, მე კიდევ მის ტანს ვათვალიერებდი, დებილი ვარ,.. არადა ისეთი გარეგნობა აქვს რომ არა ეს უჟმური სიფათი და ველურის გამოხტომები შეიძლება… ვაიმე ანაბელა, რა გეშველება, ამ ცხოველს კაცად როგორ აღიქვამ თანაც ამ სიტუაციაში, ნორმალური ხარ? -ვუღრენ ჩემს თავს და ხელებს ლოგინზე ვატყაპუნებ რომ სულელური ფიქრები მოვიშორო... _ქალბატონო ვარჯიშის დროა სწრაფად გამოდი, _დამიყვირა და კარებზე მომიბრახუნა,. ოხ გავახსენდი.. _მე არ ვაპირებ არანაირ ვარჯიშს გასაგებია? დავიყვირე და გაბუსული შევსწორდი საწოლზე… _ათამდე ვითვლი თუ არ გამოხვალ შენ თავს დააბრალე,. ერთი…. ორი… _არ მოვდივარ მეთქი არ გესმის? შემეშვი, არ მინდა ვარჯიში მითუმეტეს ასეთი მეთოდებით,. _რვა, ცხრა ანაბელა გამოდი თორემ მოვდივარ,. _მე ვითომ არც გამიგია მისი ნათქვამი, თმა ავიკოსე და საწოლის გასწორება დავიწყე. _ესეიგი არ გესმის წყნარად ნათქვამი ხო? კარი შემოგლიჯა და შემოვარდა ,. გასწავლი მე შენ ჩემს მოსმენას, _უცბათ დამავლო ხელი და მხარზე გადამიკიდა,. _რა ჯანდაბას აკეთებ დამსვი, ხომ არ გადაირიე, ვაი ზურგი, ზურგი მტკივა არ გესმის? არც ვარჯიში მინდა, გთხოვ დამანებე თავი, არ მინდა არაფრის სწავლა, არც შენი დაცვა, სულ წავალ ამ ქვეყნიდან ოღონდ შენ შემეშვი გთხოვ,. _დაამთავრე წიკვინი თუ კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი, _დამპალი, როგორ შეუძლია ასე მშვიდად მელაპარაკოს. _არ დამიმთავრებია, უნდა წავიდე, დამსვი. როგორც იქნა მოიფიქრა და დამსვა..., _აიღე ახლა ეს განტელები, ხელის კუნთები უნდა გავავარჯიშოთ,. _უკაცრავად შენ სმენის პრობლემა ხომ არ გაქვს, გავანჩხლდი მის ურეაქციობაზე, არ გესმის რას ვამბობ?შენი აზრით უაზროდ ვყბედობ ამდენს? _ანაბელა აიღე ეს დედამ…...ლი განტელები დროზეე! _იმხელა ხმაზე დაიღრიალა გული გამისკდა და სასწრაფოდ ვტაცე ხელი მის გამოწვდილ განტელს, _ეხლა ჯერ მარჯვენა ხელი წაიღე უკან ისე რომ არ მოკეცო მერე მარცხენა და ასე მონაცვლეობით, გასცა ბრძანება და დაელოდა როდის შევასრულებდი. _ასე გააგრძელე არ გაჩერდე მე ახლავე მოვალ, ისევ მიბრძანა და გავიდა. _აბა კიი როგორა, დავეჯღანე დაკეტილ კარს და იქვე ჩამოვჯექი, _სანამ მე უაზროდ თავლების ცეცებით ვიყავი გართული ტელეფონის ხმა გაისმა, რა მაგარია, ანას დავურეკავ, ხელი ვტაცე ტელეფონს და მესიჯს დავაკვირდი რომელსაც “ალექსი” ეწერა. _საერთოდ არ მიყვარს ხოლმე სხვის პირად ნივთებში ქექვა და მითუმეტეს შეტყობინებების კითხვა მაგრამ ისე მინოდა გამეგო საუკეთესო ძმაკაცს რაზე ესაუბრებოდა სულმა წამძლია და მესიჯის კითხვა დავიწყე,. “_დუდიკ რას შვები, როგორ მიდის საქმე, ჩემსკენ ყველაფერი ისეა როგორც საჭიროა, იმდია ვარჯიშები დაიწყეთ, იმ გეგმას კი ბოლომდე მიყევი რაც თავიდან გადავწყვიტეთ, სხვა გზა არ არის, მისთვის ასე ჯობს, ფრთხილად იყავი როგორც გავარკვიე ეძებენ, გაუფრთხილდი, ერთი თვის მერე თბილისში უნდა დაბრუნდეთ და ამისთვისაც მზად უნდა იყოს ისიც და შენც, შეგეხმიანები…”. _რა გეგმა აქვს ამ კაცს ვერაფერი გავიგე, საერთოდაც არაფერი მესმის, ყვსლაფერი ამერია ტვინში, ვაიმე, მეძებენ, მეძებენ და რომ მიპოვონ სიკვდილი გარანტირიბული მაქვს, [_ეხლა ხომ ხარ საზღვაო კურორტზე რაა,] წამკბინა მეორე მემ, _შენ რომ არ შემახსენო ისედაც ვიცი ვუბრიალე თვალები და ისევ ჩემს ფიქრებს მივუბრუნდი. _ესეიგი რა გამოდის, მოსაკლავად დამდევს შეშლილი, რომელსაც ფულის მოპარვაში არ დავეხმარე და ამ გიჟისგან მიცავს გიჟი რომელსაც შეიძლება ნებისმიერ დროს შემოვაკვდე თავისი ველურული მეთოდებით, ამის გაფიქრებაზე იმხელა ხარხარი ამიტყდა დარწმუნებული ვარ ჩემმა ტირანმა თავისუფლად გაგო, წარმოგიდგენიათ? “ვაის გავეყარე უის შევეყარეო” გამოთქმა რომ არის ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვარ, _როგორც ჩანს ჩემს სიტყვებს არაფრად აგდებ, _გული გამიხეთქა მიმა ხმამ და სანამ შეამჩნევდა რომ ტელეფონი მეჭირა უჩუმრად უკან დავაბრუნე, _მომისმინე, ამ სისულელეებით ჩემს დაცვას ვერ შეძლებ, მე არ ვარ მებრძოლად დაბადებული და არც რაიმე განსაკუთრებული ილეთების სწავლა მინდა, ძალიან გთხოვ შემეშვი, საერთოდაც ვფიქრობ რომ დავეხმარო იმ შეშლილს და შემეშვას, _ხოო? და შენი აზრით რომ დაეხმარები ცოცხალს დაგტოვებს? თუ ციხეში არ ჩავსვით არასოდეს შეგეშვება, დაეხმარები თუ არ დაეხმარები მკვდარი ხარ, ასე რომ ალტრნატივა არ გაქვს გარდა იმისა რომ გააკეთო ყველაფერი რასაც მე გეტყვი,. შენ ვერც კი წარმოგიდგენია რას გიზამენ იმ ხალხს ხელში რომ ჩაუვარდე, პატარა გოგო რომელიც დამშეული მგლების ხროვაში მოხვდება, იმედია ხვდები რას ვგულისხმობ…. _ისე მელაპარაკებოდა დუდუ ამან უარესად შემაშინა. _მადლობა უნდა გითხრა ამისთვის? ვკითხე და სახე ავარიდე,. _მადლობა? არა არც ველოდები, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ახლა წადი ზემოთ მე უნდა ვივარჯიშო, ხო და კიდევ კარი კარგად გაიკეტე და ოთხაიდან არ გამოხვიდე,. _ისე გამეხარდა ვარჯიში რომ აღარ მომიწევდა სიხარულით გვიქეცი ჩემს ოთახში. ახლა რა ვაკეთო? ირგვლივ მიმოვიხედე და რამოდენიმე წიგნს მოვკარი თვალი, წავიკითხავ და დროს ასე გავიყვან სანამ ეს ველური ახალ საქმეს გამომიძებნის, _“ჯეინ ეარი” ამოვიკითხე სქელ ყდიან წიგნზე და გემრიელად მოვკალათდი საწოლზე, ვგიჟდები შარლოტა ბრონტეს ამ ნაწარმოებზე, პატრა გოგონამ ამხელა ტკივილით და ტანჯვით სავსე ცხოვრება გაიარა და მაინც არ გატყდა, მაინც ქონდა იმედი სიყვარულის, ბედნიერების. არცერთ მომენტში არ დაუკარგავს იმედი, ყველანაირ ტკივილს გაუძლო, ფიზიკურსაც და სულიერსაც მხოლოდ იმიტომ რომ სწამდა, ყოველ ჯერზე ამ წიგნის წაკითხვისა ისეთი გრძნობა მიბყრობს რომ დამნაშავე ვარ საკუთარი თავის წინაშე, თავი ძლიერი მგონია მაგრამ რეალურად ერთი მშიშარა კურდღელი ვარ რომელსაც საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია… _კითხვამ ისე გამართო ვერც შევამჩნიე დრო როგორ გავიდა, საათს რომ დავხედე ხუთი ხდებოდა, ოჰო, ამხელა დრო გავიდა? ახლაღა ვიგრძენი როგორ მომშიებია, წიგნი გვერდით გადავდე და სამზარეულოში ჩამოვედი, მაცივარში ქექვის შემდეგ ბოსტნეულის წვნიანის გაკეთება დავიწყე და საკმაოდ გემრიელიც გამომივიდა, ის იყო საჭმელად უნდა დავმჯდარიყავი რომ დუდუ გამახსენდა, მართალია არ იმსახურებს მაგრამ შევთავაზებ ისადილოს… სად ჯანდაბაში დახეტიალობს ეს კაცი, დავიჯერო ისევ სავარჯიშო დარბაზშია? ფეხაკრეფით გავიპარე ფრთხილად შევხსენი კარები და შიგნით შევიჭყიტე… _ღმერთოოო! აღმომხდა გაოცებულს როდესაც მის მთლიანად ოფლით დაცვარულ, ნაიარევებიან და ნავარჯიშებ სხეულს თვალი კარგად შევავლე, ისეთი სექსუალურია სუნთქვა შემეკრა, თვითონ მემგონი ვერც შემამჩნია, გამეტებით ურტყამდა მუშტებს უზარმაზარ სავარჯიშო ტომარას, ეს კაცი ნამდვილი ცხოველია, კი მაგრამ ამდენი ხანია ვარჯიშობს? _ეი ველურო, არ შეჭამ? მივუახლოვდი და სულერთიას ტონით მივმართე, უცბათ ვიგრძენი როგორ მწვდა ყელში და კედელს მიმანარცხა, თვალები უელავდა და ისეთი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით მიყურბდა აშკარად აქ არ იყო.. _გ. ა. მიშ. ვ. ი, ძლივს ამოვიხავლე, ა რ. გ ე ს მის? ხელი ხელზე მოვუჭირე მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი,. ჰაერი აღარ მყოფნიდა, ცოტაც და უჟანგბადობით გონებას დავკარგავდი რომ გამომეტყველება შეეცვალა, მოეშვა და თვალებში ჩამაშტერდა, _ხომ გითხარი არ შემოხვიდეთქო, ყრუ ხარ? ჩურჩულამდე ჩამწყდარი ხმით მითხრა და ყელზე ხელი შემიშვა,. _როგორც კი ჰერი ჩავისუნთქე მაშინვე საჩხუბრად მოვემზადე მაგრამ მხოლოდ ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან შიშისგან,. _ბელ, არ მინდოდა შენი შეშინება,. -ბელ? მომესმა? გავიფიქრე და ცრემლები თითებით მოვიწმინდე,. _დაგიწითლდა ბელ, ყელი დაგიწითლდა, მიჩურჩულა და ჩემი ყელისკენ დაიხარა, მერე კი ისე ფრთხილად მაკოცა მთელ სხეულში დენის დარტყმასავით დამიარა, ისე ნაზად დააცოცებდა ტუჩებს და ისე მხურვალედ მეფრქვეოდა მისი სუნთქვა ყელზე რომ ცოტაც და გული წამივიდოდა, მერე მკვეთრად მომშორდა და ოთახიდან გავიდა… _ეს რა ჯანდაბა იყო, ან მე გავგიჟდი ან ეს კაცი მართლა შეშლილია, ისე იქცევა თითქოს ორი ადამიანია, ვაიჰ გული, “ბელს” მიწოდა თანაც მაკოცა, ვაიმე ვაიმეეე რა იყო ეს, რა ცხელი ტუჩები ქონდა, ხელი ნაკოცნ ადგილას მივიდე და სულელური ღიმილით დავტოვე სავარჯიშო დარბაზე, ასეთივე სულელური ღიმილით შევჭამე წვნიანი და მთელი საღამო დაძინებამდე ხან მის კოცნას ვიხსენებდი და ხან სხეულში წარმოქმნილ ჟრუანტელზე მეშლებოდა ნერვები. _დილა ისევ მისი ყვირილით დაიწყო,. _ხუთ წუთში მზად იყავი, დაბლა გელოდები დარბაზში, სწრაფად,. _დილის 6 საათია რა უბედურებაა, მეძინება, ამოვუბურტყუნე და მხარი ვიცვალე. _გავიმეორე გუშინდელი? -დამიყვირა ისევ და გავიგე როგორ ჩამოწია კარის სახელური,. _კარგი კარგი მოვდივარ ვდგები, გავძახე და საწოლიდან წამოვჯექი, მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი,. _ერთი საათი შეუსვენებლად მარბენინა სარბენ ბილიკზე და რასაც ქვია ქანცი გამაძრო, გული ყელში მოქნდა ამომხტარი და ოფლი წურწურით ჩამდიოდა ზურგში რაც ჯერ კიდევ შეუხორცებელ ნაკაწრებს საშინლად მიწვავდა,. _მორჩა, აღარ შემიძლია, ძლივს ამოვიფრუტუნე და ბილიკიდან გამივხტი, აი ახლა რომც მესროლო ვეღარ ვირბენ შანსი არაა, _კარგი, ხუთი წუთი შეისვენე და დაშნის ხმარებას გასწავლი, მითხრა და დაშნა გადმომიგდო, _რა საინტერესოა გუშინდელზე მეტყვის რამეს? გავიფიქრე და ნასროლი იარაღი ძლივს დავიჭირე,. ხუთ წუთიანი სულის მოთქმის შემდეგ ნახევარი საათი მიხსნიდა სვლებს და მეც მორჩილად ვიმეორებდი მის ყოველ მოძრაობას, _აბა ახლა შენ ცადე მარტომ, მითხრა და დაელოდა რას ვიზამდი, რათქმაუნდა მეც მეტი რა მინდოდა, _ფრთხილად ველურო, ახლა სამაგიეროს გადაგიხდი, გავუღიმე და ჩემი დაშნით საბრძოლო პოზა მივიღე,. _თითი არ გაიჭრა თოჯინა ფრთხილად იყავი, _დამცინის ეს იდიოტი, დამაცადე რა გიქნა,. გაბრაზებულმა მთელი ძალით მოვიქნიე დაშნა და პირდაპირ მხარში ვატაკე, ვაიმეე ეს რა გვაკეთე,. არ მინდოდა, ისე შემეშინდა კანკალი დავიწყე,. _მორჩი ისტერიკას ამ ნაკაწრის გამო, არაუშავრს ახალბედებს უმართლებთ, მითხრა და გარეთ გავიდა, მაგრამ რა მომათმენინებდა უკან ავედევნე,. _დაჯექი გაგისუფთავებ და შეგიხვევ, მართლა არ მინდოდა, მოვუბოდიშე და ბამბას და სპირტს დავწვდი,. _არაა საჭიროთქო ხომ გითხარი რა ჯიუტი ხარ,. _ხოო ჯიუტი კი ვარ მაგრამ დანაშაული ხომ უნდა გამოვისყიდო შენსავით, ვეცადე გუშინდელზე გადამეკრა სიტყვა,.. მაგრამ არც კი შეიმჩნია. _შენ ჩემთან ხარ ასეთი უხეში თუ ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობა არ გიყვარს? ვკითხე ინტერესით თან მისი სხეულიდან წამოსულ საოცარ სიმხურვალეს ვაიგნორებდი, ნუ ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი, რომელიც ისე გადმოდიოდნენ ჩემს ხელებში თითქოს დენის ტალღები ყოფილიყვნენ,. _შენთან, -მომიჭრა მოკლედ. _რატომ? რამე დაგიშავე? _კი, ზედმეტად ლამაზი და სულელი ხარ, ამიტომ მირჩევნია ამაზე არ ვიფიქრონდა ჩემი საქმე ვაკეთო, გასაგებია? დროზე მორჩი და დაიძინე, რამდენი ყურადღებას აქცევ ნაკაწრებს, _კომპლიმენტად მივიღო? გამეღიმა მის ნათქვამზე,. _რა სულელი რომ გიწოდე?კიბატონო. _ხომ ვამბობ ველური ხართქო, კიდევ კარგი რამოდენიმე წინანდადება მაინც მაღირსე, რა პატივია თქვენო უმონათმფლობელობავ, ასე ხომ გავგიჟდები, საკუთარ თავს ველაპარაკო? გავიბუსე.. _ჩენთვის სულ ერთია, მომაძახა და წამოდგა… როგორც კი კარი გაიხურა მაისური გადავიძრე და პიჟამას ჩაცმას ვაპირებდი რომ უკან შემობრუნდა, _მობილური დამრჩა, ჩაილაპარაკა ისე რომ ჩემი მკერდისთვის თვალი არ მოუშორებია, მერე მომიახლოვდა და თითი ჩამომისვა,. _ეი რას აკეთებ, ხელი გაწიე მე…. მაგრამ ხმის ამოღება არ მაცალა ისე ამაფარა ხელი ტუჩებზე,. _ჩშშშ, ხმა არ ამოიღო, მერე ჩემს კისერში ჩარგო თავი, ვერ მივხვდი რა უნდა მექნა, მთლად დამაბნია მისმა საქციელმა, მისმა სიახლოვემ კი მუცელში ატომური აფეთქება გამოიწვია, მწვავდა მისი ყოველი ამონასუნთქი კანზე, ასე ნელ ნელა ჩაუყვა მკერდამდე და ენის წვერით თითქოს დააგემოვნა კანი, სიამოვნებისგან გათიშულს კინაღამ კვნესა აღმომხდა და ტუჩი კბილებში მოვიქციე, _გემრიელი ხარ, მაგრამ საერთოდ არ გაქვს თავდაცვის ინსტიქტი, ეს კი ცუდია, ჩაილაპარაკა და სანამ გონს მოვიდოდი ოთახი დატოვა,. _აი ასე, უკვე მეორედ დამტოვა გაოგნებული, არადა რა მხურვალე სხეული და ტუჩები აქვს, ვაიმე მგონი ვგიჟდები,... [***_ალექს მაგარ შარში ვარ, მაშინვე დაიყო დუდუმ როგორც კი ალექსანდრემ ტელეფონს უპასუხა, _რა მოხდა აღარ იტყვი შეჩ...მა? მშვიდობაა? _მაგარი ყ...ბა მჭირს და ეგაა, ეს ორი დღეა განსაკუთრებით ვერ ვაკონტროლებ თავს, _ბიჭო ამოღერღავ რა ხდება თუ გაწამო, ჩაჰყვირა წყობიდან გამოსულმა ალექსმა. _ვეკოცე, უფრო სწორად დავაპირე, ისეთი რაღაცნაირია ბავშვური და არვიცი როგორ ვთქვა, გუშინ შევაშინე, ვვარჯიშობდი და შემოვიდა… _რააა? იყვირა ტელეფონის მეორე მხრიდან ალექსმა. რა დაუშავე დუდუ, _არაფერი ტო, ყელში ხელი მოვუჭირე და რომ მივხვდი ვინ იყო ლამის იქვე მოვკვდი, ისე შეეშინდა ხმას ვერ იღებდა და მერე… მერე ვაკოცე ყელში.. _უცბათ ისეთი ხარხარი მოესმა დუდუს ტელეფონის მეორე მხრიდან გვერდით გასწია, _რა თხუთმეტი წლის ბიჭივით ლაპარაკობ ტოო რა გჭირს, “ვაკოცე ყელში” გააჯავრა და ისევ გადაიხარხარა ძმაკაცის დაბნეულობაზე… რას ბუტბუტებ, ფუ შენ მოგი….აან “ყელში კოცნა,, არ წყვეტდა ხარხარს ალექსანდრე. _აუ დავაი რა, არ უნდა მეთქვა,. სასაცილოა? ყ...ე ხარ ამხელა კაცი. _აუ დუდიკ შენ ძმობას ვფიცავარ ძაან ბავშვობ, მერე რო აკოცე თვითონ რა გითხრა,. _არაფერი, ორივეჯერ გაოცებული დავტოვე, ხმაც ვერ ამოიღო, უკვე ორი ღამეა რომ იძინებს შევდივარ და მძინარეს ვუყურებ, ისეთი ლამაზია, თან სექსუალური, მოკლედ შარში ვარ ხო? _ხოო დუდუ შარში ხარ ძმაო, არაშესაფერისი დროა მაგრამ მე ხომ კარგად გიცნობ, პირველად მოხდა რომ ქალის მიმართ ლტოლვა გაგიჩნდა, მიკვირს ასე ცოტა ხანში როგორ მოახერხა შენი ყურადღების მიქცევა მაგრამ ერთის მხრივ კარგიცაა, ივანეს ხალხისგან არაფერია გამორიცხული ამიტომ ხო ხვდები არაა? _ალექს არაა საჭირო, თანაც სანამ ჩემთანაა არაფერი ემუქრება, ამიტომ მაგის გამო არაფერს გავაკეთებ, ეხლა უნდა წავიდე, _კაი, აბა შენ იცი ჭკუით. მთლად ნუ გააგიჟებ მაგ გოგოს, ადამიანურად მოიქეცი, თუ რამეა დამირეკე, კარგად… _დაემშვიდობა თუ არა ალექსანდრეს ლოგინზე გაიშხლართა და ისევ ანაბელას გადაწვდა ფიქრებით, _რა გემრიელი ხარ ბელს, არადა მარტო ერთი ენის ასმა რომ აღარ მაკმაყოფილებს, ვაააახ, შარში ვარ, ამოიგმინა და ბალიში დაიფარა სახეზე...]



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

წინა თავი უფრო დიდი იყოოოოო. :( შემდეგს როდის დადებ?

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო გაება ჩიტი მახეში.საინტერესო იქნება დუდუს ქცევები დარწმუნებული ვარ უკვე.
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი Chasing liberty

Anuki96
წინა თავი უფრო დიდი იყოოოოო. :( შემდეგს როდის დადებ?

ინა თავს მთელი კვირა ვწერდი, ამ თავისთვის კი დღენახსვარი მქონდა

La-Na
ოჰო გაება ჩიტი მახეში.საინტერესო იქნება დუდუს ქცევები დარწმუნებული ვარ უკვე.

გაება კიი მაგრამ სხვა გეგმებიც აქვს, გამოჩდება ნელ ნელა

 


№4  offline წევრი triniti

ვაიმეეე ეს რა მაგარი იყოოო ესეიგი მოდი ჯერ ბელზე გეტყვი არაცჰვეულებრივი გოგოა ასეტი პერსონაჯები მომწონს გული რომ აქვტ მაგარი და არაფერი რომ არ სჰეუზლიატ სამაგიეროტ ისეტი ესჰხი აქვტ რომ ეს ცჰემი დუდუ გამიგიჯააა...ძალიან საინტერესოდ ვიტარდება მოვლენები არაჩვეულებრივად წერ ვერ ვწყდები მინდა რომ არ დასრულდეს...გთხოვ მალე დადე რააა უმაგრესია და ერთი სული მაქვს როდის წავიკიტხავ....

 


№5  offline წევრი Chasing liberty

triniti
ვაიმეეე ეს რა მაგარი იყოოო ესეიგი მოდი ჯერ ბელზე გეტყვი არაცჰვეულებრივი გოგოა ასეტი პერსონაჯები მომწონს გული რომ აქვტ მაგარი და არაფერი რომ არ სჰეუზლიატ სამაგიეროტ ისეტი ესჰხი აქვტ რომ ეს ცჰემი დუდუ გამიგიჯააა...ძალიან საინტერესოდ ვიტარდება მოვლენები არაჩვეულებრივად წერ ვერ ვწყდები მინდა რომ არ დასრულდეს...გთხოვ მალე დადე რააა უმაგრესია და ერთი სული მაქვს როდის წავიკიტხავ....

მადლობა, დიდი მადლობა,

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მომწონს ...
მიყვარს "სამხედრო" მოთხრობები:D:Dდდ იმედიმაქვს კიდევ უფრო განავრცობ და განავითარებ პერსონაჟებს ალექსანდრესდ ა დდუს პერსონაჟი მომონს ძაან:დდდ
ბოლო ნაწილიც მომეწონა . და მიყვარს ზოგადად სხვადასხვა პერსონაჟIს თხრობა
აბა შენ იცი გელიიი!!!!

 


№7  offline წევრი Chasing liberty

nawkas12345
მომწონს ...
მიყვარს "სამხედრო" მოთხრობები:D:Dდდ იმედიმაქვს კიდევ უფრო განავრცობ და განავითარებ პერსონაჟებს ალექსანდრესდ ა დდუს პერსონაჟი მომონს ძაან:დდდ
ბოლო ნაწილიც მომეწონა . და მიყვარს ზოგადად სხვადასხვა პერსონაჟIს თხრობა
აბა შენ იცი გელიიი!!!!

უღრმესი მადლობა, განვითარება ნამდვილად ექნება. ყოველ 2 დღეში დავდებ სავარაუდოდ შემდეგ თავებს...

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

ზალიან მომწონს ყველაფერი ერთი რამის აგრდა დიალოგები რომ არ არის დაშორებული ანუ მიყოლებით რომაა კითხვის დროს ხელს მიშლის მეპირადად იქნებ გაითვალისწინო ნუ თუ ვერა მე მაინც წავიკითხავ ...კარგია ძალიან თან

 


№9  offline წევრი Chasing liberty

sameone crazy girl
ზალიან მომწონს ყველაფერი ერთი რამის აგრდა დიალოგები რომ არ არის დაშორებული ანუ მიყოლებით რომაა კითხვის დროს ხელს მიშლის მეპირადად იქნებ გაითვალისწინო ნუ თუ ვერა მე მაინც წავიკითხავ ...კარგია ძალიან თან

მადლლობა დიდი, აი მაგ დიალოგებს სამწუხაროდ ვერაფერს ვუზამ, ტელეფონში ვწერ და შასაბამისად იმ პროგრამას ვჯერდები რაც აქვს ხოდა მაპატიეთ ასეთი დიალოგების გამო, მეც მინდოდა სხვანაირად მაგრამ არ გამკდის. ბოდიშს ვუხდი მკითხველს.

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ერთი კიტხვა მებადება რატომ არის ასეთი სასტიკი ეს ბიწი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent